გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1019-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. მც-----
მცხეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ბადრი შონია
სხდომის მდივანი - ზ---- შველიძე
მოსარჩელე - შპს ,,სი-–------------–----’’
წარმომადგენელი - თ----- ჟუ–-----ე, ა------ გო-----–---–ი
მოპასუხე - შპს ,,სე-–--------------–----–-’’
წარმომადგენელი - ქ------- მა--------–ი, ბ------ რა--–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,ს--–--------------–----–ს’’ მოსარჩელე შპს ,,სი-–------------–----ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს თანხის 2265 ევროს (6932,26 ლარის) გადახდა;
სარჩელის საფუძვლები:
შპს ,,ს--–------------–----ა’’ და მოპასუხეს შპს ,,სე-–--------------–----–-’’ შორის დაიდო ექსპედიციის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ერთის მხრივ მოსარჩელე ვალდებული იყო კვ------------------დან (იტალია) გადაეზიდა ტვირთი მც-----ში (საქართველო), ხოლო მეორეს მხრივ, მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა 2180 ევროს ექვივალენტი ლარში, ჩარიცხვის დღეს მოქმედი ეროვნული ბანკის კურსით. ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2017 წლის 10 აგვისტოს, მოხდა ტვირთის გადაზიდვა. მიუხედავად ამისა, მოსარჩელის მიერ გამოწერილი ინვოისის თანხა (2180 ევრო ტვირთის გადაზიდვისათვის, 85 ევრო სხვა ხარჯები) მოპასუხეს არ გადაუხდია.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. წარმოდგენილი შესაგებლით შპს ,,ს--–--------------–----–მა’’ სარჩელი არ ცნო. მოპასუხე სადავოდ არ ხდის მისი კუთვნილი ტვირთის მიტანას საწყობის მისამართზე. მოპასუხის მიერ სადავო არის გამხდარი ტვირთზე განბაჟების პროცედურების გავლა. შესაგებელში მითითებულია, რომ შპს ,,სე-–--------------–----–-ს’’ დირექტორმა მინდობილობა გასცა შპს ,,სი-–------------–----ს’’ თანამშრომელზე, დ----- ხუ--–--–--აზე. მინდობილობის თანახმად, დ----- ხუ--–--–--ას მიენიჭა უფლებამოსიება მიეღო შპს ,,სე-–--------------–----–-ს’’ კუთვნილი ტვირთი და განეხორციელებინა საბაჟო და სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა, მათ შორის ფინანსური ანგარიშსწორება დღგ-ს ანგარიშფაქტურების ჩათვლით. დ----- ხუ--–--–--ას არ შეუსრულებია დაკისრებული ვალდებულება, არ განახორციელა საბაჟო და სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებული მომსახურება. ტვირთი საერთოდ არ წარადგინა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ისე განახორციელა ტვირთის იმპორტი და ტრანსპორტირება საწყობში, რამაც გამოიწვია მოპასუხის დაჯარიმება 8826 ლარით.
მოპასუხე შპს ,,სე-–--------------–----–-ს’’ წარმომადგენელმა სასამართლო მთავარ სხდომაზე მოსარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ (50%-ით). (იხ. 2019 წლის 19 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 16:42:24 სთ).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 13 ივლისს, შპს ,,ს--–------------–----ა’’ და შპს ,,ს--–--------------–----–ს’’ შორის გაფორმდა N A------------ ექსპედიციის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დამკვეთს შპს ,,ს--–------------–----’’ შპს ,,სე-–--------------–----–-ს’’ კუთვნილი ტვირთი 40 მშრალი კონტეინერი კვ------------------დან (იტალია) უნდა გადაეზიდა მც-----ში. ხელშეკრულების თანახმად, მთლიანი შეთანხმებული თანხა შეადგენდა 2180 ევროს, თანხის ანაზრაურების ვადა კი მიწოდებიდან 20 დღეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი
- დაზუსტებული შესაგებელი
- 2017 წლის 13 ივლისის N A------------ ხელშეკრულება
3.1.2. მხარეებს შორის სადავო არ არის ის ფაქტი, რომ 2017 წლის 10 აგვისტოს, ტვირთი შევიდა ბ------ის საზღვაო ტერმინალში, ხოლო ამავე დღეს მოხდა ტვირთის მიტანა საწყობის მისამართზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
- შპს ,,სე-–--------------–----–-ს’’ დირექტორის განმარტებითი წერილი
3.1.3. შპს ,,ს--–--------------–----–ს’’, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად კი დაეკისრა ჯარიმა 7825 ლარის ოდნეობით. გადაზიდვის განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით და ამავე კოდექსის 289-ე მუხლის 31-ე ნაწილის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი
- დაზუსტებლი შესაგებელი
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
შპს ,,ს--–------------–---მა’’ შპს ,,ს--–--------------–----–ს’’ გაუწია 2265 ევროს ღირებულების საექსპედიტორო მომსახურება.
წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, შპს ,,ს--–------------–---მა’’ და შპს ,,ს--–--------------–----–ს’’, მათ შორის გაფორმებული ექსპედიციის ხელშეკრულების საფუძველზე, გაუწია 2265 ევროს ღირებულების საექსპედიტორო მომსახურება.
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ მოსარჩელემ სრულყოფილად არ შეასრულად ვალდებულება, კერძოდ, არ განახორციელა საბაჟო და სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებული მომსახურება, რომლის შესრულების ვალდებულებაც, მინდობილობის საფუძველზე ეკისრებოდა შპს ,,სი-–------------–----ს’’ თანამშრომელს დ----- ხუ--–--–--ას. ტვირთი საერთოდ არ წარადგინა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ისე განახორციელა ტვირთის იმპორტი და ტრანსპორტირება საწყობში, რამაც გამოიწვია მოპასუხის დაჯარიმება 8826 ლარით.
ანუ მოპასუხე სადავოდ არ ხდის ტვირთის მიღების ფაქტს, მხარეთა შორის სადავოდ არის გამხდარი მომსახურების ჯეროვნად შესრულების ფაქტი, კერძოდ, საბაჟო და სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებული პროცედურების გავლა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი
- დაზუსტებლი შესაგებელი
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 317-ე, 319-ე, 325-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 364-ე, 398-ე, 730-ე, 731-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა არის სატრანსპორტო ექსპედიციის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებში შპს ,,სი-–------------–----’’ შპს ,,ს--–--------------–----–ს’’ უწევდა სატრანსპორტო ექსპედიციის მომსახურებას სატრანსპორტო ექსპედიციის პროვიზიის მიღების სანაცვლოდ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლის მიხედვით, 1. ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია. 2. ექსპედიციის მიმართ შესაბამისად გამოიყენება დავალების წესები, თუ ამ თავიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 731-ე მუხლის მიხედვით, ექსპედიტორმა კეთილსინდისიერი ექსპედიტორის გულისხმიერებით უნდა გაგზავნოს ტვირთი, შეარჩიოს გადაზიდვაში მონაწილე პირები; ამასთან, მან უნდა დაიცვას გამგზავნის ინტერესები და შეასრულოს მისი მითითებები.
ამ ნორმების მიხედვით, სატრანსპორტო ექსპედიცია დავალების ელემენტებს მოიცავს და მომსახურების ერთერთ სახეს წარმოადგენს. საექსპედიტორო მომსახურება ნიშნავს ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მომსახურებას, ან მომსახურების ორგანიზაციას ტვირთის გაგზავნიდან ტვირთის მიღებამდე. ასეთ მომსახურებად შეიძლება ჩაითვალოს სააგენტო მომსახურება, საბაჟო მომსახურება, პორტებში, ტერმინალებში და საწყობებში სატვირთო ოპერაციების განხორციელება, საფინანსო მომსახურება, მარკეტინგული მომსახურება და სხვა.
სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლის მიხედვით, სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების არსებითი პირობებია შემკვეთის დავალებით ტვირთის გადაზიდვა, ექსპედიტორის მიერ თავის სახელით და შემკვეთის ხარჯზე ტვირთის გადაზიდვა, ექსპედიტორისათვის პროვიზიის გადახდა.
ექსპედიტორის მიერ შემკვეთის ხარჯზე ტვირთის გადაზიდვაში იგულისხმება შემკვეთის ვალდებულება ტვირთის გადაზიდვისას წარმოშობილი ხარჯები მან აანაზღაუროს და ამ ხარჯების გაღება არ ევალება ექსპედიტორს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 731-ე მუხლის ექსპედიტორს ავალდებულებს გულისხმიერების გამოჩენას კონტრაჰენტის უფლებებისადმი. ექსპედიტორისთვის ასეთი ვალდებულების დაკისრება განპირობებული ამგვარი საქმიანობის კომერციული ხასიათით. ექსპედიტორი ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურების საქმიანობას ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, ეს საქმიანობა სპეციფიური ხასიათისაა და სპეციალური ცოდნა სჭირდება, რის გამოც ექსპედიტორს ეკისრება ვალდებულება ამ სფეროში მისი გამოცდილება შემკვეთის ინტერესებისათვის გამოიყენოს.
წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, შპს ,,ს--–------------–---მა’’ და შპს ,,ს--–--------------–----–ს’’, მათ შორის გაფორმებული ექსპედიციის ხელშეკრულების საფუძველზე, გაუწია 2265 ევროს ღირებულების საექსპედიტორო მომსახურება.
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ მოსარჩელემ სრულყოფილად არ შეასრულად ვალდებულება, კერძოდ არ განახორციელა საბაჟო და სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებული მომსახურება, რომლის შესრულების ვალდებულებაც, მინდობილობის საფუძველზე ეკისრებოდა შპს ,,სი-–------------–----ს’’ თანამშრომელს დ----- ხუ--–--–--ას. ტვირთი საერთოდ არ წარადგინა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ისე განახორციელა ტვირთის იმპორტი და ტრანსპორტირება საწყობში, რამაც გამოიწვია მოპასუხის დაჯარიმება 8826 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
დასახელებული ნორმით განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუნდამენტური პრინციპი - შეჯიბრებითობა, რა დროსაც მხარეები თავადვე, დამოუკიდებლად წყვეტენ მათი მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება რომელი მტკიცებულების წარდგენის გზითაა შესაძლებელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სადაო გარემოების მტკიცება უნდა განეხორციელებინა მოსარჩელე მხარეს, ვინაიდან ამ გარემოებას ემყარება მისი სარჩელი.
სადაო გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ წარმოადგინა 2017 წლის 13 ივლისის ხელშეკრულება; შპს ,,სე-–--------------–----–-ს’’ დირექტორის ზ---- დო-–--ის 2017 წლის 30 აგვისტოს განმარტებითი ბარათი და დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:
2017 წლის 13 ივლისს შპს ,,ს--–--------------–----–სა’’ და შპს ,,სი-–------------–----ს’’ შორის გაფორმდა ექსპედიციის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები, კერძოდ, მოსარჩელე ვალდებული იყო კვ------------------დან გადაეზიდა ტვირთი მც-----ში, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა გაწეული მომსახურების ღირებულება. აღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები, კერძოდ, მოსარჩელე ვალდებული იყო კვ------------------დან გადაეზიდა ტვირთი მც-----ში, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა გაწეული მომსახურების ღირებულება. ამავე ხელშეკრულებით მხარეებმა განსაზღვრეს შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა.
სასამართლო მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მომსახურების ფაქტს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია შპს ,,სე-–--------------–----–-ს’’ დირექტორის ზ---- დო-–--ის განმარტებითი წერილი, გაგზავნილი შპს ,,სი-–------------–----ს’’ დირექტორის ზ---- ბარბაქაძის სახელზე. წერილის შინაარსის თანახმად, შპს ,,სე-–--------------–----–-ს’’ დირექტორი ატყობინებს შპს ,,სი-–------------–----ს’’ დირექტორს, რომ 10.08.2017 წელს, მათი დახმარებით მიიღეს კონტეინერი, მაგრამ მძღოლის შეცდომის გამო, მოხდა მათი დაჯარიმება 9000 ლარით. მათ საბანკო ანგარიშებზე წარმოდგენილია ინკასო, რის გამოც დროებით ვერ ახერხებს შპს ,,სი-–------------–----სთვის’’ ტრანსპორტირების საფასურის გადახდას. ამავე წერილში მითითებულია, რომ შპს ,,ს--–--------------–----–ს’’ არავითარი პრეტენზია არ გააჩნია შპს ,,სი-–------------–----ს’’ მიმართ და ითხოვენ დავალიანების გადახდის ვადის გადაწევას 15 სექტემბრამდე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (საჩივარი N4----------), სადაც მითითებულია, რომ 2017 წლის 08 აგვისტოს, გაფორმების ეკონომიკურ ზონა ,,თბილისში’’ შპს ,,სე-–--------------–----–-ს’’ მიერ იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში წინასწარ დადეკლარირდა იტალიის რესპუბლიკიდან შემოსატანი 43483,18 ლარის ღირებულების საქონელი. მითითებული საქონლით დატვირთული კონტეინერი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია 2017 წლის 8 აგვისტოს, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ბ------ის პორტის’’ გავლით, რომელიც დაიტვირთა ფიზიკური პირი გ-------– ლა----ას მართვის ქვეშ მყოფ სატვირთო ავტომობილზე. ზემოთ აღნიშნული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება გაგზავნილი იქნა გაფორმების ეკონომიკურ ზონა ,,თბილისის’’ დანიშნულებით. სატრანსპორტო საშუალება, ნაცვლად ეკონომიკურ ზონა ,,თბილისისა’’, გამოცხადდა შპს ,,სე-–--------------–----–-ს’’ კუთვნილ საწყობში, სადაც საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე მოხდა სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა, საქონლის გადმოტვირთვა და განკარგვა.
მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებული იყო დაემტკიცებინა ის გარემოება, რომ საბაჟო პროცედურების გავლა მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა და, რომ ამ მოქმედების განუხორციელებლობით მოსარჩელემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და დაარღვია მხარეთა შორის გათვალისწინებული პირობა.
მოპასუხის ძირითადი პრეტენზია ეხება იმას, რომ შპს ,,ს--–------------–---მა’’ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება, რის გამოც, იგი არ არის ვალდებული აუნაზღაუროს მომსახურების საფასური.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ არ განახორციელა საბაჟო და სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებული მომსახურება, რომლის შესრულების ვალდებულებაც, მინდობილობის საფუძველზე დაკისრებული ჰქონდა შპს ,,სი-–------------–----ს’’ თანამშრომელს დ----- ხუ--–--–--ას.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს წარმოდგენილ ხელშეკრულებაზე, რომელიც შეიცავს მხარეთა უფლება-მოვალეობების ჩამონათვალს.
მითითებული ხელშეკრულება არ შეიცავს მითითებას, იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა საბაჟო პროცედურების გავლის უზრუნველყოფა, აღნიშნულზე მხარეები არ შეთანხმებულან. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა არ გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან და სცდება ხელშეკრულების ფარგლებს.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ განმარტებითი წერილზე (რომელსაც ხელს აწერს მოპასუხის დირექტორი ზ---- დო-–--ე), სადაც მოპასუხე ტვირთის მიღებისას ვალდებულების შესრულების ხარისხთან დაკავშირებით, რაიმე პრეტენზიას არ გამოთქვამს და უფრო მეტიც, იგი დამატებით დროს ითხოვს ტრანსპორტირების თანხის დასაფარად. ამასთან, აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში დამკვეთს (მოპასუხეს) მოსარჩელის მიერ შესრულებული ვალდებულების ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზია არ განუცხადებია.
რაც შეეხება შპს ,,სი-–------------–----ს’’ თანამშრომლის დ----- ხუ--–--–--ას სახელზე გაცემულ მინდობილობას, სასამართლო განმარტავს, რომ მინდობილობა არ წარმოადგენს დავალების ხელშეკრულებას, იგი წარმოადგენს მარწმუნებლის ცალმხრივი ნების გამოვლენას წარმომადგენლისთვის გარკვეული მოქმედებისთვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ, შესაბამისად, იგი არ შეიძლება განხილული იქნეს როგორც მავალდებულებელი ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ს--–------------–---მა’’ შპს ,,ს--–--------------–----–ს’’ გაუწია 6932,26 ლარის (2265 ევროს) ღირებულების მომსახურება. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს გაწეული მომსახურების ღირებულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,სი-–------------–----ს’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შპს ,,ს--–--------------–----–ს’’ შპს ,,სი-–------------–----ს’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6932,26 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაკისრების დროს გასათავლისწინებელია, რომ მოპასუხემ (მთავარ სხდომაზე) ცნო სარჩელი ნაწილობრივ, რაც არის დაკისრებული თანხის 50%. შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლას 155,98 ლარის გადახდა, ხოლო დარჩენილი 51,99 ლარის მოსარჩელესე უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. შპს ,,სი-–------------–----ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. შპს ,,ს--–--------------–----–ს’’ (ს/კ 40-------) დაეკისროს შპს ,,სი-–------------–----ს’’ (ს/კ 40-------) სასარგებლოდ 6932,26 ლარის გადახდა; 3. შპს ,,ს--–--------------–----–ს’’ (ს/კ 40-------) დაეკისროს შპს ,,სი-–------------–----ს’’ (ს/კ 40-------) სასარგებლოდ 155,98 ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად. 4. შპს ,,სი-–------------–----ს’’ (ს/კ 40-------) დაუბრუნდეს 2018 წლის 10 დეკემბერს №15-------- საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (208 ლარიდან) 51,99 ლარი, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300783150, მიმღების ბანკის კოდი TRESGE22; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. 6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე ბადრი შონია