განაჩენი

სისხლის სამართლის 19.09.2019
საქმის ნომერი
330100119002890897
თარიღი
19.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/1043-19

N------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა----------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ--–-------------------------–---–- - საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, დაბადებული 1----–-–----------------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ხ-–------------------------–-----–-, ფაქტობრივად მცხოვრები: ლ----------------------------–--–---–-.

 

ადვოკატი - ნ----------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები.

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით დიდი ოდენობით, ჩადენილი არაერთგზის.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი მ--–-----------–---–ი თითქოს ნ----------------ისთვის უძრავი ქონების რეალიზაციის მომსახურების გაწევის მიზნით დაუკავშირდა ი----------------ს, რომელსაც შესთავაზა ყ--------------------------–------------ში (ს/კ 7--0--1--4--- საერთო ფართი 794 კვ.მ) მდებარე ნ----------------ის კუთვნილი უძრავი ქონების გაყიდვაში დახმარება. ამისათვის, 2018 წლის 24 ივლისს, ქ.თბილისში, გ-------–---–------------------ში, ნოტარიუს ლ----------ესთან, მ--–-----------–---–მა ნ----------------ისგან მოტყუებით მიიღო ამ უკანასკნელის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ქონებრივი უფლება, მინდობილობა ქონების სრული განკარგვის უფლებით, რის საფუძველზეც 2018 წლის 24 ივლისს მ--–-----------–---–მა ნ----------------ის უძრავი ქონება გაასხვისა დ----------------–---–ზე, ხოლო მიღებული შემოსავალი არ გადასცა ნ----------------ს და განუცხადა, რომ უძრავი ქონება არ იყო გაყიდული.

მ--–-----------–---–ის ქმედებით ნ----------------ს მიადგა 63 520.00 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის - ნ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის დედას - თ-----------ეს ყ--------------------------–------------ში საკუთრებაში ჰქონდა 794 კვ.მ მიწის ნაკვეთი. დედას შეექმნა ფინანსური პრობლემები, რის გამოც აღნიშნული მიწის ნაკვეთი გადაუფორმა მას. მოგვიანებით გადაწყვიტეს მიწის ნაკვეთის გაყიდვა და განცხადება განათავსეს საიტზე. დედა - თ-----------ე მის ძმასთან - ი----------------თან ერთად იმყოფებოდა სამსახურში, რომელსაც მიაკითხა ს----------------ემ და უთხრა, რომ ვაკეში ჰქონდა ყიდვა-გაყიდვის ოფისი, ჰყავდა კლიენტი მიწის ნაკვეთის შესყიდვასთან დაკავშირებით და მოსთხოვა მინდობილობის გაფორმება მის სახელზე, რაზეც უარი უთხრეს. რამდენიმე დღის შემდეგ დაუკავშირდა მ--–-----------–---–ი, რომელსაც ძმასთან - ი----------------თან და დედასთან ერთად შეხვდა მეტრო ღ--------–------- მ--–-----------–---–ის განმარტებით, ეწეოდა სამაკლერო საქმიანობას, დაკავებული იყო მიწის ნაკვეთების რეალიზაციით, დაეხმარებოდა მიწის ნაკვეთის გაყიდვაში, მაგრამ საჭირო იყო მინდობილობის გაფორმება. მ--–-----------–---–ი დაუკავშირდა მის ძმას, რომელსაც უთხრა, რომ ჰყავდა კლიენტი, რომელიც 1 კვ.მ.-ში გადაიხდიდა 30 აშშ დოლარს. მისივე განმარტებით, მინდობილობის გაფორმებიდან 3-5 დღეში თანხას 24 000 აშშ დოლარს მის ანგარიშზე გადარიცხავდა. იგი და მისი ოჯახის წევრები ფიქრობდნენ დათანხმებოდნენ თუ არა ამ წინადადებას, მაგრამ მ--–-----------–---–ი შევიდა ნდობაში, დადებითად განეწყვნენ მის მიმართ და გადაწყვიტეს გაეფორმებინათ მინდობილობა. დედამისი დაუკავშირდა მ--–-----------–---–ს, რომელსაც სთხოვა მისულიყო მეტრო „----------–------- მდებარე სანოტარო ბიუროში. მ--–-----------–---–ის სახელზე გააფორმა მინდობილობა, რომლითაც მიანიჭა მიწის ნაკვეთის განკარგვის უფლება, ხოლო მ--–-----------–---–ი შეპირდა, რომ რამდენიმე დღეში თანხა აისახებოდა მის ანგარიშზე. აღნიშნულის შემდეგ მ--–-----------–---–ი ძირითადად უკავშირდებოდა მის ძმას და დედას. მ--–-----------–---–მა ი----------------ს გამოართვა მისი პირადი ნომერი, ვითომდა თანხის ჩარიცხვის მიზნით, თუმცა მინდობილობის გაფორმების შემდეგ ჩარიცხა მხოლოდ 720 ლარი. დაახლოებით ორი თვის შემდეგ მისმა ძმამ - ი----------------მა შეამოწმა მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო კოდი და აღმოჩნდა, რომ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო დ----------------–---–ის სახელზე. ი----------------მა ჰკითხა მ--–-----------–---–ს რატომ ფიქსირდებოდა მიწის ნაკვეთზე სხვა მესაკუთრე, რაზეც მან უპასუხა, რომ თანხა სჭირდებოდა და იპოთეკით დატვირთა მიწის ნაკვეთი, 3000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, თუმცა არანაირი პრობლემა არ იყო, ვინაიდან გადაიხდიდა თანხას, მოხსნიდა იპოთეკას და მიწის ნაკვეთს დაუბრუნებდა უკან. აღნიშნული დაპირებები გრძელდებოდა დაახლოებით 5-6 თვე, რის შემდეგ დედამისმა - თ-----------ემ მიმართა პოლიციის განყოფილებას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ჰყავს სამი შვილი: ნ--------------------------------------ი. მოწმის ჩვენებით, მეუღლის გარდაეცვალების შემდგომ ქონება მიიღო მემკვიდრეობით, მათ შორის ს------–------------–ი მდებარე 794 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ნაკვეთი აჩუქა მის შვილს - ნ----------------ს, ხოლო მოგვიანებით გადაწყვიტეს მიწის ნაკვეთის გაყიდვა, რის გამოც გააკეთეს განაცხადი ინტერნეტ საიტზე. მის შვილს - ი----------------ს დაუკავშირდა ს----------------ე, რომელმაც უთხრა, რომ უნდოდა მიწის ნაკვეთის ნახვა. ი----- უპასუხა, რომ აჩვენებდა, მაგრამ აღნიშნული პირი აღარ დაკავშირებია. მოგვიანებით კვლავ დაუკავშირდა ს----------------ე და შეთანხმდნენ მეტრო „----------–------- შეხვედრაზე. მივიდა ს----------------ე, რომელსაც ჰკითხა ვინ იყო, რაზეც მან უპასუხა, რომ დიდი ოფისი ჰქონდათ და მიწის ნაკვეთების გაყიდვაზე მუშაობდნენ, მანქანაში ისხდნენ ისეთი ხალხი - პარლამენტის წევრები, რომ ვერ შეაწუხებდა და ვერ გადმოიყვანდა. ს----------------ის განმარტებით, მაკლერის მომსახურება 100 აშშ დოლარი ღირდა, ვინაიდან 800 კვ.მ. იყო გასაყიდი, 20 000 ლარს აიღებდნენ მომსახურებაში, ხოლო 60 000 ლარს გადასცემდნენ, თუმცა იმ პირობით, რომ ნ----------------ს უნდა გაეფორმებინა მინდობილობა მიწის ნაკვეთის გაყიდვის უფლებით. ი----------------მა უთხრა, რომ მისი ძმისთვის უნდა ეკითხა, დაუკავშირდა ნ-------------------ს, რომელმაც უთხრა, რომ მინდობილობის მიცემა არ იყო სწორი და სთხოვა გამოერთვა პირადი ნომერი და სახელი-გვარი მოენიშნა. ს----------------ის განმარტებით, დიდი კომპანიის მფლობელები იყვნენ, საშიში არაფერი იყო, მოეფიქრებინათ და დაკავშირებოდნენ. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ დაუკავშირდა მ--–-----------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ ს----------------ე რომ გესაუბრათ იმ საკითხთან დაკავშირებით გირეკავთო და გაუმეორა იგივე პირობები, რაც ს-------. თან მოისურვა მიწის ნაკვეთის ადგილზე ნახვა. მისი შვილი მ--–-----------–---–ს გაყვა და დაათვალიერებინა მიწის ნაკვეთი. შემდეგ გარკვეული პერიოდი აღარ დაკავშირებია, თუმცა მოგვიანებით დაუკავშირდა და აცნობა, რომ ჰყავდა კლიენტი, რომელიც 1 კვ.მ.-ში გადაიხდიდა 30 აშშ დოლარს, თუმცა თანხა არ ჰქონდა სრულად, უნდა ჩაედო ბანკში და სამ დღეში ჩაურიცხავდა თანხას. შეხვდა მ--–-----------–---–ს სანზონაში და უთხრა რა გარანტია ჰქონდა, რომ არ მოატყუებდა, რაზეც მ--–-----------–---–ი არწმუნებდა, რომ არაფერი მოხდებოდა. მივიდნენ სანოტარო ბიუროში, სადაც მისმა შვილმა - ნ----------------მა გაუფორმა მინდობილობა. ნოტარიუსს უთხრა თუ შეიძლებოდა ისეთი საბუთი გაეკეთებინა, რომ თუ არ გაიყიდებოდა მიწის ნაკვეთი, ან რამე მოხდებოდა უკან დაებრუნებინა, რაზეც ნოტარიუსმა უპასუხა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ მიდიოდა და თუ არ ენდობოდა ამ პიროვნებას, მაშინ საერთოდ არ გაეფორმებინა მინდობილობა. იძულებული გახდა გაეფორმებინა მინდობილობა, რომელიც გაუფორმა ნ---------------მა და გადასცა მ--–-----------–---–ს. მ--–-----------–---–ის პირადი ნომერი და მისი მშობლების ტელეფონის ნომრები ჩაიწერა და დაშორდნენ ერთმანეთს. მ--–----ს თანხა უნდა ჩაერიცხა სამ დღეში, თუმცა არ ჩარიცხა. მ--–-----------–---–ი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ბიძაშვილი გარდაეცვალა და უახლოეს პერიოდში ვერაფერს მოაგვარებდა. შემდეგ უკავშირდებოდნენ მას, მაგრამ მ-------–---–- თანხას არ ურიცხავდა. მოგვიანებით საერთოდ გამორთო ტელეფონი, იცვლიდა ნომრებს. გადაამოწმეს საჯარო რეესტრში და აღმოჩნდა, რომ მიწის ნაკვეთი უკვე სხვის სახელზე იყო რეგისტრირებული. როდესაც მ--–-----------–---–ს ჰკითხეს რა ხდებოდა, მან უპასუხა, რომ თანხა სჭირდებოდა და 3000 აშშ დოლარის სანაცვლოდ მიწა დატვირთა იპოთეკით. გამოძიების დაწყების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ მ--–-----------–---–მა მიწის ნაკვეთი 12 000 ლარად მიჰყიდა დ----------------–---–ს. შემდეგ დაუკავშირდა მ--–-----------–---–ის მშობლებს, რომლებიც პირდებოდნენ, რომ გამოისყიდდნენ მიწის ნაკვეთს და დაუბრუნებდნენ, მაგრამ დანაპირები არ შეასრულეს. მისთვის ცნობილია, რომ მ--–-----------–---–მა მის შ---–----------------------- „------------- ანგარიშზე ჩაურიცხა 120 ლარი, საწვავის ჩასასხმელად და საბუთების გასაკეთებლად. გარკვეული პერიოდი ელოდებოდნენ თანხის ჩარიცხვას, მაგრამ მ--–-----------–---–მა არ ჩაურიცხა თანხა, რის გამოც მიმართა პოლიციის განყოფილებას საჩივრით. ბრალდებულის ქმედების შედეგად მის ოჯახს მიადგა 24 000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის დედას - თ-----------ეს ყ--------------------------–------------ში საკუთრებაში ჰქონდა მიწის ნაკვეთი, რომელიც გადაუფორმა მის დას - ნ----------------ს. მოგვიანებით გადაწყვიტეს მიწის ნაკვეთის გასხვისება და აღნიშნული მიზნით განაცხადი განათავსა რამდენიმე საიტზე, სადაც მითითებული ჰქონდა საკადასტრო კოდი, მისი და მისი ოჯახის წევრების მობილური ტელეფონის ნომრები. აღნიშნულის შემდეგ დაუკავშირდა პიროვნება - ს----------------ე, რომელმაც უთხრა, რომ იყვნენ პიროვნებები, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენით - პარლამენტარები, რომლებსაც მიწის გაყოფა უნდოდათ 400-400 კვ.მ., 1 კვ.მ მიწის ნაკვეთში მას გადაუხდიდა 80 აშშ დოლარს, ხოლო თავად მიწას გაყიდდა 90-100 აშშ დოლარში, შესაბამისად, ე.წ. „ბეს“ სახით დაიტოვებდა თანხის 20%-ს. ვინაიდან მიწის ნაკვეთი არ იყო გამიჯნული, აღნიშნულს სჭირდებოდა გარკვეული დრო, რის თაობაზეც უთხრა ს----------------ეს და დაშორდნენ ერთმანეთს. აღნიშნულის შემდეგ დაუკავშირდა მ--–-----------–---–ი, რომელსაც დასთან -ნ----------------თან ერთად შეხვდა მეტრო ღ--------–------- მ--–-----------–---–მა განუმარტა, რომ მყიდველისთვის უნდა ეჩვენებინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რის გამოც გადაიღეს ასლი და გადასცეს მ--–-----------–---–ს. რამდენიმე დღე მას მ--–----- არ დაკავშირებია, შემდეგ კვლავ შეხვდნენ ღ--------–-- მეტროსთან პარკში. მ--–-----------–---–მა უთხრა, რომ გასაყიდი თანხა იყო არარეალური და ამ ფასში ვერ გაყიდდა მიწის ნაკვეთს. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კვლავ დაუკავშირდა მ--–-----------–---–ი და უთხრა, რომ 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ღირებულება იყო 30 აშშ დოლარი და თუკი მისთვის მისაღები იყო აღნიშნული ფასი, დაეხმარებოდა გაყიდვაში. მ--–-----------–---–მა უთხრა, რომ უნდოდა მიწის ნაკვეთის ნახვა, რის გამოც იგი წაიყვანა და დაათვალიერებინა მიწის ნაკვეთი. მეორე დილით მ--–-----------–---–ი დახვდა დედასთან, რომელმაც უთხრა, რომ სჭირდებოდა მინდობილობა, რადგან კლიენტს ჰქონდა თანხის ნახევარი 14 000 ან 16 000 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი უნდა დაემატებინა ს---------------------. დედამისმა - თ-----------ემ მ--–-----------–---–ს უთხრა, რომ ჩაეწერინებინა მისი პირადი ნომერი და მშობლების მობილური ტელეფონის ნომრები, ვინაიდან დიდ რისკზე მიდიოდა, რადგან სრულიად უცხო ადამიანს ანდობდა მისი ოჯახის ერთადერთ ქონებას. მისი და - ნ----------------ი და დედა - თ-----------ე მ--–-----------–---–ს გაყვნენ მეტრო „----------–------- მდებარე სანოტარო ბიუროში, სადაც მისმა დამ - ნ----------------მა მ--–-----------–---–ს გაუფორმა მინდობილობა. მ--–-----------–---–ს შეუთანხმდნენ, რომ დაახლოებით ერთ კვირაში ჩარიცხავდა თანხას მისი დის ანგარიშზე. იმ დღის შემდეგ მ--–-----------–---–ი აღარ უნახავს, ეკონტაქტებოდა ტელეფონით, ერთხელ სს „ს----------–----------- მისი დის ანგარიშზე 400 ლარი ჩარიცხა, რომელიც უნდა გამოეკლო ძირი თანხისთვის. შემდეგ ორჯერ ჩაურიცხა 100 ლარი და 50-50 ლარი, ჯამში ჩარიცხული აქვს 700 ან 720 ლარი. ასევე მისი ძმის „---------–------- ანგარიშზე ჩარიცხა თანხა, თუმცა რამდენი არ იცის. იგი მ--–-----------–---–ს უკავშირდებოდა მობილურ ტელეფონზე, რა დროსაც მ--–----- სხვადასხვა მიზეზს უსახელებდა, ხან ეუბნებოდა, რომ იყო ბანკში, მაგრამ არ იყო კრედიტ ოფიცერი, შემდეგ უთხრა ეროვნულ ბანკში გადავიდა საქმეო. შემდეგ სულ დაიკარგა, გარკვეული პერიოდი მობილური ტელეფონი საერთოდ გამორთო და ვეღარ ეკონტაქტებოდა. შემდეგ დაუკავშირდა უცხო ნომრით და უთხრა, რომ პრობლემა ჰქონდა. აღნიშნული მდგომარეობა გრძელდებოდა თვეების განმავლობაში. შემდეგ შეამოწმა ინტერნეტით და აღმოჩნდა, რომ მისი დის მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული იყო დ----------------–---–ის სახელზე. დაუკავშირდა მ--–-----------–---–ს, რომელსაც ჰკითხა რატომ იყო მიწის ნაკვეთი სხვის სახელზე დარეგისტრირებული, რაზეც მან უპასუხა, რომ ბანკის მეშვეობით ყიდულობდა მიწის ნაკვეთს, ხოლო დ----------------–---–ი იყო მიწის ნაკვეთის შემძენი. აღნიშნულის შემდეგ უთხრა, რომ მამა ჰყავდა ცუდად და ცოტა ხანს უნდა დალოდებოდა, რაზეც დათანხმდა. შემდეგ უკვე დედამისს უნდოდა საჩივარი შეეტანა და ვეღარ ახერხებდა მის გაჩერებას, რის თაობაზეც აცნობა მ--–-----------–---–ს და სთხოვა დალაპარაკებოდა და აეხსნა, რატომ ვერ ყიდდა მიწის ნაკვეთს და რა პრობლემა იყო. მერე მის მშობლებსაც ესაუბრა, ბოლოს მ--–-----ს დედამ უთხრა „ჩემთვის ხომ არ მოგიცია, მე რას მირეკავო“, ხოლო შემდეგ გაითიშა მ--–-----------–---–ის ნომერიც. იგი ეძებდა მ--–-----------–---–ს, ხან დიდუბეში დაიბარა შეხვედრაზე, ხან გ----–-, მაგრამ არ მივიდა. მოწმის ჩვენებით, მასსა და მ--–-----------–---–ს შორის მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვაზე საუბარი არ ყოფილა. მის ოჯახს სურდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის გასხვისება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მამამისს საკუთრებაში ჰქონდა მიწის ნაკვეთი, მდებარე ყ--------------------------–------------ში, რომელიც მამამისის გარდაცვალების შემდეგ გაფორმდა მისი დის - ნ----------------ის სახელზე. მის ოჯახს უნდოდა მიწის ნაკვეთის გაყიდვა, რის თაობაზეც განაცხადი გააკეთეს ინტერნეტ საიტზე. გამოჩნდა კლიენტი - მ--–-----------–---–ი, რომელმაც მოითხოვა მინდობილობის გაფორმება და განუმარტა, რომ თანხას -24 000 აშშ დოლარს ერთი კვირის განმავლობაში ჩარიცხავდა ანგარიშზე. მ--–-----------–---–ს მინდობილობა გაუფორმა მისმა დამ - ნ----------------მა, რომლითაც მიანიჭა მიწის ნაკვეთის განკარგვის უფლება. მას მ--–-----------–---–თან შეხება არ ჰქონდა, აღნიშნული ინფორმაცია იცის ოჯახის წევრებისგან გადმოცემით. მინდობილობის გაცემიდან თვეები გავიდა, თუმცა მ--–-----------–---–მა თანხა არ ჩარიცხა, რის გამოც ესაუბრა ტელეფონით, რომელიც შეპირდა, რომ 5 დღეში თანხა ანგარიშზე ჩაირიცხებოდა. მ--–-----------–---–ს სთხოვა, რომ თანხა სჭირდებოდა გადასახდების გადასახდელად, რის გამოც გადაურიცხა 140 ან 150 ლარი ორ ეტაპად სხვის საიტზე „---------–-------- ანგარიშზე, ვინაიდან პირადობის მოწმობა არ ჰქონდა, საიტიდან მარტივად აიღებდა თანხას. შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული თანხა გამოაკლდებოდა ძირითად თანხას, რომელიც მ--–-----------–---–ს მიწის ნაკვეთის გასხვისების შემდეგ უნდა გადაეცა მათთვის. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი დის - ნ----------------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გასხვისებული იყო დ----------------–---–ზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ--–-----------–---–ი გაიცნო 2017 წლის ოქტომბრის თვეში ქ---- პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის დროს. მისი მეუღლის - ნ----------------ის სახელზე გაფორმებული იყო მისი ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთი. მისი მეუღლის დედას - თ-----------ეს ჰქონდა ვალი, რის გამოც აღნიშნული მიწის ნაკვეთი გადაუფორმა მის მეუღლეს. მ--–-----------–---–თან აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არ უსაუბრია. სასჯელის მოხდის შემდგომ მ--–-----------–---–ს შეხვდა ერთხელ, როდესაც იგი მის უბანში იყო მისული, მაგრამ ეჩქარებოდა და მალევე წავიდა. მისთვის ცნობილი გახდა, რომ მ--–-----------–---–ი შეხვდა ს--------–------------–ის მეტროსთან მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მის მეუღლის ოჯახის წევრებს, თუმცა საუბრის შინაარსი არ იცის. მ--–-----------–---–ის ვალი არც პატიმრობაში ყოფნის დროს და არც ამის შემდეგ მას არ ჰქონია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ქ-----–----------იდან დაუკავშირდა მისი ახლობელი - თ-------–-–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ გ---------ში იყიდებოდა 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, 12 000 ლარად და სურვილის შემთხვევაში შეეძინა. დაინტერესდა და ჩავიდა თ-------- სადაც გაიცნო მ--–-----------–---–ი. მ--–-----------–---–მა აჩვენა ამონაწერი, სადაც მითითებული იყო, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ს------–------------–ი. ვინაიდან არ იცოდა სად მდებარეობდა აღნიშნული ტერიტორია, მოსთხოვა ადგილზე ეჩვენებინა მიწის ნაკვეთი, რაზეც მ--–-----------–---–ი დათანხმდა. მიწის ნაკვეთის დასათვალიერებლად წავიდა თ-------–-–---–თან, თ--- თანამშრომელ ორ გოგონასთან და თ--- მამასთან ერთად. მ--–-----------–---–ს შეხვდნენ გ----–-, რომელმაც წაიყვანა და დაათვალიერებინა მიწის ნაკვეთი. ვინაიდან მოეწონა მიწის ნაკვეთი, გადაწყვიტა მისი შეძენა. მ--–-----------–---–ის განმარტებით, მიწის ნაკვეთი იყო მისი ძმის ცოლის საკუთრება, რომელიც მუშაობდა, ჰყავდა ორი პატარა შვილი, რის გამოც ვერ მიდიოდა პირადად და შეპირდა, რომ გაიფორმებდა მინდობილობას და გაუფორმებდა მიწის ნაკვეთს. დაახლოებით ერთ ან ორ კვირაში 2018 წლის ივლისის თვეში დაუკავშირდა მ--–-----------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ მინდობილობა გაიფორმა და შეეძლოთ ხელშეკრულების გაფორმება. გ------ საჯარო რეესტრში თ-------–-–---–თან და მის თანამშრომლებთან ერთად შეხვდა მ--–-----------–---–ს, რომლისგანაც შეიძინა მიწის ნაკვეთი, რის სანაცვლოდ მან მ-------–---–ს ხელზე გადასცა 12 000 ლარი. მიწის ნაკვეთის გადაფორმებას ესწრებოდა თ-------–-–---–ი. აღნიშნულის შემდეგ მ--–-----------–---–თან შეხება არ ჰქონია. მოგვიანებით დაუკავშირდნენ სასამართლოდან და აცნობეს, რომ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი იყო დაყადაღებული. მოწმის ჩვენებით, იგი დაზარალებულ ნ----------------ს არ იცნობს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ-------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ დ----------------–---–ი არის მისი მეგობარი. მ--–-----------–---–მა მაღაზია გახსნა მისი სალონის წინ და მისული იყო მასთან მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. სამსახურში მისულს თანამშრომელმა უთხრა, რომ მისული იყო პირი, რომელიც ყიდდა მიწის ნაკვეთს გ---------ში 12 000 ლარად. ვინაიდან არ იყო დაინტერესებული გ---------ში მიწის ნაკვეთის შეძენით, შესთავაზა დ----------------–---–ს. დ----------------–---–მა უთხრა, რომ ჩაეგდო მისთვის საკადასტრო კოდი, ნახავდა და ტერიტორიულად თუ მოეწონებოდა, იყიდდა. მართლაც მან დ----------------–---–ს მიაწოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი, რითაც დაინტერესდა დ----------------–---–ი და შეძენის სურვილი გამოთქვა. დ----------------–---–ი და მ--–-----------–---–ი მის სალონში შეხვდნენ ერთმანეთს, ისაუბრეს და დ---------- გადაწყვიტა მიწის ნაკვეთი ენახა ადგილზე. ვინაიდან გერგეტში აპირებდნენ მოსალოცად წასვლას, დ---------- შესთავაზა გაყოლოდნენ მას. დ----------------–---–ს გაყვნენ თავად, მამამისი, ნ-----–-------ე და თ------–--–--ე. მ--–-----------–---–მა აჩვენა მიწის ნაკვეთი, შემდეგ კი განაცხადა, რომ რჩებოდა და თავად წავიდნენ გერგეტში. საჯარო რეესტრის ამონაწერში მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მითითებული იყო ნ----------------ი. მათ მ--–-----------–---–ს უთხრეს, რომ გადაფორმებისას დასჭირდებოდათ აღნიშნული პირი. მ--–-----------–---–მა მათ უპასუხა, რომ აღნიშნული ნაკვეთი იყო მისი ძმის ცოლის, რომელსაც ბავშვი ჰყავდა ავად და აღნიშნული თანხა ესაჭიროებოდათ სამკურნალოდ. შესაბამისად, მას გამოართმევდა მინდობილობას და გადაუფორმებდა მიწის ნაკვეთს, პრობლემა არ შეიქმნებოდა. მ--–-----------–---–ი დაუკავშირდა და აცნობა, რომ გაიფორმა მინდობილობა და შესაძლებელი იყო ხელშეკრულების გაფორმება. მ--–-----------–---–ს შეხვდნენ გ------ იუსტიციის სახლში, რომელსაც ჰქონდა მინდობილობა, რომლითაც ჰქონდა მიწის ნაკვეთის გასხვისების უფლება. დ----------------–---–სა და მ--–-----------–---–ს შორის გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. დ----------------–---–მა თანხა გადასცა იქვე მყოფ ნ-----–-------ეს, რომელმაც თავის მხრივ უმალვე თანხა გადასცა მ--–-----------–---–ს. მიწის ნაკვეთის გასხვისებიდან მეორე თუ მესამე დღეს გაიგო, რომ მ--–-----------–---–ის მაღაზია იქ აღარ იყო, ერთ კვირაში გაქრა და ტელეფონიც გათიშა. იგი რამდენიმე ადამიანმა იკითხა, მაგრამ ვერ პოულობდნენ. მ--–-----------–---–თან ერთად მასთან მისული იყო ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც უნდოდა მიწის ნაკვეთის გასხვისება. ნახეს მიწის ნაკვეთი, მაგრამ არ მოეწონათ და უარი განაცხადეს შეძენაზე. მოწმის ჩვენებით, მას აღნიშნული ბიჭისთვის არ უთქვამს, რომ მ--–-----------–---–მა პროცენტის თანხა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიწის ნაკვეთი დაეკარგებაო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის ივლისის თვეში მუშაობდა სანოტარო ბიუროში ნოტარიუსის პოზიციაზე და სანოტარო მოქმედებებს ადასტურებდა. ნ----------------ს იცნობს, რადგან არის მისი კლიენტი. 2018 წლის 24 ივლისს ნ----------------ი მივიდა სანოტარო ბიუროში, რომელმაც განუმარტა, რომ უნდოდა გენერალური მინდობილობა. აუხსნა, რომ მსგავსი მინდობილობის სახე არ არსებობდა და ჰკითხა რა მოქმედების შესრულება სჭირდებოდა კონკრეტულად. მის თანაშემწეს მომზადებული ჰქონდა პროექტი, სადაც მითითებული იყო, რომ ნ----------------ი სრულ უფლებამოსილებას ანიჭებდა მინდობილ პირს, რომ გაეყიდა მიწის ნაკვეთი, იპოთეკით დაეტვირთა, თავის თავზე გადაეფორმებინა, თითქმის ყველა უფლებას ანიჭებდა, რაც სჭირდებოდა განკარგვისთვის. მან ნ-------------ს ჰკითხა ყველა ეს უფლება ნამდვილად სჭირდებოდა თუ არა, რომ კორექტირება მოეხდინა ამ პროექტის. განუმარტა, რას ნიშნავდა გაყიდვა, იპოთეკით დატვირთვა, თავის თავზე გადაფორმება, ასევე განუმარტა ყველა სამართლებრივი შედეგი. მან დაუდასტურა, რომ დარჩენილიყო ყველაფერი ისე, როგორც მითითებული იყო მინდობილობაში. მინდობილობა თავიდან ბოლომდე წაუკითხა და განუმარტა რისკები, რადგან ასეთი სრულყოფილი და დიდი მინდობილობები როდესაც არის წარდგენილი, ცდილობს, რომ კარგად გააცნოს დეტალები და მოსალოდნელი რისკები მხარეს. ნ----------------ი დაეთანხმა მინდობილობის შინაარსს, ამობეჭდა მინდობილობა 3-4 ეგზემპლარი სტანდარტულად, სთხოვა წაეკითხა და თანხმობის შემთხვევაში მოეწერა ხელი. ნ-------------მა წაიკითხა მინდობილობა, დაეთანხმა და დაადასტურა ხელისმოწერით. 2018 წლის დეკემბერში ნ----------------ი მივიდა მასთან მინდობილობის დუბლიკატის ასაღებად, რა დროსაც აღიდგინა, რომ მინდობილობა გასცა მ--–-----------–---–ზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-------–--–----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრატორის თანამდებობაზე. შესასრულებლად დაეწერა ნასყიდობის ხელშეკრულება, წარუდგინეს მინდობილობა, რომელიც შეამოწმა ნოტარიუსთა ბაზაში, გაცემული იყო ნ----------------ის მიერ მ--–-----------–---–ის სახელზე. ვინაიდან ყველა საბუთი წესრიგში იყო ყ----------------ის, ს------–------------–ი მდებარე მიწის ნაკვეთი 794 კვმ. საკადასტრო კოდი N7--0--1--4--- დაარეგისტრირა შემძენზე - დ----------------–---–ზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა--------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს გ-–-----------–--------------------–--------–-–-------------------–--ის უმცროსი დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 29 დეკემბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თანამშრომელ ვ-----–--------–---–იასთან ერთად ლ----------------------------–--–---–- ბრალდებულის სახით დააკავეს მ--–-----------–---–ი. მათ მიერ შედგენილი იქნა დაკავების ოქმი, რომელიც გაეცნო ბრალდებული და გადასცეს მისი ასლი.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ვ-----–--------–---–იამ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ----–------–------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს გ-–-----------–--------------------–--------–-–-------- განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ გამოკითხული იქნენ მოწმეები: ნ----------ა ი----------------ები, გ-----------------ი, ს----------------ე, დ----------------–---–ი და ბრალდებული მ--–-----------–---–ი. მოსამართლის განჩინების საფუძველზე შპს „--------–------ გამოითხოვა ინფორმაცია, ასევე საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი იქნა მინდობილობა და საჯარო რეესტრის ამონაწერი. ბრალდებულს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და გადასცა მტკიცებულებები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ---------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს გ-–-----------–--------------------–--------–-–-------- განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 14 დეკემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც განყოფილებას მიმართა ნ----------------მა საჩივრით, მ--–-----------–---–ის მიმართ თაღლითობის ბრალდებით, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. მის მიერ გამოკითხული იქნა ნ---------------ი, თ-----------ე და რამდენიმე მოწმე. მიმართვის წერილები გააგზავნა საჯარო რეესტრში და გამოითხოვა ინფორმაცია. მ--–-----------–---–ს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა შსს გ-–-----------–--------------------–--------–-–-------------------–--აში დეტექტივის თანამდებობაზე. მის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ მ--–-----------–---–ი იმყოფებოდა გურიაში, რომელიღაც სოფელში მდებარე ფერმაში. აღნიშნულის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. აღნიშნულის შემდეგ კი გამოკითხა მოწმის სახით.

 

სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-----------–--–---–-ა და განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო კ---------7--0--1--4-- – საბაზრო ღირებულება 2018 წლის ივლისის თვისათვის შეადგენდა - 1 მ2 - 80.00 ლარს. შესაბამისად, 794 მ2-ის ღირებულება შეადგენდა - 63520.00 (სამოცდასამიათასხუთასოცი) ლარს. მოწმის განმარტებით, მისული იყო ადგილზე, შეისწავლა მიწის ნაკვეთი, მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრა საბოლოო ღირებულება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის დეკემბრიდან - 2----–-–-----------------დე იხდიდა სასჯელს. მ--–-----------–---–ი გაიცნო სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, რომელთანაც აქვს მეგობრული ურთიერთობა. მ--–-----------–---–ი დაუკავშირდა სასჯელაღსრულების N------–-------–--იდან, რომელმაც უთხრა, რომ გ-----------------ს აინტერესებდა მიწის ნაკვეთი სამშენებლო იყო თუ სასოფლო-სამეურნეო. მისცა ტელეფონის ნომერი და სთხოვა მისულიყო და გაერკვია მიწის ნაკვეთი სამშენებლო იყო თუ სასოფლო-სამეურნეო. მ--–-----------–---–ის მიერ გადაცემულ ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდა ქალბატონს და შეუთანხმდა შეხვედრაზე. შეხვდა ქალბატონს და მის შვილს. აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მას მოლაპარაკება არ უწარმოებია, არც თანხა შეუთავაზებია და არც ის უთქვამს, რომ მყიდველი არსებობდა. მას არც კლიენტი მოუძებნია. მან მხოლოდ გაარკვია მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი, რომელიც გააგებინა მ--–-----------–---–ს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-----–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ--–-----------–---–მა უთხრა, რომ უნდოდა გ---------თან მდებარე მიწის ნაკვეთის ლომბარდში ჩადება და სთხოვა გაყოლოდა. მივიდნენ ქ-----–----------ში მდებარე ლომბარდში, სადაც დახვდათ სამი ქალბატონი, რომლებსაც გადასცეს საბუთები და წამოვიდნენ. მოგვიანებით მ--–-----------–---–ისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ დაალომბარდა მიწის ნაკვეთი. მ--–-----------–---–ს უთხრა, რომ მასაც უნდოდა ს------–- მდებარე მიწის ნაკვეთის ლომბარდში ჩადება და სთხოვა დახმარება. საჯარო რეესტრიდან ამოიღო მიწის ნაკვეთის ამონაწერი, რომელიც გადასცა მ--–-----------–---–ს. მ--–-----------–---–მა დატოვა საბუთები და ელოდებოდა, რომ ასულიყვნენ და ენახათ მიწის ნაკვეთი. მოგვიანებით დაუკავშირდა მ--–-----------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ მიწის დათვალიერება უნდოდათ. ქ-----–----- წამოვიდნენ სამი ქალბატონი, ისინი იყვნენ თავისი მანქანით, რომლის სერია და ფერი არ ახსოვს, ხოლო თავად დახვდნენ ხ-–----–- და წავიდნენ მიწის დასათვალიერებლად. დაათვალიერეს მიწის ნაკვეთი და წავიდნენ, ელოდებოდა დაკავშირებას, მაგრამ არავინ დაკავშირებია. მ--–-----------–---–ს ვერ უკავშირდებოდა, რის გამოც მის ძმაკაცს - ზ--------------ეს სთხოვა გაყოლოდა ლომბარდში. მივიდნენ საჯარო რეესტრში, ამოიღეს ახალი ამონაწერი და მივიდნენ ლომბარდში, სადაც განუმარტეს, რომ დაუმტკიცდა 600 აშშ დოლარი, რაზეც უარი უთხრა. ლომბარდში მომუშავე ქალბატონმა - თ-------–-–---–მა უთხრა, რომ მ--–-----------–---–ისთვის გადაეცა, რომ გადაეხადა პროცენტი, ძალიან კარგი მიწის ნაკვეთი იყო გ---------ში და არ დაეკარგა, რადგან იყიდებოდა. მოწმის ჩვენებით, იგი ნ----------------ს და გ-----------------ს არ იცნობს.

 

2018 წლის 18 მაისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგინდა, რომ ყ--------------------------–------------ში მდებარე მიწის ნაკვეთის ს/კ; N7--0--1--4-- მესაკუთრეა - ნ----------------ი.

 

2018 წლის 24 ივლისის რწმუნებულებით/მინდობილობით დადგინდა, რომ ნ----------------მა მ--–-----------–---–ს მიანიჭა შემდეგი სახის უფლებამოსილება: 1.რწმუნებული უფლებამოსილია მართოს და განკარგოს მარწმუნებლის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს მისამართზე: რ----------------------------ი, ს/კ; N7--0--1--4--- კერძოდ: გაყიდოს, გაცვალოს, გააჩუქოს, გადაიფორმოს საკუთარ სახელზე, დატვირთოს იპოთეკით ან გააუქმოს იპოთეკური ვალდებულება. ყველა შემთხვევაში განსაზღვროს თანხა, ვადა და სხვა სახელშეკრულებო პირობები თავისი შეხედულებისამებრ, შეკრიბოს ამისთვის ყველა საჭირო დოკუმენტი, მარწმუნებულის სახელით ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებს, მათ შორის იმ უფლებით, რომ დადოს გარიგება საკუთარ თავთან, აწარმოოს ყველა გარიგების გაანგარიშება, მიიღოს ნასყიდობის თანხა, ამ მიზნით იყოს მარწმუნებლის წარმომადგენელი ნებისმიერ სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, სანოტარო ბიუროში, საჯარო რეესტრში, მოიპოვოს და ჩააბაროს საჭირო ცნობები და დოკუმენტები და შეასრულოს ნებისმიერი სხვა მოქმედება, რაც დაკავშირებულია ამ დავალებასთან და გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით.

 

2018 წლის 27 ივლისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგინდა, რომ ყ--------------------------–------------ში მდებარე მიწის ნაკვეთის ს/კ; N7--0--1--4-- მესაკუთრეა - დ----------------–---–ი.

 

2019 წლის 10 იანვრის ამოღების ოქმით დადგინდა, რომ ქ------–--–---------- გ-------–---–------------------ში მდებარე სანოტარო ბიუროდან ამოღებული იქნა 2018 წლის 24 ივლისს ნ----------------ის მიერ მ--–-----------–---–ის სახელზე გაფორმებული მინდობილობის დედანი.

 

2018 წლის 24 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგინდა, რომ ხელშეკრულება გაფორმდა ნ----------------ის წარმომადგენელ - მ--–-----------–---–სა და დ----------------–---–ს შორის, რომლის საფუძველზე დ----------------–---–მა შეიძინა ყ--------------------------–------------ში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი, ფართობი: 794,00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 7--0--1--4--- რის სანაცვლოდ გადაიხადა 12 000 ლარი.

 

2019 წლის 11 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ საქართველოს შსს ქ------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------- განყოფილების გამომძიებლის თ----–------–------–---–ის მიერ გახსნილი და დათვალიერებულ იქნა ლაზერული დისკი. მობილური ტელეფონის ნომერი: 9--------------, ინფორმაციით მის მფლობელად მითითებულია ორი პიროვნება: 1. ლ------------–---–--, დ------.0-.1---------------, აქტიურია 02.02.2018 წ. 14:38:52 საათი. 2. ბ-------------ე, დაბ: 26.0-.1---–. პ--------------, აქტიურია 05.10.2018 წ 12:42:18 საათი; პერიოდი 05.10.2018-დან 29.1--2018-მდე. ამ პერიოდის ჩათვლით ტელეფონის ნომერზე 9--------------, რომელიც მოთავსებული იყო 3-------------- იმეი კოდის მქონე მობილური ტელეფონში, დაფიქსირებულია სხვადასხვა ნომრებზე სხვადასხვა დროსა და პერიოდში შემავალი და გამავალი ზარი, მათ შორის 5----------- ნომერზე 2018 წლის 5 ოქტომბრიდან 2018 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით დროის სხვადასხვა მონაკვეთებში ფიქსირდება სატელეფონო კავშირი. დათვალიერებისას ასევე გაირკვა, რომ 9-------------- ტელეფონის ნომერი 5----------- ტელეფონის ნომერთან კავშირის დროს ფიქსირდება მუდმივად გ------------------- ტერიტორიაზე. მეორე ფაილში სახელწოდებით 5----------- მობილური ტელეფონის ნომერი: 9955-----------, ინფორმაციით მის მფლობელად მითითებულია ერთი პირი თ-----------ე, დაბ: 19.04.1---, პ--------------, დ--–------------–----–---ა. პერიოდი 15.09.2018-დან 09.1--2018-მდე. ამ პერიოდის ჩათვლით ტელეფონის ნომერზე 9955-----------, რომელიც მოთავსებული იყო 3-------------- იმეი კოდის მქონე მობილური ტელეფონში, დაფიქსირებულია სხვადასხვა ნომრებზე სხვადასხვა დროსა და პერიოდში შემავალი და გამავალი ზარი, თუმცა საქმისათვის მნიშვნელოვან ტელეფონის ნომერზე 9-------------- სატელეფონო კავშირი არ ფიქსირდება. მესამე ფაილში სახელწოდებით: 5-----------. მობილური ტელეფონის ნომერი: 9955-----------, ინფორმაციით მის მფლობელად მითითებულია ორგანიზაცია - ს---------–----------–---------------- ს------------, მის: თბილისი, კ-------------------- პერიოდი 01.05.2018-დან 29.1--2018-მდე. ამ პერიოდის ჩათვლით ტელეფონის ნომერზე 9955-----------, რომელიც მოთავსებული იყო 3-------------- იმეი კოდის მქონე მობილური ტელეფონში, დაფიქსირებულია სხვადასხვა ნომრებზე სხვადასხვა დროსა და პერიოდში შემავალი და გამავალი ზარი, მათ შორის 5----------- ნომერზე 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით დროის სხვადასხვა მონაკვეთებში ფიქსირდება სატელეფონო კავშირი. დათვალიერებისას ასევე გაირკვა, რომ 9955----------- ტელეფონის ნომერი 5----------- ტელეფონის ნომერთან კავშირის დროს ფიქსირდება მუდმივად თბილისში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა მ--–-----------–---–მა განმარტა, რომ 2016 წლიდან იხდიდა ს------–------- მ--------–-------–--აში. 2017 წელს დაწესებულებაში მიიყვანეს ს----------------ე და გ-----------------ი, რომლებსაც დაუმეგობრდა. გ-----------------ს არ ერიცხებოდა თანხა, დაუგროვდა ვალი 2000 ლარამდე, რომელიც თავად გადაუხადა. გ-----------------ი პირდებოდა, რომ მისი მეუღლის ოჯახს ჰქონდა მიწის ნაკვეთი, რომელსაც გაყიდდა და ვალს დაუბრუნებდა. გ-----------------ი უკავშირდებოდა მეუღლეს, რომელიც ეუბნებოდა, რომ გამზადებული იყო საბუთები. გ-----------------ი დაუკავშირდა მაკლერს მ--------------ეს, რომელმაც მოსთხოვა საკადასტრო კოდის წარდგენა. გ-----------------ის თხოვნით დაუკავშირდა ს----------------ეს, რომელსაც სთხოვეს მისულიყო გ-----------------ის ოჯახში და გაერკვია რა საბუთები იყო საჭირო, რა სახის მიწის ნაკვეთი იყო და გამოერთვა საკადასტრო კოდი, თუმცა აღნიშნული საუბრიდან დაახლოებით 5-6 საათში დაუკაშირდა ს----------------ეს და სთხოვა აღარ მისულიყო ინფორმაციის გასაგებად. ს----------------ემ მას რა უპასუხა, არ მოუსმენია. აღნიშნულის თაობაზე უთხრა გ-----------------საც. მარტის თვეში გამოვიდა პენიტენციური დაწესებულებიდან. გ-----------------მა სთხოვა დახმარებოდა ადვოკატის აყვანაში. დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ დაუკავშირდა ნ----------------ი, რომელმაც უთხრა, რომ გ-----------------ის მეუღლე იყო და უნდოდა მასთან პირისპირ შეხვედრა, რაზეც დათანხმდა. იგი შეხვდა გ-----------------ის მეუღლეს ნ----------------ს და მის ძ---------------------- ს--------–---დებარე მეტროსთან. ნ----------------მა უთხრა, რომ გ-----------------ის უნდოდა მასთან საუბარი, რომელმაც საუბრისას სთხოვა 1000 ლარის სესხად გადაცემა. შემდეგ გ---------ამოვიდა პენიტენციური დაწესებულებიდან, დაუკავშირდა და შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ მიწის ნაკვეთი უნდა გაეყიდა, 500 ლარი სჭირდებოდა ბავშვის დაბადების დღისთვის და ერთიანად დაუბრუნებდა თანხას. შეიძინეს პროდუქტები და ავიდნენ სახლში, სადაც დახვდა ნ----------------ი, ბავშვს კი ეძინა თავის საძინებელში. გ-----------------მა დაათვალიერებინა ოთახები, 2-3 ჭიქა მიირთვა და წავიდა. 16 მაისს ი----------------ი დაუკავშირდა ტელეფონზე, რომელმაც უთხრა, რომ დედამისს სამსახურიდან ჰქონდა აღებული 500 ლარი და სთხოვა მიწის გაყიდვამდე ესესხებინა, რის გამოც გადასცა თანხა. ი----------------ს ორჯერ მისცა 350 ლარი. 2 ივნისს დაუკავშირდა ი----------------ი, რომელსაც გადასცა 700 ლარი. 100 ლარი მინდობილობის გაკეთებისას გამოართვა. ჯამში 8750 ლარი გადასცა ი----------------ს და გ-----------------ს. თავად ვაჭრობდა და ჰქონდა შემოსავალი. თანხებს აძლევდა იქედან გამომდინარე, რომ თ-----------ე დაუკავშირდა და უთხრა, არანაირი პრობლემა არ იყო და მისი იმედი ჰქონოდა, რის გამოც ენდობოდა. ივნისის თვეში ი----------------მა სთხოვა ეპოვა კლიენტი, მიწის ნაკვეთს დაალომბარდებდა და მის ვალს გაუსტუმრებდა. ქ-----––- ყოფნისას დაინახა წარწერა ყიდვა-გაყიდვის სააგენტო და მითითებული იყო ტელეფონის ნომერი. მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდა და აუხსნა, რომ ყ--------------------------–------------ში მდებარე მიწის ნაკვეთის დალომბარდება სურდა. მათ განუმარტეს, რომ მიეწოდებინა საკადასტრო კოდი, გადაამოწმებდნენ და შეატყობინებდნენ პასუხს. მიაწოდა საკადასტრო კოდი, რის თაობაზეც აცნობა ი----------------საც და ელოდებოდა პასუხს. შემდეგ დაუკავშირდა თ-------–-–---–ი, რომელიც დაინტერესდა მიწის ნაკვეთი ხომ იყო დატვირთული იპოთეკით, რაზეც უარი უთხრა. თ--- განმარტებით, თანხას ელოდებოდა და დაუკავშირდებოდა. მოგვიანებით დაუკავშირდა და მოითხოვა მიწის ნაკვეთის ნახვა. გ----–- იყო იმ დროს, დაუკავშირდა ი----------------ს და უთხრა აღნიშნულის თაობაზე. ი----------------მა უთხრა, რომ აჩვენებდა მიწის ნაკვეთს და როდესაც დაუკავშირდებოდნენ, თავად ეჩვენებინა კლიენტისათვის ეს მიწის ნაკვეთი, რაზეც დათანხმდა. მივიდნენ და ნახა სად მდებარეობდა მიწის ნაკვეთი. ამის შემდეგ დაუკავშირდა თ-------–-–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ ფული ჰქონდა და მიწის ნაკვეთის ნახვა უნდოდა. მიწის სანახავად იყვნენ თავად, თ-------–-–---–ი, დ----------------–---–ი, ნ-----–-------ე, მისი თანამშრომელი ქალბატონი და ვიღაც კაცი. მან აჩვენა მიწის ნაკვეთი, ვიღაცას სურათი გადაუგზავნეს და უთხრეს, რომ პასუხს გააგებინებდნენ. შემდეგ დაუკავშირდნენ დ უთხრეს, რომ მხოლოდ 4000 აშშ დოლარი ჰქონდათ. თავად დაუკავშირდა ი----------------ს და აცნობა, რომ მხოლოდ 4000 აშშ დოლარი ჰქონდათ და როგორ მოქცეულიყო. ი----------------მა უპასუხა, რომ თავად თუ ენდობოდა მათ, არანაირი პრობლემა არ იყო. შემდეგ ი----------------ი დაუკავშირდა და სთხოვა შეხვედრა, შეხვდა დ-------–-- რომელმაც მოთხოვა პირადობის მოწმობის გადაცემა. ჰკითხა რად უნდოდა მისი პირადობის მოწმობა, რაზეც უპასუხა, რომ მის დას გააკეთებინებდა მინდობილობას და თავად მოეგვარებინა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული საკითხები. ი----------------მა გამორთვა პირადობის მოწმობა და 100 ლარი და წავიდა. მოგვიანებით დაიბარეს სანზონაში, სადაც უნდა გაეფორმებინათ მინდობილობა, მაგრამ ი----------------მა განუმარტა, რომ მისი სიძე იყო ნასვამ მდგომარეობაში და არ გამოუშვა მისი და სახლიდან. ი----------------მა უთხრა, ვინაიდან „იქიდან შენ არანაირი თანხა არ გრჩება, გენდობი მ--–----, ამხელა გზაზე რომ არ იაროო და შემდეგ გადმორიცხე თანხა, რაც იქნებაო.“ თ-------–-–---–ს დაუკავშირდა ტელეფონით, რომელმაც უთხრა, რომ საჯარო რეესტრში მისულიყო, სადაც დახვდა ნ-----–-------ე, თ-------–-–---–ი, მ---------------- იყო გასული, თ-------–-–---–იც გავიდა და მიიტანეს ფული. მან იცოდა, რომ ნოტარიუსთან ფორმდებოდა იპოთეკა. თ-------–-–---–მა უთხრა, რომ იპოთეკა რომ კეთდებოდა ნოტარიუსში, ესე არ კეთდება და ჩვეულებრივი ნასყიდობა კეთდებაო, აღნიშნულ ფულს თავისი პროცენტიანად დააბრუნებ და არანაირი პრობლემა არ შეგექმნებაო. ასევე განუმარტა დ----------------–---–მაც. საჯარო რეესტრიდან დაუკავშირდა ი----------------ს, რომელსაც აუხსნა სიტუაცია. ი----------------მა უთხრა, იცნობდა თუ არა ამ პიროვნებებს და იყო თუ არა პრობლემა, რაზეც უთხრა, რომ არ იცნობდა და არ იცოდა. 24 ივნისს გაფორმდა მინდობილობა, რომლის გამოყენებით გააფორმა ხელშეკრულება და ნ-----–-------ემ გადასცა 3130 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხიდან 480 დოლარი დატოვეს საშუამავლო და პროცენტი, 280 პროცენტის სახით, 110 აშშ დოლარი ხარჯებისთვის და დაახლოებით 70 ლარამდე გადასცეს მას. აღნიშნული თანხიდან ნ----------------ს ჩაურიცხა 400 ლარი, 700 ლარი ლ-–---------–---–ის ვალი გადაიხადა, 100 ლარი ფინანსურ პოლიციაში ყოფნის დროს გადაურიცხა, რადგან უნდა ჩაეყვანათ მაკლერი და მიწა უნდა გადაეფორმებინათ უკან, 800 ლარი ჩაურიცხა ნ-------------------ს. მეორე დღეს დაუკავშირდა გ-----–----ე, რომელმაც უთხრა, რომ ს------–- ჰქონდა მიწის ნაკვეთი და იპოთეკით უნდოდა დატვირთვა. დაუკავშირდა თ-------–-–---–ს, ავიდნენ ს------–-, შეახვედრა გ-------- და მიწის ნაკვეთიც აჩვენეს. მიწის გაყიდვის შედეგად აღებული თანხა სულ მისი ვალების დაფარვას სჭირდებოდა. ნ--------------------ი დაუკავშირდა და სთხოვა ფული ესესხებინა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რის შემდგომ 630 ლარი ჩაურიცხა. მიწის ნაკვეთი იპოთეკით რომ უნდა დატვირთულიყო, შეთანხმებული იყო ბ-------------- მთელ ოჯახთან, აღებული თანხით უნდა დაფარულიყო მისი ვალი. ი----------------ს უნდა გადაეხადა ძირი თანხა, რომელიც კლიენტს ელოდებოდა და შემდეგ უნდა გაეყიდა ეს მიწის ნაკვეთი. თ-------–-–---–ი უკავშირდებოდა და სთხოვდა პროცენტის თანხის გადახდას. იგი თავის მხრივ ურეკავდა ი----------------ს და სთხოვდა გადაეხადა პროცენტის თანხა, თუმცა ი----------------ი თანხას არ იხდიდა.

 

სასამართლო ბრალდებულის მიერ მიცემულ ჩვენებას და მის პოზიციას წარდგენილ ბრალდებაში მისი უდანაშაულობის თაობაზე ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მისი ჩვენება არ გამომდინარეობს საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, პირიქით წინააღმდეგობაშია მათთან.

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით

 

დაზარალებულის: ნ----------------ის ჩვენებით დგინდება, რომ მ--–-----------–---–ის მიერ თანხის თაღლითურად დაუფლებით მას მიადგა დაახლოებით 63 600 ლარის დიდი ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი.

აღნიშნული გარემოება დადასტურდა მოწმე თ-----------ის ჩვენებითაც.

 

2019 წლის 14 თებერვლის სასაქონლო ექსპერტიზის N-------------ითა და მოწმის სახით დაკითხული მ-----------–--–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო კ---------7--0--1--4-- - საბაზრო ღირებულება 2018 წლის ივლისის თვისათვის შეადგენდა - 63 520.00 ლარს;

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, არაერთგზის:

 

2015 წლის 24 ნოემბრის გ----------- რაიონული სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ მ--–-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ----------------–-–---–ის მიმართ ჩადენილი თაღლითობის ეპიზოდში) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე; მ--–-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შ---------------–---–ის მიმართ ჩადენილი თაღლითობის ეპიზოდში) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მ--–-----------–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარი. მსჯავრდებულ მ--–-----------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 1 მარტიდან.

 

2----–-–------------ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენით გ----------- რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

 

2018 წლის 30 მარტის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს N---------- გადაწყვეტილებით, მ--–-----------–---–ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე 1 წლით, 5 თვით და 2 დღით ადრე. მ--–-----------–---–ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 30 მარტს.

 

2018 წლის 31 დეკემბრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ქ-------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------–-–-------------------–---------------ლისადმი მიმართვით დგინდება, რომ გ----------- რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი მ--–-----------–---–ის (---------------- მიმართ ჯარიმის 2000 ლარის დაკისრების თაობაზე, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სახელდობრ:

 

დაზარალებულ: ნ----------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ ბრალდებული მ--–-----------–---–ი მასთან და მისი ოჯახის წევრებთან შევიდა ნდობაში, დაარწმუნა, რომ დაეხმარებოდა მიწის ნაკვეთის გაყიდვაში, რის გამოც მას გადასცა მინდობილობა ქონების სრული განკარგვის უფლებით. აღნიშნული გარემოებით ისარგებლა მ--–-----------–---–მა და მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი მოტყუებით გაასხვისა დ----------------–---–ზე.

 

აღნიშნული გარემოებები დადასტურდა დაზარალებულის ოჯახის წევრების: თ-----------ის, ი----------------ის და ნ-------------------ის ჩვენებებით.

 

საქმეზე გამოკვლეული მინდობილობით დადგინდა, რომ დაზარალებულმა ნ----------------მა მ--–-----------–---–ს მიანდო მისი ქონების გასხვისების უფლება.

 

საქმეზე გამოკვლეული ხელშეკრულებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 12 000 ლარად გაასხვისა დაზარალებულის კუთვნილი მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთის შეძენის ფაქტი დადასტურდა ასევე დ----------------–---–ისა და თ-------–-–---–ის ჩვენებებით.

 

რაც შეეხება ბრალდებულის ჩვენებას და მის პოზიციას წარდგენილ ბრალდებაში მისი უდანაშაულობის თაობაზე, აღნიშნულს სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ თითქოსდა გ-----------------ს ჰქონდა მისი ვალი. ისინი შეთანხმებდნენ, რომ გაყიდდა მისი მეუღლის სახელზე რეგისტირებულ მიწის ნაკვეთს და ამ გზით დაუბრუნებდა ვალად არსებულ თანხას. სასამართლო განმარტავს, რომ მოწმეებმა: ნ----------------მა, გ-----------------მა, თ-----------ემ, ი----------------მა და ნ-------------------მა კატეგორიულად გამორციხეს მათი მხრიდან რაიმე ვალისა და ფინანსური ვალდებულების არსებობა მ--–-----------–---–ის მიმართ. პირიქით, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მათ განმარტეს, რომ ჰქონდათ რა ფინანსური პრობლემები, სურდათ მიწის ნაკვეთის გასხვისება და ამ გზით მიღებული თანხით მათი ფინანსური ვალდებულებების გასტუმრება. ბრალდებულმა ისინი მოატყუა, შევიდა მათთან ნდობაში და მოტყუებით მიიღო სხვისი ქონებრივი უფლება, რის საფუძველზეც შემდგომ მართლსაწინააღმდეგოდ, საკუთარი შეხედულებით გაასხვისა დაზარალებულის კუთვნილი მიწის ნაკვეთი. ამასთან, მითითებულმა მოწმეებმა ერთმნიშვნელოვნად და კატეგორიულად დაადასტურეს, რომ სურდათ ყ--------------------------–------------ში მდებარე მიწის ნაკვეთის გასხვისება და არა მიწის იპოთეკით დატვირთვა, რადგან ისედაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფებს არ სურდათ ფინანსური ვალდებულებების დამატება.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი შეცდომაში შეიყვანეს დ----------------–---–მა და თ-------–-–---–მა და დაარწმუნეს, რომ აღარ ფორმდებოდა იპოთეკის ხელშეკრულება და უნდა გაფორმებულიყო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. სასამართლო განმარტავს, რომ დ----------------–---–მა და თ-------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას უარყვეს მსგავსი ფაქტის არსებობა. მოწმეებმა განმარტეს, რომ მხარეთა შორის თავიდანვე მიმდინარეობდა მოლაპარაკება მიწის ნაკვეთის შეძენის თაობაზე და არა იპოთეკით დატვირთვაზე. მითითებულმა მოწმეებმა განმარტეს, რომ მიწის ნაკვეთის შეძენის სანაცვლოდ მ--–-----------–---–ს დ----------------–---–მა გადაუხადა 12000 ლარი და ა------ მ-----–---–ის მიერ მითითებული 3130 დოლარი. მათვე განმარტეს, რომ მ--–-----------–---–მა მათ განუცხადა, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე იყო მისი ძმის მეუღლე, რომელსაც ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი და ვერ ახერხებდა უშუალოდ ჩამოსვლას, რის გამოც მინდობილობა გადასცა მ--–-----------–---–ს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და ფაქტობრივი გარემოებების აღწერის თვალსაზრისით სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. საგულისხმოა ის გარემოებაც, მითითებულმა მოწმეებმა თანმიმდევრულად აღწერეს მომხდარი დანაშაულებრივი შემთხვევის დეტალები და განვითარებული მოვლენების დინამიკა. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები არის უტყუარი, თანმიმდევრული, დამაჯერებელი და არ არსებობს მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

ამასთანავე, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარეს სასამართლოს წინაშე არ წარმოუდგენია ბრალდებულის პოზიციის დამადასტურებელი რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რითაც ეჭვქვეშ დადგებოდა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ მტკიცებულებათა უტყუარობა.

 

რაც შეეხება მოწმეების: ს----------------ისა და გ-----–----ის ჩვენებებს, მათ ჩვენებებს სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს, რადგან ს----------------ე არის ბრალდებულის მეგობარი, ხოლო გ-----–----ე მისი ნათესავი და ბუნებრივია ისინი დაინტერესებულნი არიან მ-------–---–-სათვის პასუხისმგებლობის თავის არიდებით. ამასთან, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით და წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან, კერძოდ: მ--–-----------–---–მა განმარტა, რომ ს----------------ეს მან სთხოვა მხოლოდ მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდისა და დანიშნულების გარკვევა, ხოლო შემდეგ დაურეკა და სთხოვა, აღარ მისულიყო ინფორმაციის გასაგებად. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ს----------------ისა და მ--–-----------–---–ის ჩვენებები ამ ნაწილში არ არის თანმიმდევრული, ს----------------ემ არ დაადასტურა ის გარემოება, რ------ მ-----–---–მა მას დაურეკა და სთხოვა აღარ მოეპოვებინა ინფორმაცია. ამავდროულად, საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა: ნ-------------ის ოჯახის წევრებმა, რომლებმაც სასამართლოს მისცეს თანმიმდევრული და ერთმანეთთან შეთანხმებული ჩვენებები, ერთმნიშვნელოვნად განმარტეს, რომ ს----------------ე მათ გაეცნო, როგორც საშუამავლო საქმიანობით დაკავებული პირი, რომელსაც ჰყავდა მიწის ნაკვეთის შეძენის მსურველი კლიენტები.

 

რაც შეეხება მოწმე გ-----–----ის მიერ მიცემულ ჩვენებას, სასამართლო განმარტავს, რომ მოწმე გ-----–----ისათვის არ არის ცნობილი რა სახის მოლაპარაკებები ი------ მ-----–---–სა და ნ-------------- ოჯახის წევრებს შორის სადავო მიწის ნაკვეთთან მიმართებაში, მოწმემ დაადასტურა, რომ მას ვითომდა თ-------–-–---–მა განუცხადა, რომ მ--–-----------–---–ს გადაეხადა გ---------ში მდებარე მიწის ნაკვეთის გამო გარკვეული პროცენტები, თუმცაღა თ-------–-–---–მა კატეგორიულად უარყო ასეთი საუბრის არსებობა და განმარტა, რომ მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვასა, ან შემდგომი გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის გაფორმებაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი. დ----------------–---–მა შეიძინა აღნიშნული მიწის ნაკვეთი და სხვა რაიმე გარიგებაზე საუბარი არ ყოფილა. ეს გარემოება დაადასტურა ასევე მოწმის სახით დაკითხულმა დ----------------–---–მაც.

 

შესაბამისად, ზემოთგანხილული მტკიცებულებების შეფასების შემდგომ სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული მ--–-----------–---–ი წინასწარი განზრახვით დაუახლოვდა დაზარალებულის ოჯახს, მოიპოვა მათი ნდობა, ნ----------------ისთვის უძრავი ქონების რეალიზაციის მომსახურების გაწევის მიზნით დაუკავშირდა ი----------------ს, რომელსაც შესთავაზა ყ--------------------------–------------ში (ს/კ 7--0--1--4--- საერთო ფართი 794 კვ.მ) მდებარე ნ----------------ის კუთვნილი უძრავი ქონების გაყიდვაში დახმარება. ამისათვის, 2018 წლის 24 ივლისს, ნ----------------ისგან მოტყუებით მიიღო ამ უკანასკნელის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ქონებრივი უფლება, მინდობილობა ქონების სრული განკარგვის უფლებით, რის საფუძველზეც 2018 წლის 24 ივლისს მ--–-----------–---–მა ნ----------------ის უძრავი ქონება გაასხვისა დ----------------–---–ზე და დაზარალებულის კუთვნილი ქონება განკარგა პირადი შეხედულებით.

 

ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მ--–-----------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები საქმესთან მათი დასაშვებობის, რელევანტურობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ--–-----------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად ისჯება თაღლითობა, ე.ი. ქმედება, რაც გამოიხატება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლებაში ან ქონებრივი უფლების მიღებაში. აღნიშნული შემადგენლობა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: 1. სხვისი მოტყუება, 2. სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება, 3.მისაკუთრების მიზანი. მოცემული ნიშნების არსებობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ქმედების - თაღლითობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები არსებობს.

 

იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს, როგორც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, საჭიროა არსებობდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე მესაკუთრე იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს. იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც საქმეზე იქნა გამოკვლეული, დადასტურებულია, რომ მ--–-----------–---–მა მოტყუებით მიიღო ნ----------------ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ქონებრივი უფლება, რის საფუძველზე, დაზარალებულს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, დიდი ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 63 520.00 ლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა არაერთგზის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 24 ნოემბრის გ----------- რაიონული სასამართლოს განაჩენით მ--–-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ----------------–-–---–ის მიმართ ჩადენილი თაღლითობის ეპიზოდში) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე; მ--–-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შ---------------–---–ის მიმართ ჩადენილი თაღლითობის ეპიზოდში) და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მ--–-----------–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი. მსჯავრდებულ მ--–-----------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 1 მარტიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–------------ის განაჩენით გ----------- რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

2018 წლის 30 მარტის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს N---------- გადაწყვეტილებით, მ--–-----------–---–ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე 1 წლით, 5 თვით და 2 დღით ადრე. მ--–-----------–---–ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 30 მარტს.

 

2018 წლის 31 დეკემბრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მიერ ქ-------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------–-–-------------------–---------------ლისადმი მიმართვით დგინდება, რომ გ----------- რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი მ--–-----------–---–ის (---------------- მიმართ, ჯარიმის 2000 ლარის დაკისრების თაობაზე, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში რეგისტრირებული არ არის.

 

შესაბამისად, ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის მომენტისათვის მ--–-----------–---–ი იმყოფებოდა რა პირობითი მსჯავრის ქვეშ სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კვლავ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და მ--–-----------–---–ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ--–-----------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით დიდი ოდენობით, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ--–-----------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლითაც ბრალდებულს მსჯავრი უნდა დაედოს, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ბრალდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებზე, ქმედების ჩადენის ანგარებით მოტივზე, ბრალდებულის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე (ბრალდებულის მტკიცე სურვილზე, მისწრაფებაზე მოტყუებით მიეღო დაზარალებულის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ქონებრივი უფლება), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათზე (ჩადენილია ეკონომიკური - საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხზე. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების ერთობლივად შეფასების შედეგად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მ--–-----------–---–ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

ამასთანავე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მ--–-----------–---–ის მიერ მისთვის შერაცხული განზრახი დანაშაული ჩადენილი იქნა პირობით გამოსაცდელ ვადაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მის მიმართ პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს და მას სასჯელი უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ მ--–-----------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით, ხოლო საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, განაჩენთა ერთობლიობისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, რაც დროსაც ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

 

ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- 2019 წლის 26 თებერვლის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით მოპოვებული კომპიუტერული დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ--–-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–------------ის განაჩენისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს N---------- გადაწყვეტილების საფუძველზე დანიშნული პირობითი მსჯავრი.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–------------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სასჯელი) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ--–-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

4. მ--–-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 დეკემბრიდან.

5. მ--–-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

6. - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–--------------------------ით ქონებაზე დადებული ყადაღა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ყადაღა მოეხსნას: დ----------------–---–ის კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე ყაზბეგის რაიონის--------–-----------–- (--- 7--0--1--4-----------------------------------

 

7. ნივთიერი მტკიცებულება:

- 2019 წლის 26 თებერვლის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით მოპოვებული კომპიუტერული დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი