გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2243308-2/009-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი 20-- წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
თავდაპირველი სარჩელის მიხედვით:
მოსარჩელე - ხ------- გ------–--ე
წარმომადგენელი: ე--------------–--ე
მოპასუხე - ლ---- გ------–--ე
წარმომადგენელი - ე----------–----ე
დავის საგანი: საზიარო უფლების გაუქმება
შეგებებული სარჩელის მიხედვით:
მოსარჩელე - ლ---- გ------–--ე
წარმომადგენელი - ე----------–----ე
მოპასუხე - ხ------- გ------–--ე
წარმომადგენელი: ე--------------–--ე
დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ანდერძის ბათილად ცნობამ, მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ხ------- გ------–--ის სარჩელით
გაუქმდეს საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. ბ----------, თ------------ ქ. N2-, სართული მეხუთე, ს/კ 6--0--1-.0--.0-----, საზიარო საგნის რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა განაწილდეს მესაკუთრეთა წილების შესაბამისად.
ხ------- გ------–--ემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
უძრავ ქონებაზე (მდებარე ქ. ბ----------, თ------------ ქ. N2-, სართული მე-5, ს/კ 6--0--1-.0--.0-----) ¾ ნაწილის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ხ------- გ------–--ე, ხოლო დარჩენილი ¼ ნაწილის მესაკუთრედ ლ---- გ------–--ე.
საზიარო უძრავი ქონება მდებარეობს საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე, ოროთახიანი. მისი მდებაროებიდან გამომდინარე ნატურით გამიჯვნა ტექნიკურად შეუძლებელია მისი ღირებულების შემცირების და ფუნქც------ დანიშნულების შეცვლის გარეშე.
შეკითხვით მიმართა ლ----------------–-ს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს - შესაძლებელი იქნებოდა თუ არა საზიარო უფლების გაუქმება, ისე რომ არ იქნეს ნივთის ღირებულება შემცირებული და მისი ფუნქც------ დანიშნულება შეცვლილი. 09.10.201-წ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საცხოვრებელი ბინის გამიჯვნის შემთხვევაში თითოეულ თანამესაკუთრეს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი შესასვლელი კარი, სველი წერთილი, საცხოვრებელი ოთახი და დამხმარე სათავსო. მოცემულ შემთხვევაში, სამშნებელო ნორმების და წესების თანახმად, უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ----------, თ------------ ქ. N2-, მე-5 სართული, ს/კ 6--0--1-.0--.0----- ორ იზოლორებულ ნაწილად გამოყოფა ნივთის ღირებულების შემცირებისა და ფუნქც------ დანიშნულების შეცვლის გარეშე, ტექნიკურად შეუძლებელია.
1.2. ლ---- გ------–--ის სარჩელით
ბათილად იქნეს ცნობილი დანაშათ სამკვიდრო ქონებაზე მდებარე ბ---------–-, თ------------ ქ. N2--ში მე-5 სართულზე, ს/კ 6--0--1-.0--.0-----, 2008 წლის 4 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის N2----) 1/3 ნაწილში.
ბათილად იქნეს ცნობილი 2008 წლის 18 ივლისს ც------ გ------–--ის მიერ შედგენილი ანდერძი (რეესტრში რეგ. 3---) და ლ---- გ------–--ე ცნობილი იქნეს უძრავი ქონების , მდებარე ქ. ბ---------–-, თ------------ ქ. N2-, მე-5 სართულზე, ს/კ 6--0--1-.0--.0-----, ½ ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ.
ლ---- გ------–--ემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელის მშობლები ნ------- და ც------ გ------–--ეები იმყოფებოდნენ 1990 წლის 2 ოქტომბრიდან რეგისტრირებულ საქორწინო ურთიერთობაში. მათ ჰყავდათ ორი შვილი ლ---- გ------–--ე და ხ------- გ------–--ე. ნ------- გ------–--ის სახელზე 2007 წელში რეგისტრირებული იქნა ბ----------ს თ------------ ქ. N2--ში მე-5 სართულზე, ს/კ 6--0--.1-.0--.0----- მდებარე ბინა. ც------ გ------–--ე 2000 წელში წავიდა საზღვარგარეთ სამუშაოდ, საიდანაც ის მამის ავადმყოფობის გამო ჩამოვიდა. 2007 წლის 23 სექტემბერს გარდაიცვალა ნ------- გ------–--ე. მისი გარდაცვალების შემდეგ მას დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, მეუღლე ც------ გ------–--ე, და ორი შვილი ლ---- გ------–--ე და ხ------- გ------–--ე. მამის გარდაცვალებიდან უმოკლეს ვადაში დედა წავიდა საზღვარგარეთ. დედა გახლდათ საპენსიო ასაკის. მას 2008 წლიდან ყოველთვიურად ერიცხებოდა ლ-------------–ი საპენსიო თანხა. სახელმწიფოსაგან დადგენილი საპენსიო თანხების ოდენობის შესაბამისად. მან იცოდა, რომ ეს თანხა გროვდებოდა მის საბანკო ანგარიშზე და ამ თანხების ერთდროულად აღებას ის შეძლებდა საქართველოში ჩამოსვლისას. დედა 2016 წლის აპრილში ჩამოვიდა საბრერძნეთიდან ონკოლოგიური დაავადებით. ის თვითმფრინავის ტრაპიდანვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, მან მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა და 2016 წლის 26 აპრილს გარდაიცვალა.
დედის გარდაცვალებიდან გარკვეული დროის შემდეგ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მან მამის დანაშთი ქონება 2008 წლის 04.04 სანოტარო წესით გაფორმებული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღირიცხა თავის სახელზე. ამავდროულად 2008 წლის 18.07 შეადგინა ანდერძი დის ხ------- გ------–--ის სახელზე. ნოტარიუსისათვის დედას არ უთქვამს, რომ მამას მის გარდა ჰყავდა კიდევ ორი პირველი რიგრის მემკვიდრე. ეს კი იმიტომ გააკეთა, რომ სურდა მოტყუებით მიეღო სამკვიდრო მთელ ქონებაზე. არც ნოტარიუსი დაინტერესებულა და არ უკითხავს მისთვის აღნიშნულის შესახებ. სამკვიდრო მოწმობის და ანდერძის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა დედის გარდაცვალების შემდეგ. დას სთხოვა უხმაუროდ მოეგვარებინათ და გამოესწორებინათ შეცდომები, რაც დედამ გააკეთა და გაეგრძელებინათ ტკბილი დედმამიშვილური დამოკიდებულება. ამ დროს გაირკვა, რომ დედის საკუთრებას არ წარმაიოდგენდა მის მიერ შეძენილი ერთოთახიანი ბინა, რომელზედაც ნოტარიუსს ნასყიდობის ხელშეკრულება შეუდგენია და რომელიც დათარიღებულია 2008 წლით, თუმცა მისი შედგენის თარიღი და გამყიდველის ვინაობა უცნობია. რამდენადაც გამყიდველის ხელმომწერის გრაფაში მითითებული ხელისმოწერა არ ეკუთვნის დედას.
ასევე აღარა არის ბანკში ფულადი თანხები, რაც 2008 წლიდან პენსიის სახით ერიცხებოდა დედას და რომლის შესახებ ის ყველა ახლობელთან აღნიშნავდა. ცხადია ისისც მოიხმარა მოპასუხემ. მოსარჩელეს იმ თანხებიდანაც ეკუთვნოდა წილი. მოპასუხემ მიითვისა ც------ გ------–--ის მიერ მოსარჩელის შვილის ნ---- გ------–--ისათვის ჩამოტანილი 900 ევრო, რომელიც მან გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნიტ ადრე მიიღო ნ---- გ------–--ისაგან სესხი სახით და რომელიც მან ჩამოიტანა საბერძნეთიდან. მოპასუხემ მიითვისა დედის გარდაცვალების შემდეგ სხვადასხვა დროს დედის მიერ გამოგზავნილი ტექნიკა, საოჯახო ნივთები თუ ტანსაცმელი, შეფუთულ-გაუხსნელ მდგომაროებაში, რომლითაც სავსე იყო ბინის საძინებელი ოთახი. ამ ნივთებიდან მხოლოდ რამდენიმე ნივთი მისცა ლ---- გ------–--ეს, როგორც დედის დანატოვარი. ასევე მიითვისა დედის მიერ მოსარჩელის სახელზე საბერძნეთში დატოვებული და ბიძაშვილის ლ-----------–----ის მიერ გადმოგზავნილი ნივთები.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ლ---- გ------–--ის მოსაზრება:
მოპასუხე ლ---- გ------–--ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ანდერძი, არის ყალბი, შესაბამისად სანამ არ გადაწყდება ანდერძის კანონიერების საკითხი, მანამ საზიარო უფლების გაუქმება უსაფუძვლოა.
2.2. მოპასუხე ხ------- გ------–--ის მოსაზრება
მოპასუხე ხ------- გ------–--ემ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ სამკვიდრო მოწმობა და ანდერძი შედგენილია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ც------ გ------–--ე და ნ------- გ------–--ე 1990 წლის 2 ოქტომბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ლ---- გ------–-- და ხ------- გ------–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა (ტომი 1, ს/ფ 84)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. ნ------- გ------–--ე გარდაიცვალა 2007 წლის 23 სექტემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნ------- გ------–--ის გარდაცვალების მოწმობა
3.1.3. ნ------- გ------–--ეს დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, კერძოდ მეუღლე - ც------ გ------–--ე და შვილები: ლ---- გ------–--ე და ხ------- გ------–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა (ტომი 1, ს/ფ 84)
- ლ---- გ------–--ის დაბადების მოწმობა ტომი 1, (ს/ფ 83)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.4. 2008 წლის 4 აპრილს ც------ გ------–--ემ, როგორც ნ------- გ------–--ის პირველი რიგის მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც არის უძრავი ქონება - მდებარე ბ---------–-, თ------------ ქ. N2-. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ც------ გ------–--ე დარეგისტრირდა მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2008 წლის სამკვიდრო მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2008 წლის 4 აპრილის სამკვიდრო მოწმობა; (ტომი 1, ს/ფ 85-89)
- 04.11.2009წ. მდგომარეობით მომზადებული ამოანწერი საჯარო რეესტიდან; (ტომი 1, ს/ფ 90)
3.1.2. 2008 წლის 18 ივლისს მოანდერძემ ც------ გ------–--ემ მის საკუთრებაში არსებული ქონება, მათ შორის უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ----------, თ------------ ქ. N2-, უანდერძა შვილს ხ------- გ------–--ეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 18.07.2008 წლის ანდერძი; (ტომი 1, ს/ფ 91)
3.1.3. უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ----------, თ------------ ქ. N2-, ს/კ 6--0--1-.0--.0--0-- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ხ------- გ------–--ის სახელზე ¾ ნაწილი, ხოლო ლ---- გ------–--ის სახელზე რეგისტრირებულია ¼ ნაწილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 19.12.201-წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს/ფ 15-16).
3.1.4 . სსიპ ლ----------------–-ს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 201- წლის 9 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, ქ. ბ---------–-, თ------------ ქ. N2-, ს/კ 6--0--1-.0--.0----- რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეთა (მესაკუთრეები - ¾ ნაწილი ხ------- გ------–--ე, ¼ ნაწილი ლ---- გ------–--ე) შორის საზიარო უფლების გაუქმება საჯარო რეესტრში დაფიქსირებული წილების შესაბამისად შეუძლებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ლ----------------–-ს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 09.10.201-წ. დასკვნა (ტომი 1, ს/ფ 1--20)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ლ---- გ------–--ეს ნ------- გ------–--ის სამკვიდროდან მის წილზე უარი არ განუცხადებია, ასევე ც------ გ------–--ეს არ განუმარტავს ნოტარიუსისათვის, რომ მის გარდა მამკვიდრებელს ნ------- გ------–--ეს ყავდა სხვა მემკვიდრეები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სანოტარო აქტი სამკვიდრო მოწმობის შესახებ თანდართულ მასალებთან ერთად(იხ.ტ.2.სფ. 39-53).
3.2.2. ლ---- გ------–--ე ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის ნ------- გ------–--ის დანაშთ ქონებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე შესაბამის დასკვნის გაკეთებისათვის, ის ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც ეფუძნება სამართალწარმოების დროს განვითარებული მსჯელობების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, წერილობითი დოკუმენტების, მოწმეთა ჩვენებებისა თუ სხვა გარემოებების ერთობლიობას.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
ამდენად, საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, ლ---- გ------–--ის მიერ მამის, ნ------- გ------–--ის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს.
სამოტივაციო ნაწილი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ხ------- გ------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ლ---- გ------–--ის შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 115-ე, 1306-ე, 1319-ე, 132--ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ნ------- გ------–--ე გარდაიცვალა 2007 წლის 23 სექტემბერს. მას ანდერძი არ დაუტოვებია და მისი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები დარჩნენ მეუღლე - ც------ გ------–--ე, შვილები - ლ---- გ------–--ე და ხ------- გ------–--ე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, ნ------- გ------–--ის გარდაცვალების შემდეგ - 2007 წლის 23 სექტემბერს გაიხსნა სამკვიდრო და ამავე კოდექსის 1306-ე და 1336-ე მუხლის თანახმად, თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან გარდაცვლილი ნ------- გ------–--ის მეუღლე - ც------ გ------–--ე, შვილები - ლ---- გ------–--ე და ხ------- გ------–--ე.
სამოქალაქო კოდექსის 132--ე მუხლის თანახმად სამკვიდრო, (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა.
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ხოლო ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე სასამართლო აღნიშნავს, რომ თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომელიც გამოხატავს მემკვიდრის ნებას - გახდეს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სამკვიდროს მიღება შესაძლებელია ორი საშუალებით: მემკვიდრის მიერ სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით და სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. პირველ შემთხვევაში სამკვიდროს მიღება გამოიხატება მემკვიდრის ერთადერთი მოქმედებით - სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით. ქონების ფაქტობრივი ფლობა და მართვა კი შეიძლება სხვადასხვა გზით განხორცილდეს (მაგალითად: მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში; მამკვიდრებლის ნივთების თავისთან გადატანით; სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით; მამკვიდრებლის კუთვნილი ფასიანი ქაღალდებისა და საბანკო ბარათების დაუფლებით; სამკვიდროს გახსნის შემდეგ სამკვიდრო ქონებაზე გადასახადების გადახდით; სამკვიდრო ქონების გაქირავებით ან უკვე გაქირავებული ქონებიდან ქირის მიღებით და სხვა).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დასადგენად, აუცილებელია მემკვიდრემ სარჩელში მიუთითოს იმ გარემოებების არსებობაზე, რომლებიც მოწმობენ მის მიერ სამკვიდროს დაუფლებას ან მართვას და წარმოადგინოს ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ---- გ------–--ე შესაბამისად ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას. სასამართლოს მოსაზრებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მიუთითებს ლ---- გ------–--ის მიერ გარდაცვლილი მამის დანაშთი სამკვიდრო ქონების ნაწილის დაუფლების ფაქტზე სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში, რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მესამე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღებაზე მეტყველებს.
მოპასუხე ხ------- გ------–--ეს უტყუარი საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ მფლობელობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
საქმეში წარმოდგენილი ნოტარიუს ნ--------------–-----–-–---–ის მიერ 2008 წლის 4 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობის, მიხედვით დგინდება, რომ ც------ გ------–--ემ, როგორც ნ------- გ------–--ის პირველი რიგის მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც არის უძრავი ქონება - მდებარე ბ---------–-, თ------------ ქ. N2-.
დადგენილია, რომ ლ---- გ------–--ეს ნ------- გ------–--ის სამკვიდროდან მის წილზე უარი არ განუცხადებია, ასევე ც------ გ------–--ეს არ განუმარტავს ნოტარიუსისათვის, რომ მის გარდა მამკვიდრებელს ნ------- გ------–--ეს ყავდა სხვა მემკვიდრეები.
დადგენილია, რომ მამკვიდრებელს ანდერძი არ დაუტოვებია, მას დარჩა პირველი რიგის სამი მემკვიდრე, მეუღლე - ც------ გ------–--ე და შვილები - ლ---- და ხ------- გ------–--ეები. შესაბამისად მოსარჩელის წილი სადავო ქონებიდან განისაზღვრება ქონების 1/3 ნაწილით. ლ---- გ------–--ეს პირადად, ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს მამკვიდრებლის დანაშთი ქონება, აღნიშნული კი მიუთითებს მოსარჩელის ლ---- გ------–--ის საკუთრების უფლების წარმოშობას ქონებაზე. ამდენად, სამკვიდრო ითვლება მოსარჩელის საკუთრებად მემკვიდრეობის გახსნის დღიდან - ნ------- გ------–--ის გარდაცვალების დღიდან. შესაბამისად, ლ---- გ------–--ის მოთხოვნა ცნობილი იქნეს მემკვიდრედ და მესაკუთრედ, ნ------- გ------–--ის სამკვიდრო ქონების ერთ მესამედ წილზე, საფუძვლიანია.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მემკვიდრეს წარმოეშვება მიღებული უძრავი ნივთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის უფლება, მაგრამ ამ რეგისტრაციის განუხორციელებლობა არ ნიშნავს, რომ მან არ მიიღო ეს ქონება. სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში მას აქვს უფლება, დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკვიდრეებისაგან, მათ შორის იმ მემკვიდრეებისაგან, რომლებმაც განახორციელეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ხანდაზმულობის საგანი არის ფარდობითი უფლება და არა აბსოლუტური უფლება, შესაბამისად, აბსოლუტურ უფლებაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება (იხ. სუსგ Nას-146-140-2012, 2012 წლის 12 ივლისის განჩინება).
ამდენად, ლ---- გ------–--ეს ფაქტობრივი ფლობით მემკვიდრეობის მიღების საფუძველზე წარმოეშვა საკუთრების უფლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან, რომლის განხორციელების უფლება ხანდაზმულობით არ არის შეზღუდული. კანონით არ არის დადგენილი კონკრეტული ვადა, რომელიც ავალდებულებს მემკვიდრეს სამკვიდრო მოწმობის მიღებას ან აღნიშნული მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. შესაბამისად, მოპასუხის მითითება მოთხოვნის ხანდაზმულობაზე დაუსაბუთებელია.
6.2. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს საკუთრების იურიდიულ ბუნებაზე. საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. მიუხედავად კონსტიტუციის დათქმისა, იგი აბსოლუტურ უფლებათა რიგს არ განეკუთვნება და ნორმით დაცულ სფეროში ჩარევა დასაშვებია საკუთრების უფლების ობიექტის სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარე. დაცულ სფეროში ჩარევა ლეგიტიმურია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რომლის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს მემკვიდრეობით მიღებული საკუთრების უფლება წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სამკვიდრო მოწმობის და ანდერძის ბათილად ცნობის მიმართ, რაც მოპასუხის მიერ დარღვეული უფლების აღდგენაში მდგომარეობს. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. რამდენადაც გარიგება ვლინდება პირის მიერ ნების გამოვლენაში, არსებობს ნამდვილი და ბათილი გარიგებები. ნამდვილად ითვლება ისეთი გარიგება, რომელიც იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, ხოლო ბათილია გარიგება, თუ მას შედეგად არ მოჰყვება დასახული მიზანი იმის გამო, რომ მოქმედი სამართალი განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივად უვარგისად მიიჩნევს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს. საჯარო წესრიგში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებშიც მოიაზრება ასევე საკუთრების ხელშეუხებლობა. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ იგი ვნებას აყენებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს. გარიგება, რითაც უარყოფილი იქნება საკუთრების ხელშეუხებლობის სოციალური ფუნქცია, უნდა ჩაითვალოს საჯარო წესრიგის დამრღვევ გარიგებად. ამ შემთხვევაში მხედველობაშია სოციალური და ეკონომიკური საჯარო წესრიგი.
სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსაგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამკვიდრო მოწმობის მიღება სავალდებულოა. ხოლო 1500-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გასხნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვეს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან.
ამავე კოდექსის 1344-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგროც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც.
დადგენილია, რომ ნ------- გ------–--ე გარდაიცვალა 2007 წლის 23 სექტემბერს. ნ------- გ------–--ესს სამკვიდრო ქონებაზე ანდერძი არ დაუტოვებია. გარდაცვალებამდე ნ------- გ------–--ეს საკუთრებაში ერიცხებოდა ქ. ბ----------, თ------------ ქ. N2--ში მდებარე უძრავი ქონება. 2008 წლის 4 აპრილს ც------ გ------–--ემ, როგორც ნ------- გ------–--ის პირველი რიგის მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, მათ შორის უძრავი ქონება - მდებარე ბ---------–-, თ------------ ქ. N2-. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ნ------- გ------–--ეს დარჩა პირველი რიგის სამი მემკვიდრე, მეუღლე - ც------ გ------–--ე და შვილები - ლ---- და ხ------- გ------–--ეები. შესაბამისად, ც------ გ------–--ე, მაშინ როდესაც სამკვიდრო ქონებიდან 1/3 ნაწილი წარმოადგენდა ლ---- გ------–--ის საკუთრებას, დაუფლა სადავო უძრავ ქონებას და ქონება დაირეგისტრირა საკუთრებად. ხოლო მოგვიანებით 2008 წლის 18 ივლისს მოანდერძემ ც------ გ------–--ემ, როგორც თავისი ქონება უანდერძა შვილს ხ------- გ------–--ეს. ც------ გ------–--ის ქმედება უდავოდ ეწინააღმდეგება კანონსა და საჯარო წესრიგს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132--ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგროც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის არა კონკრეტული საგნები, არამედ მამკვიდრებლის უფლება ამ საგნებზე. ამასთან, უფლება ნივთზე (საკუთრების, სარგებლობის) იმავე სახით გადადის მემკვიდრეებზე, რა სახითაც ის მამკვიდრებელთან არსებობდა. მიუხედავად ნივთზე უფლების კანონით დადგენილი წესით აღრიცხვის განუხორციელებლობისა, ეს უფლება სამკვიდრო მასაში შედის (სუსგ Nას-851-800-210, 2011 წლის 16 თებერვალი, სუსგ Nას-646-613-2014, 30 ოქტომბერი, 2015 წელი).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ------- გ------–--ის გარდაცვალების შემდეგ, ლ---- გ------–--ე ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას და მიიღო სამკვიდრო. შესაბამისად, ლ---- გ------–--ე სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლების შესაბამისად გახდა ნ------- გ------–--ის დანაშთი ქონების მესაკუთრე. ამდენად, სადავო სამკვიდრო მოწმობის გაცემის და ანდერძის შედგენის დროისათვის, სადავო ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრეს წარმოადგენდა ლ---- გ------–--ე. შესაბამისად სადავო უძრავი ქონების განკარგვაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა ლ---- გ------–--ე. ამდენად, მოსარჩელის საკუთრება მისი თანხმობის გარეშე განიკარგა, ლ---- გ------–--ის საკუთრების უფლება ხელყოფილია არაკეთილსინდისიერი ქმედებით. მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დარღვეულია სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებისას მონაწილისათვის დადგენილი პრინციპები. უძრავი ქონების შეძენა მის მიერ განხორციელდა ყოველგვარი ნორმების დარღვევით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება (ისეთი გარიგებები, რომლებიც დადებისთანავე ბათილია და მონაწილეთა მიერ დასახულ სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს) კი წარმოადგენს ბათილი გარიგების ყველაზე მკაცრ და კატეგორიულ ფორმას, ასეთი გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი არ დგება არც მისი მონაწილეების და არც მესამე პირთა მიმართ, რადგან იგი დადებისთანავე ბათილია და ნამდვილად ვერ აქცევს ვერც გარიგების შემდგომი მოქმედება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სახეზეა 2008 წლის 4 აპრილის სამკვიდრო მოწმობის და 2008 წლის 18 ივლისის ანდერძის ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, ვინაიდან სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ლ---- გ------–--ის საკუთრების უფლება სადავო უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე, შესაბამისად, იგი აღიარებული (ცნობილ) უნდა იქნეს ქ. ბ----------, თ------------ ქ. N2--ში მდებარე, საკადასტრო კოდით - 6--0--1-.0--.0--5-- რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე მესაკუთრედ.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-0-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. მესაკუთრე თავის ქონების ფლობა-განკარგვის დროს თავისუფალია, მაგრამ მისი ეს უფლებამოსილება შესაძლოა, შეზღუდული იყოს ან კანონით, ან ხელშეკრულებით. მესაკუთრის მოქმედებით არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში საზიარო საკუთრებიდან გამომდინარე, ნივთით სარგებლობის თავისუფლება გარკვეულწილად იზღუდება, რაც სხვა თანამესაკუთრეთა არსებობით და მათი ინტერესების გათვალისწინებითაა გამოწვეული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით საზიარო უფლება კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-3-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამდენად, საზიარო უფლების მონაწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეები არიან საზიარო საგნის თანამესაკუთრეები, შესაბამისად, მხარეები ერთმანეთთან კანონისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებიან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
ამავე კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. საზიარო უფლების გაუქმება კანონით გარანტირებული უფლებაა. სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას, საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვის გზით (964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია.
სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის.
მოსარჩელე ხ------- გ------–--ის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლ----------------–-ს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 201- წლის 9 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, ქ. ბ---------–-, თ------------ ქ. N2-, ს/კ 6--0--1-.0--.0----- რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეთა (მესაკუთრეები - ¾ ნაწილი ხ------- გ------–--ე, ¼ ნაწილი ლ---- გ------–--ე) შორის საზიარო უფლების გაუქმება საჯარო რეესტრში დაფიქსირებული წილების შესაბამისად შეუძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დასკვნა გაცემულია იმ მონაცამების შესაბამისად, როდესაც უძრავ ქონებაში მხარეთა წილების განისაზღვრებოდა შემდეგნაირად ხ------- გ------–--ე - ¾ ნაწილი და ლ---- გ------–--ე ¼ ნაწილი. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს ნაწილობრივ ბათილად ცნო სამკვიდრო მოწმობა და ანდერძი, რომელიც წარმოდგენს ხ------- გ------–--ის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს, შესაბამისად მოხდა უძრავ ქონებაში წილების სხვაგვარად გადანაწილება. აღნიშნული გარემოება კი ამ ეტაპზე გამორიცხავს საზიარო უფლების გაუქმებას ქონების რეალიზაციის გზით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ხ------- გ------–--ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, ხ------- გ------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. ლ---- გ------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად ხ------- გ------–--ე ლ---- გ------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 160 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ხ------- გ------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. ლ---- გ------–--ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.
3.1. ბათილად იქნეს ცნობილი (ნ------- გ------–--ის) სამკვიდრო ქონებაზე მდებარე ბ---------–-, თ------------ ქ. N2--ში მე-5 სართულზე, ს/კ 6--0--1-.0--.0-----, 2008 წლის 4 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის N2----) 1/3 ნაწილში.
3.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2008 წლის 18 ივლისს ც------ გ------–--ის მიერ შედგენილი ანდერძი (რეესტრში რეგ. 3---) 1/3 ნაწილში და ლ---- გ------–--ე ცნობილი იქნეს უძრავი ქონების , მდებარე ქ. ბ---------–-, თ------------ ქ. N2-, მე-5 სართულზე, ს/კ 6--0--1-.0--.0-----, 1/3 ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ.
4. ხ------- გ------–--ეს ლ---- გ------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის - სახელმწიფო ბაჟის 160 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გია ბერაია