განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003165294
საქმე №1/749-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
04.12.2019 წელი ქ. ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ნანა გაბედავა
ბრალდების მხარე
პროკურორი: რე----------------ა;
დაცვის მხარე
ადვოკატი: ზვ--------------ა;
№0-----------
ბრალდებული: აკ---------------ე
მამის სახელი: იუ---
დაბადების თარიღი: 0---------წ.
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: უკრაინის მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მცხოვრები: ქ. ქუ-----ი, ივ---------–---–ის პირველი შესახვევი №--.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და 111-151 მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახის წევრი მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. 2019 წლის 24 ივლისს, დღის საათებში, ქუ-----ში, ბუ----ის ქუჩა №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, აკ---------------ემ ფიზიკური შეუ---ცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მე-–---- ალ----ეს. კერძოდ, ავტომანქანის კარი მოარტყა ფეხზე და კისრის არეში უჭერდა ხელს. აკ---------------ის ქმედებებით მე-–---- ალ----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2019 წლის 24 ივლისს დღის საათებში, ქუ-----ში, ბუ----ის ქუჩა №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, აკ---------------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - მე-–---- ალ----ეს. კერძოდ ეუბნებოდა, რომ მოკლავდა. აკ---------------ის ქმედების შედეგად მე-–---- ალ----ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედებების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახის წევრი მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.1. წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ აკ---------------ის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დ----- წე-------–მა (ინსპექტორ-გამომძიებელი) განმარტა, რომ - იმ დღეს, როდესაც ფაქტი მოხდა ის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. ფაქტს ადგილი ჰქონდა 2019 წლის ზაფხულზე. ის და ბ---- ჯღ------ა მისი კუთვნილი ავტომობილით სამსახურეობრივ საქმიანობაზე მიდიოდნენ სამხარეოში. მოძრაობისას, სადაც ბევრი კორპუსებია, შეფერხდა მოძრაობა, მათ მოესმათ რაღაც ხმამაღალი ხმა, რომ გაუსწორდნენ დაინახეს, რომ გაჩერებული იყო ,,BMW’’ მარკის ვერცხლისფერი ავტომანქანა. როგორც ახსოვს უკან იყო შავი მანქანა, ჯიპი. ,,BMW’’ მარკის ავტომანქანიდან ქალს ფეხები ჰქონდა გადმოყოფილი, აკ---------------ე მანქანის კარებს აწვებოდა, ჩხუბობდნენ, ბრალდებული სიტყვიერ შეუ---ცხყოფასთან ერთად ფიზიკურ შეურაცყოფასაც აყენებდა ქალბატონს. ქალი შველას ითხოვდა. მათ გააჩერეს მანქანა, ჩამოვიდნენ, მათ მისვლამდე უკვე ქალბატონზე აკ---------------ეს კისერში ჰქონდა ხელი წაჭერილი და ძალიან ჩხუბობდნენ, ქალი იძახდა გამიშვი ხელი დავიხრჩვიო. მათ გააშველეს ისინი. ქალბატონი გადმოიყვანეს მანქანიდან, ის ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ის თან ამშვიდებდა ქალბატონს და თან ტელეფონზე რეკავდა პოლიციის მეხუთე განყოფილებაში, რათა სწრაფად გამოეშვათ პოლიცია, ვინაიდან ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. მოწმე განმარტავს რომ მამაკაცი კარებს აწვებოდა და ქალბატონს კარებში ჰქონდა ფეხები მოტნეული, ის ითხოვდა მანქანიდან გადმოსვლას. იმ მხარეს სადაც მე-–---- ალ----ე იჯდა, საქარე მინა იყო ჩამოწეული და სწორედ საქარე მინაში ჰქონდა შეყოფილი აკ---------------ეს ხელები. დაზარალებული ყვიროდა, ითხოვდა დახმარებას. აკ---------------ეს ეუბნებოდა როგორ მიატოვე ბავშვები, სხვებში როგორ გაგვცვალეო, სწორედ ამ საკითხზე ჩხუბობდნენ ისინი. ადგილზე სიტუაცია თავდაპირველად მათ განმუხტეს, გამოიყვანეს აკ---------------ე და აწყნარებდნენ მას, თავიდან ის შეეწინააღმდეგა მათ, შემდეგ დაწყნარდა და მოვიდნენ პატრულის თანამშრომლებიც. გამოძახებულ პატრულის თანამშრომლებს მოსვლა დააგვინდათ სულ 2- 3 წუთი, მაქსიმუმ 5 წუთი ვინაიდან განყოფილება არის იქვე. ბრალდებული მანამ სანამ გაიგებდა თუ ვინ იყვნენ ისინი, წინააღმდეგობას უწევდა მათ და არ ემორჩილებოდა, არ მშვიდდებოდა, ეუბნებოდა თქვენ ვინ გკითხავთ ჩემი მეუღლეა და რასაც მინდა იმას ვუზამო, ხოლო როცა გაიგო, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ, შემდეგ უფრო დამშვიდდა (იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ბე--- ჯღ------ამ (ინსპექტორ-გამომძიებელი) განმარტა, რომ - ის არის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის უფროსი-ინსპექტორი, გამომძიებელი, პოლიციის მაიორი, პოლიციას მუშაობს 2002 წლიდან . 2019 წლის 24 ივლის ის და მისი მეწყვილეს - და---- წე-------–ი ერთად მოძრაობდნენ, ბუ----ის ქუჩაზე. მოძრაობისას ბუ----ის ქუჩაზე მარკეტებთან შენიშნეს, რომ მათ წინ პირდაპირ გზა ჰქონდა გადაკეტილი ვერცხლისფერ ,,BMW’’ მოდელის ავტომობილს, რომელიც შუა გზაში იყო გაჩერებული. როდესაც მივიდნენ მამაკაცს ქალბატონისთვის ხელი ჰქონდა კისერში მოჭერილი, ეუბნებოდა მანქანაში ჩაჯექიო და აგინებდა. ის და მისი მეწყვილე გადმოხტნენ მანქანიდან, მივიდნენ გააშვებინეს ხელი მამაკაცს ქალბატონზე. დაზარალებული კიოდა გამიშვი ხელი ნუ მახრჩობ, მტკივაო. მამაკაცს კისერში ჰქონდა ხელი მოჭერილი. მათ დააშორეს ისინი ერთმანეთს და მამაკაცს არ მისცეს ქალბატონთან მიახლოების საშუალება. და---- წე-------–მა დაერეკა პოლიციის მეხუთე განყოფილებაში, ვინაიდან ეს ფაქტი ხდებოდა მათ ტერიტორიაზე და მოითხოვა დახმარება. კონფლიქტის დროს გაარკვიეს, რომ ეს პიროვნებები იყვნენ მეუღლეები. სახეზე იყო ოჯახური კონფლიქტის, ძალადობის ფაქტი. ის უშუალოდ შეესწრო იმ მომენტს, როდესაც მამაკაცი ემუქრებოდა ქალს. მათ ბრალდებული აკ---------------ე ცალკე ჰყავდათ გაჩერებული იმის გამო, რომ კიდევ არ მომხდარიყო მათ შორის კონფლიქტი. დაზარალებული იყო გათეთრებული, შეშინებული და იძახდა მიშველეთო, ითხოვდა, რომ დაეცვათ ის, რადგანაც ძალიან ეშინოდა აკ---------------ის. როდესაც მოვიდნენ პოლიციის მეხუთე განყოფილების თანამშრომლები, დაზარალებული ქალბატონი და აგრეთვე ბრალდებული აკ---------------ე დაწყნარებულები იყვნენ, რის შემდეგაც მათ გადააბარეს ეს პიროვნებები მეხუთე განყოფილების თანამშრომლებს, ვინაიდან ფაქტი მოხდა მათ სამოქმედო ტერიტორიაზე. დაზარალებულ ქალბატონს აშკარად ეტყობოდა დაზიანებების კვალი, ხელზე, მაჯებზე და კისერზე (იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ბ--- კ-------ემ (გამომძიებელი) განმარტა, რომ - ის ამ ეტაპზე არ მუშაობს. თუმცა შემთხვევის დროს 2019 წლის 24 ივლისს, როდესაც ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, ის მუშაობდა მეხუთე განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 12:24 საათზე პოლიციის მეხუთე განყოფილების უფროსთან ბატონ გი-------–----–---–---თან მოხდა სატელეფონო დაკავშირება პოლიციის მეოთხე განყოფილების თანამშრომლის და---- წე-------–ის მიერ, რომელიც განმარტავდა, რომ ის და მისი თანამშრომელი ბე---ი ჯღ------ა შეესწრო ფაქტს ბუ----ის ქუჩაზე, სადაც მე-–---- ალ----ის მიმართ, მისი მეუღლის, როგორც შემდეგ დადგინდა აკ---------------ის მიერ ადგილი ჰქონდა ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის ფაქტს. აღნიშნულზე ადგილზე გავიდნენ მეხუთე განყოფილების თანამშრომლები და მოახდინეს აკ---------------ის დაკავება. ბ--- კ-------ის მიერ დაწყებული იქნა გამოძიება, აგრეთვე საინფორმაციო სამსახურ 112-დანაც იყო შეტყობინება შემოსული, მე-–---- ალ----ის მიერ. მან გამოკითხა მე-–---- ალ----ე, დაზარალებულის სახით, განუმარტა მისი უფლებები. აგრეთვე დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ბრალდებულ აკ---------------ეს დაკავების შესახებ შეატყობინა დაკავებულის ნათესავს შ--–-ა ხ----------ეს. გააგზავნა მიმართვის წერილები პრობაციაში, სოციალური მომსახურების სააგენტოში, ფსიქიკური-ჯამრთელობის ცენტრში, ასევე შეატყობინა, მისი დაკავების შესახებ, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, საკონსულო დეპარტამენტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს. მე-–---- ალ----ე გაეცნო დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ და განემარტა მისი უფლებები. აკ---------------ეს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და გამოკითხა ის ბრალდებულის სახით, გადასცა მას მტკიცებულებები. მის მიერ ასევე დაკითხული იყვნენ: და---- წე-------–ი, გო------------ე, ბე--- ჯღ------ა. ის შემთხვევის ადგილზე არ იყო გასული, შემთხვევის ფაქტს არ შესწრებია, რაც განაცხადა მოწმეებისა და დაზარალებულის გადმოცემითაა მისთვის ცნობილი. (იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გი-------------ე (ინსპექტორ-გამომძიებელი) განმარტა, რომ - მუშაობს ქუ-----ი საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე 2006 წლიდან, ხოლო პოლიციის ორგანოებში 2003 წლიდან. მოწმის მიერ შევსებული იქნა შემაკავებელი ორდერის ოქმი და გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. 2019 წლის 24 ივლისს ქუ-----ში ბუ----ის ქუჩაზე სასურსათო მარკეტთან მდებარე ტერიტორიაზე, მე-–---- ალ----ეს, რომელიც იყო მსხვერპლი, სიტყვიერი და ფიზიკური შეუ---ცხყოფა მიაყენა მისმა მეუღლემ აკ---------------ემ, სწვდა მას ყელში და არ აძლევდა მანქანიდან გადმოსვლის საშუალებას, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ტკივილი. მე-–---- ალ----ეს ეტყობოდა სიწითლე ყელის არეში. გი-------------ემ გარკვეული კითხვები დაუსვა დაზარალებულ მე-–---- ალ----ეს, რომლის საფუძველზეც იქნა შედგენილი შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერი შევსებული იქნა განყოფილებაში 24 ივლისს, გამოძიების მიმდინარეობის მსვლელობის დროს. მოძალადე აკ---------------ე გაეცნო შემაკავებელ ორდერს, თუმცა მან არ მოაწერა ხელი გაურკვეველი მიზეზით. გი-------------ე პირადად მუქარას და ძალადობას არ შესწრებია (იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გო------------ემ (ინსპექტორ-გამომძიებელი) განმარტა, რომ - ის არის პოლიციის მაიორი, მუშაობს ქალაქ ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. პოლიციაში მუშაობს 21 წელია. 24 ივლისს მის მეწყვილესთან და---- ჯა-–-------ასთან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას სამსახურებრივი მანქანით, ბუ----ის ქუჩაზე. დაახლოებით იქნებოდა 12:25 საათაი, როდესაც დაურეკა განყოფილების უფროსმა და უთხრა მისულიყო ბუ----ის ქუჩის №---ის ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე, მარკეტებთან. როდესაც მივიდნენ მან დაინახა, რომ იქ იმყოფებოდნენ მეოთხე განყოფილების თანამშრომლები ბე--- ჯღ------ა და და---- წე-------–ი, რომელთაც წინ ედგათ უცნობი პიროვნება, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ იყო აკ---------------ე, ის იგინებოდა და ილანძღებოდა, ასევე იქ იყო ქალბატონი, რომელიც იდგა ,,BMW’’-ს მარკის ავტომობილთან და ტიროდა. ის მივიდა მე-–---- ალ----ესთან, რომელმაც უთხრა, რომ ეს პიროვნება იყო მისი ყოფილი მეუღლე, რომელსაც რამდენიმე წელიწადია დაშორებული იყო, მან მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და რამდენიმეჯერ ,,BMW’’-ს მარკის ავტომობილის კარები მოარტყა ფეხზე, სწვდა კისერში და მკლავებში, რის გამოც განიცადა ტკივილი. ასევე დაემუქრებია სიცოცხლის მოსპობით და ჯამრთელობის დაზიანებით. აკ---------------ე კვლავ განაგრძობდა ლანძღავ-გინებას ქალბატონის მიმართულებით, რის გამოც მოწმემ და მისმა მეწყვილემ მოახდინეს ამ პიროვნების დაკავება, განუმარტეს უფლება-მოვალეობები და შეადგინეს დაკავების ოქმი, რის შემდეგაც დაკავებული წარადგინეს პოლიციის განყოფილებაში. დაკავების ოქმი პირადად გო------------ემ შეავსო. დაზარალებულს კისრის არეში ემჩნეოდა წითელი ნაიარევი. დაკავებულ პიროვნებას წინააღმდეგობა არ გაუწევია, ჩასვეს მანქანაში და შეადგინეს დაკავების ოქმი. პირადად ძალადობის ფაქტს არ შესწრებია, ინფორმაციას ძალადობის ფაქტთან დაკავშირები ფლობს მე-–---- ალ----ისგან. ის შეესწრო მხოლოდ გინების და ლანძღვის ფაქტს (იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გ--------------ემ (ექსპერტი) განმარტა, რომ - ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ბ--- კ-------ის დადგენილების საფუძველზე 2019 წლის 24 ივლისს 20:22 საათზე დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის ბიუროში წარმოდგენილი იქნა მოქალაქე მე-–---- ალ----ე პირადი შემოწმების მიზნით. შემოწმებისას მე-–---- ალ----ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 24 ივლისს დაახლოებით 12:00 საათზე, ქუ-----ში ბუ----ის ქუჩა №---ში განთავსებული საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, ყოფილმა მეუღლემ აკ---------------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეუ---ცხყოფა. შემოწმებისას უჩიოდა ტკივილს და მოძრაობის შეზღუდვას მარცხენა ზემო კიდურის მიდამოში. კისრის წინა ზედაპირზე მარცხნივ ქვედა მესამედში აღენიშნებოდა განივ-ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით 0,5X0,1სმ. მარცხენა მხრის შიგნითა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 4,5X3,9 სმ. დაზიანებები განვითარებულნი იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. მოწმემ დააზუსტა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით, რაც არის ტექნიკური შეცდომა და რეალურად არის ჯანმრთელობის მოუშლელად. ტკივილის თაობაზე ინფორმაცია უშუალოდ მიიღო გამოსაკვლევი პირისაგან (იხ. სხდომის ოქმი)
საქმეში წარმოდგენილი №1----------------- 13:53 შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, 2019 წლის 24 ივლისს 12 საათსა და 24 წუთზე ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების უფროსს, გი-------–----–---–---ს ტელ. ნომერზე: 5-----------, დაუკავშირდა პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და----ი წე-------–ი, რომელმაც აცნობა, რომ მ/წ 24 ივლისს მოძრაობდა ქ. ქუთისში, ბუ----ის ქუჩაზე, მარკეტების მიმდებარე ტერიტორიაზე შეესწრო ფაქტს, რომ მამაკაცი ძალადობდა ქალბატონზე, როგორც შემდგომ მისთვის ცნობილი გახდა, მეუღლეზე - მე-–---- ალ----ეზე, რომელსაც წვდა ყელში, ფიზიკური შეუ---ცხყოფის მიყენების მიზნით, რაზეც ითხოვა პოლიციის დახმარება(ს.ფ 2)
საქმეში წარმოდგენილი №1----------------- 13:05 შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, ინციდენტის ტიპი: კონფლიქტი/ოჯახური ძალადობა, რეგიონი: იმ------ი-ქუ-----ი, მი----– ბუ----ის ქუჩა, მარკეტებთან, ინიციატორის მე-–---- ალ----ე, ტელეფონის ნომერი:5-----------, რომლის გადმოცემით მასზე ძალადობს ყოფილი მეუღლე, მწვავე კონფლიქტია მისამართზე. (ს.ფ 3)
საქმეში წარმოდგენილი №1----------------- 17:52 შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ------ის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო საპატრულო სამსახურის (ქუ-----ი) ,,107’’ საპატრულო ეკიპაჟიდან დ. და----ემ ტელ: 5------------ ით აცნობა იმ------ის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების მორიგეს, რომ ქუ-----ში, ბუ----ის ქუჩაზე 1987წ დაბადებულმა მე-–---- ალ----ემ განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ 1971 წელს დაბადებულმა აკ---------------ემ მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეუ---ცხყოფა (ს.ფ.4).
საქმეში წარმოდგენილი №0----- შემაკავებელი ორდერით და თანდართული მასალებით ირკვევა, რომ: 2019 წლის 24 ივლისს ქ. ქუ-----ში ბუ----ის ქ. №-- სასურსათო მაღაზიის მ/ტერიტორიაზე მე-–---- ალ----ეს სიტყვიერი და ფიზიკური შეუ---ცხყოფა მიაყენა მეუღლემ აკ---------------ემ. ორდერის თანახმად აკ---------------ეს აეკრძალა მე-–---- ალ----ესთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. (ს.ფ 26-32).
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 24.07.2019წ 20:22-20:30 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მე-–---- ალ----ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. (ს.ფ 48-51)
დაზარალებულმა მე-–---- ალ----ემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა ასევე კანონიერი საფუძვლით გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თანახმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
3. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამავე კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.
რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით, მხარეთა მიერ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით.
სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში დანაშაულის ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
მუქარა:
სისხლის სამართლის კოდექსის 111 -151-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლს იგი მიუთითებს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახში ძალადობა:
სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.
ბრალდებულ აკ---------------ის მიმართ წარდგენილი სიცოცხლის მოსპობის მუქარის და ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობის ბრალდება სრულად დასტურდება სასამართლოზე დაკითხულ მოწმეთა: ბე---ი ჯღ------ას, და---- წე-------–ის, ბ--- კ-------ის, გო------------ის, გი-------------ის ჩვენებებით, ყველა აღნიშნული მოწმე სასამართლოს აწვდის სარწმუნო და ურთიერთთავსებად ინფორმაციას დანაშაულის შესახებ, მათ შორის უშუალოდ დანაშაულის შემსწრე პირები არიან ბე---ი ჯღ------ა და და---- წე-------–ი, რომლებიც პირველები მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და გაანეიტრალეს კონფლიქტური სიტუაცია.
მართალია, ბრალდებულმა არ მისცა საკუთარი თავის საწინააღმდეგო ჩვენება, ასევე მისმა მეუღლემ მე-–---- ალ----ემ გამოიყენა დუმილის უფლება, მაგრამ შემთხვევის ადგილზე მყოფი პირდაპირი მოწმეების, ბე---ი ჯღ------ას და და---- წე-------–ის ჩვენებები, დანაშაულის შესახებ შეტყობინება, შემაკავებელი ორდერის მასალები და დანარჩენ მოწმეთა (ბ--- კ-------ის, გო------------ის, გი-------------ის, გ--------------ის) ჩვენებებთან ერთად ქმნის იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ნებისმიერ საღად მოაზროვნე ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს აკ---------------ის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის და ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობის რეალურად არსებობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა აკ---------------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-151 მუხლის პირველი ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები აკ---------------ეს არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ აკ---------------ე ნასამართლობის არ მქონე პირია, პირველადაა სამართალში და მანამდე არ ყოფილა შემჩნეული კანონის დარღვევაში, ამასთან, მხედველობაშია მისაღები ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი (მოცემული კატეგორიის დანაშაულები მეტად გავრცელებულია როგორც რეგიონში, ისე ქვეყანაში და სახეზეა მის წინააღმდეგ ეფექტური ზომების მიღების საჭიროება) და მასში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება.
გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის შესახებ“ (1993), მე-4(გ) მუხლში მოუწოდებს სახელმწიფოებს „განახორციელონ ჯეროვანი ქმედებები რათა თავიდან აიცილონ, გამოიძიონ და, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დასაჯონ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის განმახორციელებელი პირები მიუხედავად იმისა თუ ვინ ჩაიდენს მოცემულ ქმედებებს, სახელმწიფო თუ კერძო პირები“.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახში ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ამდენად, აკ---------------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, აკ---------------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ აკ---------------ეს ბრალი ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, ნასამართლევი არ ყოფილა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სამართლიანი ზომით დანიშვნით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთასთან შედარებით.
6. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, 63-ე, 64-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-21-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აკ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
1.1 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;
1.2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით;
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, აკ---------------ეს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით;
3. მსჯავრდებულ აკ---------------ეს პატიმრობაში ყოფნის დღის (2019 წლის 24 ივლისიდან 2019 წლის 26 ივლისის ჩათვლით) გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დღე ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და აკ---------------ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 165 (ას სამოცდახუთი) საათის ვადით;
4. აკ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო (პატიმრობის უზრუნველყოფით) გაუქმდეს. გირაოს შემტანს - ზვ--------------ეს (პ/ნ 5----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარი.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და მსჯავრდებულ აკ---------------ის მიმართ, ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. მსჯავრდებულ აკ---------------ეს დაევალოს პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი (ფაქტობრივი) საცხოვრებელი ადგილი;
7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
8. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე ნანა ჯოხაძე