განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2019
საქმის ნომერი
330100115001130717
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4706-15 (№------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ

მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ

თამარ შუბითიძისა და გურამ კორკოტაშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ი-----–- მ---–----–--ა

 

დაცვის მხარე:

 

1. ბრალდებული გ------- ო----ის ძე მ-----–-–---–ი - დაბადებული 1--- წლის 2------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, კ-----------------------------------------ში

 

ადვოკატები - მ---–---- ჯ--------ა, ლ---- კ-------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები (ხუთი ეპიზოდი);

 

2. ბრალდებული რ---- ზ-----ის ძე ს-----ე - დაბადებული 1--- წლის 8-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე (ქმედების ჩადენის მომენტისათვის), რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------------------------------–---------------------------ში

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

გ------- მ-----–-–---–ის ეპიზოდი

 

1.1. შპს „ნ---------------–--ი“ რეგისტრირებულია 2008 წლის 3 აპრილს, მისამართზე: ქ. თბილისი, გ----------------------------–---------------------. საზოგადოება დღგ-ს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2008 წლის 22 აპრილიდან. საზოგადოების დირექტორი 2013 წლის 20 ივნისიდან არის გ------- მ-----–-–---–ი (პ/ნ 5----------). საზოგადოების საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო მასალებით ვაჭრობა და სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

 

2013 წლის 29 აგვისტოს ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როსა და შპს ,,ნ---------------–--ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (N--------------) ხელშეკრულება ქ.ქ-------–--------------აზე მდებარე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულებად განისაზღვრა 1 920 000 ლარი. საწარმოს მიერ წარდგენილი იქნა საბანკო გარანტიები 1 307 278 ლარზე, რის საფუძველზეც შპს „ნ---------------–--ისათვის“ ჩარიცხული იქნა 1 920 000 ლარი ავანსის სახით. საწარმომ ლ-----–---–---------------ოში წარადგინა 1 213 401 ლარის შესრულებული სამუშაოების აქტები, წარდგენილი აქტების შესაბამისად შემცირებულ იქნა წარდგენილი საბანკო გარანტიების ღირებულება და საბოლოოდ განისაზღვრა 526 489 ლარით. საწარმომ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რის გამოც მასთან შეწყვეტილი იქნა ხელშეკრულება. შპს „ნ---------------–--ს“ ნაცვლად 1 213 401 ლარისა, რეალურად შესრულებული ჰქონდა 455 729.80 ლარის ღირებულების სამუშაოები. ს----------ომ გამოითხოვა დარჩენილი საბანკო გარანტია 526 489 ლარზე.

 

მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს დირექტორი გ------- მ-----–-–---–ი ვალდებული იყო „შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დამკვეთისგან ავანსად ჩარიცხული თანხა გამოეყენებინა მხოლოდ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად, განზრახული ჰქონდა რა ავანსის თანხების მითვისება, თანხები მიმართა სხვა მიზნობრიობით, საწარმოს სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ამასთან საბანკო გარანტიის თანხის შემცირების მიზნით, საწარმოს დირექტორმა გ------- მ-----–-–---–მა ლ-----–---–----------------------------------------------–------------------–---------არ სპეციალისტ რ---- ს-----ის დახმარებით დაამზადა შესრულებული სამუშაოს აქტი ფორმა N2, სადაც ნაცვლად რეალურად შესრულებული 455 729.80 თანხისა, მიუთითა 1 213 401 ლარი. აღნიშნული უკანონო ქმედების შედეგად საბანკო გარანტიის თანხა შემცირებულ იქნა 649 780,44 ლარით. საბოლოოდ, გ------- მ-----–-–---–ის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2013 წლის 29 აგვისტოდან 2015 წლის 15 იანვრამდე პერიოდში მითვისებული იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა 937 780.44 ლარის ოდენობით.

 

1.2. 2013 წლის 12 დეკემბერს სსიპ „ს-----------–---–-----------–----------------------------------------------------------ა“ და შპს „ნ---------------–--ს“ შორის გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (N--------------) მ--------–ის რაიონის სოფელ ახალი დ-------ის სკოლის სამშენებლო სამუშაოებზე 2 032 908,18 ლარზე. ავანსად ჩარიცხულმა თანხამ შეადგინა 772 868,8 ლარი, საბანკო გარანტია წარმოდგენილი იქნა 386 440 ლარზე. ნ---------------–--ის“ მიერ არ მომხდარა ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რის გამოც აღნიშნულ კომპანიასთან შეწყვეტილი იქნა ხელშეკრულება და გამოთხოვილი იქნა საბანკო გარანტია 386 440 ლარის სახით.

 

მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს დირექტორი გ------- მ-----–-–---–ი ვალდებული იყო „შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დამკვეთისგან ავანსად ჩარიცხული თანხა გამოეყენებინა მხოლოდ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად, განზრახული ჰქონდა რა ავანსის თანხების მითვისება, თანხები მიმართა სხვა მიზნობრიობით, საწარმოს სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. შედეგად მის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რითაც საწარმოს დირექტორ გ------- მ-----–-–---–ის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2013 წლის 12 დეკემბრიდან 2015 წლის 24 თებერვლამდე პერიოდში მითვისებული იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა 289 818.8 ლარის ოდენობით.

 

1.3. 2013 წლის 27 დეკემბერს, გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (N--------------) სსიპ „მ----–----–----------------------------სა“ და შპს „ნ---------------–--ს“ შორის, რომლის საგნად განისაზღვრა გ------------–----–------ის სოფელ ტ-----ში სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობა. სამუშაოთა შესრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის ბოლო, ხოლო საკონტრაქტო ღირებულება 1 188 990 ლარი. კომპანიამ წარადგინა საბანკო გარანტია 594 500 ლარზე.

 

მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს დირექტორი გ------- მ-----–-–---–ი ვალდებული იყო „შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დამკვეთისგან ავანსად ჩარიცხული თანხა გამოეყენებინა მხოლოდ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად, განზრახული ჰქონდა რა ავანსის თანხების მითვისება, თანხები მიმართა სხვა მიზნობრიობით, საწარმოს სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. შედეგად მის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რითაც საწარმოს დირექტორ გ------- მ-----–-–---–ის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2013 წლის 27 დეკემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე პერიოდში მითვისებული იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა 397 994,13 ლარის ოდენობით.

 

1.4. 2014 წლის 23 ივლისს, სსიპ ლ------------–--------–-----------------–----------------------------–----------ა“ და შპს „ნ---------------–--ს“ შორის გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (N--------------) კ------------–------------–-------------–ი ბიუროების სამშენებლო სამუშაოებზე 2 200 890 ლარზე. შპს “ნ---------------–--მა“ ნაწილობრივ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

 

მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს დირექტორი გ------- მ-----–-–---–ი ვალდებული იყო „შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დამკვეთისგან ავანსად ჩარიცხული თანხა გამოეყენებინა მხოლოდ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად, განზრახული ჰქონდა რა ავანსის თანხების მითვისება, თანხები მიმართა სხვა მიზნობრიობით, საწარმოს სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. შედეგად მის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რითაც საწარმოს დირექტორ გ------- მ-----–-–---–ის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2014 წლის 23 ივლისიდან 2014 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდში მითვისებული იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა 90 863.39 ლარის ოდენობით.

 

1.5. 2014 წლის 14 აგვისტოს, სსიპ „თ--------------–-----------------------–----–------სა” და შპს „ნ---------------–--ს“ შორის გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (N-------------) სოფელ სავანის სასმელი წყლის რეზერვუარებისა და სოფლის შიდა ქსელის სისტემების სამშენებლო სამუშაოებზე 532 999,93 ლარზე. ავანსად ჩარიცხული იქნა 159 900 ლარი, საბანკო გარანტია წარმოდგენილი იქნა 79 950 ლარზე. ნ---------------–--მა“ ნაწილობრივ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, საზოგადოების მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 129 374.26 ლარი.

 

მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს დირექტორი გ------- მ-----–-–---–ი ვალდებული იყო „შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დამკვეთისგან ავანსად ჩარიცხული თანხა გამოეყენებინა მხოლოდ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად, განზრახული ჰქონდა რა ავანსის თანხების მითვისება, თანხები მიმართა სხვა მიზნობრიობით, საწარმოს სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. შედეგად მის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რითაც საწარმოს დირექტორ გ------- მ-----–-–---–ის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, 2014 წლის 14 აგვისტოდან 2015 წლის 10 თებერვლამდე პერიოდში მითვისებული იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა 33 895.5 ლარის ოდენობით.

 

რ---- ს-----ის ეპიზოდი

 

1.1. 2013 წლის 29 აგვისტოს ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როსა და შპს ,,ნ---------------–--ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (N--------------) ხელშეკრულება ქ.ქ-------–--------------აზე მდებარე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულებად განისაზღვრა 1 920 000 ლარი. საწარმოს მიერ წარდგენილი იქნა საბანკო გარანტიები 1 307 278 ლარზე, რის საფუძველზეც შპს „ნ---------------–--ისათვის“ ჩარიცხული იქნა 1 920 000 ლარი ავანსის სახით.

 

რ---- ს-----ე, წარმოადგენდა რა ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს მთავარ სპეციალისტს, ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს გ------–---------------------------------------------–---ის დეპარტამენტის დებულების თანახმად, ვალდებული იყო განეხორციელებინა ობიექტებში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა კანონით დადგენილი წესით, ასევე კომპეტენციის ფარგლებში სამშენებლო და სარეაბილიტაციო ობიექტებში მიმდინარე სამუშაოთა შესრულების ხარისხის კონტროლი და ანალიზი. რ---- ს-----ე ვალდებულების შესაბამისად ახდენდა ობიექტზე არსებული შესასრულებელი სამუშაოების სახეობების, მოცულობისა და ხარისხის დეტალურ დათვალიერება-აღწერას. რ---- ს-----ემ განიზრახა დახმარებოდა შპს „ნ---------------–--ის“ დირექტორ გ------- მ-----–-–---–ს. მიუხედავად იმისა, იცოდა რა რ---- ს-----ემ, რომ ფაქტობრივად განხორციელებული სამუშაოები არ ემთხვეოდა შესრულებული სამუშაოს აქტში - ფორმა N2-ებში მითითებულ მონაცემებს, მაინც დაადასტურა, რომ თითქოს შპს „ნ---------------–--ს“ შესრულებული ჰქონდა 1 213 401 ლარის სამუშაოები, ხოლო რეალურად განხორციელებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 455 729.80 ლარს. წარდგენილი ყალბი აქტების შესაბამისად შემცირებული იქნა წარდგენილი საბანკო გარანტიების ღირებულება და საბოლოოდ, განისაზღვრა 526 489 ლარით. საწარმომ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რის გამოც მასთან შეწყვეტილი იქნა ხელშეკრულება.

 

რ---- ს-----ის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედების შედეგად, ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს მიერ ვერ იქნა მიღებული საბანკო გარანტიის სახით ჩასარიცხი თანხა 649 780,44 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა რ---- ს-----ის დახმარებით მითვისებული იქნა შპს „ნ---------------–--ის“ დირექტორ გ------- მ-----–-–---–ის მიერ.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

გ------- მ-----–-–---–ის ეპიზოდი

 

2.1. შპს „ნ---------------–--ი“ რეგისტრირებულია 2008 წლის 03 აპრილს, მისამართზე: ქ. თბილისი, გ----------------------------–---------------------. საზოგადოება დღგ-ს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2008 წლის 22 აპრილიდან. საზოგადოების დირექტორი 2013 წლის 20 ივნისიდან არის გ------- მ-----–-–---–ი (პ/ნ 5----------). საზოგადოების საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო მასალებით ვაჭრობა და სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

 

2013 წლის 29 აგვისტოს ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როსა და შპს ,,ნ---------------–--ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (N--------------) ხელშეკრულება ქ.ქ-------–--------------აზე მდებარე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულებად განისაზღვრა 1 920 000 ლარი. საწარმოს მიერ წარდგენილი იქნა საბანკო გარანტიები 1 307 278 ლარზე, რის საფუძველზეც შპს „ნ---------------–--ისათვის“ ჩარიცხული იქნა 1 920 000 ლარი ავანსის სახით. საწარმომ ლ-----–---–---------------ოში წარადგინა 1 213 401 ლარის შესრულებული სამუშაოების აქტები, წარდგენილი აქტების შესაბამისად შემცირებულ იქნა წარდგენილი საბანკო გარანტიების ღირებულება და საბოლოოდ განისაზღვრა 526 489 ლარით. საწარმომ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რის გამოც მასთან შეწყვეტილი იქნა ხელშეკრულება. შპს „ნ---------------–--ს“ ნაცვლად 1 213 401 ლარისა, რეალურად შესრულებული ჰქონდა 455 729.80 ლარის ღირებულების სამუშაოები. ს----------ომ გამოითხოვა დარჩენილი საბანკო გარანტია 526 489 ლარზე.

 

მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს დირექტორი გ------- მ-----–-–---–ი ვალდებული იყო „შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დამკვეთისგან ავანსად ჩარიცხული თანხა გამოეყენებინა მხოლოდ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად, განზრახული ჰქონდა რა ავანსის თანხების მითვისება, თანხები მიმართა სხვა მიზნობრიობით, საწარმოს სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. საწარმოს დირექტორმა გ------- მ-----–-–---–მა ისარგებლა ლ-----–---–----------------------------------------------–------------------–---------არ სპეციალისტ რ---- ს-----ის სამსახურებრივი გულგრილობით და საბანკო გარანტიის თანხის შემცირების მიზნით, გამოიყენა ამ უკანასკნელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულებით ხელმოწერილი, არარეალური ინფორმაციის შემცველი შესრულებული სამუშაოს აქტი ფორმა N2, სადაც ნაცვლად რეალურად შესრულებული 455 729.80 თანხისა, მითითებული იყო - 1 213 401 ლარი. აღნიშნული უკანონო ქმედების შედეგად საბანკო გარანტიის თანხა შემცირებული იქნა 649 780,44 ლარით. საბოლოოდ, გ------- მ-----–-–---–ის მიერ სამსახურეობრივი მდგო----ეობის გამოყენებით, 2013 წლის 29 აგვისტოდან 2015 წლის 15 იანვრამდე პერიოდში მითვისებული იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა 937 780.44 ლარის ოდენობით.

 

2.2. 2013 წლის 12 დეკემბერს სსიპ „ს-----------–---–-----------–----------------------------------------------------------ა“ და შპს „ნ---------------–--ს“ შორის გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (N--------------) მ--------–ის რაიონის სოფელ ახალი დ-------ის სკოლის სამშენებლო სამუშაოებზე 2 032 908,18 ლარზე. ავანსად ჩარიცხულმა თანხამ შეადგინა 772 868,8 ლარი, საბანკო გარანტია წარმოდგენილი იქნა 386 440 ლარზე. ნ---------------–--ის“ მიერ არ მომხდარა ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რის გამოც აღნიშნულ კომპანიასთან შეწყვეტილი იქნა ხელშეკრულება და გამოთხოვილი იქნა საბანკო გარანტია 386 440 ლარის სახით.

 

მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს დირექტორი გ------- მ-----–-–---–ი ვალდებული იყო „შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დამკვეთისგან ავანსად ჩარიცხული თანხა გამოეყენებინა მხოლოდ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად, განზრახული ჰქონდა რა ავანსის თანხების მითვისება, თანხები მიმართა სხვა მიზნობრიობით, საწარმოს სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. შედეგად მის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რითაც საწარმოს დირექტორ გ------- მ-----–-–---–ის მიერ სამსახურეობრივი მდგო----ეობის გამოყენებით, 2013 წლის 12 დეკემბრიდან 2015 წლის 24 თებერვლამდე პერიოდში მითვისებული იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა 289 818.8 ლარის ოდენობით.

 

2.3. 2013 წლის 27 დეკემბერს, გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (N--------------) სსიპ „მ----–----–----------------------------სა“ და შპს „ნ---------------–--ს“ შორის, რომლის საგნად განისაზღვრა გ------------–----–------ის სოფელ ტ-----ში სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობა. სამუშაოთა შესრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის ბოლო, ხოლო საკონტრაქტო ღირებულება 1 188 990 ლარი. კომპანიამ წარადგინა საბანკო გარანტია 594 500 ლარზე.

 

მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს დირექტორი გ------- მ-----–-–---–ი ვალდებული იყო „შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დამკვეთისგან ავანსად ჩარიცხული თანხა გამოეყენებინა მხოლოდ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად, განზრახული ჰქონდა რა ავანსის თანხების მითვისება, თანხები მიმართა სხვა მიზნობრიობით, საწარმოს სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. შედეგად მის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რითაც საწარმოს დირექტორ გ------- მ-----–-–---–ის მიერ სამსახურეობრივი მდგო----ეობის გამოყენებით, 2013 წლის 27 დეკემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე პერიოდში მითვისებული იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა 397 994,13 ლარის ოდენობით.

 

2.4. 2014 წლის 23 ივლისს, სსიპ „ლ------------–--------–-----------------–----------------------------–----------ა“ და შპს „ნ---------------–--ს“ შორის გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (N--------------) ხელშეკრულება კ------------–------------–-------------–ი ბიუროების სამშენებლო სამუშაოებზე 2 200 890 ლარზე. შპს „ნ---------------–--მა“ ნაწილობრივ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

 

მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს დირექტორი გ------- მ-----–-–---–ი ვალდებული იყო „შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დამკვეთისგან ავანსად ჩარიცხული თანხა გამოეყენებინა მხოლოდ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად, განზრახული ჰქონდა რა ავანსის თანხების მითვისება, თანხები მიმართა სხვა მიზნობრიობით, საწარმოს სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. შედეგად მის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რითაც საწარმოს დირექტორ გ------- მ-----–-–---–ის მიერ სამსახურეობრივი მდგო----ეობის გამოყენებით, 2014 წლის 23 ივლისიდან 2014 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდში მითვისებული იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა 90 863.39 ლარის ოდენობით.

 

2.5. 2014 წლის 14 აგვისტოს, სსიპ „თ--------------–-----------------------–----–------სა და შპს „ნ---------------–--ს“ შორის გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (N-------------) სოფელ სავანის სასმელი წყლის რეზერვუარებისა და სოფლის შიდა ქსელის სისტემების სამშენებლო სამუშაოებზე 532 999,93 ლარზე. ავანსად ჩარიცხული იქნა 159 900 ლარი, საბანკო გარანტია წარმოდგენილი იქნა 79 950 ლარზე. „ნ---------------–--მა“ ნაწილობრივ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ საზოგადოების მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 129 374.26 ლარი.

 

მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს დირექტორი გ------- მ-----–-–---–ი ვალდებული იყო „შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დამკვეთისგან ავანსად ჩარიცხული თანხა გამოეყენებინა მხოლოდ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად, განზრახული ჰქონდა რა ავანსის თანხების მითვისება, თანხები მიმართა სხვა მიზნობრიობით, საწარმოს სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. შედეგად მის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რითაც საწარმოს დირექტორ გ------- მ-----–-–---–ის მიერ სამსახურეობრივი მდგო----ეობის გამოყენებით, 2014 წლის 14 აგვისტოდან 2015 წლის 10 თებერვლამდე პერიოდში მითვისებული იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა 33 895.5 ლარის ოდენობით.

 

რ---- ს-----ის ეპიზოდი

 

2.1. 2013 წლის 29 აგვისტოს ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როსა და შპს ,,ნ---------------–--ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (N--------------) ხელშეკრულება ქ.ქ-------–--------------აზე მდებარე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულებად განისაზღვრა 1 920 000 ლარი. საწარმოს მიერ წარდგენილი იქნა საბანკო გარანტიები 1 307 278 ლარზე, რის საფუძველზეც შპს „ნ---------------–--ისათვის“ ჩარიცხული იქნა 1 920 000 ლარი ავანსის სახით.

 

რ---- ს-----ე, წარმოადგენდა რა ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს მთავარ სპეციალისტს, ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს გ------–---------------------------------------------–---ის დეპარტამენტის დებულების თანახმად, ვალდებული იყო განეხორციელებინა ობიექტებში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა კანონით დადგენილი წესით, ასევე კომპეტენციის ფარგლებში სამშენებლო და სარეაბილიტაციო ობიექტებში მიმდინარე სამუშაოთა შესრულების ხარისხის კონტროლი და ანალიზი.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, რ---- ს-----ემ ვალდებულების შესაბამისად არ მოახდინა ობიექტზე არსებული შესასრულებელი სამუშაოების სახეობების, მოცულობისა და ხარისხის დეტალური დათვალიერება-აღწერა და იმ პირობებში, როდესაც არ ჰქონდა სრულყოფილად შესწავლილი შესრულებული სამუშაოების ოდენობა და ხარისხი, რ---- ს-----ემ შესრულებული სამუშაოს აქტში, ფორმა N2-ებში დაადასტურა, რომ თითქოს შპს „ნ---------------–--ს“ შესრულებული ჰქონდა 1 213 401 ლარის სამუშაოები მაშინ, როდესაც რეალურად განხორციელებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 455 729.80 ლარს. შესაბამისად, რ---- ს-----ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებამ მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა, კერძოდ, ზ/აღნიშნული ფორმა N2-ების გამოყენებით, შპს „ნ---------------–--ის“ დირექტორმა გ------- მ-----–-–---–მა საბანკო გარანტიის თანხა შეამცირა 649 780,44 ლარით და საბოლოოდ, გ------- მ-----–-–---–ის მიერ სამსახურეობრივი მდგო----ეობის გამოყენებით, 2013 წლის 29 აგვისტოდან 2015 წლის 15 იანვრამდე პერიოდში მითვისებული იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა 937 780.44 ლარის ოდენობით.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მოწმე ლევან ბარდაველიძის ჩვენებით, იგი მუშაობს ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მინდობილობის საფუძველზე წარმოადგენს ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს ინტერესებს. 2013 წლის 29 აგვისტოს, ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს (შემსყიდველი) წარმომადგენელსა და სამშენებლო კომპანია შპს ,,ნ---------------–--ის“ (მიმწოდებელი) წარმომადგენელს შორის ,,სახელმწიფოს შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში“ (S-----------) გამარჯვებული პრეტენდენტის (,,ნ---------------–--ი“) სატენდერო წინადადების საფუძველზე, დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N------- ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით დადგენილი პირობების თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს მიერ, ქ. ქ-------–-----------------ში (საკადასტრო კოდი N------------) მდებარე შენობის დასრულების სამუშაოების სახელწიფო შესყიდვა (შემდგომში დევნილი მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით). ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება, მიწოდების საერთო სავარაუდო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის თანახმად, შეადგენდა 1 920 000 ლარს. ხელშეკრულების შესაბამისად, მიმწოდებელი („ნ---------------–--ი“) ვალდებული იყო ხელშეკრულებით ნაკისრი მომსახურება განეხორციელებინა ეტაპობრივად, 2013 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში, შპს „ნ---------------–--ი“ ვალდებულებას კისრულობდა, ხელშეკრულებებში მითითებულ ვადებში დაესრულებინა ქ. ქ-------–-----------------ში მდებარე ობიექტის სარემონტო–სარეაბილიტაციო სამუშაოები, შემდგომში დევნილი მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით. ხელშეკრულებაში რამდენჯერმე იქნა შეტანილი ცვლილება და სამუშაოების მოწოდების ვადა გაგრძელდა 2015 წლის 31 იანვრამდე. ხელშეკრულებების თანახმად, გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების მთლიანი ან ნაწილობრივი ღირებულებების ნაწილის წინსწრებით გადახდა შპს „ნ---------------–--ისათვის“, მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გარანტიების წარდგენის შემთხვევაში. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო. შპს „ნ---------------–--ის“ მო----თვის საფუძველზე, რომელმაც წარადგინა საბანკო გარანტიები, ს----------ომ მას წინსწრებით გადაუხადა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხა სრულად, ნაწილ-ნაწილ. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული სამშენებლო კომპანიის მიერ ჯეროვნად არ სრულდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც არაერთგზის დადასტურდა შემსყიდველის მიერ განხორციელებული ინსპექტირების საფუძველზე, 2015 წლის 15 იანვარს ს----------ომ ხელშეკრულების 15.3 პუნქტის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და შეუწყვიტა ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიას, ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დადგენილი სანქციების მოთხოვნით, 2015 წლის 8 იანვარს წერილობით აცნობა მხარეს. აღსანიშნავია, რომ შპს „ნ---------------–--ის“ მიერ 2013-2014 წლების პერიოდში შესრულებული იქნა გარკვეული სამუშაოები. ბ--------- ბ----------ის 2015 წლის 13 მარტის N------------- მოხსენებითი ბარათის თანახმად, ს----------ოში წარმოდგენილი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებისა და ფორმა N2-ის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1 213 401 ლარი. 2013 წელს კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე, გადარიცხულმა საავანსო თანხამ შეადგინა 1 920 000 ლარი, ანუ მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება. აღნიშნული საავანსო თანხის სანაცვლოდ კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნა საბანკო გარანტიები ავანსის თანხის ნახევარზე მეტი ოდენობით. თუმცა, კომპანიის მიერ პერიოდულად წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებისა და ფორმა N2-ების პროპორციულად მცირდებოდა აღნიშნული საბანკო გარანტია და საბოლოოდ, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ საბანკო გარანტიის საშუალებით სს „საქართველოს ბანკის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებულმა თანხამ შეადგინა 526 489 ლარი. ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დროს ჩატარებული იქნა შესრულებული სამუშაოების ღირებულებებისა და მოცულობის დასადგენად ექსპერტიზა: 2015 წლის 29 იანვრის N------------- მიმართვის საფუძველზე, სსიპ ,,ლ----------------–--------------–----------------------------–--------ოს“ მიერ წარმოდგენილ იქნა საინჟინრო ექსპერტიზის N--------- დასკვნა. სსიპ ,,ლ----------------–--------------–----------------------------–--------ოს“ შეფასებით, ქ. ქ-------–---------------- მდებარე შენობის საცხოვრებელ ბინებად გადაკეთების შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებამ ნაცვლად 1 213 401 ლარისა შეადგინა 455 729.80 ლარი, ხოლო საექსპერტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გათვალისწინებით შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1 469 211.88 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით შპს ,,ნ---------------–--ის“ მიერ ავანსის სახით გადარიცხული თანხიდან დასაბრუნებელმა თანხამ შეადგინა 937 780.44 ლარი. მოწმის განმარტებით, ხელშეკრულების დადების დროს შპს „ნ---------------–--ის“ მიერ წარმოდგენილი იქნა 23.08.2013 წლის ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია N------------- 76 800 ლარზე და აღნიშნულის ვადის გასვლის შემდეგ, ასევე წარმოდგენილი იქნა 2014 წლის 27 მაისის საბანკო გარანტია N-------, 76 800 ლარზე რომლის მოქმედების ვადა იყო 2014 წლის 6 დეკემბრამდე. 2014 წლის 31 ოქტომბერს დადებული იქნა N-------/3 შეთანხმება, რომლითაც ცვლილებები შევიდა N------- ხელშეკრულებაში. მათ შორის შეცვლილი იქნა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და განისაზღვრა 2015 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იქნა 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. ასევე აღნიშნული შეთანხმებით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა ყოფილიყო 30 კალენდარული დღით მეტი ვიდრე სამუშაოების დასრულების ვადა. მიუხედავად ამისა შპს „ნ---------------–--მა“ არ წარადგინა გახანგრძლივებული საბანკო გარანტია. შპს „ნ---------------–--თან“ ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის მის მიერ ბოლოს წარმოდგენილი N------- საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა იყო უკვე გასული და ამის გამო ს------------- მიერ ვერ მოხდა 76 800 ლარის მოთხოვნა და ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოწმის ჩვენებით, ს----------ოში არსებობდა ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური, რომლის თანამშრომელიც იყო რ---- ს-----ე და სწორედ მის მოვალეობაში შედიოდა შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და მოცულობის შემოწმება, აზომვითი სამუშაოები, ვადების კონტროლი, დოკუმენტების მოწესრიგება და ა.შ. მას ასევე ევალებოდა კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების თაობაზე ფორმა N2-ებში ასახული ინფორმაციის სიზუსტის შემოწმება და მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა, რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარე. მოწმის ჩვენებით, რ---- ს-----ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დასტურდებოდა, რომ „ნ---------------–--ს“ შესრულებული ჰქონდა 1 213 401 ლარის სამუშაოები, ნაცვლად რეალურად შესრულებული 455 729.80 ლარის ღირებულებისა. მოწმის განმარტებით, ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------რო არის დაზარალებული შპს „ნ---------------–--ისაგან“, სამოქალაქო დავა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა მოსარჩელის სასარგებლოდ, თუმცა გადაწყვეტილება დღემდე აღუსრულებელია და დაზარალებული ითხოვს ზიანის ანაზღაურებას.

 

ანალოგიური სახის ჩვენება მისცა სასამართლოს საქ--------–------------------–------------------------------–----–-------------------–--------------–---–---------–-------------------------------–----------------------------მა სპეციალისტმა, დაზარალებულის წარმომადგენელმა მ----- ბ-------ემ. მანვე დამატებით განმარტა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გაიგზავნა პროკურატურაში, იმავდროულად ს----------ომ დაიწყო სამოქალაქო დავა, რომელიც დასრულდა მოსარჩელის სასარგებლოდ და შპს „ნ---------------–--ს“ დაეკისრა თანხა 937 780,44 ლარის, პირგასამტეხლო - 292 800 ლარის და ჯარიმა - 1 469 211.88 ლარის, ექსპერტიზის მომსახურება - 9624 ლარის და ბაჟი - 5000 ლარის ოდენობით. მოწმემ დაადასტურა, რომ სამშენებლო ობიექტები ხსენებული პერიოდისათვის იყო ძალიან ბევრი და მათზე მეთვალყურეობას ახორციელებდა ს------------- ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური. ქ. ქ-------–-----------------ში მდებარე სამშენებლო ობიექტთან დაკავშირებით ზედამხედველობას ახორციელებდა უშუალოდ რ---- ს-----ე, რომელსაც შპს „ნ---------------–--ის“ დირექტორთან ერთად ხელმოწერილი აქვს მიღება-ჩაბარების აქტები და ასევე შედგენილი აქვს ფორმა N2-ები, რომლებში ასახული ინფორმაციაც ს----------ომ საეჭვოდ მიიჩნია და ჩატარდა ექსპერტიზა, რითაც დადგინდა დაახლოებით 937 000 ლარის ოდენობის სხვაობა რეალურად შესრულებულ და ფორმა N2-ებში დაფიქსირებულ ღირებულებებს შორის.

 

მოწმე გ------- გ------–-–---–ის ჩვენებით, 2014 წელს იგი მუშაობდა ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–----------------–----ა და ლ-----–---–---------------ოს გ------–---------------------------------------------–---ის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. აღნიშნულ თანამდებობაზე მის მოვალეობაში შედიოდა მასზე დაწერილი ხელშეკრულების შესრულების კონტროლი ტექნიკური კუთხით, რაც გულისხმობდა სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის კონტროლს, ფარული სამუშაოების, შუალედური სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების კონტროლს. მისი მხრიდან აღნიშნული კონტროლი გულისხმობდა შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობების აღრიცხვას და გაზომვას, რათა ისინი სრულ შესაბამისობაში ყოფილიყო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო სამუშაოებთან. მოწმის განმარტებით, შესრულებული სამუშაოების აზომვის შემდეგ, დგებოდა მიღება-ჩაბარების აქტები, რაშიც დეტალურად იყო გაწერილი შესრულებული სამუშაოების დასახელებები, მოცულობები და ფასები. მოწმის ჩვენებით, მის ვალდებულებას წარმოადგენდა ფორმა N2-ებსა და მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული მონაცემების, შესრულებულ სამუშაოებთან შესაბამისობის დადგენა და შედარება. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება N-------, რომლის მიხედვითაც შპს „ნ---------------–--ს“ უნდა შეესრულებინა ქ. ქ-------–--------------------ში მდებარე შენობის დასრულების სამუშაოები მცირე ხნით ეწერა მას და იგი მალევე გადაეწერა გ------- ს------–--ეს, ხოლო მანამ, სანამ მას დაეწერებოდა, აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ზედამხედველობა ევალებოდა რ---- ს-----ეს, რომლის თანამდებობაზეც დაინიშნა თვითონ, რ---- ს-----ის სამსახურიდან წასვლის შემდეგ. მოწმის განმარტებით, ს----------ოში უშუალოდ რ---- ს-----ის მუშაობის პერიოდში შედგენილი იქნა ზ/აღნიშნულ ობიექტზე ფორმა N2-ები, უშუალოდ რ---- ს-----ის მიერ იყო ხელმოწერილი და მასვე ევალებოდა სამსახურებრივად ამ ფორმა N2-ების კონტროლი, რათა მათში რეალური მონაცემები დაფიქსირებულიყო. მოწმის განმარტებით, იმ პერიოდში როდესაც აღნიშნული ხელშეკრულება მას დაეწერა საზედამხედველოდ, ფორმა N2-ები არ შედგენილა. მისივე განმარტებით, როგორც მას, ასევე რ---- ს-----ეს, როდესაც იგი მუშაობდა ხსენებულ თანამდებობაზე ევალებოდათ შესრულებული სამუშაოების ადგილზე სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით აზომვა, მათი შედარება ხარჯთაღრიცხვებსა და შედგენილ ფორმა N2-ებთან. მოწმის ჩვენებით, დღეის მდგო----ეობით, ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს ჰყავს 5 თანამშრომელი, რომლებიც ზედამხედველობენ 6 სამშენებლო ობიექტს მაშინ, როდესაც 2014 წელს ზედამხედველის მოვალეობას ასრულებდა მხოლოდ რ---- ს-----ე, სამშენებლო ობიექტები კი იყო ძალიან ბევრი, რომლებიც საჭიროებდა მუდმივ მონიტორინგს.

 

მოწმე ნ--- კ------ის ჩვენებით, იგი მუშაობს ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა ანგარიშგების სამმართველოს მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედის ბუღალტრული ბალანსების ქვემდებარე ტერიტორიული ორგანოებიდან მიღება შემოწმება და კონსოლიდირებული ბალანსის შედგენა, შრომის ანაზღაურების მუხლით დარიცხვის უწყისების მომზადება და გადარიცხვა. სოციალური უზრუნველყოფის მიზნით დარიცხვის უწყისების მომზადება და ანგარიშსწორება, დევნილთათვის და ეკომიგრანტთათვის უძრავი ქონების შესყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მიღება-ჩაბარების აქტების მიღება და ანგარიშსწორება მომწოდებლებთან, ს------------- მიერ მომწოდებლებთან დადებული ხელშეკრულებების მონიტორინგი. მისი განმარტებით 2013 წლის 29 აგვისტოს ერთის მხრივ ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს (შემსყიდველი) წარმომადგენელსა და მეორეს მხრივ სამშენებლო კომპანია შპს ,,ნ---------------–--ს“ (მიმწოდებელი) წარმომადგენელს შორის ,,სახელმწიფოს შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში“ (S-----------) გამარჯვებული პრეტენდენტის (,,ნ---------------–--ი“) სატენდერო წინადადების საფუძველზე დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N------- ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულება და თანმდევი დოკუმენტაცია ხელმოწერის შემდეგ შესასრულებლად დაეწერა მას, რაც გულისხმობს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დოკუმენტაციის კონტროლს, შემოსული დოკუმენტაციის შემოწმებას, თუ რამდენად შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალიწინებულ რეკვიზიტებსა და სხვა პირობებს, წარმოდგენილი საბანკო გარანტიების კონტროლს, თუ რამდენად შეესაბამება ისინი ხელშეკრულებას და ასევე მათი წერილობითი გადამოწმება გარანტიის გამცემთან და სხვა. აღნიშნული ხელშეკრულებით დადგენილი პირობების თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს მიერ, ქ. ქ-------–-----------------ში მდებარე შენობის დასრულების სამუშაოების სახელწიფო შესყიდვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება, მიწოდების საერთო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის თანახმად, შეადგენდა 1 920 000 ლარს. ხელშეკრულების შესაბამისად მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით ნაკისრი მომსახურება განეხორციელებინა ეტაპობრივად, 2013 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში, შპს „ნ---------------–--ი“ ვალდებულებას კისრულობდა, ხელშეკრულებებში მითითებულ ვადებში დაესრულებინა ქ. ქ-------–-----------------ში მდებარე ობიექტის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, შემდგომში დევნილი მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით. ხელშეკრულებაში რამდენჯერმე იქნა შეტანილი ცვლილება 2013 წლის 18 ნოემბრის N-------/1, 2014 წლის 30 აპრილის N-------/2, 2014 წლის 31 ოქტომბრის N-------/03 და 2014 წლის 12 ნოემბრის N-------/4 შეთანხმებებით. ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების თანახმად სარემონტო სამუშაოების შესრულების ბოლო ვადად განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბერი. ხელშეკრულებების თანახმად, გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების მთლიანი ან ნაწილობრივი ღირებულებების ნაწილის წინსწრებით გადახდა შპს „ნ---------------–--ისათვის“ მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გარანტიების წარდგენის შემთხვევაში. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო. შპს „ნ---------------–--ის“ მო----თვის საფუძველზე, რომელმაც წარმოადგინა საბანკო გარანტიები, ს----------ომ, მას წინსწრებით გადაუხადა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხა სრულად, ნაწილ-ნაწილ ე.ი. თავდაპირველად მას ჩაერიცხა ავანსად თანხა და მის ნახევარ თანხაზე დაევალა საბანკო გარანტიის წარმოდგენა, ვინაიდან კომპანია თეთრ სიაში იყო. შემდგომ წარმოადგინა შესრულებული სამუშაოების აქტი და მასში მითითებული თანხის შესაბამისად ჩაერიცხა თანხა. ამის შემდეგ დამატებით შეთანხმებაში გათვალისწინებული იქნა, რომ თუ წარმოადგენდა საბანკო გარანტიებს წარმოდგენილი საბანკო გარანტიის 100% თანხა ჩაერიცხებოდა. კომპანიამ წარმოადგინა საბანკო გარანტიები და საბოლოოდ მისთვის სრულად იქნა გადარიცხული 1 920 000 ლარი. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული სამშენებლო კომპანიის მიერ ჯეროვნად არ სრულდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც არაერთგზის დადასტურდა შემსყიდველის მიერ განხორციელებული ინსპექტირების საფუძველზე, ს----------ომ მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების მე-15 მუხლის 15.3 პუნქტის საფუძველზე, შეეწყვიტა ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიასთან ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დადგენილი სანქციების მოთხოვნით, წერილობით აცნობა მხარეს. მოწმის განმარტებით, შპს „ნ---------------–--ი“-ს მიერ 2013-2014 წლების პერიოდში შესრულებული იქნა გარკვეული სამუშაოები. ბ--------- ბ----------ის 2015 წლის 13 მარტის N------------- მოხსენებითი ბარათის თანახმად ს----------ოში წარმოდგენილი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებისა და ფორმა N2 მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1 213 401 ლარი. აღნიშნული შესრულებული სამუშაოების პროპორციულად მცირდებოდა საბანკო გარანტია და საბოლოოდ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ საავანსო საბანკო გარანტიის საშუალებით სს „საქართველოს ბანკის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებულმა თანხამ შეადგინა 526 489.76 ლარი. ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დროს ჩატარებული იქნა შესრულებული სამუშაოების ღირებულებების და მოცულობის დასადგენად ექსპერტიზა. სსიპ „ლ----------------–--------------–----------------------------–--------ოს“ მიერ წარმოდგენილ იქნა საინჟინრო ექსპერტიზის N--------- დასკვნა. სსიპ ლ----------------–--------------–----------------------------–--------ოს შეფასებით, ქ. ქ-------–---------------- მდებარე შენობის საცხოვრებელ ბინებად გადაკეთების შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებამ ნაცვლად 1 213 401 ლარისა შეადგინა 455 729.80 ლარი, აღნიშნულის გათვალისწინებით შპს „ნ---------------–--ის“ მიერ ავანსის სახით გადარიცხული თანხიდან მოსაბრუნებელმა თანხამ შეადგინა 937 780.44 ლარი. მოწმის განმარტებით იმ შემთხვევაში თუ შპს „ნ---------------–--ი“ წარმოადგენდა რეალურ ანუ 455 729 80 ლარზე შესრულებულ სამუშაოების აქტებს მაშინ მას მოუწევდა საავანსო საბანკო გარანტიის უფრო მეტ თანხაზე წარმოდგენა. ხელშეკრულების დადების დროს შპს „ნ---------------–--ის“ მიერ წარდგენილი იქნა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია 23.08.2013 წლის N-------------, 76 800 ლარზე და აღნიშნულის ვადის გასვლის შემდეგ ასევე წარმოდგენილი იქნა საბანკო გარანტია 2014 წლის 27 მაისის, N------- 76 800 ლარზე, რომლის მოქმედების ვადა იყო 2014 წლის 06 დეკემბრამდე. 2014 წლის 31 ოქტომბერს დადებული იქნა N-------/3 შეთანხმება რომლითაც ცვლილებები შევიდა N------- ხელშეკრულებაში. მათ შორის შეცვლილი იქნა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და განისაზღვრა 2015 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იქნა 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. ასევე აღნიშნული შეთანხმებით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა ყოფილიყო 30 კალენდარული დღით მეტი ვიდრე სამუშაოების დასრულების ვადა ე.ი. უნდა წარმოედგინა კომპანიას ვადაგაგრძელებული საბანკო გარანტია. მიუხედავად ამისა შპს „ნ---------------–--მა“ არ წარადგინა გახანგრძლივებული ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, საბოლოოდ შპს „ნ---------------–--თან“ ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის მის მიერ ბოლოს წარმოდგენილი N------- საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა იყო უკვე გასული და ამის გამო ს------------- მიერ ვერ მოხდა 76 800 ლარის მოთხოვნა და ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოწმის განმარტებით, ს------------- მხრიდან ინსპექტირება ევალებოდა ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს, უშუალოდ დოკუმენტებზე, მიღება-ჩაბარების აქტებსა და ფორმა N2-ებზე ხელს აწერდა რ---- ს-----ე. ამ უკანასკნელს დებულების მიხედვით ევალებოდა შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი, კერძოდ, თუ რამდენად შეესაბამებოდა წარდგენილ დოკუმენტს შესრულებული სამუშაო. მოწმემ დაადასტურა, რომ იმ პერიოდისათვის არსებული ყველა ობიექტი ინსპექტირებისათვის ებარა მხოლოდ რ---- ს-----ეს, ასევე დაადასტურა რ.ს-----ის წერილის საფუძველზე შპს „ნ---------------–--ის“ დაჯარიმების ფაქტი შეუსრულებელი სამუშაოების გამო.

 

მოწმე ბ--------- ბ----------ის ჩვენებით, იგი მუშაობს ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს საფინანსო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე 2014 წლის 2 სექტემბრიდან. აღნიშნულ დეპარტამენტში შედის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო, საბუღალტრო-სააღრიცხვო სამმართველო და საფინანსო საბიუჯეტო სამმართველო. მის მოვალეობაში შედის აღნიშნული სამმართველოების კოორდინირება და მართვა. სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს ძირითადად ევალება შესყიდვების ტექნიკური უზრუნველყოფა და ხელშეკრულების გაფორმება. საბუღალტრო-სააღრიცხვო სამმართველოს ევალება თანხების გადარიცხვები ხელშეკრულებების შესაბამისად. საფინანსო საბიუჯეტო სამმართველოს ევალება ს------------- ბიუჯეტის შედგენა. 2013 წლის 29 აგვისტოს ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს წარმომადგენელსა და სამშენებლო კომპანია შპს ,,ნ---------------–--ის“ წარმომადგენელს შორის „სახელმწიფოს შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში“ გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების საფუძველზე, დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N------- ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულება ხელმოწერის შემდეგ დაეწერა მთავარ ბუღალტერს ნ--- კ------ეს ელექტრონულად და მას ევალებოდა სამუშაოების შესრულების კონტროლი, რაც გულისხმობდა ფორმა N2-ების შესაბამისად ანგარიშსწორების წარმოებას, ასევე შპს „ნ---------------–--ის“ მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საბანკო გარანტიების გამოთხოვა გარანტორისაგან. აღნიშნული ხელშეკრულების პირობების თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს მიერ ქ. ქ-------–-----------------ში მდებარე შენობის დასრულების სამუშაოების სახელწიფო შესყიდვა, სამუშაოების ღირებულება კი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის თანახმად, შეადგენდა 1 920 000 ლარს. ხელშეკრულების შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით ნაკისრი მომსახურება განეხორციელებინა ეტაპობრივად, 2013 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში, შპს „ნ---------------–--ი“ ვალდებულებას კისრულობდა, ხელშეკრულებებში მითითებულ ვადებში დაესრულებინა ქ. ქ-------–-----------------ში მდებარე ობიექტის სარემონტო–სარეაბილიტაციო სამუშაოები, შემდგომში დევნილი მოსახლეობისათვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით. ხელშეკრულებაში ოთხჯერ იქნა შეტანილი ცვლილება 2013 წლის 18 ნოემბრის N-------/1, 2014 წლის 30 აპრილის N-------/2, 2014 წლის 31 ოქტომბრის N-------/03 და 2014 წლის 12 ნოემბრის N-------/4 შეთანხმებებით. ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების თანახმად, სარემონტო სამუშაოების შესრულების ბოლო ვადად განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბერი. ხელშეკრულებების თანახმად, გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების მთლიანი ან ნაწილობრივი ღირებულებების ნაწილის წინსწრებით გადახდა შპს „ნ---------------–--ისათვის“ – მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გარანტიების წარმოდგენის შემთხვევაში. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო. შპს „ნ---------------–--ის“ მო----თვის საფუძველზე, რომელმაც წარადგინა საბანკო გარანტიები, ს----------ომ მას წინსწრებით გადაუხადა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხა სრულად, ნაწილ-ნაწილ ანუ თავდაპირველად მას ჩაერიცხა ავანსად თანხა და მას ნახევარ თანხაზე დაევალა საბანკო გარანტიის წარმოდგენა, ვინაიდან „თეთრ სიაში“ იყო. შემდგომ წარადგინა შესრულებული სამუშაოების აქტი და მასში მითითებული თანხის შესაბამისად ჩაერიცხა თანხა. კომპანიამ წარმოადგინა საბანკო გარანტიები და საბოლოოდ, მისთვის სრულად იქნა გადარიცხული 1 920 000 ლარი. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული სამშენებლო კომპანიის მიერ ჯეროვნად არ სრულდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც არაერთგზის დადასტურდა შემსყიდველის მიერ განხორციელებული ინსპექტირების საფუძველზე, 2015 წლის იანვრის დასაწყისში ს----------ომ მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დადგენილი სანქციების მოთხოვნით და წერილობით აცნობა მხარეს. შპს „ნ---------------–--ის“ მიერ 2013-2014 წლების პერიოდში შესრულებული იქნა გარკვეული სამუშაოები და წარმოდგენილი იქნა ფორმა N2-ები. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ფორმა N2-ების შესაბამისად შეადგინა მოხსენებითი ბარათი, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა - 1 213 401 ლარი, აღნიშნული შესრულებული სამუშაოების პროპორციულად მცირდებოდა საბანკო გარანტია და საბოლოოდ, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ საავანსო საბანკო გარანტიის საშუალებით სს „საქართველოს ბანკის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებულმა თანხამ შეადგინა 526 489.76 ლარი. ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დროს ჩატარებული იქნა ექსპერტიზა შესრულებული სამუშაოების ღირებულებების და მოცულობის დასადგენად. სსიპ „ლ----------------–--------------–----------------------------–--------ოს“ მიერ წარდგენილი იქნა საინჟინრო ექსპერტიზის N--------- დასკვნა, რომლის თანახმად ქ. ქ-------–--------------- მდებარე შენობის საცხოვრებელ ბინებად გადაკეთების შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებამ ნაცვლად 1 213 401 ლარისა შეადგინა 455 729 ლარი, აღნიშნულის გათვალისწინებით შპს ,,ნ---------------–--ის“ მიერ ავანსის სახით გადარიცხული თანხიდან უკან დასაბრუნებელმა თანხამ შეადგინა 937 780.44 ლარი. მოწმის განმარტებით, ხელშეკრულების დადების დროს შპს „ნ---------------–--ის“ მიერ წარდგენილი იქნა 23.08.2013 წლის ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია N------------- 76 800 ლარზე და აღნიშნულის ვადის გასვლის შემდეგ ასევე წარდგენილი იქნა 2014 წლის 27 მაისის საბანკო გარანტია N------- 76 800 ლარზე, რომლის მოქმედების ვადა იყო 2014 წლის 6 დეკემბრამდე. 2014 წლის 31 ოქტომბერს დადებული იქნა N-------/3 შეთანხმება, რომლითაც ცვლილებები შევიდა N------- ხელშეკრულებაში. მათ შორის შეცვლილი იქნა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და განისაზღვრა 2015 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი, ხოლო ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა ყოფილიყო 30 კალენდარული დღით მეტი ვიდრე სამუშაოების დასრულების ვადა ანუ კომპანიას უნდა წარმოედგინა ვადაგაგრძელებული საბანკო გარანტია შეთანხმების დადებიდან 20 დღეში. მოწმის განმარტებით, მას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენჯერმე ჰქონდა საუბარი შპს „ნ---------------–--ის“ ფინანსურ დირექტორ ხ------- გ------–-–---–თან, რომ საბანკო გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, კომპანიას ეკისრებოდა ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით. მოწმემ განმარტა, რომ ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის კომპანიას დაერიცხა ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით. შპს „ნ---------------–--მა“ 2014 წლის 8 დეკემბერს ს----------ოში წარმოადგინა შესრულებული სამუშაოს აქტი 66 866.19 ლარზე, მაგრამ აღნიშნულ დოკუმენტაციაზე არ იქნა ხელი მოწერილი ს------------- მიერ, ვინაიდან შეთანხმებით კომპანიას დარჩენილ სამუშაოებზე უნდა წარედგინა ერთიანი მიღება-ჩაბარების აქტი და არა ნაწილ-ნაწილ. მოწმის ჩვენებით, ს------------- მხრიდან ობიექტებზე ინსპექტირებას ახორციელებდა ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური, რომლის თანამშრომელსაც ევალებოდა შესრულებული სამუშაოების მოცულობების კონტროლი და წარმოდგენილ ფორმა N2-ებში მითითებული შესრულებული სამუშაოების შედარება რეალურ, ფაქტობრივ მდგო----ეობასთან. მოწმემ დაადასტურა, რომ ზ/აღნიშნულ ობიექტზე ექპსერტიზის დასკვნით დადგენილი შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება ბევრად ნაკლები იყო ფორმა N2-ებში დაფიქსირებულ მონაცემებზე, რის გამოც ს----------ომ განიცადა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, რაც მიუხედავად სამოქალაქო დავის დასრულებისა, დღემდე არაა ანაზღაურებული.

 

მოწმე მ----- მ----ას ჩვენებით, იგი მუშაობს ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს ს----–-–------–------------------------–-----------------–---–----ის თანამდებობაზე. აღნიშნული სამმართველო შედის საფინანსო დეპარტამენტში, რომლის უფროსიც არის ბ--------- ბ----------ი. უშუალოდ მოწმის მოვალეობაში შედის ელექტრონული ტენდერების გამოცხადება, სატენდერო პროცედურების წარმართვა, ასევე კონკურსების გამოცხადება, შესაბამისი ხელშეკრულებების და შეთანხმებების პროექტების მომზადება. ქ. ქ-------–-------------------ში არსებული შენობის დასრულების სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება დაევალა მას. მოწმის განმარტებით, ხსენებულ ტენდერში გაიმარჯვა შპს „ნ---------------–--მა“, რომელთანაც გაფორმებული იქნა N------- ხელშეკრულება. ხელშეკრულება შედგა მისი უშუალო უფროსის გ---------------–-–---–ის მიერ, ხოლო ხელი მოაწერეს შპს-ს მხრიდან დირექტორმა გ------- მ-----–-–---–მა, ხოლო ს------------- მხრიდან - მინისტრმა ან მისმა მოადგილემ. ხელშეკრულებაში დეტალურად იქნა გაწერილი მხარეთა უფლება-მოვალეობანი და ხელმოწერის შემდეგ აღნიშნული ხელშეკრულება დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის რეზოლუციებით დაეწერა აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს მთავარ ბუღალტერს ნ--- კ------ეს. მოწმის განმარტებით, მის მიერ იქნა მომზადებული ხელშეკრულებაზე დამატებითი შეთანხმებების პროექტებიც, რითაც გაგრძელებული იქნა ხელშეკრულებისა და სამუშაოების შესრულების ვადები, ასევე იქნა შეტანილი სხვა ცვლილებები. მოწმის ჩვენებით, ხსენებული ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა გ------–---------------------------------------------–---ის დეპარტამენტის უფროსის ი-----–- დ--------იას მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. მოწმემ განმარტა, რომ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება ევალებოდა ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს და უშუალოდ ამ სამმართველოს მთავარ სპეციალისტ რ---- ს-----ეს, რომელიც მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირად მითითებული იყო უმრავლეს შემთხვევებში.

 

მოწმე მ--- ლ-–----ის ჩვენებით, იგი 2009 წლიდან 2014 წლის ბოლომდე მუშაობდა შპს „ნ---------------–--ში“ ტექნიკური განყოფილების მენეჯერის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედიოდა სხვა თანამშრომლებთან ერთად მომავალი სამშენებლო და სარემონტო პროექტების განხილვა, პროექტების მიხედვით ხარჯთაღრიცხვის შედგენა, შესრულებული სამუშაოს აქტების - ფორმა N2-ების შედგენა სამუშაოთა მწარმოებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და მათი დირექტორისათვის წარდგენა. ფორმა N2-ის შედგენის პროცედურა იყო შემდეგი: მოწმე უკავშირდებოდა სამუშაოების მწარმოებელს, რომელიც უშუალოდ ობიექტიდან ტელეფონის საშუალებით აწვდიდა მას ინფორმაციას, თუ რა ტიპის და ოდენობის სამუშაოები იქნა შესრულებული კონკრეტულ ობიექტზე. სამუშაოთა მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგებოდა ფორმა N2, რომელშიც სამუშაოთა ფასები ეთითებოდა ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. ამ პროცედურით შედგენილ ფორმა N2 შემდეგში წარედგინებოდა საწარმოს დირექტორს, რის შემდეგაც იგი იბეჭდებოდა დირექტორის მიერ და შემდგომ უკვე ხელს აწერდა გ------- მ-----–-–---–ი. აღნიშნული ფორმა N2-ები დამკვეთთან მიჰქონდა ხელმოსაწერად ან თავად დირექტორს ან მისი დავალებით, რომელიმე სხვა თანამშრომელს. მოწმემ განმარტა, რომ ქ. ქ-------–--------------აზე ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს დაკვეთით მიმდინარე სამუშაოთა მწარმოებელი იყო გ-------– გ-------ე და სწორედ მასთან ჰქონდა მოწმეს სატელეფონო კომუნიკაცია და ყველა ფორმა N2 და მასში არსებული მონაცემები მისი კარნახის საფუძველზე შეადგინა, რომლებიც შემდგომ გადასცა გ------- მ-----–-–---–ს, რომელმაც თვითონ გაიარა ხსენებული ფორმა N2-ები და ხელმოწერილი სახით წარადგინა დამკვეთთან.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე გ-------– გ-------ის ჩვენების თანახმად, მისი შორეული ნათესავია ჟანა ლაღაძე, რომელიც არის შპს „ნ---------------–--ის“ დირექტორის გ------- მ-----–-–---–ის მეუღლე. 2013 წელს მას ჟანა ლაღაძის მეშვეობით დაუკავშირდა გ------- მ-----–-–---–ი და შესთავაზა საქმის მწარმოებლად მუშაობა (მისივე ბრიგადასთან ერთად), ვინაიდან საწარმოს სახელით მოგებული ჰქონდა ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს მიერ გამოცხადებული ტენდერი ქ. ქ-------–--------------აზე ლ-----–---–თა საცხოვრებელი სახლის გადაკეთების სამშენებლო სარემონტო სამუშაოებზე. მოწმის ჩვენებით, იგი დათანხმდა შეთავაზებას. დაიწყეს მუშაობა, თუმცა სამუშაოები მიმდინარეობდა შეფერხებით, ვინაიდან საჭირო თანხები არ მოდიოდა კომპანიისგან. კომპანია აგვიანებდა როგორც სამშენებლო მასალების შესყიდვას და ობიექტზე მიტანას, ასევე ხელფასების დარიგებას მუშებისათვის, ამის გამო მშენებლობის პროცესი გაიწელა და ხელშეკრულების ვადებში ვერ დასრულდა სამუშაოები, რის გამოც რამდენჯერმე გაგრძელდა ხელშეკრულების ვადა, მიუხედავად ამისა, საწარმომ სამშენებლო სამუშაოები მაინც ვერ დაასრულა, რის გამოც მასალების შესყიდვა და ხელფასების გადახდა აგვიანებდა. მოწმის ჩვენებით, სამუშაოების პროცესში შედგენილი იქნა 4 ფორმა N2, რომელთა მონაცემებიც მან გადასცა მ--- ლ-–----ეს. მ--- ლ-–----ე ადგენდა ფორმა N2-ებს და შემდეგ ხელს აწერდა გ------- მ-----–-–---–ი. მოწმის ჩვენებით, მას ხშირი ურთიერთობა ჰქონდა გ------- მ-----–-–---–თან, ვინაიდან იგი ობიექტზე სისტემატურად დადიოდა და დეტალურად ეცნობოდა ყველა სამუშაოს, შესაბამისად, მუდმივად საქმის კურსში იყო ობიექტზე არსებული მდგო----ეობის და მიმდინარე სამუშაოების შესახებ. გ-------– გ-------ის ჩვენებით, იგი სამუშაოების მონაცემებს და მოცულობებს ტელეფონის საშუალებით გადასცემდა მ--- ლ-–----ეს, რომელიც ადგენდა ფორმა N2-ებს. დამკვეთის, ლ-----–---–---------------ოს მხრიდან ზედამხედველი იყო რ---- ს-----ე, რომელიც ყოველკვირეულად ჩადიოდა ქ-------–--------------აზე მიმდინარე სამუშაოების ინსპექტირებისათვის. ინსპექტირების დროს რ---- ს-----ე დეტალურად ნახულობდა და აღწერდა იმ სამუშაოებს, რაც შპს „ნ---------------–--ის“ მიერ იქნა შესრულებული და იგი სრულად იყო საქმის კურსში შესრულებული სამუშაოების შესახებ. მოწმის ჩვენებით, რ---- ს-----ეს ადგილზე სამუშაოების დათვალიერებისას, როცა საჭირო იყო, თან ჰქონდა ლაზერული მანძილმზომი, რითაც შესრულებული სამუშაოების მოცულობებს ზომავდა და ამოწმებდა. გ-------– გ-------ის ჩვენებით, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, ქ-------–--------------აზე მისული იყო „-–-------------–--------–-----------------–----------------------------–-----------“ ექსპერტი პ----- გ-----ე, რომელმაც მისი თანდასწრებით დეტალურად აზომა შესრულებული სამუშაოები და მიღებული მონაცემები ჩაინიშნა. გამოძიების დროს დაკითხვისას მოწმეს გამომძიებლის მიერ წარედგინა N---------- ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქ. ქ-------–--------------აზე მდებარე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 455 729.74 ლარს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ გაეცნო ექსპერტიზის დასკვნას და მასზე დანართად ექსპერტის მიერ შედგენილ შესრულებული სამუშაოების აქტებს და მიაჩნია, რომ ექსპერტის მიერ დაფიქსირებული შესრულებული სამუშაოების ღირებულება 455 729.74 ლარი არის რეალური და მართლაც ამ მოცულობის და ღირებულების სამუშაოები იქნა შესრულებული ადგილზე. ნაცვლად რეალურად შესრულებული სამუშაოების მოცულობისა, რატომ იქნა კომპანიის მიერ წარდგენილი 1 213 401 ლარის ღირებულების ფორმა N2-ები, მოწმისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, მან დანამდვილებით იცის, რომ რ---- ს-----ეც და გ------- მ-----–-–---–იც ხშირად ჩადიოდნენ ობიექტზე და დეტალურად ნახულობდნენ შესრულებულ სამუშაოებს და აღწერდნენ, აქედან გამომდინარე, მათ იცოდნენ რეალურად შესრულებული სამუშაოების მოცულობები და ღირებულებები და რატომ მოაწერეს მათ არარეალური 1 213 401 ლარის ღირებულების ფორმა N2-ებზე ხელი, მოწმისათვის უცნობია. რაც შეეხება ა-–---------- ლ-–----ეს, იგი გ------- მ-----–-–---–თან შედარებით იშვიათად ჩადიოდა სამშენებლო ობიექტზე ქუთაისში. მოწმის ჩვენებით, ქ-------–--------------აზე მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებული მუშების ანაზღაურება - დაახლოებით 80 000 ლარი და ასევე სამშენებლო მასალების ღირებულება - დაახლოებით 65 000 ლარი დღესაც არ აქვს ანაზღაურებული შპს „ნ---------------–--ს“.

 

მოწმე კ------------- კ-----ის ჩვენებით, იგი 2013 წლის სექტემბრიდან მუშაობდა ქ. ქ-------–--------------აზე ლ-----–---–თა საცხოვრებელი სახლის გადაკეთების სამშენებლო სარემონტო სამუშაოებზე, რომელსაც აწარმოებდა შპს „ნ---------------–--ი“. მოწმე მუშაობდა საწყობის გამგის თანამდებობაზე და ევალებოდა სამშენებლო ობიექტზე არსებული საწყობისა და მასში დაცული მასალების განკარგვა. სამშენებლო სამუშაოების დამკვეთი იყო ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------რო. მშენებლობა მიმდინარეობდა შეფერხებებით, ვინაიდან მათი ხელფასები მუდმივად აგვიანებდა, ასევე ხშირად სამშენებლო მასალების შესყიდვა საწარმოს მიერ არ ხდებოდა დროულად. საწარმოს დირექტორის - გ------- მ-----–-–---–ის განმარტებით იყო მიზეზი ის, რომ არ ჰქონდათ საკმარისი თანხები სამუშაოების გასაგრძელებლად. მოწმის განმარტებით, გ------- მ-----–-–---–ი ხშირად დადიოდა ქუთაისში სამშენებლო ობიექტზე და დეტალურად აკონტროლებდა მშენებლობის მიმდინარეობას. ასევე მას სამუშაოების შესახებ საქმის კურსში აყენებდა სამუშაოების მწარმოებელი გ-------– გ-------ე. ობიექტზე ჩადიოდა ლ-----–---–---------------ოს ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელი რ---- ს-----ე, რომელიც ამოწმებდა მიმდინარე სამუშაოებს, აკვირდებოდა მშენებლობას, ახდენდა აზომვას და ინიშნავდა ინფორმაციას. მოწმის ჩვენებით, ვინაიდან ვერ იღებდა ანაზღაურებას, შეწყვიტა მუშაობა და დაბრუნდა თბილისში.

 

მოწმე მ--–---- ბ-------ის ჩვენებით, 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის სექტემბრამდე მუშაობდა შპს „ნ---------------–--ში“ ეკონომიკური და მატერიალური უსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობაზე. საწარმოს დირექტორი იყო გ------- მ-----–-–---–ი, ხოლო დამფუძნებელი ა-–---- ლ-–----ე. მოწმის უშუალო მოვალეობაში შედიოდა საწყობების კონტროლი, პროდუქციის ხარჯვის მონიტორინგი და ურთიერთობა თანამშრომლებთან. მოწმის განმარტებით, შპს „ნ---------------–--ში“ აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს ობიექტზე, მდებარე: ქ. ქ-------–--------------აზე. სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე უშუალოდ ხელმძღვანელობდა გ-------– გ-------ე, ობიექტზე პერიოდულად ჩადიოდა საწარმოს დირექტორი გ------- მ-----–-–---–ი და ს------------- წარმომადგენელი შავი ფერის ა/მანქანა „ტუქსონით“, რომელიც ამოწმებდა ორგანიზაციის მიერ წარდგენილ ფორმა N2-ებს.

 

მოწმე თ------- ლ-–----ის ჩვენებით, იგი დაფუძნების დღიდან მუშაობდა შპს „ნ---------------–--ში“ ადმინისტრაციის მენეჯერის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედიოდა საბანკო გადარიცხვების განხორციელება ასევე ბანკიდან თანხების გამოტანა და შეტანა. მის მიერ თანხების გადარიცხვა ხორციელდებოდა ძირითადად ელექტრონული ბანკინგის საშუალებით. გადარიცხვას ახორციელებდა სიის შესაბამისად, რომელსაც აძლევდა ფინანსური მენეჯერი. აღნიშნულ სიაში მითითებული იყო მეწარმეების დასახელებები, ვისთვისაც უნდა გადაერიცხა თანხები და ასევე მითითებული იყო თანხების ოდენობები. აღნიშნული სია დგებოდა საწარმოს დირექტორის გ------- მ-----–-–---–ის და საწარმოს დამფუძნებლის ა-–---------- ლ-–----ის მიერ საწარმოს სხვადასხვა თანამშრომლებთან კონსულტაციის გზით. მოწმემ დაადასტურა, რომ მას გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას წარედგინა შპს „ნ---------------–--ის“ საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები. აღნიშნულ ამონაწერებთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ მათში დაფიქსირებული გადარიცხვები მათ შორის 2014 წლის 1 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, განხორციელებულია უშუალოდ მის მიერ საწარმოს ფინასური მენეჯერის ხ------- გ------–-–---–ის მიერ შედგენილი სიის შესაბამისად.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა პ----- გ-----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული საინჟინრო ექსპერტიზის N--------- დასკვნის სისწორე, კერძოდ:

 

წარმოდგენილი ქ. ქ-------–------ას ქუჩაზე მდებარე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესაბამისი შესრულებული სამუშაოების აქტები - ფორმა N2-ების 2015 წლის 11 მარტის N--------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დაკორექტირების შედეგად დადგენილი იქნა:

 

სხვაობა წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებით მოცემულ ჯამურ ღირებულებას და 2015 წლის 11 მარტის N--------- ექსპერტიზის დასკვნით მოცემულ ღირებულებას შორის შეადგენს (1-------------------) 757 671.33 ლარს ნაკლებობით (იხ. დანართი N1).

 

მათ შორის:

1. 2013 წლის 05 ნოემბრით დათარიღებული შესრულებული სამუშაოების აქტისათვის ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 191095.42 ლარს. სხვაობა შესრულებული სამუშაოების აქტის ღირებულებასთან შეადგენს (324772,84 -191095.42) 133677.42 ლარს ნაკლებობით (იხ. დანართი N 2-1).

2. 2014 წლის 11 თებერვლით დათარიღებული შესრულებული სამუშაოების აქტისათვის ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 167317.05 ლარს. სხვაობა შესრულებული სამუშაოების აქტის ღირებულებასთან შეადგენს (196456,23-167317.05) 29139.18 ლარის ნაკლებობით (იხ. დანართი N 3-1).

3. 2014 წლის 16 მარტით დათარიღებული შესრულებული სამუშაოების აქტისათვის ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 35526.18 ლარს. სხვაობა შესრულებული სამუშაოების აქტის ღირებულებასთან შეადგენს (141470,34-35526.18) 105944.16 ლარს ნაკლებობით (იხ. დანართი N 4-1).

4. 2014 წლის 01 აპრილით დათარიღებული შესრულებული სამუშაოების აქტისათვის ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 6775.83 ლარს. სხვაობა შესრულებული სამუშაოების აქტის ღირებულებასთან შეადგენს (66869,62-6775.83) 60093.79 ლარს ნაკლებობით (იხ. დანართი N 5-1).

5. 2014 წლის 01 მაისით დათარიღებული შესრულებული სამუშაოების აქტისათვის ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 30776.29 ლარს. სხვაობა შესრულებული სამუშაოების აქტის ღირებულებასთან შეადგენს (170056.08-30776.29) 139279.79 ლარს ნაკლებობით (იხ. დანართი N 6-1).

6. 2014 წლის 16 მაისით დათარიღებული შესრულებული სამუშაოების აქტისათვის ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 19290.31 ლარს. სხვაობა შესრულებული სამუშაოების აქტის ღირებულებასთან შეადგენს (114392.32-19290.31) 95102.01 ლარს ნაკლებობით ლარს (იხ. დანართი N 7-1).

7. 2014 წლის 29 მაისით დათარიღებული შესრულებული სამუშაოების აქტისათვის ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 4948.66 ლარს. სხვაობა შესრულებული სამუშაოების აქტის ღირებულებასთან შეადგენს (199383.65-4948.66) 194434.99 ლარს ნაკლებობით (იხ. დანართი N 8-1).

დამატებით წარმოდგენილი, მხოლოდ შემსრულებლის წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, 2014 წლის 08 დეკემბრის დათარიღებული შესრულებული სამუშაოების აქტისათვის ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 0,0 ლარს. სხვაობა შესრულებული სამუშაოების აქტის ღირებულებასთან შეადგენს (66866,19-0,00) 66866,19 ლარს ნაკლებობით.

 

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ 2015 წლის 29 იანვარს მას შესასრულებლად დაეწერა ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს მიერ დანიშნული ექსპერტიზა ქ. ქ-------–--------------------ში, ყოფილი „-----“ შენობის საცხოვრებელ ბინებად გადაკეთების სამუშაოებზე შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების მოცულობების და ღირებულებების დადგენა ასევე მოგვიანებით გამომძიებლის დადგენილება. ობიექტზე შესრულებული იყო თავდაპირველი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი. წარმოდგენილი სამუშაოების შესაბამისი მთლიანი ხარჯთაღრიცხვა შეადგენდა 1 920 000 ლარს. მას დაევალა წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვიდან გამოეყო უკვე შესრულებული სამუშაოები და შესასრულებელი სამუშაოები. მის მიერ მოხდა ადგილზე შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების დათვალიერება, აზომვა, დასურათება და შემდგომში მის მიერ დათვლილი იქნა შესრულებული სამუშაოების მოცულობები და ღირებულებები. დათვლების შედეგად დადგენილი იქნა, რომ შპს „ნ---------------–--ის“ მიერ ადგილზე იმ მომენტისათვის შესრულებული იყო 455 729.80 ლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო სამუშაოების სრულად დასასრულებლად შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 1 469 211,88 ლარს. მოწმის განმარტებით, მის მიერ სრულად მოხდა შესრულებული სამუშაოების დათვლა ისე, რომ მისი არცერთი ნაწილი არ ყოფილა გამოტოვებული, ასევე გათვალისწინებული იქნა ფარული სამუშაოები, როგორც ტექნოლოგიურად აუცილებელი, ანუ ჩათვლილი იქნა, რომ ხილული სამუშაოების შესაბამისი ყველა ფარული სამუშაო იქნა შესრულებული, ამასთან ჩათვლილი იქნა ყველა ფარული სამუშაო, რომელიც კი შესაძლოა შეესრულებინა საწარმოს. მოწმის ჩვენებით, იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც სამუშაოების მცირე ნაწილი იყო შესრულებული არასათანადოდ და ამ სახით შეუძლებელი იყო მათი ჩათვლა, შესაბამისად, მოხდა აღნიშნული სამუშაოების ამოღება შესრულებული სამუშაოების სიიდან, ვინიდან ისინი თავიდან შესრულებას მოითხოვენ იმდენად არასათანადოდ და უხარისხოდ იყო შესრულებული. შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების ფასების გაანგარიშებისას სრულად გამოყენებული იქნა თავდაპირველ ხარჯთაღრიცხვაში მითითებული ფასები, აქედან გამომდინარე საწარმოს მიერ წარმოდგენილ ფორმა N2-ებში და შემდგომ მის მიერ შედგენილ შესრულებული სამუშაოების აქტს შორის სხვაობები იყო მოცულობებში, რ---ც განაპირობა სხვაობა შესრულებული სამუშაოების საბოლოო ღირებულებაში. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და ნამდვილობა და განაცხადა, რომ მთლიანი სახარჯთაღრიცხვო ღირებულებიდან 1 920 000 ლარიდან საწარმოს მიერ ადგილზე სათანადოდ შესრულებული იყო მხოლოდ 455 729,80 ლარის ღირებულების სამუშაოები.

 

N--------- დასკვნით დგინდება, რომ ქ-------–--------------- ყოფილი „-----“ შენობის საცხოვრებელ ბინებად გადაკეთების შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 455 729.80 ლარი, ხოლო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გათვალისწინებით შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1 469 211.88 ლარი.

 

N--------- დასკვნით დგინდება, რომ ქ-------–--------------- ყოფილი „-----“ შენობის საცხოვრებელ ბინებად გადაკეთების შესრულებული სამუშაოების აქტებით - ფორმა N2 ების და 2015 წლის 11 მარტის N--------- დასკვნით მოცემულ ღირებულებას შორის შეადგენს (1 213 401.08 – 455 729.75) 757 671.33 ლარს.

 

ბრალდებულ რ---- ს-----ის ჩვენებით, 2011-2014 წლებში მუშაობდა ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოში სპეციალისტის თანამდებობაზე. დებულების თანახმად, იგი ვალდებული იყო განეხორციელებინა ობიექტებში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა კანონით დადგენილი წესით, ასევე კომპეტენციის ფარგლებში სამშენებლო და სარეაბილიტაციო ობიექტებში მიმდინარე სამუშაოთა შესრულების ხარისხის კონტროლი და ანალიზი, აგრეთვე ობიექტზე არსებული შესასრულებელი სამუშაოების სახეობების, მოცულობისა და ხარისხის დეტალური დათვალიერება-აღწერა. ბრალდებულის ჩვენებით, 2013 წლის 29 აგვისტოს ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როსა და შპს ,,ნ---------------–--ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (N--------------) ხელშეკრულება ქ.ქ-------–--------------აზე მდებარე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულებად განისაზღვრა 1 920 000 ლარი. ბრალდებულის განმარტებით, იმ დროისათვის ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოში მის გარდა არ იყო სხვა სპეციალისტი, შესაბამისად, მხოლოდ მას უწევდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ს------------- მრავალ ობიექტზე შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი. აღნიშნულთან ერთად, მას ასევე ევალებოდა იძულებით გადაადგილებული პირებით დასახლებულ, დაახლოებით 40 საცხოვრებელ კორპუსებში სარემონტო სამუშაოებისათვის (ლიფტი, საკანალიზაციო სისტემები და ა.შ.) ს----------ოდან გამოყოფილი თანხების მონიტორინგიც. ბრალდებულის განმარტებით, ზ/აღნიშნული სამუშაოების ჯეროვნად შესრულება მის მიერ ობიექტურად ვერ ხდებოდა, ვინაიდან ქვეყნის მასშტაბით ყველა ობიექტიდან შემოდიოდა დიდი რაოდენობით ფორმა N2-ები და არათუ თითოეული მათგანის დეტალური შემოწმება რეალურად შესრულებულ სამუშაოებთან, არამედ ყველა ობიექტზე მისვლაც კი შეუძლებელი იყო ერთი სპეციალისტისათვის. ბრალდებულმა დაადასტურა, რომ ქ. ქ-------–--------------აზე მდებარე სამშენებლო ობიექტზე დაახლოებით 4-ჯერ არის ნამყოფი, რა დროსაც მხოლოდ ზეპირი ინფორმაცია მიიღო სამუშაოს მწარმოებელი პირებისაგან და მხოლოდ ვიზუალურად დააკვირდა სამშენებლო პროცესს, ობიექტზე შესრულებული სამუშაოების სახეობების, მოცულობისა და ხარისხის დეტალური დათვალიერება-აღწერის გარეშე, ვინაიდან საამისოდ საჭირო ხელსაწყო, მათ შორის, ლაზერული საზომი მის სამსახურს არასდროს ჰქონია. მიუხედავად აღნიშნულისა, რ---- ს-----ემ ხელმოწერით დაადასტურა შპს ,,ნ---------------–--ის“ მიერ წარმოდგენილი ფორმა N2-ებისა და მიღება-ჩაბარების აქტების სისწორე, ვინაიდან ვარაუდობდა, რომ შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების მოცულობებს/ღირებულებებს შორის შესაძლო ცდომილებას დაადგენდა საბოლოოდ „ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ შესაბამისი ექსპერტიზა. ბრალდებულმა კატეგორიულად უარყო ყოველგვარი მოტივისა და განზრახვის არსებობა, რომ დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში დახმარება გაეწია შპს ,,ნ---------------–--ის“ დირექტორის გ------- მ-----–-–---–ისათვის, რომელთანაც არანაირი პირადი ურთიერთობა არ აკავშირებდა.

 

დაზარალებულის წარმომადგენლის დარეჯან გოგიბერიძის ჩვენებით, იგი მუშაობს სსიპ „ს-----------–---–-----------–----------------------------------------------------------“ იურიდიული სამსახურის იურისტის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედის შემოსული წერილების განხილვა და მათზე რეაგირება, საჯარიმო წერილების შედგენა, სასამართლო დავების წარმართვა, პროცესებში მონაწილეობა, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლი, სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების შედგენა და ა.შ. მოწმის განმარტებით, იგი არის სსიპ „ს-----------–---–-----------–----------------------------------------------------------“ წარმომადგენელი მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. 2013 წლის 12 დეკემბერს სსიპ „ს-----------–---–-----------–----------------------------------------------------------ა“ და შპს „ნ---------------–--ს“ შორის დაიდო N---------- ხელშეკრულება მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დ-------ის საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების ჩატარების შესახებ. ხელშეკრულების ღირებულება შეადგინა 1 932 172 ლარი. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2014 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 6 იანვრის ჩათვლით. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „ნ---------------–--მა“ წარადგინა და ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 96 610 ლარზე და საავანსო გადახდის საბანკო გარანტიები 386 440 ლარზე, რის სანაცვლოდაც მისთვის ჩარიცხული იქნა 772 868 ლარი. სამუშაოების საწყის ეტაპზე გამოიკვეთა საძირკვლის კონსტრუქციული ნაწილის ცვლილების აუცილებლობა, პროექტი კორექტირებული იქნა კონსტრუქციული ნაწილის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის 2014 წლის 24 დეკემბერს დადებული N-----------1 შეთანხმებით, სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით. ასევე ამ შეთანხმებით სახელშეკრულებო ღირებულება გაიზარდა 2 032 908,18 ლარამდე. ამავე შეთანხმებით, შპს „ნ---------------–--ს“ დაევალა გაზრდილი თანხის შესაბამისი საბანკო გარანტიის წარდგენა, მაგრამ აღნიშნული შპს „ნ---------------–--ს“ არ წარუდგენია. ასევე მოთხოვნილი იქნა პროექტში ცვლილებასთან დაკავშირებით დამატებითი შეთანხმების გაფორმება, მაგრამ შპს „ნ---------------–--ის“ წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ სააგენტოში დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ასევე მათ არ გააგრძელეს სამუშაოები, რის შემდეგაც მათთან შეწყდა ხელშეკრულება და გამოთხოვილი იქნა საბანკო გარანტიების თანხები, ჯამში 483 050 ლარის ოდენობით, ასევე თავად შპს „ნ---------------–--ისაგან“ მოთხოვნილი იქნა ავანსად წაღებული თანხა. ვინაიდან შპს „ნ---------------–--მა“ არ დააბრუნა ავანსად ჩარიცხული თანხა, სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. მოწმის განმარტებით, შპს „ნ---------------–--ის“ მიერ სსიპ „ს-----------–---–-----------–----------------------------------------------------------თვის“ მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 289 818.8 ლარი და დაზარალებული ითხოვს აღნიშნული ზიანის ანაზღაურებას.

 

მოწმე ს------ შ---–--ის ჩვენებით, იგი მუშაობდა სსიპ „საქართველოს მ----–----–----------------------------ის“ მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედიოდა მათი ფონდის დაკვეთით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა. 2013 წლის 27 დეკემბერს სახელმწიფო ტენდერში გამარჯვების საფუძველზე, გაფორმებული იქნა ხელშეკრულება სსიპ „საქართველოს მ----–----–----------------------------სა“ და შპს „ნ---------------–--ს“ შორის გ------------–----–------ის სოფელ ტ-----ში სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობის სამუშაოებზე. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შედგინა 1 188 990 ლარი. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2014 წლის 27 დეკემბერს. ხელშეკრულების შესაბამისად, საწარმოს წინასწარი ანგარიშსწორების სახით ჩაერიცხა 1 188 990 ლარი. შპს „ნ---------------–--მა“ სამუშაოები თავიდანვე შეფერხებებით დაიწყო და საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების სრული ღირებულება წინასწარ ჰქონდა ჩარიცხული, 2014 წლის 16 ნოემბრის მდგო----ეობით შეასრულა მხოლოდ 196 495.87 ლარის ღირებულების სამუშაოები. მოწმის განმარტებით მათ მიერ მრავალჯერ წერილობით მოითხოვეს შპს „ნ---------------–--ისაგან“, რომ გეგმა-გრაფიკს მიჰყოლოდნენ და ჩამორჩენა დაეძლიათ, მაგრამ არ სრულდებოდა და სამუშაოები მიმდინარეობდა ძალიან ნელ ტემპში. პირველი ასეთი წერილი მიწერილი იქნა ჯერ კიდევ 2014 წლის მარტის თვეში. საბოლოოდ, ვინაიდან ნათელი გახდა, რომ შპს „ნ---------------–--ი“ ვერ შეასრულებდა ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებას და სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადაც გავიდა, 2015 წლის 23 იანვარს შეწყვეტილი იქნა მათთან ხელშეკრულება. მოწმის განმარტებით, ხელშეკრულების შეწყვეტისას შედგენილი ინვენტარიზაციის აქტისა და ფორმა N2-ების შესაბამისად, შპს „ნ---------------–--მა“ 2014 წლის 16 ნოემბრის მდგო----ეობით შეასრულა მხოლოდ 196 495.87 ლარის ღირებულების სამუშაოები. მოწმემ დაადასტურა, რომ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში მათ მიერ შედგენილი იქნა ფარული სამუშაოების აქტები, რომელშიც დაფიქსირდა ფარული სამუშაოებიც, კერძოდ, მის მიერ მოხდა აღნიშნული სამუშაოების აზომვა და დათვალიერება, სანამ ისინი დაიფარებოდა. ობიექტზე იმ დროისთვის ჩატარებული იყო შემდეგი სამუშაოები: ძველი შენობის დემონტაჟი, ნარჩენების გატანა, მიწის სამუშაოების შესრულება, რკინა ბეტონის საძირკვლებისა და იატაკის ფილის მოწყობა, სარდაფის კედლების მოწყობა, რკინა ბეტონის გადახურვის ფილის, რიგელებისა და კოლონების მოწყობა. მოწმემ განმარტა, რომ გამოთხოვილი იქნა საბანკო გარანტია 594 500 ლარის ოდენობით. მოწმემ დაადასტურა, რომ საწარმოს მიერ შესრულებული სამუშაოები შეადგენს 196 495.87 ლარს ანუ საბოლოოდ ძირი თანხა, რომლიც შპს „ნ---------------–--ს“ ფონდისთვის აქვს დასაბრუნებელი შეადგენს 397 994.13 ლარს. მოწმის ჩვენებით, შპს „ნ---------------–--ს“ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, არ ჰქონდა უფლება წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხები გამოეყენებინა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების გარდა სხვა რაიმე მიზნით.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულის (სსიპ „საქართველოს მ----–----–----------------------------ი“) წარმომადგენელმა პ---–------- მ------ამ. მან დაადასტურა, რომ 2013 წლის 27 დეკემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, რეალურად შპს „ნ---------------–--ის“ მიერ გ------------–----–------ის სოფელ ტ-----ში სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობის შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 196 495.87 ლარი, ავანსის სახით კომპანიისათვის ჩარიცხული თანხა იყო 1 188 990 ლარი და ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ უკან გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხამ შეადგინა 594 500 ლარი, აღნიშნულის გათვალისწინებით შპს „ნ---------------–--ის“ მიერ ფონდისთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 397 994.13 ლარი, რომელიც დღემდე არ არის ანაზღაურებული.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ---- მ--------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული საინჟინრო ექსპერტიზის N--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

ს.ს.ი.პ. საქართველოს მ----–----–----------------------------ის დაკვეთით შ.პ.ს. „ნ---------------–--ის“ მიერ გ------------–----–------ის სოფელ ტ-----ში სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობის შესრულებული სამუშაოების ფორმა N2-ებში დაფიქსირებული მოცულობები რიგ შემთხვევებში არ შეესაბამება ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოების მოცულობებს, რა დროსაც შესრულებული სამუშაოების ღირებულება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების და სახელშეკრულებო ხარჯთაღრიცხვაში დაფიქსირებული ერთეული ღირებულებების გათვალისწინებით შეადგენს 196 495,87 ლარს, ნაცვლად წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოს აქტში (ფორმა N2) დაფიქსირებული 203 703,45 ლარისა. სხვაობა ნაკლებობით შეადგენს 7 207,60 ლარს.

 

დაზარალებულის წარმომადგენლის ნ------- ფ--–------–---–ის ჩვენებით, რომ 2012-2018 წლებში მუშაობდა სსიპ „-–-------------–--------–-----------------–----------------------------–-----------“ დაგეგმვისა და შესყიდვების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედის სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით თანამშრომელთა მონიტორინგი და ა.შ. მოწმის განმარტებით, შპს „ნ---------------–--მა“ გაიმარჯვა მათ მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში, კერძოდ: სსიპ „-–-------------–--------–-----------------–----------------------------–-----------“ კ---------------–-----------------ის განყოფილების შენობის მშენებლობის სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით 2014 წლის 23 ივლისს გაფორმებული იქნა N--- ხელშეკრულება, რომლის ღირებულებად განისაზღვრა 1 150 000 ლარი, სამუშაოების ჩაბარების ვადა იყო 2015 წლის 23 იანვრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 2015 წლის 2------------–ი. ხელშეკრულების თანახმად, მოხდა წინასწარი ანგარიშსწორება 230 000 ლარზე. ვინაიდან შპს „ნ---------------–--ი“ იყო შეყვანილი „თეთრ სიაში“ მის მიერ წარმოდგენილი იქნა საავანსო საბანკო გარანტია 115 000 ლარზე, ასევე წარმოადგინა ხელშეკრულების შესრულების გარანტია 28 750 ლარზე. შპს „ნ---------------–--მა“ დაიწყო სამუშაოები და სამუშაოების პირველი ორი ეტაპი ანუ მოსამზადებელი სამუშაოები და მიწის სამუშაოების ეტაპი ჩაბარებულ იქნა დადგენილ ვადაში, ხოლო მესამე ეტაპი საძირკვლის მოწყობის სამუშაოები ჩაბარებულ იქნა დაგვიანებით, რის გამოც დაეკისრა პირგასამტეხლო. რაც შეეხება მეოთხე ეტაპის სამუშაოებს - კარკასის მოწყობასა და მე-6 ეტაპის სამუშაოების კედლებისა და ტიხრების მოწყობას, რომლის დასრულების ბოლო ვადა იყო 2014 წლის 23 ნოემბერი, საერთოდ არ დაუწყია და მიუხედავად მრავალი წერილობითი მოთხოვნისა და გაფრთხილებისა, აღნიშნული ეტაპები შესაბამისად ვერ დაამთავრა. აღნიშნულზეც დაკისრებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. ვინაიდან საწარმო 2014 წლის ბოლოსათვის აღარ ასრულებდა სამუშაოებს მის მიერ უკვე შესრულებულ სამუშაოებს ჩაუტარდა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, ასევე ჩატარებული იქნა ფინანსური ექსპერტიზა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ ექსპერტიზის N--------- დასკვნით შეადგინა 36 136.45 ლარი. ამის შემდეგ, 2014 წლის 4 დეკემბერს შპს „ნ---------------–--თან“ შეწყვეტილი იქნა ხელშეკრულება, გამოთხოვილი იქნა უკან საბანკო გარანტიები და წერილით მოთხოვნილი იქნა წინასწარი ანგარიშსწორების სახით გადარიცხული თანხა 50 113. 55 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს სახით 87 400 ლარი. ვინაიდან შპს „ნ---------------–--ის“ მიერ არ მოხდა აღნიშნული თანხების ანაზღაურება, დაიწყო დავა სამოქალაქო წესით. რაც შეეხება მეორე ტენდერს, სსიპ „-–-------------–--------–-----------------–----------------------------–-----------“ შიდა ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების შენობის მშენებლობის სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით 2014 წლის 23 ივლისს შპს „ნ---------------–--თან“ გაფორმებული იქნა N--- ხელშეკრულება, რომლის ღირებულებად განისაზღვრა 1 050 890 ლარი, სამუშაოების ჩაბარების ვადა იყო 2015 წლის 23 იანვრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 2015 წლის 2------------–ი. ხელშეკრულების თანახმად, მოხდა წინასწარი ანგარიშსწორება 210 178 ლარზე. ვინაიდან შპს „ნ---------------–--ი“ იყო შეყვანილი „თეთრ სიაში“ მის მიერ წარმოდგენილი იქნა საავანსო საბანკო გარანტია 105 089 ლარზე, ასევე წარმოადგინა ხელშეკრულების შესრულების გარანტია 26 273 ლარზე. შპს „ნ---------------–--მა“ დაიწყო სამუშაოები და სამუშაოების პირველი ორი ეტაპი ანუ მოსამზადებელი სამუშაოები და მიწის სამუშაოების ეტაპი ჩაბარებული იქნა დადგენილ ვადაში, ხოლო მესამე ეტაპი საძირკვლის მოწყობის სამუშაოები ჩაბარებული იქნა დაგვიანებით, რის გამოც დაეკისრა პირგასამტეხლო. რაც შეეხება მეოთხე ეტაპის სამუშაოებს კარკასის მოწყობასა და მე-6 ეტაპის სამუშაოების კედლებისა და ტიხრების მოწყობას, რომლის დასრულების ბოლო ვადა იყო 2014 წლის 23 ნოემბერი, საერთოდ არ დაუწყია და მიუხედავად მრავალი წერილობითი მოთხოვნისა და გაფრთხილებისა, აღნიშნული ეტაპები ვერ დაამთავრა. აღნიშნულზეც დაკისრებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. ვინაიდან საწარმო 2014 წლის ბოლოსათვის აღარ ასრულებდა სამუშაოებს მის მიერ უკვე შესრულებულ სამუშაოებს ჩაუტარდა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა და ასევე ჩატარებული იქნა ფინანსური ექსპერტიზა, შესრულებული სამუშაოების ღირებულება ექსპერტიზის N--------- დასკვნით შეადგენდა 38 066.16 ლარს. ამის შემდეგ 2014 წლის 4 დეკემბერს შპს „ნ---------------–--თან“ შეწყვეტილი იქნა ხელშეკრულება, გამოთხოვილი იქნა უკან საბანკო გარანტიები და წერილით მოთხოვნილი იქნა წინასწარი ანგარიშსწორების სახით გადარიცხული თანხა 40 749. 84 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს სახით - 64 104.29 ლარი. ვინაიდან შპს „ნ---------------–--ის“ მიერ არ მოხდა აღნიშნული თანხების ანაზღაურება, დაიწყო სასამართლო დავა სამოქალაქო წესით. ამდენად შპს „ნ---------------–--ის“ მიერ ორივე ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 74 202.61 ლარი. მოწმის განმარტებით, სსიპ „ლ------------–--------–-----------------–----------------------------–--------ო“ წარმოადგენს დაზარალებულს და გამოთხოვილი საბანკო გარანტიების თანხების გათვალისწინებით, ითხოვს ზიანის ანაზღაურებას 90 863.39 ლარის ოდენობით.

 

ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, სსიპ „-–-------------–--------–-----------------–----------------------------–-----------“ კ---------------–-----------------ის განყოფილების შენობის მშენებლობის სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით შპს „ნ---------------–--მა“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგენდა 36 136.45 ლარი.

 

ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, შპს „ნ---------------–--ის“ მიერ სსიპ „-–-------------–--------–-----------------–----------------------------–-----------“ შიდა ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების შენობის მშენებლობის სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგენდა 38 066.16 ლარი.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე ა-–---------- ლ-–----ის ჩვენებით, იგი იყო შპს „ნ---------------–--ის“ დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი, ასევე საწარმოში გაფორმებული იყო კონსულტანტად. საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოება. საწარმო მონაწილებას იღებდა სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს საიტზე გამოცხადებულ ტენდერებში და ასევე ასრულებდა სამუშაოებს კერძო დაკვეთებითაც. საწარმოს დირექტორი იყო გ------- მ-----–-–---–ი. მოწმის ჩვენებით, იგი ასევე იყო შპს „ქ------–---------------–-------–--–---------------------------------------“-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელიც. აღნიშნული კომპანია შპს „ნ---------------–--ს“ უსრულებდა სხვადასხვა სამუშაოებს, მათ შორის, შესრულებული იქნა გ---------ის პოლიციის შენობის სამშენებლო სამუშაოები. მოწმის ჩვენებით, 2014 წლის იანვარში შპს „ნ---------------–--ისაგან“ შპს „ქ------–---------------–-------–--–---------------------------------------“-ს ჩაერიცხა, რამდენიმე ჩარიცხვად, სულ 201 905 ლარი, რისი მიზანიც იყო შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოშობილი დავალიანების დაფარვა. შპს „ქ------–---------------–-------–--–---------------------------------------“-ს გ-------------ნ სოფელ ტ-----ში კლინიკის სამშენებლო სამუშაოებზე არასდროს არაფერი არ შეუსრულებია, არც შპს „ნ---------------–--ისა“ და არც სხვა პირის დაკვეთით. მოწმეს დაკითხვისას წარედგინა შპს „ნ---------------–--ის“ საბანკო ანგარიშის ამონაწერი, რომელშიც დაფიქსირებულია შპს „ქ------–---------------–-------–--–---------------------------------------“-ისათვის 2014 წლის იანვრის თვეში ჩარიცხული 201 905 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ ეს თანხა არ არის ჩარიცხული სოფელ ტ-----ში კლინიკის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით და წარმოადგენს სამუშაოების შესრულების შედეგად წარმოშობილი დავალიანების დაფარვას. ა-–---------- ლ-–----ის ჩვენებით, იგი 2014 წლის იანვარში იყო შპს „რ---–-----------------ის“ დირექტორი და ასევე 40%-იანი წილის მფლობელი. აღნიშნული საწარმოს საქმიანობას წარმოადგენდა უძრავი და მოძრავი ქონების გაქირავება. იგი შპს „ნ---------------–--ზე“ აქირავებდა ავეჯს, სხვადასხვა ინვენტარს, დგარებს, ავტომობილებს და სამშენებლო ტექნიკას. 2013 წლის დეკემბერში შპს „რ---–-----------------იმ“ მიაქირავა შპს „ნ---------------–--ს“ დგარები. აღნიშნული დგარები მიქირავებული იქნა სხვადასხვა ობიექტზე, თუმცა არ ყოფილა ამ პერიოდში გამოყენებული გ-------------ნ სოფელ ტ-----ში მშენებარე კლინიკის სამშენებლო სამუშაოებზე, ვინაიდან ამ პერიოდში არ მიმდინარეობდა ეს სამუშაოები. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პერიოდში გაწეული მომსახურების ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები „2“ ფურცლად. 2014 წლის იანვრის თვეში, შპს „ნ---------------–--ისაგან“ შპს „რ---–-----------------ის“ ჩაერიცხა, რამდენიმე ჩარიცხვად, სულ 7 960 ლარი. აღნიშნული თანხის ჩარიცხვა იყო 2013 წლის დეკემბერში დგარების იჯარით გადაცემის შედეგად წარმოშობილი დავალიანების დაფარვა. მოწმეს დაკითხვისას, გამომძიებლის მიერ წარედგინა შპს „ნ---------------–--ის“ საბანკო ანგარიშის ამონაწერი რომელშიც დაფიქსირებული იყო შპს „რ---–-----------------ისათვის“ 2014 წლის 10 იანვარს ჩარიცხული 7 960 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით ა-–---------- ლ-–----ემ განმარტა, რომ ეს თანხა არ იყო ჩარიცხული სოფელ ტ-----ში კლინიკის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით და წარმოადგენდა ადრე მიქირავებული დგარების საფასურს. მოწმის ჩვენებით, საწარმოს მართავდა და გადაწყვეტილებებს იღებდა დირექტორი მასთან შეთანხმებით. საწარმოში გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა შემდეგნაირად: საწარმოს სხვადასხვა ობიექტებზე არსებული სამუშაოთა მწარმოებლებისაგან ოფისში მიდიოდა მოთხოვნები, სადაც გაწერილი იყო თუ რომელ ობიექტებზე კონკრეტულად რა მომსახურეობის ან პროდუქციის შესყიდვა იყო საჭირო. აღნიშნულ მოთხოვნებს განიხილავდნენ თათბირზე, რომელსაც ესწრებოდა თავად მოწმე და ასევე საწარმოს დირექტორი, მთავარი ინჟინერი და ფინანსური მენეჯერი ხ------- გ------–-–---–ი. თათბირზე ხდებოდა შეთანხმება, თუ რა პროდუქცია უნდა შეძენილიყო პირველ რიგში, ასევე განიხილებოდა საწარმოს საკუთრებაში არსებული თანხების მოძრაობა და მიზნობრიობა. გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა, პრიორიტეტების მიხედვით. პრიორიტეტები განისაზღვრებოდა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. გადაწყვეტილებების მიღებაც ხდებოდა უშუალოდ მოწმესთან შეთანხმებით დირექტორის მიერ. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დგებოდა სამუშაო ცხრილი, რომელშიც ეთითებოდა თუ რომელ საწარმოს რა თანხა უნდა გადარიცხვოდა და გადაეცემოდა ოფის მენეჯერს თ------- ლ-–----ეს, რომელიც უკვე სიის მიხედვით ახდენდა გადარიცხვებს. მოწმეს დაკითხვისას წარედგინა შპს „ნ---------------–--ის“ სახელზე საქართველოს ბანკში არსებული ანგარიშის ამონაწერი, რომლშიც ასახული იყო საწარმოს ანგარიშის ბრუნვა მათ შორის 2014 წლის იანვრის პერიოდში, რასთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ იგი ნამდვილად ასახავს საწარმოს საბანკო ანგარიშზე არსებული ფულის ბრუნვას და ასევე 2014 წლის 03 იანვრიდან 2014 წლის 14 იანვრამდე პერიოდში განხორციელებული თითოეული გადარიცხვის გადაწყვეტილება შეთანხმებული იყო მასთან საწარმოს დირექტორის გ------- მ-----–-–---–ის მიერ. მოწმემ დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2013 წლის 31 დეკემბერს სსიპ „საქართველოს მ----–----–----------------------------ისაგან“ ჩარიცხული თანხა გახარჯული იქნა სხვადასხვა მიზნობრიობით 2014 წლის იანვარში - ძირითადად მოხმარდა საბანკო გარანტიის უზრუნველყოფასა და სხვა ობიექტებზე ადრე წარმოშობილი დავალიანებების დაფარვას, თავად ფონდის დაკვეთით სოფელ ტ-----ში მშენებარე კლინიკის ობიექტზე შესრულებული სამუშაოები შესრულებული იქნა მოგვიანებით სხვა დამკვეთებისაგან სხვა ობიექტების მშენებლობისათვის ჩარიცხული თანხებით. ასევე 2013-2014 წლებში საწარმოს მიერ რამდენიმე ობიექტის ერთდროულად შესრულების დროს ხშირად ხდებოდა, რომ ერთი დამკვეთისაგან წინასწარი ანგარიშსწორების სახით ჩარიცხული თანხები იხარჯებოდა სხვა დამკვეთის ობიექტზე და პირიქით (ანალოგიურად განხორციელდა ტ-----ის კლინიკის სამშენებლო სამუშაოებზეც) და საბოლოოდ, მოწმის განმარტებით ფიქრობდნენ, რომ მოახერხებდნენ ყველა დავალიანების გადაფარვას და სამუშაოების სრულად დამთავრებას, მაგრამ ვინაიდან საწარმოს გააჩნდა დიდი მოცულობით ძველი დავალიანებები, ვეღარ გაართვა თავი სამუშაოების დასრულებას და წინასწარი ანგარიშსწორების სახით ჩარიცხული თანხაც იქნა გახარჯული სხვადასხვა მიზნობრიობით. მოწმის ჩვენებით, საწარმოს ფინანსური მენეჯერის მიერ წარმოდგენილ დებიტორ-კრედიტორების სიაში შპს „ქ------–---------------–-------–--–--ს“, შპს „ნ----ს“, შპს „------------“, შპს „------“, შპს „B----------“-ს, შპს „დენვერელექტროიქს“, შპს „----- ს-------------–ს“ და შპს „რ---–-----------------ის“ შპს „ნ---------------–--ის“ მიმართ უფიქსირდებათ იმ ოდენობის კრედიტორული მოთხოვნები, რა ოდენობითაც შემდგომ დავალიანების ანაზღაურების მიზნით 2014 წლის იანვრის დასაწყისშია გადახდილი. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ მათ მიმართ გამოწერილი იქნა ანგარიშ-ფაქტურები 2013 წლის 27 დეკემბრის შემდგომ და ბუღალტრულ პროგრ---ში აღნიშნული დავალიანებები შემდეგ აისახა, ხოლო წარმოდგენილი დებიტორ-კრედიტორების ნუსხა არის 2013 წლის 27 დეკემბრის მდგო----ეობით, როცა ჯერ ანგარიშ-ფაქტურები არ იყო გამოწერილი და შესაბამისად, დავალიანებები ბუღალტრულ პროგრ---ში არ იყო ასახული. მოწმემ დაადასტურა, რომ გარდა სსიპ „მ----–----–----------------------------ისა“, იყვნენ სხვა დამკვეთებიც, რომელთა დაკვეთითაც მიმდინარე სამუშაოები შპს „ნ---------------–--ის“ მიერ ვერ იქნა შესრულებული და შეწყვეტილი იქნა ხელშეკრულებები, კერძოდ: 1) თვითმმართველი ერთეული ს--------------–----–------ის დაკვეთით წყლისა და საკანალიზაციო მილსადენების მშენებლობა. ხელშეკრულება დადებული იქნა 532 999.93 ლარზე და ძალაში იყო 14.08.2014 - 31.12.2014 წლებში. აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით მოწმის მიერ დაკითხვისას წარმოდგენილ იქნა დოკუმენტაციის ასლები „43“ ფურცლად 2) „ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს“ დაკვეთით ექსპერტიზის განყოფილების შენობის მშენებლობა. ხელშეკრულება დადებული იქნა 1 150 000 ლარზე და ძალაში იყო 23.07.2014 - 28.02.2015 წლებში. აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით მოწმემ წარმოადგინა დოკუმენტაციის ასლები „61“ ფურცლად 3) „ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს“ დაკვეთით ექსპერტიზის განყოფილების შენობის მშენებლობის სამუშაოები. ხელშეკრულება დადებული იქნა 1 050 890 ლარზე და ხელშეკრულება ძალაში იყო: 23.07.2014 - 28.02.2015 წლებში. აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით მოწმემ წარმოადგინა დოკუმენტაციის ასლები „36“ ფურცლად 4) ს-----------–---–-----------–---------------------------------------------------------- დაკვეთით მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ დ-------ის საჯარო სკოლის შენობის სამშენებლო სამუშაოები. ხელშეკრულება დადებული იქნა 1 932 172 ლარზე და ძალაში იყო: 12.12.2013 - 06.01.2015. აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით, მოწმემ წარმოადგინა დოკუმენტაციის ასლები „27“ ფურცლად 5) ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს დაკვეთით შენობის დასრულების სამუშაოები ქ-------–--------------აზე. ხელშეკრულება დადებული იქნა 1 920 000 ლარზე და ძალაში იყო 29.08.2013 - 31.12.2013 წლებში. აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით მოწმემ წარმოადგინა დოკუმენტაციის ასლები „129“ ფურცლად და განმარტა, რომ დასაბრუნებელი თანხების ოდენობა ზუსტად არ ჰქონდათ დათვლილი, ასევე ზოგიერთ მათგანთან საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები არ იყო გაფორმებული და არ იყო ჩაბარებული ობიექტები. ასევე მოწმის მიერ საქმეზე დასართავად წარმოდგენილი იყო აღნიშნულ ობიექტებთან დაკავშირებული საბანკო ამონაწერები „42“ ფურცლად.

 

მოწმე ხ------- გ------–-–---–ის ჩვენებით, 2010-2015 წლებში მუშაობდა შპს „ნ---------------–--ის“ ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე. მან დაადასტურა, რომ შპს „ნ---------------–--ის“ მიერ შესასრულებელი სამუშაოების სანაცვლოდ დამკვეთისაგან ავანსად კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხები, გ------- მ-----–-–---–ის მითითებით არ ხმარდებოდა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას და თანხები მიემართებოდა (უშუალოდ გადარიცხვებს ახორციელებდა თ.ლ-–----ე) საწარმოს სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. მოწმის მიერ გამოძიებას წარედგინა შპს „ნ---------------–--ის“ მიერ თანხების მოძრაობისა და ხარჯვის ამსახველი სრული დოკუმენტაცია წერილობითი და ელექტრონული ფორმით.

 

სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე ა-----– მ------–---–ის ჩვენებით, 2013 წლის 17 დეკემბრიდან 2014 წლის 5 მარტამდე მუშაობდა შპს „ნ----ს“ (ს/ნ 2--------) დირექტორის თანამდებობაზე. მის თანამდებობაზე დანიშვნას ხელი მოაწერეს მაშინდელმა დამფუძნებლებმა: ა-–---------- ლ-–----ემ, რ------– ს--------–-–---–მა და კ----- ბ--------ემ, თუმცა სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა უშუალოდ ა-–---------- ლ-–----ე და იგი აძლევდა კონკრეტულ მითითებებსაც. მოწმის ჩვენებით, იმ პერიოდისათვის ასრულებდა მენეჯერის მოვალეობას. შპს „ნ----ს“ საქმიანობის საგანი იყო სამშენებლო სამუშაოები. დღეისათვის აღნიშნულ საწარმოს არ გააჩნია ბრუნვა და აღარ საქმიანობს. საწარმო მონაწილეობდა როგორც სახელმწიფო ტენდერებში, ისე იყო შპს „ნ---------------–--ის“ ქვეკონტრაქტორი. მოწმის ჩვენებით, მისი დანიშვნის პერიოდში საწარმო ახორციელებდა ზ--------ის ი------–--------–ის, ლაგოდეხის საბაჟო გამშვები პუნქტის, ქალაქ გორში წყალგაყვანილობის ქსელის სამშენებლო სამუშაოებს და ასევე სხვა ობიექტების მშენებლობას. მოწმის ჩვენებით, ამ პერიოდში შპს „ნ---------------–--ის“ დაკვეთით მათ უკვე ჰქონდათ შესრულებული სხვადასხვა სახის სამუშაოები და მათ მიმართ შპს „ნ---------------–--ს“ გააჩნდა დავალიანება, თუმცა ზუსტად რა ოდენობის იყო დავალიანება, არ ახსოვს. შპს „ნ----ს“ გ------------–----–------ის სოფელ ტ-----ში სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობაზე არანაირი სამუშაოები არ ჩაუტარებია და აღნიშნულ ობიექტზე არ ყოფილა შპს „ნ---------------–--ის“ ქვეკონტრაქტორი. მოწმის განმარტებით, 2014 წლის 14 იანვრამდე შპს „ნ---------------–--მა“ მათ ჩაურიცხა რამდენიმე ტრანზაქციით ჯამში 196 030 ლარი. აღნიშნული თანხა იყო ძველი დავალიანება, რომელიც შპს „ნ---------------–--ს“ გააჩნდა მათ მიმართ, სხვადასხვა ობიექტზე შესრულებული სამუშაოებისათვის და ვინაიდან ისინი ტ-----ის ობიექტზე არ ყოფილან შპს „ნ---------------–--ის“ ქვეკონტრაქტორი, ამიტომ ეს თანხა ამ ობიექტთან დაკავშირებით არ ჩარიცხულა და შესაბამისად ეს თანხა არც გახარჯულა ტ-----ის ობიექტის სამშენებლო სამუშაოებზე. მოწმის ჩვენებით, მას არანაირი მოლაპარაკება არ ჰქონია ზ/აღნიშნული 196 030 ლარის გადმორიცხვასა და მის ხარჯვაზე ა-–---------- ლ-–----ესთან. ა-----– მ------–---–ის განმარტებით, დანამდვილებით იცის, რომ შპს „ნ----ს“ არ შეუსრულებია არანაირი სამუშაოები ტ-----ის სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობის სამუშაოებზე და შესაბამისად ზემოთ აღნიშნული თანხა არ გახარჯულა ტ-----ის ობიექტის სამშენებლო სამუშაოებზე. მოწმის მიერ გამოძიებას წარედგინა „საქართველოს ბანკში“ გახსნილი შპს „ნ----ს“ ანგარიშიდან ამონაწერი „14“ ფურცლად.

 

მოწმე დ----- ნ-----–--ის ჩვენებით, იგი არის შპს „ბ-----------“-ის დამფუძნებელი და დირექტორი, საწარმოს საქმიანობის საგანია ბეტონის წარმოება და ადგილზე მიწოდება. შპს „ნ---------------–--თან“ ჰქონდა დიდი ხნის საქმიანი ურთიერთობა, კერძოდ, აწვდიდა ბეტონს ქ.თბილისში, ი------–--------–------–-----–ო სამუშაოებზე. მოწმის განმარტებით, შეუძლებელია ქ. თბილისიდან ბეტონის მიწოდება გ-------------ნ სოფელ ტ-----ში, ვინაიდან ხსენებული ობიექტი არის მოშორებული დედაქალაქიდან და გზაში ბეტონი შეიძლება გამაგრდეს. მოწმის განმარტებით, შპს „ნ---------------–--ისათვის“ სულ მიწოდებული აქვთ 679 004 ლარის ღირებულების ბეტონი, საიდანაც შპს „ნ---------------–--ს“ აქვს ანაზღაურებული მხოლოდ 540 000 ლარი, ხოლო 139 004 ლარი დარჩა ვალად. მოწმის განმარტებით, მათ გამოითხოვეს საბანკო გარანტიის საშუალებით ხსწენებული ვალი „არდი ჯგუფისაგან“, რომელიც ნაწილ-ნაწილ უხდის თანხას და დღეისათვის დარჩენილია 40 004 ლარი. 2014 წლის 8 იანვარს შპს „ნ---------------–--მა“ მათ ჩაურიცხა 15 000 ლარი. აღნიშნული თანხა იყო ქ. თბილისში ი------–--------–------–-----–ო სამუშაოებზე ბეტონის მიწოდების შედეგად წარმოშობილი დავალიანების დასაფარად. მოწმემ ცალსახად დაადასტურა, რომ მათ საწარმოს გ-------------ნ სოფელ ტ-----ში მშენებარე ობიექტისათვის არასდროს არაფერი არ მიუწოდებია. 2014 წლის 8 იანვარს ჩარიცხული თანხა იყო მიწოდებული ბეტონის ღირებულება, ქ. თბილისში ი------–--------–------–-----–ო სამუშაოებზე. მანვე დაადასტურა, რომ მის მიერ საქმეზე დასართავად წარმოდგენილი ჰქონდა საბუღალტრო პროგრამიდან ამონაწერი და საგადახდო დავალება.

 

მოწმე გ------ ო---–----ას ჩვენებით, იგი არის შპს „------“ დირექტორი, საწარმოს საქმიანობის საგანია გათბობა-კონდიცირების და ვენტილაციის სისტემების მოწყობა. სამუშაოებს ასრულებენ სხვადასხვა კერძო და საჯარო სამსახურების დაკვეთით. შპს „ნ---------------–--ს“ შეუსრულეს ქ.ბ------–-------------------–ის გათბობა-კონდიცირების სამუშაოები. მთლიანად სამუშაოების ღირებულებამ შედგინა 659 585,73 ლარი, საიდანაც მათ შპს „ნ---------------–--მა“ აუნაზღაურა თანხის ნაწილი. მოწმის განმარტებით, შპს „ნ---------------–--ის“ მიერ გადმორიცხული თანხა 5000 ლარი 2014 წლის 8 იანვარს არის სწორედ ქ. ბათუმში შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოშობილი დავალიანების დაფარვა. მოწმის ჩვენებით, კომპანიას არასდროს არანაირი სამუშაოები არც შპს „ნ---------------–--ისათვის“ და არც სხვა საწარმოსათვის გ-------------ნ სოფელ ტ-----ში არ უწარმოებია და შესაბამისად ამ სამუშაოებისთვის არანაირი თანხა არ მიუღიათ. მოწმემ დაადასტურა, რომ მან გამოძიებას წარუდგინა დოკუმენტაცია, რომელშიც ნაჩვენებია შპს „ნ---------------–--ისათვის“ შესრულებული სამუშაოები და ჩარიცხული თანხები.

 

მოწმე ჯ---- ტ-------ის ჩვენებით, იგი არის შპს „C------------“-ის მთავარი მენეჯერი, საწარმოს საქმიანობის საგანია გათბობა-კონდიცირების, სანტექნიკისა და ვენტილაციის სისტემების მოწყობა. შპს „ნ---------------–--ს“ შეუსრულეს ქ. ქ------–---–---------–-----------------–ის გათბობა-კონდიცირების, კანალიზაციისა და წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოები. მთლიანად სამუშაოების ღირებულებამ შედგინა 102 459.84 ლარი, საიდანაც შპს „ნ---------------–--მა“ აუნაზღაურა თანხის ნაწილი. შპს „ნ---------------–--ს“ ასევე შეუსრულეს ქ. გორში კვების ობიექტების სარემონტო სამუშაოები, თუმცა აღნიშნული სამუშაოების თანხები შპს „ნ---------------–--ს“ არ ჩაურიცხავს. მოწმემ განმარტა, რომ შპს „ნ---------------–--ის“ მიერ გადმორიცხული თანხა 5000 ლარი 2014 წლის 8 იანვარს არის ქ. ქ------–---ში შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოშობილი დავალიანების დაფარვა. მათ კომპანიას არასდროს არანაირი სამუშაოები არც შპს „ნ---------------–--ისათვის“ და არც სხვა საწარმოსათვის გ-------------ნის სოფელ ტ-----ში არ უწარმოებია და შესაბამისად, ამ სამუშაოებისთვის არანაირი თანხა არ მიუღია. მოწმემ დაადასტურა, რომ შპს „ნ---------------–--ს“ დღემდე აქვს მათი დავალიანება 50 813.28 ლარის ოდენობით, რომლის გადახდასაც თავს არიდებს. მოწმემ განმარტა, რომ შპს „ნ---------------–--ში“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა კომპანიის დირექტორ გ------- მ-----–-–---–თან და საწარმოს საქმიანობას სრულად წარმართავდა ეს უკანასკნელი. მოწმემ დაადასტურა, რომ გამოძიებას წარუდგინა დოკუმენტაცია, რომელშიც ნაჩვენებია შპს „ნ---------------–--ისათვის“ შესრულებული სამუშაოები და მის მიერ ჩარიცხული თანხები.

 

მოწმე შ--–-- ო-----------ის ჩვენებით, იგი არის შპს „უ---------ას“ დირექტორი, საწარმოს საქმიანობის საგანია სპეც.უ---------ებისა შეკერვა, იმპორტი და რეალიზაცია. შპს „ნ---------------–--ისათვის“ ქ.ბათუმში, მ----------------–ში განახორციელეს დროშების მიწოდება და მათი მონტაჟის სამუშაოები. მთლიანად სამუშაოების ღირებულებამ შედგინა 6000 ლარი. სამუშაოების დასრულების შემდგომ შპს „ნ---------------–--მა“ მათ არ გადაურიცხა აღნიშნული თანხა, რის შემდეგაც მიმართეს სასამართლოს და მხარეები მორიგდნენ 3 500 ლარზე. აღნიშნული თანხა შპს „ნ---------------–--ის“ მიერ გადაირიცხა 2014 წლის 9 იანვარს, რაც არის სწორედ ქ.ბათუმში შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოშობილი დავალიანების დაფარვა. მოწმის განმარტებით, კომპანიას არასდროს არანაირი სამუშაოები არც შპს „ნ---------------–--ისათვის“ და არც სხვა საწარმოსათვის გ-------------ნ სოფელ ტ-----ში არ უწარმოებია და შესაბამისად, იქ არ მიუწოდებია არანაირი პროდუქცია. მოწმემ დაადასტურა, რომ შპს „ნ---------------–--ს“ აღარ აქვს მათი დავალიანება, ვინაიდან მოგვიანებით 2500 ლარიც ჩაურიცხა (მიუხედავად მორიგების აქტისა) და ამით სრულად დაიფარა დავალიანება 6000 ლარის ოდენობით. მოწმემ განმარტა, რომ გამოძიებას წარუდგინა დოკუმენტაცია, რომელშიც ნაჩვენებია შპს „ნ---------------–--ისათვის“ შესრულებული სამუშაოები და მიწოდებული პროდუქცია ქ. ბათუმში.

 

მოწმე ნ------- მ----------ისის ჩვენებით, იგი არის შპს „ა--------------“-ის დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი, საწარმოს საქმიანობის საგანია სამშენებლო მასალებისა და საღებავების იმპორტი და საქართველოში რეალიზაცია. ამისათვის მათ გახსნილი აქვთ მაღაზია ქ. თბილისში, ს----------------------ში. შპს „ნ---------------–--ი“ პერიოდულად ყიდულობდა მათგან სხვადასხვა პროდუქციას. 2014 წლის 9 იანვარს შპს „ნ---------------–--მა“ მათგან შეიძინა 20 ქილა ცეცხლგამძლე საღებავი და ერთი ფუნჯი, საერთო ღირებულებით 1700 ლარი. აღნიშნული პროდუქცია გადაზიდა თავად შპს „ნ---------------–--ის“ წარმომადგენელმა, რომელმაც განმარტა, რომ საღებავი სჭირდებოდა ქ. თბილისში ი------–--------–------–-----–ო სამუშაოებზე. მოწმის განმარტებით, აღნიშნული პროდუქციის ი------–--------–ზე გახარჯვას ადასტურებს ის ფაქტი, რომ სასაქონლო ზედნადებში შპს „ნ---------------–--ის“ წარმომადგენლის მიერ მითითებულია ტრანსპორტირების დამთავრების ადგილად ქ. თბილისი, ს-------------------. აღნიშნული პროდუქციის საფასური 1700 ლარი შპს „ნ---------------–--მა“ გადაიხადა იმავე დღეს, საბანკო გადარიცხვის საშუალებით. მოწმის განმარტებით, მათ ადრეც მიუწოდებიათ პროდუქცია შპს „ნ---------------–--ისათვის“, მაგრამ მათ შორის არ ყოფილა პროდუქციის მიწოდება გ-------------ნ სოფელ ტ-----ში კლინიკის სამშენებლო სამუშაოებისათვის. მოწმემ განმარტა, რომ გამოძიებას წარუდგინა დოკუმენტაცია, რომელშიც ნაჩვენებია შპს „ნ---------------–--ისათვის“ მიწოდებული პროდუქცია ქ. თბილისში, ს--------------------ში.

 

მოწმე ბ------- ც-–--–---–ის ჩვენებით, იგი არის შპს „დ---------–------------ის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი. საწარმოს საქმიანობის საგანია ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების შესრულება. შპს „ნ---------------–--ს“ შეუსრულეს სამუშაოები ქ. თბილისში ი------–--------–ის ავტოფარეხებში ელექტროქსელის მოწყობის სახით. მთლიანად სამუშაოების ღირებულებამ შედგინა 52 379.5 ლარი, საიდანაც შპს „ნ---------------–--მა“ აუნაზღაურა თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი - 52 000 ლარი, დარჩენილი აქვს მხოლოდ მცირე ნაწილი - 379.5 ლარის ოდენობით. მოწმის განმარტებით, შპს „ნ---------------–--ის“ მიერ გადმორიცხული თანხა 40 000 ლარი 2014 წლის 8 იანვარს არის სწორედ ქ. თბილისში ი------–--------–ის ავტოფარეხების სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ნაწილი თანხა. მანვე დაადასტურა, რომ მათ კომპანიას არასდროს არანაირი სამუშაოები არც შპს „ნ---------------–--ისათვის“ და არც სხვა საწარმოსათვის გ-------------ნ სოფელ ტ-----ში არ უწარმოებია და შესაბამისად, ამ სამუშაოებისთვის არანაირი თანხა არ მიუღიათ. მოწმის განმარტებით, შპს „ნ---------------–--ში“ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ძირითადად დირექტორ გ------- მ-----–-–---–თან და დამფუძნებელ ა-–---------- ლ-–----ესთან. მოწმემ განმარტა, რომ გამოძიებას წარუდგინა დოკუმენტაცია, რომელშიც ნაჩვენებია შპს „ნ---------------–--ისათვის“ შესრულებული სამუშაოები.

 

მოწმე ზ------ გ-------ას ჩვენებით, იგი არის შპს „----------------–------ის“ იურისტი. საწარმოს საქმიანობის საგანია სამშენებლო მასალებით, საოჯახო ტექნიკით და სხვა პროდუქციით ვაჭრობა. შპს „ნ---------------–--ს“ 2014 წლის 11 იანვარს მიაწოდეს სხვადასხვა სახის პლასმასის მილები და აქსესუარები. მთლიანად მიწოდებული პროდუქციის ღირებულებამ შეადგინა 6 366.17 ლარი, რაც შპს „ნ---------------–--მა“ აანაზღაურა სრულად. მოწმის განმარტებით, შპს „ნ---------------–--ის“ მიერ 2014 წლის 13 იანვარს გადმორიცხული თანხა 6 366.17 ლარი, არის სწორედ ამ პროდუქციის ღირებულება. გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების თანახმად, ნაწილი საქონელი წაღებულია ქ. ზ--------ში, ხოლო ნაწილი ქ. ქუთაისში. მოწმემ დაადასტურა, რომ მათ საწარმოს შპს „ნ---------------–--ისათვის“ არ მიუწოდებია გ-------------ნ სოფელ ტ-----ში არანაირი პროდუქცია და არცერთ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილად გ-------------ნის სოფელი ტ-----ი არ არის მითითებული. ზ------ გ-------ამ დაადასტურა, რომ გამოძიებას წარუდგინა ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომელშიც ნაჩვენებია შპს „ნ---------------–--ისათვის“ მიწოდებული პროდუქცია.

 

მოწმე ბ--–-- წ-----------–---–ის ჩვენებით, იგი არის შპს „ბ--–--------------ის“ დამფუძნებელი (100%-იანი წილის მფლობელი) და დირექტორი. საწარმოს საქმიანობის საგანია ტექნიკის გაქირავება. მისი განმარტებით შპს „ნ---------------–--თან“ 2012 წელს დადებული ჰქონდათ ხელშეკრულებები ტექნიკით მომსახურეობაზე. ამ ხელშეკრულებებით საერთო ჯამში შეუსრულა 1950 ლარის სამუშაოები, კერძოდ, შპს „ნ---------------–--ს“ ტექნიკა გადაუზიდეს ერთ შემთხვევაში იგოეთიდან თბილისში ი------–--------–ში, ხოლო მეორე შემთხვევაში -სოფელი ნ-------------------ში სკოლის სამშენებლო სამუშაოებზე და ბოლოს ი------–--------–იდან ქალაქ გორში იმავე ადგილას. მოწმემ დაადასტურა, რომ გამოძიებაში მის მიერ საქმეზე დასართავად წარდგენილი იყო ამ სამი სამუშაოს შესრულების ამსახველი დოკუმენტაცია. მანვე დაადასტურა, რომ შპს „ნ---------------–--ს“ ამ სამუშაოების ანაზღაურება არ მოუხდენია დიდი ხნის განმავლობაში, მიუხედავად მრავალი მოთხოვნისა და საბოლოოდ 2014 წლის 8 იანვარს ჩარიცხა 1000 ლარი, თუმცა დღემდე დარჩენილი აქვს დვალიანება 950 ლარის ოდენობით. ამასთან, შპს „ბ--–--------------ის“ 2012 წლის შემდგომ, შპს „ნ---------------–--ისათვის“ არანაირი სამუშაოები აღარ შეუსრულებია და ეს თანხის ჩარიცხვა იყო 2012 წელს შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოშობილი დავალიანების დაფარვა. მოწმის განმარტებით, მის საწარმოს გ-------------ნ სოფელ ტ-----ში შპს „ნ---------------–--ისათვის“ არანაირი სამუშაო არ შეუსრულებია.

 

მოწმე მ------ მ---------–---–ის ჩვენებით, იგი არის შპს „B----------“-ს დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი. საწარმოს საქმიანობის საგანია სამშენებლო სარემონტო სამუშაოების წარმოება. მათ შპს „ნ---------------–--ს“ შეუსრულეს ქ. თბილისში, ჯ---------------ში არსებული შენობის დემონტაჟისა და მასზე სამსართულიანი შენობის მშენებლობის სამუშაოები, მთლიანად სამუშაოების ღირებულებამ შედგინა 900 000 ლარი, საიდანაც შპს „ნ---------------–--მა“ აანაზღაურა თანხის ნაწილი, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, შპს „ნ---------------–--ში“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა საწარმოს დირექტორ გ------- მ-----–-–---–თან. შპს „ნ---------------–--ის“ მიერ 2014 წლის 8 და 9 იანვარს გადარიცხული თანხა 35 021 ლარის ოდენობით არის სწორედ ქ. თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოშობილი დავალიანების დაფარვა. მოწმის განმარტებით, მათ კომპანიას არასდროს არანაირი სამუშაოები არც შპს „ნ---------------–--ისათვის“ და არც სხვა საწარმოსათვის გ-------------ნ სოფელ ტ-----ში არ შეუსრულებია და შესაბამისად, ამ სამუშაოებისთვის არანაირი ანაზღაურებაც არ მიუღიათ. მოწმის ჩვენებით, შპს „ნ---------------–--ს“ დღემდე აქვს მათი კომპანიის მცირე ოდენობის დავალიანება. მოწმემ დაადასტურა, რომ მან გამოძიებას წარუდგინა დოკუმენტაცია, რომელშიც ნაჩვენებია შპს „ნ---------------–--ისათვის“ შესრულებული სამუშაოები და მის მიერ ჩარიცხული თანხები.

გ--------------–---–ის ჩვენებით, იგი არის შპს „მ-----–-“-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი. საწარმოს საქმიანობის საგანია სამშენებლო მასალებით ვაჭრობა და ინვენტარის გაქირავება. მოწმის განმარტებით, შპს „ნ---------------–--ს“ მიაქირავეს ხარაჩოები სამ ობიექტზე, რომლებიც მდებარეობდა ზ--------ში, ქ------–---სა და გ---------ში. იჯარის თანხებს იხდიდნენ შეფერხებით და დღეისათვის შპს „ნ----სა“ და შპს „ნ---------------–--ს“, შპს „მ-----–-“-ის მიმართ გააჩნია დავალიანება, დაახლოებით 44 000 ლარი. მოწმის ჩვენებით, ორივე საწარმო იყო ა-–---------- ლ-–----ის. მოწმის განმარტებით, შპს „ნ---------------–--ში“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა საწარმოს დამფუძნებელ ა-–---------- ლ-–----ესთან და ასევე დირექტორ გ------- მ-----–-–---–თან. მანვე განმარტა, რომ შპს „ნ---------------–--ის“ მიერ 2014 წლის 8 იანვარს გადმორიცხული თანხა 3 927.75 ლარის ოდენობით, არის სწორედ ამ ძველი დავალიანებების ნაწილის გადახდა. ეს დავალიანებები წარმოიშვა მათ მშენებარე ობიექტებზე ქ. თბილისში ჯიქის ქუჩაზე, ქ. ზ--------ში, ქ------–---სა და გ---------ში, ხარაჩოების იჯარით გადაცემის შედეგად. მოწმის განმარტებით, მათ კომპანიას არასდროს არანაირი სამუშაოები არც შპს „ნ---------------–--ისათვის“ და არც სხვა საწარმოსათვის გ-------------ნ სოფელ ტ-----ში არ შეუსრულებია, ასევე არ მიუქირავებია რაიმე სახის ინვენტარი. მოწმემ დაადასტურა, რომ გამოძიებას წარუდგინა დოკუმენტაცია, რომელშიც ნაჩვენებია შპს „ნ---------------–--ისათვის“ იჯარით გადაცემული ხარაჩოები.

 

მოწმე ფ-------- მ---–--ის ჩვენებით, იგი არის შპს „ლ-–------ის“ დირექტორი. საწარმოს საქმიანობის საგანია ხანძარსაწინააღმდეგო საქმიანობა. შპს „ნ---------------–--ს“ შეუსრულეს სამუშაოები - ქ.ქ------–---ში, ა----–-----–-------ში მდებარე N1 სკოლის სხვენის ხის კონსტრუქციების დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარით და ქ.ბათუმში - მ----------------–ის სამშენებლო სამუშაოები. მოწმის განმარტებით, შპს „ნ---------------–--ის“ მიერ 2014 წლის 8 იანვარს გადმორიცხული თანხა 148.2 ლარს ოდენობით, არის სწორედ ამ სამუშაოების შესრულების ღირებულების ნაწილი. მოწმემ დაადასტურა, რომ მათ კომპანიას არასდროს არანაირი სამუშაოები არც შპს „ნ---------------–--ისათვის“ და არც სხვა საწარმოსათვის გ-------------ნ სოფელ ტ-----ში არ უწარმოებია და შესაბამისად, ამ სამუშაოებისთვის არანაირი ანაზღაურება არ მიუღია. ასევე გ-------------ნ სოფელ ტ-----ის ობიექტზე არ მიუქირავებია რაიმე სახის ინვენტარი ან პროდუქტი და არც მიუწოდებია არცერთი საწარმოსთვის. მოწმემ განმარტა, რომ გამოძიებას წარუდგინა დოკუმენტაცია შპს „ნ---------------–--ისათვის“ შესრულებული სამუშაოების შესახებ.

 

დაზარალებულის წარმომადგენლის თ----- ჭ----------ის ჩვენებით, იგი მუშაობს ს--------------–----–------ის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედის გამგეობის სასამართლოში წარმომადგენლობა, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სატენდერო კომისიის აპარატში მუშაობა, სამართლებრივი კონსულტაცია და სხვ. იგი არის ს--------------–----–------ის გამგეობის წარმომადგენელი სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, რასთან დაკავშირებითაც წარმოდგენილი აქვს N------- მინდობილობა. მოწმის განმარტებით, 2014 წლის 14 აგვისტოს სსიპ „თვითმმართველი ერთეული ს--------------–----–------სა“ და შპს „ნ---------------–--ს“ შორის დაიდო N--- ხელშეკრულება სოფელ სავანის სასმელი წყლის რეზერვუარებისა და სოფლის შიდა ქსელის სისტემების პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულების შესახებ. ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 532 999.93 ლარი. სამუშაოები უნდა მოწოდებულიყო 2014 წლის 30 ნოემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბრამდე. მუნიციპალიტეტმა 2014 წლის 29 აგვისტოს შპს „ნ---------------–--ს“ გადაუხადა წინასწარი ანგარიშსწორების სახით 159 900 ლარი, საიდანაც ნაწილზე - 79 950 ლარზე იქნა კომპანიის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია, ვინაიდან იგი რეგისტრირებული იყო „თეთრ სიაში“. ამის შემდეგ, საწარმომ დაიწყო სამუშაოების შესრულება, მაგრამ სამუშაოები მიმდინარეობდა გეგმა-გრაფიკის ჩამორჩენით. 2014 წლის 22 სექტემბერს შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი 62 702.09 ლარზე და ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე ამ სამუშაოების 70% იქნა ანაზღაურებული 43 897.09 ლარის ოდენობით. ამის შემდეგ შემსრულებელმა მოითხოვა სამუშაოების ვადის გახანგრძლივება, თუმცა გამგეობის მიერ მოხდა ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივება 2015 წლის 1 მარტამდე, მაგრამ სამუშაოების შესრულების ვადა დარჩა ისევ 2014 წლის 30 ნოემბრამდე. 2014 წლის 1 შედგენილი იქნა აქტი კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის მიერ, რომ საწარმო არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და თუ სამუშაოებს არ გააგრძელებდა მასთან შეწყდებოდა ხელშეკრულება და დაეკისრებოდა სანქციები, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამუშაოები არ გაგრძელებულა. 2014 წლის 9 დეკემბერს შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი 66 672.17 ლარზე და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ანაზღაურებული იქნა ამ სამუშაოების ღირებულების 70% 46 668.17 ლარის ოდენობით. ვინაიდან ამის შემდეგაც შპს „ნ---------------–--მა“ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოები, მასთან 2015 წლის 10 თებერვალს შეწყვეტილი იქნა ხელშეკრულება. გამოთხოვილი იქნა საბანკო გარანტია 60 545.50 ლარზე, ვინაიდან შესრულებული სამუშაოებისა და დამატებით ჩარიცხული თანხების გათვალისწინებით იქნა დაკორექტირებული საბანკო გარანტიაც ანუ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის საწარმოსთვის ჩარიცხული იყო 250 465.26 ლარი, შესრულებული იყო სამუშაოები 129 374.26 ლარის ღირებულების და დასაბრუნებელი ჰქონდა 121 091 ლარი, რის 50%-ზეც 60 545.50 ლარზეც წარმოდგენილი ჰქონდა საბანკო გარანტია, ასევე წარმოდგენილი იყო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია 26 650 ლარზე, ორივე საბანკო გარანტიის ფარგლებში გამოთხოვილ იქნა თანხები ჯამში 87 195.5 ლარის ოდენობით, შესაბამისად 250 465.26 (საწარმოსთვის ჩარიცხული თანხას) ლარს გამოაკლდა 129 374,26 ლარი (შესრულებული სამუშაოების ღირებულება), ასევე გამოაკლდა (საავანსო გადახდის საბანკო გარანტიის ფარგლებში გამოთხოვილი თანხა) 60 545.50 და ასევე გამოაკლდა (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის ფარგლებში გამოთხოვილი თანხა) 26 650 ლარის ოდენობით, შესაბამისად ამ ეტაპისთვის შპს „ნ---------------–--ს“, სსიპ „თვითმმართველი ერთეული ს--------------–----–------ისათვის“ ასანაზღაურებელი აქვს მიყენებული ზიანი 33 895.5 ლარის ოდენობით. დაზარალებულის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ს--------------–----–------ი არის დაზარალებული და ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მიუხედავად სამოქალაქო დავის დასრულებისა, დღემდე არ აუნაზღაურებია, ვინაიდან კომპანიას არ ერიცხება ქონება.

 

ანალოგიური სახის ჩვენება მისცა სასამართლოს დაზარალებულის წარმომადგენელმა მ-----------მაც.

 

მოწმე რ---ზ მ-----–-–---–ის ჩვენებით, არის გ------- მ-----–-–---–ის ძმა. მოწმის განმარტებით, გ------- მ-----–-–---–ი 2013-2015 წლებში იყო შპს „ნ---------------–--ის“ დირექტორი, წარმართავდა კომპანიის საქმიანობას და წარმოადგენდა მას სხვადასხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში. მოწმემ განმარტა, რომ მისი ინფორმაციით, გ------- მ-----–-–---–ი იმყოფება საზღვარგარეთ.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ნ--- დ-------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული თემატური შემოწმების აქტის სისწორე, რომლის თანახმად:

 

საქართველოს ფ----------------------------------------------------------------------------------------–----------არი სამმართველოს 2015 წლის 23 მარტის N------------ და 24 აპრილის N------------- მო----თვებისა და სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 23 მარტის N--- და 27 აპრილის N--- დავალებების საფუძველზე, ჩატარებული თემატური შემოწმებით, გამოვლინდა:

 

შპს „ნ---------------–--ი“ რეგისტრირებულია 2008 წლის 03 აპრილს, მისამართზე თბილისი, გ----------------------------–--------------------, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე იმყოფება გორის რეგიონულ ცენტრში და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2008 წლის 22 აპრილს. საზოგადოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილება 2013 წლის 20 ივნისიდან მინიჭებული აქვს საზოგადოების დირექტორს გ------- მ-----–-–---–ს (პ/ნ 5----------).

 

საზოგადოების საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო მასალებით ვაჭრობა და სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

 

როგორც წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, შპს „ნ---------------–--ს“ სამშენებლო სამუშაოებზე გაფორმებული აქვს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვით უმეტეს შემთხვევაში მხარეებს შორის ანაზღაურების ფორმად გამოყენებულია წინასწარი ანგარიშსწორება. თუმცა, შპს „ნ---------------–--ის“ მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ფაქტებს, კერძოდ:

 

1. 2013 წლის 29 აგვისტოს ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს და შპს „ნ---------------–--ს“ შორის გაფორმებული იქნა ელექტრონული ტენდერის (S------------) საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N-------. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ.ქ-------–-----------------ში (ს.კ. 0-----------) მდებარე შენობის დასრულების სამუშაოების შესყიდვა, ღირებულებით 1 920 000 ლარი. სამუშაოს მიწოდების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 27 დეკემბერი.

 

აღნიშნულ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, შესაბამისი საბანკო გარანტიის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა წინასწარი ანგარიშსწორების განხორციელება სახელშეკრულებო ღირებულების 100%-ის ოდენობით, ნაცვლად თავდაპირველად განსაზღვრული არაუმეტეს 30%-ისა; ხოლო სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბერი, ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 2015 წლის 2------------–ი.

 

ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიები შპს ,,ნ---------------–--ზე“ გაცემულია სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფის“ მიერ 2013 წლის 23 აგვისტოს N-------------- – 76 800 ლარზე, 2014 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ხოლო 2014 წლის 27 მაისს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ მიერ N-------- – 76 800 ლარზე, 2014 წლის 06 დეკემბრამდე ვადით.

 

საავანსო გადახდის საბანკო გარანტიები შპს ,,ნ---------------–--ზე“ გაცემულია სს „საქართველოს ბანკის“ მიერ, მ.შ. 2013 წლის 03 სექტემბერს გარანტია N----------13 – 288 000 ლარზე, განახლებული მოქმედების ვადით 2014 წლის 05 ივლისის ჩათვლით და 2013 წლის 06 დეკემბერს N----------13 – 1 019 278 ლარზე, 2014 წლის 05 ივლისის ჩათვლით. ამ უკანასკნელ გარანტიაში 2014 წლის 23 მაისს შევიდა ცვლილება და გარანტიის თანხა განისაზღვრა 526 489.76 ლარით, განახლებული მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 31 იანვრით ჩათვლით.

 

შპს „ნ---------------–--ს“ სს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ N G--------------------- ანგარიშზე ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როდან ჩაერიცხა N------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების 100%, მ.შ. 2013 წლის 20 სექტემბერს - 576 000 ლარი, 2013 წლის 28 ნოემბერს - 243 579.62 ლარი, 2013 წლის 23 დეკემბერს - 1 019 278 ლარი და 81 142.38 ლარი, სულ 1 920 000 ლარი. შპს „ნ---------------–--ის“ მიერ სახელშეკრულებო ღირებულების სრულად მიღების მომენტისთვის, 2013 წლის 23 დეკემბრისთვის, შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარმოდგენილი ფორმა N2-ების მიხედვით შეადგენდა 324 772.83 ლარს.

 

ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს მიერ შპს „ნ---------------–--ისადმი“ მიწერილი 2015 წლის 08 იანვრის N------------ წერილიდან ირკვევა, რომ შპს „ნ---------------–--ის“ მიმართვის საფუძველზე, ს----------ომ მიზანშეუწონლად მიიჩნია სამუშაოს მიწოდების ვადების კიდევ ერთხელ გაგრძელება და მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე 2015 წლის 15 იანვრიდან. აღნიშნული პერიოდისთვის, ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როსა და შპს „ნ---------------–--ის“ მიერ ორმხრივად დამოწმებული სამუშაოთა შესრულების ფორმა N 2-ებისა და მიღება ჩაბარების აქტების თანახმად, შპს „ნ---------------–--ის“ მიერ 2013 წლის 05 იანვრიდან 2014 წლის 29 მაისის ჩათვლით პერიოდში შესრულებული სამუშაოების ღირებულება დაფიქსირებულია 1 213 401 ლარი. თუმცა, საქმეში ასევე წარმოდგენილია სსიპ „ლ------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს“ 2015 წლის 11 მარტის N 0------- დასკვნა, რომლის თანახმადაც ქ.ქ-------–--------------------ში შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 455 729.80 ლარი.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, N------- ხელშეკრულებით ნაკისრი ძირითადი ვალდებულებების ნაწილში, ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს მიერ სს ,,საქართველოს ბანკიდან“ გამოთხოვილი და მიღებული საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის თანხის 526 489.76 ლარის გათვალისწინებით, შპს „ნ---------------–--ს“ ავანსად მიღებული თანხიდან დასაბრუნებელი აქვს 937 780.44 (1920000-526489.76-455729.80) ლარი; ხოლო ხელშეკრულების მიხედვით შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1 464 270.20 (1920000-455729.8) ლარი.

 

როგორც წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, N------- ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის, 2015 წლის 15 იანვრის მდგო----ეობით, მოქმედი საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია, ფორმა N2-ებში დაფიქსირებული შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების 1213 401 ლარის საფუძველზე, შესაბამისად იყო შემცირებული და წარდგენილი 526 489.76 ლარზე, ხოლო ამავე პერიოდისთვის ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ სსიპ „ლ------------–--------–-----------------–-------------------------ის“ მიხედვით, შეადგინა 455 729.80 ლარი; ე.ი. შპს „ნ---------------–--ს“ ავანსად მიღებული თანხის სახით უნდა ერიცხებოდეს 1 464 270.20 (1920000-455729.80) ლარი, მ.შ. 576 000 ლარის შესაბამისად წარმოდგენილი იყო საბანკო გარანტია 288 000 ლარზე.

 

მიუხედავად იმისა, რომ შპს „ნ---------------–--ი“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე რეგისტრირებული იყო შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრში, ე.წ. „თეთრ სიაში,“ ხელშეკრულების 9.4.1 პუნქტის მიხედვით, საავანსო ანგარიშსწორების შემთხვევაში, შემსყიდველისთვის უნდა წარედგინა წინასწარ მოთხოვნილი თანხის ოდენობის საბანკო გარანტია, ანუ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები იქნებოდა დაცული, 288 000-ლარიანი საბანკო გარანტიის გარდა, შპს „ნ---------------–--ს“ ასევე წარდგენილი უნდა ჰქონ----- ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მოქმედი 888 270.20 (1920000-455729.80-576000) ლარის საავანსო გადახდის საბანკო გარანტია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის, ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს მიერ საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის სახით გამოსათხოვი თანხა ნაცვლად 526 489.76 ლარისა, იქნებოდა 1 176 270.20 (888270.20+288000) ლარი, ანუ 649 780.44 ლარით მეტი.

 

ამასთან, აღვნიშნავთ, რომ 2014 წლის 31 ოქტომბრის N-------/3 შეთანხმებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 2------------–ი და შპს „ნ---------------–--ს“ დაევალა შემსყიდველისთვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარდგენა, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 დღით მეტი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე. საქმის მასალების მიხედვით, შპს „ნ---------------–--ს“ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ვადაგაგრძელებული საბანკო გარანტია ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როსთვის არ წარუდგენია, ხოლო ხელშეკრულების შესრულების უახლესი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 2014 წლის 06 დეკემბერს ამოიწურა, შესაბამისად, ს------------- მიერ მისი გამოთხოვა ვერ განხორციელდა.

2. 2013 წლის 12 დეკემბერს სსიპ „ს-----------–---–-----------–----------------------------------------------------------ა“ და შპს ,,ნ---------------–--ს“ შორის გაფორმებული იქნა ელექტრონული ტენდერის (S------------) საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N----------. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დ-------ის საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, ღირებულებით 1 932 172 ლარი. სამუშაოს მიწოდების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 06 დეკემბერი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 2015 წლის 06 იანვარი. ხელშეკრულების 9.3 პუნქტი ითვალისწინებდა „მიმწოდებელთან“ წინასწარ ანგარიშსწორებას, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 40%-ის ფარგლებში.

 

სს „საქართველოს ბანკის“ მიერ შპს „ნ---------------–--ზე“ 2013 წლის 11 დეკემბერს გაიცა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N---------- ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია N---------13 (96610 ლარზე)და ჯამში 386 440 ლარის საავანსო გადახდის N A--------13 და N A--------14 საბანკო გარანტიები.

 

სსიპ „ს-----------–---–-----------–----------------------------------------------------------“ მიერ ორ ეტაპად განხორციელდა წინასწარი ანგარიშსწორება და შპს „ნ---------------–--ს“ სს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ N G--------------------- ანგარიშზე ჩაერიცხა ავანსი მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 40% - 772 868.8 ლარი, მ.შ. 2013 წლის 26 დეკემბერს - 386 434.40 ლარი და 2014 წლის 11 მარტს - 386 434.40 ლარი.

 

2014 წლის 24 დეკემბერს სსიპ „ს-----------–---–-----------–----------------------------------------------------------ა“ და შპს „ნ---------------–--ს“ შორის გაფორმებული N16---------- შეთანხმების მიხედვით, შპს „ნ---------------–--ის“ მიერ სამუშაოების საწყის ეტაპზე, ქვაბულისათვის გრუნტის ექსკავატორით დამუშავების დროს, გამოიკვეთა საძირკვლის კონსტრუქციული ნაწილის ცვლილების აუცილებლობა. პროექტის კორექტირებული კონსტრუქციული ნაწილის გათვალისწინებით, შედგა ახალი ხარჯთაღრიცხვა, სადაც შესწორდა და გაიზარდა შესასრულებელი სამუშაოს მოცულობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, კერძოდ: სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 2 032 908.18 ლარით; სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 18-------------ი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 2015 წლის 18 ნოემბერი. ამასთან, მიმწოდებელს დაევალა ვადაგაგრძელებული ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარდგენა 10 სამუშაო დღეში.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მიუხედავად სსიპ „ს-----------–---–-----------–----------------------------------------------------------“ არაერთგზის მოთხოვნისა და გაფრთხილებისა, სამუშაოების გაგრძელების მიზნით შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად შპს „ნ---------------–--ის“ წარმომადგენელი სააგენტოში არ გამოცხადებულა, არც სამუშაოები გაუგრძელებია და არც ვადაგაგრძელებული ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები წარუდგენია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების მე-12 მუხლის შესაბამისად, სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“ შეწყვიტა შპს „ნ---------------–--თან“ 2013 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული N---------- ხელშეკრულება და 2015 წლის 24 თებერვლის N------ წერილით სს „საქართველოს ბანკს“ მოსთხოვა საბანკო გარანტიების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. 2015 წლის 12 მარტის საგადასახადო დავალებების მიხედვით, სსიპ „ს-----------–---–-----------–----------------------------------------------------------“ სს „საქართველოს ბანკიდან“ გადაერიცხა საბანკო გარანტიებით ნაკისრი ვალდებულებები, მ.შ. ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის შესაბამისად 96 610 ლარი და საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტის სახით 386 440 ლარი.

 

საქმეში წარმოდგენილია 2014 წლის 29 დეკემბრით დათარიღებული სოფელ ახალი დ-------ის საჯარო სკოლის შესრულებულ სამშენებლო სამუშაოთა ფორმა N2 - 15 570.71 ლარზე, რომელიც არ არის ხელმოწერით დადასტურებული მხარეების მიერ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ „ს-----------–---–-----------–----------------------------------------------------------თან“ გაფორმებული N---------- ხელშეკრულებით ნაკისრი ძირითადი ვალდებულებების ნაწილში შპს „ნ---------------–--ს“ დასაბრუნებელი აქვს ავანსად მიღებული თანხიდან 386 428.80 (386434.40+386434.40-386440) ლარი; ხოლო ხელშეკრულების მიხედვით შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 2 032 908.18 ლარი.

 

3. 2013 წლის 27 დეკემბერს სსიპ „საქართველოს მ----–----–----------------------------სა“ და შპს „ნ---------------–--ს“ შორის გაფორმებული იქნა ელექტრონული ტენდერის (SPA 1--------) საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N------------------. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა გ------------–----–------ის სოფელ ტ-----ში სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, ღირებულებით 1 188 990 ლარი. სამუშაოს მიწოდების ვადად განისაზღვრა 12 (თორმეტი) თვე. ხელშეკრულების მე-6 პუნქტი ითვალისწინებდა „მიმწოდებელთან“ წინასწარ ანგარიშსწორებას, ხელშეკრულების ღირებულების 100%-ის ფარგლებში.

 

სს „საქართველოს ბანკის“ მიერ შპს „ნ---------------–--ზე“ 2013 წლის 26 დეკემბერს გაიცა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N------------------ ხელშეკრულების შესრულების გარანტია N P-------13 და 2013 წლის 27 დეკემბერს N A--------13 საბანკო გარანტია 594 500 ლარის ავანსის მიღებასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფაზე. 2013 წლის 31 დეკემბერს, სსიპ „საქართველოს მ----–----–----------------------------ის“ მიერ განხორციელდა წინასწარი ანგარიშსწორება და შპს „ნ---------------–--ს“ სს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ N G--------------------- ანგარიშზე გადაერიცხა ავანსი, მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება 1 188 990 ლარი. ავანსის ჩარიცხვამდე ანგარიშზე ნაშთი არ ირიცხებოდა.

 

შპს „ნ---------------–--ს“ N G--------------------- ანგარიშზე 2013 წლის 31 დეკემბერს ასევე ჩაერიცხა 96 306.61 ლარი ში----------------------------------------------------------------------იდან, ხოლო 2014 წლის 03 იანვარს „გარანტიის გაუქმების“ დანიშნულებით ჩაირიცხა 5 470.38 ლარი. სულ 2013 წლის 31 დეკემბრიდან 2014 წლის 13 იანვრის ჩათვლით N G--------------------- ანგარიშზე შემოსავალმა შეადგინა 1 290 766.99 ლარი, რომელიც ამავე პერიოდში სრულად იქნა გამოყენებული და გადარიცხული სხვადასხვა დანიშნულებით, მ.შ. 3 002.23 ლარი - N P-------13 და N A--------13 საბანკო გარანტიების საკომისიოს სახით, 111 819.10 ლარი - ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო აჭარის ა/რ ბიუჯეტში, 3 741.29 ლარი - სხვადასხვა საკომისიო მომსახურების ხარჯი, 500 ლარი - საქვეანგარიშოდ გაიცა ნ-----არ დ-----აძეზე, 3 000 ლარი - მ--–---- ბ-------ზე, 50 700 ლარი - გატანილია ბანკიდან სალაროში, 594 500 ლარი ანგარიშიდან ჩამოჭრილია სსიპ „საქართველოს მ----–----–----------------------------იდან“ მიღებული საავანსო გადახდის საბანკო გარანტიის დანიშნულებით, საქონლისა და მომსახურების მიმწოდებლებზე გადარიცხულია: 50 ლარი - ი/მ „ა-–---------- ჯ-–-“, 196 030 ლარი - შპს „ნ----“, 920 ლარი - შპს „ა--------ო“, 5 000 ლარი - შპს „-----“, 1 700 ლარი - შპს „ა---------------“, 1 000 ლარი - შპს „ბ--–--------------ია“, 35 000 ლარი - შპს „B----------”, 40 000 ლარი - შპს „----------–-------------“, 6 366.17 ლარი - შპს „----------------–------ი“, 5 000 ლარი - შპს „კ-–------------“, 148.20 ლარი - შპს „ლ-–------ი“, 3 925 ლარი - შპს „მ-----–-“, 7 960 ლარი - შპს „რ---–-----------------ი“, 3 500 ლარი - შპს „უ---------ა“, 201 905 ლარი - შპს „ქ------–---------------–-------–--–--ს“, 15 000 ლარი - შპს ,,ბ-----------“.

 

წარმოდგენილი საბუღალტრო მონაცემების მიხედვით, სსიპ „მ----–----–----------------------------თან“ ხელშეკრულების გაფორმების პერიოდისთვის, 2013 წლის 27 დეკემბრის მდგო----ეობით, საქონლისა და მომსახურების მიმწოდებლების მიმართ შპს „ნ---------------–--ის“ კრედიტორული დავალიანება შეადგენდა 790 211.40 ლარს, გაცემული ავანსი - 1 209 400.24 ლარს, ხოლო ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული თანხის ნაშთი - 292 926.80 ლარს.

 

2013 წლის 31 დეკემბრიდან 2014 წლის 13 იანვრის ჩათვლით პერიოდში, სსიპ „მ----–----–----------------------------იდან“ მიღებული ავანსის თანხიდან გადარიცხულია და 28 623.2 ლარით შემცირებულია 2013 წლის 27 დეკემბრისთვის ი/მ „ა-–---------- ჯ-–-ს“, შპს „ბ--–--------------იის“, შპს „კ-–------------ს“, შპს „ლ-–------ის“, შპს „მ-----–-“-ის, შპს „უ---------ას“, შპს „ბ-----------“-ის სახელზე რიცხული 262 141.58 ლარის დავალიანება, ხოლო 291 276.17 ლარი გადარიცხულია შპს „ნ----სთვის“, შპს „------------თვის“, შპს „------თვის“, შპს „B----------”– ისთვის“, შპს ,,დ--------–------------ისთვის“, შპს ,,ი---ს ს---------–------ისა“ და შპს „რ---–-----------------ისთვის“, რომელთა მიმართ 2013 წლის 27 დეკემბრის მდგო----ეობით შპს „ნ---------------–--ის“-ის დავალიანება ბუღალტრულად აღრიცხული არ არის; 2013 წლის 27 დეკემბრის მდგო----ეობით, გაცემული ავანსის სახით ნაშთად ირიცხება შპს ,,ა---------------“-ზე 4677 ლარი, ხოლო შპს ,,ქ------–---------------–-------–--–--ს“-ზე - 360 479 ლარი.

 

ამდენად, 2013 წლის 31 დეკემბრიდან 2014 წლის 13 იანვრის ჩათვლით პერიოდში შპს „ნ---------------–--ის“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 1 290 766.99 ლარიდან, 597 502.23 ლარის გახარჯვა უკავშირდება N------------------ ხელშეკრულების ფარგლებში აღებული საგარანტიო ვალდებულებების დაფარვას. თუ ჩავთვლით, რომ აღნიშნული საგარანტიო ვალდებულებები დაიფარა სსიპ „საქართველოს მ----–----–----------------------------იდან“ ავანსის სახით მიღებული 1 188 990 ლარიდან, წარმოდგენილი საბუღალტრო მასალებისა და გამოძიებით მოპოვებული სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით, დარჩენილი 591 487.77 (1188990-597502.23) ლარი 2013 წლის 31 დეკემბრიდან 2014 წლის 13 იანვრის ჩათვლით პერიოდში, გახარჯულია 2013 წლის 27 დეკემბრამდე წარმოშობილი დავალიანების დასაფარავად, საავანსო თანხებისა და მიმდინარე ხარჯების ასანაზღაურებლად, რომელთა კავშირი, გ------------–----–------ის სოფელ ტ-----ში სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის სამშენებლო სამუშაოების შესრულებასთან, წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია სსიპ „ლ------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს“ მ/წ 17 მარტის N 0-------- ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმად სსიპ „საქართველოს მ----–----–----------------------------ის“ დაკვეთით შპს „ნ---------------–--ის“ მიერ გ------------–----–------ის სოფელ ტ-----ში სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობის ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 196 495.87 ლარი, ნაცვლად შესრულებულ სამუშაოთა ფორმა N2-ებში დაფიქსირებული 203 703.45 ლარისა. აქედან გამომდინარე, შპს „ნ---------------–--ის“ მიერ სსიპ ,საქართველოს მ----–----–----------------------------თან“ გაფორმებული N------------------ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 196 495.87 ლარს, ხოლო შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულება - 992 494.13 (1188990-196495.87) ლარს.

 

წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 2015 წლის 23 იანვრიდან შეწყდა სსიპ „საქართველოს მ----–----–----------------------------სა“ და შპს „ნ---------------–--ს“ შორის გაფორმებული N------------------ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში შესასრულებელი 1 188 990 ლარის ღირებულების სამუშაოს ნაცვლად, დამკვეთმა მიიღო მხოლოდ 196 495.87 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაო და ჩაერიცხა 594 500 ლარი საბანკო გარანტიის საფუძველზე. სულ სსიპ „საქართველოს მ----–----–----------------------------ის“ მიმართ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად შპს „ნ---------------–--ის“ შეუსრულებელი ვალდებულება 397 994.13 (1188990-196495.87 594500) ლარს შეადგენს.

 

ამრიგად, სსიპ „საქართველოს მ----–----–----------------------------თან“ გაფორმებული N------------------ ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული საავანსო თანხიდან - 1 188 990 ლარიდან შპს „ნ---------------–--ის“ მიერ 591 487.77 ლარის გახარჯვა არ უკავშირდება ხელშეკრულებით განსაზღვრული ობიექტის სამშენებლო სამუშაოების შესრულებას, 992 494.13 ლარი წარმოადგენს შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებას, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად შპს „ნ---------------–--ის“ ვალდებულება სსიპ „საქართველოს მ----–----–----------------------------ის“ მიმართ დასაბრუნებელი საავანსო თანხის ნაწილში შეადგენს 397 994.13 ლარს.

 

4. 2014 წლის 23 ივლისს სსიპ ლ------------–--------–-----------------–----------------------------–----------ა და შპს „ნ---------------–--ს“ შორის გაფორმებული იქნა ელექტრონული ტენდერის (S-----------) საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N---. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სსიპ ლ------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს კ---------------–-----------------ის განყოფილების შენობის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა, ღირებულებით 1 150 000 ლარი. სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ქ.გურჯაანში, კოსტავას ქუჩაზე (ს/კ 51.01.61.345), ხელშეკრულების 4.3 პუნქტით განსაზღვრული კალენდარული გეგმა-გრაფიკის მიხედვით 2015 წლის 23 იანვრამდე; ასევე, ხელშეკრულების 8.5 პუნქტი ითვალისწინებდა წინასწარ ანგარიშსწორებას, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით.

 

შპს ,,სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ მიერ შპს ,,ნ---------------–--ზე“ 2014 წლის 23 ივლისს გაიცა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N 2-- ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია N 0----- (28750 ლარზე) და სს „საქართველოს ბანკის“ მიერ საავანსო გადახდის 2014 წლის 01 აგვისტოს N A--------14 (115000 ლარზე).

 

შპს „ნ---------------–--ს“ სს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ N G--------------------- ანგარიშზე 2014 წლის 08 აგვისტოს დამკვეთიდან ჩაერიცხა ავანსი მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 20% - 230 000 ლარი.

 

საქმეში არსებული მიღება-ჩაბარების ოქმების მიხედვით, შპს „ნ---------------–--ის“ მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოთა მოცულობების და სამუშაოთა შესრულების არსებული ტემპების გათვალისწინებით, სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომ შეუძლებლად მიიჩნია მშენებლობის დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, შეწყვიტა შპს „ნ---------------–--თან“ 2014 წლის 23 ივლისს გაფორმებული N--- ხელშეკრულება და 2014 წლის 05 დეკემბერს N---------- წერილით სს „საქართველოს ბანკიდან“ გამოითხოვა 2014 წლის 01 დეკემბერს გაცემული N A--------14 გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხა 115 000 ლარი და N---------- წერილით შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონიდან“ N0----- ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის თანხა 28 750 ლარი; ხოლო შპს „ნ---------------–--ის“ მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე ჩატარდა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. N 0-------- ექსპერტის დასკვნის მიხედვით, შპს „ნ---------------–--ის“ მიერ, ქ.გურჯაანში, ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის კახეთის განყოფილებისათვის განახლებული შენობის მშენებლობაზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება 2014 წლის 01 დეკემბრის მდგო----ეობით შეადგენს 36 136.45 ლარს.

 

2014 წლის 23 ივლისს სსიპ ლ------------–--------–-----------------–----------------------------–----------ა და შპს „ნ---------------–--ს“ შორის გაფორმებული იქნა ელექტრონული ტენდერის (SPA 1--------) საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N---. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სსიპ ლ------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს შიდა ქართლის ექსპერტიზის განყოფილების შენობის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა, ღირებულებით 1 050 890 ლარი. სამუშაოები უნდა შესრულებულიყო გორის რ-ნი, სოფ. კ-----–---ში (ს/კ 6-----------), ხელშეკრულების 4.3 პუნქტით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის მიხედვით 2015 წლის 23 იანვრამდე; ასევე, ხელშეკრულების 8.5 პუნქტი ითვალისწინებდა წინასწარ ანგარიშსწორებას, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით.

 

შპს ,,სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ მიერ შპს ,,ნ---------------–--ზე“ 2014 წლის 23 ივლისს გაიცა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N 2-- ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია N 0----- (26273 ლარზე) და სს „საქართველოს ბანკის“ მიერ საავანსო გადახდის 2014 წლის 01 აგვისტოს N A--------14 (105089 ლარზე).

 

შპს „ნ---------------–--ს“ სს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ N G--------------------- ანგარიშზე 2014 წლის 05 აგვისტოს დამკვეთიდან ჩაერიცხა ავანსი მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 20% - 210 178 ლარი.

 

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, შპს „ნ---------------–--ის“ მიერ სამუშაოები მიმდინარეობდა გეგმა-გრაფიკის დარღვევით, შემსრულებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე არ არის გაფორმებული შუალედური შესრულებული სამუშაოს აქტი N2. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიურომ შეუძლებლად მიიჩნია მშენებლობის დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, შეწყვიტა შპს „ნ---------------–--თან“ 2014 წლის 23 ივლისს გაფორმებული N--- ხელშეკრულება და 2014 წლის 05 დეკემბერს N---------- წერილით სს „საქართველოს ბანკიდან“ გამოითხოვა 2014 წლის 01 დეკემბერს გაცემული N A--------14 გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხა 105 089 ლარი და N---------- წერილით შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონიდან“ N 2---- ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის თანხა 26 273 ლარი; ხოლო შპს „ნ---------------–--ის“ მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე ჩატარდა საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზა. N 0------- ექსპერტის დასკვნის მიხედვით, შპს „ნ---------------–--ის“ მიერ, გ-------------ნის სოფელ კ-----–---ში ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის შიდა ქართლის განყოფილებისათვის განახლებული შენობის მშენებლობაზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება 2014 წლის 01 დეკემბრის მდგო----ეობით შეადგენს 38 066.16 ლარს.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, სსიპ ლ------------–--------–-----------------–----------------------------–----------თან გაფორმებული N--- და N--- ხელშეკრულებებით ნაკისრი ძირითადი ვალდებულებების ნაწილში, ავანსის საგარანტიო თანხის გათვალისწინებით, შპს „ნ---------------–--ს“ დასაბრუნებელი აქვს ავანსად მიღებული თანხიდან 145 886.39 (230000-115000+210178-105089-36136.45-38066.16) ლარი, ამავე ხელშეკრულებების მიხედვით შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 2 126 687.39 (1150000+1050890-36136.45 38066.16) ლარს.

 

5. 2014 წლის 14 აგვისტოს სსიპ თ--------------–-----------------------–----–------სა და შპს „ნ---------------–--ს“ შორის გაფორმდა ელექტრონული ტენდერის (SPA 1--------) საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N---. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ს--------------–----–------ის ბიუჯეტის სახსრებით სოფელ სავანის სასმელი წყლის რეზერვუარებისა და სოფლის შიდა ქსელის სისტემების პირველი ეტაპის სამუშაოების შესყიდვა, ღირებულებით 532 999.93 ლარი. სამუშაოს მიწოდების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 30 ნოემბერი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 2014 წლის 31 დეკემბერი. ხელშეკრულების მე-11 პუნქტი ითვალისწინებდა ,,მიმწოდებელთან“ წინასწარ ანგარიშსწორებას, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 30%-ის ფარგლებში.

 

სს „საქართველოს ბანკის“ მიერ შპს „ნ---------------–--ზე“ 2014 წლის 14 აგვისტოს გაიცა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია N P-------14 (26650 ლარზე) და 2014 წლის 15 აგვისტოს საავანსო გადახდის საბანკო გარანტია 79 950 ლარზე N A--------14.

 

2014 წლის 29 აგვისტოს სსიპ „თვითმმართველი თემის ს--------------–----–------ის“ მიერ განხორციელდა წინასწარი ანგარიშსწორება და შპს „ნ---------------–--ს“ სს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ N G--------------------- ანგარიშზე ჩაერიცხა ავანსი, მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 30% - 159 900 ლარი. ამასთან, შესრულებული სამუშაოს ღირებულების შესაბამისად ჩარიცხულია 90 565.26 ლარი, მ.შ. 2014 წლის 13 ოქტომბერს - 43 897.09 ლარი და 2014 წლის 16 დეკემბერს - 46 668.17 ლარი; ხოლო 19 404.50 ლარით იქნა შემცირებული საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია და შეადგინა 60 545.50 (79950-19404.50) ლარი.

 

ამასთან, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 11.2 პუნქტის მიხედვით, „შემსყიდველი იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს მიმწოდებელს მიღებული სამუშაოების ღირებულება ლ------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის, მიღება ჩაბარების აქტის და სათანადო საბუთების წარმოდგენიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში“. საქმეში წარმოდგენილია 2014 წლის 22 სექტემბრითა და 2014 წლის 19 ნოემბრით დათარიღებული შესრულებულ სამუშაოთა ფორმა N2-ები, რომელთა მიხედვით შპს „ნ---------------–--ის“ მიერ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 129 374.26 ლარს. აღნიშნული ფორმა N2-ები 2014 წლის 22 სექტემბრით და 2014 წლის 09 დეკემბრით დათარიღებულ სამუშაოების შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებთან ერთად შპს „ნ---------------–--ის“ მიერ 2014 წლის 22 სექტემბრის N--- და 2014 წლის 05 დეკემბრის N--- წერილებით წარდგენილია სსიპ თ--------------–-----------------------–----–------ში, შუალედური ანაზღაურების მოთხოვნით. შესრულებულ სამუშაოებზე ექსპერტიზის დასკვნები წარმოდგენილ მასალებში არ მოიპოვება.

 

საქმის მასალების, კერძოდ, ს--------------–----–------ის გამგეობის მიერ შესასრულებელ სამუშაოებზე დანიშნული ტექნიკური ზედამხედველის მოხსენებითი ბარათისა და ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით შექმნილი ჯგუფის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე ირკვევა, რომ შპს „ნ---------------–--ს“ შეჩერებული ჰქონდა სამუშაოების შესრულება, რითაც არღვევდა სამუშაოების მიწოდების ვადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს „ნ---------------–--ს“ ს--------------–----–------ის გამგეობის მხრიდან გაეგზავნა რამდენიმე შეტყობინება და შესაბამისი საბანკო გარანტიების ვადის გაგრძელების შემდეგ, 2014 წლის 14 დეკემბერს მხარეები შეთანხმდნენ და ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2015 წლის 01 მარტამდე.

 

მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის გადაწევისა, შპს „ნ---------------–--მა“ ვერ შეძლო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ს--------------–----–------ის გამგეობამ 2015 წლის 10 თებერვლიდან შეწყვიტა შპს „ნ---------------–--თან“ 2014 წლის 14 აგვისტოს დადებული N--- ხელშეკრულების მოქმედება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ თ--------------–-----------------------–----–------თან გაფორმებული N--- ხელშეკრულების საფუძველზე, გამოთხოვილი საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის მიხედვით და წარმოდგენილი ფორმა N2-ების გათვალისწინებით შესრულებული სამუშაოების სრულად აღიარების შემთხვევაში, ძირითადი ვალდებულებების ნაწილში შპს „ნ---------------–--ს“ დასაბრუნებელი აქვს ავანსის სახით მიღებული თანხიდან 60 545.50 (159900+90565.26-129374.26-60545.50) ლარი; ხოლო ხელშეკრულების მიხედვით შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 403 625.67 (532999.93 129374.26) ლარი.

 

ამრიგად, შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „ნ---------------–--ის“ მიერ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით ნაკისრი ძირითადი ვალდებულებების ნაწილში, საავანსო საგარანტიო თანხების გათვალისწინებით, მიღებული საავანსო თანხებიდან შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 1 928 635.26 ლარს, შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულება - 7 019 985.57 ლარს. ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მოქმედი გარანტიების მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ გამოთხოვილია 178 283 ლარი საგარანტიო თანხა, მ.შ. სსიპ „ს-----------–---–-----------–----------------------------------------------------------“ მიერ - 96 610 ლარი, სსიპ „ლ------------–--------–-----------------–----------------------------–----------“ მიერ - 55 023 ლარი და სსიპ „თ--------------–-----------------------–----–------ის“ მიერ - 26 650 ლარი, შპს „ნ---------------–--ის“ მიერ შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის დასაბრუნებელი თანხა იქნება 1 750 352.26 ლარი.

 

2013 წლის 27 დეკემბრის N------------------ ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს მ----–----–----------------------------სა და შპს „ნ---------------–--ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, გ------------–----–------ის სოფელ ტ-----ში სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობის (CPV-4-------) სამშენებლო სამუშაოებზე, რომლის ღირებულება შეადგენს 1 188 990 ლარს. მხარეები: მ----–----–----------------------------ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი - თ.მ---------–ია და შპს „ნ---------------–--ის“ დირექტორი - გ.მ-----–-–---–ი (ტომი 1, ს.ფ. 292).

 

2014 წლის 14 აგვისტოს N--- ხელშეკრულების მიხედვით, სსიპ „თვითმართველი თემი ს--------------–----–------სა“ და შპს „ნ---------------–--ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, სოფელ სავანის სასმელი წყლის რეზერვუარების და სოფლის შიდა ქსელის სისტემების პირველი ეტაპის სამუშაოებზე, რომლის ღირებულება შეადგენს 532 999.937 ლარს. მხარეები: ს--------------–----–------ის გამგებელი - მ-------ე და შპს „ნ---------------–--ის“ დირექტორი - გ.მ-----–-–---–ი (ტომი 5, ს.ფ. 82-88).

 

2013 წლის 12 დეკემბრის N 1--------- ხელშეკრულების მიხედვით, სსიპ „ს-----------–---–-----------–------------------------------------------------------ოსა“ და შპს „ნ---------------–--ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, მ--------–ის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დ-------ის საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოებზე, რომლის ღირებულება შეადგენს 1 932 172 ლარს. მხარეები: სააგენტოს დირექტორი - გ.უმეკაშვილი და შპს „ნ---------------–--ის“ დირექტორი - გ.მ-----–-–---–ი (ტომი 6, ს.ფ. 70-76).

 

2014 წლის 23 ივლისის N--- ხელშეკრულების მიხედვით, სსიპ „ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოსა“ და შპს „ნ---------------–--ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს კ---------------–-----------------ის განყოფილების სამშენებლო სამუშაოებზე, რომლის ღირებულება შეადგენს 1 150 000 ლარს. მხარეები: ბიუროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი - გ.მ----–--ე და შპს „ნ---------------–--ის“ დირექტორი - გ.მ-----–-–---–ი. (ტომი 7, ს.ფ. 33-38)

 

2013 წლის 29 აგვისტოს N 5------ ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს ო------------–------------------------------–----–-------------------–--------------–---–---------–------------------ა და შპს „ნ---------------–--ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, საქართველოს ო------------–------------------------------–----–-------------------–--------------–---–---------–------------------ მიერ ქ.ქ-------–--------------------ში (საკადასტრო კოდი N 0-----------) მდებარე შენობის დასრულების სამუშაოებზე, რომლის ღირებულება შეადგენს 1 920 000 ლარს. მხარეები: მინისტრის პირველი მოადგილე - გ.ფ-–-–-ა და შპს „ნ---------------–--ის“ დირექტორი - გ.მ-----–-–---–ი (ტომი 8, ს.ფ. 106-110).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, საქართველოს ფ----------------------------------------------------------------------------------------–----------არი სამმართველოს გამომძიებლებმა: ნ-----–---- ნ------ემ და ა-–---- წ---–-----მა დაადასტურეს გ.მ-----–-–---–ისა და რ.ს-----ის ბრალდების სს საქმეზე, მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

 

საქართველოს სსკ 182-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მითვისებისათვის. საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დანაშაულის სუბიექტის ქმედება მიმართულია მართლზომიერ მფლობ--–--ბაში ან გამგებლობაში არსებული ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისკენ. პირი (დანაშაულის სუბიექტი) ქონების მართლზომიერ მფლობ--–--ბას ან გამგებლობას ახორციელებს სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობის ან სპეციალური დავალების საფუძველზე. მითვისების, როგორც დანაშაულის, ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში - სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ამოღებაში კანონიერი მესაკუთრისაგან და მის დაუფლება-განკარგვაში საკუთარი შეხედულებისამებრ. დანაშაულის სუბიექტური მხარე მოიცავს პირდაპირ განზრახვას - პირს შეგნებული აქვს, რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, ამასთან ითვალისწინებს, რომ ამ მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს. ქმედების მითვისებად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია ისიც, რომ სუბიექტს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი ამოძრავებს.

 

მოცემულ შემთხვევაში სს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ გ------- მ-----–-–---–ს, როგორც შპს „ნ---------------–--ის“ დირექტორსა და სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირს, ხელშეკრულებით ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, რომ ავანსის სახით მიღებული თანხების სანაცვლოდ დამკვეთებისათვის შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და ობიექტები ჩაებარებინა დასრულებული სახით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გ------- მ-----–-–---–მა, როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა თავისი აქტიური მოქმედებებით, რომელიც გამოიხატა სსიპ „ს-----------–---–-----------–----------------------------------------------------------“, სსიპ „ლ----------------–--------–-------------------------------–----------ს“, ს--------------–----–------ის გამგეობის, ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს და საქართველოს მ----–----–----------------------------ის კუთვნილი თანხების ხელყოფაში და მის უკანონო დაუფლებაში -ჯერ ამოიღო ზემოთხსენებული სუბიექტების ფულადი თანხები და შემდეგ თავის სასარგებლოდ მიაქცია და თავისივე შეხედულებისამებრ განკარგა. სუბიექტური მხრივ გ.მ-----–-–---–ს შეგნებული ჰქონდა, რომ ითვისებდა სხვის ქონებას, რომელიც მას გადაცემული ჰქონდა კონკრეტული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად და ითვალისწინებდა იმ ფაქტს, რომ თავისი ქმედებით ზიანს აყენებდა ქონების მესაკუთრეებს და სურდა კიდეც ზიანის მიყენება, ხელმძღვანელობდა ანგარებითი მოტივით და მიზნად ისახავდა უკანონო შემოსავლის მიღებას სხვის ხარჯზე.

 

მოწმეთა ჩვენებებით, საბანკო ამონაწერებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით, ფორმა N2-ებითა და ექსპერტიზების დასკვნებით დგინდება, რომ შპს „ნ---------------–--ს“ თითოეულ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან მიმართებაში მიღებული აქვს სხვადასხვა ოდენობით თანხები ავანსის სახით და არცერთ ობიექტზე არ აქვს დასრულებული სამუშაოები, რიგ შემთხვევაში კი, საერთოდ არ აქვს შესრულებული, ამასთან შპს „ნ---------------–--ს“, რომელსაც წარმოადგენდა მისი დირექტორი გ------- მ-----–-–---–ი, წარდგენილი აქვს ისეთი ფორმა N2-ები, სადაც ხელოვნურად არის გაზრდილი შესრულებული სამუშაოების ღირებულებები. ექსპერტიზების დასკვნებითა და მიღება-ჩაბარების აქტებით უტყუარად დადგენილია შესრულებული სამუშაოების რეალური ღირებულებები, მოცულობები და სხვაობები. ამავდროულად უტყუარად დგინდება, რომ საწარმოში ფორმა N2-ეს ხელს აწერდა უშუალოდ გ------- მ-----–-–---–ი, ასევე საწარმოს თანხებს, მათ შორის, დამკვეთებისაგან ავანსად მიღებულ თანხებს განკარგავდა ბრალდებული. ასევე უტყუარად დგინდება, რომ დამკვეთებისაგან ავანსად ჩარიცხულია სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო თანხები, თუმცა ეს თანხები არ მოხმარებია ობიექტებზე შესასრულებელ სამუშაოებს, ამავდროულად ჩარიცხული თანხების მცირე ნაწილით გასტუმრებულია შპს „ნ---------------–--ის“ ადრე არსებული დავალიანება, ანუ მართლსაწინააღმდეგოდ ხელყოფილი იქნა ხსენებული სახელმწიფო დაწესებულებების კუთვნილი თანხები და განკარგული იქნა საწარმოს დირექტორის შეხედულებისამებრ, ამავდროულად მითვისების შესანიღბად ხელოვნურად გაზრდილი იქნა შესრულებული სამუშაოების ღირებულებები, რაც თავისთავად უზრუნველყოფდა წარდგენილი საბანკო გარანტიების პროპორციულად შემცირებას.

 

სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია მაკვალიფიცირებელი გარემოებების არსებობაც, კერძოდ: გ------- მ-----–-–---–მა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ხუთივე ეპიზოდი ჩაიდინა სამსახურებრივი მდგო----ეობის გამოყენებით, როგორც შპს „ნ---------------–--ის“ დირექტორმა და სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირმა, ამასთან ხუთივე ეპიზოდში, თითოეული დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილით დიდი ოდენობისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს - 10 000 ლარს.

 

რაც შეეხება რ---- ს-----ეს, მტკიცებულებების (მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულებები) გამოკვლევის შედეგად უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ამ უკანასკნელის რაიმე სახის პირადი ურთიერთობა ან დაინტერესება გ------- მ-----–-–---–ის მიმართ იმ მიზნითა და განზრახვით, რომ შპს „ნ---------------–--ის“ დირექტორს დახმარებოდა დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა უარყოფილი ბრალდებულ რ---- ს-----ის ვერსია, რომ მასზე დაკისრებული მოვალეობების რაოდენობისა და შესასრულებელი სამუშაოს სირთულის გათვალისწინებით, გულგრილად მოეკიდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შპს „ნ---------------–--ის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ამსახველ ფორმა N2-ებს ხელი მოაწერა დაუდევრად, ყოველგვარი დეტალური შემოწმების გარეშე, იმ ვარაუდით, რომ საბოლოოდ სამუშაოების ღირებულების განსაზღვრა მოხდებოდა შესაბამისი სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. ამასთან აღსანიშნავია, რომ რ.ს-----ის ჩვენება შესაბამისობაშია საქართველოს ო------------–------------------------------–----–-------------------–--------------–---–---------–------------------ სხვა თანამშრომლების ჩვენებებთან, რომლებიც დაიკითხნენ სასამართლო სხდომაზე და დაადასტურეს, რომ 2014 წლის მდგო----ეობით ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოში სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა მხოლოდ რ.ს-----ე და სწორედ მას ევალებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ს------------- მრავალ ობიექტზე მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა, სამშენებლო და სარეაბილიტაციო ობიექტებში მიმდინარე სამუშაოთა შესრულების ხარისხის კონტროლი და ანალიზი, შესასრულებელი სამუშაოების სახეობების, მოცულობისა და ხარისხის დეტალური დათვალიერება-აღწერა. ერთადერთი მოწმე, რომელიც ადასტურებს, რომ რ.ს-----ე სრულყოფილ ინფორმაციას ფლობდა ობიექტზე შესრულებული სამუშაოების თაობაზე და ახდენდა მათი მოცულობების შემოწმებას, მათ შორის, ლაზერული მანძილმზომით, არის გ-------– გ-------ე, რომლის ჩვენებაც საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო სხდომაზე. აღსანიშნავია, რომ ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, განსაკუთრებული სიფრთხილითა და წინდახედულებით უნდა შეფასდეს მოწმის გამოძიებაში მიცემული ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა სხვა მტკიცებულების გამოკვლევისა და გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ზ/აღნიშნული მოწმის ჩვენება არ იყო გამყარებული სხვა არცერთი მტკიცებულებით და სწორედ ამ ერთადერთ მტკიცებულებას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა რ---- ს-----ის საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებაში.

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ---- ს-----ემ ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რ---ც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, კერძოდ:

 

რ---- ს-----ე, წარმოადგენდა რა ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს მთავარ სპეციალისტს, ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს გ------–---------------------------------------------–---ის დეპარტამენტის დებულების თანახმად, ვალდებული იყო განეხორციელებინა ობიექტებში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა კანონით დადგენილი წესით, ასევე კომპეტენციის ფარგლებში სამშენებლო და სარეაბილიტაციო ობიექტებში მიმდინარე სამუშაოთა შესრულების ხარისხის კონტროლი და ანალიზი. მიუხედავად აღნიშნულისა, რ---- ს-----ემ ვალდებულების შესაბამისად არ მოახდინა ობიექტზე შესრულებული სამუშაოების სახეობების, მოცულობისა და ხარისხის დეტალური დათვალიერება-აღწერა და იმ პირობებში, როდესაც არ ჰქონდა სრულყოფილად შესწავლილი შესრულებული სამუშაოების ოდენობა და ხარისხი, რ---- ს-----ემ შესრულებული სამუშაოს აქტში, ფორმა N2-ებში დაადასტურა, რომ თითქოს შპს „ნ---------------–--ს“ შესრულებული ჰქონდა 1 213 401 ლარის სამუშაოები მაშინ, როდესაც რეალურად განხორციელებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 455 729.80 ლარს. შესაბამისად, რ---- ს-----ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებამ მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა, კერძოდ, ზ/აღნიშნული ფორმა N2-ების გამოყენებით, შპს „ნ---------------–--ის“ დირექტორმა გ------- მ-----–-–---–მა საბანკო გარანტიის თანხა შეამცირა 649 780,44 ლარით და საბოლოოდ, გ------- მ-----–-–---–ის მიერ სამსახურეობრივი მდგო----ეობის გამოყენებით, 2013 წლის 29 აგვისტოდან 2015 წლის 15 იანვრამდე პერიოდში მითვისებული იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა 937 780.44 ლარის ოდენობით.

 

სამსახურებრივი გულგრილობის დასადგენად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოხელის უფლება-მოვალეობათა სამართლებრივ რეგლამენტაციას. მოხელის ვალდებულება განისაზღვრება კანონით, კანონქვემდებარე აქტით, შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით). რ---- ს-----ეს ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს გ------–---------------------------------------------–---ის დეპარტამენტის N383 ბრძანების მიხედვით ევალებოდა: ა)დევნილთა განსახლების ობიექტებში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით ბ)კომპეტენციის ფარგლებში, სამშენებლო და სარეაბილიტაციო ობიექტებში მიმდინარე სამუშაოთა შესრულების ხარისხის კონტროლი და ანალიზი გ) სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუფერხებლად წარმოების მიზნით, მათი მიმდინარეობისას წამოჭრილ, გაუთვალისწინებელ საკითხებზე ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს მიერ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით უზრუნველყოფის სამმართველოს დროული ინფორმირება შესაბამის პროექტში იმგვარი ცვლილებების განსახორციელებლად; დ) სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას განხორციელებული ფარული სამუშაოების სრულფასოვანი კონტროლი ე) სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესაბამისი შესყიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში დასრულების მიზნით, კალენდარული გრაფიკების პერიოდული კონტროლი და შესაბამისი წინადადებების წარდგენა შემდგომი რეაგირებისთვის ვ) სარეაბილიტაციოდ გადმოცემული ან შესაძლო რეაბილიტაციას დაქვემდებარებული ობიექტების პირველადი მოკვლევის სამუშაოების ჩატარება, ტექნიკური თვალსაზრისით რეაბილიტაციის განხორციელების მიზანშეწონილობის დადგენის მიზნით.

 

„არსებითი დარღვევის“ ცნებაში უფრო ხშირად მატერიალური ზიანის მიყენება იგულისხმება, თუმცა შეიძლება დარღვეულ იქნეს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, ან ეს დარღვევა გამოიხატოს ხელისუფლების ორგანოების საქმიანობისათვის ხელის შეშლაში და სხვ. მოცემულ შემთხვევაში რ.ს-----ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგი „არსებითი დარღვევის“ სახით გამოიხატა ქ-------–--------------აზე, არსებული ობიექტის სამუშაოების შეუსრულებლობასა და შესაბამისად, დიდი ოდენობით მატერიალური ზიანის მიყენებაში და ობიექტის დევნილთათვის დროულად გადაცემის შეფერხებაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების გადაკვალიფიცირების ეს შემთხვევა შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ბრალდების უცვლელობის პრინციპთან, რომლის თანახმადაც, ბრალდებულს სათანადოდ და სრულად უნდა ეცნობოს ბრალდების შესახებ, ბრალდების ცვლილების ჩათვლით. ევროპული სასამართლოს მიდგომით, ქმედების გადაკვალიფიცირება დაცვისთვის წინასწარ განჭვრეტადია, როდესაც ქმედება ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტია (დე სალვადორ ტორესი ესპანეთის წინააღმდეგ (De Salvador Torres v. Spain), განაცხადი no. 21525/93, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 33; იუჰა ნუუტინენი ფინეთის წინააღმდეგ (Juha Nuutinen v. Finland), განაცხადი no. 45830/99 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32). განსახილველ შემთხვევაში ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება, სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 2---ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ:

 

1. გ------- მ-----–-–---–მა ჩაიდინა დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობ--–--ბაში, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგო----ეობის გამოყენებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (5 ეპიზოდი);

2. რ---- ს-----ემ ჩაიდინა სამსახურეობრივი გულგრილობა, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რ---ც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ------- მ-----–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია;

4.2. რ---- ს-----ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 2---ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩადენილი დანაშაულების ხასიათისა და სიმძიმის, დანაშაულებრივ ქმედებაში თოთოეული ბრალდებულის მიერ გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ხარისხის, ბრალდებულთა პიროვნებისა და მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების შესრულება სრულად იქნება უზრუნველყოფილი გ------- მ-----–-–---–ის მიმართ, დანაშაულთა ერთობლიობით, 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთის, ხოლო რ---- ს-----ის მიმართ - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის განსაზღვრის პირობებში. ამასთან, გ------- მ-----–-–---–ს, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობის დაკავების უფლება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-2---ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------- მ-----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის (5 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს ეპიზოდი) – 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობის დაკავების უფლება;

 

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (სსიპ „ს-----------–---–-------–----------------------------------------------------------“ ეპიზოდი) – 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობის დაკავების უფლება;

 

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (სსიპ „მ----–----–----------------------------ის“ ეპიზოდი) – 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობის დაკავების უფლება;

 

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (სსიპ „ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს“ ეპიზოდი) – 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობის დაკავების უფლება;

 

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (სსიპ „თ-------------–-----------------------–----–-------ს“ ეპიზოდი) – 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობის დაკავების უფლება;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (ს----------–------------------–----------------------------–-----------------–-----–-----------------–-----------–-----–---–-------------როს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- მ-----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობის დაკავების უფლება;

 

მსჯავრდებულ გ------- მ-----–-–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

 

რ---- ს-----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილზე.

 

რ---- ს-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - 1 (ერთი) ცალი CD დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი მსჯავრდებულ რ---- ს-----ის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

განაჩენი მსჯავრდებულ გ------- მ-----–-–---–ის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით, 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია