გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.09.2019
საქმის ნომერი
060210119002942295
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/237-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 სექტემბერი, 2019 წელი ქ. სამტრედია

შესავალი ნაწილი

სამტრედიის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნონა ზარქუა

სხდომის მდივანი - გიორგი ბარაბაძე

მოსარჩელე - სს ,,ფ----------------------–--“;

წარმომადგენლები - მ------------, ნ-----–-----------–--–---–-;

მოპასუხეები - მ------------–-----ე, ი----–-----ე;

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეებს მ------------–-----ეს და ი----–-----ეს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ძირი თანხის - 13498.36 აშშ დოლარის გადახდა.

1.2. მოპასუხეებს მ------------–-----ეს და ი----–-----ეს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარგებლის - 5093.62 აშშ დოლარის გადახდა.

1.3. მოპასუხეებს მ------------–-----ეს და ი----–-----ეს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საურავის სახით - 45.43 აშშ დოლარის გადახდა.

1.4. მოპასუხეებს მ------------–-----ეს და ი----–-----ეს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სააპლიკაციო საფასურის თანხის - 100 ლარის გადახდა.

1.5. მოპასუხეებს მ------------–-----ეს და ი----–-----ეს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ყადაღის დადების საფასურის თანხის - 100 ლარის გადახდა.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2016 წლის 14 დეკემბერს ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა ზ-----------–--ემ სს ,,ფ----------------------–--სგან“ აიღო სესხი 15000 აშშ დოლარის ოდენობით. სესხი გაიცა 14.12.2016 წლიდან 27.12.2021 წლამდე ანუ 1839 დღის ვადით. საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა 15.95% წლის განმავლობაში. სესხის ხელშეკრულების მიხედვით სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1 %-ს. ამასთან, საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში. სესხი უზრუნველყოფილია დ---------–--ესთან, მ------------–-----ესთან და ი----–-----ესთან გაფორმებული თავდებობით. თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვრება 22000 აშშ დოლარით. 2017 წლის 25 ოქტომბერს დაირღვა სესხის ხელშეკრულება, რის შემდეგაც მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წარმოების დაწყების მოთხოვნით. გამარტივებული წარმოების ეტაპზე მ------------–-----ისა და ი----–-----ის მიერ დაწერილი იქნა პროტესტი, რის გამოც 2018 წლის 31 აგვისტოს მათ მიმართ მოსარჩელეს უარი ეთქვათ ბრძანების გამოცემაზე, ხოლო ზ-----------–--ის და დ---------–--ის მიმართ გამოიცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის საფუძველზეც მათ მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება. მოპასუხეებს მ------------–-----ეს და ი----–-----ეს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს მიმართ ერიცხებათ დავალიანება 18637.41 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 13498.36 აშშ დოლარი, სარგებელი - 5093.62 აშშ დოლარი, საურავი - 45.43 აშშ დოლარი, სააპლიკაციო საფასური 100 ლარი და ყადაღის დადების საფასური 100 ლარი. მოპასუხეებს ხელშეკრულების დარღვევის შემდეგ გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით. მოსარჩელე მიმართავს სასამართლოს, მოპასუხეებისაგან დავალიანებული თანხის დაუყოვნებლივ დაბრუნების, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით გამოწვეული ზიანისა და მიუღებელი შემოსავლების ანაზღაურების მოთხოვნით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მ------------–-----ემ სარჩელი არ ცნო, და ი----–-----ემ სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ 5000 აშშ დოლარის ანაზრაურების ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 14 დეკემბერს ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა ზ-----------–--ემ სს ,,ფ----------------------–--სგან“ აიღო სესხი 15000 აშშ დოლარის ოდენობით. სესხი გაიცა 14.12.2016 წლიდან 27.12.2021 წლამდე ანუ 1839 დღის ვადით. საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა 15.95% წლის განმავლობაში. სესხის ხელშეკრულების მიხედვით სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1 %-ს. ამასთან, საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება N303129.3400.001 (იხ.ს.ფ. 16-21 );

- გრაფიკი (იხ.ს.ფ. 20-21 );

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი).

3.1.2. სესხი უზრუნველყოფილია დ---------–--ესთან, მ------------–-----ესთან და ი----–-----ესთან გაფორმებული თავდებობით. თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 22000 აშშ დოლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 14 დეკემბრის თავდებობის წერილები (იხ.ს.ფ. 23-24, 26-27 , 29-30);

3.1.3. 2017 წლის 25 ოქტომბერს დაირღვა სესხის ხელშეკრულება, მოპასუხემ არ შეასრულა სესხის დაფარვის ვალდებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდების ისტორია (იხ. ს.ფ. 36-37 )

-გაფრთხილების წერილები (იხ.ს.ფ. 38-43 )

-მხართა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი)

 

3.1.4. მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წარმოების დაწყების მოთხოვნით. გამარტივებული წარმოების ეტაპზე მ------------–-----ისა და ი----–-----ის მიერ დაწერილი იქნა პროტესტი, რის გამოც 2018 წლის 31 აგვისტოს მათ მიმართ მოსარჩელეს უარი ეთქვათ ბრძანების გამოცემაზე, ხოლო ზ-----------–--ის და დ---------–--ის მიმართ გამოიცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის საფუძველზეც მათ მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- -2018 წლის 31 აგვისტოს აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება, დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ (იხ.ს.ფ. 34 )

-2018 წლის 10 ოქტომბრის აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანება, დავალიანების გადახდევინების შესახებ (იხ.ს.ფ. 35 )

-მხართა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ფაქტობრივ გარემოებებზე მხარეები არ დაობენ.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 411-412-ე, 417-ე, 418-ე, 463-ე, 464-ე, 465-ე, 623-ე, 867-ე, 873-ე, 892-893-ე, 895-ე, 898-ე, 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში 2016 წლის 14 დეკემბრის თავდებობის წერილების გაფორმებით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

უდავოა ის გარემოება, რომ მოპასუხეების მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, რაც გამოიხატება კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევაში.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, კრედიტის ამღები მოპასუხის მიერ კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული თანხები გადახდილი არ იქნა დათქმულ ვადაში. მოსარჩელე ბანკის მიერ მოპასუხეებისათვის გაგზავნილ შეტყობინებას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია, რაც საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობაა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოპასუხე ი----–-----ემ სარჩელი ცნო სესხის 5000 აშშ დოლარის დავალიანების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი. შესაბამისად, მოპასუხეები ვალდებული არიან აუნაზღაურონ მოსარჩელეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებელი 5093.62 აშშ დოლარის ოდენობით.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, რომელიც წარმოადგენს 45.43 აშშ დოლარს.

 

7.0. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 896-ე მუხლის თანახმად თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის შესაბამისად კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

7.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებსა და სს ფ----------------------–--ს შორის გფორმებული თავდებობის წერილებით, ი----–-----ე და მ------------–-----ე წარმოადგენენ სოლიდარულად პასუხისმგებელ პირებს ბანკის წინაშე.

 

7.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულებაშესაბამისად სს ფინკა ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს ი----–-----ეს და მ------------–-----ეს სესხის ძირითადი დავალიანების - 13498.36 აშშ დოლარის, სარგებლის - 5093.62 აშშ დოლარის, საურავის სახით - 45.53 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა.

 

7.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარები საკრედიტო სესხის ხელშეკრულების 4.9 პუნქტისა და თავდებობის წერილებით შეთანხმდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილ;ების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს. მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მ------------–-----ემ სარჩელი არ ცნო, მოპასუხე ი----–-----ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ 5000 აშშ დოლარის ანაზღაურების (14850 ლარის) ნაწილში, შესაბამისად მათ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ - 35492.09 ლარის 3% - 1064.76 ლარის გადახდა, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 445.50 ლარი და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილი 107.61 ლარი, ჯამში 553.11 ლარი.

 

ამასთან მოპასუხეებს მ------------–-----ესა და ი----–-----ეს, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის და საჯარო რეესტრში ამონაწერის განახლების საფასურის 11 ლარის გადახდა. სააპლიკაციო საფასურისა და ყადაღის დადების საფასურის თანხის - 200 ლარის გადახდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 249-ე, 208-ე, 49-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ფ----------------------–--“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.:

 

1.1. მოპასუხეებს მ------------–-----ესა და ი----–-----ეს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - ძირითადი დავალიანების - 13498.36 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხეებს მ------------–-----ესა და ი----–-----ეს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის სახით - 5093.62 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.3. მოპასუხეებს მ------------–-----ესა და ი----–-----ეს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საურავის სახით - 45.53 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.4. მოპასუხეებს მ------------–-----ესა და ი----–-----ეს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სააპლიკაციო საფასურისა და ყადაღის დადების საფასურის თანხის - 200 ლარის გადახდა.

 

1.5. მოპასუხეებს მ------------–-----ესა და ი----–-----ეს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საჯარო რეესტრში ამონაწერის განახლების საფასურის თანხის - 11 ლარის გადახდა.

 

1.6. მოპასუხეებს მ------------–-----ესა და ი----–-----ეს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხეებს მ------------–-----ესა და ი----–-----ეს, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სასარგებლოდ - სახელმწიფო ბაჟის 1064.76 ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–--“-ს სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს სარჩელის სასამართლოში განხილვის მიზნით 2019 წლის 04 აპრილს სს ,,ფ----------------------–--“-ში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1617.87 ლარის ნაწილი 553.11 ლარის ოდენობით, რომლის რეკვიზიტებია: საგადახდო დავალება №9-------; გადამხდელის ბანკი - სს ,,ფ----------------------–--“, ბანკის კოდი - F-------; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი-3--------; მიმღების ბანკი/ხაზინა - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი-T-------;

 

4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-60 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნონა ზარქუა