განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1645-19
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი
სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ--------------, ვ---------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------------------------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1----–-–-----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–----–------------------–-------ში.
ადვოკატი - ნ---------–---, ზ--------------
თარჯიმანი - ვ-----–--------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;
ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენით, გ------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. აღნიშნულის შემდეგ ნასამართლობის გაქარწყლებამდე, გ------------------მა კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ:
2019 წლის 28 თებერვალს, ღამის საათებში, გ------------------მა უკანონოდ შეაღწია ქ.------–--------–------- მ--------------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს „-------–--------------- დაცულ საცავში. აღნიშნულის შემდეგ, გ------------------მა სცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა, საცავში არსებულ სხვადასხვა დასახელების სამუშაო ნივთებს. აღნიშნული ქმედებით, შპს „-------–------------- შესაძლებელია მისდგომოდა 1700 (ათას შვიდასი) ლარის მნიშნელოვანი ქონებრივი ზიანი.
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის წარმომადგენლის - გ--–-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შპს „მ------–------------–-- სამუშაოთა მწარმოებელ მშენებელ-ინჟინერის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედის 10:00 საათზე თანამშრომლების გადანაწილება კონკრეტულ სამუშაოზე, ხოლო 22:00 საათზე სრულდება სამუშაო და ამოწმებს შესრულებულ სამუშაოს. ობიექტს იცავს დარაჯი - გ--------------. 2019 წლის თებერვალში მშენებლობას აწარმოებდნენ ნ--–------- ფერდობზე, რომელიც უკვე დასრულდა და მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. შემთხვევამდე ორი დღით ადრე შეიძინა საღებავები, რომლებიც დაალაგა საწყობში კარებიდან 2-3 მეტრში სიგრძეზე, სულ იყო 12 ახალი და 2 ძველი საღებავი, რომელთაგან გახსნილები იყო დაახლოებით 6 ცალი. 2019 წლის 28 თებერვალს სამუშაოს დასრულების შემდეგ ხელსაწყოები შეინახეს კონტეინერში. 2019 წლის 28 თებერვალს 07:00 საათიდან - 07:30 საათამდე შუალედში დაუკავშირდა გ--------------, რომელმაც აცნობა სამშენებლო ობიექტიდან სარემონტო ხელსაწყოების დაკარგვის შესახებ. დაახლოებით 10 წუთში მივიდა ობიექტზე, რომლის უკანა მხარეს საწყობებთან დაინახა თეთრი ფერის რუსული წარმოების ავტომანქანა ვაზ 21 01. შემთხვევის ადგილზე იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ახლოს არ მიუშვეს, თუმცა მანქანიდან დაახლოებით 10 მეტრში დაინახა სადენები, ე.წ. „პერფერატორი,“ ე.წ. „ბარლგალკა,“ ე.წ. „პერფერატორის“ ტარი. აღნიშნულ ობიექტზე საწყობის სახით ჰქონდათ კონტეინერი, რომელიც იკეტებოდა ბოქლომით და გასაღებს აბარებდნენ დარაჯს. ძვირადღირებულ სამშენებლო მასალებს ინახავდნენ აღნიშნულ საწყობში, რომლის გასაღებს აბარებდნენ დარაჯს. პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს საწყობში, რა დროსაც დაინახა, რომ კარები იყო ღია მდგომარეობაში, კარს ბოქლომი ეკეთა თუ არა ყურადღება არ მიუქცევია. საწყობში არ დახვდა ერთი დიდი ე.წ. „პერფერატორი,“ დიდი ე.წ. „ბარგალკა“ და ერთი პატარა ე.წ.„პერფერატორი“ და სხვადასხვა ნივთები. გამომძიებელთან და ექსპერტთან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ დაკარგული იყო ასევე ორი საღებავი. მონაწილეობა მიიღო ნივთების ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო ე.წ. „პერფერატორი“ და ე.წ. „ბარგალკა,“ რომელსაც ეწერა „-------- მოწმემ დაადასტურა ამოცნობის ოქმების სისწორე და განმარტა, რომ ბრალდებულის ქმედების შედეგად შპს „მ------–-------------“ შესაძლოა მისდგომოდა 1800 ლარამდე ოდენობის ზიანი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--------------- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქ.თბილისში, ნ--–---------------------- კორპუსში მდებარე შპს „მ------–-----------–-“ დარაჯის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედის ობიექტის მეთვალყურეობა. 18:00 საათიდან - 09:00 საათამდე იმყოფება ობიექტზე. საწყობიდან ხელოსნებს დილით გააქვთ სამუშაო იარაღები, ხოლო საღამოს მას აბარებენ. 2019 წლის 28 თებერვალს 18:30 საათიდან 19:00 საათამდე შუალედში გაიგონა პოლიციის მანქანის საყვირების ხმა და მანქანის შუქი მოხვდა ფანჯარას, რის გამოც გამოვიდა გარეთ. მან დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომლებს დაკავებული ჰყავდათ შავებში ჩაცმული მამაკაცი. თეთრი ფერის ავტომანქანა ვაზ 21 01 ცხვრით შენობისკენ იყო გაჩერებული. პოლიციის თანამშრომლებმა არ მიუშვეს ახლოს. დაახლოებით 10-15 მეტრის მოშორებით იდგა და დაინახა, რომ გაჩერებული მანქანიდან ერთ მეტრში - მეტრ ნახევარში ელაგა ხელსაწყოები, საღებავი და ე.წ. „ბარგალკები“. მოწმის ჩვენებით, შპს „მ------–-------------“ საწყობი მდებარეობს მშენებარე კორპუსის მინუს მეორე სართულზე. იგი შევიდა საწყობში, რომელიც იყო გატეხილი, თუმცა ბოქლომი რაზეც იყო დამაგრებული, სამაგრი იყო გამომძვრალი, ბოქლომი არ იყო გატეხილი. აღნიშნულ ობიექტზე აქვთ მხოლოდ ერთი საწყობი, რომელიც იკეტება ბოქლომით, სადაც ინახავენ სამუშაო იარაღებს და სამშენებლო მასალებს. შემთხვევამდე თავად შეიტანა ხელსაწყოები საწყობში, ჩაკეტა საწყობი და შემდეგ ავიდა სამსახურში მისთვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. მომხდარი ფაქტის თაობაზე თავად შეატყობინა ობიექტის ზედამხედველს - გ--–-----------ეს, რომელიც ნახევარ საათში მივიდა ობიექტზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ---------------–---- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა შ-------------------–----------------–ოს მ--------------–---–-------------------------------------------ე. 2019 წლის 28 თებერვალს დაახლოებით 06:00 საათზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ქ.-----–--–------–------ს მ---------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა მოქალაქე - გ------------------ი მისი კუთვნილი ავტომობილით „ვაზ 2101“-ით, სახელმწიფო ნომრით „--------, რომელიც ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა შპს „-------–--------------- სამშენებლო ხელსაწყოებს. ინფორმაციის თანახმად, ნივთების ნახევარი გ------------------ს უკვე ჩალაგებული ჰქონდა ავტომობილში. აღნიშნულის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, რის შემდეგ დაიკითხა მოწმის სახით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-----------–---- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა შ-------------------–----------------–ოს მ--------------–---–--------------------------------ე. 2019 წლის 28 თებერვალს შეიქმნა ჯგუფი მისი, გ-----------------ის და ჯ-------------–ის შემადგენლობით, დაადგინეს ბრალდებულის ვინაობა და დაახლოებით 06:00 საათზე მივიდნენ შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე. ადგილზე მისულებმა მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე მდებარე ღობიდან დაახლოებით 5 მეტრში დაინახეს გ------------------ი, რომელიც მის მფლობელობაში მყოფ თეთრი ფერის ავტომობილში „ვაზ 2101“ (რომელიც გაჩერებული ჰყავდა ღობის გარეთ) ნივთებს ალაგებდა. მიუახლოვდნენ გ------------------ს, მოახდინეს პირის იდენტიფიცირება და განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. მათთვის გ------------------ისგან ცნობილი გახდა, რომ საუბრობდა ქართულ ენაზე, თუმცა არ იცოდა წერა-კითხვა, რის გამოც გამომძიებელმა გამოიძახა თარჯიმანი, რომლის მისვლის შემდეგ გ------------------ს გააცნეს დადგენილება ავტომანქანის ჩხრეკის წარმოების შესახებ, ჩატარდა ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ავტომანქანის წინა მარჯვენა მხრიდან ამოღებული იქნა ელ. სადენების საჭრელი და ქანჩი. ავტომობილის უკანა მხრიდან ამოღებული იქნა ე.წ. „პერფერატორი,“ ე.წ. „ბარგაკლა“ და დიდი საღებავების სათლი. ავტომობილის საბარგულთან მიწის ზედაპირიდან ამოღებული იქნა საღებავების სათლი, იგივე ფირმის ელექტრო კაბელები დაახლოებით 4 შეკვრა და ერთი დამაგრძელებელი. ავტომობილის მარცხენა მხარეს საბურავის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა ე.წ. „პერფერატორი“ და ე.წ. „ბარგაკლა,“ რომლებიც დაილუქა, გაკეთდა ხელმოწერები და დაესვა თარიღი. შეადგინეს ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, რომელსაც გაეცნო ბრალდებული, თუმცა ხელის მოწერაზე განაცხადა უარი. ჩხრეკის დასრულების შემდეგ გ------------------ს გააცნეს დადგენილება ავტომანქანის ამოღების თაობაზე, ამოიღეს ავტომანქანა თავისი გასაღებით, რომელიც გადაყვანილია შ-------------------–----------------–ოს მ--------------–----------------------. ამოღების დასრულების შემდეგ გ------------------ი დააკავეს ბრალდებულის სახით, რის შემდეგ გადაიყვანეს შ-------------------–----------------–ოს მ--------------–---–-. მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი ოქმები, რომელსაც გაეცნენ მონაწილე პირები, თუმცა ბრალდებულმა ხელის მოწერაზე უარი განცხადა.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ჯ-------------–მა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ-------–---–----- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–ოს მ--------------–---–- გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 28 თებერვალს განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე. შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიოდა თავად. მას დაევალა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. დაახლოებით 08:00 საათიდან 10:00 საათის შუალედში მის მიერ გამოძახებული იქნენ ექსპერტები. გაემართა ნ--–------- მ---------------- კორპუსის მიმართულებით, რომელშიც პირდაპირი შესასვლელი არ არის და გზა შედის უკანა მხრიდან, რადგან მშენებლობის პროცესი არ არის დასრულებული. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა კორპუსის მინუს მეორე სართულზე შესასვლელიდან ხელმარცხნივ, რომელიც დახვდა შემოფარგლული სპეციალური ლენტის საშუალებით. კარების ჩამკეტი იყო დამზადებული კუსტარულად, არ იყო დამზადებული ქარხნული წესით, ბოქლომი ჩაკეტილ მდგომარეობაში იყო ჩამოვარდნილი, არანაირი დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა და ცალ მხარეს საკიდიც ზედ ჰქონდა. საკიდი იყო კარების სამაგრი კუთხიდან ჩარჩოდან მომძვრალი. კარის მეტალის საკიდი იყო მოგლეჯილი და იყო ჩამოვარდნილი, კარი იყო ღია მდგომარეობაში. მის მიერ ფირმის წარმომადგენელის და ექსპერტების მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შემოსასვლელში მიმოფანტული იყო სამშენებლო მასალები. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ აღებული იქნა სუნის კვალის ნიმუში, ერთი შესასვლელ კარებთან, მეორე კედელთან იატაკის ზედაპირიდან. ფარდული იყო ხის მასალისგან შეკრული და ვაკუუმი არ იყო შექმნილი, სპეციფიური სუნი იდგა, რის გამოც შესაძლოა სუნის კვალი არ ამოსულიყო, თუმცა მაინც აიღეს სუნის კვალი. შემთხვევის ადგილზე მისვლისას გარეთ დაინახა პოლიციის თანამშრომლები, მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედება, გაჩერებული იყო მოთეთრო ფერის „ჟიგულის“ მარკის ავტომანქანა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული იქნა ფოტოსურათები, შეადგინა ოქმი, რომელსაც მონაწილე პირები გაეცნენ და დაადასტურეს ხელისმოწერით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში კინოლოგიის სამსახურში ექსპერტის პოზიციაზე. 2019 წლის 28 თებერვალს 08:00 საათზე კინოლოგიის სამსახურის სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება შსს ს-----------–--------------------–--ს მ--------------–-----ან მასზედ, რომ ქ.-----–--–------–------ს მ-------------------------ის მიმდებარედ მოხდა ქურდობის ფაქტი. შეიქმნა ჯგუფი მისი და გი----------–------ის შემადგენლობით, გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილი დაცული იყო პოლიციის ლენტით. ადგილზე დახვდათ გამომძიებელი თ-------–---–---ე და დაზარალებული. გამომძიებელმა განუმარტა, რომ მშენებარე კორპუსის პირველ სართულზე მოხდა სათავსოს ქურდობა, საიდანაც წაღებული იყო მასალები და ხელსაწყოები. მათ მიერ სათავსოს შესასვლელიდან და ბოლოდან იატაკის ბეტონის ზედაპირებიდან აქტივიზირებული ნახშირის მეშვეობით აღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები ორ ქილად, რომელიც დალუქეს 0,5 მლ. ტევადობის ქილებში კინოლოგიის სამსახურის ლუქით. ორივე ქილა მოთავსდა ერთ სპეც. პაკეტში, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები, დაესვა თარიღი და გადაეცა გამომძიებელს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს გაეცნო და დაადასტურა ხელისმოწერით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შ-------------------–----------------–ოს მ--------------–---–- უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 28 თებერვალს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მისი თანამშრომლის გ---------------–---- მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით. გამოკითხა პატაკის ავტორი გ---------------–--ი, მშენებლობის ზედამხედველი - გ--–-----------ე, რომელმაც წარადგინა სასაქონლო ზედნადები. ამოღებული ნივთები მიტანილ იქნა განყოფილებაში, რაზეც მის მიერ გ--–-----------ის მონაწილეობით ჩატარდა ამოცნობები 8 ნივთზე, კერძოდ: ორ ე.წ. „პერფერატორზე“, ორ ე.წ. „ბარგალკაზე“ და 4 ცალ ელ. სადენზე. გ------------------ს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, გამოკითხა ბრალდებულის სახით, გაუცვალა მტკიცებულებები ადვოკატთან ერთად, აიღო ნერწყვის და სუნის ნიმუში, რომელზეც დანიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. ბრალდებულს დაუნიშნეს ადვოკატი, რადგან განაცხადა, რომ სრულყოფილად არ ფლობდა სამართალწარმოების ენას, თუმცა გამართულად საუბრობდა. მოწმემ ასევე დაადასტურა მის მიერ შედგენილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმების სისწორე და კანონიერება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ხ------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 28 თებერვალს დილის საათებში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მის მეწყვილე ზ----------–-----ასთან ერთად გამოცხადდა ქ.-----–--–------–------ს მ------–--------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე ობიექტიდან ქურდობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით. მივიდნენ გარკვეულ ადგილამდე, სადაც იყო ღობე, გაჩერებული იყო პოლიციის მანქანა და მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევის ადგილი იყო დაცული, დაიწყეს ფოტოგადაღება, სადაც შესასვლელთან ხის კარებზე რკინის ბოქლომი იყო ჩამოკიდებული საკიდზე, ბოქლომი დაზიანებული იყო თუ არა, არ ახსოვს. დაიწყეს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მათთან ერთად იმყოფებოდა გამომძიებელი, დაზარალებული და კინოლოგიის სამსახურის თანამშრომლები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიმდინარეობისას გადაიღეს სურათები, საწყობში იყო სამშენებლო მასალა, როგორც ახსოვს, ანაწმენდები არ აუღიათ იმიტომ, რომ დაბინძურებული იყო გარემო, მხოლოდ ფოტოსურათების გადაღება მოახდინეს. პარალელურ რეჟიმში გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა ოქმი. ფოტომასალა გადაიტანეს დისკზე და გადასცეს გამომძიებელს. გაეცნენ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და დაადასტურეს ხელმოწერით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ----------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ოდოროლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე, ქურდობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები არაიდენტურია ბრალდებულ გ------------------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. მოწმის ჩვენებით, მის წინაშე წარდგენილი ქილებიდან ჩანდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნიმუშებში იყო სამშენებლო მასალების ნარჩენები, ცემენტი და ა.შ. რის გამოც სამძებრო ძაღლმა ვერ მოახდინა სუნის იდენტიფიკაცია, კერძოდ გ------------------ისგან აღებული სუნი, რაც წარდგენილი იყო ექსპერტიზის წინაშე, დააყნოსინა ძაღლს, თუმცა ვერ ამოიცნო. მოწმის ჩვენებით, როდესაც შემთხვევის ადგილი არის დანაგვიანებული სამშენებლო მასალებით, ასეთი ადგილიდან ექსპერტებმა არ უნდა აიღონ ნიმუშები, თუმცა ამ შემთხვევაში ნიმუში აღებული იყო. აღნიშნული არის ხელისშემშლელი პირობები და აქედან გამომდინარე ვერ ამოიცნო ძაღლმა. ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები არაიდენტურია ბრალდებულ გ------------------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა, ცალსახად არ გამორიცხავს იმ ინფორმაციას, რომ ესა თუ ის პირი იმყოფებოდა ან არ იმყოფებოდა იმ ადგილას.
2019 წლის 28 თებერვლის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გაჩხრეკილ იქნა გ------------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, რა დროსაც ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლიდან ამოღებული იქნა 1 ცალი ელსადენების საჭრელი ხელსაწყო, 1 ცალი 19 მმ დიამეტრის მქონე ქანჩი, ავტომანქანის უკანა სავარძლიდან ამოღებული იქნა 1 ცალი მომწვანო ფერის „BOSCH ASHIIE“ ფირმის ე.წ. „პერფერატორი,“ მასზე არსებული ელსადენით და მეტალის დეტალით, 1 ცალი „CROWN“ ფირმის ე.წ. „ბარგალკა“, მასზე არსებული ელსადენით და საჭრელი ქვით. ავტომანქანის უკანა სავარძლიდან ამოღებული იქნა 1 ცალი სათლი გაუხსნელი, „AIPina“-ს ფირმის საღებავი, მასში არსებული სითხით. ავტომანქანის უკანა საბარგულთან ნიადაგის ზედაპირიდან ამოღებული იქნა 1 ცალი სათლი გაუხსნელი „AIPina“-ს ფირმის საღებავი, მასში არსებული სითხით. ავტომანქანის უკანა მარცხენა საბურავთან ნიადაგის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ერთი შეკვრა ელსადენი ე.წ. „დამაგრძელებელი“, ერთი შეკვრა ოთხ წვერიანი შავი ფერის ელსადენი, ერთი შეკვრა ოთხ წვერიანი მოშავო ფერის ელსადენი, დიდი ზომის შავი ფერის ოთხ წვერიანი ელსადენი, რომლებიც ერთად მოთავსდა თეთრი ფერის ტომარაში. ავტომანქანის უკანა მარცხენა საბურავის ნიადაგის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი მოწითალო მოვერცხლისფრო ფერის ე.წ. „პერფერატორი“, მასზე არსებული ელსადენით და მეტალის დეტალით, რომლის ზედაპირზე იკითხება წარწერა „MATRIX EHD 1250-30 Bohrhammer“ 1 ცალი მოშავო ფერის „STERN“-ის ფირმის ე.წ. „ბარგალკა“, მასზე არსებული ელსადენით და საჭრელი ქვით, რომლებიც ერთად მოთავსდა თეთრი ფერის ტომარაში.
2019 წლის 28 თებერვლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ გ------------------ისგან ამოღებული იქნა ავტომანქანა „ვაზ 2101“ სახელმწიფო ნომრით „-------- და ორი გასაღები.
2019 წლის 28 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–ოს I-------------–---------------------------–ის გ-----------------ის მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა სამშენებლო ხელსაწყოები, კერძოდ: ერთი ცალი ე.წ. „ბარგალკა“ და ერთი ცალი ე.წ. „პერფერატორი.“ სამშენებლო ხელსაწყო ე.წ. „ბარგალკა“ არის მუქი ფერის, რომლის თავზე შეინიშნება ვერცხლისფერი დეტალი, ე.წ. „ბარგალკაზე“ მიერთებული შავი ფერის ელ. სადენი, ასევე ე.წ. „ბარგალკაზე“ დამაგრებულია საჭრელი ქვა, რომელსაც გააჩნია შავი ფერის მეტალის დამცავი. ე.წ. „ბარგალკაზე“ დაკრულია ორი ცალი წითელი ფერის სტიკერები, სადაც იკითხება „PERFORMANCE STERN PRAG125-1”, ე.წ. „ბარგალკაზე“ არსებულ მეორე სტიკერზე იკითხება ხელსაწყოს ტექნიკური მახასიათებლები, კერძოდ: 230ვ- 50Hz, 8-----------------------, ასევე ი-----------------–--------------------3-----1-----------” ამით ე.წ. „ბარგალკის“ დათვალიერება დასრულდა, იგი გამზადდა მსგავს ე.წ. „ბარგალკებთან“ ერთად ამოსაცნობად. სამშენებლო ხელსაწყო ე.წ. „პერფერატორი“ არის მოწითალო მოვერცხლისფრო ფერის, საშუალო ზომის, რომელსაც გააჩნია ერთი ცალი მოწითალო ფერის სახელური, რომელიც მიერთებულია უკანა მხარეს, ასევე გააჩნია შავი ფერის სახელური, რომელიც მიერთებულია წინა მხარეს, ე.წ. „პერფერატორზე“ ასევე მიერთებულია შავი ფერის ელ. სადენი. ე.წ. „პერფერატორზე“ დაკრულია სტიკერი, რომელზეც იკითხება მწარმოებელი ფირმა „MATRIX”, ასევე იკითხება სერიული ნომერი „--------------. ამით სამშენებლო ხელსაწყოს ე.წ. „პერფერატორის“ დათვალიერება დასრულდა, იგი გამზადდა მსგავს ე.წ. „პერფერატორებთან“ ერთად ამოსაცნობად.
2019 წლის 28 თებერვლის ნივთის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა პირმა გ--–-----------ემ მის წინ წარდგენილი სამი ე.წ. „ბარგალკიდან“ ამოიცნო N1 ე.წ. „ბარგალკა.“ გ--–-----------ის განმარტებით, აღნიშნული ე.წ. „ბარგალკა“ არის სწორედ ის, რომელიც მოიპარეს მშენებარე ობიექტიდან. გ--–-----------ემ ამოსაცნობი საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ფერით, ზომით, საჭრელ ქვაზე დამაგრებული დამცავით, ელ. სადენით, ე.წ. „ბარგალკაზე“ დაკრული სტიკერების ფერით, ფორმით და მათი ე.წ. „ბარგალკაზე“ ადგილმდებარეობით, ცვეთის კვალით და საერთო იერსახით. შენიშვნა: მოწმე გ--–-----------ის მიერ ამოცნობილი სამშენებლო ხელსაწყო ე.წ. „ბარგალკა“ არის გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული სამშენებლო ხელსაწყო ე.წ. „ბარგალკა.“
2019 წლის 28 თებერვლის ნივთის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა პირმა გ--–-----------ემ მის წინ წარდგენილი სამი ე.წ. „პერფერატორიდან“ ამოიცნო N1 ე.წ. „პერფერატორი.“ გ--–-----------ის განმარტებით, აღნიშნული ე.წ. „პერფერატორი“ არის სწორედ ის, რომელიც მოიპარეს მშენებარე ობიექტიდან. გ--–-----------ემ ამოსაცნობი საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ფერით, ზომით, სახელურებით, ელ. სადენით, ე.წ. „პერფერატორზე“ დაკრული სტიკერების ფერით და ფორმით ცვეთის კვალით და საერთო იერსახით. შენიშვნა: მოწმე გ--–-----------ის მიერ ამოცნობილი სამშენებლო ხელსაწყო ე.წ. „პერფერატორი“ არის გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული სამშენებლო ხელსაწყო ე.წ. „პერფერატორი.“
2019 წლის 1 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–ოს I-------------–---------------------------–ის გ-----------------ის მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა სამშენებლო ხელსაწყოები, კერძოდ: ერთი ცალი ე.წ. „ბარგალკა“ და ერთი ცალი ე.წ. „პერფერატორი,“ ქანჩი და ელ. სადენების მჭრელი ხელსაწყო. სამშენებლო ხელსაწყო ე.წ „პერფერატორი“ არის მუქი მწვანე ფერის, დიდი ზომის, რომელსაც გააჩნია ერთი ცალი დიდი ზომის შავი ფერის სახელური, რომელიც მიერთებულია უკანა მხარეს. ე.წ „პერფერატორზე“ ასევე მიერთებულია შავი ფერის ელ. სადენი. ე.წ. „პერფერატორზე,“ როგორც მარცხენა გვერდზე, ასევე მარჯვენა გვერდზე იკითხება წითელი ფერის წარწერა, მწარმოებელი ფირმის დასახელები „BOSCH“, ასევე ორივე გერდზე იკითხება თეთრი ფერის წარწერები „GSH 11 E“, ე.წ. „პერფერატორის“ წინა მხარეს დაკრულია შავი ფერის სტიკერი, სადაც იკითხება მწარმოებელი ფირმა და ტექნიკური მახასიათებლები, ე.წ. „პერფერატორს“ მარცხენა გვერდზე უკანა მხარეს გააჩნია შავი ფერის მარეგულირებელი პლასტმასის დეტალი, რომელზეც შეინიშნება რიცხვები. ე.წ. „პერფერატორს“ ასევე გააჩნია საბურღი მეტალის დეტალი. აღნიშნული ე.წ. „პერფერატორი“ მსგავს ე.წ. „პერფერატორებთან“ ერთად გამზადდა ამოსაცნობად. სამშენებლო ხელსაწყო ე.წ „ბარგალკა,“ არის მოყავისფრო ფერის, დიდი ზომის, რომელსაც სახელურზე დაკრული აქვს შავი ფერის რეზინა, ე.წ. „ბარგალკას“ წინა მარცხენა მხარეს გააჩნია შავი ფერის პლასტმასის სახელური, რომელზეც წითელ ფერში, როგორც მარჯვენა ასევე მარცხენა იკითხება ლათინური წარწერა „CROWN“, ე.წ. „ბარგალკას“ გააჩნია შავი ფერის ელ. სადენი, ასევე ე.წ. „ბარგალკის“ როგორც მარჯვენა ასევე მარცხენა მხარეს წითელ ფერში იკითხება ლათინურად წარწერა „CROWN“, ე.წ. „ბარგალკაზე“ დაკრულია მუქი ფერის სტიკერი, სადაც იკითხება მწარმოებელი ფირმის დასახელება და ტექნიკური მახასიათებლები, ე.წ. „ბარგალკის“ მარცხენა გვერდზე შავი ფერის საღებავით გაკეთებულია ქართულ ენოვანი წარწერა „-------. ბარგალკას გააჩნია საჭრელი ქვა დამცავთან ერთად. აღნიშნული ე.წ. „ბარგალკა“ მსგავს ე.წ. „ბარგალკებთან“ ერთად გამზადდა ამოსაცნობად. ერთი ცალი მეტალის ქანჩი არის დიდი ზომის მუქი ფერის, ერთი ცალი ელ. სადენების საჭრელის არის მუქი ფერის დიდი ზომის.
2019 წლის 1 მარტის ნივთის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა პირმა გ--–-----------ემ მის წინ წარდგენილი სამი ე.წ. „პერფერატორიდან“ ამოიცნო N1 ე.წ. „პერფერატორი.“ გ--–-----------ის განმარტებით, აღნიშნული ე.წ. „პერფერატორი“ არის სწორედ ის, რომელიც მოიპარეს მშენებარე ობიექტიდან. გ--–-----------ემ ამოსაცნობი საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ფერით, ზომით, სახელურის ფორმით, ელ. სადენით, ე.წ. „პერფერატორზე“ დაკრული სტიკერის ფერით და ფორმით, ე.წ. „პერფერატორზე“ არსებული შავი ფერის მარეგულირებელი პლასტმასის დეტალით, ცვეთის კვალით და საერთო იერსახით. შენიშვნა: მოწმე გ--–-----------ის მიერ ამოცნობილი სამშენებლო ხელსაწყო ე.წ. „პერფერატორი“ არის გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული სამშენებლო ხელსაწყო ე.წ. „პერფერატორი.“
2019 წლის 1 მარტის ნივთის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა პირმა გ--–-----------ემ მის წინ წარდგენილი სამი ე.წ. „ბარგალკიდან“ ამოიცნო N1 ე.წ. „ბარგალკა.“ გ--–-----------ის განმარტებით, აღნიშნული ე.წ. „ბარგალკა“ არის სწორედ ის, რომელიც მოიპარეს მშენებარე ობიექტიდან. გ--–-----------ემ ამოსაცნობი საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ფერით, ზომით, სახელურზე დაკრული შავი ფერის რეზინით, ელ. სადენით, ე.წ. „ბარგალკაზე“ გაკეთებული შავი ფერის ქართულენოვანი წარწერით „-------, ცვეთის კვალით და საერთო იერსახით. შენიშვნა: მოწმე გ--–-----------ის მიერ ამოცნობილი სამშენებლო ხელსაწყო ე.წ. „ბარგალკა“ არის გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული სამშენებლო ხელსაწყო ე.წ „ბარგალკა.“
2019 წლის 14 აპრილის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–ოს I-------------–---------------------------–ის გ-----------------ის მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა ერთი ცალი 8 მეტრი სიგრძის მქონე, შავი ფერის, დიდი ზომის, მაღალი ძაბვის ელექტრო კაბელი, რომელსაც გარედან გააჩნია შავი ფერის რბილი პლასტმასის გარსი, ხოლო შიგნით გააჩნია თეთრი ფერის რბილი პლასტმასის გარსი, რომლის შიგნით მოთავსებულია ოთხი ცალი მოშავო ფერის, მოლურჯო ფერის, მოყავისფრო ფერის და მონაცრისფრო ფერის მრავალ წვერიანი სპილენძის სადენები. ერთი ცალი 20 მეტრი სიგრძის მქონე, შავი ფერის, საშუალო ზომის, ელექტრო კაბელი, რომელსაც გარედან გააჩნია შავი ფერის რბილი პლასტმასის გარსი, ხოლო შიგნით მოთავსებულია ოთხი ცალი: ორი ცალი შავი ფერის, ერთი ცალი მოცისფრო ფერის და ერთი ცალი მოყავისფრო ფერის მრავალწვერიანი სადენები, რომელთა ბოლოებზეც დახვეულია მომწვანო ფერის იზოლაციის ლენტი. ერთი ცალი 18 მეტრი სიგრძის მქონე, შავი ფერის, საშუალო ზომის ელექტრო კაბელი, რომელსაც გარედან გააჩნია შავი ფერის რბილი პლასტმასის გარსი, ხოლო შიგნით მოთავსებულია ოთხი ცალი: ორი ცალი შავი ფერის, ერთი ცალი მოცისფრო ფერის და ერთი ცალი მოყავისფრო ფერის მრავალწვერიანი სადენები, ერთი ცალი 24 მეტრი სიგრძის მქონე მოთეთრო ფერის ელ. სადენი ე.წ „დამაგრძელებელი“, რომელსაც ერთ ბოლოში გააჩნია დიდი ზომის სამ განყოფილებიანი ელექტრო ენერგიის გამანაწილებელი, ხოლო მეორე ბოლოში გააჩნია შავი ფერის, დენის წყაროში შემაერთებელი მოწყობილობა. აღნიშნული ელსადენები და ე.წ. „დამაგრძელებელი“ მსგავს ელ. სადენებთან და დამაგრძელებელთან ერთად გამზადდა ამოსაცნობად.
2019 წლის 14 აპრილის ნივთის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა პირმა გ--–-----------ემ მის წინ წარდგენილი სამი ელ. სადენიდან ამოიცნო N1 ელ. სადენი. გ--–-----------ის განმარტებით, აღნიშნული ელ. სადენი არის სწორედ ის, რომელიც მოიპარეს მშენებარე ობიექტიდან. გ--–-----------ემ ამოსაცნობი საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ფერით, ზომით, რბილი პლასტმასის გარსებით, მრავალწვერიანი ელ. სადენების ფერით. შენიშვნა: მოწმე გ--–-----------ის მიერ ამოცნობილი ელ. სადენი არის გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ელ. სადენი.
2019 წლის 14 აპრილის ნივთის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა პირმა გ--–-----------ემ მის წინ წარდგენილი სამი ელ. სადენიდან ამოიცნო N1 ელ. სადენი. გ--–-----------ის განმარტებით, აღნიშნული ელ. სადენი არის სწორედ ის, რომელიც მოიპარეს მშენებარე ობიექტიდან. გ--–-----------ემ ამოსაცნობი საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ფერით, ზომით, პლასტმასის - გარსით, მრავალწვერიანი სადენების ფერით და სადენებზე დახვეული მომწვანო ფერის იზოლაციის ლენტით. შენიშვნა: მოწმე გ--–-----------ის მიერ ამოცნობილი ელ. სადენი არის გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ელ. სადენი.
2019 წლის 14 აპრილის ნივთის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა პირმა გ--–-----------ემ მის წინ წარდგენილი სამი ელ. სადენიდან ამოიცნო N1 ელ. სადენი. გ--–-----------ის განმარტებით, აღნიშნული ელ. სადენი არის სწორედ ის, რომელიც მოიპარეს მშენებარე ობიექტიდან. გ--–-----------ემ ამოსაცნობი საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ფერით, ზომით, რბილი პლასტმასის გარსით, მრავალწვერიანი ელ. სადენების ფერით. შენიშვნა: მოწმე გ--–-----------ის მიერ ამოცნობილი ელ. სადენი არის გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ელ. სადენი.
2019 წლის 14 აპრილის ნივთის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა პირმა გ--–-----------ემ მის წინ წარდგენილი სამი ელ. სადენიდან ამოიცნო N1 ელ. სადენი. გ--–-----------ის განმარტებით, აღნიშნული ელ. სადენი არის სწორედ ის, რომელიც მოიპარეს მშენებარე ობიექტიდან. გ--–-----------ემ ამოსაცნობი საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ფერით, ზომით, სიგრძით, ელექტრო ენერგიის გამანაწილებლით, დენის წყაროში შემაერთებელი მოწყობილობით. შენიშვნა: მოწმე გ--–-----------ის მიერ ამოცნობილი ელ. სადენი ე.წ. „დამაგრძელებელი“ არის გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ელ. სადენი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულის - გ------------------ის ჩვენების თანახმად, იგი 2019 წლის 28 თებერვალს დაახლოებით 05:30 საათზე გამოვიდა სახლიდან, მოკლე გზით მიდიოდა ქ.-----–--–------–------ს მ------–--------, რათა გადასულიყო სოფელ თხინვალაში მიწის ჩამოსატანად. ყოველკვირა მიდიოდა სოფელში და 100 ტომარა მოჰქონდა თითო ჩასვლაზე. სახლიდან გამოსვლის შემდეგ, ვინაიდან დილის საათები იყო და არ მოძრაობდა მანქანები, შენიშნა პოლიციის მანქანის შუქი, რომელიც აედევნა და გარკვეული პერიოდი მიყვებოდა, შემდეგ მოსახვევში ერთი პოლიციის მანქანა ჩაუდგა წინ, ხოლო მეორე უკან და გააჩერებინეს მანქანა. პოლიციის მანქანებიდან გადმოვიდა დაახლოებით 7-8 კაცი, რომელთაგან მხოლოდ ერთს ეცვა ფორმა. აღნიშნულ პირს მანამდეც იცნობდა, მაგრამ მისი ვინაობა არ იცის. თავდაპირველად მიუახლოვდა პიროვნება, რომელმაც განუმარტა, რომ პოლიციის უფროსი იყო, რასაც ეტყოდა, ის უნდა გაეკეთებინა და უნდა ეღიარებინა დანაშაული. ერთი თანამშრომელი ჩაჯდა მის მანქანაში და მანქანა წაიყვანა უკუსვლით 50 მეტრის მანძილზე, შეიყვანა სიბნელეში მდებარე პარკში. გაიგონა პოლიციის უფროსი როგორ ეუბნებოდა სათვალიან თანამშრომელს, რომ „ყველა შემთხვევაში უნდა ვაღიარებინოთო.“ ამ დროს ჩაარტყეს თავში და ჩასვეს პოლიციის წინა მანქანაში, რომელშიც იჯდა მძღოლი, ერთი პოლიციის თანამშრომელი ჩაჯდა წინ, ხოლო მეორე უკან. დაიძრა მანქანა და მივიდნენ მის მანქანასთან, მისი მანქანის წინა კარი იყო ღიად, ხოლო საბარგულს ვერ აღებდნენ, რადგან ქვემოდან აქვს გასახსნელი. პოლიციის თანამშრომლებმა სადაც მიიყვანეს იმ ტერიტორიაზე ცხოვრებაში არასდროს არ ყოფილა, ისეთი ადგილი იყო, სპეციალურად თუ არ მიხვედი, ისე ვერ მოხვდები. შემდეგ გადმოიყვანეს მანქანიდან და უთხრეს გაეღო საბარგული, რაზეც მან უარი უთხრა. პოლიციის თანამშრომლებმა მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ერთ-ერთი ურტყამდა თავის არეში. დარტყმების შედეგად შეუძლოდ გახდა და ძირს მუხლებზე დაეცა, მისმა ნაცნობმა პოლიციის თანამშრომელმა განაცხადა, რომ „ავადმყოფია და არ მოკვდესო,“ რის გამოც დაალევინეს წყალი და მიაწოდეს სიგარეტი. პოლიციის თანამშრომლებმა გაიკეთეს ხელთათმანები, მისი მანქანის საბარგულიდან ამოყარეს მისი მწვანე ფერის ტომრები და საბარგულში ჩაალაგეს ე.წ. „ბარგალკა“, ე.წ. „პერფერატორი,“ ე.წ. „დრელი“ და ყვითელი ფერის საღებავის სათლები. აღნიშნულ ნივთებს გადაუღეს სურათები, შემდეგ ისევ გადმოალაგეს და ჩაალაგეს დარაჯის მიერ მიტანილ და მის მიერ შეძენილ ტომრებში. ერთ საათში - საათნახევარში, უკვე თენდებოდა, მივიდა თარჯიმანი და პოლიციის უფროსის მოადგილე, რომელსაც იცნობდა. ამ დროს პოლიციის თანამშრომელთა მანქანაში იჯდა და გარეთ რა ხდებოდა, არ იცის. აღნიშნული ადგილიდან დაახლოებით 20-25 მეტრში მდებარეობდა მშენებარე კორპუსი, სადაც შევიდნენ ექსპერტები. შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. პოლიციელები ეუბნებოდნენ თარჯიმანს, რომელიც მას უთარგმნიდა, რომ ეღიარებინა ქურდობა, თორემ შენს შვილს, ძმას და შვილიშვილს დაიჭერენო. გამომძიებელი სთხოვდა ხელის მოწერას საბუთებზე, რასაც არ აწერდა ხელს. შემდეგ შეიყვანეს პოლიციის უფროსის მოადგილესთან, მისი შვილის სურათი აჩვენეს პოლიციის თანამშრომლის ტელეფონში და დაემუქრნენ მისი დაკავებით, თუკი იგი არ აღიარებდა დანაშაულს. მისი შვილი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა მის მეუღლესთან ერთად, რომელიც აიყვანეს მეორე სართულზე და პოლიციის უფროსის მოადგილემ გასცა განკარგულება დაკავების ოქმის შედგენაზე, თუმცა ამ დროს მისი ძმა მივიდა, რომელიც იცნობდა პოლიციის თანამშრომლებს, რომელმაც მისი შვილის დაკავების უფლება არ მისცა. მის შვილს აკავებდნენ იმის გამო, რომ მას ეღიარებინა დანაშაული. შემდეგ გადაიყვანეს იზოლატორში, შეამოწმა ექიმმა, რომელსაც უთხრა, რომ ნაცემი იყო და თავი სტკიოდა. მის დაკავებას უკავშირებს იმ ფაქტს, რომ დაკავებამდე ერთი კვირით ადრე იმ ადგილას, სადაც ვაჭრობს, მივიდა ერთი კაცი, რომლის ვინაობა არ იცის. აღნიშნულმა პირმა დაიწყო თაროების გაკეთება, ნერგები უნდა ჩამოვიტანო და მიწა უნდა გავყიდოო. მან უთხრა, რომ მიწას თავად ყიდდა, მისი ადგილი იყო, რაზეც ამ უცხო პიროვნებამ უპასუხა, რომ „ეხლა ჩემი იქნებაო.“ აღნიშნულის გამო მათ იჩხუბეს, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და აღნიშნული პირი დაემუქრა „დედას გიტირებ, ვინა ხარ შენო“. შემდეგ გაიგო, რომ ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომლის მამა ყოფილა. აღნიშნულის თაობაზე გაიგო მისი დაკავების შემდეგ, როდესაც მის შვილს დაუკავშირდა ის ადგილი არ დაკარგო, ჩამოიტანე და გაყიდე მიწაო. მისი შვილისგან გაიგო, რომ ჩამოიტანა 100 ტომარა მიწა გასაყიდად, თუმცა მივიდნენ 4 პოლიციის თანამშრომელი, რომლებსაც ფორმა ეცვათ და უთხრეს, რომ წასულიყო იმ ადგილიდან. რადგან იწვალა 200 ლარი მისცეს და მიწა დაიტოვეს. დღეის მდგომარეობით, როგორც მისთვის ცნობილია, ის კაცი ვაჭრობს იმ ადგილზე, ვისთანაც მას კონფლიქტი მოუვიდა. ბრალდებულის ჩვენებით, პოლიციის თანამშრომლებთან, რომლებმაც გააჩერეს, მანამდე შემხებლობა არ ჰქონია. მათი მიზანი იყო იმ ადგილის წართმევა, სადაც იგი მუშაობდა. ბრალდებულის ჩვენებით, მან არ იცის ის გარემოება, რომ ის პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც იგი დააკავეს, რაიმე კავშირში არიან იმ პიროვნებასთან, ვისაც მისი სამუშაო ადგილის წართმევა სურდა.
სასამართლო ბრალდებულის ჩვენებას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან იგი არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, პირიქით, წინააღმდეგობაშია მათთან, კერძოდ: ბრალდებულის ჩვენების თანახმად, ფაქტობრივად პოლიციის თანამშრომლები ახორციელებდნენ მის მიმართ უკანონო თვალთვალს, მათ შესწავლილი უნდა ჰქონოდათ მისი გადაადგილების მარშრუტი და სახლიდან მისი გასვლის დროც კი, რადგან გამთენიისას 2 ავტომანქანით ელოდებოდნენ მას სახლიდან გამოსვლის მომენტისათვის. ამავდროულად, ბრალდებულმა განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა იგი მიიყვანეს შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის საბარგულში განათავსეს გარკვეული ნივთები. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომელების: გ-----------–---- და ჯ-------------–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ მათ ბრალდებული დაინახეს იმ დროს, როდესაც მას ნივთები უკვე გამოტანილი ჰქონდა საცავიდან, რომლის ნაწილი მოთავსებული ჰქონდა ავტომანქანაში, ხოლო მეორე ნაწილს ალაგებდა ავტომანქანაში. ამავდროულად, როგორც საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, ბრალდებულ გ------------ის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის საბარგულიდან ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად არანაირი ნივთი ამოღებული არ ყოფილა. შესაბამისად, თუკი პოლიციის თანამშრომლებმა სწორედ იმ მიზნით განათავსეს გ------------ის ავტომანქანის საბარგულში შპს „-------–--------------- კუთვნილი ნივთები, რომ იგი დაედანაშაულებინათ დანაშაულის ჩადენაში, ასეთ ვითარებაში გაუგებარია, რატომ არ იქნა ამოღებული ეს ნივთები ჩხრეკის შედეგად ავტომანქანის საბარგულიდან.
ის გარემოება, რომ შპს „-------–--------------- კუთვნილი საცავიდან განხორციელდა საცავში დაცული სხვადასხვა სამუშაო ნივთების ქურდობის მცდელობა, დადასტურებული იქნა როგორც საქმეზე დაკითხული პოლიციის თანამშრომლების, ასევე მოწმის სახით დაკითხული გ--–-----------ისა და გ--------------- ჩვენებებით. შესაბამისად, თუკი გაზიარებული იქნება ბრალდებულის ჩვენება არათუ პოლიციის თანამშრომლებს, ასევე მოწმის სახით დაკითხულ გ-------------ა და გ------------აც გარკვეული პირადი დაინტერესება უნდა ჰქონოდათ გ------------------ის მიმართ, რომ დაებრალებინათ მისთვის დანაშაულის ჩადენა, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თავად განმარტა, რომ მის დაკავებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებს იგი მანამდე არ იცნობდა, ასევე არ იცნობდა გ-------------ა და გ---------ეს. შესაბამისად, სასამართლოსთვის გაუგებარია რა დაინტერესება უნდა ჰქონოდათ პოლიციის თანამშრომლებსა და მოწმის სახით დაკითხულ შპს „-------–--------------- თანამშრომლებს, რომ ბრალდებული ემხილებინათ დანაშაულის ჩადენაში და არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინათ სასამართლოსთვის, იმ ფონზე, რომ მათ დაკავებამდე გ------------------თან არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ და მის მიმართ რაიმე პირადი ინტერესი არ ამოძრავებდათ. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ჩვენება და დაცვის მხარის არგუმენტაცია მოგონილია ბრალდებულისათვის პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად და არ გამომდინარეობს საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდებულის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი სამუშაო ადგილით დაინტერესებული იყო მასთან მომუშავე პიროვნება, რომლის ვინაობა არ იცის და რომლის მამაც არის პოლიციის თანამშრომელი, რის გამოც პოლიცია დაინტერესებული იყო მისი დაკავებით. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრობითობისა და თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით. საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. შესაბამისად, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს უფლება აქვთ მოიპოვონ და წარმოადგინონ მათი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა და სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია მათი პოზიციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, თუნდაც მოწმის ჩვენება, ან წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მათ მიერ მითითებულ გარემოებებს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის აღნიშნული მოსაზრება მოგონილია პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად და სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სახელდობრ:
დაზარალებულის წარმომადენლის: გ--–-----------ის ჩვენებით დადგინდა, რომ შპს „მ------–-------------“ სამშენებლო ხელსაწყოებს ინახავდნენ ობიექტზე მდებარე კონტეინერში, რომელიც იკეტებოდა ბოქლომით და რომელსაც ყურადღებას აქცევდა გ--------------.
მოწმე გ--------------- ჩვენებით დადგინდა, რომ შემთხვევის დღეს მან თანამშრომლებისგან ჩაიბარა ხელსაწყოები, ჩაკეტა შპს „მ------–-------------“ სამშენებლო ობიექტის საცავის კარი და შემდეგ შევიდა მის მოსასვენებელ ოთახში.
მოწმე გ---------------–---- ჩვენებით დადგინდა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ გ------------------ი ცდილობდა ქურდობის ჩადენას.
მოწმეების: გ-----------–---- და ჯ-------------–ის ჩვენებებით დადგინდა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გამოცხადნენ შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც დაინახეს გ------------------ი, რომელიც გ------------------ის სარგებლობაში მყოფ ავტომანქანაში ალაგებდა სამშენებლო ხელსაწყოებს. თანამშრომელთან ერთად ჩაატარეს ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ავტომანქანიდან ამოიღეს „მ------–-------------“ კუთვნილი სამშენებლო მასალები, ხელსაწყოები და ავტომანქანა, ხოლო გ------------------ი დააკავეს ბრალდებულის სახით.
მოწმე თ-------–---–----- ჩვენებით დადგინდა, რომ ექსპერტებთან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. საცავის შესასვლელში ბოქლომი იყო ჩამოგდებული და კარები იყო გაღებული. აღნიშნული გარემოება დადასტურდა ექსპერტების: კ-----------ის და ხ------------------ის ჩვენებებით.
2019 წლის 28 თებერვლის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დადგინდა, რომ გ------------------ის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სხვადასხვა სამშენებლო ხელსაწყოები და მასალები.
2019 წლის 28 თებერვლის ამოცნობის ოქმებით დადგინდა, რომ კომპანიის წარმომადგენელმა გ--–-----------ემ ამოიცნო სხვადასხვა სამშენებლო ხელსაწყოები და მასალები, რომელიც დაიკარგა შპს „-------–---------------- სამშენებლო ობიექტზე არსებული დაცული საცავიდან. ეს სწორედ ის სამშენებლო მასალები და ხელსაწყოებია, რომლებიც ამოღებული იქნა გ------------------ის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარემ პროცესის მსვლელობისას არაერთხელ გააჟღერა პოზიცია იმის თაობაზე, რომ ბრალდებული გ------------------ი დაკავებისას პოლიციელთა მხრიდან დაექვემდებარა ძალადობასა და არასათანადო მოპყრობას, რაც დასტურდება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, კერძოდ, დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულის მოთავსებისას იგი უთითებდა, რომ დაკავებისას პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, რის გამოც იგი უჩიოდა თავის ტკივილს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ამ გარემოებებზე დაყრდნობით ბრალდებულის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებების განხორციელებაზე იმპერატიული მსჯელობა სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია, რამეთუ ამ ეტაპზე სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ამ სამართალწარმოების ფარგლებში უტყუარად დაადგინოს რა მოქმედებები განხორციელდა ბრალდებულის მიმართ, მით უფრო, რომ დაკავებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები კატეგორიულად უარყოფენ ბრალდებულის მიმართ რაიმე უკანონო მოქმედების განხორციელების ფაქტს. ამასთან, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ბრალდებულს რაიმე ფიზიკური ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა, ხოლო ამავე დოკუმენტში მითითებული ინფორმაცია ძალადობრივი ქმედებების განხორციელების თაობაზე ამ დოკუმენტში აისახა სწორედ ბრალდებულის მითითების საფუძველზე. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული წარმოადგენს ცალკე კვლევისა და გამოძიების საგანს. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი განცხადების შემთხვევაში სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ჩაატაროს ეფექტური გამოძიება და უტყუარად დაადგინოს რა მოხდა კონკრეტულ შემთხვევებში და შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულება (მათ შორის იგულისხმება ფაქტის რეალურად დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომა პასუხისმგებლობის სახით). ამდენად, სასამართლო შეახსენებს საგამოძიებო ორგანოს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ პოზიტიური ვალდებულების შესახებ, ეფექტური გამოძიების ჩატარების კონტექსტში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტია (დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში) ამავე პარაგრაფით განსაზღვრულ დაცვის სხვა „მინიმალურ“ უფლებებთან ერთად წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილს ამავე მუხლის 1-ლი პარაგრაფის საფუძველზე. უფრო ზუსტად, გარანტიის დანიშნულებაა სამართალწარმოების შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა. დაცვას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების გამოყენების პირობები უნდა იყოს პროკურორისთვის განსაზღვრული პირობების მსგავსი, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ემსახურება.
ამდენად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Hummer v. Germany, პუნქტი 38; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Lucà v. Italy, პუნქტი 39; Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვის სტადიაზე მტკიცებულებების გამოკვლევის (მოწმეთა დაკითხვის, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევის) ეტაპზე დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები, რომლებიც ბრალდებულის წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებებს. ასევე თანასწორობის პრინციპის დაცვით იქნა გამოკვლეული დაცვის მხარის მტკიცებულება (დაიკითხა ბრალდებული). ამდენად, საქმის არსებითად განხილვის დროს სრულად იქნა დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლის მოთხოვნები - დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა შეემოწმებინა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობა და ბრალდების მხარესთან თანაბარ პირობებში გამოეკვლია საკუთარი მტკიცებულებები.
ზემოთაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ იყო რა ნასამართლევი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, გ------------------ი არ დაადგა გამოსწორების გზას, 2019 წლის 28 თებერვალს შეაღწია შპს „მ------–-------------“ კუთვნილ დაცულ საცავში, საიდანაც ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა სხვადასხვა სამუშაო ნივთებს, რაც ვერ მოიყვანა სისრულეში, ვინაიდან დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე გამოკვლეული ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და ფაქტობრივი გარემოებების აღწერის თვალსაზრისით სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. საგულისხმოა ის გარემოებაც, მითითებულმა მოწმეებმა თანმიმდევრულად აღწერეს მომხდარი დანაშაულებრივი შემთხვევის დეტალები და განვითარებული მოვლენების დინამიკა. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები არის უტყუარი, თანმიმდევრული, დამაჯერებელი და არ არსებობს მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი.
ამასთანავე, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარეს სასამართლოს წინაშე არ წარმოუდგენია ბრალდებულის პოზიციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რითაც ეჭვქვეშ დადგებოდა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ მტკიცებულებათა უტყუარობა.
ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ------------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით:
დაზარალებულის წარმომადგენელის - გ--–-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 28 თებერვალს, სამშენებლო ობიექტიდან წასვლამდე, სამუშაო ხელსაწყოები ჩააბარა გ--------------ს, რომელიც ხელსაწყოებსა და სამშენებლო მასალებს ინახავდა დაცულ საცავში, რომლის კარიც იკეტებოდა.
მოწმე გ--------------მ დაადასტურა, რომ 2019 წლის 28 თებერვალს ჩაიბარა ხელსაწყოები, რომლებიც შეინახა საცავში და ჩაკეტა კარი.
მოწმე თ-------–---–----- ჩვენებით დადასტურდა, რომ მის მიერ ექსპერტების მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, რომელიც წარმოადგენდა დაცულ საცავს, რომლის კარის ბოქლომი იყო ჩამოგდებული, ხოლო კარები იყო ღია მდგომარეობაში. აღნიშნული გარემოება დადასტურდა ასევე დათვალიერებაში მონაწილე დაზარალებულის წარმომადგენლისა და ექსპერტების ჩვენებებით.
2019 წლის 28 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ნ--–------- ფ-------------------------------------- დასათვალიერებელ ობიექტს წარმოადგენს აღნიშნული მშენებარე კორპუსის მინის მე-2 სართულზე განთავსებული სათავსო. სათავსოს კარი არის ღია მდგომარეობაში, კარებზე მოტეხილია ერთი ცალი მოსაჭიდებელი, რის გამოც ბოქლომი არის ჩაკეტილი ერთ მოსაჭიდებელზე, ბოქლომს ვიზუალური დათვალიერებით რაიმე დაზიანება არ აღენიშნება. აღნიშნულ სათავსოში განთავსებული სხვადასხვა დასახელების სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნივთები.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულის მხარემ ვერ დაადგინა, რას წარმოადგენდა ე.წ. კონტეინერი, რომელშიც უკანონოდ შეღწევას ედავება ბრალდების მხარე ბრალდებულს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ გ------------------ს ბრალი ედება ქურდობის მცდელობაში, საცავში უკანონო შეღწევით. საქმეზე გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ აღნიშნული საცავი მდებარეობდა ქ.თბილისი, ნ--–------- მ--------------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს „-------–--------------- სამშენებლო ობიექტის მინუს მეორე სართულზე შესასვლელიდან ხელმარცხნივ, რომელიც იყო იზოლირებული, ჰქონდა კარი, კარის მეტალის საკიდი იყო მოგლეჯილი და იყო ჩამოვარდნილი. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მითითებულ საცავში ინახებოდა და დაცული იყო შპს „-------–--------------- სხვადასხვა დასახელების სამუშაო ნივთები. სასამართლო განმარტავს, რომ საცავში იგულისხმება შენობა-ნაგებობა, რომელიც ფასეულობათა განსათავსებლად არის გამიზნული. შესაბამისად, რა კონსტრუქციის ნაგებობას წარმოადგენდა ბრალდების მხარის მიერ მითითებული საცავი, ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის აღნიშნულს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რამეთუ მითითებული საცავი წარმოადგენდა სწორედ შპს „-------–--------------- სამუშაო ნივთების და მატერიალურ ფასეულობათა განსათავსებლად გამიზნულ დაცულ საცავს.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს ქურდობას ისეთ მაკვალიფიცირებელ გარემოებაში, როგორიცაა: საცავში უკანონო შეღწევა. შეღწევა უკანონოა, თუკი იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არა აქვს, არც კანონით და არც მესაკუთრის ნებართვით. შეღწევა ძირითადად გულისხმობს წინააღმდეგობის გადალახვით საცავში შესვლას ქურდობის მიზნით. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დადასტურდა, რომ დაზარალებულს ბრალდებულისთვის მის საცავში შესვლის და იქიდან ნივთების გატანის ნებართვა არ მიუცია.
ამდენად, საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------------------მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, საცავში უკანონო შეღწევით;
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის წარმომადგენლის გ--–-----------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2019 წლის 28 თებერვალს, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქურდობის მცდელობის შედეგად კომპანიას შესაძლოა მისდგომოდა 1700 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენით, გ------------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2015 წლის 11 იანვრის ეპიზოდი), თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2015 წლის 14 იანვრის ეპიზოდი), თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2015 წლის 14 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთამ 6 (ექვსი) წლის ვადით, შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2015 წლის 11 იანვრის ეპიზოდი) დანაშაულისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
გ------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 28 იანვრიდან.
2016 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დადგენილია, რომ შეწყალებულ იქნა გ------------------------------------, დაბადებული 1967 წელს, მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა.
2017 წლის 6 აპრილის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს N------------- გადაწყვეტილების საფუძველზე, გ------------------ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე 2 (ორი) თვით და 4 (ოთხი) დღით ვადით. გ------------------ი გათავისუფლდა პატიმრობიდან - 2017 წლის 7 აპრილს.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გაანალიზა რა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ მიმოხილული აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ბრალდებულ გ------------------ის მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სასამართლო ადგენს, რომ გ------------------ი, იყო რა ნასამართლევი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის, ჰქონდა განზრახვა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით ფარულად დაუფლებოდა შპს „მ------–-------------“ კუთვნილი საცავიდან კომპანიის კუთვნილ სხვადასხვა დასახელების სამუშაო ნივთებს, რაც სცადა კიდეც, თუმცა განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში. აღნიშნულით სცადა დაზარალებულ შ-----------–-------------------- მიეყენებინა 1700 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. აღნიშნული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს - კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულ გ------------------ს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1.სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2.ქმედების ფარულად განხორცილება, 3.მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა.
საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ გ------------------ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მცდელობა შპს „-------–--------------- კუთვნილი სხვადასხვა დასახლების სამუშაო ნივთების ქურდობის მცდელობაში გამოიხატა. დადგენილია, რომ ბრალდებულს არავითარი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა აღნიშნული ნივთების მიმართ. ამასთან, გ------------------ი სუბიექტური შეგნებით დარწმუნებული იყო, რომ მისი ქმედება არავისთვის იყო ხილვადი, არ ატარებდა აშკარა ხასიათს და სხვა პირებისთვის შეუმჩნეველი იყო. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა სამართლებრივად გულისხმობს მომენტს, როდესაც პირი არ არის კონკრეტული ნივთის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი და მის მიერ ხდება სხვისი ქონების უკანონო დაუფლება. ამ შემთხვევაში გ------------------ის მიერ მოძრავი ნივთის დაუფლების მცდელობა არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა.
დანაშაულებრივ ქმედებაში, ქურდობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი ფარულად დაუფლებაც მოახერხა დამნაშავემ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ შპს „-------–--------------------- მიყენებული ზიანი შესაძლოა ყოფილიყო 1700 ლარი. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქურდობის ჩადენა საცავში უკანონო შეღწევით. საცავში იგულისხმება შენობა-ნაგებობანი, რომლებიც ადამიანთა და ფასეულობათა განსათავსებლად არის გამიზნული. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულმა ჩაიდინა სწორედ ქურდობის მცდელობა, საცავში უკანონოდ შეღწევით, კერძოდ, უკანონოდ შეაღწია შპს „-------–--------------- კუთვნილ საცავში, საიდანაც ფარულად დაეუფლა შპს „-------–--------------- კუთვნილ სხვადასხვა დასახლების სამუშაო ნივთებს.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა არაერთგზის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენით, გ------------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. შესაბამისად, ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის მომენტისათვის (2019 წლის 28 თებერვალს) გ------------------ი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ და ითვლებოდა ნასამართლობის მქონე პირად. მიუხედავად ამისა, მან კვლავ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, მას სწორედ წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და გ------------------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------------------ის მიერ განხორციელებული ქმედებებით - მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული გ------------------ი ნასამართლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენით საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის და იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მას მაკვალიფიცირებელ გარემოებად შეერაცხა ქურდობის ჩადენა არაერთგზის, მას სასჯელი არ უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მოთხოვნის გათვალისწინებით.
ამასთანავე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან გ------------------ის მიერ მისთვის შერაცხული განზრახი დანაშაული ჩადენილი იქნა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მის მიმართ ხელახლა პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ------------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, განაჩენთა ერთობლიობისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, რა დროსაც, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- „STERN“-ის ფირმის „ბარგალკა“, „MATRIX“-ის ფირმის „პერფერატორი“, „BOSCH“-ის ფირმის „პერფერატორი“, „CROWN“-ის ფირმის „ბარგალკა“, ქანჩი და ელ.სადენების საჭრელი ხელსაწყო, ელ.სადენები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–ოს მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, ასევე ორი სათლი „ალპინას“ ფირმის საღებავი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- ამოღებული ავტომობილი სახელმწიფო ნომრით A------, რომელიც გადაყვანილია ვ---------------–----------------–ოს მ--------------–----------------------, ასევე ორი გასაღები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–ოს მ--------------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- სუნის კვლის ნიმუშები ორ ქილად, გ------------------ის სუნის ნიმუში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნისა და ნერწყვის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს N------------- გადაწყვეტილების საფუძველზე დანიშნული პირობითი მსჯავრი 3 (სამი) წლის, 2 (ორი) თვის და 4 (ოთხი) დღის ვადით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 5 (ხუთი) წლის ვადით შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
4. გ------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 28 თებერვლიდან.
5. გ------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
6. ნივთიერი მტკიცებულებები:
- „STERN“-ის ფირმის „ბარგალკა“, „MATRIX“-ის ფირმის „პერფერატორი“, „BOSCH“-ის ფირმის „პერფერატორი“, „CROWN“-ის ფირმის „ბარგალკა“, ქანჩი და ელ.სადენების საჭრელი ხელსაწყო, ელ.სადენები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–ოს მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, ასევე ორი სათლი „ალპინას“ ფირმის საღებავი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- ამოღებული ავტომობილი სახელმწიფო ნომრით A------, რომელიც გადაყვანილია ვ---------------–----------------–ოს მ--------------–----------------------, ასევე ორი გასაღები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–ოს მ--------------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
- სუნის კვლის ნიმუშები ორ ქილად, გ------------------ის სუნის ნიმუში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნისა და ნერწყვის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი