გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.10.2019
საქმის ნომერი
050310018002563251
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 0503100--002563251

N3/110-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.10.20-9 წელი ქ. ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინა კიკნაძე

სხდომის მდივანი თამილა მახარაძე-ბოლქვაძე

მოსარჩელე: მა-----------

წარმომადგენელი: აკ-------------ძე

მოპასუხე: ოზ----------------–----–-------------ია

წარმომადგენელი: ნი----------------ძე

მესამე პირი: გუ--------------–იძე

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა,აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ბათილად იქნს ცნობილი ოზ----------------–----–-------------ის 2----–-–------------------------------

 

მა-----------ს წარმომადგენლის აკ-------------ძის განმარტებით მის მარწმუნებელს საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი ბინა, რომელიც მდებარეობს ქ. ოზურგეშში, გ. ბ---–----------, ბ.18 (ს/კ 2-.2-.0-.0--.0-.0--). ოზ----------------–----–-------------იის 21.0-.20-- წლის N---- ბრძანების მიხედვით დაჯარიმებულ იქნა 2000 ლარით პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 43.3 მუხლის ,,ბ" პუნქტის საფუძველზე. თვლის, რომ ბრძანება გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, არ ჩაურთიათ ადმინისტრაციულ წარმოებაში, მიშენება არ გაუკეთებიათ, აივანს მოაჯირი გაუკეთა მხოლოდ და მოაპირკეთა. ითხოვს ბრძანების გაუქმებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე-ოზ----------------–----–-------------იის წარმომადგენელმა ნი----------------ძემ განმარტა, რომ მოსარჩელეს აღნიშნულ მოქმედებასთან დაკავშირებით ნებართვა არ აუღია მუნიციპალიტეტის მერიისაგან. გაეგზავნათ წერილი დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით, რაც მოსარჩელეს არ შეუსრულებია და შემდგომ შეუდგინებს ოქმი. სადაო ბრძანება მოსარჩელეს ჩაბარებული აქვს 20-- წლის 2- ივნისს და 15 დთეში შეეძლო მისი გასაჩივრება, რაც მის მიერ მოხდა დაგვიანებით. მიიჩნევს, რომ დარღვეულია გასაჩივრების ვადა და მოთხოვნა არ უნდა იქნას დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. სასამართლო სხდომაზე გუ---------------–-ძემ განმარტა, რომ აღნიშნული შენობის პირველ სართულზე აქვს სარიტუალო დარბაზი და როცა გაწვიმდება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული აივნიდან ჩაედინება მასთან წყალი.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.2. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ირკვევა, რომ ქალაქ ოზურგეთში, ბო-–---------------- ბინა N18-ის საკადასტრო კოდი N (ს/კ 2-.2-.0-.0--.0-.0--), მესაკუთრედ რეგისტრირებული არის მა-----------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 02.0-.2--- წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 13)

 

4.1.2. ოზ----------------–----–-------------იაში 20-- წლის 2- იანვარს წარდგენილი იქნა ქ.ოზურგეთში ბო-–-----------------ში მდებარე სარიტუალო დარბაზის მფლობელის გუ--------------–იძის განცხადება N929, რომელიც ეხებოდა ოზურგეთში ბო-–----------------/18-ში მცხვრების მიერ უნებართვოთ აივნის მიშენების ფაქტს, რასთან დაკავშირებითაც ოზ----------------–----–-------------იის მიერ 20-- წლის 21 ივნისს მიღებული იქნა N---- ბრძანება დამრღვევის - მა-----------ს 2000 ლარით დაჯარიმების შესახებ. დამრღვევს ბრძანებით დაეკისრა ვალდებულება თანხა ჩაერიცხა ბრძანების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში შემოსულობების ერთიან ანგარიშის სახაზინო კოდზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ოზ----------------–----–-------------იის 20-- წლის 2--------- ბრძანება (იხ.ს.ფ 14-15)

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმი მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი''

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საკუთრების უფლება აღიარებულია ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა’’ და ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეციის’’ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.

 

6.2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის ოქმის პირველი მუხლით, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვენ და იმ პირობებით, რომლებიც გათვალისწინებული არიან კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით.

 

6.3. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

6.6 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95.2 მუხლით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ოზ----------------–----–-------------იის 20-- წლის 2--------- N---- ბრძანება, წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

6.7. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.''

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.''

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.''

 

6.8. საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის'' მე-14 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტის მიხედვით სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები;

 

6.9. საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის'' 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.''

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.''

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ,,თუ ვერ დგინდება უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემის გარეშე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას.''

 

ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად ,,თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში.''

 

ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ,,მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.

ამავე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად ,,თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება.''

ამავე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად ,,მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.''

ამავე მუხლის მეცხრე ნაწილის თანახმად ,,თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:მა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;მბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის'' მე-14 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტის მიხედვით უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება:ა) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ კოდექსის 44-ე მუხლში აღნიშნული ტერიტორიისა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მა-----------ს მიშენება აქვს განხორციელებული ნებართვის გარეშე რაზეც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოებისას 20-- წლის 30 მაისს შედგენილი იქნა ოქმი, რომლის თანახმადაც მა-----------ს მის საცხოვრებელ ბინაზე მიშენების კანონიერებასთან დაკავშირებით არ გააჩნია რაიმე სახის დოკუმენტაცია, რის შემდგომაც ოზ----------------–----–-------------იის 20-- წლის 2--------- ბრძანებით იგი დაჯარიმებული იქნა 2000 ლარით. ადმინისტრაციული წარმოებისას რაიმე სახის არსებითი დარღვევა არ განხორციელდა. ამდენად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.10. ამასთან საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის'' 25-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში. ამასთანავე, გასაჩივრება არ აჩერებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში.

 

წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ ოზ----------------–----–-------------ის 20-- წლის 2--------- N---- ბრძანება მა-----------ს პირადად ჩაბარდა 20-- წლის 2- ივნისს, ხოლო ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი წარმოდგენილი იქნა 20-- წლის 2- ივლისს.

 

6.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.1 მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით აღძრული სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს ასევე ხანდაზმულობა, კერძოდ კი,- თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.3 მუხლის საფუძველზე იმპერატიულად არის დადგენილი, რომ სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, რაც ნიშნავს იმას, რომ კანონმდებელი ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნით აღძრული სარჩელის დასაშვებობას უკავშირებს იმ ფაქტობრივ გარემოებას თუ როდის გახდა ცნობილი დაინტერესებული პირისათვის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე და აღნიშნული დროიდან ერთი თვის ვადაში აღძრული აქვს თუ არა სარჩელი სასამართლოში. ამასთან, კანონმდებლობა არ განსაზღვრავს იმას, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლების გამოვლენისას, ნებისმიერ ჯერზე ასეთი საფუძვლის გამოვლენისას თავიდან უნდა იქნეს ათვლილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.3 მუხლით დადგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.''

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

 

1. მა-----------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ბაჟის თანხა გადახდილია მოსარჩელეს მიერ;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა №14);

 

მოსამართლე: მარინა კიკნაძე