გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.07.2019
საქმის ნომერი
030210019002859658
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №030210019002859658

№2/101-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

09 ივლისი, 2019 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე

მოსარჩელე: ს-----–--- ც----------,წარმომადგენელი: ლ---- ა------,მოპასუხე: ნ------------ - მ----- ჯ----,დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის გაცემა,აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დაევალოს ქ. ფოთის ნ------------ მ----- ჯ----ს გასცეს სამკვიდრო მოწმობა ც---------- ე------ მ----- ძ-- (გარდაცვლილი 2--- წლის 0- აგვისტოს) დანაშთ ქონებაზე, კერძოდ: უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ფოთი, ს--------–--- ქუჩა N-- (საკადასტრო კოდი: 0---------------- მემკვიდრეზე - მეუღლის ც---------- ს-----–--- ე------- ასულზე სახელზე.

 

მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ ც---------- ე------ მ----- ძე გარდაიცვალა 2--- წლი--- აგვისტოს. მას ჰყავს მეუღლე ც---------- ს-----–--- ე------- ასული, რომელიც მეუღლის გარდაცვალების დღიდან დაეუფლა მის დანაშთ ქონებას, კერძოდ: უძრავ ქონებას მდებარე ქ. ფოთი, ს--------–--- ქუჩა N---ში. აწ გარდაცვლილ ც---------- ე------ მ----- ძ-- ჰყავს პირველი რიგის მემკვიდრეები - შვილები, ს------- ე------ის ასული ც---------- და მ--–--- ე------ის ასული ც----------, რომლებმაც უარი განაცხადეს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს უძრავი ქონება მდებარე ქ. ფოთი, ს--------–--- ქუჩა N--, ქონება დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

2018 წლის 2- დეკემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქ. ფოთის ნ------------ მ----- ჯ----ს და მოითხოვა აწ გარდაცვლილი ე------ მ----- ძე ც----------- (გარდაცვლილი 2--- წლის 0- აგვისტოს) დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა მეუღლეზე ც---------- ს-----–--- ე------- ასულის სახელზე, მაგრამ უარი ეთქვა, ვინაიდან ნოტარიუსმა ჩათვალა, რომ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება, რომ მამკვიდრებელი ც---------- ე------ მ----- ძე (რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დაბადებული 2--------- წ.) არის კონკრეტული ქონების, მდებარე, ქ. ფოთი, ს--------–--- ქუჩა N---ში მესაკუთრე. კერძოდ: საჯარო რეესტრიდან ამონაწერში არ არის ჩაწერილი იდენტიფიკაციის მაჩვენებლები.

მოსარჩელის წარმომადგენელმა საჯარო რეესტრის ფოთის სარეგისტრაციო სამსახურსაც მიმართა განცხადებით, საიდანაც მიიღო პასუხი, რომ ცვლილებების რეგისტრაცია განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ წარადგენს სამკვიდრო მოწმობას.

მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვს დაევალოს ქ. ფოთის ნ------------ მ----- ჯ----ს გასცეს სამკვიდრო მოწმობა ც---------- ე------ მ----- ძ-- (გარდაცვლილი 2--- წლის 0- აგვისტოს) დანაშთ ქონებაზე, კერძოდ: უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ფოთი, ს--------–--- ქუჩა N-- (საკადასტრო კოდი: 0---------------- მემკვიდრეზე - მეუღლის ც---------- ს-----–--- ე------- ასულზე სახელზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში არ არის მითითებული ე------ ც----------- საიდენტიფიკაციო მონაცემები, ც---------- ს-----–--- ე------- ასულის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება, რომ გარდაცვლილი ც---------- ე------ი მ----- ძე არის კონკრეტული ქონების მდებარე ქ. ფოთი, ს--------–--- ქუჩა N---ში, მესაკუთრე.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2--- წლის 0- აგვისტოს ნოტარიულად დამოწმებული გარდაცვალების მოწმობის მიხედვით, ც---------- ე------ მ----- ძე გარდაიცვალა 2--- წლის 0- აგვისტოს, რუსეთში, ქ. კ--------–-.

3.1.2. 2018 წლის 2- დეკემბერს ნოტარიულად დამოწმებული ქორწინების მოწმობის თანახმად, ს-----–--- ვ---–------- (დაბადებული 1--- წლის 2- მარტს) და ე------ ც---------- (დაბადებული 1--- წელის 2- იანვარს) დაქორწინდნენ 1--- წლის 0- ნოემბერს. დაქორწინების შემდეგ მიეკუთვნათ გვარები: ქმარს: ც----------, ცოლს ც----------.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. ნოტარიუს მ----- ჯ----ს მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემა 2--- წლი--- აგვისტოს გარდაცვლილ ე------ ც----------- ქონებაზე, მდებარე ქ. ფოთი ს--------–--- ქ.№--, საკადასტრო კოდი 0---------------- მისი მემკვიდრეზე, მეუღლის ც---------- ს-----–--- ე------- ასულის სახელზე.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ს-----–--- ც----------- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა დაევალოს ქ. ფოთის ნ------------ მ----- ჯ----ს გასცეს სამკვიდრო მოწმობა ს-----–--- ე------- ასული ც----------- სახელზე გარდაცვლილი ც---------- ე------ მ----- ძ-- სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე: ქ. ფოთი, ს--------–--- ქუჩა №---–-.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები 6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში იმპერატიულად აღნიშნულია: - „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.

სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას, არ ისარგებლოს პირმა თავისი ნივთით. კანონით შეიძლება დაწესდეს სარგებლობის ან მოვლისა და შენახვის ვალდებულება, თუკი ამ ნივთის გამოუყენებლობა ან მოუვლელობა ხელყოფს საზოგადო ინტერესებს. ამ შემთხვევაში მესაკუთრეს შეიძლება ან თვითონ დაეკისროს ვალდებულების შესრულება, ან შესაბამისი სასყიდლით ნივთის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის მიხედვით, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ.შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ. II. მეორე რიგში – გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა. III. მესამე რიგში – ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან. IV. მეოთხე რიგში – ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები და მამიდები.V. მეხუთე რიგში – ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, ხოლო თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ მათი შვილები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

ამავე კოდექსის 1424-ე მუხლი კი ადგენს სამკვიდროს მიღების ვადას, რომლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სამკვიდროს მისაღებად უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული.

ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

სამოქალაქო კოდექსის 1434-ე მუხლით, მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე უნდა გაფორმდეს სანოტარო ორგანოში.

ამავე კოდექსის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა.

ამავე კოდექსის 1500-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ, მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან.

 

6.3. სანოტარო მოქმედებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების თანახმად, მამკვიდრებელი ე------ მ----- ძე ც---------- არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - მინსკის კონვენციის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე. სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის ინსტრუქციის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „თუ გარდაცვლილი მინსკის კონვენციის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეა და მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სამკვიდრო მასაში შედის საქართველოში მდებარე უძრავი ქონება, ამ ინსტრუქციის 78-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი განცხადება (სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ) უნდა წარედგინოს საქართველოს ნოტარიუსს“. ს-----–--- ე------- ასული ც----------- მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით მამკვიდრებლის ე------ მ----- ძე ც----------- (რუსეთის ფედერაციის მოქალაქე) სახელზე საქართველოში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ს--------–--- ქუჩა N---ში, თუმცა „სანოტარო მოქმედებათა ინსტრუქციის 89-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „სამკვიდრო მოწმობა იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იყო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, მაგრამ მემკვიდრეობის გახსნის მომენტისთვის არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გაიცემა შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე:

ა) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ცნობა, წერილი, ცნობა, დახასიათება, ან სხვა დოკუმენტი), რომლითაც ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში დაცული დოკუმენტების საფუძველზე დასტურდება მოცემული უძრავი ქონების მესაკუთრის ვინაობა.

თანახმად საქართველოს სკ-ის 1421-ე მუხლისა, 2--- წლის 0- აგვისტოს გარდაცვლილი მოქალაქის ე------ მ----- ძე ც----------- (დაბადების თარიღი: 2- იანვარი 1--- წელი) პირველი რიგის მემკვიდრეს - მეუღლეს ს-----–--- ე------- ასულის ც----------- სანოტარო ბიუროში ც---------- ე------ მ----- ძის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში არ შეუტანია განცხადება სამკვიდროს მისაღებად, ს-----–--- ც----------მ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ე------ ც----------- გარდაცვალების დღიდან, 2--- წლის 0- აგვისტოდან დაეუფლა მის სამკვიდროს.

სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ 89-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სამკვიდრო მოწმობაში უნდა მიეთითოს კონკრეტული ქონების (უფლების) მიღების ფაქტი, სავალდებულოა ამ ქონების (უფლების) შესახებ ყველა იმ დოკუმენტის წარდგენა, რაც აუცილებელია ამ ქონების (უფლების) უფლებრივი მდგომარეობის დასადგენად.

ამავე მუხლის, მე-2 ნაწილის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა იმ უძრავი ქონებაზე, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იყო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, მაგრამ მემკვიდრეობის გახსნის მომენტისათვის არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გაიცემა შემდეგი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე:

ა) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ცნობა, წერილი, ცნობა-დახასიათება, ან სხვა დოკუმენტი), რომლითაც ტექინვენტარიზაციის ბიუროს არქივში დაცული დოკუმენტების საფუძველზე დასტურდება მოცემული უძრავი ქონების მესაკუთრის ვინაობა.

ბ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ცნობა, წერილი ან სხვა დოკუმენტი), რომლითაც დასტურდება, რომ მოცემული უძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და მასზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა;

საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების თანახმად, ქ. ფოთში, ს--------–--- ქუჩა N---ში, მდებარე 656 კვ.მ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია ე------ ც----------- საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი: 0---------------- უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები დაუზუსტებელია) საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის N21/374 გადაწყვეტილება (1---------), რომელიც არ არის დაცული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხოლო აღნიშნულ უძრავ ნივთზე გახსნილ სააღრიცხვო ბარათზე მესაკუთრედ მითითებულია ე------ ც---------- მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების გარეშე.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ს------- ქ------- და კ------- ც----------მ დაადასტურეს, რომ ს-----–--- ე------- ასული ც---------- და ც---------- ე------ მ----- ძე ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ე------ ც---------- ფოთშია დაბადებული და ცხოვრობდა ქ. ფოთი, ს--------–--- ქუჩა №---–- მამისეულ ეზოში და გააჩნდა საცხოვრებელი სახლი. იგი რუსეთში გარდაიცვალა 2--- წელს.

 

იხ. 9.07.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი.

 

6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობის წარდგენის შეუძლებლობის გამო, მოსარჩელეს არ შეიძლება შეეზღუდოს სამკვიდრო მოწმობის მიღების უფლება, როცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, ამ შემთხვევაში, დადგენილია ყველა გარემოება, რომელიც ქმნის მამკვიდრებლიდან მემკვიდრეზე სამკვიდროს - უძრავი ქონების გადასვლის საფუძველს.

ამდენად, უნდა დაევალოს ქ. ფოთის ნ------------ მ----- ჯ----ს გასცეს სამკვიდრო მოწმობა ს-----–--- ე------- ასული ც----------- სახელზე გარდაცვლილი ე------ მ----- ძე ც----------- სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე: ქ. ფოთი, ს--------–--- ქუჩა №---–-.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოპასუხე ნოტარიუს მ----- ჯ----ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 100 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს ს-----–--- ე------- ასული ც----------- სარჩელი - ნოტარიუს მ----- ჯ----ს მიმართ სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალდებულების შესახებ.

დაევალოს ნოტარიუს მ----- ჯ----ს გასცეს სამკვიდრო მოწმობა 2--- წლი--- აგვისტოს გარდაცვლილ ე------ ც----------- ქონებაზე, მდებარე ქ. ფოთი ს--------–--- ქ.№--, საკადასტრო კოდი 0---------------- მისი მემკვიდრეზე, მეუღლის ც---------- ს-----–--- ე------- ასულის სახელზე.

2. მოპასუხე მ----- ჯ----ს ო----- ც----------- სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწოფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა სირაძე