განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2019
საქმის ნომერი
820100119003216754
დავის ტიპი
126 (1) 1 , 381 , 151
თარიღი
12.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100119003216754 (№1-227/19)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო აბაშიძე

 

პროკურორი - რა-----–----ე

 

ბრალდებული - ვლ---------–---–-----ი

ადვოკატი - და----------–--ე

 

თარჯიმანი - დალილა მაკალათია

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173190819001 საქმე

 

ბრალდებულ ვლ---------–---–-----ის მიმართ

მამის სახლი: ნი----–----ი

დაბადებული: 1--------- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო, ქ. ბათუმი

პირადი ნომერი: 61---------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: სა–----–--

ნასამართლობის მქონე,ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, ბე---–----------2

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები, 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილი, 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილი, 111 -3811-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის ივნისის თვიდან, 2019 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით, ქალაქ ბათუმში, ბე---–--ის ქუჩა №32-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევი ვლ---------–---–-----ი, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომ, სისტემატიურად ახორციელებდა დის ვი-----------–---–-----ას და დედის ლი-----–---–-----ას მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ: ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ვლ---------–---–-----ი ვეღარ უწევდა საკუთარ თავს კონტროლს, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ურთიერთკამათისას აგინებდა ლი-----–---–-----ას და ვი----------–---–-----ას, გამოხატავდა აგრესიას, ლანძღავდა, მოიხსენიებდა აუგად და უწოდებდა უწმაწურ სიტყვებს, რა დროსაც დაზარალებულები განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ტანჯვას და დამცირებას.

 

2. 2019 წლის ივნისის თვიდან, 2019 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით, ქალაქ ბათუმში, ბე---–--ის ქუჩა №32-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ვლ---------–---–-----ი დედის ლი-----–---–-----ას მიმართ ახორციელებდა მუქარას, კერძოდ: ემუქრებოდა, ხელების და ფეხების დამტვრევით, ცემით რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. 2019 წლის ივნისის თვიდან, 2019 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით, ქალაქ ბათუმში, ბე---–--ის ქუჩა №32-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ვლ---------–---–-----ი დას ვი----------–---–-----ას მიმართ ახორციელებდა მუქარას, კერძოდ; ემუქრებოდა, ხელების და ფეხების დამტვრევით, ცემით რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

4. 2019 წლის 19 აგვისტოს ლი-----–---–-----ას და ვი----------–---–-----ას მიმართ განხორციელებული სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, სისხლის სამართლის №173190819001 საქმეზე, მოძალადე ვლ---------–---–-----ის მიმართ გამოტანილი იქნა შემაკავებელი ორდერი №019807. შემაკავებელი ორდერით ვლ---------–---–-----ს აკრძალული ქონდა დედის ლი-----–---–-----ას და დის ვი----------–---–-----ას საცხოვრებელ სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობდა. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში, 2019 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე ვლ---------–---–-----მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები, მივიდა ლი-----–---–-----ას და ვი----------–---–-----ას საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქალაქი ბათუმი, ბე---–--ის ქუჩა №32 რა დროსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლი-----–---–-----ას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, დამცირება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

5.მხარეები არსებითი განხილვის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

6.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

7. დაზარალებულ ვი----------–---–-----ასა და ლი-----–---–-----ას ჩვენებების თანახმად ვლ---------–---–-----ი აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც იწვევდა მათ დამცირებას და ტანჯვას.

 

8.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას

 

9. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით: ლი-----–---–-----ას, ვი----------–---–-----ას, იგ-----–---–-----ის, ოლ---–---–-----ის, რო-----------ის, ნუ-----------–--ის, ზე------–-------ის, ავ--------–--------–--ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაკავების ოქმით, შემაკავებელი ორდერით №019807, შემაკავებელი ორდერის ოქმით №019807 დასტურდება, რომ ბრალდებული ვლ---------–---–-----ი დის ვი----------–---–-----ას და დედის ლი-----–---–-----ას მიმართ ახორციელებდა სისტემატურ შეურაცხყოფას, რამაც გამოიწვია ლი-----–---–-----ასა და ვი----------–---–-----ას ტანჯვა და დამცირება.

 

ქმედების ჩადენა არაერთგზის

 

10. დაზარალებულ ვი----------–---–-----ასა და ლი-----–---–-----ას ჩვენებების თანახმად ვლ---------–---–-----ი, პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდგომ სისტემატიურად აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც იწვევდა დამცირებას და ტანჯვას.

 

11. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 აგვისტოს განაჩენით ვლ---------–---–-----ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 262-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანიშნულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი 02 (ორი) წელი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ვლ---------–---–-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

 

12. №0716061 ცნობის თანახმად ვლ---------–---–-----ი 2019 წლის 25 ივნისს სასჯელის დამთვრების გამო განთავისუფლდა №2 პენიტენციური დაწესებულებიდან.

 

13.საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება განაჩენი ნასამართლობაზე, რის გამოც სასამართლო აღნიშნულ გარემოებას იღებს, როგორც დადგენილ ფაქტს.

 

14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა ნასამართლობა გაქარწყლდება - სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ.

 

15. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

 

16. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვლ---------–---–-----მა ჩაიდინა ოჯახური ძალადობა არაერთგზის, რადგან 2016 წლის 16 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი ვლ---------–---–-----მა მოიხადა და პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლდა 2019 წლის 25 ივნისს, შესაბამისად 2019 წლის 23 აგვისტოსთვის ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ ჰქონია.

 

17. ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ლი-----–---–-----ას ეპიზოდი).

 

ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ვი----------–---–-----ას ეპიზოდი).

 

10. დაზარალებულებმა ლი-----–---–-----ამ და ვი----------–---–-----ამ განაცხადეს, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდეგ ვლ---------–---–-----ი მათ ემუქრებოდა, ხელების, ფეხების დამტვრევით და ცემით, რა დროსაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების შიში.

 

11. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით - მოწმეების: ლი-----–---–-----ას, ვი----------–---–-----ას, იგ-----–---–-----ის, ოლ---–---–-----ის, რო-----------ის, ნუ-----------–--ის, ზე------–-------ის, ავ--------–--------–--ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაკავების ოქმით, შემაკავებელი №019807 ორდერით, შემაკავებელი ორდერის №019807 ოქმით, დასტურდება, რომ ბრალდებულმა ვლ---------–---–-----მა განახორციელა ოჯახის წევრების დედის ლი-----–---–-----ას და დის ვი----------–---–-----ას მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, რა დროსაც მას გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

18. 2019 წლის 19 აგვისტოს №019807 შემაკავებელი ორდერით მოძალადე ვლ---------–---–-----ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება; აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.

 

19. დაზარალებულებმა ლი-----–---–-----ამ და ვი----------–---–-----ამ განაცხადეს, რომ 2019 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე ვლ---------–---–-----ი მივიდა ლი-----–---–-----ას და ვი----------–---–-----ას საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქალაქი ბათუმი, ბე---–--ის ქუჩა №32-ში, რა დროსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლი-----–---–-----ას.

 

20. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით - მოწმეების: ლი-----–---–-----ას, ვი----------–---–-----ას, იგ-----–---–-----ის, ოლ---–---–-----ის, რო-----------ის, ნუ-----------–--ის, ზე------–-------ის, ავ--------–--------–--ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაკავების ოქმით, შემაკავებელი №019807 ორდერით, შემაკავებელი ორდერის №019807 ოქმით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ვლ---------–---–-----მა განახორციელა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

21. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვლ---------–---–-----მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, დამცირება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ და არაერთგზის - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით;

 

- დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

 

ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ლი-----–---–-----ას ეპიზოდი) - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ვი----------–---–-----ას ეპიზოდი) - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

22. ვლ---------–---–-----ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები დანაშაულის ჩადენა ადრე იმავე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

23. ვლ---------–---–-----ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

24. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვლ---------–---–-----ს სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო და სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას.

 

აღნიშნული მიდგომა სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ვლ---------–---–-----ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ და ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - 02 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით თ გათვალისწინებული დანაშაულისათვის - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ვლ---------–---–-----ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

2.გაუქმდეს მსჯავრდებულ ვლ---------–---–-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა.

 

3. ვლ---------–---–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 05 სექტემბრიდან.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე