გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2019
საქმის ნომერი
231210019002887537
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

231210019002887537 (2-10/ 2019)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29.11 .2019 წელი დ. შუახევი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს

შუახევის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი : ლილი დიასამიძე

მოსარჩელე: შპს „ გლ-----–----------------ა „მოსარჩელის წარმომადგენელი: სო-------–-------–---–ი

მოპასუხე: თა-----------–--ე

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1მოპასუხე თა-----------–--ეს შპს „გლ-----–----------------ას“ სასარგებლოდ დაეკისროს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების 420 ლარის გადახდა;

 

1.2 მოპასუხე თა-----------–--ეს შპს „გლობალ ბიერჯორჯიას სასარგებლოდ დაეკისროს 400 ლარის გადახდა საიდანაც ძირი თანხაა 229.52 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო 170.48 ლარი

 

1.3 მოპასუხე თა-----------–--ეს შპს „გლ-----–----------------ას“ სასარგებლოდ დაეკისროს გამარტივებული წარმოებისთვის საფასურის 200 ლარის ანაზღაურება.

 

1.4 მოპასუხე თა-----------–--ეს შპს „გლ-----–----------------ას“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

 

1.5.მოპასუხე თა-----------–--ეს შპს „გლ-----–----------------ას“ სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების სულ 326.60 ლარი. საიდანაც 63.60 ლარი არის მგზავრობის საფასური 260 ლარი სასტუმროში განთავსების საფასური

 

1.6.პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის გაფორმებული იყო ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე იღებდა ვალდებულებას მოპასუხისათვის სარეალიზაციოდ მიეწოდებინა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური პროდუქცია, კერძოდ ლუდი აისი, ჰაინეკენი, კრუშოვიცე და სხვა პროდუქცია. გაყიდვების მაჩვენებელისა და მოპასუხის შეკვეთის გათვალისწინებით ხორციელდებოდა 2017 წლის 17 ივლისიდან 2018 წლის 16 ოქტომბრამდე, რის შემდეგაც მოპასუხის მხრიდან შეწყდა პროდუქციის შეკვეთა , საფასურის გადახდა ძირითადად ხორციელდებოდა მიწოდებისთანავე , ნაღდი ანგარიშსწორების გზით, შენატანები დასტურდებოდა მოსარჩელის თანამშრომელთა შესაბამისი ცხრილის შექმნითა და კონტროლით .

 

ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ ავანსის სახით გადაიხადა 420 ლარი, რაც წარმოადგენს მარკეტინგული მომსახურების საფასურს. თანხა გადაიხდებოდა, თუკი ხელშეკრულება, მისი მოქმედების 3 წლიან ვადაში ჯეროვნად შესრულდებოდა. ვინაიდან ხელშეკრულება მოპასუხემ შეწყვიტა და ადგილი არ აქვს ჯეროვან შესრულებას, მოსარჩელეს მიადგა ზიანი, 420 ლარის ოდენობით.

ამასთან მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქციის ოდენობამ ჯამში შეადგინა 1524 ლარი და 48 თეთრი საიდანაც მოპასუხის გადახდილი თანხის ოდენობა შეადგენს 1293 ლარს და 96 თეთრს, შესაბამისად არსებული დავალიანების ოდენობა შეადგენს 229 ლარს და 52 თეთრს , რომლის გადახდასაც მოსარჩელის არაერთი გაფრთხილების მუხედავად არ ახორციელებს მოპასუხე . ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას , პირგასამტეხლო შეადგენს დავალიენების 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შესაბამისად 2018 წლის 23 ოქტომბრიდან 2019 წლის 28 თებერვლამდე შეადგენს 585 ლარს და 57 თეთრს. გამარტივებული წარმოების ზიანის თანხას 200 ლარს .

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა. საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე დაადასტურა ძირითადი დავალიანების - 229 ლარი და 52 თეთრი დავალიანება, ასევე აღნიშნა, რომ მზადაა გააგრძელოს ხელშეკრულების 1.3. პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება,ვინაიდან არაა გასული სამწლიანი ვადა. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაზე მას ხელი არ მოუწერია, პირგასამტეხლოს ნაწილში განმარტა, რომ არის შეუსაბამოდ მაღალი, ასევე არ დაეთანხმა გამარტივებული წარმოებისთვის საფასურის 200 ლარის ანაზღაურებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეებს შორის 2018 წლის 06 მაისს გაფორმდა ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, მოსარჩელე იღებდა ვალდებულებას მოპასუხისათვის სარეალიზაციოდ მიეწოდებინა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური პროდუქცია , კერძოდ ლუდი აისი , ჰაინეკენი, კრუშოვიცე და სხვა პროდუქციის მიწოდება .

 

მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადახდა უნდა მომხდარიყო ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, 7 დღის ვადაში.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 3 წლის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნასყიდობის ხელშეკრულება;

- ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. ხელშეკრულებით მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობა, კერძოდ, თუ მყიდველი არღვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადახდის პირობას, გამყიდველი უფლებამოსილია, მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა დავალიანების 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნასყიდობის ხელშეკრულება;

 

3.1.3. ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, 2018 წლის 06 მაისიდან 2018 წლის 16 ოქტომბრამდე პერიოდში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე ჯამში მიწოდებული პროდუქციის ოდენობამ შეადგინა 1524 ლარი და 48 თეთრი საიდანაც მოპასუხის გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 1293 ლარს და 96 თეთრს, შესაბამისად არსებული დავალიანების ოდენობა შეადგენს 229 ლარს და 52 თეთრს .

 

მოპასუხე ადასტურებს მოსარჩელის მიერ 229 .52 ლარის გადახდის ფაქტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სასაქონლო ზედნადებები;

 

3.1.4. დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემის მიზნით მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სადაც გადაიხადა გამარტივებული საქმის წარმოების დაწყების საფასური, ჯამში 200 ლარი.

 

მოვალის მხრიდან პროტესტის წარდგენის საფუძველზე კრედიტორს უარი ეთქვა ბრძანების გაცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანება;

- ელექტრონული საგადახდო დავალებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სადავო გარემოება არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, მე-400, 408-ე, 409-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე და 477-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებას, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობს ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, სადაც მოპასუხემ დაადასტურა პროდუქციის მიღების ფაქტი, საიდანაც გადახდილი აქვს თანხის ნაწილი ხოლო დარჩენილი ღირებულება 229.52 ლარი გადასახდელი აქვს.

 

ასევე უდავოა, რომ როგორც ერთ-ერთი არსებითი პირობა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა მოსარჩელის მიერ ავანსის სახით 420 ლარის გადახდის ვალდებულება, რაც წარმოადგენს მყიდველის ობიექტში სამაცივრე დანადგარის განთავსების სანაცვლო ანაზღაურებას (მარკეტინგული მომსახურების საფასური).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნასყიდობის დარჩენილი თანხის 229.52 ლარის ნაწილში, რაც შეეხება მარკეტინგული მომსახურების ღირებულების არ ცნო და განმარტა, რომ იგი თანახმაა ითანამშრომლოს მოსარჩელესთან მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას სასამართლო მიიჩნევს საკმარის საფუძველს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისთვის.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო –მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დაკისრებაზე და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განსაზღვრეს დავალიანების თანხის 0,2%-ით. პირგასამტეხლოს ოდენობა, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, მოპასუხის მიერ შედავებული იქნა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას მიაქცევს დარღვევის შინაარსს და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

მართალია, სამოქალაქო კოდექსი მხარეებს ანიჭებთ თავისუფალ ნებას, თავად განსაზღვრო პირგასამტეხლოს ოდენობა, უფრო მეტიც, შესაძლოა იგი აღემატებოდეს ზიანის ოდენობასაც, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია შეამციროს მისი ოდენობა, თუკი მიიჩნევს, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია.

 

პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელე ითხოვს ჯამში 170.48 ლარის დაკისრებას. პირგასამტეხლო დაანგარიშებულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების თანხის 0,2%. თავად ძირითადი დავალიანება კი შეადგენს 229.52 ლარს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა სასამართლოს არაგონივრულად მიაჩნია და მისი ოდენობა უნდა შემცირდეს 0.01%-მდე - 5.26 ლარამდე. ვინაიდან მოპასუხე მხარე აცხადებს რომ მას აქვს სურვილი თანამშრომლობის გაგრძელების და არ გასულა სამწლიანი ვადა შესაბამისად მოპასუხე მხარეს არ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო და მოსარჩელე მხარს უარი უნდა ეთქვას პირგასამტეხლოს 170.48 ლარის დაკისრებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მთლიანობაში დარცენილი დადავალიანების, პირგასამტეხლოსა და წინასწარ გადახდილი თანხის ნაწილის ჩათვლით მოპასხუეს უნდა დაეკისროს 420 ლარის გადახდა, რაც იქნება სამართლიანი და ვალდებულების პროპორციული.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს, აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

უდავოა, რომ დავალიანების გამარტივებული წესით დაკისრების მოთხოვნით მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გადაიხადა წარმოების დაწყების საფასური, ჯამში 200 ლარი. ბრძანების გამოცემაზე კრედიტორის უარი ეთქვა, მოვალის მიერ წარმოების პროცესში პროტესტის წარდგენის საფუძველზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროსადმი მიმართვა მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით არის გამოწვეული. რომ არა დავალიანების არსებობა, კრედიტორის მიერ არ მოხდებოდა დამატებითი ხარჯის გაწევა. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს გამარტივებული საქმის წარმოებისთვის გადახდილი საფასურის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება100 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: 1) პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. 2) სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 3) სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარის იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი. საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ 229.52 ლარის ნაწილში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 25 ლარი წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი , ხოლო დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის პროპორცილი სახ ბაჟის თანხა 25.00 ლარი რჩება ბიუჯეტში გადახდილად. ასევე მოპასუხეს უნდა დაეკისროს გამარტივებული წარმოების 100 ლარი , 63.60 ლარი მგზავრობის ხარჯები სულ 188,00 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

9. გადაწყვეტილების დაუყოვნებლი აღსასრულებლად გადაცემის საკითხი

 

9.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1-ე მუხლის სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამ ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სასამართლოს უფლება აქვს მხარის თხოვნით, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საგამონაკლისო წესი დაადგინოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ობიექტური გარემოებების არსებობის პირობებში (სასამართლოს შესაძლებლობა). ამასთან, ამ ნორმის იმპერატიული ხასიათი გათვალისწინებულია, მხოლოდ 11-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში (სასამართლოს ვალდებულება).

 

9.2. ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამდენად, ვინაიდან მხარეებმა ხელშეკრულებით შეათანხმეს, რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა, სასამართლოს მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,გლ-----–----------------ა“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. თა-----------–--ეს პ/ნ 6----------- შპს ,,გლ-----–----------------ა“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების სახით ხელშეკრულებიდან გამომდინარე 420 ლარის გადახდა.

 

3. თა-----------–--ეს პ/ნ 6----------- შპს ,,გლ-----–----------------ა“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების 25 ლარის სახელმწიფო ბაჟის , 100 ლარი გამარტივებული წარმოების, 63.60 ლარი მგზავრობის ხარჯები, სულ: 188,60 ლარის გადახდა.

 

4. შპს ,,გლ-----–----------------ა“-ს სხვა ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს

 

5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი,ნიუ-პორტისქ. №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მეშვიდე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით , შუახევის მაგისტრატი სასამართლოს ( მისამართი დაბა შუახევი, რუსთაველის ქუჩა N34) მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს შუახევის მაგისტრატ სასამართლოში ( მისამართი დაბა შუახევი, რუსთაველის ქუჩა N34) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ედღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე