გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 3/318-18(010310018002501924)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19.11.2019 წ. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე
მოსარჩელე - ზ-------------
წარმომადგენელი - ი-----–--–-----
მოპასუხე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ნ--------------–---
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების დავალდებულება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 25 მაისის #02/154 ბრძანება (მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 21 დეკემბრის #714 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე მოსარჩელე ზ-------------- 2018 წლის 16 მაისის #15795/25 ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. დაევალოს მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას განიხილოს მოსარჩელის ზ-------------- 2017 წლის 29 დეკემბრის #35689 და 2018 წლის 16 მაისის #15795 განცხადებები (ადმინისტრაციული საჩივრები) (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა 2019 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი)
2019 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის ლ--–---------–--- მიერ წარმოდგენილი წერილობითი შუმდგომლობის საფუძველზე სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ქმედების დავალდებულების თაობაზე თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლისა უკან იქნა განხმობილი და მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი დატოვებული იქნა განუხილველი (იხ. 2019 წლის 13 ნოემბრის სხდომის ოქმი და განჩინება)
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში განმარტავს, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. (იხ. შესაგებელი)
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედეველობის სამსახურის 2017 წლის 21 დეკემბრის #714 დადგენილებით სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ქ. ბათუმში მწვანე კონცხის დასახლება ბაღის ჩიხი #8-10-ში უნებართო მშენებლობის წარმოების გამო მოსარჩელე ზ------------- დაჯარიმებული იქნა 3000 ლარით. შეჩერდა ზ-------------- მიერ ქ. ბათუმში დასახლება მწვანე კონცხში ბაღის ჩიხი #8-10-ში უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობა მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე და მოხდეს ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (დამხმარე ფართის დემონტაჟი.)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს. (იხ. 2017 წლის 21 დეკემბრის #714 დადგენილება.)
3.2. მოსარჩელის მიერ 2017 წლის 29 დეკემბერს ქ. ბათუმის მერიაში წარდგენილი იქნა განცხადება (განაცხადის #35689) სადაც განცხადების შინაარსიდან გამომდინარე ის სადოდ ხდიდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მისი უკანონო დაჯარიმებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს. (იხ. 29.12.17 წლის #35689 განცხადება)
3.3. მოსარჩელის მიერ 2018 წლის 16 მაისს (განაცხადის #15795/25) წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი ზედამხედველობის სამსახურის 21.12. 2017 წლის #714 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის გაუქმების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს. (იხ. 2018 წლის 16 მაისის განცხადება #15795/25)
3.4. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 25 მაისის #02/154 ბრძანებით მოსაჩელეს უარი უთხრეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედეველობის სამსახურის 2017 წლის 21 დეკემბრის #714 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე 2018 წლის 16 მაისს (განაცხადის #15795/25) ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე, იმ მოტივით რომ 2018 წლის 16 მაისის #15795/25 საჩივარი წარდგენილი იქნა ;პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული 15 დღიანი ვადის დარღვევით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს. (იხ. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 25 მაისის #02/154 ბრძანება)
3.5. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 25 მაისის #02/154 ბრძანება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა სარჩელით ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამავე სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში და ამავე სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგობლობა და სადაო 2018 წლის 25 მაისის #02/154 ბრძანების მოქმედება შეჩერდა დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს. (იხ. განჩინებები)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეებისათვის სადავო არ არის. სადავოს წარმოადგენს ის გარემოება, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სადაო გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, მოხდა თუ არა სრულყოფილად იმის გამოკვლევა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად, აღნიშნული კი სამართლებრივი შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.
სამოტივაციო ნაწილი;
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი დაზუსტებული მოთხოვნით უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ;პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, „1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. 2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.3. დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების მნიშვნელობას. „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). „სამართლიანი სასამართლოს უფლება ... უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისგან დაცვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/403,427 საქმეზე „კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
სამართლებრივი სახელმწიფოს უპირველეს მოთხოვნას წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო რეალიზაციის უზრუნველყოფა. „ამდენად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად 1. სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. 2. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სადავო აქტი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით პირი ახდენს თავისი სუბიექტური უფლების სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის რეალიზაციას, ხოლო სასამართლო ამოწმებს ადმინისტრაციის მოქმედების კანონიერებას. ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება
7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
7.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. ამავე კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია შემდეგი; ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედეველობის სამსახურის 2017 წლის 21 დეკემბრის #714 დადგენილებით სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ქ. ბათუმში მწვანე კონცხის დასახლება ბაღის ჩიხი #8-10-ში უნებართო მშენებლობის წარმოების გამო მოსარჩელე ზ------------- დაჯარიმებული იქნა 3000 ლარით. შეჩერდა ზ-------------- მიერ ქ. ბათუმში დასახლება მწვანე კონცხში ბაღის ჩიხი #8-10-ში უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობა მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე და მოხდეს ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (დამხმარე ფართის დემონტაჟი.) მოსარჩელის მიერ 2017 წლის 29 დეკემბერს ქ. ბათუმის მერიაში წარდგენილი იქნა განცხადება (განაცხადის #35689) სადაც განცხადების შინაარსიდან გამომდინარე ის სადოდ ხდიდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მისი უკანონო დაჯარიმებას. მოსარჩელის მიერ განმეორებით 2018 წლის 16 მაისს (განაცხადის #15795/25) წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი ზედამხედველობის სამსახურის 21.12. 2017 წლის #714 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის გაუქმების თაობაზე. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 25 მაისის #02/154 ბრძანებით მოსაჩელეს უარი უთხრეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედეველობის სამსახურის 2017 წლის 21 დეკემბრის #714 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე 2018 წლის 16 მაისს (განაცხადის #15795/25) ადმინისტრციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე, იმ მოტივით რომ 2018 წლის 16 მაისის #15795 საჩივარი წარდგენილი იქნა ;პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული 15 დღიანი ვადის დარღვევით.
სასამართლო მიუთითებს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის 22-ე ნაწილი იძლევა სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილების გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებულ რეგულაციას: სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში. ამასთანავე, გასაჩივრება არ აჩერებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ მის მიერ 2017 წლის 29 დეკემბრს ქ. ბათუმის მერიაში წარდგენილი იქნა განცხადება (განაცხადის #35689) სადაც განცხადების შინაარსიდან გამომდინარე ის სადოდ ხდიდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მისი უკანონო დაჯარიმების ფაქტს. მოსაჩელემ განმეორებით 2018 წლის 16 მაისს (განაცხადის #15795/25) წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი ზედამხედველობის სამსახურის 21.12. 2017 წლის #714 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის გაუქმების თაობაზე, რომლის საფუძვლზეც მას სადაო ბრძანებით უარი უთხრეს საჩივრის განხილვაზე ;პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული 15 დღიანი ვადის დარღვევის გამო, ისე რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ უმსჯელია მოსარჩელის მიერ თავდაპირველი 2017 წლის 29 დეკემბრის ქ. ბათუმის მერიაში წარდგენილი განცხადების შინაარსზე (განაცხადის #35689), რომელიც წარდგენილ იქნა კანონით დადგენილ გასაჩივრების ვადაში.
სასამართლო საკითხის-განხილვა გადაწყვეტის მიზნით ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 2017 წლის 29 დეკემბრის #35689 განცხადებაზე და მის შინაარსზე, რომლითაც დასტურდება რომ მოპასუხეს საერთოდ არ იმსჯელი და არც კი განუხილავს ადმინისტრაციული წარმოების წესით მოსარჩელის თავდაპირველა განცხადებაში მოყვანილი გარემოებები და არგუმენტები. დადგენილია ისიც, რომ სასამართლოს მიერ გამოვლენილი და განცხადებაში მითითებული ზემოაღნიშნული გარემოება ადმინისტრაციულ ორგანოს მხრიდან საკითხის განხილვისას დადგენილი და შეფასებული არ ყოფილა.
7.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი სხვა მოთხოვნებიც, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციულ ორგანომ არ გამოიყენა ის შესაძლებლობები და მექანიზმები, რასაც მას კანონმდებლობა ანიჭებს. იგი ფორმალურად მიუდგა სადავო საკითხს და დავის საგანი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის და განხილვის გარეშე დატოვა.
7.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემის შემთხვევაში, შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში უნდა აღნიშნულიყო შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების, იგნორირება წარმოადგენდა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველს.
სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა სწორად შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარო სამართალურთიერთობა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის № ბს-301-292 (2კ-13) განჩინება). გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო, უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით. მას უნდა შეეძლოს, იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. ამასთან, სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის № ბს-201-199 (კ-14) განჩინება). სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი დაზუტებული მოთხოვნით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე - მერის 2018 წლის 25 მაისის #02/154 ბრძანება (მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 21 დეკემბრის #714 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე მოსარჩელე ზ-------------- 2018 წლის 16 მაისის #15795/25 ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობის თაობაზე, საფუძვლიანია, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პირველი ნაწილის საფუძველზე.
7.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი თანახმად თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე ვინაიდან მოსარჩელის დაზუსტებული 1.1. სასარჩელო მოთხოვნა სადაო აქტის ბათილობასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა გამომდინარე აქედან მის თანმდევი შედეგი 1.2. სასარჩელო მოთხოვნა, რომ დაევალოს მოპასუხე დაევალოს მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას განიხილოს მოსარჩელის ზ-------------- 2017 წლის 29 დეკემბრის #35689 და 2018 წლის 16 მაისის #15795 განცხადებები (ადმინისტრაციული საჩივრები) საფუძვლიანია და უნდა დაკამყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი განსაზღვრავს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების საფუძველსა და წესს. დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით შეჩერდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 25 მაისის №02/154 ბრძანების მოქმედება დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს: ა) მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას ბ) სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულების შემთხვევაში. სასამართლო განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდება, შესაბამისად არ არსებობს სასამართლოს მიერ გამოყენებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-10, მე-12, მე-13, 32-ე მუხლის პირველი, 22-ე, 24-ე 331-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზ-------------- დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2018 წლის 25 მაისის #02/154 ბრძანება (მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 21 დეკემბრის #714 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე მოსარჩელე ზ-------------- 2018 წლის 16 მაისის #15795/25 ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.)
3. დაევალოს მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას განიხილოს მოსარჩელის ზ-------------- 2017 წლის 29 დეკემბრის #35689 და 2018 წლის 16 მაისის #15795/25 განცხადებები (ადმინისტრაციული საჩივრები).
4. მოპასუხეს - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მოსარჩელის - ზ-------------- სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე კობა გოცირიძე