გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240310019003005732 (3/38-2019)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი, 2019 წელი ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - ს----------–-----------–---------------ო
წარმომადგენელი - ჯ----–-----------–ი
მოპასუხე - ი----------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი----------------ეს ს----------–-----------–---------------ოს სასარგებლოდ (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ) დაეკისროს საჯარიმო თანხა 3000 ლარის ოდენობით.
სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 26.06.2018 წლის №3685 ბრძანებით, ი----------------ე გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში. 25.06.2018 წელს ი----------------ესა და ს----------–-----------–---------------ოს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008 წლის №683 ბრძანებით დამტკიცებული №1------- კონტრაქტი ,,საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’, რომლის 1.1 პუნქტის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურე’’ იღებდა ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა ,,სამინისტროს’’ სამხედრო სამსახურში. ამავე კონტრაქტის 3.2 პუნქტის შესაბამისად, კონტრაქტის პირველ ეტაპზე მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე, კონტრაქტი ავტომატურად გაგრძელდა 04 წლამდე ვადით.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2019 წლის 14 მარტის №1212 ბრძანების თანახმად, ი----------------ე გათავისუფლდა თანამდებობიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქ/პუნქტით (პირადი პატაკი) იგი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
ზემოაღნიშნული კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურე, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში ვადამდე იქნება დათხოვილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან, სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე’’ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს ,,სამინისტროს’’ ჯარიმის სახით 3000 ლარი. ი----------------ის ნამსახურობის პერიოდი შეადგენს 8 თვესა და 19 დღეს. შესაბამისად, მას წარმოეშვა კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს ი----------------ეს ს----------–-----------–---------------ოს სასარგებლოდ (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ) დაეკისროს საჯარიმო თანხა 3000 ლარის ოდენობით. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-2 და 251 მუხლებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317-ე, 361.2-ე მუხლებსა და 26.06.2018 წლის №1------- კონტრაქტის 7.3. პუნქტებს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ი----------------ეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, 2019 წლის 13 ნოემბერს პროცესზე გამოცხადებულმა დაადასტურა სარჩელში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ ის არის სოციალურად დაუცველი და ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებს. სასამართლოს მხრიდან ითხოვა ჯარიმის შემცირება. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სადავო ფაქტობრივი გარემოებები მიცემულ საქმეზე არ გამოვლენილა.
3.2. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2018 წლის 26 ივნისს №3685 ბრძანებით ი----------------ე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ------------ის სახელობის საწყისის საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკრუტად (საშტატო კატეგორია „ I კლასის რიგითი“) თანამდებობაზე.
2018 წლის 25 ივნისს ი----------------ესა და ს----------–-----------–---------------ოს შორის გაფორმდა №1------- კონტრაქტი სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. სამხედრო სამსახურის ვადა კონტრაქტის 3.2 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა 04 წლის ვადით.
№1------- კონტრაქტის 1.1 პუნქტის თანახმად „სამხედრო მოსამსახურე“ იღებს ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად იმსახუროს „სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში, ხოლო „სამინისტრო“ იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს „სამხედრო მოსამსახურეს“ ანაზღაურება და უზრუნველყოს იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კონტრაქტის მე-7 მუხლის 7.3. პუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული „სამხედრო მოსამსახურე“ მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან (წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდება კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 (ათი) დღის ვადაში, აუნაზღაუროს „სამინისტროს“ ჯარიმის სახით 3 000 ( სამი ათასი) ლარი; „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ აცხადებს, რომ კონტრაქტიდან გამომდინარე დავების განხილვისას, სადავო არ გახდება წინამდებარე მუხლში აღნიშნული თანხა და არანაირი დავა არ წარმოიშვება მის ირგვლივ.
2018 წლის 25 ივნისის №1------- კონტრაქტის 9.1.7 პუნქტის თანახმად, კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა შესაძლებელია პირადი განცხადებით (პატაკით), როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 26 ივნისს №3685 ბრძანება (იხ. ს.ფ. 14).
- 2018 წლის 25 ივნისის №1------- კონტრაქტი (იხ.ს.ფ. 15-22).
3.2.2. ი----------------ემ 2019 წლის 04 მარტს ოჯახური პირობების გამო, პირადი პატაკის საფუძველზე მოითხოვა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- პირადი პატაკი (ი.ხ. ს.ფ. 26).
3.2.3. თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2019 წლის 14 მარტის №1212 ბრძანებით დგინდება, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკი) და ,,ს----------–-----------–---------------ოს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის № M---------------- ბრძანების პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქ/პუნქტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის C ქვეითი ასეულის I ქვეითი ოცეულის იარაღის სექციის ყუმბარმტყორცნელის თანაშემწე (საშტატო კატეგორია: ,,1 კლასის რიგითი’’ შტატის ნომერი 8--------), რიგითი ი---------–-----ს ძე მ----------, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, დათხოვნილ იქნა სამხედროს სამსახურიდან და ჩაირიცხა სამობილიზაციო რეზერვში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2019 წლის 14 მარტის №1212 ბრძანება (ს.ფ. 25);
3.2.4. ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობით ირკვევა, რომ ი----------------ეს კონტრაქტის გაფორმებიდან ამავე კონტრაქტის დარღვევამდე (ვადამდე შეწყვეტამდე) ნამსახურები აქვს ორ წელზე ნაკლები (08 თვე და 19 დღე), შესაბამისად ი----------------ეს 2018 წლის 25 ივნისის №1------- კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად ეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა 3 000 ლარის ოდენობით, რაც მას ამ დრომდე არ აუნაზღაურებია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ (იხ. ს. ფ. 27-28)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს----------–-----------–---------------ოს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ს----------–-----------–---------------ოს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების იმ ორგანოებში (დაწესებულებებში) არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე საქმიანობა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვაში საქმიანობა წარმოადგენს საჯარო სამსახურს, ხოლო იმავე კანონის პრეამბულის თანახმად, ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამრიგად, ს----------–-----------–---------------ოსა და სამინისტროში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ შორის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული „ს----------–-----------–---------------ოს დებულების“ თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს. ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, ს----------–-----------–---------------ოს საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში ს----------–-----------–---------------ო ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ ი----------------ეის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის თანხის დაკისრების მოთხოვნა მხარეთა შორის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დავის საგანს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმებიდან გამომდინარეობს თუ არა მოსარჩელე - ს----------–-----------–---------------ოს მოთხოვნა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო მოპასუხისთვის თანხის დაკისრების თაობაზე.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქვეყნის დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის ვალია. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას ადგენს კანონი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ამასთან, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები, განისაზღვრება სახელმწიფო შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილი იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 26 ივნისს №3685 ბრძანების საფუძველზე, 2018 წლის 25 ივნისს, ს----------–-----------–---------------ოსა და სამხედრო მოსამსახურე - ი----------------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, ხოლო ამავე კონტრაქტის 3.3. პუნქტის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურის, კონტრაქტის მოქმედებისა და სამსახურის გავლის ვადა შეადგენდა 4 (ოთხ) წელს, რომელიც აითვალა კონტრაქტის გაფორმების თარიღიდან.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ" ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.
მითითებული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე - ს----------–-----------–---------------ოსა და მოპასუხე - ი----------------ეს შორის დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის შესახებ, რომლის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს მათ შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის ანაზღაურების ვალდებულება, კერძოდ, ს----------–-----------–---------------ოსა და ი----------------ეს შორის გაფორმებული №1------- კონტრაქტის თანახმად, აღნიშნული ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული იქნა სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის განსაკუთრებული პირობები, რომლის 7.3. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე კონტრაქტის მოქმედების მე-2 ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან (წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდება კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 (ათი) დღის ვადაში, აანაზღაუროს ,,სამინისტროს“ სასარგებლოდ ჯარიმის სახით - 3 000 (სამი ათასი) ლარი.
2018 წლის 25 ივნისის №1------- კონტრაქტის 9.1.7 პუნქტის თანახმად, კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა შესაძლებელია პირადი განცხადებით (პატაკით), როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2019 წლის 14 მარტის №1212 ბრძანებით დგინდება, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკი) და ,,ს----------–-----------–---------------ოს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის № M---------------- ბრძანების პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქ/პუნქტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის C ქვეითი ასეულის I ქვეითი ოცეულის იარაღის სექციის ყუმბარმტყორცნელის თანაშემწე (საშტატო კატეგორია: ,,1 კლასის რიგითი’’ შტატის ნომერი 8--------), რიგით ლევან დავითის ძე მაკარაძე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, დათხოვნილ იქნა სამხედროს სამსახურიდან და ჩაირიცხა სამობილიზაციო რეზერვში.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეუსრულებლობა, ხოლო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების (კონტრაქტის) სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი, რაც თავისთავად გულისხმობს ნების გამოვლენას კონტრაქტში მონაწილე პირებს შორის. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული კონტრაქტი დადებულად ითვლება თუ მხარეები, მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმგვარი პირობები, რაც მას ვალდებულებას აკისრებს მოსარჩელეს აუნაზღაუროს კონტრაქტით განსაზღვრული ფულადი თანხა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. ხოლო, 352-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
საქმის მასალების თანახმად, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს წარმოეშვებოდათ ვალდებულებები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კონტრაქტორს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში მოპასუხე გათავისუფლდა სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე. შესაბამისად, კონტრაქტი ვადამდე შეწყდა მოპასუხის ბრალეულობით, კერძოდ, ი----------------ის (პირადი პატაკის) მიერ გამოხატული ნების გამო. შესაბამისად, მოპასუხე ი----------------ეს უნდა დაეკისროს 3 000 ლარის ანაზღაურება, ს----------–-----------–---------------ოს სასარგებლოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ს----------–-----------–---------------ოს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მოპასუხე - ი----------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ჯარიმის სახით - 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც იო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს----------–-----------–---------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2.ი----------------ეს (პ/ნ 6----------), ს----------–-----------–---------------ოს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება;
3.მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) სენაკის რაიონულ სასამართლოში (მდებარე ქ. სენაკი, შ. რუსთაველის ქ. 247) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით.
მოსამართლე- დარეჯან კვარაცხელია