განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-708-19
(№012300719003)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ნოემბერი, 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე,სხდომის მდივანი: ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე: პროკურორი ანა ადეიშვილი,დაცვის მხარე:
ა---------––-–-----ი ბრალდებული ბ-----------ე, დაბადებული 2----–-–------------–ს, პირადი ნომერი 3----------, ნასამართლობის მქონე, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.რუსთავი, დ----------------------;
ადვოკატი: იზოლდა მელიქიშვილი,კ-----------–---------------–-----–--------------ე,კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, „ბ’’ და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.
საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილი - ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა.
საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილი - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა.
სხდომის სახე - დახურული,განსახილველი საკითხი: საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
საპროცესო შეთანხმების არსი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენით: ბ-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქ/პუნტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც ა---------––-–-----თა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.
2019 წლის 14 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა ბ-----------ემ, 2019 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 05:00 საათზე, ქ.რუსთავში, მ–------–---------ის ეზოში მდგარი მ------------------–-–---–ის კუთვნილი „ნ-------------------ის (სახ. N--------) ჩაკეტილი ავტომანქანა გააღო, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ხურდა ფულს 3 ლარის ოდენობით და „მაკაროვის“ ფირმის პნევმატურ იარაღს ღირებულს 300 ლარად. ბ-----------ის ქმედებით მ------------------–-–---–ს მიადგა 303 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ქ.რუსთავი, დ---------------------------------ში 2019 წლის 21 ივლისს 16:30 საათზე ბ-----------ე უკანონოდ ინახავდა ასევე უკანონოდ შეძენილ 13,8 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ნედლ მარიხუანას.
2019 წლის აპრილში, ქ. რუსთავში, დ--------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ბ-----------ემ სამ ცალ პლასტმასის სათლში უკანონოდ დათესა და 2019 წლის 21 ივლისის ჩათვლით დროის შუალედში უკანონოდ მოყავდა ნარკოტიკული საშუალება - 50,5 გრამი მცენარე კანაფი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, ბ-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: შეტყობინებას N1996027, N2001061, მ------------------–-–---–ის, მ---------------ას გამოკითხვის ოქმებს, ავტომანქანის დათვალიერების ოქმს ფოტომასალით, მ------------------–-–---–ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ფოტომასალით, ნივთის ამოღების ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ო-------თან ფოტომასალით, ამოღებულ ნივთიერი მტკიცებულებებს, ნ----------–--ის, ც-----------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ბ-----------ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკებს და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებას, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებს.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
2019 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ ბ-----------ეს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ იზოლდა მელიქიშვილსა და პროკურორ ანა ადეიშვილს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
2019 წლის 25 ნოემბერს, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა პროკურორმა ანა ადეიშვილმა და ითხოვა ა---------––-–----- ბრალდებულ ბ-----------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.
პროკურორი წარმოდგენილი შუამდგომლობით ითხოვს საქმის არსებითი განხილვის გარეშე
ბ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, „ბ’’ და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, „ბ’’ და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით - სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით, რაც ა---------––-–-----თა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით - ა---------––-–-----თა მართლმსაჯულების კოდექსის 71-ე მუხლის საფუძველზე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ხანგრძლივობით.
საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით - ა---------––-–-----თა მართლმსაჯულების კოდექსის 68-ე მუხლის საფუძველზე ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ბ-----------ეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (3 თვე თ/ა) და საბოლოოდ, ბ-----------ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ბ-----------ეს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის“ მესამე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებელმა ანა ადეიშვილმა, ბრალდებულმა ბ-----------ემ, მისმა კანონიერმა წარმოამდგენელმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა იზოლდა მელიქიშვილმა.
ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადაოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვის უფლებაზე.
შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულის წერილობითი განცხადებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. იგი სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს. ბრალდებულს და მის ადვოკატს საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც იგი აღიარებს; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;
ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; ბრალდებული და მის ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე შეამოწმა, რომ დასაბუთებულია ბრალდება, არსებობს ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და კანონიერი და სამართლიანია სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ამავე კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე მიიღო დამარწმუნებელი პასუხები და მოთხოვნილი სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, შესაბამისად არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის III და IV ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძვლები.
შუამდგომლობაზე დართული დაზარალებულებთან კონსულტაციის ოქმის მიხედვით, მან თანხმობა განაცხადა ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე.
ამდენად, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ადეიშვილის შუამდგომლობა ბრალდებულ ბ-----------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ბ-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
საქმეზე ამოღებული ხელის კვლები, თმის ღერები, ქსოვილის ნაჭერი, სუნის ნიმუშები, თმის ნიმუში, ნედლი მარიხუანა, მცენარე კანაფი, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. ხოლო ბექა ომანაძისაგან ამოღებული იარაღი, უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 81-ე, 209-216-ე, 258-ე-260-ე, 268-ე-274-ე მუხლებით, ა---------––-–-----თა მართლმსაჯულების კოდექსით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ადეიშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ადეიშვილსა და ბრალდებულ ბ-----------ეს შორის 2019 წლის 24 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. ბ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, „ბ’’ და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, „ბ’’ და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით - სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით, რაც ა---------––-–-----თა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით - ა---------––-–-----თა მართლმსაჯულების კოდექსის 71-ე მუხლის საფუძველზე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ხანგრძლივობით.
საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით - ა---------––-–-----თა მართლმსაჯულების კოდექსის 68-ე მუხლის საფუძველზე ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ბ-----------ეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (3 თვე თ/ა) და საბოლოოდ, ბ-----------ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ბ-----------ეს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის“ მესამე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
4. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამისს ორგანოებს.
5. ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;
6. ბ-----------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს სასამართლო სხდომის დარბაზში მისი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 25 ნოემბრიდან.
7. ბ-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ:
ხელის კვლები, თმის ღერები, ქსოვილის ნაჭერი, სუნის ნიმუშები, თმის ნიმუში, ნედლი მარიხუანა, მცენარე კანაფი, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ბ-----------ისაგან ამოღებული იარაღი, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს. (ნივთები ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში).
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.
10. საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის III და IV ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განაჩენი ექვემდებარება გასაჩივრებას. სხვა შემთხვევაში განაჩენი არ გასაჩივრდება.
მოსამართლე მადონა მაისურაძე