განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003186331
საქმე №1/800-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
04.12.2019 წელი ქ. ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ნანა გაბედავა
ბრალდების მხარე
პროკურორი: რე----------------ა;
დაცვის მხარე
ადვოკატი: ნო-----------–------ე;
№041210819004
ბრალდებული: ვლ------რ არ----–---ი
მამის სახელი: რო---ი
დაბადების თარიღი: 1---------წ.
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასა--რთლობა: მქონე
რეგისტრაციის მისა--რთი: წყ--–-------ს რაიონი, სოფელი გე-----ი
მცხოვრები: ქ. ქუ-----ი, ჩხ-----ის პირველი შესახვევი №3-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სა--რთლის კოდექსის 111-151 მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახის წევრი მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1. სასა--რთლომ დაადგინა
1.1. 2019 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქუ-----ში, ბუ---ს ქუჩა №1-----–- მდებარ სახლში, ვლ------რ არ----–---ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ქე-----ნ ქო----–--ეს. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედებების სა--რთლებრივი აღწერა
ოჯახის წევრი მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.1. წინასასა--რთლო სხდომაზე სასა--რთლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ვლ------რ არ----–---ის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გა--მტყუნებელი განაჩენი. წინასასა--რთლო სხდომაზე, ბრალდებულმა სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (იხ. წინასასა--რთლო სხდომის ოქმი).
სასა--რთლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ქე-----ნ ქო----–--ემ (დაზარალებული) განმარტა, რომ - 2003 წელს დაქორწინდა ვლ------რ არ----–---ზე, ჰყავთ 2 შვილი - რო--- არ----–---ი 15 წლის და თა--რ არ----–---ი 12 წლის. ამჯა--დ მუშაობს კვების ობიექტ ,,უ------ი’’-ში ავ------------ში. ცხოვრობს ავ------------ში ბუ---ს №13 -ში. დაახლოებით 4 წელია რაც განქორწინებული არიან, 12 წელი ერთად ცხოვრობდნენ, დაძაბული ოჯახური თანაცხოვრება ჰქონდათ, მისი მეუღლე ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლს, რაც იწვევდა ოჯახში უთანხმოებას, ჩხუბს, სწორედ ამის გამო გადაწყვიტა განქორწინება და ამჟამად ცხოვრობს მარტო მის ორი შვილთან ერთად. 2019 წლის 21 აგვისტოს დილის საათებში მიახლოებით 11:00 საათისათვის, მოწმის ტელეფონზე განხორციელდა უცნობი ზარი, მას დააინტერესა და გადარეკა უცნობ ნომერზე. აღნიშნული ზარის ავტორი აღმოჩნდა მისი ყოფილი მეუღლე, რომელმაც უთხრა მას ძალიან ტკბილი ხმით მესაუბრებიო და მაგისთვის მოვალ გნახავ სადაც ხარ და პასუხს გაგცემო. სადღაც შუადღე იქნებოდა მიახლოებით 13:00 საათიდან 14:00 საათამდე, ვლ------რ არ----–---ი შევიდა უ------ში, სადაც ის მუშაობს. მან როდესაც ეს დაინახა შეეშინდა და დაიმალა საპირფარეშოში, რომელიც არის მის სექციასთან ახლოს. ცოტახნის შემდეგ გამოვიდა, ეგონა რომ წასული იყო. თანამშრომლები მივიდნენ მასთან და უთხრეს, რომ ვლ------რი მისვლისას ასულა უფროსთან და დამუქრებია, რომ ქე-----ნი გაეშვა სამსახურიდან. რაზეც მიიღო უარი, რის გამოც ამოიღო ცივი იარაღი რაც თან ჰქონდა და დაემუქრა უფროსს. ქე-----ნ ქო----–--ემ განმარტა, რომ ამ ფაქტის დადასტურება შეუძლია სამოცამდე ადამიანს, რომლებიც მუშაობენ იმ შენობაში. პირადად მოწმეს მისი მეუღლის ხელში ცივი იარაღი არ დაუნახია. ქე-----ნი ძალიან შეშინებული იყო, არ იცოდა რა ექნა, როგორ მოქცეულიყო და სთხოვა უფროს, რომ გაეშვა სახლში. იქნებოდა სადღაც 18:00 საათი მოწმე სახლში წავიდა, რომ ავიდა კარებთან ფეხსაცმელების დასაწყობი აქვს, რომელზეც ფეხსაცმელები ლამაზად და კომფორტულად უდეს, ხოლო ამ მომენტში ფეხსაცმელები მიყრილ-მოყრილი იყო, მიხვდა რომ არ----–---ი მოსული იყო კარებთან. ის შევიდა სახლში, ბავშვები არ იყვნენ მოსულები, ძალიან მალე კაკუნის ხმა გაიგონა, ბავშვი მოვიდა, თუმცა თავიდან ძალიან შეეშინდა და ჰკითხა თუ ვინ იყო, რაზე მიიღო პასუხი, რომ იყო მისი შვილი, შემოუშვა და გადაკეტა კარები. ძალიან მალე ისევ გაისმა კარებზე ბრახუნის ხმა და აღმოჩნდა, რომ მისი მეუღლე - ვლ------რ არ----–---ი იყო მოსული, იძაღდა გააღე კარები გამოდიო. ყვიროდა, მუქარის სიტყვებიც დაიწყო. მოწმეს ძალიან შეეშინდა, დაიძაბა, იფიქრა თუკი ამდენი გაბედა და კარებამდე მოვიდა, სხვა რამესაც მოიმოქმედებსო. მოწმემ ბავშვს უთხრა ჩუმად ყოფილიყო, მამაკაცი კი იძახდა გააღე, თორემ შემოვამტვრევო, აგაფეთქებთო, უკვე ნორმალურ აზროვნებას აღარ ექვემდებარებოდა მისი აზროვნება და საუბარი. ქე-----ნი თავიდან ფიქრობდა დაერეკა თუ არა 112-ში, თუმცა შემდეგ მაინც დარეკა, მალევე მოვიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მან გაიხედა კარების სათვალთვალო მინიდან და შეხედა რომ ორი პატრულის თანამშრომელი იყო მოსული და დაკავებული ჰყავდათ ვლ------რ არ----–---ი და სთხოვდნენ მას კარების გაღებას. მოწმე ძალიან შეშინებული იყო, აუხსნა თანამშრომლებს რაც ხდებოდა, ისინი აწყნარებდნენ მას, რომ არაფერი არ მოხდებოდა და კარები გაეღო, თუმცა ვლ------რ არ----–---ი განაგრძობდა მუქარას ,,შენ გგონია ესენი დამიჭერენ, ეს ყველაფერი ასე ჩაივლის და გადარჩებიო? გგონია ცოცხალი დარჩები?’’ მუქარის სიტყვებიც კვლავ გრძელდებოდა. ის ამბობდა მოგკლავ, რომ გამოვალ, ვერ გადამირჩები ცოცხალი არ დაგტოვებ ხო იციო, მე ციხეში არ წავალ ხო იცი და მაინც გამოვალო. ქე-----ნი ძალიან გაფითრებული იყო სახეზე, რომ ახსენდება ის დღე. პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს ჯერ ხელწერილს დავაწერინებთ და მერე გაუშვებთო. ხოლო მოწმემ უთხრა, რომ დაეკავებინათ ის, გადაეყვანათ ციხეში, შემაკავებელი ორდერი გამოეწერათ, იმიტომ რომ მას ძალიან ეშინია ამ ადამიანის, არ იცოდა რას მოიმოქმედებდა, თავს დაცულად არ გრძნობდა. ქე-----ნ ქო----–--ემ იცოდა, რომ ყოფილი მეუღლის მუქარა იყო საფუძვლიანი და რასაც ამბობდა იმას გააკეთებდა. ის საკმაოდ დაშინებული იყო თანაცხოვრების დროსაც და იცოდა რომ მას შეეძლო შეესრულებია მისი სიტყვა და მოეკლა მოწმე. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მათი შვილი, 12 წლის გოგონა, ბიჭი არ ჰყავდა სახლში, სოფელში იყო. მოწმემ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც გამომძიებელს მიუთითა ,,უ------ი’’ შენობა, სადაც მივიდა ვლ------რ არ----–---ი და მისი საცხოვრებელი ბინა, კარები, სადაც ის აბრახუნებდა. მოწმე სრულად დაეთანხმა მის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას. ქე-----ნ ქო----–--ემ განმარტა, რომ არის შეშინებული, არ არის დაცული არანაირად, დღესაც ეშინია გადაადგილება სადარბაზოში ასვლა, ნორმალურად მოძრაობა, მან მოითხოვა, რომ თავი იგრძნოს დაცულად. ის არის ამ ქვეყნის მოქალაქე, სურს, რომ იყოს დაცულად, ორ შვილს ზრდის დამოუკიდებლად. მოწმემ დაადასტურა, რომ ის უკვე 4 წელია რაც განქორწინდა მეუღლესთან და შვილებს ზრდის დამოუკიდებლად. იყო ასეთი ფაქტებიც, რომ არ----–---ი ითხოვდა შერიგებას, ბავშვებსაც ურეკავდა ტელეფონზე, აბარებდა, ავალებდა, რის გამოც გამოუვალ სიტუაციაში აგდებდა მას, ვლ------რი დარეკავდა და ემუქრებოდა მნახე, შემხვდიო, მოწმეც იძულებული იყო, რომ შეხვედროდა, გასაუბრებოდა, ტკბილად დალაპარაკებოდა, რადგან ეშინოდა. ის ერიდებოდა, ცდილობდა ეს მანძილი, დრო გაეწელა იქნებ მიმხვდარიყო რომ ქე-----ნი მას ვერ შეურიგდებოდა და მასთან ერთად ვერ იცხოვრებდა, ამიტომ ხდებოდა ქუჩაში, კაფეში ან სადმე. ყველა შეხვედრა ბოლოს მთავრდებოდა ჩხუბით, დამუქრებით, ტკბილი საუბრით ერთმანეთს არასდროს არ დაშორებიან, მაინც მუქარა იყო ბოლო, სთხოვდა შერიგებას, ხოლო წინაღმდეგ შემთხვევაში ეუბნებოდა, რომ არ აცოცხლებდა მას, არ გაახარებდა. მოწმე პირდებოდა, რომ შეურიგდებოდა, თუმცა მხოლოდ იმის გამო, რომ ეშინოდა მისი (იხ. სხდომის ოქმი).
აღნიშნული მოწმის დაკითხვის შემდეგ, საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულებმა ვლ------რ არ----–---მა თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
ვინაიდან მხარეებმა სხვა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვლ------რ არ----–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სა--რთლის კოდექსის 111-151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ვლ------რ არ----–---ის ბრალეულობას, კერძოდ ესენია: მოწმეების: თა--ზ გო-–------ის, თა--რ არ----–---ის, და--------------ის, გო----–-----ას ჩვენებები, ბრალდებულის დაკავების ოქმი და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.
3. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამავე კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში დანაშაულის ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
მუქარა:
სისხლის სამართლის კოდექსის 111 -151-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლს იგი მიუთითებს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ბრალდებულ ვლ------რ არ----–---ის მიმართ წარდგენილი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდება სრულად დასტურდება სასამართლოზე დაკითხული მოწმის (დაზარალებულის) ქე-----ნ ქო----–--ის ჩვენებით, აღნიშნული მოწმე სასამართლოს აწვდის სარწმუნო და ურთიერთთავსებად ინფორმაციას დანაშაულის შესახებ.
მართალია, ბრალდებულმა არ მისცა საკუთარი თავის საწინააღმდეგო ჩვენება, ასევე უდავოდ სცნო დაზარალებულ ქე-----ნ ქო----–--ის ჩვენების მიცემის შემდეგ ყველა საქმეში მოთავსებული მტკიცებულება, მაგრამ საქმეში წარმოდგენილი და დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, შემაკავებელი ორდერის მასალებით და დანარჩენ მოწმეთა ჩვენებებით, დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად ქმნიან იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ნებისმიერ საღად მოაზროვნე ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებდა ვლ------რ არ----–---ის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის რეალურად არსებობაში.
სასამართლო ასევე დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ბრალდებულის მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაზეც, მეტყველებს თავად დაზარალებულ ქე-----ნ ქო----–--ის ჩვენებაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვლ------რ არ----–---მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111-151 მუხლის პირველი ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ვლ------რ არ----–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა.
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ვლ------რ არ----–---ს არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ვლ------რ არ----–---ი მართალია ნასამართლობის მქონე პირია, თუმცა ნასამართლევია გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის, მანამდე არ ყოფილა შემჩნეული სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, ამასთან, მხედველობაშია მისაღები ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი (მოცემული კატეგორიის დანაშაულები მეტად გავრცელებულია როგორც რეგიონში, ისე ქვეყანაში და სახეზეა მის წინააღმდეგ ეფექტური ზომების მიღების საჭიროება) და მასში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება.
გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის შესახებ“ (1993), მე-4(გ) მუხლში მოუწოდებს სახელმწიფოებს „განახორციელონ ჯეროვანი ქმედებები რათა თავიდან აიცილონ, გამოიძიონ და, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დასაჯონ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის განმახორციელებელი პირები მიუხედავად იმისა თუ ვინ ჩაიდენს მოცემულ ქმედებებს, სახელმწიფო თუ კერძო პირები“.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახში ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ამდენად, ვლ------რ არ----–---ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ვლ------რ არ----–---ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
საქმის მასალებში არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განაჩენი, რომლის თანახმად, ვლ------რ არ----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სასჯელის დანიშვნის წესს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვლ------რ არ----–---ის მიმართ სასჯელის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.
6. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, 63-ე, 64-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-21-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვლ------რ არ----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით;
2. მსჯავრდებულ ვლ------რ არ----–---ს პატიმრობაში ყოფნის დღის (2019 წლის 21 აგვისტოდან 2019 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით) გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დღე ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და ვლ------რ არ----–---ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 (ას ოცდათხუთმეტი) საათის ვადით;
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული 04 (ოთხი) წელი პირობითი მსჯავრი;
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 (ოთხი) წელი თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ვლ------რ არ----–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 (ას ოცდათხუთმეტი) საათის ვადით;
5. გაუქმდეს ვლ------რ არ----–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო. ვლ------რ არ----–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 5000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში, ყადაღადადებული მა----------ას (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე წყ--–-------ს რაიონი სოფელი გე-----ი (ს/კ 2------------------) - გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში.
6. ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ ვლ------რ არ----–---ის მიმართ, ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული პირობითი მსჯავრის და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
7.1 საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალა 1 (ერთ) ცალ დისკად და შსს-ს საინფორმაციო ცენტრ 112-დან გადმოგზავნილი სიდი დისკი - რომლებიც თან ერთის საქმეს - დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
9. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე ნანა ჯოხაძე