გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.11.2019
საქმის ნომერი
281210919003297270
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
25.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№281210919003297270 (2/125-19)

ბრძანება

საქართველოს სახელით

ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის

საგნის დაბრუნების შესახებ

25.11.2019 წ. ქ. ზუგდიდი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი მოსამართლე ირაკლი აბშილავა

განმცხადებელი შპს ,,საქართველოს სალიზინგო კომპანია"

წარმომადგენელი თა---------------ძე

მოწინააღმდეგე მხარე ვა–-----–-----ა

მოთხოვნა - ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

შპს ,,საქართველოს სალოზინგო კომპანია" ითხოვს მიწინააღმდეგე მხარის ვაჟა გენანტიას მიმართ ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღებას.

განმცხადებელი მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

31.08.2019 წ შპს ,,საქართველოს სალიზინგო კომპანიასა" და ვა–-----–-----ას შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება №T---------------52

ლიზინგის საგანია ავტოსატრანსპორტო საშუალება T----A Prius, სერიული ნომერი J----------------- გამოშვების წელი 2014, სახელმწიფო ნომერი XX------Y რომელიც გადაეცა ლიზინგის მიმღებს ბფლობელობასა და სარგებლობაში

ლიზინგის ჯამური ღირებულება განისაზღვრა 4000 ლარის ოდენობით

ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 18.08.2022 წელი. ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველ თვეში 547.19 ლარის გადახდით, გრაფიკის შესაბამისად.

ვა–-----–-----ას მიერ არ სრულდება ლიზინგის ხელშეკრულებების პირობები, არ დაუფარავს ლიზინგით გათვალისწინებული თანხა. დაირღვა მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკი.

განმცხადებელს გაღებული აქვს საპროცესო ხარჯები კერძოდ, გადახდილია სახ. ბაჟი 60 ლარი.

შპს ,,საქართველოს სალიზინგო კომპანია’’ ითხოვს სასამართლომ გამოსცეს ბრძანება ვა–-----–-----ას მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, T----A Prius, სერიული ნომერი J----------------- გამოშვების წელი 2014, სახელმწიფო ნომერი XX------Y დაბრუნების შესახებ

განსახილველ განცხადებას მოთხოვნის უფლების არსებობისა და მისი დასაბუთებულების დასადასტურებლად თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები: ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, ცნობა დავალიანების შესახებ, ლიზინგის საგნის ნასყიდობის ხელშეკრულება, სარეგისტრაციო მოწმობა, პასპორტის ასლი, ამონაწერი რეესტრიდან, შპს ,,საქართველოს სალიზინგო კომპანიას ” მიერ გაცემული მინდობილობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-3097-ე მუხლების საფუძველზე, განიხილა შპს ''საქართველოს სალიზინგო კომპანიას'' განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით, ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. ამავე კოდექსის 5806-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მოთხოვნებს, სახეზეა წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არსებობს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 3091-3097-ე მუხლებით

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1.შპს ,,საქართველოს სალიზინგო კომპანიის’’ განცხადება დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს ,,საქართველოს სალიზინგო კომპანიას" (ს/ნ 204972155) დაუბრუნდეს ლიზინგის საგანი - ავტოსატრანსპორტო საშუალებაT----A Prius, სერიული ნომერი J----------------- გამოშვების წელი 2014, სახელმწიფო ნომერი XX------Y

 

3. ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.

 

4.ვა–-----–-----ას შპს ,,საქართველოს სალიზინგო კომპანიის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 60.00 ლარის გადახდა.

 

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მისი ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის (ქ. ჩხოროწყუ გობეჩიას N1) მეშვეობით.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა