განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003025065
საქმე N1-447/19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17.12.2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ან---------–--ლი
ბრალდებული: მა-----------ნი
მამის სახელი: ვა-----ი
დაბადებული: 0--0--1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უ-----–---
ნასამართლეობა: მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბათუმი, გ. ბრ–------–--------------
ადვოკატი - ნუ-------------–-ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე№1-----------
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.1. მა-----------ნი გასამართლებულია 2014 წლის 16 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ"ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ერთი თვისა და 15 დღის ვადით, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი ერთი თვე და 15 დღე ჩაეთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით;
1.2. მა-----------ნი გასამართლებულია 2017 წლის 27 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ"ქ/პუნქტით და 19 177-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ"ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით; სსკის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის განმაჩენის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 04 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოცდით, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით გამოსაცდელი 3 წლის ვადით.
1.3. 2019 წლის 03 მაისს, ქ. ბათუმში, ი-----------------------ში მდებარე, სს ,,გეფა”-ს საკუთრებაში არსებულ აფთიაქი ,,ჯ-----ში“, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი მა-----------ნი, ცდილობდა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლებოდა ორ ცალ ,,N----“-ს ფირმის და ერთ ცალ ,,R-----”-ს ფირმის დეზედორანტს, ერთ ცალ ,,N---”-ს ფირმის პუდრას, ერთ ,,G------“-ის ფირმის თმის საღებავს, ერთ ცალ ,,N---”-ს ფირმის სუნამოს, რა დროსაც დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ქურდობის მცდელობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის
2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.
2.3. მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.
მა-----------ნმა სასამართლო სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.
2.4. სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის აღიარება წარდგენილ ბრალდებაზე, სრულად თავსებადია უდავო მტკიცებულებებით: ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, კა----------------------------------–----–---------------------–--ის ჩვენებები, 2014 წლის 16 დეკემბრის განაჩენი, 2017 წლის 27 სექტემბრის განაჩენი, ნასამართლეობის ცნობა, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ მა-----------ნმა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
3.სამართლებრივი შეფასება
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მცდელობა, იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით; მათ შორის ეს უფლება საერთაშორისო მასშტაბით განმტკიცებულია 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით (აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...),“ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმითა და სხვა საერთაშორისო ნორმებით.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი; მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა დაუმთავრებელი დანაშაული, რა დროსაც აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
3.4 უდავო მტკიცებულებებით - კა----------------------------------–----–---ას, ზუ----------–--ის ჩვენებებით დადგენილია, რომ მა-----------ნს ქ. ბათუმში, ი. ჭა------------------ში მდებარე ,,ჯ-----ს“ აფთიაქში, დანაშაულის ჩადენისას წაასწრეს და დააკავეს; მისი პირადი ჩხრეკის დროს სხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა ,,G------“-ის ფირმის თმის საღებავი; N----“-ს ფირმის ორი ცალი დეზედორანტი; ,,R-----”-ს ფირმის ერთი ცალი დეზედორანტი; N---”-ს ფირმის ერთ ცალ პუდრა და N---”-ს ფირმის სუნამო.
3.5. ასევე უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მა-----------ნი ბოლო პერიოდში 2014 წლის 16 დეკემბერს და 2017 წლის 27 სექტემბერს მსჯავრდებულია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი არ არის, დანასაულებრივი ქმედების ჩადენის პერიოდში ის იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; შესაბამისად მისი ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქ/პუნქტით;
3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
3.7. სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა მა-----------ნმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - შპს ,,ჯ-----ს" აფთიაქში სხვადასხვა დასახელების ფირმის ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლების მცდელობით, რომელიც ორჯერ ან მეტჯერ არის ნასამართლევი, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის- ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;
როგორც ზემოთ აღინიშნა გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
ბრალდებული მა-----------ნი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს;
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მა-----------ნის მიერ ჩადენილი ქმედება მისი წარსულის მახასიათებლების გათვალისწინებით არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების საფუძველი, რადგან მხედველობაშია მისაღები, რომ იგი ბოლოს გასამართლებულია 2017 წლის 27 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ; 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 04 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 (ერთი) წლით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით გამოსაცდელი ვადით.
სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 30 აგვისტოდან; განაჩენი არ გასაჩივრებულა და ამ დროისთვის გადაწყვეტილება საბოლოოა; 2018 წლის 30 აგვისტოდან მა-----------ნი იმყოფება აღრიცხვაზე აჭარის პრობაციის ბიუროში;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესის თანახმად განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზ/მითითებული სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული დანაწესი;
ზემოთაღნიშნულიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მა-----------ნს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მა-----------ნის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით და საბოლოო სასჯელის დანიშვნისას წინა განაჩენით დადგენილმა სასჯელმა შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი; სასჯელის ვადის ათვლა კი უნდა დაეწყოს ამავე საქმეზე დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 03 მაისიდან აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: მა-----------ნის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები მოთავსებული და დალუქული პოლიეთილენის პარკში, ინახება ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში; შპს ,,-------ან’’ გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი ერთ ცალ კომპაქტდისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს,ზ/აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებების განკარგვა უნდა მოხდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლით დადგენილი წესით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული მა-----------ნი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განაჩენით, დანიშნული პირობითი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
საქართველო სსკ -ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მა-----------ნს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ მა-----------ნს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 03 მაისიდან.
მსჯავრდებულ მა-----------ნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - მა-----------ნის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი დნობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - შპს ,,-------ან’’ გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი ერთ ცალ კომპაქტდისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე