გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.11.2019
საქმის ნომერი
200210018002327148
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
26.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 200210018002327148

N 2/199-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

26 ნოემბერი, 2019 წელი თელავი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - თამარ კაპანაძე

სხდომის მდივანი - ფიქრია სვანიძე

მოსარჩელე - ქ--------–--–--–---–------------------)

მოპასუხე - კა-------------------------------------)

წარმომადგენელი - ზუ-----------–---–ი

დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის გაზრდა

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 38-ე, 39-ე, 41-ე, 46-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე, 370-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქე-------–--–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე კა------------------ვს არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–-----------------ს დაბადებული ირ---–--–--–--–---–ის სასარგებლოდ თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის N2/173-12 განჩინებით დაკისრებული ალიმენტი - 70 (სამოცდაათი) ლარი გაეზარდოს 80 (ოთხმოცი) ლარით და ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარით არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 28 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

2. მოპასუხე კა------------------ვს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება მიქცეული იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: თამარ კაპანაძე

 

მხარეთა თხოვნით, რომელთაც წერილობით განაცხადეს, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს აცხადებენ მის გასაჩივრებაზე, საქართველოს სს კოდექსის 250-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით - დასაბუთების გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლის და 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში და სავალდებულოა აღსასრულებლად.

 

მოსამართლე: თამარ კაპანაძე