გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010210116001628822
# 2-3768/2016
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09 იანვარი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე (მოპასუხე) - შპს ,,ე-------–--ი“
წარმომადგენელი - მუ------------ე
მოპასუხე (მოსარჩელე) - შპს ,,თრ----–---------------------“
წარმომადგენელი - ემ--–---------- (დირექტორი), ავ--------–---------–---–ი
თარჯიმანი - ზ------- ა---------ი, ფა------–---–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
დავის საგანი (მეორე სარჩელზე) - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს ,,ე-------–--ი“ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს მოპასუხეს - შპს ,, თრ----–---------------------“-ს დაეკისროს 46010,50 ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
- მოსარჩელე შპს ,,ე-------–--ი“ ეწევა სასტუმროსა და რესტორნის მომსახურებას. 2016 წლის ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, მხარეები - შპს ,,ე-------–--ი“ და მოპასუხე შპს ,,თრ----–---------------------“ ელექტრონული მიმოწერით შეთანხმდნენ, რომ შპს ,,ე-------–--ი“ მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდებდა მოპასუხეს სასტუმროს/რესტორნის მომსახურებას, კერძოდ: მოპასუხის სახელით კლიენტები (სტუმრები) ისარგებლებდნენ შპს ,,ე-------–--ი“-ს სასტუმროს/რესტორნის მომსხურებით, ხოლო გაწეული მომსახურების ღირებულებას გადაუხდიდა მოპასუხე;
- 2016 წლის მაისის და ივნისის თვეებში შპს ,,თრ----–---------------------“-ს სტუმრებზე, შეთანხმებისამებრ, შპს ,,ე-------–--ი“-ს მიერ გაწეულ იქნა სასტუმრო/რესტორნის მომსახურება თანხით 7520 ლარის. დასახელებული მომსახურების ღირებულება იმ დროისათვის შპს ,,თრ----–---------------------“-ს მიერ სრულად იქნა გადახდილი;
- შემდგომში, მოთხოვნის შესაბამისად, შპს ,,ე-------–--ი“-ს მიერ გაწეულ იქნა სასტუმრო/რესტორნის მომსახურება შპს ,,თრ----–---------------------“-ს სტუმრებზე (კლიენტებზე), რომლის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 46010,50 ლარს, რომელიც მოპასუხის მიერ დღემდე გადაუხდელია;
- მოპასუხეს აქვს დავალიანება 2016 წლის მაისის და ივნისის თვეებში გაწეული მომსახურებიდან გამომდინარე, რაც შეადგენს 46010,50 ლარს. მოსარჩელემ აღნიშნული თანხის გადახდის მოთხოვნით არაერთხელ მიმართა მოპასუხეს, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც შპს ,,ე-------–--ი“ იძულებული გახდა აღეძრა სარჩელი;
(იხ. სარჩელი, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებები სხდომის ოქმში).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. შპს ,,თრ----–---------------------“ შესაგებლით სარჩელს არ სცნობს.
მოპასუხე თავის პოზიციას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტაციით:
- მოპასუხე დასტურებს, რომ შპს ,,ე-------–--ი“ და მოპასუხე შპს ,,თრ----–---------------------“ ელექტრონული მიმოწერით შეთანხმდნენ, რომ შპს ,,ე-------–--ი“ მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდებდა მოპასუხეს სასტუმროს/რესტორნის მომსახურებას, კერძოდ: მოპასუხის სახელით კლიენტები (სტუმრები) ისარგებლებდნენ შპს ,,ე-------–--ი“-ს სასტუმროს/რესტორნის მომსხურებით, ხოლო გაწეული მომსახურების ღირებულებას გადაუხდიდა მოპასუხე და რომ 2016 წლის მაისის და ივნისის თვეებში შპს ,,თრ----–---------------------“-ს სტუმრებზე, შეთანხმებისამებრ, შპს ,,ე-------–--ი“-ს მიერ გაწეულ იქნა სასტუმრო/რესტორნის მომსახურება თანხით 7520 ლარის და დასახელებული მომსახურების ღირებულება იმ დროისათვის შპს ,,თრ----–---------------------“-ს მიერ სრულად იქნა გადახდილი;
- მაგრამ 2016 წლის 04 აგვისტოს, ღამით შპს ,,ე-------–--მა“ დაარღვია შეთანხმება და მეორე დილით მათთან ჩამოსასვლელ სტუმრებზე სასტუმროს 20 ოთახის/ნომრის გამოყოფაზე უარი განაცხადა, რის გამოც შპს ,,თრ----–---------------------“ იძულებული გახდა ზაფხულის ამ დღეს და სხვა დღეებშიც შემდგომ, სხვა სასტუმროებში ეძებნა და ექირავა ოთახები/ნომრები, რის გამოც შპს ,,თრ----–---------------------“-ს აქეთ მიადგა სოლიდური ოდენობის თანხის ზიანი. ასე გაგრძელდა შემდგომშიც და შპს ,,თრ----–---------------------“-ს მოუწია ბევრად უფრო მეტი თანხების გადახდა იგივე მომსახურებისათვის, რადგან მათი დაკვეთები სხვა სასტუმროებში იყო სასწრაფო. მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შპს ,,თრ----–---------------------“-მა არაერთხელ მიმართა წერილობით, თუმცა შპს ,,ე-------–--ს“ დღემდე ზიანი არ აუნაზღაურებია.
- მოპასუხის წარმომადგენელი (ავ--------–---------–---–ი) დამატებით განმარტავს, რომ გაწეული მომსახურების გამო დარჩენილი დავალიანება ასანაზღაურებელია, მაგრამ თავის მხრივ შპს ,,ე-------–--მა“ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო შპს ,,თრ----–---------------------“-ს მიაყენა ზიანი და ვალდებულია აანაზღაუროს ეს ზიანი. გადასახდელ თანხებზე მოსარჩელისგან ინვოისები დღეისთვისაც არ აქვს მიღებული მოპასუხეს, რაზედაც მიიღეს, იმაზე გადახდილია (იხ. 22.06.2018წ. სხდომის ოქმი).
- შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
(იხ. შესაგებელი, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებები სხდომის ოქმში).
3. შპს ,,თრ----–---------------------“-ს სასარჩელო მოთხოვნა:
შპს ,,ე-------–--ს“ მის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 50130 აშშ დოლარის ოდენობით.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
- 2016 წლის ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, მხარეები - შპს ,,ე-------–--ი“ და მოპასუხე შპს ,,თრ----–---------------------“ ელექტრონული მიმოწერით შეთანხმდნენ, რომ შპს ,,ე-------–--ი“ მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდებდა მოპასუხეს სასტუმროს/რესტორნის მომსახურებას, კერძოდ: კონკრეტულ დღეებში, კონკრეტული ოდენობის სასტუმროს ნომრებით, მოპასუხის სახელით კლიენტები (სტუმრები) ისარგებლებდნენ შპს ,,ე-------–--ი“-ს სასტუმროს/რესტორნის მომსახურებით, ხოლო გაწეული მომსახურების ღირებულებას გადაუხდიდა მოპასუხე;
- თავდაპირველად, შეთანხმებისამებრ, 2016 წლის მაისის და ივნისის თვეებში შპს ,,თრ----–---------------------“-ს სტუმრებზე, შეთანხმებისამებრ, შპს ,,ე-------–--ი“-ს მიერ გაწეულ იქნა სასტუმრო/რესტორნის მომსახურება თანხით 7520 ლარის და დასახელებული მომსახურების ღირებულება იმ დროისათვის შპს ,,თრ----–---------------------“-ს მიერ სრულად იქნა გადახდილი;
- 04.08.2016წ., ღამის 22 საათზე მოპასუხემ აცნობა მოსარჩელეს, რომ 05-08 აგვისტოს და შემდგომ დღეებშიც მისაღები კლიენტებისათვის არ დარჩა საკმარისი ნომრები, რის გამოც შპს ,,თრ----–---------------------" იძულებული გახდა სასწრაფოდ, სასტუმრო ,,ლ---------ში", ,,შ---------ში", ,,ინ----------ში", ,,სპ-------ში" ეყიდა ნომრები. შპს ,,ე-------–--თან“ შეთანხმებული ფასი იყო დაბალი, ვიდრე სხვა სასტუმროებში გადახდილი ფასი. ფასთა სხვაობის გამო მოსარჩელემ გაიღო 37102 აშშ დოლარი. გარდა 37102 აშშ დოლარისა, სტუმრების რესტორნით, ავტობუსით, გიდით მომსახურებისათვის, რომელიც შედიოდა შპს ,,ე-------–--თან“ შეთანხმებულ მომსახურების ფასში, მოსარჩელემ დამატებით გაიღო ასევე 13028 აშშ დოლარი.
- 05.08.2016წ. მოპასუხის წარმომადგენელმა ნ-----------ემ პირობა დადო მოსარჩელესთან, რომ ანალოგიური შემთხვევა აღარ განმეორდებოდა, თუმცა 07.08.2016წ. იგივე განმეორდა, ღამის 10 საათზე შპს ,,თრ----–---------------------"-ს ტელეფონით დაეკონტაქტა მოპასუხის წარმომადგენელი (სამზარეულოს მენეჯერი ელ----–--–--ე), რომელმაც აცნობა, რომ მეორე დილით ჩამოსასვლელი სტუმრებისათვის/ტურისტებისათვის არ ჰქონდათ თავისუფალი ნომრები. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე კვლავ იძულებული გახდა სასწრაფოდ ეყიდა ნომრები სხვა სასტუმროებში. მოსარჩელე მისი კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, იძულებული გახდა სხვა სასტუმროებში ეყიდა ნომრები, რის შესახებაც გამოუცხადა კიდეც მოპასუხეს, კერძოდ მენეჯერ ნ-----------ეს, რომელმაც განაცხადა, რომ ფასთა სხვაობას აანაზღაურებდა მოპასუხე.
- ჯამში, მოპასუხის მიერ ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების შედეგად, მოსარჩელეს მიადგა 50130 (37102+13028= 50130) აშშ დოლარის ოდენობით ზიანი.
- მოსარჩელემ არაერთჯერ მოითხოვა წერილობით მოპასუხისაგან ზიანის ანაზღაურება, თუმცა ზიანი დღემდე არ არის ანაზღაურებული.
- მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მხარეებს შორის შეთანხმების მიხედვით, შპს ,,ე-------–--ის" მომსახურება უნდა გაეწია მთელი ზაფხულის პერიოდისათვის. 2016 წლის 04 აგვისტოს 4 ნომერი დააკლო მოპასუხემ სტუმრებს, 07 აგვისტოს კი 26 ნომერი უნდა ყოფილიყო, თუმცა მოპასუხემ ვერ გადასცა სასტუმროს ნომრები/ოთახები, ,,შპს ,,თრ----–---------------------"-ს კი საზღვარგარეთიდან (ისრაელიდან) ჩამოსულის სტუმრები უკვე ადგილზე ჰყავდა, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა, წავიდა სხვა სასტუმროებში და 2-3-ჯერ მეტი გადაიხადა. 08 აგვისტოსათვის 20 ნომერი უნდა მიეღო, ტურისტები გზაში იყვნენ-მოფრინავდნენ, მაგრამ მოპასუხემ სხვა პირებზე გაყიდა სასტუმროს ნომრები. შეთანხმებისამებრ, შპს ,,ე-------–--ს" მომსახურება მთელი სეზონის განმავლობაში უნდა გაეწია. შემდეგში, 2016 წლის 07 აგვისტოს შემდეგ, ,,შპს ,,თრ----–---------------------"-ს აღარ მიუმართავს შპს ,,ე-------–--ი"-სათვის, იძულებული გახდა სხვა სასტუმროები მოენახა, ვეღარ გაბედა, ორჯერ დაარღვია მოპასუხემ ვალდებულება და აღარ გააგრძელა მასთან ურთიერთობა. აგვისტოს თვეში სასტუმროები ძვირი ღირს, რის გამოც ზედმეტი თანხები გადაიხადა. გარდა ამისა, მოსარჩელეს გაწეული ჰქონდა პიარი, რეკლამა და სხვა ხარჯები, რათა ტურისტები ჩამოეყვანა საზღვარგარეთიდან. თვითმფრინავებით ჩამოიყვანა ტურისტები ისრაელიდან, ამის ხარჯებიც თვითონ გაწია.
(იხ. სარჩელი, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებები სხდომის ოქმში).
4. მოპასუხის - შპს ,,ე-------–--ის“ პოზიცია:
4.1. მოპასუხე შპს ,,ე-------–--ი“ შესაგებლით სარჩელს არ სცნობს.
მოპასუხე თავის პოზიციას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტაციით:
- მოპასუხე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შპს ,,ე-------–--მა" გაუწია სასტუმრო მომსახურება ,,შპს ,,თრ----–---------------------"-ს 2016 წლის 05 აგვისტომდე, თუმცა მომსახურების საფასური შპს ,,თრ----–---------------------"-ს სრულად არ აუნაზღაურებია. 2016 წლის 05 აგვისტოს და შემდგომი პერიოდისათვის მომსახურებაზე მხარეთა შორის შეთანხმება არ ყოფილა და არც სასტუმროს ნომრები დაჯავშნულა, აღნიშნულზე არც წინასწარი ინვოისები და არც ჯავშნის თანხების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.
- 2016 წლის 07 აგვისტოს შემდეგ შპს ,,თრ----–---------------------"-ს შპს ,,ე-------–--ი"-სათვის მომსახურების გაწევის თაობაზე არ მიუმართავს, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და არც რაიმე მტკიცებულება ამის დასადასტურებლად წარმოდგენილი არ არის.
- 2016 წლის 05 აგვისტოსათვის მოსარჩელეს არ ჰქონდა სრულად გადახდილი გაწეული სასტუმროს მომსახურების საფასური და ერიცხებოდა დავალიანება და მოსარჩელის მითითება, რომ თითქოსდა შპს ,,ე-------–--ის" მიერ ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო მას მიადგა ზიანი, ემსახურება იმას, რომ არ გადაუხადოს შპს ,,ე-------–--ს" დავალიანება. მხარეები ხელშეკრულების არსებით პირობებზე არ შეთანხმებულან, შპს ,,თრ----–---------------------"-ს შპს ,,ე-------–--ი"-სათვის მომსახურების გაწევის თაობაზე 2016 წლის 07 აგვისტოს შემდეგ არ მიუმართავს, არც წინასწარი ინვოისები გაუწერია და არც ჯავშნის თანხები გადაუხდია.
- მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მხარეთა შეთანხმების თანახმად, სასტუმრო/რესტრონის მომსახურებაში შედიოდა სასტუმროს ნომრის გადაცემა და დილის საუზმე, სხვა შეთანხმებას სადილზე, ვახშამზე, ავტობუსით და გიდით მომსახურებაზე, ადგილი არ ჰქონია, ასეთი ვალდებულება არ აუღია. შპს ,,ე-------–--ის" სასტუმრო ,,ე-------–--ი" აღნიშნულ მომსახურებებს არ ახორციელებს, არც ავტობუსი ჰყავს და არც გიდი. ამდენად, 13028 აშშ დოლარის ხარჯზე მოსარჩელის მითითება უსაფუძვლოა.
- მხარეთა შორის შეთანხმების თანახმად, რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა წინასწარი შეთანხმება თუ როდის და რამდენი სტუმარი უნდა მიეღო სასტუმროს.
- 2016 წლის 07 აგვისტოს შემდეგ, მოსარჩელე გავიდა ხელშეკრულებიდან, შეწყვიტა რა ხელშეკრულება, 07 აგვისტოს შემდეგ რაიმე სახის ზიანის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ამასთან მოსარჩელეს, 2016 წლის 07 აგვისტოს შემდეგ გაწეული ხარჯების შესახებ მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რათა სხვაობის სახით რაიმე ზიანის თაობაზე შესაძლებელი იყოს მოთხოვნის დაყენება.
(იხ. შესაგებელი, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებები სხდომის ოქმში).
5. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
5.1.1. მოსარჩელე (მოპასუხე) შპს ,,ე-------–--ი“ არის მოქმედი მეწარმე სუბიექტი და ეწევა სასტუმროსა და რესტორნის მომსახურებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელები, შესაგებლები;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა განმარტებები:
5.1.2. მოპასუხე (მოსარჩელე) შპს ,,თრ----–---------------------" არის მოქმედი მეწარმე სუბიექტი და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საზღვარგარეთიდან ტურისტების ჩამოყვანა, სასტუმრო/რესტორნის მომსახურებით და ტურისტული მარშრუტებით, გადადგილებით, დასვენებით უზრუნველყოფა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელები, შესაგებლები;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა განმარტებები:
5.1.3. 2016 წლის ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, მხარეები - შპს ,,ე-------–--ი“ და მოპასუხე შპს ,,თრ----–---------------------“ ელექტრონული მიმოწერით შეთანხმდნენ, რომ შპს ,,ე-------–--ი“ მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდებდა მოპასუხეს სასტუმროს/რესტორნის მომსახურებას, კერძოდ: კონკრეტულ დღეებში, კონკრეტული ოდენობის სასტუმროს ნომრებით, მოპასუხის სახელით კლიენტები (სტუმრები) ისარგებლებდნენ შპს ,,ე-------–--ი“-ს სასტუმროს/რესტორნის მომსახურებით, საუზმის ჩათვლით, ხოლო გაწეული მომსახურების ღირებულებას გადაუხდიდა მოპასუხე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელები, შესაგებლები;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა განმარტებები:
- მხარეთა შორის არსებული მიმოწერები ელექტრონული ფორმით;
5.1.4. 2016 წლის მაისის და ივნისის თვეებში შპს ,,თრ----–---------------------“-ს სტუმრებზე, შეთანხმებისამებრ, შპს ,,ე-------–--ი“-ს მიერ გაწეულ იქნა სასტუმრო/რესტორნის მომსახურება. გაწეული მომსახურებიდან, თანხა 7520 ლარი შპს ,,თრ----–---------------------“-ს მიერ გადახდილია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელები, შესაგებლები;
- მხარეთა განმარტებები:
5.1.5. 2016 წლის 04 აგვისტოს მოსარჩელე (მოპასუხე) შპს ,,ე-------–--მა“ მოპასუხე (მოსარჩელე) შპს ,,თრ----–---------------------"-ს სასტუმროს 4 ნომერი, 07 აგვისტოს კი 26 ნომერი უნდა ყოფილიყო, თუმცა ნომრები ვერ გადასცა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელები, შესაგებლები;
- მხარეთა განმარტებები:
5.1.6. მხარეები არ დავობენ მასზე, რომ 2016 წლის 07 აგვისტოს შემდეგ, მოპასუხე (მოსარჩელე) შპს ,,თრ----–---------------------" გავიდა ხელშეკრულებიდან და მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობები შეწყდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელები, შესაგებლები;
- მხარეთა განმარტებები:
5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
5.2.1. მხარეთა შორის სადავოა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- მოსარჩელე (მოპასუხე) შპს ,,ე-------–--ის“ მიერ მოპასუხე (მოსარჩელე) შპს ,,თრ----–---------------------"-ს მიმართ, 2016 წლის მაისის და ივნისის თვეებში შპს ,,თრ----–---------------------“-ს სტუმრებზე, შეთანხმებისამებრ, შპს ,,ე-------–--ი“-ს მიერ გაწეული სასტუმრო/რესტორნის გაწეული მომსახურებიდან გამომდინარე, გარდა გადახდილი თანხის 7520 ლარისა, არის თუ არა დარჩენილი დავალიანების სახით 46010,50 ლარი გადასახდელი;
- 2016 წლის ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, მხარეები - შპს ,,ე-------–--ი“ და მოპასუხე შპს ,,თრ----–---------------------“ ელექტრონული მიმოწერით შეთანხმდნენ თუ არა, რომ, შპს ,,ე-------–--ი“ მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდებდა მოპასუხეს სასტუმროს/რესტორნის მომსახურებას (მოპასუხის სახელით კლიენტები (სტუმრები) ისარგებლებდნენ შპს ,,ე-------–--ი“-ს სასტუმროს/რესტორნის მომსახურებით, ხოლო გაწეული მომსახურების ღირებულებას გადაუხდიდა მოპასუხე) მთელი ზაფხულის სეზონის - აგვისტოს თვის ჩათვლით და ეს მომსახურება მოიცავდა თუ არა დილის საუზმესთან ერთად, სადილს, ვახშამს, ავტობუსით და გიდით მომსახურებას.
- 2016 წლის 07 აგვისტოს შემდეგ თვის ბოლომდე, შპს ,,თრ----–---------------------“-მა თუ ჩამოიყვანა საზღვარგარეთიდან ტურისტები და რამდენი, შპს ,,ე-------–--ი“-ს სასტუმროს ნაცვლად, რა ფასი გადაიხადა სხვა სასტუმროებში და რა ოდენობას შეადგენს სხვაობა ტურისტების შპს ,,ე-------–--ი“-ს სასტუმროში მოთავსების შემთხვევაში;
მხარეებს შორის ასევე სადავოა: უნდა დაეკისროს თუ არა შპს ,,თრ----–---------------------“-ს შპს ,,ე-------–--ის“ მიერ გაწეული მომსახურებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა (ასეთის დადასტურების შემთხვევაში), მაშინ როცა შპს ,,თრ----–---------------------“-ს 2016 წლის 07 აგვისტოდან (ხელშეკრულების შეწყვეტიდან) თვის ბოლომდე პერიოდისათვის მიადგა ზიანი, შპს ,,ე-------–--ის“ მიერ ვალდებულების დარღვევის გამო (ასეთის დადასტურების შემთხვევაში) და ექვემდებარება თუ არა ასეთი ზიანი ანაზღაურებას. სასამართლო სადავო საკითხების თაობაზე განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხები სამართლებრივი შეფასების კატეგორიას მიეკუთვნება და მათზე სასამართლო იმსჯელებს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.
5.2.2. ფაქტობრივად ორივე მონაწილე ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებს ამტკიცებენ. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სადავო საკითხის გამოკვლევისას სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
უზენაესმა სასამართლომ (საქმე №ას-717-670-2017) ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი განსახილველი დავის გადაწყვეტისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლზე მიუთითა: „თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“ და განმარტა, რომ მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსება სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის აღიარებით ვლინდება. სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესებს შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, დავის შინაარსს განსაზღვრავენ მხარეები. ისინი განაგებენ საპროცესო მასალებს, მტკიცებულებებსა და ფაქტებს. შესაბამისად, მხარე, უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი მის ხელთ არსებული ფაქტებისა და უფლებების სწორად გამოყენებაზე.
სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. სსსკ-ის მიხედვით, მტკიცების პროცესს წარმოადგენს საქმიანობა, რომელსაც ახორციელებენ მხარეები და სასამართლო კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში. სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნებადობის პრინციპის დაცვით იღებს და შემდეგ აფასებს მათ თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის, ან არარსებობის შესახებ.
ამავე განჩინებაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში დადგენილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მხარეებს მოეთხოვებათ საკუთარი მტკიცების ტვირთის იმგვარად რეალიზება, რომ თითოეულმა მათგანმა სამართლებრივად ვარგისი, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულება წარადგინოს მისთვის ხელსაყრელ გარემოებებთან დაკავშირებით, ამასთან, მხარეს არ შეიძლება მტკიცების ტვირთი გადაეკისროს იმ პირობებში, როდესაც წარდგენილი აქვს დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულება - ამ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო მის საპირწონედ პროცესუალური მოწინააღმდეგე თავს იცავს ზეპირსიტყვიერი განმარტებით, საკუთარი გაანგარიშებითა და ა.შ.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისი მტკიცების განხორციელება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ:
1) 2016 წლის მაისის და ივნისის თვეებში შპს ,,თრ----–---------------------“-ს სტუმრებზე, შეთანხმებისამებრ, შპს ,,ე-------–--ი“-ს მიერ გაწეული სასტუმრო/რესტორნის გაწეული მომსახურებიდან გამომდინარე, გარდა გადახდილი თანხის 7520 ლარისა, არის თუ არა დარჩენილი დავალიანების სახით 46010,50 ლარი გადასახდელი, - ამის მტკიცება მოსარჩელეს ეკისრება, მოპასუხეს ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი არ ეკისრება, თუმცა მისი საპროცესო ვალდებულებაა გააბათილოს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არგუმენტები.
2) 2016 წლის 07 აგვისტოს შემდეგ თვის ბოლომდე, შპს ,,თრ----–---------------------“-მა თუ ჩამოიყვანა საზღვარგარეთიდან ტურისტები და რამდენი, ასევე შპს ,,ე-------–--ი“-ს სასტუმროს ნაცვლად, რა ფასი გადაიხადა სხვა სასტუმროებში და რა ოდენობას შეადგენს სხვაობა ტურისტების შპს ,,ე-------–--ი“-ს სასტუმროში მოთავსების შემთხვევაში, - ამის მტკიცება კი მოპასუხე (მოსარჩელე) შპს ,,თრ----–---------------------"-ს ეკისრება.
3) 2016 წლის ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, მხარეები - შპს ,,ე-------–--ი“ და მოპასუხე შპს ,,თრ----–---------------------“ ელექტრონული მიმოწერით შეთანხმდნენ თუ არა, რომ, შპს ,,ე-------–--ი“ მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდებდა მოპასუხეს სასტუმროს/რესტორნის მომსახურებას (მოპასუხის სახელით კლიენტები (სტუმრები) ისარგებლებდნენ შპს ,,ე-------–--ი“-ს სასტუმროს/რესტორნის მომსახურებით, ხოლო გაწეული მომსახურების ღირებულებას გადაუხდიდა მოპასუხე) მთელი ზაფხულის სეზონის - აგვისტოს თვის ჩათვლით და ეს მომსახურება მოიცავდა თუ არა დილის საუზმესთან ერთად, სადილს, ვახშამს, ავტობუსით და გიდით მომსახურებას (ხელშეკრულების არსებითი პირობები), - აღნიშნული შეთანხმების დადების მტკიცების ტვირთი ორივე მხარეს თანაბრად ეკისრება, ვინაიდან ხელშეკრულების შემკვრელი მხარე და უნდა იცოდნენ, თუ რა პირობებზე შეთანხმდნენ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
5.2.3. შპს ,,ე-------–--მა“ თავისი არგუმენტების გასამტკიცებლად ზეპირად განმარტა, რომ შპს ,,თრ----–---------------------“-ს, აქვს დავალიანება 2016 წლის მაისის და ივნისის თვეებში გაწეული მომსახურებიდან გამომდინარე, რაც შეადგენს 46010,50 ლარს. ასევე, მოსარჩელემ თავისი ზეპირი არგუმენტების დამტკიცებისათვის წარმოადგინა შემდეგი მტკიცებულებები:
1) საგადასახადო ანგარიშფაქტურები;
2) ინვოისები, სტუმრების/კლიენტების პასპორტის ასლები, ელექტრონული მიმოწერები;
3) შპს ,,თრ----–---------------------“-ს წარმომადგენლის წერილი #5/1456, 07.10.2016წ.
სასამართლო განმარტავს, რომ შპს ,,თრ----–---------------------“-მა საწინააღმდეგო მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, უფრო მეტიც, ფაქტიურად, იგი წერილით #5/1456, 07.10.2016წ., ასევე მისი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით აღიარებს ამ დავალიანების არსებობას, მაგრამ მოთხოვნას არ ცნობს იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევით მას უფრო მეტი ზიანი მიადგა, ვიდრე დავალიანების თანხაა.
ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს ,,თრ----–---------------------“-ს, შპს ,,ე-------–--ის“ მიმართ აქვს დავალიანება 2016 წლის მაისის და ივნისის თვეებში გაწეული მომსახურებიდან გამომდინარე, რაც შეადგენს 46010,50 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელები, შესაგებლები;
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები;
- ინვოისები, სტუმრების/კლიენტების პასპორტის ასლები, ელექტრონული მიმოწერები;
- შპს ,,თრ----–---------------------“-ს წარმომადგენლის წერილი #5/1456, 07.10.2016წ.
- მხარეთა განმარტებები;
5.2.4. დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, 2016 წლის 04 აგვისტოს მოსარჩელე (მოპასუხე) შპს ,,ე-------–--მა“ მოპასუხე (მოსარჩელე) შპს ,,თრ----–---------------------"-ს სასტუმროს 4 ნომერი, 07 აგვისტოს კი 20 ნომერი ვერ გადასცა. შპს ,,ე-------–--მა“ ამ მხრივ აღებული ვალდებულება დაარღვია.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს ,,ე-------–--ს“ ასევე ჰქონდა აღებული ვალდებულება 2016 წლის 08 აგვისტოსათვის 20 ნომრით მომსახურებოდა სტუმრებს- შპს ,,თრ----–---------------------“-ს მიერ ჩამოყვანილ ტურისტებს, მაგრამ არ შეასრულა, ჯერ კიდევ 04.08.2016წ. ღამის 22 საათზე აცნობა შპს ,,თრ----–---------------------“-ს, რომ ნომრები თავისუფალი არ იყო და ვერ მოემსახურებოდა. როგორც 05, 07 აგვისტოსათვის, ასევე 08 აგვისტოსათვის მომსახურების გაწევაზე მხარეები რამდენიმე დღით ადრე შეთანხმებულნი იყვნენ. აღნიშნულს ადასტურებს მოწმე ნ-----------ეც (შპს ,,ე-------–--ის“ მენენჯერი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელები, შესაგებლები;
- მხარეთა განმარტებები;
- მოწმის ჩვენება;
- ელექტრონული მიმოწერები;
5.2.5. მხარეთა შორის სადავო არაა, რომ 2016 წლის 07 აგვისტოს შემდეგ, მოპასუხე (მოსარჩელე) შპს ,,თრ----–---------------------" გავიდა ხელშეკრულებიდან და მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობები შეწყდა.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 05, 07 და 08 აგვისტოს, შპს ,,ე-------–--ის“ მიერ სტუმრების მიუღებლობის გამო, შპს ,,თრ----–---------------------" იძულებული გახდა სასწრაფოდ ეყიდა ნომრები სხვა სასტუმროებში, გამოძებნა ავტობუსები, ქუჩაში მყოფი ტურისტები გამოეკვება, აეყვანა გიდი. შპს ,,თრ----–---------------------", გარდა ზეპირი განმარტებისა, წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით ამტკიცებს, რომ მოთხოვნილი თანხიდან, 2016 წლის 05, 07 და 08 აგვისტოს შპს ,,ე-------–--ის“ მიერ სტუმრების მიუღებლობის გამო, გასწია გაუთვალისწინებელი ზედმეტი ხარჯი, მათ შორის სასტუმრო მომსახურების ფასსხვაობის გამო, რამაც 05 აგვისტოსათვის შეადგინა 315 აშშ დოლარი, 07 აგვისტოსათვის - 1551 აშშ დოლარი, ხოლო 08 აგვისტოსათვის - 4523,2 აშშ დოლარი, ჯამში 6389,29 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელები, შესაგებლები;
- მხარეთა განმარტებები;
- მოწმის ჩვენება;
- ელექტრონული მიმოწერები;
- ფასთა სხვაობის გამო გაწეული ხარჯების ცხრილი;
- გადახდილი თანხების ამსახველი ინვოისები;
5.2.6. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 08 აგვისტოს შემდეგ სტუმრების მიღებაზე რაიმე შეთანხმება არ ყოფილა, ბოლო შეთანხმება იყო 08 აგვისტოსათვის სტუმრების მიღება-მომსახურებაზე, რაც არ შესრულებულა. შემდეგი პერიოდისათვის სტუმრების მიღებაზე შპს ,,თრ----–---------------------" სახელშეკრულებო ურთიერთობებში შევიდა სხვა პირებთან, შეწყდა რა მხარეებს შორის ხელშეკრულება 2016 წლის 07 აგვისტოს შემდეგ, მოპასუხე (მოსარჩელე) შპს ,,თრ----–---------------------" გავიდა ხელშეკრულებიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელები, შესაგებლები;
- მხარეთა განმარტებები;
- მოწმის ჩვენება;
- ელექტრონული მიმოწერები;
5.2.7. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს ,,თრ----–---------------------"-ს სარჩელზე მოთხოვნილი 50130 (37102+13028= 50130) აშშ დოლარიდან დარჩენილი 43740,71 აშშ დოლარის ნაწილი 30711,71 აშშ დოლარი ვრცელდება 2016 წლის 08 აგვისტოს შემდეგ ჩამოსულ ტურისტებზე სასტუმრო მომსახურების ხარჯის სახით, ხოლო 13028 აშშ დოლარი ვრცელდება ავტობუსების, ტურისტებისათვის სადილის, ვახშამის, ასევე გიდის ხარჯებზე. ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული შეთანხმება მომსახურების თაობაზე, არ მოიცავდა დილის საუზმესთან ერთად, სადილს, ვახშამს, ავტობუსით და გიდით მომსახურებას, ხელშეკრულების ამ არსებითი პირობების თაობაზე აღნიშნული შეთანხმების დადების ფაქტი არ დასტურდება. ამის დამადასტურებელი მტკიცებულება შპს ,,თრ----–---------------------"-მა ვერ წარმოადგინა, ხოლო შპს ,,ე-------–--ის“ მიერ წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, ინვოისებით, ელექტრონული მიმოწერებით დგინდება, რომ მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ მხოლოდ სასტუმრო/სარესტორნო მომსახურებაზე საუზმის ჩათვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ;
- შპს ,,ე-------–--მა“ 2016 წლის მაისი-ივნისის თვეებში გაუწია მომსახურება შპს ,,თრ----–---------------------"-ს მიერ მიყვანილ სტუმრებს და მთლიანი მომსახურების შეთანხმებული საფასურიდან შპს ,,თრ----–---------------------"-ს შპს ,,ე-------–--ის“ სასარგებლოდ გადასახდელი აქვს 46010,50 ლარი.
- შპს ,,ე-------–--მა“ მოპასუხე (მოსარჩელე) შპს ,,თრ----–---------------------"-ს სასტუმროს 05 აგვისტოს, 4 ნომერი, 07 აგვისტოს კი 20 ნომერი ვერ გადასცა. ასევე უარი უთხრა 08 აგვისტოს 20 ნომრის გადაცემაზე. შპს ,,ე-------–--მა“ ამ მხრივ აღებული ვალდებულება დაარღვია. ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო შპს ,,თრ----–---------------------"-ს მიადგა 6389,29 აშშ დოლარის ზიანი. აქედან გამომდინარე, შპს ,,თრ----–---------------------"-ს სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო 43740,71 აშშ დოლარის დაკისრებაზე ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესრულდა თუ არა ხელშეკრულებაში მითითებული პირობები ჯეროვნად, შესაძლებელია მხოლოდ ამ ხელშეკრულებაში მითითებული პირობების გონივრული გააზრებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს სარჩელი აღძრას თავისი უფლებების დასაცავად. მოთხოვნის საფუძვლიანობის შესამოწმებლად აუცილებელია შემოწმდეს მხარეთა ვალდებულებების ფარგლები და შეთანხმებული არსებითი საკითხები.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლების პირველი ნაწილით ,,ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან”.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელეს გააჩნდა კომერციული ობიექტი და ამ ობიექტის დაცვასთან დაკავშირებით ხელშეკრულება აქვს დადებული მოპასუხესთან. ასეთი ურთიერთობა ხელშეკრულებაა, ამიტომაც მხარეებს შორის აღმოცენებული სადავო ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
ამავე კოდექსის 629-ე მუხლით ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან სპეციალური შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, თავსდებოდეს მორალის ფარგლებში და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
დადგენილია, რომ შპს ,,ე-------–--ს“ და შპს ,,თრ----–---------------------“-ს შორის ელექტყრონულად გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება. 2016 წლის მაისის და ივნისის თვეებში შპს ,,თრ----–---------------------“-ს სტუმრებზე, შეთანხმებისამებრ, შპს ,,ე-------–--ი“-ს მიერ გაწეულ იქნა სასტუმრო/რესტორნის მომსახურება. გაწეული მომსახურების ჯამური საფასურიდან, შპს ,,თრ----–---------------------“-ს გადახდილი აქვს 7520 ლარი, ხოლო 46010,50 ლარი კი გადასახდელია.
შპს ,,თრ----–---------------------“-ს სარჩელი:
6.4. უზენაესმა სასამართლოს (საქმე №ას-717-670-2017) განჩინებაში მითითებულია, რომ სსკ-ის 636-ე მუხლის დანაწესი (იხ. ნორმის დეფინიცია 8.18 ქვეპუნქტში) სახელშეკრულებო სამართალში ე.წ. საგამონაკლისო ნორმაა, რომელიც შემკვეთს ნებისმიერ დროს, უპირობოდ ანიჭებს უფლებას ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება(იხ. სუსგ-ები: # ას-697-663-2015, 15.12.2015წ; # ას- 901-851-2015, 05.02.2016წ; # ას- 981-926-2015, 11.03.2016წ.).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოსდასრულებამდე, ნებისმიერ დროს შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათისხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა, მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები“ (სუსგ # ას-697-663-2015, 15.12. 2015).
6.5. საქ. სკ-ის 639-ე მუხლით ,,თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა”.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
ამავე კოდექსის 641-ე მუხლით ,,1. ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
2. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას”.
სასამართლო განმარტავს, რომ შპს ,,ე-------–--ი“ ვალდებულება იყო მომსახურება გაეწია შეთანხმების შესაბამისად. შესრულება უნდა იყოს ვარგისი, როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენებისათვის, ისე ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. მხოლოდ ამ პირობის დაცვით გადაცემული შესრულება ჩაითვლება უნაკლოდ.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, 2016 წლის 04-05 აგვისტოს მოსარჩელე (მოპასუხე) შპს ,,ე-------–--მა“ მოპასუხე (მოსარჩელე) შპს ,,თრ----–---------------------"-ს სასტუმროს 4 ნომერი, 07 აგვისტოს კი 20 ნომერი ვერ გადასცა. შპს ,,ე-------–--მა“ ამ მხრივ აღებული ვალდებულება დაარღვია.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს ,,ე-------–--ს“ ასევე ჰქონდა აღებული ვალდებულება 2016 წლის 08 აგვისტოსათვის 20 ნომრით მომსახურებოდა სტუმრებს- შპს ,,თრ----–---------------------“-ს მიერ ჩამოყვანილ ტურისტებს, მაგრამ არ შეასრულა, ჯერ კიდევ 04.08.2016წ. ღამის 22 საათზე აცნობა შპს ,,თრ----–---------------------“-ს, რომ ნომრები თავისუფალი არ იყო და ვერ მოემსახურებოდა. როგორც 05, 07 აგვისტოსათვის, ასევე 08 აგვისტოსათვის მომსახურების გაწევაზე მხარეები რამდენიმე დღით ადრე შეთანხმებულნი იყვნენ. მოპასუხემ ნარდობის ხელშეკრულების პირობები დაარღვია, არ შეასრულა და მოსარჩელეს შპს ,,თრ----–---------------------“-ს არ ჩააბარა მომსახურება.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 05, 07 და 08 აგვისტოს, შპს ,,ე-------–--ის“ მიერ სტუმრების მიუღებლობის გამო, შპს ,,თრ----–---------------------" იძულებული გახდა სასწრაფოდ ეყიდა ნომრები სხვა სასტუმროებში, გამოძებნა ავტობუსები, ქუჩაში მყოფი ტურისტები გამოეკვება, აეყვანა გიდი. შპს ,,თრ----–---------------------", გარდა ზეპირი განმარტებისა, წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით ამტკიცებს, რომ მოთხოვნილი თანხიდან, 2016 წლის 05, 07 და 08 აგვისტოს შპს ,,ე-------–--ის“ მიერ სტუმრების მიუღებლობის გამო, გასწია გაუთვალისწინებელი ზედმეტი ხარჯი, მათ შორის სასტუმრო მომსახურების ფასსხვაობის გამო, რამაც 05 აგვისტოსათვის შეადგინა 315 აშშ დოლარი, 07 აგვისტოსათვის - 1551 აშშ დოლარი, ხოლო 08 აგვისტოსათვის - 4523,2 აშშ დოლარი, ჯამში 6389,29 აშშ დოლარი.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება”.
ამავე კოდექსის 409-ე მუხლით ,,თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება”.
სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით, ხოლო 411-ე მუხლით კი ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სასამართლო იზიარებს შპს ,,თრ----–---------------------"-ს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს იმ ზიანს, რომელიც მიადგა მას მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მოვალეობა შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, მოპასუხე მხარის მიერ დაირღვა ბრალეულად. აღნიშნული კი ქმნის მოსარჩელის მხრიდან, ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, ხოლო მოპასუხის მხრიდან აღნიშნული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
შესაბამისად, სარჩელი 6389,29 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია.
6.7. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 08 აგვისტოს შემდეგ სტუმრების მიღებაზე რაიმე შეთანხმება არ ყოფილა, ბოლო შეთანხმება იყო 08 აგვისტოსათვის სტუმრების მიღება-მომსახურებაზე, რაც არ შესრულებულა. შემდეგი პერიოდისათვის სტუმრების მიღებაზე შპს ,,თრ----–---------------------" სახელშეკრულებო ურთიერთობებში შევიდა სხვა პირებთან, შეწყდა რა მხარეებს შორის ხელშეკრულება 2016 წლის 07 აგვისტოს შემდეგ, მოპასუხე (მოსარჩელე) შპს ,,თრ----–---------------------" გავიდა ხელშეკრულებიდან.
სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 08 აგვისტოს შემდეგ სტუმრების მიღებაზე რაიმე შეთანხმება არ ყოფილა, ბოლო შეთანხმება იყო 08 აგვისტოსათვის სტუმრების მიღება-მომსახურებაზე, რაც არ შესრულებულა. შემდეგი პერიოდისათვის სტუმრების მიღებაზე შპს ,,თრ----–---------------------" სახელშეკრულებო ურთიერთობებში შევიდა სხვა პირებთან, შეწყდა რა მხარეებს შორის ხელშეკრულება 2016 წლის 07 აგვისტოს შემდეგ, მოპასუხე (მოსარჩელე) შპს ,,თრ----–---------------------" გავიდა ხელშეკრულებიდან.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს ,,თრ----–---------------------"-ს სარჩელზე მოთხოვნილი 50130 (37102+13028= 50130) აშშ დოლარიდან დარჩენილი 43740,71 აშშ დოლარის ნაწილი 30711,71 აშშ დოლარი ვრცელდება 2016 წლის 08 აგვისტოს შემდეგ ჩამოსულ ტურისტებზე სასტუმრო მომსახურების ხარჯის სახით, ხოლო 13028 აშშ დოლარი ვრცელდება ავტობუსების, ტურისტებისათვის სადილის, ვახშამის, ასევე გიდის ხარჯებზე. ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული შეთანხმება მომსახურების თაობაზე, არ მოიცავდა დილის საუზმესთან ერთად, სადილს, ვახშამს, ავტობუსით და გიდით მომსახურებას, ხელშეკრულების ამ არსებითი პირობების თაობაზე აღნიშნული შეთანხმების დადების ფაქტი არ დასტურდება. ამის დამადასტურებელი მტკიცებულება შპს ,,თრ----–---------------------"-მა ვერ წარმოადგინა, ხოლო შპს ,,ე-------–--ის“ მიერ წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ინვოისებით, ელექტრონული მიმოწერებით დგინდება, რომ მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ მხოლოდ სასტუმრო/სარესტორნო მომსახურებაზე საუზმის ჩათვლით.
შესაბამისად, შპს ,,თრ----–---------------------"-ს სარჩელი 43740,71 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
7. საპროცესო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სსკ 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი ბაჟის თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს სახელმწიფო ბაჟის თანხა წინასწარ აქვთ გადახდილი,შპს ,,ე-------–--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად, ხოლო მოპასუხე შპს ,,თრ----–---------------------"-ს სარჩელი ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე, 55-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ბაჟი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. აქედან გამომდინარე, მოპასუხე შპს ,,თრ----–---------------------"-ს მოსარჩელის შპს ,,ე-------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1535 ლარის ოდენობით. ხოლო მოპასუხე შპს ,,ე-------–--ს“ მოსარჩელის შპს ,,თრეველ თუ ჯორჯიას“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 218 აშშ დოლარის ანაზღაურება, ხოლო 1385,90 აშშ დოლარი ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ე-------–--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.2. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,თრეველ თუ ჯორჯიას“ მოსარჩელის შპს ,,ე-------–--ის“ სასარგებლოდ 46010,50 ლარის გადახდა.
2. შპს ,,თრეველ თუ ჯორჯია“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2.1. მოპასუხე შპს ,,ე-------–--ს“ მოსარჩელის შპს ,,თრეველ თუ ჯორჯიას“ სასარგებლოდ დაეკისროს 6389,29 აშშ დოლარის გადახდა.
2.2. შპს ,,თრეველ თუ ჯორჯიას“ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
3. მოპასუხე შპს ,,თრეველ თუ ჯორჯიას“ მოსარჩელის შპს ,,ე-------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1535 ლარის ოდენობით.
4. მოპასუხე შპს ,,ე-------–--ს“ მოსარჩელის შპს ,,თრეველ თუ ჯორჯიას“ სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 218 აშშ დოლარის ანაზღაურება, ხოლო 1385,90 აშშ დოლარი ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. № 30).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სალიხ შაინიძე