გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.07.2019
საქმის ნომერი
140210018002647436
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
29.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140210018002647436

საქმე №2/1848-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ივლისი, 2019 წელი ქ. გორი

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მაია კუთხშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

 

მოსარჩელე - სს „ს----------–--------ი”

წარმომადგენელი - ი-----–--------–--

მოპასუხეები - ზ-------------–-–---–ი

მ-----------–----

ნ-----------–--ე

კ-----------–-–---–ი

წარმომადგენელი - გ-----------------------ძე

 

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია, უფლებამონაცვლედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

 

1.დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მ-----------–----, ზ-------------–-–---–ი და კ-----------–-–---–ი ცნობილი იქნენ გარდაცვლილი გ----------–-–---–ის უფლებამოცვლეებად;

 

1.2. უძრავი ქონება მდებარე კ-----------–--–---–----------------–-----–---–--ი, ს/კ: 6--1--34.---- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღირიცხოს მ-----------–----ს (პ/ნ: 2----------), ზ-------------–-–---–ის (პ/ნ: 2----------) და კ-----------–-–---–ის (პ/ნ: 2----------) სახელზე;

 

1.3. ზ-------------–-–---–ს და ნ-----------–--ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 2010 წლის 15 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების №502927 ფარგლებში 2014 წლის 04 აპრილს გაფორმებული №502927-1938571 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 11 095.75 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 7 223.20 აშშ დოლარი, პროცენტი - 1 309.50 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2 563.20 აშშ დოლარი;

 

1.4. ზ-------------–-–---–ს და ნ-----------–--ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 2010 წლის 15 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების №502927 ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 04 აპრილს გაფორმებული №502927-1938571 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავალი (სარგებელი), ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან (2018 წლის 25 სექტემბერი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 3.56 აშშ დოლარის ოდენობით;

 

1.5. ზ-------------–-–---–ს და ნ-----------–--ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 2010 წლის 15 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების №502927 ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 04 აპრილს გაფორმებული №502927-1938571 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან (2018 წლის 25 სექტემბერი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 1.44 აშშ დოლარის ოდენობით.

 

1.6. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული მ-----------–----ს, ზ-------------–-–---–ის და კ-----------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: კ-----------–----–----------------–------–---–--ი, ს/კ: 6--1--34.----, ხოლო იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების: ზ-------------–-–---–ის და ნ-----------–--ის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.

 

1.7. ზ-------------–-–---–ს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს „American Express Green“ საკრედიტო ბარათზე არსებული დავალიანების გადახდა - 7000 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 4 025.72 ლარი, პროცენტი - 0 ლარი, პირასამტეხლო - 1 294.61 ლარი.

 

მოსარჩელის პოზიცია

 

2010 წლის 15 სექტემბერს სს „ს----------–--------სა“ და ზ-------------–-–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება №502927, რომლითაც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 150 000 ლარით ან ექვივალენტი დოლარი/ევრო. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 10 წლით, წლიური სარგებელი 10-42%. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ბანკსა და გ----------–-–---–ს შორის, იმავე თარიღით, გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, შესაბამისად იპოთეკით დაიტვირთა გ----------–-–---–ის საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონება მდებარე: კ-----------–----–----------------–------–---–--ი, ს/კ: №6--1--34.---- საკრედიტო ხაზით მომსახურების №502927 ხელშეკრულების ფარგლებში, 2014 წლის 04 აპრილს ბანკსა და ზ-------------–-–---–ს შორის გაფორმდა №502927-1938571 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებლზე 36 თვით გაიცა 20 000 აშშ დოლარი, წლიური 18 % სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში განისაზღვრა პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით. შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 04 აპრილს ბანკსა და ნ-----------–--ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 40 000 აშშ დოლარით.

 

მოპასუხეთა მიერ დაირღვა ხელშეკრულების პირობები და მიუხედავად გაფრთხილებისა, ისინი ნაკისრ ვადებულებებს არ ასრულებენ, შესაბამისად, ზ-------------–-–---–ის და ნ-----------–--ის დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენს 11 095.75 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 7 223.20 აშშ დოლარი, პროცენტი - 1 309.50 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2 563.20 აშშ დოლარი. ამასთან, იპოთეკის საგნის მესაკუთრე გ----------–-–---–ი გარდაიცვალა 2013 წლის 09 ნოემბერს და მისი პირველი რიგის მემკვიდრეები არიან: მეუღლე - მ-----------–----, შვილები - ზ-------------–-–---–ი და კ----------–-–---–ი.

 

გარდა ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებისა, 2016 წლის 06 ივნისს ზ-------------–-–---–ზე გაიცა საკრედიტო ბარათი - American Exspress Green, რომლითაც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 4025.72 ლარით, სარგებელი 36%-ით, ხოლო სავაჭრო ობიექტებში თანხის გახარჯვისას 22%-ი. პირგასამტეხლო - მინიმალური გადასახდელი თანხის გადუხდელობის შემთხვევაში 10 ლარის ოდენობით, ხოლო საკრედიტო ბარათის გაუქმებისათვის პირგასმტეხლო განისაზღვრა 50 ლარით და გაუქმების შემთხვეაში ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის 0.2%. ზ-------------–-–---–ის მიერ დაირღვა ხელშეკრულების პირობები და მიუხედავად გაფრთხილებისა იგი ნაკისრ ვადებულებას არ ასრულებს, შესაბამისად, ზ-------------–-–---–ის ინდივიდუალური დავალიანება ბანკის მიმართ შეადგენს 6 811.27 ლარს, საიდანაც სესხის ძირია 4 025.72 ლარი, პროცენტი - 807.30 ლარი, პირგასამტეხლო - 1 978.25 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა: კ-----------–-–---–მა, მ-----------–---მა, ნ-----------–--ემ და ზ-------------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით დაზუსტებული სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხის და უფლებამონაცვლეობის ნაწილში, რაც შეეხება სესხზე დარიცხულ სარგებელს, პირგასმტეხლოს, მიუღებელ შემოსავალს და ზიანთან დაკავშირებულ პირგასამტეხლოს, მოპასუხეებმა სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში არ ცნეს (იხ. შესაგებელი და 31.01. 2019 წ. მოსამზადებელი სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2010 წლის 15 სექტემბერს სს „ს----------–--------სა“ და ზ-------------–-–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება №502927 შემდეგი პირობებით;

საკრედიტო ლიმიტი - 150 000 ლარი ან ექვივალენტი დოლარი/ევრო;

ხელშეკრულების მოქედების ვადა - 10 წელი;

წლიური საპროცენტო სარგებელი - 10-42% ფარგლებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გენერალური საკრედიტო ხაზის ხელკრულება №502927

 

3.1.2. 2010 წლის 15 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების №502927 ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს „ს----------–--------სა“ და გ----------–-–---–ს შორის, იმავე თარიღით, გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №502927-1 და იპოთეკით დაიტვირთა გ----------–-–---–ის საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონება მდებარე: კ-----------–----–----------------–------–---–--ი, ს/კ: №6--1--34.----

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- იპოთეკის ხელშეკრულება №502927-1

 

3.1.3. 2010 წლის 15 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების №502927 ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 04 აპრილს ბანკსა და ზ-------------–-–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, №502927-1938571, რომლითაც მსესხებლზე გაიცა 20 000 აშშ დოლარი, წლიური 18 % სარგებლის დარიცხვით, ვადა განისაზღვრა 36 თვით, პირგასამტეხლო (ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში) - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით. აღნიშნულ ხელშეკრულებაში 2015 წლის 21 დეკემბრის შეთანხმებით ცვლილება შევიდა და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 48 თვით და დადგინდა ახალი გრაფიკი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება № 502927-1938571;

- შეთანხმება № 502927-1938571-(1);

 

3.1.4. 2010 წლის 15 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების №502927 ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 04 აპრილს ბანკსა და ზ-------------–-–---–ს შორის გაფორმებული №502927-1938571 საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნვეყოფის მიზნით, 2014 წლის 04 აპრილს სს „ს----------–--------სა“ და ნ-----------–--ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 40 000 აშშ დოლარით, რომელზეც 2015 წლის 21 დეკემბერს დაემატა პირობები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება № 502927-1938571-2

 

3.1.5. 2016 წლის 06 ივნისს ზ-------------–-–---–ზე გაიცა საკრედიტო ბარათი - American Exspress Green, რომლითაც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 4025.72 ლარით, სარგებელი 36%-ით, ხოლო სავაჭრო ობიექტებში გახარჯული თანხებისათვის 22%-ი. პირგასამტეხლო - მინიმალური გადასახდელი თანხის გადუხდელობის შემთხვევაში 10 ლარის ოდენობით, ხოლო საკრედიტო ბარათის გაუქმებისათვის პირგასმტეხლო განისაზღვრა 50 ლარით და გაუქმების შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის 0.2%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ბარათის მიღება-ჩაბარების აქტი;

- საკრედიტო ბარათით მომსახურების ძირითადი პირობები

 

3.1.6. მოპასუხეთა მიერ დაირღვა ხელშეკრულების პირობები და მიუხედავად გაფრთხილებისა, მათ 2018 წლის 09 იანვრის შემდეგ გადახდები აღარ უწარმოებიათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- მხარეთა ახსნა - განმარტებები

 

3.1.7. იპოთეკის საგნის მესაკუთრე გ----------–-–---–ი გარდაიცვალა 2013 წლის 09 ნოემბერს და მისი პირველი რიგის მემკვიდრეები არიან მეუღლე - მ-----------–----, შვილები - ზ-------------–-–---–ი და კ----------–-–---–ი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხეთა მიერ დაირღვა ხელშეკრულების პირობები და მიუხედავად გაფრთხილებისა, მათ 2018 წლის 09 იანვრის შემდეგ გადახდები აღარ უწარმოებიათ, რის გამოც კრედიტორს მიადგა ზიანი. შესაბამისად, ზ-------------–-–---–ის და ნ-----------–--ის დავალინება სს „ს----------–--------ის“ წინაშე, სოლიდარული ვალდებულების ნაწილში შეადგენს 11 095.75 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 7 223.20 აშშ დოლარი, პროცენტი - 1 309.50 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2 563.20 აშშ დოლარი, ხოლო ზ-------------–-–---–ის ინდივიდუალური დავალიანება - 6 811.27 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 4 025.72 ლარი, პროცენტი - 807.30 ლარი, პირგასამტეხლო - 1 978.25 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- ცნობა დავალიანების შესახებ

 

მოპასუხე მხარე კრედიტორის მიერ მითითებულ დავალიანების მოცულობას სადავოდ მიიჩნევს სარგებლის და პირგასამტრეხლოს ნაწილში სრულად.

 

3.2.2. მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის (გადასახდელი თანხის გადაუხდელობით) და მიუხედავად გაფრთხილებისა, მათი მხრიდან 2018 წლის 09 იანვრის შემდეგ თანხის გადაუხდელბით კრედიტორს მიადგა ზიანი და ვერ მიიღო შემოსავალი რაც უნდა მიეღო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ

- მოსარჩელის ახსნა - განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''ს----------–--------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე მუხლები;

5.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

 

ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2010 წლის 15 სექტემბერს მოსარჩელესა და ზ-------------–-–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, ხოლო 2016 წლის 06 ივნისს ზ-------------–-–---–ზე გაიცა საკრედიტო ბარათი - American Exspress Green, ე.ი. მათ შორის ურთიერთობა გამომდინარეობს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''ს----------–--------ი'' უფლებამოსილია მოითხოვოს 2014 წლის 04 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადასახდელად დარჩენილი კრედიტის ძირითადი თანხა - 7 223.05 დოლარი და ასევე 2016 წლის 06 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა - 4025.72 ლარი. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარემ 2019 წლის 31 იანვარს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე აღიარა ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის გადახდის ვალდებულება.

 

6.7. რაც შეეხება სარგებელს, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმებული იყვნენ საპროცენტო სარგებელზე და მოპასუხეებმა ვალდებულება არ შეასრულეს არვ სარგებლის ნაწილში, შესაბამისად, სასამართლოს მართებულად მიაჩნია ბანკის მოთხოვნა მოპასუხეების: ზ-------------–-–---–ისათვის და ნ-----------–--ისათვის 2014 წლის 04 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის სახით 1309.50 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.

 

6.8. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, ხოლო ამავე კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქმეში დაცული მასალებიდან დგინდება და ამას მოპასუხე მხარეც აღიარებს, რომ მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, შესაბამისად, სს „ს----------–--------ის“ მოთხოვნა მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია, თუმცა პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშრებით სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების გარკვეულწილად კომპენსირებაა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, რის გამოც არსებობს მისი შემცირების საფუძველი, ვინაიდან სასამართლოს მოსაზრებით პირგასამტეხლოს მოცულობა სცილდება გონივრული საზომის ფარგლებს. სასამართლო პრაქტიკისა და ზემოთ ხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო ორივე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 0,2%-დან ამცირებს 0,02%-მდე.

 

6.9. მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ზ-------------–-–---–ისათვის და ნ-----------–--ისათვის, როგორც სოლიდარულად ვალდებული პირისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით სარგებლის დაკისრებას 2018 წლის 25 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დღეში 3.56 დოლარის ოდენობით, სასამართლო განმარტავს, რომ საქარველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზრაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივი დამდგარი ქინებრივი დანაკლისისათვის არამედ მიუღებელი შემოსავლისათვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც. იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოდაა დადგენილი, რომ მსესხებლის მხრიდან სესხის გადახდის ვალდებულება არ შესრულდა, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია იმდენად, რამდენადაც, ფული საბაზრო ეკონომიკის პირობებში წარმოადგენს ყველაზე ბრუნვაუნარიან საგანს, მისი ფლობა უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმციას, ხოლო მოპასუხეების მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით მოსარჩელემ დაკარგა შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, რომელსაც მისი ვარუდით მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბანკს თავის საქმიანობიდან გამომდინარე რეალური შესაძლებლობა ექნებოდა ჯეროვნად შესრულებული ვალდებულებით (გადახდის გრაფიკით შეთანხმებულ ვადაში შესრულება) მიეღო დამატებითი სარგებელი.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის სახით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ აღნიშნულზე მხარეთა შეთანხმება არ არსებობს. გარდა ამისა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კრედიტორი ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუთებელი შემოსავლის (სარგებლის) სახით, მიუღებელ შემოსავალთან ერთად პირგასამტეხლოს ასეთი ფორმით მოთხოვნა უფრო მეტად ემსახურება მოვალის დასჯას და არაფერია აქვს საერთო კრედიტორის უფლების დაცვასთან. ამდენად, სს „ს----------–--------ის“ მოთხოვნა მოპასუხეების ზ-------------–-–---–ისათვის და ნ-----------–--ისათვის 2014 წლის 4 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან გადაწყვეტილები აღსრულებამდე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.10. სოლიდარულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის დანაწესით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

6.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „ს----------–--------სა“ და ნ-----------–--ეს შორის 2014 წლის 04 აპრილს დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც სრული პასუხისმგებლობა აიღო ბანკის მიმართ ვალდებულებების შესრულებაზე და მისი პასუხისმგებლობა განისაზღვრა 40 000 აშშ დოლარით. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა თავდების მიმართ, საფუძვლიანია.

 

6.12. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას იპოთეკის საგნის მესაკუთრის გარდაცვალების გამო მისი პირველი რიგის მემკვიდრეების უფლებამონაცვლედ ცნობისა და უძრავი ქონების მათ საკუთრებაში აღრიცხვის სესახებ, სასამართლო მიუთითებს, რომ ამ ნაწილშ მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი საქრთველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 131-ე მუხლის თანახმად კი, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. შესაბამისად, არა არსებობს უფლებამონაცვლეობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელი გარემოება.

 

6.13. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ არის დადგენილი, რომ 2014 წლის 04 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნვესაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე: კასპის მუნიც. სოფ. ახალქალაქი, ს/კ: 6--1--34.---- საქმეზე ასევე უდაოდ არის დადგენილი ის გარემოება, რომ მოპასუხეებმა ვალდებულება შეასრულეს არაჯეროვნად და შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ საფუძვლიანია. აგრეთვე საფუძვლიანია ბანკის მოთხოვნა ზ-------------–-–---–ის და ნ-----------–--ის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ - მოძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედგეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ დაფარავს არსებულ დავალიანებას. ვინაიდან მხარეები თავისუფალი ნების საფუძველზე თვითონ შეთანხმდნენ წერილობით აღნიშნულ პირობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

7.2. სამოქალქო საპროცესო მოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მესამე ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 1508.67 ლარი, მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ (სოლიდარული ვალდებულების ნაწილში 7 223.05 აშშ დოლარის, ინდივიდუალური მოთხოვნის ნაწილში - 4 025.72 ლარის ნაწილში), სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 689.05 ლარი, ხოლო 819.62 ლარიდან დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულად 554.50 ლარის ანაზღაურება სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ზ-------------–-–---–სა და ნ-----------–--ეს, ხოლო ზურაბ მჭედლიშცილს ინდივიდუალურად - 30.15 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მ-----------–---- (პ/ნ: 2----------), ზ-------------–-–---–ი (პ/ნ: 2----------) და კ-----------–-–---–ი (პ/ნ: 2----------) ცნობილნი იქნენ გ----------–-–---–ის (დაბადებული 1938 წლის 26 ოქტომბერს, გარდაცვლილი 2013 წლის 9 ნოემბერს) მემკვიდრეებად და უფლებამონაცვლეებად.

 

3. უძრავი ქონება მდებარე კ-------------–------–---–--ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №6--1--34.---- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღირიცხოს მ-----------–----ს (პ/ნ: 2----------), ზ-------------–-–---–ის (პ/ნ: 2----------) და კ-----------–-–---–ის (პ/ნ: 2----------) სახელზე.

 

4. მოპასუხეებს: ზ-------------–-–---–ს და ნ-----------–--ეს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ, 2010 წლის 15 სექტემბრის საკრედიტო ხაზით მომსახურების №502927 ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული 2014 წლის 04 აპრილის №502927-1938571 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად დაეკისროთ 8 788.85 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 7 223.05 აშშ დოლარი, პროცენტი - 1 309.50 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2 56.30 აშშ დოლარი.

 

5. მოპასუხეებს: ზ-------------–-–---–ს და ნ-----------–--ეს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი სარგებლის (შემოსავალი) ანაზღაურება ყოველდღიურად 3.56 აშშ დოლარის ოდენობით 2018 წლის 25 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

6. მოსარჩელის მოთხოვნა ზ-------------–-–---–ისა და ნ-----------–--ის მიმართ ძირითადი თანხაზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

7. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული მ-----------–----ს (პ/ნ: 2----------), ზ-------------–-–---–ის (პ/ნ: 2----------) და კ-----------–-–---–ის (პ/ნ: 2----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე კ-------------–------–---–--ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №6--1--3--017, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს დავალიანების დაფარვას, ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების: ზ-------------–-–---–ის და ნ-----------–--ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.

 

8. მოპასუხე ზ-------------–-–---–ს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 5 030.82 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 4 025.72 ლარი, პროცენტი - 807.30 ლარი, პირგასამტეხლო - 1 97.80 ლარი.

 

9. მოსარჩელე სს ”ს----------–--------ს“ (ს/კ: 204378869), მის მიერ ზ-------------–-–---–ის და სხვათა საქმეზე 25-09-2018 წ. შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22 (საგადასახადო დავალება №1020), სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 508.67 ლარიდან დაუბრუნდეს 689.05 ლარი, დანარჩენი 819.62 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

10. მოპასუხეებს: ზ-------------–-–---–ს და ნ-----------–--ეს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 554.50 ლარი გადახდა.

 

11. მოპასუხე ზ-------------–-–---–ს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დაეკისროს 30.15 ლარი გადახდა.

 

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

13. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი