განაჩენი

სისხლის სამართლის 28.05.2019
საქმის ნომერი
130100119003016366
დავის ტიპი
177 1
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-92-2019

(027300419002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 მაისი, 2019 წელი ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლ--–----------–---–ი

 

სხდომის მდივანი - ნ-----–-----ე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ---------ე

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - გ-----------------–---–ი

 

ბრალდებული - ნ---- ჩ------ე, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, დაბადებული 2--- წლის 2-------------ს, რეგისტრირებული ქ-------–------------------------ის ქუჩის №26-ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ-------–------------------ის ქუჩის №14-ში

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით)

 

სხდომის სახე - საჯარო

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ნ---- ჩ------ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.საპროცესო შეთანხმების არსი:

 

1.1. შუამდგომლობის მიხედვით, ნ---- ჩ------ეს ბრალად ერაცხება დანაშაულებრივი ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქარელის რაიონის სოფელ არადეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე თბილისის მიმართულებით მოძრაობდა ,,მიცუბიში პაჯერო“-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ნიკა გელაშვილი და რომლის სახელმწიფო სარეგისტრაციო სანომრე ნიშანია CHC-646. მითითებული ავტომანქანის მგზავრი ნ---- ჩ------ე ამავე ავტომანქანაში მყოფი როსტომ გელაშვილის სპორტული ზედატანის ჯიბიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მის (როსტომ გელაშვილის) კუთვნილ ფულად თანხას, 110 (ასათი) ლარის ოდენობით.

 

1.2. ნ---- ჩ------ეს ჩადენილი ქმედებისათვის 2019 წლის 28 მაისს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა და დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის აღიარებით, ნ---- ჩ------ის პირადი ჩხრეკის ოქმით, თეონა სოხაძის პირადი ჩხრეკის ოქმით, მოწმის სახით გამოკითხვისას ნ---- ჩ------ისგან მიღებული ჩვენების შესამოწმებლად ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, მოწმის სახით გამოკითხვისას თეონა სოხაძისგან მიღებული ჩვენების შესამოწმებლად ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღების ოქმით, პირის ამოცნობის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ნივთის ამოცნობის ოქმით, ამოღებული ნივთებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ნ---- ჩ------ემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.

 

3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. 2019 წლის 28 მაისს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ ნ---- ჩ------ესა და ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ---------ეს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - ბრალის აღიარებით სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი. საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

3.2. 2019 წლის 28 მაისს ხაშურის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა პროკურორმა თ---------ემ ბრალდებულ ნ---- ჩ------ესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც ნ---- ჩ------ეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაითვლება პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

3.4. პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც წარმოდგენილ და განხილულ იქნა სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე, დაეთანხმნენ ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი.

 

3.5. მხარეთა შორის დაზუსტდა საპროცესო შეთანხმების პირობები ნივთიერ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.

 

3.6. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, იგი აცნობიერებს, რომ აქვს უფლება დაცვის და უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე. ასევე აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

3.7. სასამართლო უშუალოდ ბრალდებულისგან დარწმუნდა, რომ მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. ბრალდებულს აქვე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი სამართლიანია. ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს.

 

ამდენად, საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს.

 

5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

5.1. ნ---- ჩ------ეს უნდა დაუბრუნდეს პირადი ჩხრეკის შედეგად მისგან ამოღებული ზურგჩანთა და მაისური;

 

5.2., მობილური ტელეფონი, მობილური ტელეფონის ყუთი მასში არსებული ნივთებით, ფულადი თანხა, რაც ამოღებულია ნ---- ჩ------ისა და თეონა სოხაძის პირადი ჩხრეკის შედეგად, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს;

 

5.3. მობილური ტელეფონის შალითა, მობილური ტელეფონის დამცავი, დამზადებული სილიკონისგან, კაბელი, რომლებიც, როგორც საქმიდან ირკვევა, შეძენილია ბრალდებულის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებული თანხით, ასევე უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს.

 

5.4. ნივთიერი მტკიცებულებები ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის რაიონულ სამმართველოში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 274-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. დამტკიცდეს ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ---------ესა და ბრალდებულ ნ---- ჩ------ეს შორის 2019 წლის 28 მაისს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, დაზუსტებული პირობებით.

 

3. ნ---- ჩ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

4. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

5. ზურგჩანთა და მაისური, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს ნ---- ჩ------ეს;

 

6. მობილური ტელეფონი, ფულადი თანხა, მობილური ტელეფონის შალითა, მობილური ტელეფონის დამცავი, დამზადებული სილიკონისგან, კაბელი, მობილური ტელეფონის ყუთი მასში არსებული ნივთებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულს;

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით საჩივრით მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს საჩივრით განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე

ლ--–----------–---–ი