გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/13767-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე შპს „ბ------------“
წარმომადგენელი და-------------, ცე-------------------
მოპასუხე შპს „ე-------------------–--------------–--“
წარმომადგენელი გა-------------–---–-
დავის საგანი იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე
ქირის გადახდევინება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნაა:
1.1. მოპასუხე შპს „ე-------------------–--------------–---“ მოსარჩელე შპს „ბ------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს:
1.1.1. ქირის სახით 15 350 ლარის გადახდა.
1.1.2. ზიანის ასანაზღაურებლად 2507.50 ლარის გადახდა.
მხარეებს შორის, 2019 წლის 31 იანვარს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ე-------------------–--------------–----“ მოსარჩელისაგან იქირავა 500 მ2 იტალიური წარმოების საფასადე ხარაჩო შემადგენელი ნაწილებით: 141 ცალი ხარაჩოს ფეხი, 414 ცალი განმკლავი და 125 ცალი ბილიკი.
საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა 75 ლარი დღეში. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისა და საიჯარო ქონების გადაცემისთანავე და მოქმედებს 30 დღით.
იჯარის საგანი, 2019 წლის 31 იანვარს გადაეცა მოიჯარეს.
მოსარჩელეს იჯარის საგანი დაუბრუნდა 2019 წლის 23 მაისს, მოპასუხეს ერიცხება საიჯარო ქირა 8400 ლარი.(112 დღე გამრავლებული 75).
2019 წლის 06 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა მოძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „ე-------------------–--------------–----“ მოსარჩელისაგან იქირავა 500 მ2 იტალიური წარმოების საფასადე ხარაჩო შემადგენელი ნაწილებით: 141 ცალი ხარაჩოს ფეხი, 414 ცალი განმკლავი და 50 ცალი ბილიკი.
საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა 75 ლარი დღეში. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისა და საიჯარო ქონების გადაცემისთანავე და მოქმედებს 30 დღით.
იჯარის საგანი მოსარჩელეს დაუბრუნდა 2019 წლის 23 მაისს. საიჯარო დავალიანება შეადგენს 107 დღეზე 8025 ლარს.
2019 წლის 26 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა მოძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „ე-------------------–--------------–----“ მოსარჩელისაგან იქირავა 500 მ2 იტალიური წარმოების საფასადე ხარაჩო შემადგენელი ნაწილებით: 141 ცალი ხარაჩოს ფეხი, 414 ცალი განმკლავი და 125 ცალი ბილიკი.
საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა 75 ლარი დღეში. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისა და საიჯარო ქონების გადაცემისთანავე და მოქმედებს 30 დღით.
იჯარის საგანი, 2019 წლის 26 მარტს გადაეცა მოიჯარეს. საიჯარო დავალიანება შეადგენს 4350 ლარს.
ჯამში, მოსარჩელეს საიჯარო ქირის სახით გადასახდელი ჰქონდა 20 775 ლარი, საიდანაც გადაიხადა 5425 ლარი. დარჩენილი დავალიანება შეადგენს 15 350 ლარს.
მოსარჩელე იძულებული გახდა იჯარის საგნის დასაბრუნებლად მოეხდინა იჯარის საგნის დემონტაჟი, რაშიც გაიღო ხარჯი 2507.5 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელის მოთხოვნა ცნო ძირითადი თანხიდან 15 275 ლარის ნაწილში. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სრულად ცნო მოთხოვნა ქირის დაკისრების ნაწილში. არ დაეთანხმა მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების ნაწილში და განმარტა, რომ ამ თანხის გაღების აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან მოსარჩელეს დემონტაჟამდე არ მოუთხოვია საიჯარო ქონების დაბრუნება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეებს შორის, 2019 წლის 31 იანვარს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ე-------------------–--------------–----“ მოსარჩელისაგან იქირავა 500 მ2 იტალიური წარმოების საფასადე ხარაჩო შემადგენელი ნაწილებით: 141 ცალი ხარაჩოს ფეხი, 414 ცალი განმკლავი და 125 ცალი ბილიკი.
საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა 75 ლარი დღეში. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისა და საიჯარო ქონების გადაცემისთანავე და მოქმედებს 30 დღით.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ თუ რომელიმე მხარე არ განაცხადებს წერილობით უარს ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე, ხელშეკრულება გაგრძელებულად ითვლება ამ ხელშეკრულების 2.1. მუხლით მითითებული საიჯარო ქონების სრულად დაბრუნებამდე.
იჯარის საგანი, 2019 წლის 31 იანვარს გადაეცა მოიჯარეს.
მოსარჩელეს იჯარის საგანი დაუბრუნდა 2019 წლის 23 მაისს, მოპასუხეს ერიცხება საიჯარო ქირა 8400 ლარი.(112 დღე გამრავლებული 75).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება.
2019 წლის 31 იანვრის მოძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება.
2019 წლის 31 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტი.
სასაქონლო ზედნადები.
3.1.2. 2019 წლის 06 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა მოძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „ე-------------------–--------------–----“ მოსარჩელისაგან იქირავა 500 მ2 იტალიური წარმოების საფასადე ხარაჩო შემადგენელი ნაწილებით: 141 ცალი ხარაჩოს ფეხი, 414 ცალი განმკლავი და 50 ცალი ბილიკი.
საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა 75 ლარი დღეში. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისა და საიჯარო ქონების გადაცემისთანავე და მოქმედებს 30 დღით.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ თუ რომელიმე მხარე არ განაცხადებს წერილობით უარს ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე, ხელშეკრულება გაგრძელებულად ითვლება ამ ხელშეკრულების 2.1. მუხლით მითითებული საიჯარო ქონების სრულად დაბრუნებამდე.
იჯარის საგანი მოსარჩელეს დაუბრუნდა 2019 წლის 23 მაისს. საიჯარო დავალიანება შეადგენს 107 დღეზე 8025 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება.
2019 წლის 06 თებერვლის ხელშეკრულება.
სასაქონლო ზედნადები.
3.1.3. 2019 წლის 26 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა მოძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „ე-------------------–--------------–----“ მოსარჩელისაგან იქირავა 500 მ2 იტალიური წარმოების საფასადე ხარაჩო შემადგენელი ნაწილებით: 141 ცალი ხარაჩოს ფეხი, 414 ცალი განმკლავი და 125 ცალი ბილიკი.
საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა 75 ლარი დღეში. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისა და საიჯარო ქონების გადაცემისთანავე და მოქმედებს 30 დღით.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ თუ რომელიმე მხარე არ განაცხადებს წერილობით უარს ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე, ხელშეკრულება გაგრძელებულად ითვლება ამ ხელშეკრულების 2.1. მუხლით მითითებული საიჯარო ქონების სრულად დაბრუნებამდე.
იჯარის საგანი, 2019 წლის 26 მარტს გადაეცა მოიჯარეს.
საიჯარო დავალიანება შეადგენს 4350 ლარს.(58 დღე).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება.
2019 წლის 26 მარტის მოძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება.
2019 წლის 26 მარტის მიღება-ჩაბარების აქტი.
სასაქონლო ზედნადები.
3.1.4. საიჯარო ქირის სახით შპს „ე-------------------–--------------–---“ გადახდილი აქვს 5425 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება.
საგადახდო დავალებები.
3.1.5. საიჯარო ქონების გატანის შესახებ, 2019 წლის 24 მაისის აქტის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მხარეთა (მეიჯარე და მოიჯარე) წარმომადგენელებმა დააფიქსირეს, რომ მიმდინარე თვის საიჯარო ქირის მოიჯარის მიერ გადახდის შეუძლებლობის გამო მეიჯარე წყვეტს ხელშეკრულებას, მშენებარე შენობის ფასადიდან ხსნის საიჯარო ქონებას -იტალიური წარმოების საფასადე ხარაჩოს (1500 კვ.მ.) სამშენებლო მოედნიდან გატანის მიზნით.
მეიჯარემ მოახდინა აქტში მითითებული მოედნიდან საიჯარო ქონების გატანა საკუთარი ტრანსპორტით ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ჯამში 1500 2 კვ.მ.
3.1.6. 2019 წლის 25 მაისის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, აქტზე ხელმომწერი მხარეების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ შემსრულებელმა დამკვეთს შპს „ბ------------“ ჩააბარა შესასრულებელი სამუშაო, კერძოდ: მოახდინა კომპანიის კუთვნილი 1500 მ2 საფასადე ხარაჩოს დემონტაჟი თბილისში, ჩ----------------–--
მომსახურების ღირებულებამ ჯამში შეადგინა 1500 ლარი, საშემოსავლო და სხვა აუცილებელი გადასახადების გარეშე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
2019 წლის 25 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი.
3.1.7. 2019 წლის 26 მაისის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, აქტზე ხელმომწერი მხარეების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ შემსრულებელმა ჩააბარა დამკვეთს შპს „ბ------------“ შესასრულებელი სამუშაო, კერძოდ: 1500 მ 2 საფასადე ხარაჩოს დატვირთვა მანქანაზე, ჩ----------------–-- მომსახურების ღირებულება შეადგენს 200 ლარს, საშემოსავლო და სხვა აუცილებელი გადასახადების გარეშე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
2019 წლის 26 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2019 წლის 24 მაისამდე, იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა არ დგინდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.
სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოვლენა გარიგების დეფინიციის აუცილებელი ელემენტია. ამ გაგებით ნების გამოვლენა არის სამართლებრივი შედეგის დადგომის სურვილის გარეგნული გამოხატვა კანონით დადგენილი ფორმით. ნების გამოვლენის მიზანი უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის დადგომა. 50-ე მუხლის მიხედვით სამართლებრივი შედეგი გამოიხატება სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაში, შეცვლასა და შეწყვეტაში. სამართლებრივი შედეგის დადგომა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ცალმხრივმა, ისე ორმხრივმა ან მრავალმხრივმა ნების გამოვლენამ. ამრიგად, გარიგება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე ნების გამოვლენისაგან.
ცალმხრივი ნების გამოვლენით გამოწვეული სამართლებრივი შედეგი შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ ნების გამომვლენს ან მესამე პირს. ამის მიხედვით კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებს ცალმხრივ გარიგებებს, რომელთაც ნამდვილობისათვის სჭირდებათ ნების გამოვლენის მიღება მესამე პირის მიერ (51 I), და გარიგებებს, რომელთაც ასეთი ნების მიღება არ სჭირდებათ. ცალმხრივი გარიგებების ამ დაყოფას ე.წ. თავისთვის და მესამე პირისათვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი შედეგი უკავშირდება - ნების გამოვლენის ნამდვილობა. მართალია, ცალმხრივი გარიგებით მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის მესამე პირის თანხმობა აუცილებელი არ არის, მაგრამ მან, სულ ცოტა, უნდა შეიტყოს უფლებამოსილი პირის განზრახვის შესახებ. მესამე პირის (ხელშეკრულების კონტრაჰენტის) მიერ ნების მიღების მომენტს კონსტიტუტიური მნიშვნელობა აქვს - ნების გამოვლენა ნამდვილია და სამართლებრივი შედეგი დგება. ამიტომ ასეთი გარიგებები ნამდვილია ადრესატისათვის ნების გამოვლენის მისვლის მომენტიდან.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება, მოიჯარის მიერ ქირის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო, 2019 წლის 24 მაისამდე, მეიჯარის მიერ იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ნების გამოვლენა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება, ის გარემოება, რომ 2019 წლის 24 მაისამდე შეწყდა მხარეებს შორის იჯარის ხელშეკრულება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 394-ე, 581-ე, 564-ე, 408-ე, 412-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
დადგენილია რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა იჯარის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, მოიჯარეს ეკისრებოდა ქირის გადახდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი მის მიმართ დაყენებული მოთხოვნის შესაბამისად, ქირის დავალიანების გადახდევინების 15 350 ლარის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, სასარჩელო მოთხოვნის 15 350 ლარის ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ან ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630- 593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.
სასამართლო განმარტავს, რომ სავარაუდობა სახეზეა თუ შედეგის დაშვება შეგნებული მოვალის პერსპექტივიდან ობიექტურად შესაძლებელი იყო. ამდენად, გასათვალისწინებელია არა კონკრეტული მოვალის (შპს „ე-------------------–--------------–---“) არამედ ზოგადად გონიერი და შეგნებული მოვალის მიერ იმ შედეგების გაცნობიერება, რაც განპირობებული შეიძლება იყოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით, ანუ გასათვალისწინებელია ობიექტურად არსებული კრიტერიუმები. ამასთან ერთად, ზიანი, გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი და პირდაპირი შედეგი უნდა იყოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, „მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი“ არ უნდა გავიგოთ მოვალის სუბიექტური შესაძლებლობების მიხედვით. გონივრულად სავარაუდო ზიანი ფასდება ობიექტური კრიტერიუმებით. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ის, რომ მითითებული ნორმის მიხედვით გათვალისწინებულია პირდაპირი ზიანი, რადგან ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი.
კონკრეტულ შემთხვევაში განსახილველი საკითხი ეხება სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობას. აქედან გამომდინარე, გათვალისწინებელი უნდა იყოს ამ ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე, ვალდებულების დარღვევის შედეგად, რამდენად სავარაუდოა კრედიტორის მიერ მითითებული ზიანი, და რამდენადაა ამ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის უშუალო, აუცილებელი და პირდაპირი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ მან იჯარის საგნის დასაბრუნებლად, მის დემონტაჟზე, დატვირთვასა და ტრანსპორტირებაზე გაიღო ხარჯი, რომლის ანაზღაურების ვალდებულება მოიჯარეს ეკისრებოდა. კონკრეტულ შემთხვევაში ისმის კითხვა თუ რამდენად სავარაუდო იყო მოპასუხისათვის ზიანი, რომელიც მიადგა მოსარჩელეს და რამდენად არსებობს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის მიერ ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობასა და მოსარჩელის მიერ მითითებულ დამდგარ ზიანს შორის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 564-ე მუხლის მიხედვით, ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელი მოვალეა დაუბრუნოს გამქირავებელს ნივთი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით, ან იმ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 564-ე მუხლის შესაბამისად, იჯარის საგნის დაბრუნების ვალდებულება მოიჯარეს (მოპასუხეს) წარმოეშობოდა ხელშეკრულების შეწყვეტისას. დადგენილია, რომ 2019 წლის 24 მაისამდე (მოსარჩელე/მეიჯარის მიერ იჯარის საგნის დემონტაჟამდე) იჯარის სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა მხარეებს შორის არ შეწყვეტილა. შესაბამისად, 2019 წლის 24 მაისამდე მოპასუხეს არ წარმოშობია ქონების დაბრუნების ვალდებულება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ მოიჯარის მიერ ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობა არ არის უშუალო კავშირში მოსარჩელის მიერ იჯარის საგნის დაბრუნებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების გაღებასთან, რადგან მოპასუხე რომელმაც დაარღვია ქირის გადახდის ვალდებულება, ვერ გაითვალისწინებდა, რომ ქირის გადაუხდელობა სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის გარეშე, იჯარის საგნის დაბრუნების ვალდებულებას წარმოუშობდა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს ბიუჯეტიდან სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო, უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 460.5 ლარი. (15 350 ლარის 3%).
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „ბ------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს „ე-------------------–--------------–--ს“ მოსარჩელე შპს „ბ------------ს“ სასარგებლოდ 15 350 ლარის გადახდა.
1.2. სარჩელის მოთხოვნა ზიანის ასანაზღაურებლად 2507.50 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს „ბ------------“ 2019 წლის 29 მაისს №1--------- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 536 ლარიდან 460.5 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაკა ჭედია