გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7830-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგი-
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედი-ნი
მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ლი- მო----–-–---–ი
მოპასუხე - მი----– თე-----ე
დავის საგანი - თანხის ანაზღაურების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მი----– თე-----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მას შორის, 2017 წლის 26 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 3000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცი-
მოპასუხე მი----– თე-----ეს, კანონით დადგენილი წესით, ორჯერ გაეგზავნა უწყება სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მისმა ოჯახის წევრმა - მამამ ორივე შემთხვევაში უარი განაცხადა უწყების ჩაბარებაზე, რაც აღინიშნა შესაბამის საფოსტო გზავნილზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე მი----– თე-----ეს შორის, 2017 წლის 26 ოქტომბერს, 4 წლის ვადით გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“.
საქართველოს შეი-რაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2019 წლის 27 ოქტომბრის №MOD 1------------ ბრძანების საფუძველზე, „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 2017 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულების (კონტრაქტის) პირობების შესაბამისად, მოპასუხე მი----– თე-----ე გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, დაინიშნა რეკრუტად და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2017 წლის 26 ოქტომბრიდან.
აღნიშნული ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული იქნა სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის განსაკუთრებული პირობები, რომლის 7.3 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს სამინისტროს ჯარიმის სახით 3000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ ხელშეკრულება (კონტრაქტი) (ს.ფ. 16-23);
- „სამხედრო სამსახურში გაწვევის, თანამდებობაზე დანიშვნის და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხვის შესახებ“ საქართველოს შეი-რაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 27 ოქტომბრის №1------------ ბრძანება (ს.ფ.14-15);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3.1.2. მოპასუხე მი----– თე-----ემ, ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე, სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, სამჯერ - 2018 წლის ნოემბერში, დეკემბერში და 2019 წლის მაისში წარუმატებლად გაი-რა, ტესტირება ფიზიკურ მომზადებაში, რაც გათვალისწინებული იყო შესაბამისი სასწავლო პროგრამით.
ფიზიკურ მომზადებაში (ნორმატივებში) ტესტირების არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანებით, მოპასუხე მი----– თე-----ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან სამსახურებრივი შეუსაბამობის საფუძვლით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეტყობინებით, მოპასუხე მი----– თე-----ეს განუმარტა სამხედრო სამსახურის შესახებ კონტრაქტის შეწყვეტასთან დაკავშირებული ფინანსური პასუხიმგებლობის თაობაზე, რაც ხელმოწერით დაადასტურა მან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ფიზიკურ მომზადებაში ტესტირების შედეგები (ს.ფ. 25-27);
- საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 21 ივნისის №MOD 9------------ ბრძანება (ს.ფ. 30);
- შეტყობინება (ს.ფ. 24);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლი-ნობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცი-, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი- გამოიყენოს საქმი-ნობის როგორც საჯარო-სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელი- ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცი-ა საქართველოს შეი-რაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამსახედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერი-ლურ, სოცი-ლურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს. ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეი-რაღებული ძალები პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქცი-ა, ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მი----– თე-----ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის თანხის დაკისრების მოთხოვნა მხარეთა შორის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დავის საგანს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმებიდან გამომდინარეობს თუ არა მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო მოპასუხისთვის თანხის დაკისრების თაობაზე.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის ვალი-. სამხედრო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება კანონით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ამასთან, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები, განისაზღვრება სახელმწიფო შეი-რაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებით, რაც დაკავშირებული- დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი-, რომ მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე მი----– თე-----ეს შორის, 2017 წლის 26 ოქტომბერს, 4 წლის ვადით გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილი-, რომ საქართველოს შეი-რაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2019 წლის 27 ოქტომბრის №MOD 1------------ ბრძანების საფუძველზე, „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 2017 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულების (კონტრაქტის) პირობების შესაბამისად, მოპასუხე მი----– თე-----ე გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, დაინიშნა რეკრუტად და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2017 წლის 26 ოქტომბრიდან.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
მითითებული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე მი----– თე-----ეს შორის დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომლის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი- მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი-, რომ აღნიშნული ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული იქნა სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის განსაკუთრებული პირობები, რომლის 7.3 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს სამინისტროს ჯარიმის სახით 3000 ლარი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის.
"სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 თავის მე-16 პუნქტის მიხედვით, ამ თავის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნორმატივების ჩაუბარებლობა წარმოადგენს სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის სამხედრო მოსამსახურის (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებისა) სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი-, რომ მოპასუხე მი----– თე-----ემ, ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე, სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, სამჯერ - 2018 წლის ნოემბერში, დეკემბერში და 2019 წლის მაისში წარუმატებლად გაი-რა, ტესტირება ფიზიკურ მომზადებაში, რაც გათვალისწინებული იყო შესაბამისი სასწავლო პროგრამით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილი-, რომ ფიზიკურ მომზადებაში (ნორმატივებში) ტესტირების არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანებით, მოპასუხე მი----– თე-----ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან სამსახურებრივი შეუსაბამობის საფუძვლით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ "სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-18 თავის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ამ კონტრაქტით განსაზღვრული ოდენობის ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოიქმნება, თუ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (გარდა ატესტაციის შედეგების გამო მოსამსახურის დათხოვნის შემთხვევებისა), „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ („თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დათხოვნისას კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ კონტრაქტით სხვა რამ არ არის დადგენილი) ქვეპუნქტების საფუძველზე.
ამრიგად, სასამართლო მიმივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე მი----– თე-----ე სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდა და მასთან სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე ხელშეკრულება ვადამდე შეწყდა ფიზიკური ნორმატივების ტესტირებაში რამოდენიმეჯერ წარუმატებლად მონაწილეობის გამო, რაც თავის მხრივ, ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტების თანახმად, სამსახურებრივი შეუსაბამობის საფუძვლით სამსახურიდან დათხოვნის სამართლებრივი საფუძველი-, ხოლო ეს საფუძველი, იმავე ნორმატიული აქტების მიხედვით, ფინანსური პასუხისმგებლობის პირობას წარმოშობს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მოპასუხე მი----– თე-----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაევალოს ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არი-ნ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებული- სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 24-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მი----– თე-----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მას შორის, 2017 წლის 26 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის - 3000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება;
3. მხარეები გათავისუფლებულები არი-ნ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დავით წერეთელი