განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2019
საქმის ნომერი
190100119003212373
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-788-19

(№012050819004)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 ნოემბერი, 2019 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძე,სხდომის მდივანი: ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე: პროკურორი ანა ადეიშვილი,დაცვის მხარე:

 

არასრულწლოვანი ბრალდებული ბ---------–------ი, დაბადებული 2----–-–-----------ს, პირადი ნომერი 3----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-----------------------------------;

 

ადვოკატი: იამზე ჯღარკავა,კანონიერი წარმომადგენელი: გიორგი აფციაური,კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ბ“, „დ“ ქ/პუნქტები -ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ;

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქ/პუნქტები -ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის;

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტები (4 ეპიზოდი) - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის;

 

სხდომის სახე - დახურული,განსახილველი საკითხი: საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

საპროცესო შეთანხმების არსი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენით: ბ---------–------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 0- (ორი) წლისა და 08 (რვა) თვის ვადით.

 

საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/4-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 0- (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

 

ბ---------–------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ხანგრძლივობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ბ---------–------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 0- (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 0- (ორი) წელი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ბ---------–------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,ბ“ ქ/პუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, ბ---------–------ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) ვადით.

 

ბ---------–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა და ბ---------–------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2019 წლის 23 ოქტომბრიდან.

 

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ბ---------–------ი 2019 წლის 05 აგვისტოს, დაახლოებით 0-:00 საათზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად ფარულად დაეუფლა ქ-------------------------------ის წინ მდგარ ს--------------------ის კუთვნილ ,,ჰონდას“ (HONDA HR-V) მარკის ავტომანქანას სახ. Q--------. ავტომანქანის მუშა მდგომარეობაში მოსაყვანად მან გამოიყენა მანქანაში შენახული გასაღები. ავტომანქანა აღმოჩენილ და ამოღებული იქნა გურჯანიის რაიონის სოფელ ვაზისუბნის საავტომობილო გზის 21-ე კილომეტრზე. ბ---------–------ის ქმედების შედეგად ს--------------------ს მიადგა 8000 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ბ---------–------მა 2019 წლის 16 აპრილს, ღამის საათებში, ქ----------–---------------------ში მდებარე მაღაზია ,,ა-------ის“ ფანჯარა გატეხა, საიდანაც გ----------–---–თან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლურ სასმელებს, რითაც შპს ,,იმედი 2004-ს მიადგა 454 ლარისა და 45 თეთრის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ბ---------–------მა 2019 წლის 06 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ--------------------–---–---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი დ------------ის მფლობელობაში არსებული ,,ვ---–-------------------------ის“ მარკის ავტომანქანაში ფანჯრიდან შეაღწია, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა დ------------ის კუთვნილ ფულად თანხას 110 ლარის ოდენობით, სიგარეტის შეკვრას და მზის სათვალეს, რითაც დ------------ეს მიადგა 144 ლარისა და 70 თეთრის ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ბ---------–------მა 2019 წლის 19 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ-------------–---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი ზ------------------ის კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომანქანა დააზიანა მანქანიდან ფულადი თანხის დაუფლების განზრახვით. ავტომანქანაში ვერ ნახა თანხა, რის შემდგომაც მან იქვე მდგარ ზ------------------ის კუთვნილ ,,გაზელის“ მარკის ავტომანქანაში კარის გაღების გზით შეაღწია, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ფულად თანხას 25 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ბ---------–------მა 2019 წლის 2018 წლის 07 დეკემბერს დღის საათებში, ქ. რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე (ს/კ N0-.07.0-.9--) მდებარე ყოფილი პურის ქარხნის ტერიტორიაზე ღობიდან გადაძრომის გზით შეაღწია, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ლითონის მილს. ბ---------–------ის ქმედებით სახელმწიფოს მიადგა 101 ლარის და 20 თეთრის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

 

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ბ---------–------მა 2019 წლის 2018 წლის 07 დეკემბერს დღის საათებში, ქ.რუსთავი, გაგარინის ქუჩაზე (ს/კ N0-.07.0-.9--) მდებარე ყოფილი პურის ქარხნის ტერიტორიაზე ღობიდან გადაძრომის გზით შეაღწია, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ლითონის მილს. ბ---------–------ის ქმედებით სახელმწიფოს მიადგა 101 ლარის და 20 თეთრის ოდენობის ქონებრივი ზიანი. აღნიშნულის შემდგომ იმავე დღეს, ბ---------–------მა შეაღწია ხსენებული საწარმოს გვერდით ქ.რუსთავში გაგარინის ქ.N18-ში მდებარე შ--------------ის“ ტერიტორიაზე, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ი-----–---------–---–ის კუთვნილ ლითონის გისოსს, მართკუთხა ფორმის ლითონის ნაჭერს და ლითონის შველერს, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა 105 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

სასამართლოს დასკვნა, ბ---------–------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: მოწმეების: ს--------------------ის, ზ--–-------------–---–ის, ზ--------–--–---–ის, ბ---------–------ის, პ-------------ის, შ------------------ის, გ--------------–-–---–ის, ა-–--------------------ის გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ბ---------–------თან თანდართული ფოტომასალით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს შ------------------თან თანდართული ფოტომასალით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ს--------------------თან თანდართული ფოტომასალით, შემთხვევის ადგილის/ავტომანქანის დათვალიერების ოქმს, ავტომანქანის ამოღების ოქმს, პ-------------ის პატაკს N8 19 0-064137, ზ--–-------------–---–ის პატაკს N2108217, დ--------------–---–ის პატაკს N3 19 0-2 15242 ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებს თანდართული დისკები (12.08.2019წ და 19.08.2019წ), ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმს (20.08.2019), პასუხს ორიენტირებაზე (21.08.2019წ), ნასამართლობის ცნობას, 03.09.2018 წლის განაჩენს, პასუხს პრობაციის ბიუროდან, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებს, ნ-----–--------–---–ის, შ-----–------------–ის, ბ---------–------ის, გ----------–---–ის, რ-----------------ის გამოკითხვის ოქმებს, შეტყობინებას N967346, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ფოტოსურათებით, შ-----–------------–ის პატაკს, საგამოძიებო ექპსრიმენტის ოქმს ბ---------–------თან თანდართული ფოტომასალით, ორი ბოთლი ალკოჰოლური სასმელის ამოღების ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს გ----------–---–თან თანდართული ფოტოსურათებით, პასუხს შპს ,,იმედი 2004“-დან ზიანის შესახებ, ბ---------–------ის ნასამართლობის ცნობას, 03.09.2018 წლის განაჩენს, პასუხს პრობაციის ბიუროდან თანდართული დოკუმენტებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებს, შეტყობინებას N2066537, შემთხვევის ადგილის, ავტომანქანის დათვალიერების ოქმს ფოტოსურათებით, დ------------ის გამოკითხვის ოქმს, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას N2670/დ, ბ---------–------ის ნასამართლობის ცნობას, 03.09.2018 წლის განაჩენს, პასუხს პრობაციის ბიუროდან თანდართული დოკუმენტებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებს, შეტყობინებას N2187954, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს თანდართული ფოტოსურათებით, ზიათხან ბაირამოვის და ბ---------–------ის გამოკითხვის ოქმებს, ავტომანქანის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტს, ბ---------–------ის ნასამართლობის ცნობას, 03.09.2018 წლის განაჩენს, პასუხს პრობაციის ბიუროდან თანდართული დოკუმენტებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, შეტყობინებას N2982579, კ---------–--ის პატაკს N1 18 03034728, ი-----–-------–--–---–ის, კ---------–--ის, ბ---------–------ის, მევლუდ დვალის, რ-----------------ის გამოკითხვის ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ბ---------–------თან თანდართული ფოტოსურათებით, ლითონის ნივთებისა და ჟურნალის ამოღების ოქმს, პასუხს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას N695/ინ, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებს, შეტყობინებას N2982579, კ---------–--ის პატაკს N1 18 03034728, ი-----–-------–--–---–ის, კ---------–--ის, ბ---------–------ის, მევლუდ დვალის, რ-----------------ის გამოკითხვის ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ბ---------–------თან თანდართული ფოტოსურათებით, ლითონის ნივთებისა და ჟურნალის ამოღების ოქმს, პასუხს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას N695/ინ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებს.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

2019 წლის 25 ნოემბერს, საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ ბ---------–------ს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ იამზე ჯღარკავასა და პროკურორ ანა ადეიშვილს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილთან.

 

2019 წლის 28 ნოემბერს, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა პროკურორმა ანა ადეიშვილმა და ითხოვა არასრულწლოვან ბრალდებულ ბ---------–------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

 

პროკურორი წარმოდგენილი შუამდგომლობით ითხოვს საქმის არსებითი განხილვის გარეშე

ბ---------–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ბ“, „დ“ ქ/პუნქტებით, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქ/პუნქტებით და სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით (4 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ბ“, „დ“ ქ/პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი -1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქ/პუნქტებით - სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი -1 (ერთი) წელი განესაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 1 (ერთი) წელი და 3 (სამი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით (2019 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდი) - სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი -1 (ერთი) წელი განესაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 1 (ერთი) წელი და 3 (სამი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით (2019 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი) - სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი -1 (ერთი) წელი განესაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 1 (ერთი) წელი და 3 (სამი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით (2018 წლის 7 დეკემბრის დღის საათების ეპიზოდი) - სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი -1 (ერთი) წელი განესაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 1 (ერთი) წელი და 3 (სამი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით ( 2018 წლის 7 დეკემბრის საღამოს საათების ეპიზოდი) - სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი -1 (ერთი) წელი განესაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 1 (ერთი) წელი და 3 (სამი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ბ---------–------ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი -1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი -თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) ვადით და საბოლოოდ, ბ---------–------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი -1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებელმა ანა ადეიშვილმა, ბრალდებულმა ბ---------–------მა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა იამზე ჯღარკავამ.

 

ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადაოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვის უფლებაზე.

 

შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულის წერილობითი განცხადებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. იგი სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს. ბრალდებულს და მის ადვოკატს საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც იგი აღიარებს; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;

 

ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; ბრალდებული და მის ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე შეამოწმა, რომ დასაბუთებულია ბრალდება, არსებობს ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და კანონიერი და სამართლიანია სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ამავე კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე მიიღო დამარწმუნებელი პასუხები და მოთხოვნილი სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, შესაბამისად არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის III და IV ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძვლები.

 

შუამდგომლობაზე დართული დაზარალებულებთან კონსულტაციის ოქმის მიხედვით, მათ თანხმობა განაცხადეს ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე.

 

ამდენად, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ადეიშვილის შუამდგომლობა ბრალდებულ ბ---------–------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ მოცემულ საქმეზე ბ---------–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია.

 

საქმეზე ამოღებული ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 81-ე, 209-216-ე, 258-ე-260-ე, 268-ე-274-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ადეიშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. დამტკიცდეს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ადეიშვილსა და ბრალდებულ ბ---------–------ს შორის 2019 წლის 25 ნოემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

3. არასრულწლოვანი ბ---------–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ბ“, „დ“ ქ/პუნქტებით, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქ/პუნქტებით და სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით (4 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, მესამე ნაწილის „ბ“, „დ“ ქ/პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი -1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქ/პუნქტებით - სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი -1 (ერთი) წელი განესაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 1 (ერთი) წელი და 3 (სამი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით (2019 წლის 6 აგვისტოს ეპიზოდი) - სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი -1 (ერთი) წელი განესაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 1 (ერთი) წელი და 3 (სამი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით (2019 წლის 19 აგვისტოს ეპიზოდი) - სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი -1 (ერთი) წელი განესაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 1 (ერთი) წელი და 3 (სამი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად.

სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით (2018 წლის 7 დეკემბრის დღის საათების ეპიზოდი) - სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი -1 (ერთი) წელი განესაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 1 (ერთი) წელი და 3 (სამი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით ( 2018 წლის 7 დეკემბრის საღამოს საათების ეპიზოდი) - სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი -1 (ერთი) წელი განესაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 1 (ერთი) წელი და 3 (სამი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ბ---------–------ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი -1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი -თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) ვადით და საბოლოოდ, ბ---------–------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი -1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

4. ბ---------–------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ბოლო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2019 წლის 28 ნოემბრიდან. მასვე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საბოლოო სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს სასჯელი, რომელიც მოხდილი აქვს წინა განაჩენით - 2019 წლის 23 ოქტომბრიდან - 2019 წლის 28 ნოემბრამდე. ასევე მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი (დაკავებიდან აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გაუქმებამდე) - 2019 წლის 29 აგისტოდან 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

 

5. ბ---------–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია.

 

6. სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულების გათავისუფლების შემდეგ, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ:

 

სუნის ნიმუში ორ პაკეტად (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში), ანაწმენდები ავტომანქანის სალონიდან ერთ პაკეტად (გადაგზავნილია ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზაზე), ოთხი ცალი დაქტილოფირი ერთ პაკეტად (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში), მიკრონაწილაკები ერთ პაკეტად (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში), შ------------------ის ნერწყვის ნიმუში (გადაგზავნილია ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზაზე), შ------------------ის ხელის კვლის ნიმუში (შსს საინფორმაციო ბაზაში), შ------------------ის სუნის ნიმუში (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში), ბ---------–------ის სუნის ნიმუში (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში) ბ---------–------ის ნერწყვის ნიმუში (გადაგზავნილია ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზაზე), ერთი ბოთლი ალკოჰოლური სასმლის „ფინლანდიის“ ნამსხვრევები ერთ პაკეტად (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში), ერთი ბოთლი ალკოჰოლური სასმლის „რუსიან სტანდარტის“ ნატეხები ერთ პაკეტად (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში), შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მინის ნატეხები ერთ პაკეტად (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში), სუნის ნიმუში ერთ პაკეტად (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში), მიკრონაწილაკები ერთ პაკეტად (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში), ხელის კვლები ერთ პაკეტად (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში), სუნის ნიმუში ერთ პაკეტად (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში), თითის კვლები ერთ პაკეტად (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში), განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ხელის კვლის ფოტოებით დისკი ერთ პაკეტად (ერთვის საქმეს), „ნეო გაზის“ კამერების ჩანაწერი დისკზე (ერთვის საქმეს), „112-ის“ ვიდეოჩანაწერი დისკზე (ერთვის საქმეს), შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

საჭის ჩიხოლი ერთ პაკეტად (გადაგზავნილია ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზაზე), გასაღებების ასხმა ერთ პაკეტად (გადაგზავნილია ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზაზე), ავტომანქანა „ჰონდა“ სახ. NQ-------- (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობასთან ეზოში), შ------------------ის ტანსაცმელი ერთ პაკეტად (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში), ბ---------–------ის მობილური ტელეფონი (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში), ერთი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი „ჯეკ დენიელსი“ და ერთ ბოთლი „პარლამენტი“ ცალ-ცალკე პაკეტად (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში), ჯართის მიღება-ჩაბარების ჟურნალი დალუქული ერთ პაკეტად (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში), ლითონის შველერი, ორი ცალი მილი და გისოსი (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში), დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს.

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის III და IV ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განაჩენი ექვემდებარება გასაჩივრებას. სხვა შემთხვევაში განაჩენი არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე მადონა მაისურაძე