გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
831210019002914698
საქმე №2/43-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბაღდათი
შესავალი ნაწილი
ბაღდათის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე - მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი - ირმა ჭუმბაძე
მოსარჩელე - მ---- გე---–---
წარმომადგენელი - დ----- გი--------
მოპასუხეები - ჯ----– დვ--–-–---–ი, ლ------ ბე-–----ე
დავის საგანი - მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება
დავის საგანი: მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ქონების ყადაღისგან გათავისუფლება.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 13 დეკემბერს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მოახდინა მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების დაყადაღება. სასამართლოს გადაწყვეტილებით მის შვილს, ჯ----– დვ--–-–---–ს, დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, რაზეც დაწყებულია აღსრულება და თანხის ამოღების მიზნით ყადაღა დაედო არა მოვალის, არამედ მის პირად საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებს: 1. მაცივარი ,,VESTEL-ი“ - 1 ცალი; 2. ტელევიზორი ,,LG-ის“ ფირმის - 1 ცალი; 3. შავი ფერის ტელევიზორის მაგიდა - 1 ცალი; 4. სამეული ტყავის ზედაპირით ნაჭრის დეტალებით - 1 ცალი; 5. სამეული ნაჭრის ზედაპირით - 1 ცალი; 6. ხის მაგიდა ყავისფერი გასაშლელი - 1 ცალი; 7. ხის საზურგიანი სკამები რბილი ნაჭრის ზედაპირით - 6 ცალი; 8. ჭურჭლის კარადა ღია და დახურული ვიტრინით - 1 ცალი; 9. მუსიკალური ცენტრი ,,SONI“ – 1 ცალი; 10. სარეცხი მანქანა „HISENSE“- 1ც.
მოსარჩელის განმარტებით, სახლი, სადაც აღმასრულებელი გამოცხადდა და აღწერა ნივთები, აღმასრულებელს დახვდა ჯ----– დვ--–-–---–ის მამა თ------ დვ--–-–---–ი, რომელმაც მიუთითა აღმასრულებელს, რომ ნივთები რომელსაც აღწერდა არ იყო მისი შვილის ჯ----– დვ--–-–---–ის საკუთრება, რაც დაფიქსირებულია აღწერისა და დაყადაღების აქტში. მოსარჩელე მ---- გე---–--- წლების განმავლობაში ცხოვრობს მის საკუთრებაში არსებულ ფართში. ყადაღის აქტში მითითებული ქონება არის მისი საკუთრება და გაურკვეველია, რატომ მოხდა მისი დაყადაღება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ჯ----– დვ--–-–---–ს წარმოდგენილი შესაგებლით ცნო სარჩელი, ხოლო სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
2.2. მოპასუხე ლ------ ბე-–----ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე კი სარჩელი ცნო სრულად.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული #2/175-17 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ჯ----– დვ--–-–---–ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ.
3.1.2. 2018 წლის 13 დეკემბერს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ ბაღდათის რაიონის სოფელ ზედა დიმში მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა მოძრავი ქონების აღწერა და დაყადაღება. კერძოდ, დაყადაღებული იქნა: 1. მაცივარი ,,VESTEL-ი“ - 1 ცალი; 2. ტელევიზორი ,,LG-ის“ ფირმის - 1 ცალი; 3. შავი ფერის ტელევიზორის მაგიდა - 1 ცალი; 4. სამეული ტყავის ზედაპირით ნაჭრის დეტალებით - 1 ცალი; 5. სამეული ნაჭრის ზედაპირით - 1 ცალი; 6. ხის მაგიდა ყავისფერი გასაშლელი - 1 ცალი; 7. ხის საზურგიანი სკამები რბილი ნაჭრის ზედაპირით - 6 ცალი; 8. ჭურჭლის კარადა ღია და დახურული ვიტრინით - 1 ცალი; 9. მუსიკალური ცენტრი ,,SONI“ – 1 ცალი; 10. სარეცხი მანქანა „HISENSE“- 1ც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (იხ. ს.ფ. 20-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის შედგენის პროცესში მოსარჩელე მ---- გე---–---ს მეუღლემ თ------ დვ--–-–---–მა განმარტა, რომ აქტში შეტანილი ნივთები არ წარმოადგენს მოვალის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (იხ. ს.ფ. 20-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.4. იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 13 დეკემბრის აქტით დაყადაღებული მოძრავი ნივთები 2019 წლის 19 მარტის აუდიტორული დასკვნის თანახმად შეფასდა 1970 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (იხ. ს.ფ. 20-21);
- აუდიტორული დასკვნა (იხ. ს.ფ. 24-25);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.5. მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტში ჩამოთვლილი ნივთები არ შეუძენია მოპასუხე ჯ----– დვ--–-–---–ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.6. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში შეტანილი მოძრავი ქონება, კერძოდ: 1. მაცივარი ,,VESTEL-ი“ - 1 ცალი; 2. ტელევიზორი ,,LG-ის“ ფირმის - 1 ცალი; 3. შავი ფერის ტელევიზორის მაგიდა - 1 ცალი; 4. სამეული ტყავის ზედაპირით ნაჭრის დეტალებით - 1 ცალი; 5. სამეული ნაჭრის ზედაპირით - 1 ცალი; 6. ხის მაგიდა ყავისფერი გასაშლელი - 1 ცალი; 7. ხის საზურგიანი სკამები რბილი ნაჭრის ზედაპირით - 6 ცალი; 8. ჭურჭლის კარადა ღია და დახურული ვიტრინით - 1 ცალი; 9. მუსიკალური ცენტრი ,,SONI“ – 1 ცალი; 10. სარეცხი მანქანა „HISENSE“- 1ც. ეკუთვნის მ---- გე---–---ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (იხ. ს.ფ. 20-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები, (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფატობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ აღმასრულებლის მიერ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2018 წლის 13 დეკემბერს აქტით აღწერილ და დაყადაღებულ ქონებაზე მოპასუხე ჯ----– დვ--–-–---–ს არ გააჩნია საკუთრების უფლება. აღნიშნული ნივთები ეკუთვნის მოსარჩელეს მ---- გე---–---ს აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 186-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით; ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, მე-40, 44-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 6.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. 6.3. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება. ამასთან, ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას - მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. 6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ე.წ. საკუთრების პრეზუმფციასთან. ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი და მოსარგებლე მისი მესაკუთრეა, სანამ ამის საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, ე.ი. სანამ დადგენილი წესით უარყოფილი არ იქნება მოცემული ვარაუდი. განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული ვარაუდი შესაძლებელია გავრცელდეს მოსარჩელის მიმართ, რადგან ის ნივთები, რაზეც პრეტენზიას აცხადებს მოსარჩელე, განთავსებულია მის საცხოვრებელ სახლში და შეძენილია მის მიერ. 6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მესაკუთრე მ---- გე---–---მ სადავო მოძრავი ნივთები გადასცა მოპასუხე ჯ----– დვ--–-–---–ს. 6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. 6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებმა შეძლეს დაემტკიცებინათ ის გარემოება, რომ აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ქონება შეძენილია მის მიერ და არა მოპასუხე ჯ----– დვ--–-–---–ის მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისგან გათავისუფლება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მ---- გე---–--- არ არის ის პირი, რომელმაც შესაძლებელია პასუხი აგოს ჯ----– დვ--–-–---–ის ვალდებულებებზე კრედიტორის წინაშე და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნივთების რეალიზაციით მოპასუხე კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებლად უნდა იქნეს მიჩნეული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. 7. საპროცესო ხარჯები: სამოქა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 50 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის სახელმწიფო ბაჟის თანხა 25 ლარის ოდენობით, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა დაეკისროს მოპასუხე ჯ----– დვ--–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. იმის გათვალისწინებით, რომ მ---- გე---–---ს სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, არ არსებობს ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს მიერ 2019 წლის 28 მარტს მიღებული, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, განჩინების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით დადგენილი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ---- გე---–---ს (წარმომადგენელი დ----- გი--------) სარჩელი ქონების ყადაღისგან გათავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 13 დეკემბრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული და დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები:
1. მაცივარი ,,VESTEL-ი“ თეთრი ფერის ორკამერიანი - 1 ცალი;
2. ტელევიზორი ,,LG-ის“ ფირმის შავი ფერის - 1 ცალი;
3. შავი ფერის ტელევიზორის მაგიდა მინის ვიტრინით - 1 ცალი;
4. სამეული ტყავის ზედაპირით ნაჭრის დეტალებით შინდისფერი - 1 ცალი;
5. სამეული ნაჭრის ზედაპირით ყავისფერი - 1 ცალი;
6. ხის მაგიდა ყავისფერი გასაშლელი - 1 ცალი;
7. ხის საზურგიანი სკამები რბილი ნაჭრის ზედაპირით - 6 ცალი;
8. ჭურჭლის კარადა ღია და დახურული ვიტრინით ლამინატისგან დამზადებული ყავისფერი - 1 ცალი;
9. მუსიკალური ცენტრი ,,SONI“ ორი დინამიკით შავ და რუხ ფერებში – 1 ცალი;
10. სარეცხი მანქანა „HISENSE“ რუხი ფერის - 1ც
3. მოპასუხე ჯ----– დვ--–-–---–ს მ---- გე---–---ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხის 50 (ორმოცდაათი) ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი 25 ლარის გადახდა;
4. ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, დარჩეს უცვლელი წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს (მისამართი: ქ. ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქ. №7) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოში (მისამართი: ქ. ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქ. №7) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე