გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.10.2019
საქმის ნომერი
330210017002227066
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
10.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002227066 ( 2/19710-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

 

სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი

 

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე შპს ,,ო–-------------ო’’

წარმომადგენლები ხ---------------ე, გ----------------–---–ი, ზ----------–----ე

 

მოპასუხე შპს ,,გ-----ი’’

წარმომადგენლები თ-----------–--ე, ნ-----–-------------ა

 

დავის საგანი აუცილებელი გზით სარგებლობა, ზიანის ანაზღაურება, ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,,ო–-------------ოს’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე - ქ. თბილისი, თ-----------------–ის ქუჩა N51, ს/კ 0-------------50) ჯეროვანი გამოყენებისათვის მიეცეს საჯარო გზასთან აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება, შპს ,,გ-----ის’’ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (მდებარე: ქ. თბილისი, ფ------ ქუჩა N-0/თ-----------------–ის ქუჩა N51, ს/კ 0-------------51, დაზუსტებული ფართობი: 12 782 კვ.მ) გავლით, სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 2017 წლის 25 მაისის N---------- დასკვნის N- ვარიანტში მოცემული სახით (დანართი N-, მწვანე ისრებით აღნიშნული, ფოტო 1-6) და 16.09.2019წ. მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზების შესაბამისად, რომელზეც ყვითელი ფერით მონიშნულია შპს ,,გ-----ის’’ კუთვნილი 12 782 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 0-------------51) გამოყენებით, შპს ,,ო–-------------ოს’’ კუთვნილ 400 კვ.მ მიწის ნაკვეთამდე (ს/კ 0-------------51) მისასვლელი გზა (აღნიშნული, როგორც ,,სერვიტუტი 754 კვ.მ’’ და ,,სერვიტუტი 568 კვ.მ (სიგანე 4მ)’’).

 

1.2. შპს ,,გ-----ს’’ დაეკისროს შპს ,,ო–-------------ოს’’ სასრგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 111 967.12 ლარი, რაც მოიცავს:

1.2.1. 2017 წლის 13 ოქტომბრიდან - 23 ოქტომბრამდე პერიოდში, გზით სარგებლობის შეზღუდვის შედეგად დამდგარი ზიანს - 49 582 ლარის ოდენობით;

1.2.2. 2017 წლის 18 დეკემბრიდან, გზით სარგებლობის შეზღუდვის შედეგად, შპს ,,ო–-------------ოს’’ მიერ გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებების შედეგად დამდგარი ზიანს - 62 385.12 ლარი.

 

1.3. შპს ,,გ-----ს’’ დაეკისროს შპს ,,ო–-------------ოს’’ სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 213 186 ლარის ოდენობით.

 

1.4. შპს ,,გ-----ს’’ დაევალოს შპს ,,ო–-------------ოს’’ ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და აეკრძალოს ელექტროენერგიით სარგებლობაში ხელშეშლა.

 

(სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულია, იხ. 12.07.2019წ. დაზუსტებული სარჩელი; 17.09.2019წ. განცხადება)

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი:

 

შპს ,,ო–-------------ო’’ არის საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომლის საქმიანობის ძირითად საგანს შეადგენს საბავშვო პროდუქციის რეალიზაცია მაღაზიათა ქსელ - ,,ჭ---ას’’ მეშვეობით. კომპანიას საკუთრებაში აქვს უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, თ-----------------–ის ქ. N51 (ს/კ 0-------------50), რაც მოიცავს 400 კვ.მ მიწის ნაკვეთს და ზედ განთავსებულ სამსართულიან შენობა-ნაგებობას, საერთო ფართით 994.36 კვ.მ. სწორედ აღნიშნულ მისამართზე ახორციელებს მოსარჩელე სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, შენობა-ნაგებობაში განთავსებულია სათამაშოების სარეალიზაციო საწყობი, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხორციელდება მაღაზიათა ქსელის ,,ჭ---ას’’ პროდუქციით მომარაგება. შპს ,,ო–-------------ოს’’ მიერ კონკრეტული ქონება შეძენილია 2016 წლის 8 ივნისს შპს ,,თ--------2---’’-სგან, რომელსაც მიწის ნაკვეთის გასხვისების შემდგომ მის მომიჯნავედ საკუთრებაში დარჩა მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, საერთო ფართით 5 089 კვ.მ. იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ო–-------------ოს’’ არ გააჩნდა ალტერნატიული საშუალება, რომლითაც იგი მოახდენდა თავის საწყობის საჯარო გზასთან დაკავშირებას, 2016 წლის 15 ივლისს შპს ,,ო–-------------ოსა’’ და შპს ,,თ--------2---’’-ს შორის გაფორმდა სერვიტუტის ხელშეკრულება, 574 კვ.მ მიწის ნაკვეთთან მიმართებით.

 

2016 წლის 19 ივლისის მდგომარეობით, შპს ,,თ--------2---’’ თავადაც საჭიროებდა საჯარო გზასთან კავშირს მეზობელი მიწის ნაკვეთის გავლით. ვინაიდან შპს ,,გ-----ი’’ წარმოადგენდა შპს ,,თ--------2---’’-ის მომიჯნავე სუბიექტს, მასსა და შპს ,,გ-----ს’’ შორის გაფორმდა სერვიტუტის ხელშეკრულება და 2014 წელსვე სერვიტუტით დაიტვირთა შპს ,,გ-----ის’’ საკუთრებაში არსებული საჯარო გზამდე მისასვლელი 1 331 კვ.მ მიწის ნაკვეთი. რომლითაც სარგებლობდა ასევე შპს ,,ო–-------------ოც’’.

 

2017 წლის 17 იანვარს შპს ,,გ-----მა’’ შეიძინა შპს ,,თ--------2---’’-სგან დარჩენილი 5 089 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რის შედეგადაც მოპასუხის საკუთრებაში აღირიცხა საერთო ჯამში - 12 782 კვ.მ მიწის ნაკვეთი. გაერთიანებების შედეგად, შპს ,,ო–-------------ოს’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (400 კვ.მ) მთლიანად მოექცა შპს ,,გ-----ის’’ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში (12 782 კვ.მ). 2017 წლის 2 მარტს, შპს ,,გ-----ის’’ განცხადების შესაბამისად, გაუქმდა სერვიტუტი 1 331 კვ.მ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, რომელიც არსებობდა შპს ,,თ--------2---’’-სა და შპს ,,გ-----ს’’ შორის, ხოლო იმ ადგილას, სადაც მოსარგებლე იყო შპს ,,ო–-------------ო’’ (754 კვ.მ), სერვიტუტი კვლავ რეგისტრირებულია შპს ,,თ--------2---’’-ის უფლებამონაცვლე შპს ,,გ-----ის’’ მიწის ნაკვეთზე. 2017 წლის 1 მაისს და 10 მაისს შპს ,,გ-----ის’’ წერილებიდან მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ შპს ,,ო–-------------ოს’’ ეკრძალება შპს ,,გ-----ის’’ მიწის ნაკვეთის გამოყენება. რის შემდგომაც, შპს ,,ო–-------------ო’’ იძულებული გახდა მიემართა სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------სათვის და მოეთხოვა საწყობიდან საჯარო გზასთან მისასვლელი გზის მოწყობის დადგენა. 2017 წლის 25 მაისის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ შპს ,,ო–-------------ოს’’ საჯარო გზასთან მისასვლელად ვარაუდის დონეზე შეიძლება გააჩნდეს ორი მისასვლელი, ერთი შპს ,,ბ-----–--’’ მიწის ნაკვეთის გავლით, ხოლო მეორე შპს ,,გ-----ის’’ მიწის ნაკვეთის გავლით. შპს ,,ბ-----–--’’ მიწის ნაკვეთის გამოყენება საჯარო გზასთან მისასვლელად შეუძლებელია, ვინაიდან ექსპერტიზა ადასტურებს, რომ ამ შემთხვევაში საჭიროა ჩატარდეს რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც განსახილველი დავაში წარმოადგენს გადაულახავ პრობლემას, ვინაიდან საჭიროებს რკინიგზის ლიანდაგის აყრას და სხვა, რაც აბსოლიტურად გამორიცხავს ამ მიმართულებით გზის გამოყენების შესაძლებლობას. შპს ,,გ-----ის’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის საშუალებით გავლა არ საჭიროებს არანაირ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.

 

მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,გ-----ის’’ საკუთრებაში მოქცეული 12 782 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შპს ,,ო–-------------ოს’’ საკუთრებაში არსებული 400 კვ.მ, თავდაპირველად წარმოადგენდნენ ერთიან, შემოსაზღვრულ, დაცულ ტერიტორიულ სივრცეს. შესაბამისად, სხვა ალტერნატიული გზა, ინფრასტრუქტურული და კომუნიკაციური კავშირი თუ საშუალებები შპს ,,თ--------2---’’-ის მიერ დაყოფილ და ნაწილ-ნაწილ გაყიდულ მიწის ნაკვეთებს არ გააჩნიათ. მოსარჩელის მტკიცებით, შპს ,,გ-----ის’’ წარმომადგენლობა ახორციელებს გზის გადაკეტვასა და საწყობის ბლოკირებას საერთო სარგებლობის გზაზე. მოპასუხე იფარგლება მხოლოდ იმ ფაქტზე მითითებით, რომ ტერიტორიაზე შესასვლელი წარმოადგენს მის საკუთრებას და იგი არავის არ მისცემს უნებართვოდ მის ტერიტორიაზე შევლის საშუალებას. აღნიშნული დასტურდება საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმებით. მოპასუხე ზღუდავდა მისი თანამშრომლების გადაადგილებას და მხოლოდ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემდგომ გახდა მათთვის შესაძლებელი საწარმოსთან დაკავშირება. თუმცა, 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში შპს ,,ო–-------------ომ’’ მიიღო შპს ,,გ-----ის’’ გაფრთხილება, რომლითაც მოპასუხე აცხადებს, რომ შეწყვეტს შპს ,,ო–-------------ოსათვის’’ ელექტროენერგიის მიწოდებას. შპს ,,ო–-------------ოს’’ მიერ გამოთხოვილი იქნა სათანადო დოკუმენტაცია სს ,,თ--–--ისაგან’’, სადაც 2016 წლის 29 ივნისის წერილით შპს ,,თ--------2---’’ აცხადებს თანხმობას, რომ შპს ,,ო–-------------ოს’’ უფლება აქვს მიერთებული იქნეს შპს ,,თ--------2---’’-ის სატრანსფორმატორო ჯიხურზე უვადო სარგებლობით. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,გ-----ი’’ წარმოადგენს შპს ,,თ--------2---’’-ის უფლებამონაცვლეს, იგი ქმნის ახალ ხელოვნურ ბარიერებს, რათა კვლავ ზიანი მიაყენოს შპს ,,ო–-------------ოს’’ უფლებებსა და ინტერესებს.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მხრიდან განხორციელებული ხელოვნური ბარიერების შედეგად მას ექმნება ზიანი. აუდიტორული კომპანია შპს ,,ა------------ის’’ დასკვნის შესაბამისად, შპს ,,გ-----ის’’ არამართლზომიერი ქმედების გამო შპს ,,ო–-------------ოს’’ 6 დღიანი ბლოკირების შედეგად მიადგა 49 582 ლარის ოდენობის ზიანი. დასკვნაში აღნიშნულია, რომ იმ პირობებში როდესაც კომპანიის საწყობში არსებული სარეალიზაციო პროდუქციის ოდენობა შეადგენს 1 505 508.60 ლარს, მიყენებული ზიანი შესაძლებელია ყოფილიყო გაცილებით მასშტაბური, რომელიც გამოიწვევდა კომპანიის საქმიანობის შეწყვეტას, რაც ბუნებრივია ვერანაირად ვერ იქნებოდა კომპენსირებული ვერანაირი სხვა საშუალებით.

 

შპს ,,გ-----მა’’ 2017 წლის 2 დეკემბერს შეუწყვიტა შპს ,,ო–-------------ოს’’ ელექტროენერგიის მიწოდება, მაშინ როდესაც, შპს ,,ო–-------------ოს’’ ტრანსფორმატორით სარგებლობის უფლება მოპოვებული ჰქონდა ქონების თავდაპირველი მესაკუთრის შპს ,,თ--------2---’’-სგან, ხოლო შპს ,,გ-----ის’’ მიერ აღნიშნული უძრავი ქონება შეძენილია 2017 წლის 17 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,თ--------2---’’-სგან, ანუ მას შემდეგ, რაც შპს ,,თ------- 2---’’-მა გასცა წერილობითი თანხმობა ტრანსფორმატორთან დაერთებაზე და შპს ,,ო–-------------ო’’ გახდა აბონენტი და შესაბამისად ამ ტრანსფორმატორით ელექტროენერგიის მიმღები სუბიექტი.

 

შპს ,,ო–-------------ოს’’ თავის სასაწყობო ფართში განთავსებული აქვს 2 000 000 ლარის საქონელი (იგი წარმოადგენს საბავშვო მაღაზიათა ქსელის - ,,ჭ---ას’’ მესაკუთრეს, გააჩნია 13 მაღაზია და ასევე პროდუქციით ამარაგებს არაერთ მსხვილ და წვრილ სავაჭრო ობიექტს). იმის გამო, რომ სასაწყობო მეურნეობას შეწყვეტილი ჰქონდა ელექტროენერგიის მიწოდება, ვერ ფუნქციონირებდა ლიფტი, პროგრამული საშუალებები (საქონლის აღსაღრიცხავად და მათი მოძრაობის გასაკონტროლებლად, ასევე საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტების შესადგენად და ასატვირთავად), შენობის დაცვის, გათბობისა და ვენტილაციის საშუალებები, კომპანია იძულებული გახდა რამდენიმე კონტეინერი გაეჩერებინა ფოთში, ვინაიდან საქონლის დასაბინავებლად და გასანაწილებლად სხვა საშუალებები არ გააჩნდა. აღნიშნულმა კი განაპირობა მომხმარებლისათვის საქონლის მიუწოდებლობა და შესაბამისად მოსარჩელის ბიზნეს საქმიანობის შეფერხება. მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ საუბარია ახალი წლის დღეებზე, რა დროსაც მოთხოვნა მსგავს პროდუქციაზე გაზრდილია. 2017 წლის 18 დეკემბრის აუდიტორული კომპანია შპს ,,ა------------ის’’ დასკვნის თანახმად, მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ ელექტროენერგიის შეზღუდვის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა 2017 წლის 2 დეკემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში შეადგენს 213 186 ლარს.

 

2017 წლის 18 დეკემბრიდან, შპს ,,ო–-------------ოს’’ კვლავ შეეზღუდა გზაზე გადაადგილების საშუალება, კერძოდ კომპანიის თანამშრომლებს შეეზღუდათ დასაქმების ადგილზე მისასვლელი გზა და ამავდროულად მოსარჩელეს შეეზღუდა საწყობში, როგორც პროდუქციის შეტანის, ასევე იქედან პროდუქციის რეალიზაციის უფლება. მოპასუხის არამართლზომიერი ქმედების საფუძველზე 2017 წლის 18 დეკემბრიდან კომპანიის ზიანი ყოველდღიურად იზრდებოდა. სწორედ გზის შეზღუდვის და საკუთრებაში არსებული აქტივის ხელშეშლის გამო კომპანია იძულებული გახდა რამდენიმე კონტეინერი გაეჩერებინა ფოთში, ხოლო ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილი რამდენიმე დღე იდგა უშუალოდ საწყობის შესასვლელ კარებთან. სავაჭრო ქსელის მომხმარებელს 2017 წლის 18 დეკემბრიდან შპს ,,ო–-------------ო’’ ვეღარ აწვდიდა სავაჭრო საქონელს. ახალი წლის პერიოდში შპს ,,ო–-------------ოს’’ წაერთვა შესაძლებლობა მოეხდინა სწორი და გამართული ბიზნეს ოპერირება. 2017 წლის 18 დეკემბრიდან შპს ,,გ-----ის’’ მხრიდან აკრძალვის გამოყენებასთან ერთად დაიწყო ფსიქოლოგიური ზემოქმედება, როგორც კომპანიის მენეჯმენტზე, ასევე უშუალოდ შპს ,,ო–-------------ოს’’ მუშა მოსამსახურეებზე. 2017 წლის 24 დეკემბერს შპს ,,გ-----ის’’ წერილის საფუძველზე შპს ,,ო–-------------ოს’’ მიეცა შესაძლებლობა მკაცრი რეგლამენტაციის შესაბამისად მოეხდინა გზით სარგებლობის შესაძლებლობა, ისიც დროებით 2018 წლის 21 იანვრის ჩათვლით. ნებისმიერ თანამშრომელი ვალდებული იყო დაეწერა ხელწერილი და არამარტო წარედგინა საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, არამედ ხელწერილზე თან დაერთო მისი პირადობის მოწმობის ქსეროასლი.

 

სწორედ ზემოაღნიშნული ქმედებებისაგან თავის დაღწევის მიზნით, შპს ,,ო–-------------ო’’ იძულებული გახდა 2017 წლის 19 დეკემბერს გაეფორმებინა დროებითი, მცირევადიანი იჯარის ხელშეკრულება სს ,,თ---–-----–---თან’’ ავტომანქანებზე არსებული ტვირთის დროებით სხვა საწყობში განთავსების შესახებ, რისთვისაც დამატებით გადაიხადა 2018 წლის 4 იანვრის საგადასახადო დავალებით დაფიქსირებული 1269.29 ლარი და 2018 წლის 2 თებერვლის საგადასახადო დავალებით დაფიქსირებული 473.47 ლარი, სულ სს ,,თ---–-----–---თან’’ იძულებითი საიჯარო ურთიერთობა შპს ,,ო–-------------ოს’’ დაუჯდა 1 747.62 ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,გ-----ი’’ 2018 წლის 21 იანვრიდან საერთოდ კრძალავდა ყოველგვარ გადაადგილებას მის ტერიტორიაზე, ხოლო ამავდროულად შპს ,,ო–-------------ოს’’ მისაღები ჰქონდა სხვადასხვა პროდუქცია მისი შემდგომ მაღაზიათა ქსელში გასანაწილებლად, შპს ,,ო–-------------ო’’ იძულებული გახდა იჯარით აეღო სასაწყობე ფართი გაცილებით მეტ პერიოდზე გათვლით. 2018 წლის 26 იანვარს გაფორმდა 11 თვიანი იჯარის ხელშეკრულება შპს ,,ო–-------------ოსა’’ და ფ/პ ა---------–-------ეს შორის 2018 წლის 1 თებერვლიდან - 2019 წლის 25 იანვრამდე ვადით, ყოველდღიურად 2 250 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის პირობით. ამდენად ფ/პ ა---------–-------ესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ო–-------------ომ’’ განიცადა ზიანი - 24 750 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდებით (60 637.50 ლარი).

 

მართალია თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 13 თებერვალს მიიღო განჩინება შპს ,,გ-----ის’’ მიმართ შპს ,,ო–-------------ოს’’ გზით სარგებლობაში ხელშეშლის აკრძალვის თაობაზე, მაგრამ ამ პერიოდისათვის შპს ,,ო–-------------ოს’’ უკვე ჰქონდა დაცლილი თავისი სასაწყობო მეურნეობა და გაფორმებული ხელშეკრულებები იჯარის შესახებ და იგი მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით 2018 წლის 15 თებერვლიდან იყენებს თავის სასაწყობო მეურნეობას შეფერხების გარეშე, მაინც იმყოფება იძულებითი ხელშეკრულებაში ა---------–-------ესთან. ამდენად, 2017 წლის 18 დეკემბრიდან გზით სარგებლობის აკრძალვის გამო შპს ,,ო–-------------ოს’’ მიმართ დამდგარი ზიანი, გარეშე პირებისაგან საიჯარო ფართების დაქირავების შედეგად შეადგენს - 62 385.12 ლარს (1 747.62 ლარს +60 637.50 ლარი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ,,გ-----მა’’ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქ. თბილისში, თ------ ფ------ ქ. N-0/თ-----------------–ის ქუჩა N51-ში მდებარე მიწის ნაკვეთი ს/კ 0-------------51, საერთო ფართით 12 782 კვ.მ წარმოადგენს მის საკუთრებას. კერძოდ მოპასუხის მიერ განხორციელდა მიწის ნაკვეთების შეძენა შპს ,,თ------- 2013’’-ისგან და შემდგომში მათი გაერთიანება, რამაც გამოიწვია შპს ,,თ------- 2013’’-ის სასარგებლოდ არსებული სერვიტუტის გაუქმება, ვინაიდან ორივე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გახდა შპს ,,გ-----ი’’.

 

მოპასუხის განმარტებით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ შპს ,,თ------- 2013’’-ის სასარგებლოდ დადგენილი სერვიტუტით უკანონოდ სარგებლობდა შპს ,,ო–-------------ო’’, რის გამოც მათ შესთავაზეს მოსარჩელეს ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგება და შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ სერვიტუტის ხელშეკრულების გაფორმება, რაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ შპს ,,გ-----ს’’ უწევს დიდი მატერიალური დანახარჯების გაღება იმ საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, რომლითაც მოსარჩელე სარგებლობს თავისი მძიმე სატვირთო ავტომობილების გადაადგილებით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, მოპასუხე იძულებულია შეზღუდოს ამგვარი სარგებლობა. მოსარჩელე დღესაც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ითხოვს სავალდებულო გზის გამოყოფას შპს ,,გ-----ის’’ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ხარჯზე და აღნიშნულთან დაკავშირებით უთითებს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლს, სადაც სავალდებულო გზის გამოყენების სანაცვლოდ, ასევე მითითებულია ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. მოსარჩელე უგულებელყოფს აღნიშნულ ვალდებულებას და მხოლოდ ცალმხრივად აყენებს მოთხოვნებს, რითიც ასევე უგულებელყოფს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ და დაცულ საკუთრების უფლებას. მოპასუხის მითითებით, ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მოსარჩელეს გააჩნია ასევე სხვა ალტერნატიული გზა საჯარო გზებთან დასაკავშირებლად. ის გარემოება, რომ შპს ,,ბ-----–--’’ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საჯარო გზასთან დასაკავშირებლად მოითხოვს გარკვეული ხარჯების გაწევას და შპს ,,გ-----ის’’ მიწის ნაკვეთზე კი არსებობს კეთილმოწყობილი გზა, არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი უსასყიდლო სერვიტუტის დადგენის საფუძველს. შპს ,,გ-----ის’’ მიწის ნაკვეთზეც არანაკლები სამუშაო იქნა ჩატარებული მესაკუთრის მხრიდან ცალმხრივად იმისთვის, რომ მასზე ისეთი კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა ყოფილიყო, როგორიც დღეს არის და რა თქმა უნდა სრულიად უკანონოა მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნული ინფრასტრუქტურის უსასყიდლოდ გამოსაყენებლად და საკუთრების უსასყიდლოდ შესაზღუდად. მოპასუხის განმარტებით, შპს ,,გ-----ი’’ წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს და მას მოსარჩელეზე რამდენიმე ათეულჯერ მეტი ბრუნვა და დატვირთვა გააჩნია. იგი სადისტრიბუციო კომპანიაა, სადაც ყოველდღიურად რამდენიმე ასეული ავტომანქანა გადაადგილდება და მოსარჩელის მძიმე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ქმნის დამატებით ქაოსს და გართულებებს. როგორც ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, მოსარჩელეს გარკვეული ხარჯების გაღებით აქვს საშუალება მოიწყოს კავშირი საჯარო გზებთან, მითუმეტეს, რომ დღეისათვის მოსარჩელე ისედაც სარგებლობს გზის გარკვეული მონაკვეთი 754 კვ.მ-ის ოდენობით შპს ,,გ-----ის’’ მიწის ნაკვეთის ხარჯზე და დამატებით კიდევ უსასყიდლო სერვიტუტის მოწყობა, სრულიად უკანონოა და მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. მოპასუხის მითითებით, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, რომ თითქოს შპს ,,ო–-------------ოს’’ კუთვნილ მიწის ნაკვეთს ყველა მხრიდან ესაზღვრება შპს ,,გ-----ის’’ ტერიტორია. საკადასტრო გეგმითა და ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ შპს ,,ო–-------------ოს’’ გარდა შპს ,,გ-----ისა’’, ერთი მხრიდან სრულად ესაზღვრება შპს ,,ბ-----–ი’’, რომლის ტერიტორიის გამოყენებითაც შესაძლებელია საჯარო გზასთან დაკავშირება, შესაბამისად შპს ,,გ-----ის’’ კუთვნილი ტერიტორია არ წარმოადგენს ერთადერთ დამაკავშირებელს საჯარო გზასთან.

 

ელექტროენერგიის გატარებასთან დაკავშირებით, მოპასუხემ განმარტა, რომ შპს ,,გ-----ი’’ არ არის ელექტროენეგიის მიმწოდებელი პირი და იგი წარმოადგენს სასურსათო პროდუქციის სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია ელექტროენერგიის ტრანსფორმატორი, სადაც ქვეაბონენტად დაერთებულია ასევე შპს ,,ო–-------------ო’’. მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) მიერ დამტკიცებული ,,მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების’’ თანახმად, მეწარმე სუბიექტი არ არის ვალდებული გასწიოს ხარჯი და თავის საკუთრებაში არსებული ტრანსფორმატორით უსასყიდლოდ მოემსახუროს სხვა სუბიექტებს. იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ო–-------------ო’’ უარს აცხადებდა და არასოდეს არანაირი თანხა არ გადაუხდია ელექტროენერგიით სარგებლობისათვის, ხოლო შპს ,,გ-----ს’’ ტრანსფორმატორის სიმძლავრიდან გამომდინარე მისი ექსპლუატაციისათვის უწევს ყოველთვიურად დაახლოებით 600 ლარის გადახდა, მოპასუხეს სურს შეუწყვიტოს მოსარჩელეს მისი ტრანსფორმატორით სარგებლობის შესაძლებლობა. შპს ,,გ-----ს’’ აღარ სურს დიდი სიმძლავრის ტრანსფორმატორის შენახვა, რამეთუ მისი საქმიანობიდან გამომდინარე არ საჭიროებს და არც მოსარჩელის ინტერესებიდან გამომდინარეა ვალდებული გასწიოს არასაჭირო ხარჯები, რის გამოც მოპასუხემ 2017 წლის 26 ოქტომბერს მიმართა წერილობით შპს ,,ო–-------------ოს’’, ასევე პარალელურად სს ,,თ--–--ს’’ და აცნობა, რომ აპირებდა უფრო დაბალი სიმძლავრის ტრანსფორმატორზე გადასვლას. ამასთანავე, მოპასუხემ მოსთხოვა მოსარჩელეს ორი კვირის ვადაში უზრუნველეყო სხვა ალტერნატიული დენის წყაროზე დაერთება, აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით, სს ,,თ--–--მა’’ 08.11.2017წ. წერილობით მიმართა შპს ,,ო–-------------ოს’’ და აცნობა, რომ მათი მხრიდან კვების წყაროს შეცვლისათვის საჭირო იყო მხოლოდ განაცხადის ფორმის შევსება წერილობით ან ელექტრონულად. შპს ,,ო–-------------ომ’’ ნაცვლად იმისა, რომ მიემართა სს ,,თ--–--ისთვის’’ და მომხდარიყო მისი კვების სხვა წყაროზე დაერთება, მიმართა პოლიციის ორგანოებს და მოითხოვა გამოძიების დაწყება შპს ,,გ-----ის’’ მხრიდან ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტზე. მოპასუხის მტკიცებით, აღნიშნულით ნათლად ჩანს, რომ მოსარჩელის მოქმედება გამიზნულადაა მიმართული შპს ,,გ-----ისათვის’’ ზიანის მისაყენებლად და არანაირი პრობლემა არ არსებობს მის მიერ კვების სხვა წყაროზე დასაერთებლად, რათა არასაჭირო სიმძლავრის ტრანსფორმატორის ექსპლუატაციით შპს ,,გ-----ს’’ ყოველთვიურად არ ადგებოდეს გაუმართლებელი ზიანი.

 

მოპასუხის განმარტებით, შპს ,,გ-----ს’’ დაგეგმილი აქვს თავის ტერიტორიაზე მასშტაბური პროექტები და სურს ააშენოს დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბითუმო სავაჭრო ცენტრი. კაბელებისა და აუცილებელი გზის არსებობის პირობებში, ფაქტობრივად წარმოუდგენელი ხდება იქ რაიმე სერიოზული პროექტის განხორციელება. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, შპს ,,გ-----ს’’ უნდოდა გაეთავისუფლებინა თავისი სატრანსფორმატორო ქვესადგური და ტერიტორია შპს ,,ო–-------------ოსკენ’’ გამავალი კაბელისგან. რაც შეეხება, შპს ,,თ------- 2---’’-ის თანხმობას თავის დროზე კუთვნილი ტრანსფორმატორის გავლით შპს ,,ო–-------------ოსათვის’’ მიწოდებული ყოფილიყო ელექტროენერგია, საერთოდ არაფრის მთქმელია. ის, რომ თავის დროზე შპს ,,თავთავი 2---’’-ის თანხმობის შედეგად მოხდა დაერთება ეს გასაკვირი არ არის. აღნიშნული თანხმობა რომ არ ყოფილიყო საერთოდ არავინ დააერთებდა მათ კაბელს კერძო ტრანსფორმატორზე და ვერც ელექტროენერგიას მიიღებდა ამ გზით. სს ,,თ--–--ი’’ სხვა გზით მიაწვდიდა მათ ელექტროენერგიას. მანამ, სანამ ეს ტრანსფორმატორი იმყოფებოდა შპს ,,თ------- 2---’’-ის კუთვნილებაში, როგორც ის ჩათვლიდა საჭიროდ ისე მოხდებოდა ურთიერთობა, როგორც შპს ,,ო–-------------ოსთან’’, ასევე სს ,,თ--–--თან’’. მას შემდგომ, რაც შპს ,,გ-----ის’’ გახდა ტრანსფორმატორი, სრულიად ლეგიტიმურად, როგორც სს ,,თ--–--ს’’, ისე შპს ,,ო–-------------ოს’’ მოეთხოვათ ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროს მოძიება, რომელიც შპს ,,ო–-------------ოს’’ განცხადების შედეგად უნდა განეხორციელებინა სს ,,თ--–--ს’’. ამიტომ, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული პოზიცია, რომ თითქოს შპს ,,გ-----ს’’ არ ჰქონდა უფლება მოეთხოვა ელექსტოეენრგიის კუთვნილი ტრანსფორამტორით მიწოდების შეწყვეტა.

 

ზიანთან დაკავშირებით, მოპასუხემ განმარტა, რომ გაუმართლებელია მოსარჩელის მითითება, რომ თითქოს 2017 წლის მაისიდან არსებული აკრძალვის გამო ვერ სარგებლობდა შპს ,,ო–-------------ო’’ შპს ,,გ-----ის’’ ტერიტორიით და თითქოსდა აღნიშნული საკითხი სარჩელის უზრუნველყოფამ დაარეგულირა. მოპასუხის მითითებით, მართალია რომ მათი მხრიდან 2017 წლის მაისში გაეგზავნა მოსარჩელეს გაფრთხილება და აეკრძალათ უნებართვო სიარული შპს ,,გ-----ის’’ საკუთრებაში, რაც მას შემდგომ განხორციელდა, რაც შპს ,,ო–-------------ომ’’ უარი განაცხადა სამართლებრივად დარეგულირებულიყო მათი მხრიდან შპს ,,გ-----ის’’ სავაჭრო ცენტრის ტერიტორიით სარგებლობა. მოპასუხის მითითებით გაუმართლებელია ზიანთან დაკავშირებით მოსარჩელის განმარტება, რამეთუ საწყობად გამოსაყენებელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა ვერ წარმოშობდა მოთხოვნილი ოდენობით ზიანს და მხარეს შეეძლო სხვა გზით უზრუნველეყო ელექტროენერგიის მიწოდება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,ო–-------------ო’’ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი მეწარმე სუბიექტია, რომლის 100% წილის მესაკუთრე და ამავდროულად დირექტორია ხ---------------ე. მოსარჩელის სამეწარმეო საქმიანობის საგანს შეადგენს მაღაზიათა ქსელის - ,,ჭ---ას’’ მეშვეობით საბავშვო პროდუქციის რეალიზაცია და ამავე პროდუქციით არაერთი მსხვილი და წვრილი სავაჭრო ობიექტის მომარაგება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. შპს ,,ო–-------------ოს’’ საკუთრებაში აქვს უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, თ-----------------–ის ქუჩა N51, ს/კ 0-------------50, რაც მოიცავს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 400 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მასზე მდებარე შენობა-ნაგებობით [ჩამონათვალი: N- საერთო ფართით 994.36 კვ.მ (მათ შორის სარდაფი 228.32 კვ.მ, I სართული - 188.54 კვ.მ; II სართული - 180.02 კვ.მ; III - სართული 180 კვ.მ, სხვენი 217.48 კვ,მ)].

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- საკადასტრო გეგმა.

 

3.1.3. მოსარჩელის მიერ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების გამოყენება ხორციელდება სამეწარმეო მიზნით, კერძოდ შენობა-ნაგებობაში განთავსებულია სათამაშოების სარეალიზაციო საწყობი, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხორციელდება შპს ,,ო–-------------ოს’’ მიერ სავაჭრო ობიექტების მომარაგება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. თავდაპირველად მითითებული უძრავი ნივთი (ს/კ 0-------------50) ირიცხებოდა შპს ,,თ--------2---’’-ის საკუთრებაში, რაც დასტურდება 25.05.2016წ. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. ქონება შპს ,,ო–-------------ოს’’ საკუთრებაში აღირიცხა 2016 წლის 6 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.5. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების მომიჯნავედ შპს ,,თ------- 2---’’-ს საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ნივთი (მდებარე: ქ. თბილის, თ-----------------–ის ქუჩა N51, ს/კ 0-------------49, რაც მოიცავდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5 089 კვ.მ მიწის ნაკვეთს).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.6. შპს ,,თ------- 2---’’-სა და შპს ,,ო–-------------ოს’’ შორის 2016 წლის 15 ივლისს დაიდო უძრავი ნივთის სერვიტუტის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად შპს ,,თ------- 2---’’-მა შპს ,,ო–-------------ოს’’ სასარგებლოდ განუსაზღვრელი ვადით სერვიტუტით დატვირთვა მის საკუთრებაში არსებული N0-------------49 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონებიდან 754 კვ.მ ფართი. ასევე, ამავე ხელშეკრულებით შპს ,,ო–-------------ომ’’ შპს ,,თ------- 2---’’-ის სასარგებლოდ განუსაზღვრელი ვადით სერვიტუტით დატვირთა მისი კუთვნილი უძრავი ნივთიდან (ს/კ 0-------------50) 42 კვ.მ. ამავე ხელშეკრულებით შეთანხმდა, რომ მხარეთა სასარგებლოდ დადგენილი სეტვიტუტების საზღაური იქვითებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სერვიტუტის ხელშეკრულება;

 

3.1.7. შპს ,,თ------- 2---’’-ის მიერ გასხვისებული იყო, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (ს/კ 0-------------49) მომიჯნავედ არსებული უძრავი ნივთი (ს/კ 0-------------45, მისამართი: ქ. თბილისი, თ------ ფ------ ქუჩა N-0, 7693 კვ.მ ფართი) შპს ,,გ-----ზე’’. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ კონკრეტული უძრავი ქონების ნაწილზე (1 331 კვ.მ ფართი) 12.02.2014 წლის სერვიტუტის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული იყო სერვიტუტი შპს ,,თ------- 2---’’-ის სასარგებლოდ.

 

3.1.8. თავდაპირველად შპს ,,თ------- 2---’’ წარმოადგენდა ზემოთ ხსენებული უძრავი ნივთების (ს/კ: N0-------------50, N0-------------49 და N0-------------45) ერთიან მესაკუთრეს, რომელიც მოგვიანებით მის მიერ დაყოფის შედეგად გასხვისდა შპს ,,გ-----ზე’’ და შპს ,,ო–-------------ოზე’’, რამაც წარმოშვა საჯარო გზასთან დაკავშირების პრობლემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

- სერვიტუტის ხელშეკრულება.

 

3.1.9. მოგვიანებით, 2017 წლის 17 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,თ------- 2---’’-მა შპს ,,გ-----ს’’ მიჰყიდა მის საკუთრებაში დარჩენილი, შპს ,,ო–-------------ოს’’ მომიჯნავედ N0-------------49 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 5 089 კვ.მ ფართის მქონე უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, თ-----------------–ის ქუჩა N51. (აღნიშნულ მიწის ნაკვეთს გადაყვა შპს ,,ო–-------------ოს’’ სასარგებლოდ თავდაპირველი მესაკუთრის მიერ 15.07.2016 წლის ხელშეკრულებით დადგენილი სერვიტუტი 754 კვ.მ მიწის ნაკვეთზე)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.10. მოპასუხე შპს ,,გ-----მა’’ მოახდინა საკუთრებაში არსებული ორი ნაკვეთის გაერთიანება, რის შედეგადაც 2----–-–----------- საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად მის საკუთრებაში აღირიცხა ერთიანი უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, თ------ ფ------ ქუჩა N-0/თ-----------------–ის ქუჩა N51, ს/კ 0-------------51, რომელიც მოიცავს 12 782 კვ.მ-ს. მითითებულ ქონებაზე რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, რეგისტრირებულია შეზღუდვა 12.02.2---–- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 485 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებული სერვიტუტი და 15.07.2016წ. სერვიტუტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, შპს ,,ო–-------------ოს’’ სასარგებლოდ 754 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებული სერვიტუტი.

 

3.1.11. ამასთანავე, შპს ,,თ------- 2---’’-ის სასარგელოდ 12.02.2---–- დადგენილი სერვიტუტი გაუქმდა მიწის ნაკვეთების ერთი მესაკუთრის (შპს ,,გ-----ის’’) საკუთრებაში გაერთიანების საფუძვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- საკადასტრო გეგმა;

- 02.03.2017წ. განცხადება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.12. შპს ,,თ------- 2---’’-ის ერთიან საკუთრებაში არსებული მიწის მომიჯნავე ნაკვეთი, მდებარე - ქ. თბილისი, თ------ ფ------ ქუჩა N-8, ს/კ 0-------------15 (9386 კვ.მ ფართობი) ირიცხება შპს ,,ბ-----–--’’ საკუთრებაში. დღეის მდგომარეობით ხსენებული ნაკვეთი ემიჯნება, შპს ,,ო–-------------ოს’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.13. ამდენად, შპს ,,ო–-------------ოს’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი (ს/კ 0-------------50) დამოუკიდებლად ვერ უკავშირდება საჯარო გზას. მას ერთი მხრიდან ესაზღვრება შპს ,,გ-----ის’’ (ს/კ 0-------------51) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, ხოლო მეორე მხრიდან შპს ,,ბ-----–--’’ (ს/კ 0-------------15) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს აუცილებელი გზის დადგენის საფუძველზე შეძლოს საჯარო გზებთან დაკავშირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.14. შპს ,,გ-----ის’’ მიერ დამოუკიდებელი სარჩელია აღძრული შპს ,,ო–-------------ოს’’ მიმართ, შპს ,,თ------- 2---’’-სა და შპს ,,ო–-------------ოს’’ შორის 2016 წლის 15 ივლისს დადებული სერვიტუტის ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,გ-----ის’’ მოთხოვნა. ამავე საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეცვლილია შედეგი და დაკმაყოფილებულია შპს ,,გ-----ის’’ მოთხოვნა სერვიტუტის გაუქმებასთან დაკავშირებით. კონკრეტული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით ცნობას საქმის მასალები არ შეიცავს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 30.03.2018წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება;

- 13.03.2019წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს ,,გ-----ი’’ წინააღმდეგია მისი კუთვნილი ტერიტორიის გავლით მოახდინოს შპს ,,ო–-------------ომ’’ საჯარო გზებთან დაკავშირება, რაც გახდა მხარეთა შორის უთანხმოების საფუძველი. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი განხილვა ადასტურებს, რომ შპს ,,გ-----ი’’ ზღუდავდა შპს ,,ო–-------------ოს’’ თანამშრომლებისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას მის ტერიტორიაზე, რაც აფერხებდა შპს ,,ო–-------------ოს’’ სამეწარმეო საქმიანობას და შესაბამისად აისახებოდა სამეწარმეო საქმიანობის მიზნის (მოგების მიღება) შედეგზე. უფრო კონკრეტულად, შპს ,,გ-----ის’’ მიერ დაწესებული თვითნებური შეზღუდვის არსებობას ადასტურებს, ის ხელწერილები, რომლებსაც დებდნენ შპს ,,ო–-------------ოს’’ თანამშრომლები სამუშაო ადგილზე მისასვლელად, შპს ,,გ-----ი’’ ტერიტორიის გავლისათვის. ასევე შეზღუდვის ფაქტზე მეტყველებს საქმეში წარმოდგენილი 02.12.2017წ. 13.10.2017წ. და 19.10.2017წ. საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმები. კერძოდ, 13.10.2017წ. და 19.10.2017წ. რეაგირების ოქმებით, დგინდება, რომ შპს ,,ო–-------------ოს’’ ხელი ეშლებოდა საკუთრებასთან დასაკავშირებლად, ხოლო 02.12.2017წ. რეაგირების ოქმით დგინდება, რომ შპს ,,ო–-------------ოს’’ შეეზღუდა ელ. ენერგიის მიწოდება. შპს ,,გ-----ი’’ დაწესებულ შეზღუდვას ამართლებდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი სიფრთხილეს იჩენდა მის ტერიტორიაზე განთავსებული საწყობიდან გამომდინარე არ მომხდარიყო სხვა პირთა გადაადგილება და სწორედ ამ საფუძვლით გამართლებული იყო მოთხოვნა მის ტერიტორიაზე გამვლელი პირების ვინაობის ცოდნის თაობაზე.

 

აღნიშნულთან კავშირში საინტერესოა, რომ შპს ,,გ-----ის’’ წარმომადგენლობამ წერილობით მიმართა შპს ,,ო–-------------ოს’’ დირექტორს და აცნობა, რომ 2017 წლის 11 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც შპს ,,ო–-------------ოს’’ მიეცა უფლება ესარგებლა შპს ,,გ-----ის’’ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით აუცილებელი გზის სახით. შესაბამისად, მოპასუხის მითითებით მათ მოეხსნათ ყოველგვარი ვალდებულება შპს ,,გ-----ის’’ ტერიტორიაზე მათი ნებართვის გარეშე გაატარონ მოსარჩელე კომპანიის კუთვნილი ა/მანქანები და თანამშრომლები. მიუხედავად ამისა, მათი კეთილი ნების საფუძველზე, 2017 წლის 11 დეკემბრიდან მოყოლებული - 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელეს მიეცა უფლება სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენონ მათი ტერიტორია გადასაადგილებლად, თუმცა მოითხოვეს მხედველობაში ყოფილიყო მიღებული, რომ 2017 წლის 29 დეკემბრიდან ვერც ერთი ა/მანქანა ვეღარ გაივლის შპს ,,გ-----ის’’ ტერიტორიას მათი ნებართვის გარეშე. ამასთან, მოპასუხის კეთილი ნების საფუძველზე, 2018 წლის 21 იანვრამდე, გამონაკლისის სახით გახანგრძლივდებოდა მხოლოდ იმ ა/მანქანებისათვის გადაადგილების შესაძლებლობა, რომელიც დაკავშირებული იქნება შპს ,,ო–-------------ოს’’ მომარაგებასა და სადისტრიბუციო საქმიანობასთან. ასეთი დანიშნულებით ა/მანქანების შემოსვლასთან დაკავშირებით კი წინასწარ, მინიმუმ 1 საათით ადრე უნდა ყოფილიყო ცნობილი შპს ,,გ-----ის’’ შესაბამისი თანამშრომლისათვის, რათა ხელი არ შეშლოდა მათი საწარმოს საქმიანობას და არ გადატვირთულიყო ისედაც ვიწრო შესასვლელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ა/მანქანებს მოუწიოთ გარკვეული ხნის ლოდინი. გარდა აღნიშნულისა, გამონაკლისის სახით მოსარჩელე კომპანიის ყველა თანამშრომელს მიეცა უფლება გადაადგილებულიყო მათ ტერიტორიაზე გავლით, 2018 წლის 21 იანვრამდე, თუმცა მხოლოდ ქვეითად. ამ უფლების მოსაპოვებლად კი, მოპასუხემ მოითხოვა შპს ,,ო–-------------ოს’’ თანამშრომელთა სიის ოფიციალური მიწოდება, არა უგვიანეს 2017 წლის 28 დეკემბრისა. ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, ვერც ერთი ადამიანი ვერ ისარგებლებს მათ მიერ მინიჭებული ზ/ხსენებული უფლებით 2017 წლის 28 დეკემბრის შემდეგ.

 

ამდენად, შპს ,,გ-----ის’’ წარმომადგენლობა წინააღმდეგია შპს ,,ო–-------------ოს’’ მიერ გამოყენებული იქნას მათი ტერიტორია კუთვნილ ტერიტორიასთან დაკავშირების მიზნით. მათი მხრიდან წინააღმდეგობისა და სხვადასხვა ბარიერის მოწყობა განხორციელდა. აღნიშნულს არ უარყოფს თავად მოპასუხე და მისი მხრიდან ზოგადად შესაგებლის წარმოდგენაც აფიქსირებს პოზიციას მისი ტერიტორიის ,,აუცილებელ გზად’’ გამოყენების წინააღმდეგობასთან დაკავშირებით. ასევე აღნიშნულს ადასტურებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაც, შესაბამისად სასამართლოს კვლევის საგანია შპს ,,ო–-------------ოს’’ მოთხოვნის საფუძვლიანობა უშუალოდ შპს ,,გ-----ის’’ ტერიტორიის გავლით მოახდინოს საჯარო გზებთან დაკავშირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 02.12.2017წ. რეაგირების ოქმი;

- 13.10.2017წ. რეაგირების ოქმი;

- 19.10.2017წ. რეაგირების ოქმი;

- ხელწერილები;

- შპს ,,გ-----ის’’ მიმართვა;

- შეტყობინება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 2017 წლის 25 ივლისის დასკვნის შესაბამისად:

- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შპს ,,ო–-------------ოს’’ საკუთრებაში არსებული N0-------------50 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფაქტობრივი მონაცემების მიხედვით გააჩნია მისასვლელი გზა საჯარო რეესტრში 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით, რომლის მესაკუთრესაც წარმოადგენს შპს ,,გ-----ი’’.

 

- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შპს ,,ო–-------------ოს’’ საკუთრებაში არსებული N0-------------50 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფაქტობრივი მონაცემების მიხედვით გააჩნია მისასვლელი გზა საჯარო რეესტრში N0-------------15 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით, რომლის მესაკუთრესაც წარმოადგენს შპს ,,ბ-----–ი’’.

 

ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ ექსპერტიზამ კვლევა აწარმოა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ელექტრონულად რეგისტრირებული მონაცემების, გამოსაკვლევი ობიექტის ადგილზე შესწავლის შედეგად მიღებული მონაცემების და მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების, ასევე ნორმატიული აქტების ურთიერთშედარების მეთოდით. სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესაბამისად, ქალაქის მეორე ხარისხოვან გასასვლელში ავტო-სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისათვის საჭირო მინიმალური სიგანე შეადგენს 3.5 მ-ს (მათ შორის ფეხით მოსიარულეთა გადასაადგილებლად გათვალისწინებულია 0.5მ), ხოლო ფეხით გადაადგილებისათვის საჭირო გასასვლელის მინიმალური სიგანე შეადგენს 1.5მ-ს (2X75მ). 2017 წლის 23 მაისს მოხდა გამოსაკვლევი ობიექტის ადგილზე შესწავლა. ობიექტის ადგილზე შესწავლის შედეგად მიღებული და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით გამოირკვა, რომ: საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შპს ,,ო–-------------ოს’’ საკუთრებაში არსებული N0-------------50 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფაქტობრივი მონაცემების მიხედვით გააჩნია მისასვლელი გზა საჯარო რეესტრში 0-------------51 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით, რომლის მესაკუთრესაც წარმოადგენს შპს ,,გ-----ი’’. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შპს ,,ო–-------------ოს’’ საკუთრებაში არსებული N0-------------50 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთს ფაქტობრივი მონაცემების მიხედვით გააჩნია მისასვლელი გზა საჯარო რეესტრში N0-------------15 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით, რომლის მესაკუთრესაც წარმოადგენს შპს ,,ბ-----–ი’’. დასკვნაში შენიშვნის სახით მითითებულია, რომ N0-------------50 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, შპს ,,გ-----ის’’ საკუთრებაში არსებულ (ს/კ 0-------------51) მიწის ნაკვეთზე გავლით მისასვლელი გზა დღეის მდგომარეობით არ საჭიროებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს (შესაძლებელია შესვლა/მისვლა შპს ,,ო–-------------ოს’’ საკუთრებაში). ხოლო შპს ,,ბ-----–--’’ საკუთრებაში არსებულ (ს/კ 0-------------15) მიწის ნაკვეთზე გავლით საჭიროა შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით ჩატარდეს რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კერძოდ დასანგრევია მიჯნის ზონაში არსებული ღობის კედელი. მოსაწყობია შპს ,,ო–-------------ოს’’ შენობაში შესასვლელი ღიობი. აღსანიშნავია, რომ შპს ,,ო–-------------ოს’’ და შპს ,,ბ-----–--’’ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნიშნულებს შორის სხვაობა დაახლოებით შეადგენს 1მ-ს. ინფრასტრუქტურის მოწყობის დროს გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ შპს ,,ბ-----–--’’ ტერიტორიაზე გადის ხაზობრივი ნაგებობა (მატარებლის ლიანდაგები) შპს ,,ბ-----–--’’ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელია N0-------------15 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული N- ნაგებობის ქვეშ არსებული ღიობის მეშვეობით.

 

ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, სასამრთლო სხდომაზე დაიკითხა ასევე ექსპერტი ვ-------------ხუა, რომელმაც განმარტა, რომ შპს ,,გ-----ის’’ ტერიტორიის გავლით შესაძლებელია შპს ,,ო–-------------ოს’’ მიერ საჯარო გზასთან დაკავშირება. ექსპერტის მითითებით, ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის სხვა ალტერნატიული გზა შესაბამისი სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების გარეშე არ არსებობდა. შპს ,,ბ-----–--’’ მხრიდან ჩასატარებელია ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რისთვისაც მოითხოვება შესაბამისი ნებართვები, რომელიც უნდა გაიცეს სათანადო სამსახურის მიერ.

 

გარდა ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული წესისა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ასევე, 16.09.2019წ. მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზეც ყვითელი ფერით მონიშნულია შპს ,,გ-----ის’’ კუთვნილი 12 782 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 0-------------51) გამოყენებით, შპს ,,ო–-------------ოს’’ კუთვნილ 400 კვ.მ მიწის ნაკვეთამდე (ს/კ 0-------------51) მისასვლელი გზა, რომელზეც აღნიშნული გზის მონაკვეთი მითითებულია, როგორც ,,სერვიტუტი 754 კვ.მ’’ და ,,სერვიტუტი 568 კვ.მ (სიგანე 4)’’. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი აერთიანებს ორ მონაკვეთს, რომელთაგან აღნიშვნა ,,სერვიტუტი 754 კვ.მ’’ ასახავს, რეალურად დღეის მდგომარეობით შპს ,,ო–-------------ოს’’ სასარგებლოდ დადგენილ სერვიტუტს (15.07.2016წ. სერვიტუტის ხელშეკრულების შესაბამისად დადგენილი შეზღუდვა), ხოლო მეორე აღნიშვნა ,,სერვიტუტი 568 კვ.მ (სიგანე 4მ.)’’, რეალურად არ წარმოადგენს სერვიტუტით დატვირთულ ნაკვეთს და გეგმის შემდგენელის მხრიდან შეცდომით არის მასზე ამგვარი აღნიშვნა მითითებული. მოსარჩელე სწორედ აღნიშნულ დაუტვირთავ ნაკვეთზე ითხოვს აუცილებელი გზის დადგენას და ამავდროულად, სერვიტუტის სადავოობის პირობებში, სამომავლოდ დამოუკიდებელი დავის თავიდან არიდების მიზნით, ითხოვს აუცილებელი გზის დადგენას წარმოდგენილ ნახაზზე ყვითელი ფერით აღნიშნულ ორივე ნაკვეთზე, რაც მოიცავს დღეის მდგომარეობით სერვიტუტით დატვირთულ 754 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და დამატებით 568 კვ.მ მიწის ნაკვეთს, შესაბამისი პარამეტრებით სიგანე - 4 მეტრი და სიგრძე - 142 მეტრი. ამავდროულად, აუცილებელი გზის დადგენის საკითხი უნდა გადაწყდეს უპირველესად, სწორედ ექსერტიზის დასკვნაში მწვანე ისრებით განსაზღვრული მიმართულების შესაბამისად. სასამართლო კონკრეტულ ორ დოკუმენტზე დაყრდნობით ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებას, შესაბამისი პარამეტრების არ არსებობისა და აუცილებელ გზასთან მიმართებით მოთხოვნის ზოგად ფორმულირებასთან დაკავშირებით, რამეთუ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოსარჩელემ უზრუნველყო, როგორც ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა, რომელიც კვლევით ნაწილში პირდაპირ უთითებს შპს ,,გ-----ის’’ ტერიტორიის გავლით საჯარო გზასთან დაკავშირების ხელსაყრელობის უპირატესობას და ამავდროულად წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი შედგენილია სწორედ ექსპერტიზის დასკვნაში ასახული მიმართულების შესაბამისად და მის შესავსებად. საკადასტრო აზომვითი ნახაზი აერთიანებს დღეის მდგომარეობით მოქმედ და რეგისტრირებულ სერვიტუტს 754 კვ.მ-თან მიმართებით და დამატებით საჭირო გზას აუცილებელი კავშირის უზრუნველყოფისათვის. ამ სახით აუცილებელი გზით დადგენა უზრუნველყოფს აუცილებელ კავშირს შპს ,,ო–-------------ოსათვის’’ საჯარო გზებთან კომუნიკაციის დასამყარებლად. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და ხსენებული 16.09.2019წ. აზომვითი ნახაზი ერთობლიობაში იძლევა შესაძლებლობას კონკრეტულად განისაზღვროს შპს ,,გ-----ის’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ის მონაკვეთი, რომელზედაც უნდა გავრცელდეს აუცილებელი გზა შპს ,,ო–-------------ოს’’ სასარგებლოდ.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეაფასოს ის გარემოებაც, რომ აუცილებელი გზის ამ სახით მოწყობა თავის თავში მოიცავს დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულ სერვიტუტსაც, რაც სასამართლო მიხედულებით ვერ მიიჩნევა დამაბრკოლებელ ფაქტორად, რადგანაც აუცილებელი გზა წარმოდგენს ე.წ. ,,კანონისმიერ სერვიტუტს’’, შესაბამისად სერვიტუტით მოცულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის დადგენა, იმ ვითარებაში როდესაც სადავოა სერვიტუტის ძალაში დატოვების ფაქტი ვერ მიიჩნევა წინააღმდეგობრივად და არ წარმოშობს მოპასუხის საკუთრების უფლების ორმაგი სტანდარტით შეზღუდვას, არამედ ორივე ინსტიტუტით მიიღწევა საერთო შედეგი და არ ხელყოფს არათანაზომიერად მესაკუთრის უფლებას, სამომავლოდ სერვიტუტის ძალაში დატოვებამ ან მისმა გაუქმებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მხოლოდ კომპენსაციასთან მიმართებით საკითხის გადაწყვეტისას და კონკრეტული დავის გადაწყვეტის მიზნებიდან გამომდინარე სასამართლო სერვიტუტის რეგისტრაციას ვერ მიიჩნევს დამაბრკოლებელ ფაქტორად, რამეთუ დღეის მდგომარეობით შპს ,,ო–-------------ო’’ სხვა მხრივ ვერ ახერხებს საჯარო გზასთან დაკავშირებას და გამართლებულია ამ სახით მოთხოვნის დაკმაყოფილება სამომავლოდ დამატებითი დავის თავიდან აცილების მიზნით. ამასთანავე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის შედავებას არსებული სერვიტუტის პირობებში წარმოდგენილი ნახაზით აუცილებელი გზის საჭიროების არ არსებობასთან მიმართებით და შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი შესწავლისა და მხარეთა დაპირისპირებული პოზიციებიდან გამომდინარე იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას ამ სახით აუცილებელი გზის მოწყობის საჭიროებასთან მიმართებით, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი კონფიგურაციით აუცილებელი გზის მოწყობის გაუმართლებლობა.

 

სასამართლოს ამავდროულად, მიეცა შესაძლებლობა ვიზუალურად შეეფასებინა ოქმით ფაქტების კონსტანტაციის შესახებ, ადგილზე არსებული მდგომარეობა, რომლის მეშვეობითაც დგინდება, რომ შპს ,,ო–-------------ოს’’ კუთვნილ ტერიტორიაზე მისვლა შესაძლებელია როგორც შპს ,,გ-----ის’’, ასევე შპს ,,ბ-----–--’’ საკუთრებაში არსებული ტერიტორიის გავლით. თუმცა, ნათელია, რომ შპს ,,ბ-----–--’’ მხრიდან გზის მოწყობა დაკავშირებულია, როგორც დამატებითი ხარჯების გაღებასთან, ასევე იქ არსებული კვანძის შესაბამისად მოითხოვს სათანადო ნებართვის მოპოვებას, რის გამოც არსებული მოცემულობით აუცილებელი გზის მოწყობა და სარგებლობა შპს ,,გ-----ას’’ ტერიტორიის გამოყენებით უფრო მიზანშეწონილია, რამეთუ არ მოითხოვს დამატებითი ქმედებების განხორციელებას და ამავდროულად აღნიშნული სახით ახორციელებდა შპს ,,ო–-------------ო’’ მიწის ნაკვეთის შეძენის დღიდან საჯარო გზასთან დაკავშირებას. შპს ,,თ------- 2---’’-იც სწორედ აღნიშნული გზით უკავშირდებოდა საჯარო გზას, რასაც ადასტურებს, როგორც შპს ,,ო–-------------ოსა’’ და შპს ,,თ------- 2---’’-ს შორის დადებული სერვიტუტის ხელშეკრულება, ასევე შპს ,,თ------- 2---’’-სა და შპს ,,გ-----ს’’ შორის არსებული სერვიტუტის ხელშეკრულება, რომლებიც ერთიანობაში წარმოადგენდა კავშირის უზრუნველყოფას. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის ვერც იმ მტკიცებას, რომ მოცემულ დავაში მოპასუხედ ჩაბმული უნდა ყოფილიყო შპს ,,ბ-----–ი’’ და მისი გზით უნდა მომხდარიყო აუცილებელი გზის დადგენა. აღნიშნულთან მიმართებით უნდა განიმარტოს, რომ ალტერნატივის არსებობის პირობებში მოსარჩელის უფლებაა აირჩიოს აღნიშნულიდან ერთ-ერთი გზა, რის შემდგომაც სასამართლო აფასებს არსებული მოთხოვნის ფარგლებში მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის აუცილებელ გზას მიჩნევის საჭიროებას, ის თუ რამდენად არის ამ სახით აუცილებელი გზის დადგენა მიზანშეწონილი მხარეთა შეპირისპირებული ინტერესებიდან გამომდინარე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი შესწავლა, მათ შორის ექპერტიზის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება, ასევე ოქმი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ ცალსახად მეტყველებს, რომ შპს ,,გ-----ისა’’ და შპს ,,ბ-----–--’’ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებიდან უპრიანია სწორედ შპს ,,გ-----ის’’ მიწის ნაკვეთის გავლით, რამეთუ არსებული მოცემულობით იგი ყოველგვარი დამატებითი ქმედების განხორციელების გარეშე უზრუნველყოფს საჯარო გზასთან დაკავშირებას. მოსარჩელე პოზიციის გასამყარებლად უთითებს ასევე შპს ,,ბ-----–--’’ მიწერილობასაც, რომელიც უარს აცხადებს მიწის ნაკვეთის გამოყენების გზით მოახდინოს შპს ,,ო–-------------ომ’’ საჯარო გზასთან დაკავშირება, რაც სასამართლო შეფასებით არ წარმოადგენს არსებით ფაქტორს, არამედ კონკრეტულ შემთხვევაში გადამწყვეტია ის თუ არსებული ორი ალტერნატივიდან რომელი გზა უზრუნველყოფს ნაკლები დანახარჯებითა და ზედმეტი ძალისხმევის გაღების გარეშე აუცილებელ კავშირს საჯარო გზასთან დასაკავშირებლად. მოსარჩელეს აქვს არჩევანის თავისუფლება, თუ შესაძლებელია აუცილებელი გზის გაყვანა სხვადასხვა მიწის ნაკვეთებზე გავლით, მაგრამ გასათვალისწინებელია ყველა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესები, მათი მდებარეობა და ფაქტობრივი გარემოებები და მხოლოდ ყველა მესაკუთრის ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული. თავის მხრივ მესაკუთრის უფლებების შეზღუდვა შპს ,,გ-----ს’’ წარმოუშობს კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას, რაც დააბალანსებს მისი საკუთრების უფლების შეზღუდვას. სასამართლო არსებულ ვითარებაში აფასებს ორივე დაპირისპირებული მხარის ინტერესებს და მხედველობაში იღებს მათი უფლების ზღუდვის ხარისხს, თუმცა იმ ვითარებაში, როდესაც შპს ,,ო–-------------ო’’ დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფს საჯარო გზასთან დაკავშირებას მას წარმოეშობა მოთხოვნის უფლება სხვა მესაკუთრის ნაკვეთის გავლით დაუკავშირდეს საჯარო გზას. ამასთან, ვერ იქნება გაზიარებული მოპასუხის შედავება შპს ,,ბ-----–--’’ ნაკვეთის გავლით საჯარო გზასთან კავშირის უზრუნველყოფასთან მიმართებით, რადგანაც როგორც ექსპერტიზის დასკვნით დგინდება აღნიშნული კავშირი მოითხოვს არა მხოლოდ დამატებით ხარჯებს, არამედ შესაბამის ნებართვებსაც. გარდა აღნიშნულისა, როდესაც არსებობს ალტერნატივა, აუცილებელი გზის მოთხოვნის უფლების მქონე პირი აღჭურვილია შესაძლებლობით აირჩიოს მისთვის ხელსაყრელი კავშირი, ისე რომ ამით გაუმართლებლად არ შეზღუდოს სხვა მესაკუთრის უფლებები. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ შპს ,,ო–-------------ო’’ საჯარო გზას უკავშირდებოდა სწორედ შპს ,,გ-----ის’’ საკუთრებაში არსებული ტერიტორიის გავლით, რასაც თავის დროზე უზრუნველყოფდა, შპს ,,ო–-------------ოსა’’ და შპს ,,თ------- 2---’’-ს შორის დადებული სერვიტუტის ხელშეკრულება და შპს ,,თ------- 2---’’-სა და შპს ,,გ-----ს’’ შორის დადებული სერვიტუტის ხელშეკრულება. ამდენად, შპს ,,ო–-------------ოს’’ მიერ თავის დროზე კონკრეტული მიწის ნაკვეთის შეძენისას მისთვის საჯარო გზასთან დაკავშირება უზრუნველყოფილი იყო სწორედ აღნიშნული ნაკვეთის გავლის გზით და არსებულ ვითარებაში მისი შეზღუდვა შესაძლოა გამართლებული ყოფილიყო მხოლოდ მოპასუხის განსაკუთრებული, აღმატებული დაცვის ღირსი ინტერესის არსებობით, რისი დადასტურებაც მოპასუხემ წარმოდგენილი შედავების პირობებში ვერ უზრუნველყო. აპრიორი მესაკუთრეობაზე მითითება არ წარმოუშობს შპს ,,გ-----ს’’ მისი ნაკვეთის გამოყენების აკრძალვის უფლებას, იმ ვითარებაში, როდესაც შპს ,,ო–-------------ოს’’ აღნიშნული ნაკვეთი ესაჭიროება მის საკუთრებასთან დასაკავშირებლად. საინტერესოა, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებით დაიკითხა ასევე შპს ,,თ------- 2---’’-ის იმ დროინდელი დირექტორი - ზურაბ შონია, რომლის ჩვენებითაც დგინდება, რომ უძრავი ნივთის გასხვისების ეტაპზე, როგორც შპს ,,გ-----ის’’, ასევე შპს ,,ო–-------------ოსათვის’’ ცნობილი იყო კონკრეტული ნაკვეთის მეშვეობით საჯარო გზასთან დაკავშირება, რასაც უზრუნველყოფდა სერვიტუტის ხელშეკრულებები და სამომავლოდ თუ რაიმე უთანხმოება იარსებებდა უნდა მოგვარებულიყო მოლაპარაკების გზით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ აუცილებელი გზის შერჩევა არ მომხდარა რომელიმე მხარის ნება-სურვილიდან გამომდინარე, როგორც შპს ,,ო–-------------ოს’’, ასევე შპს ,,გ-----ის’’ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა ერთიან ტერიტორიას, რომელიც წარმოადგენდა შპს ,,თ------- 2---’’-ის საკუთრებას, რომელსაც გააჩნდა შიდა მიმოსვლის გზები, შესაბამისად მასზე გადაადგილება ყოველთვის ხდებოდა იმ ფორმით, როგორი სახითაც მოსარჩელე ითხოვს აუცილებელი გზის დადგენას.

 

აუცილებელი გზის დადგენის ნაწილში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის ვერც იმ შედავებას, რომ შპს ,,თ------- 2---’’-ის მიერ მიწის ნაკვეთის შპს ,,გ-----ზე’’ გასხვისების შემდგომ თვითნებურად არის მოსპობილი საჯარო გზასთან კავშირი, რაც მოპასუხის მტკიცებით სსკ-ს 180.2 მუხლის შესაბამისად, გამორიცხავს მოთხოვნის საფუძვლიანობას. ამასთანავე, მოპასუხის მითითებით, შპს ,,ო–-------------ო’’ აღნიშნულ ნაწილში წარმოადგენს შპს ,,თ------- 2---’’-ის უფლებამონაცვლეს და მასზეც, როგორც მის წინამორბედზე უნდა გავრცელდეს სსკ-ს 180.2 მუხლი და გამოირიცხოს აუცილებელი გზის დადგენა. აღნიშნულთან მიმართებით უნდა განიმარტოს, რომ თავდაპირველად ერთიანი მიწის ნაკვეთი ირიცხებოდა შპს ,,თ------- 2---’’-ის საკუთრებაში, რომლის ნაწილიც გასხვისდა შპს ,გ-----ზე’’, რამაც წარმოშვა სერვიტუტის ხელშეკრულების დადების საჭიროება, რათა შესაძლებელი ყოფილიყო საჯარო გზასთან დაკავშირება. სასამართლო მოცემულ შემთხვევას ვერ განიხილავს სსკ-ს 180.2 მუხლის ჭრილში, რამეთუ შპს ,,გ-----ის’’ მიერ მიწის ნაკვეთის შეძენის დროს ცნობილი იყო, რომ ამ სახით მისი მხრიდან უძრავი ნივთის შეძენა წარმოშობდა აუცილებელი გზის ან/და სერვიტუტის ხელშეკრულების დადების აუცილებლობას, რადგანაც მის მიერ შეუძენელი მიწის ნაკვეთი დამოუკიდებლად ვეღარ შეძლებდა საჯარო გზასთან დაკავშირებას. ამდენად მოპასუხის მიერ სსკ-ს 180.2 მუხლის შესაბამისად მოთხოვნის საფუძვლიანობის გამორიცხვა გაუმართლებელია და არ თავსდება ამავე მუხლით რეგულირებულ სფეროში, რადგანაც ნორმით შესაძლოა დარეგულირებულიყო იმგვარი შემთხვევა, თუ შპს ,,თ------- 2---’’ სხვა მხრიდან არსებულ კავშირს მოსპობდა და შემდგომ დაავალებდა შპს ,,გ-----ს’’ აუცილებელი გზის დადგენას. ამასთანავე, შპს ,,გ-----ი’’ თავადაც წარმოადგენს შპს ,,თ------- 2---’’-ის უფლებამონაცვლეს, რასაც მოწმობს მათ შორის დადებული სერვიტუტის ხელშეკრულების გაუქმებაც და ამდენად მხოლოდ შპს ,,ო–-------------ოს’’ მიჩნევა უფლებამონაცვლედ გაუმართლებელია. მოცემული დავის მონაწილე ორივე სუბიექტი დღეის მდგომარეობით წარმოადგენს შპს ,,თ------- 2---’’ ერთიანი მიწის ნაკვეთის ნაწილების ინდივიდუალურ მესაკუთრეებს და შესაბამისად მხარეთა შორის სამართლებრივად უნდა დარეგულირდეს ურთიერთობა არსებული მოცემულობის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტიზის დასკვნა;

- ექსპერტის განმარტება;

- ოქმი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ;

- მოწმის ჩვენება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.3. შპს ,,ო–-------------ოს’’ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს ელექტროენერგია მიეწოდება შპს ,,გ-----ის’’ საკუთრებაში არსებული ტრანსფორმატორის მეშვეობით, რაც განპირობებულია შპს ,,თ------- 2---’’-ის (იმდროინდელი მესაკუთრის) მიერ გაცემული ნებართვით. კერძოდ, შპს ,,თ------- 2---’’-მა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებასთან ერთად თანხმობა გამოხატა, მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული ელექტროენერგიის ტრანსფორმატორის გამოყენების გზით განხორციელებულიყო შპს ,,ო–-------------ოს’’ კუთვნილი ტერიტორიისათვის ელექტროენერგიის მიწოდება (რასაც არ უარყოფს დავის მონაწილე მხარეები). მითითებულიდან გამომდინარე, შპს ,,ო–-------------ოს’’ კუთვნილ ტერიტორიას ელექტროენერგია მიეწოდება სწორედ აღნიშნული ტრანსფორმატორის მეშვეობით, რომელიც დღეის მდგომარეობით შპს ,,გ-----ის’’ საკუთრებაშია.

 

შპს ,,ო–-------------ოს’’ ელექტრომომარაგება განხორციელდა 2016 წლის 12 ივლისს სს ,,თ--–--თან’’ დადებული შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე, კერძოდ სს ,,თ--–--ის’’ მიერ განისაზღვრა ობიექტის ელექტრომომარაგების ტექნიკური პირობები (რაც მოიცავდა შეთანხმებას - შპს ,,თ------- 2---’’-ის კუთვნილ სატრანსფორმატორო ქვესადგურ N-------დან იქვე დასამონტაჟებელი მრიცხველის ყუთამდე დამცავ მილში მოთხოვნილი სიმძლავრის მიხედვით დაბალი ძაბვის შესაბამისი კვეთის კაბელის გაყვანასთან დაკავშირებით. ასევე, ქვესადგურში კაბელის არსებულ დენმკვეთზე მიერთებასთან მიმართებით, ხოლო გარეთ სს ,,თ--–--ის’’ მიერ ყუთის მოწყობასთან დაკავშირებით სტანდარტით 53/1, სადაც დამონტაჟდებოდა სამფაზა 3X5-60 ამპერიანი მრიცხველი, რომელიც დამიწდებოდა... შეთანხმება ასევე მოიცავდა პირობას, რომლის შესაბამისადაც ობიექტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოაკლდებოდა შპს ,,თ------- 2---’’-ის მიერ მოხმარებულ ელ. ენერგიის რაოდენობას).

 

უძრავი ნივთის თავდაპირველი მესაკუთრის შპს ,,თ--------2---’’-ის მიერ 2016 წლის 29 ივნისს გაცემული იყო თანხმობა შპს ,,ო–-------------ოს’’ სასარგებლოდ, კომპანიის მიერ აბონენტად რეგისტრაციის შემდგომ მათ ჯიხურზე ცალკე აბონენტად შეერთებასთან (დასმა) დაკავშირებით, რაც გახდა მოსარჩელის მიერ კონკრეტული ტრანსფორმატორით სარგებლობის საფუძველი. შპს ,,გ-----მა’’ კი, ქონების შეძენის შემდგომ მიმართა შპს ,,ო–-------------ოს’’ და აცნობა, რომ იგი აპირებს მის საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიის ტრანსფორმატორის გადატანას, რის გამოც მოსარჩელე ვეღარ ისარგებლებდა ტრანსფორმატორის მომსახურებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,გ-----მა’’ მოითხოვა 2 კვირის ვადაში უზრუნველეყო შპს ,,ო–-------------ოს’’ ელექტროენერგიის დაერთება სხვა ალტერნატიულ წყაროზე.

 

მოპასუხემ ანალოგიური მოთხოვნით მიმართა ელექტროენერგიის მიმწოდებელ - სს ,,თ--–--ს’’, რაზეც 2017 წლის 26 ოქტომბრის წერილის პასუხად შპს ,,გ-----ს’’ განემარტა, რომ სს ,,თ--–--ის’’ მხრიდან მოკვლეული იქნებოდა ალტერნატიული კვების წყარო ქვეაბონენტის განმხოლოებისათვის, რისთვისაც ქვეაბონენტ შპს ,,ო–-------------ოს’’ უნდა შეევსო განაცხადის ფორმა ტექნიკური პირობის მისაღებად კვების წყაროს შეცვლაზე, აღნიშნულის თაობაზე ეცნობა ასევე შპს ,,ო–-------------ოს’’. 2017 წლის 11 დეკემბერს სს ,,თ--–--მა’’ დამატებით მიმართა შპს ,,ო–-------------ოს’’ და აცნობა, რომ ჩატარდა ტექნიკური მოკვლევა და დადგინდა, რომ განაცხადში მითითებული ტერიტორია ფიქსირდება აბონენტად (აბ N-------) ამიტომ განაცხადი ექვემდებარება გაუქმებას (აღნიშნული მიწერილობა ადასტურებს, რომ შპს ,,ო–-------------ომ’’ მიმართა სს ,,თ--–--ს’’ განმხოლოებისათვის)

 

2018 წლის 26 ივნისს შპს ,,გ-----ის’’ წარმომადგენლობამ დამატებით წერილობით მიმართა სს ,,თ--–--ს’’ მისი ტრანსფორმატორით სარგებლობასთან დაკავშირებით და მოითხოვა შესაბამისი ქმედითი ღონისძიების განხორციელება ამგვარი სარგებლობის შეწყვეტისათვის ან/და შესაბამისი კომპენსაციის გადახდა. მიმართვის პასუხად სს ,,თ--–--მა’’ 2018 წლის 12 ივლისს შპს ,,გ-----ს’’ წერილობით განუმარტა, რომ შპს ,,ო–-------------ომ’’ 2017 წლის 13 დეკემბერს განცხადებით მიმართა სს ,,თ--–--ს’’ და მოითხოვა ელექტროენერგიის მიწოდების წყაროს შეცვლა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილების 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების პირობები არ ვრცელდება იმ ობიექტის ელექტროენერგიით უზრუნველყოფაზე, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიეწოდება ელექტროენერგია. იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ო–-------------ოს’’ ელექტროენერგიით მომარაგება უკვე ხდებოდა და ამ უკანასკნელმა მოითხოვა ელექტროენერგიის მიწოდების წყაროს შეცვლა, მის განცხადებაზე არ გავრცელდა ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების პირობები. N20 დადგენილების 261 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ ადგილი აქვს ისეთი სახის მიერთების თხოვნას, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, განაწილების ლიცენზიატსა და განმცხადებელს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში, განმცხადებელი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს, ხოლო განაწილების ლიცენზიატი გასცემს ტექნიკურ პირობას განცხადების მიღებიდან 2 კვირის ვადაში. აქედან გამომდინარე, სს ,,თ--–--მა’’ ტექნიკური პირობა გასცა 2017 წლის 20 დეკემბერს. მას შემდეგ, რაც შპს ,,ო–-------------ო’’ დაასრულებს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს N20 დადგენილების 261 მუხლის მე-11 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს ,,თ--–--ი’’ უზრუნველყოფს აღრიცხვის კვანძის მოწყობას.

 

სს ,,თ--–--ის’’ მიერ 2018 წლის 16 აგვისტოს გაცემული ინფორმაციის შესაბამისად, შპს ,,ო–-------------ოს’’ წარმომადგენელ ხ---------------ეს 2017 წლის 7 დეკემბერს სს ,,თ--–--ში’’ შეტანილი აქვს ელექტრომომარაგებაზე განაცხადი C------------- 3 ფაზა 10 კვტ-ის მოთხოვნით (მისამართი: თ-----------------–ის ქ. N51), მისივე განცხადებით 2017 წლის 13 დეკემბრის N12--------- ზ/აღნიშნული განაცხადი იქნა გაუქმებული და გადახდილი თანხა 600 ლარი დაბრუნდა წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. 2017 წლის 13 დეკემბერს შპს ,,ო–-------------ომ’’ შეიტანა განაცხადი T------------- კვების წყაროს შეცვლის მოთხოვნით, რომელზეც სს ,,თ--–--ის’’ მიერ გაიცა ტექნიკური პირობა.

 

ელექტროენერგიის გატარების ვალდებულებასთან კავშირში მნიშვნელოვანია მოხმობილი იქნეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 12 დეკემბრის მიმართვა სს ,,თ--–--ისადმი’’, რომლის ფარგლებშიდაც კომისიამ განმარტა, რომ შპს ,,ო–-------------ომ’’ 2016 წელს ქ. თბილისში, თ-----------------–ის ქ. N51-ში შეიძინა 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, სადაც განათავსა სასაწყობე მეურნეობა. შპს ,,ო–-------------ომ’’ თავის მომიჯნავედ განთავსებულ შპს ,,თ------- 2---’’-თან გააფორმა გზით სარგებლობის შეთანხმება, რის საფუძველზეც მიეცა ყველა კომუნიკაციაზე დაერთების და სარგებლობის უფლება, იგი შპს ,,თ------- 2---’’-ის წერილობითი თანხმობით აყვანილ იქნა ცალკე აბონენტად და მისი ელექტროენერგიით მომარაგება ხდებოდა შპს ,,თ------- 2---’’-ის საკუთრებაში არსებული სატრანსფორმატორო ჯიხურის მეშვეობით. ამასთან, შპს ,,თ------- 2---’’-ის უძრავი ქონების გასხვისების შემდეგ, ახალმა მესაკუთრემ, შპს ,,გ-----მა’’ თავის ტერიტორიაზე არსებული სატრანსფორმატორო ჯიხურიდან შპს ,,ო–-------------ოს’’ თვითნებურად შეუწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება. კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ელექტროენერგიით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. ელექტროენერგიის ყოველთვიური მოხმარებითა და საფასურის გადახდით სს ,,თ--–--თან’’ სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფება აბონენტი შპს ,,ო–-------------ო’’, რომელზეც უპირობოდ ვრცელდება დადგენილი პარამეტრების ელექტროენერგიით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგების გარანტირებული უფლება. შესაბამისად, აბონენტისათვის ელექტროენერგიის შეწყვეტის უფლებამოსილება, ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებით’’ გათვალისწინებულ შემთხვევებში, აქვს მხოლოდ ლიცენზიატს და ამავდროულად, ლიცენზიატს ეკისრება აბონენტისათვის ელექტროენერგიის შეუფერხებლად მიწოდების ვალდებულება. კანონმდებლობით აკრძალულია საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენება, ვინაიდან მესაკუთრე უფლებებთან ერთად გარკვეული ვალდებულებების მატარებლადაც გვევლინება. იგი მოვალეა სამოქალაქო უფლება განახორციელოს მართლზომიერად და დაუშვებელია ეს უფლება გამოიყენოს მხოლოდ სხვა პირისათვის ზიანის მიყენების მიზნით. აღნიშნულთან კავშირში კომისიამ მოიხმო სამოქალაქო კოდექსის მე-10, 115-ე და 170-ე მუხლები. კომისამ სს ,,თ--–--ს’’ მისცა მითითება, რომ მის აბონენტს, შპს ,,გ-----ს’’ უნდა განუმარტოს ქსელის მფლობელის ვალდებულება, გაატაროს სხვისი კუთვნილი ელექტროენერგია წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ქსელამდე და ქსელით სარგებლობისათვის გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდის მოთხოვნის უფლება კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის N-5 დადგენილებით დამტკიცებული ,,მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების’’ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-4 პუნქტის დანაწესის გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც, თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და სასმელი წყლის გატარების) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ან/და წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა. მითითებულიდან გამომდინარე, კომისიამ მოითხოვა სს ,,თ--–--ს’’ დაევალებინა შესაბამისი სამსახურებისათვის, უმოკლეს ვადაში უზრუნველეყოთ შპს ,,ო–-------------ოსათვის’’ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა და 10 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარედგინათ შესაბამისი წერილობითი განმარტება მომხმარებლის განცხადებასთან დაკავშირებით.

ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, შპს ,,გ-----ს’’ უნდა განემარტოს, რომ მას ეკისრება ვალდებულება ითმინოს მისი ტრანსფორმატორის გამოყენებით ელექტროენერგიის გატარება შპს ,,ო–-------------ოს’’ სასარგებლოდ, რის სანაცვლოდაც მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი კომპენსაციის გადახდა. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ შპს ,,გ-----ის’’ თმენის ვალდებულება დაეკისრება სამომავლოდ თუ დადგინდება, რომ სს ,,თ--–--ი’’ ალტერნატიული წყაროს გამოყენებით ვერ უზრუნველყოფს ელ. ენერგიის მიწოდებას აბონენტისათვის ან/და ამგვარი მიწოდება გამოიწვევს სხვა უფრო მაღალი ღირებულების სიკეთის შელახვას. გაუმართლებელია, შპს ,,გ-----ის’’ მიერ თვითნებური ქმედების განხორციელების გზით ელ. ენერგიის მიწოდების შეზღუდვა. მესაკუთრეს კანონი არ აღჭურვავს აბსოლიტური უფლებამოსილებით და რიგ შემთხვევაში შეპირისპირებული ინტერესებიდან გამომდინარე გამართლებულია საკუთრების (მათ შორის მისი სარგებლობის) უფლების შეზღუდვა. გარემოება, რომ შპს ,,გ-----ი’’ სადავოდ ხდის მისი მხრიდან გაუმართლებელი ხარჯების გაწევის კანონზომიერებას, ასევე სურს ტრანსფორმატორის კუთვნილი ტერიტორიიდან გატანა, შესაძლოა განხილული იქნეს გონივრული კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში, თუმცა ვერ გახდება სხვა პირისათვის ელექტროენერგიის მიღების უფლების შეზღუდვისათვის იმგვარ ფაქტორად, რაც მოუსპობს შპს ,,ო–-------------ოს’’ ელ. ენერგიის მიღების შესაძლებლობას სრულად. არსებულ მოცემულობაში არ დასტურდება ალტერნატიული წყაროს არსებობა, რაც სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას მიიღოს იმგვარი გადაწყვეტილება, რითიც შპს ,,ო–-------------ოს’’ შეუწყდება ელ. ენერგიის მიწოდება. ამავდროულად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განუმარტოს შპს ,,გ-----ს’’, რომ იმ შემთხვევაში თუ ის თვლის, რომ მისი უფლებები ილახება ამგვარი გატარებით, მას შეუძლია პირველ რიგში მიმართოს სს ,,თ--–--ს’’, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია იმგვარად უზრუნველყოს ელ. ენერგიის მიწოდება, რაც სხვა პირების საკუთრებას არ ხელყოფს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია სხვა ალტერნატიული წყაროს მოძიება, მასვე ეკისრება უზრუნველყოს შესაბამისი კომპენსაციის გადახდა. დამატებით, უნდა განიმარტოს, რომ შპს ,,გ-----ს’’ არ აქვს უფლება თვითნებურად მოახდინოს შპს ,,ო–-------------ოსათვის’’ მიწოდებული ელ. ენერგიის შეფერხება, აღნიშნული წარმოადგენს სამართლებრივად დასაძრახ ქმედებას და მისით გამოწვეულ ზიანთან მიმართებით შესაბამისი ბრალეულობისა და მიზეზობრიობის დადასტურების საფუძველზე წარმოშობს პირის პასუხისმგებლობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 12.07.2016წ. შეთანხმება;

- მიმართვა;

- თანხმობა;

- 08.11.2017წ. მიწერილობა;

- 11.12.2017წ. მიწერილობა;

- 26.06.2018წ. მიმართვა;

- 07.12.2018წ. მიმართვის პასუხი;

- 16.08.2018წ. წერილის პასუხი;

- 07.12.2017წ. განაცხადი;

- 12.12.2017წ. მიწერილობა;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.4. 2017 წლის 8 ნოემბერს შპს ,,ა------------ის’’ მიერ შედგა აუდიტორული დასკვნა, რომლის შესაბამისადაც შპს ,,ო–-------------ოს’’ საწყობის ფუნქციონირების შეფერხების და შეწყვეტის შედეგად კომპანიისათვის მიყენებული ზარალის ოდენობა შეადგენს 49 582 ლარს. დასკვნის კვლევით ნაწილში მიეთითა, რომ აუდიტი მოიცავს 2017 წლის 13 ოქტომბერს და 2017 წლის 19-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს. აუდიტის დროს მოპოვებული მტკიცებულებების და მათი ფინანსური ანალიზის საფუძველზე დადგინდა შემდეგი:

- 2017 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში შპს ,,გ-----ის’’ წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ მოხდა შპს ,,ო–-------------ოს’’ კუთვნილი საწყობის მისასვლელი გზის გადაკეტვა. საწყობში არ უშვებდნენ შპს ,,ო–-------------ოს’’ ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს. შესაბამისად, შპს ვეღარ ახერხებდა საწყობიდან საქონლის გამოტანას და სადისტრიბუციო ქსელში მის გატანას. აქედან გამომდინარე შპს ,,ო–-------------ომ’’ დაკარგა მისაღები მოგება, რომელსაც ის მიიღებდა სადისტრიბუციო ქსელში საქონლის რეალიზაციით. შემცირებული რეალიზაციის გაანგარიშება მოხდა ანალოგიის მეთოდით, რომლისთვისაც გამოყენებული იქნა როგორც მიმდინარე პერიოდის გაყიდვები, ასევე წარსული პერიოდის გაყიდვები ზრდა-შემცირების დაშვებებით. მთლიანობაში ოქტომბრის თვეში გაცდენილი დღეები შეადგენდა 6 დღეს, ხოლო ნამუშევარი დღეები 20-ს (დასვენების დღეები გათვალისწინებულია). ნამუშევარ დღეებში დისტრიბუციის ქსელში რეალიზებული პროდუქციის ღირებულებამ შეადგინა 43 158.86 ლარი. აქედან გამომდინარე, გაცდენილ დღეებში შესაძლო რეალიზაციის თანხა შეადგენს 12 947 ლარს. შპს ,,ო–-------------ო’’ პროდუქციაში გათვალისწინებული ფასნამატიდან გამომდინარე დაკარგული მოგების ოდენობა, რომელსაც მიიღებდა კომპანია. რომ არ შეფერხებულიყო მისი სადისტრიბუციო ქსელი შეადგენს 6 252 ლარს.

 

გარდა სადისტრიბუციო ქსელისა, შპს ,,ო–-------------ო’’ შეკვეთებს იღებს მსხვილი მაღაზიებიდან და მაღაზიათა ქსელიდან. საწყობიდან საქონლის გამოტანის შეუძლებლობის გამო, შპს ,,ო–-------------ო’’ იძულებული იყო უარი ეთქვა მყიდველებისაგან მიღებულ შეკვეთებზე. ვერ მოხერხდა კ--------- თბილისის შეკვეთის - 11 029.39 ლარის, და შპს ,,ბ----ს’’ შეკვეთის - 14 476.06 ლარის მიწოდება. აგრეთვე, საჭირო გახდა უკვე მიღებული შეკვეთის გაუქმება, კერძოდ გაუქმდა 19 ოქტომბრის უკვე გააქტიურებული ზედნადები, მხოლოდ 5 691.5 ლარზე. ჯამში უარყოფილი შეკვეთების ღირებულებამ შეადგინა 31 196.6 ლარი. შესაბამისად, შპს ,,ო–-------------ოს’’ პროდუქციაში გათვალისწინებული ფასნამატიდან გამომდინარე დაკარგული მოგების ოდენობა შეადგენს 13 715 ლარს.

 

საწყობიდან საქონლის გამოტანის შეფერხების გამო, შპს ,,ო–-------------ოს’’ საცალო ქსელსაც შეექმნა პრობლემები. მაღაზიებში აღარ იყო ზოგიერთი საქონლის მარაგი, ამიტომ შემოსული პოტენციური მყიდველი ვერ ახერხებდა სასურველი პროდუქციის შესყიდვას. აუდიტორის მოსაზრებით, შეუძლებელია საცალო ქსელში დაკარგული გაყიდვების ზუსტი გაანგარიშება (დასაშვებია, რომ შემოსული მყიდველებიდან ზოგი ახდენდა ანალოგიური ან სხვა საქონლის შესყიდვას), ამიტომ ზარალის გაანგარიშებისათვის გამოყენებულია მეთოდი. კერძოდ, პოტენციური დაკარგული რეალიზაცია გაანგარიშებულია საწყობის ფუნქციონირების დაწყებისთანავე ქსელში ერთბაშად შეტანილი საქონლის ოდენობიდან. კერძოდ, 30 ოქტომბრიდან - 3 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საწყობიდან საცალო ქსელში მოხდა 179 384.10 ლარის საქონლის გადაზიდვა. შპს ,,ო–-------------ოს’’ მუშაობის პრინციპებიდან გამომდინარე, აღნიშნული გადაზიდული საქონლიდან გარკვეული ნაწილის გადაზიდვა ისედაც მოხდებოდა საცალო ქსელში, რომ არ ყოფილიყო საწყობის ფუნქციონირების შეჩერება. ამიტომ, კომპანიის წარსული პერიოდის, შემოდგომის სეზონის და პოტენციური შესაძლებლობების გათვალისწინებით საცალო ქსელში რეალიზაციის შეფერხება მოხდა ერთბაშად შეტანილი საქონლის 35%-ის ოდენობით - 62 784.44 ლარი, შესაბამისად კომპანიის დაკარგული მოგება შეადგენს 28 347 ლარს.

 

მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,ო–-------------ო’’ ვეღარ ახერხებდა საწყობიდან პროდუქციის გამოტანას და შესაბამისად შპს-ს საწყობის დისტრიბუციის თანამშრომლები ვერ ასრულებდნენ საკუთარ უფლება-მოვალეობებს, მათზე მაინც მოხდა ფიქსირებული ხელფასების დარიცხვა-გაცემა. ამ სახით მიყენებული ზიანის გასაანგარიშებლად მოხდა ხელფასის შეფარდება გაცდენილ და ნამუშევარ დღეებთან. აქედან გამომდინარე, გაცდენილ დღეებზე კომპანიამ საწყობის და დისტრიბუციის თანამშრომლებზე გასცა 1 268 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა;

 

3.2.5. 2017 წლის 18 დეკემბერს შპს ,,ა------------ის’’ მიერ გაიცა დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა მიყენებული ზარალის გაანგარიშების შესახებ, რომლის შესაბამისადაც, შპს ,,ო–-------------ოს’’ საწყობის ფუნქციონირების შეფერხების და შეწყვეტის შედეგად, კომპანიისათვის მიყენებული ზარალის ოდენობა შეადგენს - 213 186 ლარს. დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ აუდიტი მოიცავს 2017 წლის 2 დეკემბრიდან - 2017 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს. აუდიტის დროს მოპოვებული მტკიცებულებების და მათი ფინანსური ანალიზის საფუძველზე დადგინდა შემდეგი:

1) 2017 წლის 2 დეკემბრიდან შპს ,,გ-----ის’’ წარმომადგენლების მხრიდან მოხდა შპს ,,ო–-------------ოსათვის’’ ელექტრო ენერგიის მიწოდების შეფერხება. შესაბამისად, შპს ,,ო–-------------ო’’ ვეღარ ახერხებდა ქ. ფოთში განბაჟებული კონტეინერების საწყობში მიღება-დაცლას და საწყობიდან საქონლის გამოტანას სადისტრიბუციო ქსელში. აქედან გამომდინარე, შპს ,,ო–-------------ომ’’ დაკარგა მისაღები მოგება, რომელსაც ის მიიღებდა სადისტრიბუციო ქსელში და მსხვილი მაღაზიების ქსელში საქონლის რეალიზაციით, შემცირებული რეალიზაციის გაანგარიშება მოხდა ანალოგიის მეთოდით, რომლისთვისაც გამოყენებული იქნა, როგორც მიმდინარე პერიოდის გაყიდვები, ასევე წარსული პერიოდის გაყიდვები ზრდა-შემცირების დაშვებებით. მთლიანობაში დეკემბრის თვეში გაცდენილი დღეები შეადგენდა 11 სამუშაო დღეს და ამ პერიოდში დისტრიბუციის ქსელში გაუქმებული შეკვეთების ოდენობა შეადგენს 201 080 ლარს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია გაანგარიშდეს შპს ,,ო–-------------ოს’’ დაკარგული მოგება. პროდუქციაში გათვალისწინებული ფასნამატიდან გამომდინარე დაკარგული მოგების ოდენობა, რომელსაც მიიღებდა კომპანია, რომ არ შეფერხებულიყო მისი სადისტრიბუციო ქსელი შეადგენს - 95 298 ლარს.

 

2) საწყობიდან საქონლის გამოტანის შეფერხების გამო, შპს ,,ო–-------------ოს’’ საცალო ქსელსაც შეექმნა პრობლემები. მაღაზიებში აღარ იყო ზოგიერთი საქონლის მარაგი, ამიტომ შემოსული პოტენციური მყიდველი ვერ ახერხებდა სასურველი პროდუქციის შესყიდვას. შპს-ს საცალო ქსელის მენეჯერების მხრიდან გაკეთებული შეკვეთების მხოლოდ მცირე ნაწილის მიწოდება ხერხდებოდა საწყობიდან. მთლიანობაში, ზემოაღნიშნულ პერიოდში, შპს ,,ო–-------------ომ’’ ვერ მოამარაგა თავისი საცალო ქსელი 236 401 ლარის საქონლით. შესაბამისად, კომპანიის დაკარგული მოგება შეადგენს 112 038 ლარს.

 

3) მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,ო–-------------ო’’ ვერ ახერხებდა საწყობიდან პროდუქციის გამოტანას და შესაბამისად შპს-ს საწყობის და დისტრიბუციის თანამშრომლები ვერ ასრულებდნენ საკუთარ უფლება-მოვალეობებს, მათზე მაინც მოხდა ფიქსირებული ხელფასების დარიცხვა-გაცემა. ამ სახით მიყენებული ზიანის გასაანგარიშებლად მოხდა ხელფასის შეფარდება გაცდენილ და ნამუშევარ დღეებთან. აქედან გამომდინარე მივიღეთ, რომ გაცდენილ დღეებზე კომპანიამ საწყობის და დისტრიბუციის 13 თანამშრომელზე გასცა 5850 ლარი.

 

კონკრეტულ აუდიტორულ დასკვნის შემდგომ საქმეში წარმოდგენილია არაერთი შეკვეთები ზედდებულები, რომლებიც ეხება სწორედ 2017 წლის დეკემბრის მონაცემს და რომლითაც მყარდება აუდიტორულ დასკვნაში არსებული მონაცემი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა;

 

3.2.6. აუდიტის დასკვნებთან მიმართებით, საინტერესოა შეფასდეს ასევე სსიპ ,,შემოსავლების სამსახურიდან’’ გამოთხოვილ დისკზე ასახული მონაცემებიც, რომლებზე დაყრდნობითაც მოპასუხე ცდილობს გააბათილოს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნები. კერძოდ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილია მონაცემები 2017 წლის 2 დეკემბრიდან - 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ასევე, 2017 წლის 13 ოქტომბრიდან - 2017 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოპასუხის მითითებით დგინდება, რომ მოსარჩელეს არ ეზღუდებოდა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა და შესაბამისად ზიანზე მითითებაც უსაფუძვლოა.

აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2019 წლის 12 ივნისს ,,k------p’’-ის მიერ შედგა აუდიტორული დასკვნა, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 12.02.2019წ. და 22.02.2019წ. სასამართლო მიმართვების საფუძველზე წარდგენილი ინფორმაცია შპს ,,ო–-------------ოს’’ მიერ 2017 წლის 2 დეკემბრიდან - 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და 2017 წლის 13 ოქტომბრიდან - 2017 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად (თანდართული 2CD დისკი) დგინდება, რომ შპს ,,ო–-------------ომ’’ კუთვნილ საწყობში, მდებარე თ-----------------–ის N51-ში, კონკრეტული თარიღების მიხედვით, განახორციელა შემდეგი ოდენობით საქონლის შეტანა ან/და გამოტანა, კერძოდ:

- 2017 წლის 13 ოქტომბერს საწყობში მოხდენილია საქონლის შეტანა-გამოტანის 6 ფაქტი, სულ თანხით 3 124.40 ლარი;

- 2017 წლის 19 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით საწყობში მოხდენილია საქონლის შეტანა-გამოტანის 8 ფაქტი, სულ თანხით 36 502.20 ლარი;

- 2017 წლის 27 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით საწყობში მოხდენილია საქონლის შეტანა-გამოტანის 67 ფაქტი, სულ თანხით 242 158 ლარი;

- 2017 წლის 2 დეკემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით საწყობში მოხდენილია საქონლის შეტანა-გამოტანის 115 ფაქტი, სულ თანხით 166 896.60 ლარი;

- 2017 წლის 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საწყობში მოხდენილია საქონლის შეტანა-გამოტანის 144 ფაქტი, სულ თანხით 408 016.90 ლარი.

 

- 2017 წლის 19 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით საწყობში მოხდენილია საქონლის შეტანა-გამოტანის 75 ფაქტი, სულ თანხით 278 660.20 ლარი;

- 2017 წლის 13 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით საწყობში მოხდენილია საქონლის შეტანა-გამოტანის 121 ფაქტი, სილ თანხით 357 633.60 ლარი;

- 2017 წლის 2 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საწყობში მოხდენილია საქონლის შეტანა-გამოტანის 259 ფაქტი, სილ თანხით 574 913.50 ლარი.

 

შპს ,,ო–-------------ომ’’ 2017 წლის 13 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე მიაწოდა:

- შპს ,,მ---------–-------------------------------------ას’’ 7 დეკემბერს 592.60 ლარის და 16 დეკემბერს 87 ლარის საქონელი;

- შპს ,,ბ---- 20--’-ს 14 ოქტომბერს 5 564.60 ლარის, 5 ნოემბერს 7 318.70 კარის და 21 დეკემბერს 2 432.60 ლარის და 20 934.20 ლარის საქონელი.

 

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ არამალფუჭებადი საქონლის მიწოდების (რეალიზაციის) 5-10 დღის დაგვიანება არ იწვევს მისაღები მოგების დაკარგვას. იგი იწვევს მისაღების მოგების გადავადებას 5-10 დღის ვადით.

 

3.2.7. აუდიტორულ დასკვნასა და სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გაცემულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, შპს ,,ო–-------------ოს’’ ბუღალტრის მიერ 2019 წლის 4 სექტემბერს გაცემულია განმარტება, რომლის შესაბამისადაც, 2017 წლის 13 ოქტომბერს, 2019 წლის 19 ოქტომბრიდან - 26 ოქტომბრის ჩათვლით და 2017 წლის 2 დეკემბრიდან - 14 დეკემბრის ჩათვლით შპს ,,ო–-------------ოს’’ შემოსავლების სამსახურის პორტალი RS.GE -ს საშუალებით ატვირთული აქვს სასაქონლო ზედნადებები. აღნიშნული სასაქონლო ზედნადებებით ტრანსპორტირების დაწყების ან დასრულების ადგილად მითითებულია, მისამართი - თ-----------------–ის N51. აღნიშნული გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ საგადასახადო პროგრამას გააჩნია სპეციალური მოდული, რომელიც ახალი ზედნადების გაწერისას ავტომატურად აგენერირებს მისამართს: თბილისი, თ-----------------–ის N51. სასაქონლო ზედნადების გამოწერა ხდება ელექტრონულად შპს ,,ო–-------------ოს’’ სათავო ოფისიდან (მისამართი: თბილისი, წ-------–ის გამზირი N41/ე-----–---–ის ქუჩა N27, ბინა 12), შესაბამისად ზედნადების გამოწერისას უნდა მოხდეს სპეციალურ მოდულში ახალი მისამართის შეყვანა, რაც ზედნადების გამომწერი პირის მიერ არ მოხდა და შესაბამისად ყველა ზედნადების გამოიწერა უკვე დაგენერირებული მისამართით - თბილისი, თ-----------------–ის N51.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 31 ივლისის ოქმით ფაქტების კონსტანტაციის შესახებ, რომელიც შედგენილია ქ. თბილისში, წ-------–ის გამზირ N41-ში დგინდება, რომ 2019 წლის 31 ივლისს 13:00 საათზე შპს ,,ო–-------------ოს’’ განცხადების საფუძველზე ფაქტის დამდგენი გამოცხადდა ქ. თბილისი, ა. წ-------–ის გამზ. N41-ში, რათა დაეფიქსირებინა ვებ. გვერდიდან ,,www.rs.ge’’ არსებული ინფორმაცია. რომლითაც დგიდნება, რომ საგადასახადო პროგრამას გააჩნია სპეციალური მოდული, რომელიც ახალი ზედნადების გაწერისას ავტომატურად აგენერირებს მისამართს: თბილისი, თ-----------------–ის N51-ს. ამდენად, კონკრეტული ოქმით დასტურდება, რომ შესაძლებელია ბუღალტერს სასაქონლო ზედნადებები ელექტრონულად რეალურად გამოეწერა მისამართზე - ქ. თბილისი, ა. წ-------–ის გამზ. N41-ში და ელექტრონულ მისამართად აღნიშნულის ნაცვლად მითითებული ყოფილიყო - თ-----------------–ის N51.

 

სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი დაპირისპირებული მტკიცებულებებისა და გარემოებების ერთობლივი შესწავლის საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნევს გარემოებას, რომ მოპასუხე შპს ,,გ-----ი’’ ზღუდავდა, როგორც მოსარჩელის თანამშრომლებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას, ასევე უზღუდავდა მას ელ. ენერგიის მიწოდებას, რაც ბუნებრივია განაპირობებდა მეწარმე სუბიექტის ბიზნეს საქმიანობის შეფერხებას, შესაბამისად მოპასუხის მიერ შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვა და ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით აუდიტორული დასკვნის წარმოდგენა, რომელზე დაყრდნობითაც მოპასუხე ადასტურებს, რომ საწყობიდან ხორციელდებოდა ზედნადებების შედგენა და შესაბამისად შეუფერხებელი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მხრიდან, რამეთუ საქმეზე წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით დგინდება, რომ მხარეს ეზღუდებოდა საწყობთან დაკავშირებისა და მისი ჯეროვანი გამოყენების შესაძლებლობა, რის გამოც სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს მოსარჩელის განმარტებას სასაქონლო ზედნადებების ბუღალტრის მიერ სხვა მისამართზე შედგენასთან მიმართებით და ამ მხრივ ვერ გაიზიარებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შესწავლა-შეფასების საფუძველზე შეექმნა რწმენა ხელშეშლის არსებობასთან დაკავშირებით, უდავოა ელ. ენერგიის მიწოდების შეზღუდვის ფაქტიც, რაც ბუნებრივია, რომ წინასაახალწლო პერიოდში გამოიწვევდა სამეწარმეო საქმიანობის ჯეროვანი განხორციელების შეფერხებას. შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაცია და მასში ასახული მონაცემი ვერ გააბათილებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას მისი მხრიდან ზიანის განცდასთან მიმართებით, მით უფრო დამატებითი ფართის იჯარით აღების პირობებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების შესახებ მონაცემები/ დისკები;

- 12.09.2019წ. დასკვნა;

- 04.09.2019წ. ბუღალტრის განმარტება;

- ოქმის ფაქტების კონსტანტაციის შესახებ.

 

3.2.8. 2017 წლის 19 დეკემბერს შპს ,,ო–-------------ომ’’ იჯარის ხელშეკრულება დადო სს ,,თ---–-----–---თან’’. ხელშეკრულების შესაბამისად, სს ,,თ---–-----–---მა’’ დროებით სარგებლობაში გადასცა მისი კუთვნილი ყოფილი მოსამზადებელი საამქროს თავისუფალი 140 კვ.მ ფართი, მისამართზე: გ-------–---–ის გამზ. N64, ს/კ 01.12.01.005.129, რომელიც მეიჯარის (შპს ,,ო–-------------ო’’) მიერ უნდა გამოყენებულიყო სასაწყობე მეურნეობისათვის. საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა, ყოველთვიურად 490 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულება მხარეთა შორის დაიდო 1 წლის ვადით, 2018 წლის 19 დეკემბრამდე. [ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მოსარჩელემ წარმოადგინა 02.02.2018წ. და 04.01.2018წ. საგადახდო დავალებები, შპს ,,ო–-------------ოს’’ მიერ სს ,,თ---–-----–---ისათვის’’ საიჯარო ქირის გადახდასთან დაკავშირებით (473.47 ლარისა და 1269.20 ლარის გადახდის ქვითრები)].

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საიჯარო ხელშეკრულება;

- საგადახდო დავალებები.

 

3.2.9. შპს ,,ო–-------------ომ’’ 2018 წლის 26 იანვარს კვლავ დადო იჯარის ხელშეკრულება ა---------–-------ესთან. ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელეს დროებით სარგებლობაში გადაეცა ა---------–-------ის კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ა--–---- ქ. N41-ში არსებული სათავსო (მე-2 სართულზე არსებული ორი სათავსოს ობიექტი, საერთო ფართით - 936 კვ.მ და პირველ სართულზე სათავსო 40 კვ.მ). მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო 2019 წლის 25 იანვრამდე ვადით. მოიჯარემ იკისრა ყოველთვიური საიჯარო ქირის გადახდა 2250 აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა. [ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მოსარჩელემ წარმოადგინა 01.02.2018წ., 01.03.2018წ. და 02.04.2018წ. საგადახდო დავალებები, შპს ,,ო–-------------ოს’’ მიერ ა---------–-------ის სასარგებლოდ საიჯარო ქირის გადახდასთან დაკავშირებით (წარმოდგენილია, შესაბამისად: 5670 ლარის, 5555.70 ლარისა და 5432.40 ლარის გადახდის ქვითრები)].

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საიჯარო ხელშეკრულება;

- საგადახდო დავალებები.

 

3.2.10. შპს ,,ო–-------------ოსათვის’’ მიყენებული ზიანის მოცულობა უნდა განისაზღვროს 207 336 ლარის ოდენობით, რაც თავის თავში აერთიანებს შპს ,,გ-----ის’’ მიერ არამართლზომიერი ქმედების საფუძველზე დამდგარ იმ ქონებრივ დანაკლისს, რომელიც არ დადგებოდა საწარმოს გამართული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პირობებში.

 

სასამართლო ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს მოსარჩელის მტკიცებას ზიანის არსებობასთან მიმართებით. ამასთანავე, რამდენადაც სარჩელით მოთხოვნილი იყო სხვადასხვა ქმედებიდან და მიზეზობრიობიდან გამომდინარე, ჯამში - 325 153.12 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურება, მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე და შესაბამისი მიზეზობრიობის კვლევიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ზიანის სახით 207 336 ლარის არსებობა. უფრო კონკრეტულად, სასამართლო ზიანის საკითხის კვლევისას, მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად განიხილავს შპს ,,გ-----ის’’ მიერ, მოსარჩელისათვის გადაადგილებისა და ელ. ენერგიის მიწოდების თვითნებურ შეზღუდვას, ამასთანავე იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას მისი სამეწარმეო საქმიანობის შეფერხებისა და შესაბამისად აქედან გამომდინარე მოგების მიუღებლობასთან მიმართებით, თუმცა პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია ზიანის კომპონენტის ოდენობის განსაზღვრა და შესაბამისი უშუალო მიზეზობრიობის არსებობა ზიანთან მიმართებით. სასამართლო ზიანის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით აფასებს ორივე აუდიტორულ დასკვნას და დადასტურებულად მიიჩნევს ზიანის არსებობას 207 336 ლარის ნაწილში 18.12.2017წ. აუდიტორულ დასკვნაზე დაყრდნობით, რომლითაც ზიანის ოდენობა განისაზღვრა - 213 186 ლარის ოდენობით და რომელიც კონკრეტულ ციფრს აფუძნებს 3 კომპონენტზე, კერძოდ: ა) 95 298 ლარის ოდენობით ზიანი დაანგარიშებულია დეკემბრის თვეში გაცდენილი 11 სამუშაო დღის შესაბამისად, დისტრიბუციის ქსელში გაუქმებული შეკვეთების ოდენობიდან გამომდინარე. აუდიტორული დასკვნის თანახმად, გაუქმებული შეკვეთების ღირებულება შეადგენდა 201 080 ლარს, რომლიდანაც შპს ,,ო–-------------ოს’’ დაკარგული მოგება განისაზღვრება პროდუქციაში გათვალისწინებული ფასნამატიდან გამომდინარე და მოგება რომელსაც მიიღებდა კომპანია, რომ არ შეფერხებულიყო მისი სადისტრიბუციო ქსელი შეადგენს - 95 298 ლარს. აღნიშნულ ნაწილში სასამართლო იზიარებს დასკვნაში ასახულ მონაცემს და წინა საახალწლო დღეებში სათამაშოების ქსელი მომმარაგებელი სამეწარმეო სუბიექტის საქმიანობის შეფერხება სასამართლო შეფასებით სარწმუნოდ ასაბუთებს ამ ოდენობით მოგების მიღების შესაძლებლობას, მით უფრო იმ ვითარების მხედველობაში მიღებით, რომ მაღაზიათა ქსელი ,,ჭ---ა’’ ქართულ ბაზარზე ცნობადობით გამოირჩევა და მისი პროდუქციის მიმართ არსებობას მოთხოვნა. ამავე დასკვნის მე-2 პუნქტის შესაბამისად - ბ) საცალო ქსელის მომარაგების შეზღუდვის საფუძველზე შპს ,,ო–-------------ომ’’ ვერ მოამარაგა თავისი საცალო ქსელი 236 401 ლარის საქონლით. შესაბამისად, კომპანიის დაკარგული მოგება შეადგენს 112 038 ლარს, აღნიშნულ ნაწილშიც სასამართლო იზიარებს აუდიტორულ დასკვნაში ასახულ მონაცემს და მასზე დაყრდნობით შეზღუდვის არსებობის დადასტურებულად მიჩნევის შესაბამისად იზიარებს ამ ოდენობით ზიანის არსებობას. და ბოლოს დასკვნის მე-3 ნაწილით ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მასში გათვალისწინებულია თანამშრომლებისათვის გადახდილი ხელფასის ოდენობა 5 850 ლარის ოდენობით, რაც იმ გარემოების მხედველობაში მიღებით რომ თანამშრომლებს შეზღუდვის არსებობის პირობებში არ უმუშავიათ მოსარჩელის მტკიცებით წარმოადგენს მის ზიანს. აღნიშნულ ნაწილში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რამეთუ დაკმაყოფილებულია მოთხოვნა მისაღებ მოგებასთან მიმართებით, რაც გამორიცხავს თანამშრომლებისათვის გაღებული ხარჯის დამატებით დაკისრებას, რადგანაც შპს ,,ო–-------------ო’’ აღდგენილია მისაღები მოგების ნაწილში განცდილ დანაკლისში, შესაბამისად ის რომ მის მიერ ანაზღაურებულია თანამშრომლებისათვის ხელფასი ვერ მიიჩნევა დანაკლისად, რამეთუ მისი დარღვეული უფლება მისაღებ მოგებასთან მიმართებით სასამართლო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულია და შესაბამისად ხელფასის ანაზღაურების ნაწილში ვერ იარსებებს მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა.

 

შპს ,,ო–-------------ოს’’ მიერ ზიანის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წარმოდგენილია არაერთი მესამე პირებთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელთა შინაარსიც მოწმობს, რომ კომპანიას ნაკისრი აქვს პროდუქციის მიწოდების ვალდებულება სხვადასხვა სუბიექტთან და ამავდროულად ხელშეკრულებებით განსაზღვრული აქვს შესაბამისი მიწოდების ვადა და პირობები, რომელთა დარღვევისათვის ყველა ხელშეკრულება ითვალისწინებს შესაბამის სანქციას. ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც მეწარმე სუბიექტს დაუსაბუთებლად ეზღუდება კუთვნილ საწყობთან დაკავშირება და აღნიშნულით ექმნება საფრთხე მის სამეწარმეო საქმიანობას, კონკრეტულ ხელშეკრულებებზე დაყრდნობითაც რეალურია და მოსალოდნელია ამგვარი ზიანის არსებობა, რაც გამართლებულს ხდის მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელე შპს ,,ო–-------------ოს’’ სასარგებლოდ ზიანია ანაზღაურება - 207 336 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის შედავებას საქონლის არამალფუჭებადობიდან გამომდინარე ზიანის არსებობის შეუძლებლობასთან მიმართებით. აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია მიუღებელ შემოსავალზე, რომელიც კომპანიას უნდა მიეღო დროის განსაზღვრულ მონაკვეთში - წინასაახალწლოდ, რა დროსაც საგრძნობლად გაზრდილია მოთხოვნა მსგავსი ტიპის პროდუქციაზე, შესაბამისად გაყიდვების განუხორციელებლობა და მისი სხვა პერიოდზე გადავადება ვერ აღადგენს მეწარმე სუბიექტს იმ მოგებაში, რომელიც გათვლილი იყო დროის კონკრეტულ მონაკვეთში და ის რომ მისი პროდუქციას არ შეუწყვეტია არსებობა არ გამორიცხავს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის განცდის არსებობას.

რაც შეეხება, დამატებით მოთხოვნილ ზიანს რომელიც ეფუძნება, 08.11.2017წ. აუდიტორულ დასკვნაში დაანგარიშებულ ზიანს (მოიცავს 2017 წლის 13 ოქტომბერს და 2017 წლის 19-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს) 49 582 ლარსა და იჯარის ხელშეკრულებების გაფორმების შედეგად მიღებულ ზიანს - 62 385.12 ლარის ოდენობით, აღნიშნულ ნაწილში სასამართლო დამატებით მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას გაუმართლებლად მიიჩნევს, რამეთუ არ დგინდება ზიანის ანაზღაურებისათვის სავალდებულო უშუალო მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოთხოვნილ ზიანთან მიმართებით, რაც გამორიცხავს დამატებით მოპასუხის პასუხისმგებლობის დადგენას. გარემოება, რომ მოსარჩელემ დამატებით აიღო ფართები იჯარის ხელშეკრულებით არ წარმოშობს მოპასუხის პასუხისმგებლობას მოთხოვნილი ოდენობით ზიანთან მიმართებით, რამეთუ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა, რომ მის მიერ საიჯარო ფართების გამოყენება განხორციელდა სწორედ სადავო საწყობის გამოყენების შეუძლებლობის საფუძვლით, ასევე არ დგინდება, რომ მოსარჩელე სხვა მიზნით არ ახორციელებს საწყობის გამოყენებას ან არ აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს იგი. ამავდროულად არც 49 582 ლარის ნაწილში მიიჩნევს სასამართლო გამართლებულად ზიანის ანაზღაურებას, რამეთუ მოპასუხისათვის დაკისრებული ზიანის მოცულობა თავი თავში აერთიანებს და უზრუნველყოფს მოსარჩელის შელახული უფლების აღდგენას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აუდიტორული დასკვნები;

- იჯარის ხელშეკრულებები;

- პროდუქციის მიწოდების ხელშეკრულებები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე შპს ,,ო–-------------ოს’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, მე-10, 115-ე, 180-ე, 408-ე, 409-ე, 411-ე, 412-ე, 992-ე მუხლები;

- „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლი;

- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბერი N20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ მე-15 მუხლი.

- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის N-5 დადგენილებით დამტკიცებული ,,მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების’’ მე-2, მე-4 მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომლის შესაბამისადაც, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.

 

ამავე კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით.

 

ამდენად, საკუთრების, როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული უფლების საკანონმდებლო შეზღუდვა დადგენილია, როგორც თვით კონსტიტუციით, ასევე სამოქალაქო კოდექსის მეორე თავით. საკუთრების უფლების შეზღუდვის საკითხის განხილვისას სასამართლო მკაცრი და დასაბუთებული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს იმ მიზნით, რომ გაუმართლებლად არ შეიზღუდოს იგი, როგორც ინდივიდის უფლების განუყოფელი მახასიათებელი. მაშინ როცა სასამართლო საკუთრების შეზღუდვის მართებულობაზე მსჯელობს, იგი გამორიცხავს ყველა შესაძლო სხვა ვარიანტს და თუ დაადგენს, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს, იღებს გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების შეზღუდვის თაობაზე.

სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 20-- წელი).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე JAHN AND OTHERS v. GERMANY განმარტა, რომ საკუთრების თავისუფლად სარგებლობაში ჩარევისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი საზოგადოების საჯარო ინტერესებსა და კერძო პირის ფუნდამენტური უფლების დაცვის მოთხოვნილებებს შორის. უნდა არსებობდეს პროპორციულობის გონივრული ურთიერთმიმართება გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის, როდესაც ხდება ისეთი ზომების მიღება, რომლებიც ეხება საკუთრების უფლების ჩამორთმევას ან შეზღუდვას. ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „აუცილებელ გზაში იგულისხმება არა მარტო ბილიკი, საცალფეხო გზა, არამედ სამანქანე გზაც“. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური. მესაკუთრის ულებები შეზღუდულია ან კანონით, ან ხელშეკრულებით (სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი). 180-ე მუხლში საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. თუ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები, მაშინ მეზობელმა უნდა ითმინოს თავისი მიწის ნაკვეთის დატვირთვები’’ (იხ.სუსგ №ას-144-486-07, 26 ივლისი, 2007 წელი). სარგებლობის უფლება - ესაა კანონით დადგენილი საკუთრების უფლების შეზღუდვა (ე. წ. „აუცილებელი გზის სერვიტუტი“, „servitus necessaria“) და იგი წარმოიშობა მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც არის ცალმხრივი აღმჭურველი ნების გამოვლენა. მოთხოვნის მფლობელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს აუცილებელი გზის გაყვანა მხოლოდ მისი ინტერესების გათვალისწინებით. მას აქვს არჩევანის თავისუფლება, თუ შესაძლებელია აუცილებელი გზის გაყვანა სხვადასხვა მიწის ნაკვეთებზე გავლით, მაგრამ გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყველა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესები, მათი მდებარეობა და ფაქტობრივი გარემოებები და მხოლოდ ყველა მესაკუთრის ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს საჯარო გზასთან სათანადო კავშირი არ გააჩნია. დავას იწვევს, თუ რა სახით უნდა მოეწყოს აღნიშნული გზა. საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სთავაზობს მოსარჩელეს მოცემული გზის მოწყობის ორ ვარიანტს. კერძოდ, უდავოა, რომ შპს ,,ო–-------------ოს’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი (ს/კ 0-------------50) საჯარო გზას უკავშირდება შპს ,,გ-----ის’’ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ 0-------------51,) გავლითა და შპს ,,ბ-----–--’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გავლით. ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა დამატებითი მტკიცებულებების ერთობლივი შესწავლით ცალსახად დგინდება, რომ შპს ,,ო–-------------ო’’ საჯარო გზას უნდა დაუკავშირდეს სწორედ მოპასუხე შპს ,,გ-----ის’’ საკუთრებაში არსებული ქონების გავლით, რასაც მოწმობს თავად ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილი, სადაც მითთებულია კონკრეტული მოცემულობით აუცილებელი გზის უპირატესობაზე, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით ექსერტმა დაადასტურა, რომ შპს ,,ბ-----–--’’ საკუთრებაში არსებული ქონების აუცილებელი გზის სახით მოწყობისათის მოითხოვება დამატებითი ხარჯები და შესაბამისი ნებართვები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შპს ,,ო–-------------ო’’ მიწის ნაკვეთის შეძენის დღიდან საჯარო გზას, სწორედ დღეის მდგომარეობით შპს ,,გ-----ის’’ საკუთრებაში არსებული ტერიტორიის გავლით უკავშირდებოდა და აღნიშნული ცნობილი იყო მოპასუხისთვისაც, რასაც თავის დროზე უზრუნველყოფდა ორივე მხარის მიერ შპს ,,თ------- 2---’’-თან დადებული სერვიტუტის ხელშეკრულებით. შესაბამისად, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ამ გზით ახდენდა შპს ,,ო–-------------ო’’ საჯარო გზასთან დაკავშირებას და იგი დღეის მდგომარეობით დამატებითი ხარჯების გაღების გარეშე უზრუნველყოფს საჯარო გზასთან კავშირს ქმნის საკმარის საფუძველს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის. ამავდროულად გადამწყვეტია ის გარემოებაც, რომ მოპასუხე ვერ ასაბუთებს და ვერც უთითებს საჯარო გზის მოწყობის პირობებში მისი უფლების გაუმართლებელ ხელყოფას და მხოლოდ მესაკუთრეობაზე მითითება ვერ გახდებოდა მისთვის უპირატესობის მინიჭების საფუძველი.

 

6.2. შპს ,,ო–-------------ო’’ წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში, გარდა აუცილებელი გზის მოწყობისა, ითხოვს ასევე მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას და ელექტროენერგიის მომარაგების მიზნით შპს ,,გ-----ის’’ თმენის ვალდებულებას მისი ქსელით სარგებლობისათვის. რამდენადაც, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა გამომდინარეობს გზით გადაადგილებისა და ელ. ენერგიის მიწოდების შეზღუდვიდან გამომდინარე, პირველ რიგში მიზანშეწონილია შეფასდეს ელ. ენერგიის გატარების ვალდებულების საკითხი, რის შემდგომაც სასამართლო შეაფასებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობას.

 

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოთხოვნილი გატარების (მათ შორის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გატარების) მომსახურება ეხება ისეთ ქსელს, რომელიც არ არის განაწილების ანდა წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში, ქსელის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, ითმინოს თავისი ქსელით სარგებლობა. ამასთანავე, ქსელის მფლობელი უფლებამოსილია თავისი ქსელით სარგებლობისათვის მოითხოვოს გატარების საფასურის ან თმენის კომპენსაციის გადახდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბერი N20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირი, რომელიც არ არის განაწილების ლიცენზიატი, მაგრამ ფლობს ელექტროენერგიის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ელექტროენერგია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაცია გაიცემა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. ამდენად, განსახილველი წესები ელექტროენერგიის გატარებისა და ქსელით სარგებლობის თმენისათვის კომპენსაციის განსაზღვრისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე მიუთითებენ. კონკრეტულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური ნორმატიული აქტები უთითებენ სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე საკომპენსაციო თანხის განსაზღვრაზე, პირდაპირ ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არ არის, რაც კანონის ანალოგიით გამოყენების საფუძველია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის შესაბამისად, განსახილველ ურთიერთობისათვის ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმად მიჩნეულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზეც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს“ (იხ. სუსგ, საქმე #ას-803-762-2013, 10.10.2014).

 

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ სსკ-ს 180-ე მუხლით დადგენილი საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელობა ენიჭება მესაკუთრის ინტერესის დაკმაყოფილებას, სხვის მიერ მისი საკუთრების შეზღუდვის გამო, თმენის ვალდებულებისათვის, მაგრამ განსახილველი ურთიერთობის თავისებურება ვლინდება იმაში, რომ არალიცენზიანტი მფლობელის საკუთრებას წარმოადგენს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელსაც ეს უკანასკნელი ვერ გამოიყენებს სხვა დანიშნულებით გარდა იმისა, რომ გაატაროს ელექტროენერგია. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, უნდა გაირკვეს არა ზოგადად მითითებული ნორმით გათვალისწინებული შემთხვევის წინაპირობები (რომელშიც ივარაუდება ის შემთხვევები, როდესაც მესაკუთრეს შეხედულებისამებრ შეეძლო გამოეყენებინა მიწის ნაკვეთი თუ არა აუცილებელი გზასთან დაკავშირებული თმენის ვალდებულება), არამედ ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით ელექტროენერგიის გატარებაზე თმენის ვალდებულებიდან გამომდინარე, საშუალო მესაკუთრის ინტერესი ამ შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში. (იხ. სუსგ საქმე №ას-1168-1113-2014, 29.12.2---–-) საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გათანაბრებულია „ელექტროენერგიის გატარებისა“ და „თმენის“ კომპენსაცია და დადგენილია შემდეგი ქცევის წესი: თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის გატარების გამო, ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების“ მიხედვით (შდრ. სუსგ №ას-1174-1104-20--, 11.03.2016, საქმე №ას-1522-2018, 20.05.2019წ.).

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 30 დეკემბრის N-5 დადგენილებით დამტკიცებული ,,მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების’’ 4.1 მუხლის შესაბამისად, მოთხოვნის შემთხვევაში ქსელის მფლობელი ვალდებულია, გაატაროს სხვისი კუთვნილი ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი და სასმელი წყალი წინასწარ განსაზღვრული პირის კუთვნილ ქსელამდე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ქსელის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებული ქსელის გამართული მუშაობა. მოხმობილი დადგენილების 2.2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით განმარტებულია ქსელის მფლობელის დეფინიცია, რომლის შესაბამისადაც ქსელის მფლობელი არის - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ელექტრულ (ელექტროგადამცემ ხაზს ან/და სატრანსფორმატორო პუნქტს ან/და გამანაწილებელ, დაცვისა და საკომუტაციო მოწყობილობებს), ბუნებრივი გაზის (ბუნებრივი გაზის მილსადენს) ან სასმელი წყლის (სასმელი წყლის მილსადენს) ქსელს და არ არის განაწილების, გადაცემის ან წყალმომარაგების ლიცენზიატი.

 

ამდენად, მოხმობილი სამართლებრივი ნორმებისა და გადაწყვეტილების 3.2.3 პუქტში ასახული ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე, შპს ,,გ-----ი’’ ვალდებულია ითმინოს შპს ,,ო–-------------ოს’’ ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით მისი ქსელით სარგებლობა და მას უნდა აეკრძალოს მოსარჩელისათვის ელექტროენერგიით სარგებლობაში ხელშეშლა, რის სანაცვლოდაც შპს ,,გ-----ს’’ თავის მხრივ შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი გონივრული კომპანსაციის დაკისრება. სასამართლოს აზრით შპს ,,გ-----ს’’ უნდა დაევალოს შპს ,,ო–-------------ოს’’ ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და უნდა აეკრძალოს ელექტროენერგიით სარგებლობაში ხელშეშლა. გაუმართლებელია, შპს ,,გ-----ის’’ მიერ თვითნებური ქმედების განხორციელების გზით ელ. ენერგიის მიწოდების შეზღუდვა. მესაკუთრეს კანონი არ აღჭურვავს აბსოლიტური უფლებამოსილებით და რიგ შემთხვევაში შეპირისპირებული ინტერესებიდან გამომდინარე გამართლებულია საკუთრების (მათ შორის მისი სარგებლობის) უფლების შეზღუდვა. გარემოება, რომ შპს ,,გ-----ი’’ სადავოდ ხდის მისი მხრიდან გაუმართლებელი ხარჯების გაწევის კანონზომიერებას, ასევე სურს ტრანსფორმატორის კუთვნილი ტერიტორიიდან გატანა, შესაძლოა განხილული იქნეს გონივრული კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში, თუმცა ვერ გახდება სხვა პირისათვის ელექტროენერგიის მიღების უფლების შეზღუდვისათვის იმგვარ ფაქტორად, რაც მოუსპობს შპს ,,ო–-------------ოს’’ ელ. ენერგიის მიღების შესაძლებლობას სრულად. ამავდროულად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განუმარტოს შპს ,,გ-----ს’’, რომ იმ შემთხვევაში თუ ის თვლის, რომ მისი უფლებები ილახება ამგვარი გატარებით, მას შეუძლია პირველ რიგში მიმართოს სს ,,თ--–--ს’’, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია იმგვარად უზრუნველყოს ელ. ენერგიის მიწოდება, რაც სხვა პირების საკუთრებას არ ხელყოფს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია სხვა ალტერნატიული წყაროს მოძიება, მასვე ეკისრება უზრუნველყოს შესაბამისი კომპენსაციის გადახდა. დამატებით, უნდა განიმარტოს, რომ შპს ,,გ-----ს’’ არ აქვს უფლება თვითნებურად მოახდინოს შპს ,,ო–-------------ოსათვის’’ მიწოდებული ელ. ენერგიის შეფერხება, აღნიშნული წარმოადგენს სამართლებრივად დასაძრახ ქმედებას და მისით გამოწვეულ ზიანთან მიმართებით შესაბამისი ბრალეულობისა და მიზეზობრიობის დადასტურების საფუძველზე წარმოშობს პირის პასუხისმგებლობას.

 

სკ-ს 10.3 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. 8.3 მუხლის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ხოლო, 115-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. უნდა განიმარტოს, რომ სკ-ს 8.3 მუხლი დეკლარაციული ხასიათის არ არის და ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა ზოგადად დამრღვევისათვის ვალდებულების დაკისრების მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს (იხ. სუსგ, 21.05.2012წ, საქმე Nას-221-213-2012). კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რითაც მიღწეულ უნდა იქნეს სამოქალაქო ურთიერთობის სტაბილურობა და სიმყარე (იხ. სუსგ. 24.05.2011წ, საქმე Nას-23-18-2011). ამასთანავე, უფლების ბოროტად გამოყენების 115-ე მუხლით მოწესრიგებული შემადგენლობა 8.3 მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპის დაკონკრეტებაა, რომელიც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ავალდებულებს, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი ვლინდება ურთიერთობის მონაწილე ,,სუბიექტის მიერ სხვა პირის ინტერესების გათვალისწინების ვალდებულებაში იმ მოცულობით, რომელიც არ იწვევს თავად მისი ინტერესების არათანაზომიერ შეზღუდვას’’. უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის მიზანს სამოქალაქო კოდექსი აღწევს, ერთი მხრივ, იმპერატიული ნორმების დაწესებით, რომლებიც ბათილად მიიჩნევენ უფლების ბოროტად გამოყენებას, ხოლო, მეორე მხრივ, შიკანის აკრძალვით (115-ე მუხლი). 8.3 მუხლის შესაბამისად კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები, რაც ,,ინდივიდის თავისუფლების ერთგვარი შეზღუდვაა’’. თავის მხრივ, 115-ე მუხლი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპის ,,კეთილსინდისიერების პრინციპის’’ გამოხმაურებაა.

 

6.3. შპს ,,ო–-------------ო’’ ითხოვს მოპასუხე შპს ,,გ-----ს’’ დაეკისროს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ჯამში - 325 153.12 ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავს, როგორც ფაქტობრივად დამდგარ ზიანს (იჯახის ხელშეკრულებების გაფორმების საფუძველზე), ასევე მიუღებელ შემოსავალს (იმ მოგებას, რომელსაც კომპანია მიიღებდა შეუფერხებელი საქმიანობის განხორციელების პირობებში).

 

ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს (სსკ-ის 317.1-ე მუხლი), რომლისგან ნაწარმოები პასუხისმგებლობის გენერალური დათქმაც მოცემულია სსკ-ის 992-ე მუხლში და რომლის თანახმადაც, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად, კანონის განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის. კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ანუ, მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ, ზიანი უნდა იყოს ამ ქმედების (მისით გამოწვეული) - უშუალო შედეგი. დელიქტური ვალდებულება მოწოდებულია უზრუნველყოს დარღვეული ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების აღდგენა სამართალდამრღვევის ხარჯზე. სწორედ ამ ვალდებულების ძალით, პირი, რომელმაც მიაყენა ზიანი სხვა პირის პირად ან ქონებრივ ინტერესებს, ვალდებულია სრული მოცულობით აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, ხოლო დაზარალებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს განცდილი ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად დელიქტი, როგორც სამოქალაქო სამართალდარღვევა, წარმოშობს გარკვეული სახის სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, დელიქტურ პასუხისმგებლობას. დელიქტური პასუხისმგებლობა წარმოადგენს კანონით განსაზღვრული ქონებრივი ხასიათის ზომების იძულებით გამოყენებას იმ პირის მიმართ, რომელმაც მიაყენა ზიანი სხვა პირის მატერიალურ ან არამატერიალურ სიკეთეს. აღნიშნული პასუხისმგებლობის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ არსობრივად იგი წარმოადგენს შეფარდებით სამართალურთიერთობას, ანუ ადგენს ერთი პირის ვალდებულებას მეორეს წინაშე და იმავდროულად მიმართულია აბსოლუტური სამართალურთიერთობის დაცვისაკენ, სადაც განსაზღვრულია მხოლოდ ერთი მხარე - სუბიექტური უფლების მატარებელი, მაგალითად, ნივთის მესაკუთრე.

 

სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლად სამოქალაქო უფლების დარღვევა მიიჩნევა. ქონებრივი პასუხისმგებლობის ვალდებულ პირზე დასაკისრებლად საჭიროა, რომ სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. შემადგენლობის ორგანიზმს ჰქმნის სამართლებრივად ფასეულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა მოვალეზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ამ შემადგენლობის ელემენტებია: სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი; დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; სამართალდარღვევის ბრალი. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს. იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია (შდრ: სუსგ Nას-507-481-2011, 30 იანვარი, 2012 წელი).

 

დასახელებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ქონებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია ზიანის არსებობა. სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ანაზღაურებაუნარიანი ზიანი. ასეთია სამართლებრივად მნიშვნელოვანი და დაცული ზიანი. ხოლო, ზიანი, რომლის ანაზღაურებაც შეუძლებელია, ვერ ჩაითვლება ასეთად. ქონებრივი ზიანის დადგენა ხდება ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით, კერძოდ, რა ქონებრივ მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, სანამ მის მიმართ განხორციელდებოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მას მიადგებოდა ქონებრივი ზიანი და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, ქონებრივი ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემდგომ. ზიანის მოცულობა განისაზღვრება ამ ორ მდგომარეობის შორის სხვაობით. ამასთან, ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია (იხ. სუსგ. საქმე Nას-155-145-2017, 26.10.2018წ.).

 

ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს. ამავე კოდექსის 326-ე და 412-ე მუხლებით დადგენილია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სკ-ს 408.1 მუხლის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. სსკ-ს 412-ე მუხლი განსაზღვრავს იმ ზიანის ფარგლებს, რომელზედაც ვრცელდება ანაზღაურების ვალდებულება. ნორმის რეგულირების შესაბამისად, ანაზღაურების ვალდებულებაში შედის სწორედ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. სასამართლო განმარტავს, რომ „ზიანი“ არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა).

 

სსკ-ს 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. სსკ-ს 408.1 მუხლის მიხედვით რესტიტუციის ვალდებულება ორ მიზანს ისახავს. პირველ რიგში ეს არის არსებული ქონების შემცირებით მიყენებული (პოზიტიური) ზიანის (damnum emergens) ანაზღაურება, თუმცა რესტიტუციის ვალდებულება ვრცელდება ასევე ზიანზე, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ დაზარალებულის ქონება არ გაიზარდა დამზიანებლის ქმედების გამო, რაც მიუღებელ შემოსავლად (lucrum cessans) მოიხსენიება. მიუღებელ შემოსავალს 408 I, 411 1 მუხლების მიხედვით წარმოადგენს ყველა ქონებრივი პოზიცია, რის მიღებასაც დაზარალებული მოახერხებდა ზიანის გამომწვევი შემთხვევის დადგომის გარეშე.

 

სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ზიანის სახით 207 336 ლარის არსებობა. უფრო კონკრეტულად, სასამართლო ზიანის საკითხის კვლევისას, მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად განიხილავს შპს ,,გ-----ის’’ მიერ, მოსარჩელისათვის გადაადგილებისა და ელ. ენერგიის მიწოდების თვითნებურ შეზღუდვას, ამასთანავე იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას მისი სამეწარმეო საქმიანობის შეფერხებისა და შესაბამისად აქედან გამომდინარე მოგების მიუღებლობასთან მიმართებით, თუმცა პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია ზიანის კომპონენტის ოდენობის განსაზღვრა და შესაბამისი უშუალო მიზეზობრიობის არსებობა ზიანთან მიმართებით. სასამართლო ზიანის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით აფასებს ორივე აუდიტორულ დასკვნას და დადასტურებულად მიიჩნევს ზიანის არსებობას 207 336 ლარის ნაწილში 18.12.2017წ. აუდიტორულ დასკვნაზე დაყრდნობით, რომლითაც ზიანის ოდენობა განისაზღვრა - 213 186 ლარის ოდენობით და რომელიც კონკრეტულ ციფრს აფუძნებს 3 კომპონენტზე, სასამართლომ გამართლებულად მიიჩნია მოთხოვნა დეკემბრის თვეში გაცდენილი 11 სამუშაო დღის შესაბამისად, დისტრიბუციის ქსელში გაუქმებული შეკვეთების ოდენობიდან გამომდინარე - 95 298 ლარის ნაწილში. ასევე საცალო ქსელის მომარაგების შეზღუდვის საფუძველზე შპს ,,ო–-------------ომ’’ განიცადა ზიანი 112 038 ლარის ოდენობით. სასამართლო იზიარებს დასკვნაში ასახულ მონაცემს და წინა საახალწლო დღეებში სათამაშოების ქსელი მომმარაგებელი სამეწარმეო სუბიექტის საქმიანობის შეფერხება სასამართლო შეფასებით სარწმუნოდ ასაბუთებს ამ ოდენობით მოგების მიღების შესაძლებლობას, მით უფრო იმ ვითარების მხედველობაში მიღებით, რომ მაღაზიათა ქსელი ,,ჭ---ა’’ ქართულ ბაზარზე ცნობადობით გამოირჩევა და მისი პროდუქციის მიმართ არსებობას მოთხოვნა. რაც შეეხება, თანამშრომლებისათვის გადახდილი ხელფასის ნაწილში სასამართლო მიზანშეუწინლად მიიჩნევს დამატებით ზიანის სახით მოპასუხისათვის აღნიშნული თანხის დაკისრებას, რამეთუ გადაწყვეტილება უზრუნველყოფს იმ განაცდურის აღდგენას, რასაც საწარმო მიიღებდა ნორმალური სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პირობებში და შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში გაწევდა კიდეც ხელფასს თანამშრომელთათვის. ამასთანავე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის შედავებას და ზიანის არსებობას ვერ გამორიცხავს იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე ახორციელებს არამალფუჭებადი საქონლის მიწოდებას და შესაბამისად მის მიერ მოგვიანებით განხორციელდებოდა ობიექტების მომარაგება და დანაკლისში აღდგენა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მეწარმე სუბიექტმა კონკრეტულ პერიოდში დაკარგა მოგების მიღების შესაძლებლობა და მისი შემდგომ თარიღში გადატანა ვერ აღადგენს იმ დანაკლისს, რაც მას წინასაახალწლო პერიოდში უნდა მიეღო. შპს ,,ო–-------------ოს’’ მიერ ზიანის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წარმოდგენილია არაერთი მესამე პირებთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელთა შინაარსიც მოწმობს, რომ კომპანიას ნაკისრი აქვს პროდუქციის მიწოდების ვალდებულება სხვადასხვა სუბიექტთან და ამავდროულად ხელშეკრულებებით განსაზღვრული აქვს შესაბამისი მიწოდების ვადა და პირობები, რომელთა დარღვევისათვის ყველა ხელშეკრულება ითვალისწინებს შესაბამის სანქციას. ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც მეწარმე სუბიექტს დაუსაბუთებლად ეზღუდება კუთვნილ საწყობთან დაკავშირება და აღნიშნულით ექმნება საფრთხე მის სამეწარმეო საქმიანობას, კონკრეტულ ხელშეკრულებებზე დაყრდნობითაც რეალურია და მოსალოდნელია ამგვარი ზიანის არსებობა, რაც გამართლებულს ხდის მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელე შპს ,,ო–-------------ოს’’ სასარგებლოდ ზიანია ანაზღაურება - 207 336 ლარის ოდენობით. რაც შეეხება, დამატებით მოთხოვნილ ზიანს რომელიც ეფუძნება, 08.11.2017წ. აუდიტორულ დასკვნაში დაანგარიშებულ ზიანს (მოიცავს 2017 წლის 13 ოქტომბერს და 2017 წლის 19-დან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს) 49 582 ლარსა და იჯარის ხელშეკრულებების გაფორმების შედეგად მიღებულ ზიანს - 62 385.12 ლარის ოდენობით, აღნიშნულ ნაწილში სასამართლო დამატებით მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას გაუმართლებლად მიიჩნევს, რამეთუ არ დგინდება ზიანის ანაზღაურებისათვის სავალდებულო უშუალო მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოთხოვნილ ზიანთან მიმართებით, რაც გამორიცხავს დამატებით მოპასუხის პასუხისმგებლობის დადგენას. გარემოება, რომ მოსარჩელემ დამატებით აიღო ფართები იჯარის ხელშეკრულებით არ წარმოშობს მოპასუხის პასუხისმგებლობას მოთხოვნილი ოდენობით ზიანთან მიმართებით, რამეთუ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა, რომ მის მიერ საიჯარო ფართების გამოყენება განხორციელდა სწორედ სადავო საწყობის გამოყენების შეუძლებლობის საფუძვლით, ასევე არ დგინდება, რომ მოსარჩელე სხვა მიზნით არ ახორციელებს საწყობის გამოყენებას ან არ აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს იგი. ამავდროულად არც 49 582 ლარის ნაწილში მიიჩნევს სასამართლო გამართლებულად ზიანის ანაზღაურებას, რამეთუ მოპასუხისათვის დაკისრებული ზიანის მოცულობა თავი თავში აერთიანებს და უზრუნველყოფს მოსარჩელის შელახული უფლების აღდგენას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). განსახილველ შემთხვევაში, როგორც მოსარჩელემ ასევე მოპასუხემ თავიანთი პოზიციის გამყარების საფუძვლით მოიშველიეს არაერთი გარემოება, რაც ვერ იქნება მიჩნეული კონკრეტული სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვნად და შესაბამისად მიზანშეუწონელია დამატებით აღნიშნულზე მსჯელობის განვრცობა.

 

შეჯამების სახით, უნდა განიმარტოს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნისაგან (სუსგ, საქმე Nას-589-589-2018, 06.07.2018წ.) კონკრეტულ შემთხვევაში შპს ,,ო–-------------ომ„ უზრუნველყო დაედასტურებინა აუცილებელი გზის საჭიროება, ელ. ენერგიით მომარაგების უზრუნველყოფის საჭიროება, ნაწილობრივ ზიანის განცდის ფაქტი, რაც განაპირობებს მისი მოთხოვნის სასამართლოს მხრიდან გაზიარებასა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 3338.5 ლარის ოდენობით, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. მოთხოვნის დაუკმაყოფილებელი ნაწილის შესაბამისად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1661.5 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

ასევე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს წარმომადგენლების დახმარებისათვის გაღებული ხარჯი 5000 ლარის ოდენობით და ექსპერტიზის/აუდიტის ჩატარებისათვის გაღებული ხარჯი - 400 ლარის ოდენობით.

 

შპს ,,ო–-------------ოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟები, რამეთუ მისი სასარჩეო მოთხოვნები მოიცვა სარჩელზე 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდამ. რაც შეეხება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასა და აღნიშნულთან მიმართებით საჩივრების წარდგენაზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟებს სასამართლო განმარტავს, რომ გაერთიანებული საქმეების პირობებში სარჩელზე მოთხოვნილი იყო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება არაერთხელ და მასთან მიმართებით წარდგენილია შესაბამისი საჩივრები, იმ ნაწილში, რომელზეც სასამართლოს მხრიდან ნასჯელია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე და უარია ნათქვამი, მოპასუხეს არ დაეკისრება ანაზღაურების ვალდებულება და გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო დაკმაყოფილებული განცხადების შესაბამისად მოპასუხე მოსარჩელის სასარგებლოდ როგორც აღინიშნა დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, შპს ო–-------------ოს (ს/ნ. 4--------) მიეცა უფლება ისარგებლოს შპს გ-----ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ. 0-------------49) აუცილებელი გზით იმ სახით, როგორც აღნიშნულია სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 2017 წლის 25 მაისის #---------- დასკვნაში №- დანართში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს ,,გ-----ის’’ საჩივარი და გაუქმდა 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

 

8.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განჩინებით შპს ,,გ-----ს’’ დაევალა აღუდგინოს ელექტროენერგიის მიწოდება შპს ,,ო–-------------ოს’’. ამავე განჩინებთი, შპს ,,გ-----ს’’ აეკრძალა შპს ,,ო–-------------ოსათვის’’ ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა ან/და გათიშვა. ხსენებული განჩინებაც გასაჩივრდა შპს ,,გ-----ის’’ მხრიდან, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და უცვლელეად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება უზრუნველყოფის შესახებ.

 

8.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,ო–-------------ოს’’ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა შპს ,,გ-----ს’’ აკრძალვოდა დაბრკოლების შექმნა და ხელშეშლა შპს ,,ო–-------------ოსათვის’’, რათა მოსარჩელემ თავისუფლად ისარგებლოს მის საკუთრებაში რიცხული ქონებით, ს/კ 0-------------50. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით გაუქმდა სასამართლოს 21,12,2017 წლის განჩინება და უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით შპს "გ-----ს" აეკრძალა რაიმე ფორმით დააბრკოლოს ან/და ხელი შეუშალოს შპს "ო–-------------ოს" თავისუფლად ისარგებლოს მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებით (ს/კ 0-------------50) იმ გზის გამოყენებით, როგორც ეს აღნიშნულია ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 25 მაისის #---------- დასკვნაში #- ვარიანტის სახით (ფოტო 1-6).

 

8.4. სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,ო–-------------ოს’’ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს ,,გ-----ს’’ აკრძალვოდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა, მდებარე: ქ. თბილისი, თ------ ფ------ ქ. 10/თ-----------------–ის ქუჩა N51.

 

სსსკ-ის 1991-ე მუხლით რეგულირებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის შესაბამისად - გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბედი და დადგენილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, არ არსებობს ამ საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ო–-------------ოს’’ სარჩელი შპს ,,გ-----ის’’ მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. შპს ,,ო–-------------ოს’’ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე - ქ. თბილისი, თ-----------------–ის ქუჩა N51, ს/კ 0-------------50) ჯეროვანი გამოყენებისათვის მიეცეს საჯარო გზასთან აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება, შპს ,,გ-----ის’’ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (მდებარე: ქ. თბილისი, ფ------ ქუჩა N-0/თ-----------------–ის ქუჩა N51, ს/კ 0-------------51, დაზუსტებული ფართობი: 12 782 კვ.მ) გავლით, სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 2017 წლის 25 მაისის N---------- დასკვნის N- ვარიანტში მოცემული სახით (დანართი N-, მწვანე ისრებით აღნიშნული, ფოტო 1-6) და 16.09.2019წ. მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზების შესაბამისად, რომელზეც ყვითელი ფერით მონიშნულია შპს ,,გ-----ის’’ კუთვნილი 12 782 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 0-------------51) გამოყენებით, შპს ,,ო–-------------ოს’’ კუთვნილ 400 კვ.მ მიწის ნაკვეთამდე (ს/კ 0-------------51) მისასვლელი გზა (აღნიშნული, როგორც ,,სერვიტუტი 754 კვ.მ’’ და ,,სერვიტუტ 568 კვ.მ (სიგანე 4მ)’’).

 

3. შპს ,,გ-----ს’’ შპს ,,ო–-------------ოს’’ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 207 336 ლარის ოდენობით.

 

4. შპს ,,გ-----ს’’ დაევალოს შპს ,,ო–-------------ოს’’ ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და აეკრძალოს ელექტროენერგიით სარგებლობაში ხელშეშლა.

 

5. შპს ,,ო–-------------ოს’’ მოთხოვნა 117 817.12 ლარის ნაწილში ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს.

 

6. შპს ,,გ-----ს’’ შპს ,,ო–-------------ოს’’ სასარგებლოდ გადახდეს 3338.5 ლარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 100 ლარი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

7. შპს ,,გ-----ს’’ შპს ,,ო–-------------ოს’’ სასარგებლოდ გადახდეს წარმომადგენლების დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 5000 ლარი და ექსპერტიზის/აუდიტის ჩატარებისათვის გაღებული ხარჯი - 400 ლარის ოდენობით.

 

8. შპს ,,ო–-------------ოს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს:

- 25.07.2017წ. №- საგადასახადო დავალებით, გ----------------–---–ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 120 ლარი (გადამხდელის ბანკი - ს-----------------’’; ანგარიში/სახაზინო კოდი - 3----------; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი T-------);

- 20.11.2017წ. №- საგადასახადო დავალებით, გ----------------–---–ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1487 ლარი (გადამხდელის ბანკი - ს-----------------’’; ანგარიში/სახაზინო კოდი - 3----------; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი T-------);

- 21.05.2018წ. №- საგადასახადო დავალებით, გ----------------–---–ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1753 ლარი (გადამხდელის ბანკი - ს-----------------’’; ანგარიში/სახაზინო კოდი - 3----------; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი T-------);

- 25.05.2018წ. №- საგადასახადო დავალებით, გ----------------–---–ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 119 ლარი (გადამხდელის ბანკი - ს-----------------’’; ანგარიში/სახაზინო კოდი - 3----------; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი T-------);

- 12.07.2019წ. №- საგადასახადო დავალებით, გ----------------–---–ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 120 ლარი (გადამხდელის ბანკი - ს-----------------’’; ანგარიში/სახაზინო კოდი - 3----------; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი T-------);

 

9. შპს ,,ო–-------------ოს’’ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1661.5 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე