გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/13398-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი შორენა აბჟანდაძე
მოსარჩელე - სს „ლ-------------ი“
წარმომადგენელი - ნ---- გ--–-–---–ი
მოპასუხეები - გ-- კ----------ე, ს----–-- მ----–-----ი, ვ--–---- მ--------–---–ი
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს გ-- კ----------ეს, ს----–-- მ----–-----ს და ვ--–---- მ--------–---–ს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 8748.20 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 5184.11 ლარი, პროცენტი 1836.05 ლარი, პირგასამტეხლო 1535.54 ლარი (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სს „ლ-------------ს“ და გ-- კ----------ეს (შემდგომში მსესხებელი) შორის 2016 წლის 30 მაისს გაფორმდა No6------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 6500 ლარი, წლიურ 26% პროცენტად. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 36 თვე. ხელშეკრულებასთან ერთად მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი. მსესხებელს ძირითადი თანხის გადახდა უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების თანდართული გრაფიკის შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის თანახმად წარმოადგენს, ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. სს ლ-------------ის მიერ გაცემული ამონაწერის თანახმად 01.05.2017 წლიდან მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა ხელშეკრულების თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხის დაფარვა. შესაბამისად პირგასამტეხლო მოპასუხე მხარეს ერიცხება აღნიშნული რიცხვიდან. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 1%. მოპასუხეთა დავალიანება (ძირითადი თანხა, პროცენტი და პირგასამტეხლო) სს „ლ-------------ის“ მიერ დაანგარიშებულია „დავალიანების შესახებ“ ცნობის გაცემის თარიღისათვის, ანუ 2018 წლის 4 სექტემბრის მდგომარეობით.
საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებულ იქნა ორი თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავდებმა პირებმა - ს----–-- მ----–-----მა და ვ--–---- მ--------–---–მა იკისრეს სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად. ხელშეკრულებით თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ლიმიტი თითოეული თავდებისათვის ცალ - ცალკე განსაზღვრულ იქნა 6695 ლარით. მსესხებელმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა თუმცა, არ უზრუნველყო სესხის გრაფიკით გათვალისწინებული ძირითადი თანხით და საპროცენტო სარგებლით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა.
ბანკმა 2018 წელს წერილებით მიმართა როგორც მსესხებელს, ასევე თავდებ პირებს და განუმარტა მათ, რომ 5 სამუშაო დღის განმავლობაში ნებაყოფლობით უზრუნველეყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხების და დარიცხული ჯარიმის გადახდა. აღნიშნულ წერილს არც მსესხებლის და არც თავდების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოპასუხეთა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება, „დავალიანების შესახებ“ ცნობის გაცემის თარიღისათვის შეადგენს 8748.20 ლარს, აქედან: ძირითადი თანხა - 5184.11 ლარი; საპროცენტო სარგებელი - 1836.05 ლარი და ჯარიმა - 1728.04 ლარი.
მოპასუხე მხარის მიერ არ სრულდება ხელშეკრულების პირობები, კერძოდ არ ხდება საკრედიტო თანხის დაბრუნება, ამასთან, პირგასამტეხლო დაანგარიშებულია ანიუტეტური წესით, რაც თავის მხრივ გულისხმობს კომპიუტერული პროგრამით დაანგარიშებას. შესაბამისად მარტივი არითმეტიკული გადაანგარიშების გზით ვერ მოხდება იმ ციფრის მიღება, რაც სარჩელშია მითითებული.
2019 წლის 23 სექტემბრის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში და მოითხოვა მოპასუხეებისთვის გ-- კ----------ის, ს----–-- მ----–-----ის და ვ--–---- მ--------–---–ისთვის, მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის“ სასარგებლოდ, დავალიანების 8555.7 ლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 5184.11 ლარი, პროცენტი 1836.05 ლარი, პირგასამტეხლო 1535.54 ლარი.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა გ-- კ----------ემ და ვ--–---- მ--------–---–მა საქმის მომზადების სტადიაზე სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, დავალიანების ძირითადი თანხის 5184.11 ლარის და საპროცენტო სარგებლის 1836.05 ლარის ნაწილში. პირგასამტეხლოსთან მიმართებაში, მოპასუხეებმა განმარტეს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის გონივრულ შესაბამისობაში ვალდებულების ძირითად თანხასთან მიმართებაში და მოითხოვეს სასამართლოს მიერ მისი შემცირება.
2.2. მოპასუხე ს----–-- მ----–-----მა შესაგებელი არ წარმოადგინა, ამასთან, არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, შესაბამისად, სასამართლოსთვის უცნობია მისი პოზიცია სს ,,ლ-------------ის“ სარჩელთან მიმართებაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „ლ-------------ს“ და გ-- კ----------ეს შორის 2016 წლის 30 მაისს გაფორმდა #6------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 6500 ლარი, წლიურ 26% პროცენტად. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 36 თვე. ხელშეკრულებასთან ერთად მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი. მსესხებელს ძირითადი თანხის გადახდა უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების თანდართული გრაფიკის შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის თანახმად წარმოადგენს, ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
ხელშეკრულების 2.2.6 პუნქტის თანახმად, მხარეთა მიერ განისაზღვრა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 1.0 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მსესხებელს ვალდებულება უნდა შეესრულებინა ეტაპობრივად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე დართული სესხის დაფარვის გრაფიკით გაწერილი პერიოდულობის გათვალისწინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-19);
- 30.05.2016 წლის სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 20-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 30 მაისს, სს ,,ლ-------------მა“ ფიზიკურ პირებთან ს----–-- მ----–-----სა და ვ--–---- მ--------–---–თან გააფორმა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც თავდებმა პირებმა, - ს----–-- მ----–-----მა და ვ--–---- მ--------–---–მა იკისრეს სოლიდარული თავდებობა, სს ,,ლ-------------ს“ და გ-- კ----------ეს შორის დადებული #6------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით.
ხელშეკრულებით თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ლიმიტი თითოეული თავდებისათვის ცალ - ცალკე განსაზღვრულ იქნა 6695 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 30 მაისის განცხადებები სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 21; 23);
- 2016 30 მაისის ხელშეკრულებები სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 22; 24);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. მოპასუხე გ-- კ----------ემ სს ,,ლ-------------თან“ გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 01 მაისიდან დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი, რის შედეგადაც მას ერიცხება დავალიანება სესხის ძირითადი თანხის 5184.11 ლარის, საპროცენტო სარგებლის 1836.05 ლარის და შემცირებული პირგასამტეხლოს 1728.04 ლარის ოდენობით, რაც მთლიანობაში შეადგენს 8 748.20 ლარს.
მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები და მიეცათ დამატებითი ვადა დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვისათვის, თუმცა, არსებული მდგომარეობით, მოპასუხეების მიერ ბანკის წინაშე არსებული ვალდებულება შესრულებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 16);
- ამონაწერი გ-- კ----------ის ანგარიშიდან (ს.ფ. 25-26);
- წერილობითი გაფრთხილებები, საფოსტო კორესპონდენცია (ს.ფ. 27-36);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (მოპასუხე მხარეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების გამოთვლა, ოდენობა სადავო არ გამხდარა, მითითება განხორციელდა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლ-------------ის“ სარჩელი გ-- კ----------ის, ს----–-- მ----–-----ის და ვ--–---- მ--------–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ლ-------------ს” და მოპასუხე გ-- კ----------ეს შორის არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე ლევან ქირიამ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის მოპასუხე მხარეზე დაკისრების თაობაზე მართებული, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, მიუხედავად მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
წარმოდგენილ შემთხვევაში სასესხო დავალიანების ძირი თანხის ოდენობა, შეადგენს 5184.11 ლარს, საპროცენტო სარგებლის მოცულობა - 1836.05 ლარს, ხოლო პირგასამტეხლოს თანხა 1534.54 ლარს. წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის და ამავე პერიოდში დარიცხული სარგებლის მოცულობას და მიზანშეწონილად მიაჩნია შემცირდეს თუნდაც უკვე შემცირებული პირგასამტეხლოს მოცულობა, რათა არ მოხდეს მოპასუხე მხარისათვის შეუსაბამოდ დიდი მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრება. შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეამციროს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 300 ლარამდე.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 30 მაისს, სს ,,ლ-------------მა“ ფიზიკურ პირებთან ს----–-- მ----–-----სა და ვ--–---- მ--------–---–თან გააფორმა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც თავდებმა პირებმა, - ს----–-- მ----–-----მა და ვ--–---- მ--------–---–მა იკისრეს სოლიდარული თავდებობა, სს ,,ლ-------------ს“ და გ-- კ----------ეს შორის დადებული #6------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით. ხელშეკრულებით თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ლიმიტი თითოეული თავდებისათვის ცალ - ცალკე განსაზღვრულ იქნა 6695 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, ძირითად მსესხებელთან ერთად თავდებ პირებს ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა 2016 წლის 30 მაისის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
ვინაიდან, სს ,,ლ-------------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელე სს ,,ლ-------------ს“ უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 262.45 ლარიდან 5.78 ლარი, ხოლო მოპასუხეებს გ-- კ----------ეს, ს----–-- მ----–-----ს და ვ--–---- მ--------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის 200.85 ლარის აანაზღაურება, ამასთან, გ-- კ----------ეს სს ,,ლ-------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 18.75 ლარის (თავდებობის პასუხისმგებლობის ზღვარს ზემოთ არსებული დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად) ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სს „ლ-------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს გ-- კ----------ეს, ს----–-- მ----–-----ს და ვ--–---- მ--------–---–ს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7320.16 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირს შეადგენს 5184.11 ლარი, საპროცენტო სარგებელს 1836.05 ლარი და პირგასამტეხლოს 300 ლარი.
3. თავდებების ს----–-- მ----–-----ის და ვ--–---- მ--------–---–ის მაქსიმალური პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 6695.00 ლარის ოდენობით.
4. მოსარჩელე სს „ლ-------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით 1235.54 ლარის მოპასუხეებზე გ-- კ----------ეზე, ს----–-- მ----–-----ზე და ვ--–---- მ--------–---–ზე დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
5. მოპასუხეებს გ-- კ----------ეს, ს----–-- მ----–-----ს და ვ--–---- მ--------–---–ს მოსარჩელე სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 200.85 ლარის ანაზღაურება.
6. მოპასუხეებს გ-- კ----------ეს მოსარჩელე სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 18.75 ლარის ანაზღაურება.
7. სს „ლ-------------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 13/09/2018 წლის №5--------- საგადახდო დავალებით სს „ლ-------------ის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 262.45 ლარის ნაწილი - 5.78 ლარის ოდენობით, რომლიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე