გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/9568-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
18 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - ნ------ მ--------- ჰ----------–-ზ-----ი
წარმომადგენელი - გ--–-----–-----
მოპასუხე - ა-–-–---------–--ა
წარმომდგენელი - თ--------------
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ა-–----------–--ას მოსარჩელე ნ------ მ-------- ჰ----------– ზ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 25 000 ლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისი, ვ-----------------ის ქ.#18, სართული 1 კომერციული ფართი საკუთრების უფლებით ირიცხება: ა-–---------–--ას, 12.00 კვ.მ ფართის თანასაკუთრება „ნ------ მ--------- ჰ----------– - ზიიდის 87.20 კვ.მ ფართის თანასაკუთრება და მ------- ნ------ მ-----------------ის 12.00 კვ.მ ფართის თანასაკუთრება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 03.10.2018 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.
წარმოდგენილია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დასტურდება,რომ 2018 წლის 3 ოქტომბერს მოსარჩელე ნ------ მ--------- ჰ------- ა-–----------ი-ს და მყიდველი მოპასუხე; ა-–---------–--ა და მყიდველი მ------- ნ------ მ---------------- შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.თბილისი,ვ-----------------ის ქუჩა #18 სართული 1 კომერციული ფართი , ს/კ 0------------------------- , ნასყიდობის საგანს მოიცავდა მყიდველი მოპასუხე : ა-–---------–--ა-სთვის 12 კვ.მ კომერციული ფართის საკუთრებაში გადაცემას და მყიდველი მ------- ნ------ მ---------------- 12 კვ.მ კომერციული ფართის საკუთრებაში გადაცემას. ორივე ნასყიდობის საგნის საერთო ღირებულებად განისაზღვრა 50 000 ლარი, რაც მის წილად არ გადაუხდია ა-–----------–--ას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ა-–----------–--ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოპასუხემ სრულად გადაიხადა შეთანხმებული საფასური, რაც დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 03 ოქტომბრის ხელშეკრულებით, სადაც მითითებულია, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება 50 000 ლარის ოდენობით, მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სამართლებრივი დავა, სადაც მოსარჩელეს წარმოადგენს ა-–----------–--ა, ხოლო მოპასუხე ნ------ მ--------- ჰ----------–-ზ-----. აღნიშნული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, გამოყენებულია აკრძალვა ნ------ მ--------- ჰ----------–-ზ-----ის უძრავ ქონებაზე. ა-–----------–--ა ითხოვს მოტყუებით დადებული გარიგების საფუძველზე გადაცემული თანხის , 18 000 აშშ დოლარის უკან დაბრუნებას. შესაბამისად, მოპასუხის განმარტებით, ნ------ ჰ----------–-ზ-----ის მოთხოვნის მიზანი ამ სარჩელში, მხოლოდ მოპასუხისათვის პრობლემის შექმნაა, რეალური საფუძვლების გარეშე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 03 ოქტომბერს, ნ------ მ--------- ჰ----------–-ზ-----ის და ა-–-–---------–--ას შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ------ მ--------- ჰ----------–-ზ-----მა ა-–-–---------–--ას 25 000 ლარად მიყიდა უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ვ-----------------ის ქუჩა #18, სართული 1, კომერციული ფართი 87.20 კვ.მ.-დან 12 კვ.მ, საკადასტრო კოდი #0------------------------.
ნასყიდობის ხელშეკრულებაში მხარეებმა დააფიქსირეს, რომ მყიდველის მიერ ნასყიდობის საფასური სრულად არის გადახდილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 24-25);
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 21-22);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 09.12.2018 წელს, ნ------ მ--------- ჰ----------–-ზ-----ს და ა-–----------–------------------–--ას შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ------ მ--------- ჰ----------–-ზ-----მა ა-–----------–------------------–--ას მიჰყიდა კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ფართით 299.5 კვ.მ., საკადასტრო კოდი #0---------------, 18 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობს აღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნნით სასამართლო დავა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 61-62);
- სარჩელი (ს.ფ. 129-135)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ნ------ მ--------- ჰ----------– ზ-----ის მიმართ მოპასუხე ა-–----------–--ას, 2018 წლის 03 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ფულადი ვალდებულება 25 000 ლარის ოდენობით შესრულებული აქვს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემული ნორმების დათქმის შესაბამისად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს გარემოება, რომელსაც იგი საფუძვლად უდებს თავის სასარჩელო მოთხოვნას. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ არ არსებობს ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, არ წარმოადგენს იმის უტყუარ დადასტურებას, რომ მოპასუხეს ვალდებულება შესრულებული არ აქვს. აღნიშნული მოცემულობის საწინააღმდეგოდ მოპასუხე უთითებს სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც დასაბუთებულობის უფრო მაღალი ხარისხით ადასტურებენ მოპასუხის მიერ სადავო ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების შესრულების ფაქტს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სადავო ხელშეკრულების შინაარსს, სადაც მითითებულია, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 50 000 ლარის ოდენობით, რომელიც მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი. ხელშეკრულების შინაარსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მოწმე ე-–---- მ------ის ჩვენება, რომელმაც მხარეებს უთარგმნა ნასყიდობის ხელშეკრულება. მოწმემ განმარტა, რომ ხელშეკრულების მხარეები გაეცნენ ხელშეკრულების შინაარსს და შემდეგ მოაწერეს ხელი. შესაბამისად, მოწმის აღნიშნული ჩვენებით დასტურდება, რომ მხარეებმა სრულფასოვნად იცოდნენ ხელშეკრულების შინაარსი და ისე მოაწერეს მას ხელი.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე მ------- ნ------ მ----------------მა განმარტა, რომ მოპასუხე ა-–----------–--ამ 2018 წლის სექტემბრის ხელშეკრულების ნასყიდობის საგნის საფასური 18 000 აშშ დოლარი ნაწილ-ნაწილ გადაუხადა მოსარჩელეს. თუმცა მოპასუხე მხარის განმარტებიდან და საქმეში წარმოდგენილი სარჩელის ასლიდან ირკვევა, მოპასუხემ ვერ შეძლო მის მიერ 2018 წლის სექტემბრის თვეში ნაყიდ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი #0---------------) საკუთრების უფლების დარეგისტრირება, იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრეს, რამაც განაპირობა, ა-–----------–--ას მიერ სარჩელის აღძვრა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 2018 წლის სექტემბრის თვეში გაფორმებული ხელშეკრულების მე-2 პუნქტში ასევე მითითებულია, რომ მყიდველმა გამყიდველს გადაუხადა ნაღდი ანგარიშსწორებით სრული თანხა, რომლის ოდენობასაც შეადგენს 18 000 ამერიკული დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენა ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათ ერთობლიობაში შეფასება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სადავო გარემოების სახით ადგენს, რომ მოპასუხე ა-–----------–--ას მიერ 2018 წლის 03 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულება შესრულდა, რაც დასტურდება წარმოდგენილი ხელშეკრულების ჩანაწერის შესაბამისად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ, მოსარჩელე მხარემ არგუმენტირებული და სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული პოზიცია ვერ წარმოადგინა. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ თანხის გადახდა არ დასტურდება კონკრეტულად აღნიშნული ფაქტის ამსახველი მტკიცებულებით, და მითითებული თანხა აისახა სხვა ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხის გამო, ვერ გახდება საფუძველი სასამართლოს მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებოლობის ფაქტის დასადგენად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1. ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 24-25);
2. საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 21-22);
3. ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 61-62);
4. სარჩელი (ს.ფ. 129-135);
5. მოწმის ჩვენება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი;
6. მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ნ------ მ--------- ჰ----------–-ზ-----ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 477-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან.
წარმოდგენილ შემთხვევაში, საქმის მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, კერძოდ, 2018 წლის 03 ოქტომბერს, ნ------ მ--------- ჰ----------–-ზ-----ის და ა-–-–---------–--ას შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ------ მ--------- ჰ----------–-ზ-----მა ა-–-–---------–--ას 25 000 ლარად მიყიდა უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ვ-----------------ის ქუჩა #18, სართული 1, კომერციული ფართი 87.20 კვ.მ.-დან 12 კვ.მ, (საკადასტრო კოდი #0------------------------). ნასყიდობის ხელშეკრულებაში მხარეებმა დააფიქსირეს, რომ მყიდველის მიერ ნასყიდობის საფასური სრულად არის გადახდილი.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მყიდველ ა-–----------–--ას მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში შეასრულებელი ფულადი ვალდებულების, მყიდველის მიერ შესრულების ფაქტი დასტურდება თვითონ ხელშეკრულებიდან სადაც ნათლად და გარკვევით არის მითითებული, მყიდველის მიერ ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის თაობაზე. შესაბამისად, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, მოსარჩელის, როგორც ქონების გამყიდველის მიერ წარმოდგენილი პრეტენზია მყიდველის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ არის არგუმენტირებული შესაბამისი მტკიცებულებებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 750 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 მაისის სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ა-–----------–-------------------–---ს (P/N 0-------- C/N:4-------) აეკრძალა მის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში შესაბამისი წილის მდებარე: ქ. თბილისი, ვ-----------------ის ქუჩა #18, საკადასტრო კოდი: 0-------------------------. გასხვისება და სანივთო სამართლებრივი უფლებით დატვირთვა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ნ------ მ--------- ჰ----------–-ზ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 მაისის სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ა-–----------–-------------------–---ს (P/N 0-------- C/N:4-------) აეკრძალა მის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში შესაბამისი წილის მდებარე: ქ. თბილისი, ვ-----------------ის ქუჩა #18, საკადასტრო კოდი: 0-------------------------. გასხვისება და სანივთო სამართლებრივი უფლებით დატვირთვა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე