გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.11.2019
საქმის ნომერი
330210019003027748
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
07.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/12837-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - მი----–---------–--ე

წარმომადგენელი - სო---------–-----ე

 

მოპასუხე - ბა---------–--ა, გი-------------–---–ი, ლე------------ა, მე------------ა

ბაჩანახა ახალაიასა და ლე------------ას წარმომადგენელი - მა-–--------–------–---–ი

გი-------------–---–ის წარმომადგენელი - ემ---------------–---–ი

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეებს ბა---------–--ას, გი-------------–---–ს, ლე------------ასა და მე------------ას დაზარალებულის მა--------------–--ის უფლებამონაცვლის მი----–---------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 200000 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2006 წლის იანვრის დასაწყისში, სა-----–---------–---------------------------------------მ, ბა---------–--ამ მიიღო ინფორმაცია სასჯელაღსრულების დე----------------- დაწესებულებიდან პატიმართა შესაძლო გაქცევის შესახებ. ბა---------–--ამ, რომელსაც ამ ინფორმაციის მიღებისთანავე ჰქონდა გამოძიების დაწყების ვალდებულება, გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, არ უზრუნველყო გამოძიების დაწყება, არამედ დაგეგმა სისრულეში მოეყვანა შო------------ის, რო--------------ის და მა--------------–--ის მკვლელობა. კერძოდ: მოპასუხეების მიერ დაიგეგმა ე.წ. „ნ-----–-----ს“ სპეცოპერაცია, ნ-----–-----ს მიმდებარე ტერიტორიაზე ამჟამად გარდაცვლილი პირების მიტყუება და შემდეგ მიზანმიმართული, ინტენსიური სროლა უიარაღო შო------------ის, რო--------------ისა და მა--------------–--ის მიმართულებით. ხსენებული პირები შეეცადნენ გაქცევას, მაგრამ მოპასუხეები ისე იყვნენ განლაგებულები სამივე მხრიდან, რომ მეოთხე მხრიდან მისულ პირებს არ ჰქონოდათ გაქცევის შესაძლებლობა. მოპასუხეებმა გამართეს სროლა და სროლის შედეგად მიყენებული დაზიანებების გამო სამივე მიწაზე დაეცა. შემდეგ სამივე მათგანის მიმართ განხორციელდა საკონტროლო გასროლები.

 

ე.წ. სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, საზოგადოების არასწორი ინფორმირების მიზნით, სპეცოპერაციის მიმდინარეობა გაყალბდა და ვიდეო ფირზე აისახა ისეთი ფორმით, თითქოს კუ----ს თანამშრომლებმა განახორციელეს შეიარაღებულ დამნაშავეთა დევნა, რომლებმაც, თავის მხრივ ცეცხლი გაუხსნეს პოლიციის თანამშრომლებს და მათი ლიკვიდაცია მოხდა საპასუხო სროლის დროს, რაც წარმოადგენდა შემთხვევის განმეორებით არასწორ ინსცენირებას. სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გასული სიუჟეტიდან გახდა მოსარჩელისთვის შვილის დაღუპვის ამბავი ცნობილი, რამაც წარუშლელი კვალი დატოვა მასზე და მისი ოჯახის წევრების ფსიქიკაზე. ხსენებულ ტრაგედიას ემატება ისიც, რომ შვილის უმოწყალოდ მკვლელობით გამწარებული დედა, რომლის გულმაც ვერ გაუძლო, ნერვიულობის ნიადაგზე დაავადდა და 2017 წლის 15 მარტს ინსულტით გარდაიცვალა

 

გარდაცვლილები ცნობილი არიან დაზარალებულად, მოსარჩელე არის დაზარალებულ მა--------------–--ის უფლებამონაცვლე, რაც დასტურდება ქალაქ თბ--–----------------------ის წერილით. შო------------ის, მა--------------–--ისა და რო--------------ის მკვლელობის ფაქტზე დამნაშავეებად ცნობილი და პასუხისგებაში მიცემულები არიან მოპასუხეები.

 

მოსარჩელის განმარტებით, მორალური ზიანის ანაზღაურება გამომდინარეობს იმ ფსიქოლოგიური სტრესიდან, რაც შვილის დაღუპვით განიცადა. ბუნებრივია, შვილის გარდაცვალების გამო გამოწვეული ფსიქოლოგიური სტრესმა და შინაგანი ტანჯვამ იმოქმედა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და გამოიწვია მორალური ზიანი.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დამატებით განმარტა, რომ მისთვის გამანადგურებელი იყო 23 წლის შვილის გარდაცვალება, რომელმაც „სისხლის ტბაში იცურავა“. მას დაენგრა ოჯახი, იგი არის „ნულის ტოლი“, „დაინვალიდებული“ და გაღატაკებული. მეუღლე, შვილის სიკვდილის გამო, 54 წლის ასაკში გარდაეცვალა, თვითონ გადაიტანა ინფარქტი, თუმცა ამის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა არ გააჩნია. განცდილის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო, იგი ღებულობს პენსიას. მოსარჩელემ მორალური ზიანის აღსაწერად აღნიშნა, რომ ნებისმიერი პირისთვის ადვილი წარმოსადგენი იქნება, რას განიცდის იმ მდგომარეობაში, რაშიც მომხდარი ფაქტების შედეგად იმყოფება. მართალია, მის მიერ განცდილი ზიანი არა 200 000 ლარით, არამედ მილიარდად შეიძლება შეფასდეს, მაგრამ ამ თანხით მცირე დროით მაინც შეძლებს „იარსებოს“.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა სო---------–-----ემ სასამართლო სხდომაზე ასევე დამატებით განმარტა, რომ 2006 წლის 12 იანვარს მოპასუხეებმა უკანონოდ განახორციელეს უდანაშაულო პირების ლიკვიდაცია. იმ დროინდელმა თანამდებობის პირებმა თავიანთი ძალის დემონსტრირებისა და პატიმრებს შორის შიშის დანერგვის მიზნით, დაგეგმეს და სისრულეში მოიყვანეს ოპერაცია, რაც ცნობილია „ნ-----–-----ს სპეცოპერაციის“ სახელით. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისას წარმომადგენელი, დაეყრდნო მის მიერ დამატებით წარმოდგენილ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენს. წარმომადგენლის განმარტებით, განაჩენში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ განახორციელეს გარდაცვლილი პირების შესაბამის ადგილას მიტყუება, როგორ გაიხსნა ცეცხლი უიარაღო ადამიანების მიმართ და, როგორ და ვის მიერ განხორციელდა საკონტროლო გასროლა.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა არ ცნეს სასარჩელო მოთხოვნა და გამორიცხეს მისი დაკმაყოფილება მტკიცებულებების არარსებობის გამო, რაც მოსარჩელის შვილის გარდაცვალებაში მოპასუხეთა მონაწილეობას დაადასტურებდა.

 

წერილობით წარდგენილი შესაგებლით, ასევე სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, ბა---------–--ას წარმომადგენელმა განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას კანონი განსაზღვრავდა და არა პროკურორის წერილი და აღნიშნულ დავასთან არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი კავშირში არ იყო. ბა---------–--ა, ასევე მე------------აც არ წარმოადგენდნენ აღნიშნულ დავაში მოპასუხე პირებს, ვინაიდან საქმეში არსებული არცერთი განაჩენით არ დგინდებოდა გარდაცვლილის მკვლელობაში ამ კონკრეტული მოპასუხეების ბრალეულობა. მხოლოდ ის გარემოება, რომ ბა---------–--ამ, ციხიდან შესაძლო გაქცევის შესახებ მისთვის ცნობილი გარემოებები ძმას შეატყობინა, არ გულისხმობდა დანაშაულში მონაწილოებას. გარდა ამისა, სპეცოპერაციის დროს სახელმწიფომ გამოიყენა ლეგიტიმური უფლება და მოახდინა შო------------ის, მა--------------–--ისა და რო--------------ის ლიკვიდაცია.

 

ასევე გაურკვეველი იყო, თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია მორალური ზიანი: 2006 წელს სიუჟეტის გასვლამ, თუ 2014 წელს მიღებული განაჩენით იმ ფაქტის გაგებამ, რომ გარდაცვლილები მართლები იყვნენ და არასწორად მოხდა მათი ლიკვიდიაცია.

 

მოპასუხეთა წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ მოსარჩელეს არც სათანადო მტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ შვილის გარდაცვალებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. შესაბამისად, არ არსებობს შესაფასებელი მტკიცებულებები, რაც მიზეზობრივ კავშირს დაადასტურებს მორალურ ზიანსა და მოპასუხეთა შესაძლო ქმედებას შორის.

 

2.2. ლე------------ას წარმომადგენლის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენს საქმესთან არ აქვს კავშირი, ვინაიდან ეხება სულ სხვა პიროვნებებს, მოსარჩელე უკანონოდ იქნა დაზარალებულად ცნობილი და აღნიშნულ საკითხზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი არ არსებობდა. მან ასევე მიუთითა, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას განსაზღვრავს კანონი და არა პროკურორის წერილი. გარდა ამისა, განაჩენი მის მიმართ გასაჩივრებული იყო და დავის განხილვის დროისთვის არ არსებობდა მტკიცებულება, რაც მის ბრალეულობას უტყუარად დაადასტურებდა. მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითა მტკიცებულებათა არარსებობაზე, რაც შვილის გარდაცვალების შემდგომ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას დაადასტურებდა.

 

2.3. წერილობით წარდგენილი შესაგებლით, ასევე სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, გი-------------–---–მა განმარტა, რომ მას არ მოუკლავს მოსარჩელის შვილი და არც საკონტროლო გასროლა განუხორციელებია. საქმეში არსებული 27.02.2018 წლის განაჩენი არის დაუსაბუთებელი და გასაჩივრებულია საკასაციო წესით. გარდა ამისა, მომხდარი ფაქტიდან 12 წლის გასვლის შემდგომ მორალურ ზიანზე საუბარი ზედმეტი იყო. მოპასუხემ დამატებით ეჭვქვეშ დააყენა პროცესუალური სათანადოობის საკითხი, განმარტა, რომ იგი მოქმედებდა სახელმწიფოს სახელით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ამდენად, მოპასუხეები, როგორც ცალკე აღებული პირთა წრე, არ მოქმედებდა და ამ მოთხოვნით სახელმწიფოს მიმართ უნდა ედავა.

 

2.4. მოპასუხე მე------------ას წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია. იგი არც სასამართლო სხდომებზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენით: და---------–--ა სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;

 

ხოლო ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და სსკ-ის 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში.

 

გი----------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,109-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და „თ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილის (2006 წლის31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

და---------–--ას მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა: მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია: მანვე ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი.

 

გი----------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობაში დახმარება: მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 27.02.2018 წლის განაჩენი; (ტომი 1, ს.ფ.25-93);

 

3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენი გასაჩივრდა, როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურის, ასევე მსჯავრდებულ გი----------------ის მხრიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენით უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განაჩენი.

 

მხარეები ადასტურებენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენიც გასაჩივრებულია. თუმცა საქმის განხილვის მიმდინარეობისას არც ერთ მხარეს არ წარმოუდგენია აღნიშნულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო განაჩენი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 27.02.2018 წლის განაჩენი N1---------; (ტომი 1);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით: ბა---------–--ა უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

 

ხოლო ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე) მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.

 

გი-------------–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

 

გი-------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისთვის;

 

ლე------------ა უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ხოლო ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

მე------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

აღნიშნული მსჯავრდებულებიდან გი-------------–---–სა და ლე------------ას ბრალი ედებოდათ მასში, რომ ჩაიდინეს მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით და იარაღის გამოყენებით, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, დანაშული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით.

 

ხოლო მე------------ას ბრალი ედებოდა მასში, რომ ჩაიდინა წამება, ე.ი. პირისთვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლიობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციისა და აღიარების მიღება, პირის დაშინება და დასჯა, მის და მესამე პირის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი მოხელის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით.

 

ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის 2014 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით, ბა---------–--ა და მე------------ა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად კონკრეტული პატიმრების წამებაში, ჩადენილი მოხელის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ. ხოლო გი-------------–---–ი და ლე------------ა ცნობილ იქნენ დამნაშავედ 2006 წლის 12 იანვარს, „ნ-----–-----ს“ ავტოსადგურის ტერიტორიაზე ორი ან მეტი პირის _ შო-----------------------ის, რო--------------ისა და მა--------------–--ის ჯგუფურად განზრახ მკვლელობისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 27.07.2018 წლის განაჩენი N1--------; (ტომი 2);

 

3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრდა როგორც სახელმწიფო ბრალდების, ასევე მსჯავრდებულების ბა---------–--ას, გი-------------–---–ისა და ლე------------ას მხრიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განაჩენით უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განაჩენი.

 

მხარეები ადასტურებენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენიც გასაჩივრებულია და საქმის განხილვის დროისთვის განხილვა საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასრულებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 27.07.2018 წლის განაჩენი N1--------; (ტომი 2);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. მოსარჩელე მი----–---------–--ე არის 2006 წლის 12 იანვარს, „ნ-----–-----ს“ ავტოსადგურის ტერიტორიაზე გარდაცვლილი სამი პირიდან ერთ-ერთის მა--------------–--ის მამა და იგი ცნობილია დაზარალებულის - მა--------------–--ის უფლებამონაცვლედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ თბ--–----------------------ის 04.01.216 წლის წერილი;

- ქალაქ თბ--–----------------------ის 25.10.2014 წლის წერილი.

 

3.1.6. მა--------------–--ის უფლებამონაცვლეს - მი----–---------–--ეს ქალაქ თბილისის პროკურატირისგან განემარტა, რომ შო------------ის, მა--------------–--ის და რო--------------ის მკვლელობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ იქნენ ლე------------ა, გი-------------–---–ი, გი----------------ე და და---------–--ა. მოსარჩელეს ასევე განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მას უფლება ჰქონდა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოეთხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ თბ--–----------------------ის 04.01.2016 წლის წერილი.

 

3.1.7. შვილის, მა--------------–--ის გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მი----–---------–--ემ, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა 2018 წლის 23 ივლისს.

 

საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო იყო საგნობრივი განსჯადობის საკითხი და 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადასცა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა სამოქალაქო კოლეგიის დასკვნას დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოებისადმი დაქვემდებარების თაობაზე (სადავოობა გამოწვეული იყო სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლების ნორმატიული შინაარსის გათვალისწინებით, რაც გულისხმობდა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ სამოხელეო დანაშაულის ჩადენით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, რაც მიმართულია სახელმწიფოს მიმართ). სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს შინაარსი არ გამორიცხავდა უშუალოდ დანაშაულის ჩამდენის პირად პასუხისმგებლობას და მის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 მარტის განჩინებით საქმე, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.02.2019 წლის განჩინება;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.03.2019 წლის განჩინება;

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2019 წლის განჩინება.

 

3.1.8. მოსარჩელე მხარეს, საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სასამართლოსთვის არ წარმოუდგინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სასამართლო გამორიცხავს მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მი----–---------–--ის სარჩელის განხილვას ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გამარტივებული წესით და მიიჩნევს, რომ სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს საერთო სასარჩელო წესით, სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 413-ე მუხლებზე დაყრდნობით (სამართლებრივი შეფასებები იხილეთ გადაწყვეტილების მე-6.1 პუნქტში).

 

3.2.2. სასამართლო ადგენს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 27.02.2018 წლის ან 27.07.2018 წლის ორი განაჩენი არ ითვალისწინებს 2006 წლის 12 იანვარს „ნ-----–-----ს ავტოსადგურის“ ტერიტორიაზე სხვა პირებთან ერთად მა--------------–--ის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბა---------–--ასა და მე------------ას მონაწილეობის გამო ბრალდებსა და მსჯავრდებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენი დადგა და---------–--ასა და გი----------------ის მიმართ. ამ განაჩენში რაიმე ფორმით მოპასუხედ დასახელებული მე------------ას მიმართ სასამართლოს რაიმე გარემოება დადგენილად არ მიუჩნევია. რაც შეეხება ბა---------–--ას, მასთან მიმართებით სასამართლო ეხება მასსა და დათა ახალაიას შორის განვითარებულ იმ ურთიერთობას, რაც უკავშირდებოდა სასჯელაღსრულების დე----------------- დაწესებულებიდან პატიმრების შესაძლო მასობრივ გაქცევას. კონკრეტულად ბა---------–--ას მიმართ აღნიშნული განაჩენით განზრახ მკვლელობის მოტივით გადაწყვეტილება არ მიღებულა.

 

რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენს, მართალია ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გი-------------–---–თან და ლე------------ასთან ერთად დადგა ასევე ბა---------–--ასა და მე------------ას მიმართ, თუმცა ბა---------–--ასა და მე------------ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებზე (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) დაყრდნობით არ დამდგარა.

 

დადგენილია, რომ 27.07.2018 წლის განაჩენით ბა---------–--ა ცნობილი იქნა დამნაშავედ: მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ თავისთვის, ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი), ასევე წამებაში (დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით).

 

ხოლო მე------------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ წამებაში (დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით).

 

არცერთი დასახელებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არ იყო მიმართული დაზარალებულ მა--------------–--ის მიმართ ჩადენილ ქმედებაში და არ ეხება ეგრეთწოდებული „ნ-----–-----ს სპეცოპერაციის ეპიზოდს“. ამდენად, დასახელებული განაჩენებით სასამართლოს დადგენილად არ მიუჩნევია დაზარალებულ მა--------------–--ის განზრახ მკვლელობაში ბა---------–--ასა და მე------------ას მონაწილეობა.

 

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ქალაქ თბ--–----------------------ის 04.01.2016 წლის წერილით მოსარჩელე მი----–---------–--ეს ეცნობა სახელმწიფო ბრალდების მხრიდან, რომ აღძრული სისხლის სამართლის საქმეებიდან შო------------ის, მა--------------–--ისა და რო--------------ის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულები იყვნენ ლე------------ა, გი-------------–---–ი, გი----------------ე და და---------–--ა. წერილში ამ კონკრეტული დანაშაულისთვის ბა---------–--ასა და მე------------ას სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ საუბარი არ არის. ამდენად, სარჩელის აღძვრის ეტაპზე მოსარჩელისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო დანაშაულით მიყენებული მორალური ზიანის შესახებ სარჩელის მოპასუხეთა ვინაობა.

 

ამდენად, მტკიცებულება რაც დაზარალებულ მა--------------–--ის განზრახ მკვლელობაში ამ ორი მოპასუხის უშუალო მონაწილეობას დაადასტურებდა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის, რაც მათი მხრიდან მოსარჩელისთვის მორალური ზიანის მიყენების შესაძლებლობას გამორიცხავს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 27.07.2018 წლის განაჩენი N1--------; (ტომი 2);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 27.02.2018 წლის განაჩენი N1---------; (ტომი 1);

- ქალაქ თბ--–----------------------ის 04.01.2016 წლის წერილი.

 

3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მხოლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენები უტყუარად ადასტურებენ დაზარალებულ მა--------------–--ის განზრახ მკვლელობაში გი-------------–---–ისა და ლე------------ას ბრალეულობას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ უნდა გახადოს მოპასუხემ. სწორედ ამის შემდეგ ეკისრება მოსარჩელეს მათი დადასტურების ტვირთი.

 

სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა ისინი ერთობლივად და მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება შეძლო, ხოლო მოსარჩელემ - ვერა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

კონკრეტულ დავაში მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებას. მოსარჩელე მოითხოვს შვილის გარდაცვალებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურებას და მოთხოვნას აფუძნებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შვილის გარდაცვალება მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედებით არის გამოწვეული. სასამართლო ამ შემთხვევაში ეხება გი-------------–---–ისა და ლე------------ას მიმართ, მოთხოვნის საფუძვლიანობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის ვალდებულ პირზე დასაკისრებლად საჭიროა, რომ სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა, რომლის ელემენტებია: სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი; დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; სამართალდამრღვევის ბრალი. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ეხება ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს ვალდებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: ზიანი, ქმედების მართლწინააღმდეგობა, მიზეზობრივი კავშირი და ბრალი. სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისას კი სახეზე უნდა იყოს აღნიშნული შემადგენლობის კუმალუტიურად არსებობა.

 

როგორც ზემოთაც აღინიშნა, მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 27.02.2018 წლისა და 27.07.2018 წლის განაჩენებს. ამათგან 27.02.2018 წლის განაჩენი უშუალოდ ეხება 2006 წლის 12 იანვარს „ნ-----–-----ს ავტოსადგურის ტერიტორიაზე სხვა პირებთან ერთად მა--------------–--ის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის დანაშაულს (მისი მომზადების, სისრულეში მოყვანისა და დანაშაულის დაფარვის მიზნით მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას), თუმცა უდავოა, რომ განაჩენი დადგა მხოლოდ და---------–--ასა და გი----------------ის მიმართ, რომლებიც საქმეზე მოპასუხე პირებს არ წარმოადგენენ. რაც შეეხება ამ განაჩენით დადგენილ გარემოებებს, სასამართლო მიუთითებს და---------–--ასთან და გი----------------ესთან ერთად განზრახ მკვლელობის ჩადენაში ასევე გი-------------–---–ისა და ლე------------ას მონაწილეობაზეც.

 

სააპელაციო სასამართლოს 27.07.2018 წლის განაჩენი პირდაპირ მიუთითებს მი----–---------–--ის შვილის განზრახ მკვლელობაში გი-------------–---–ისა და ლე------------ას ბრალეულობაზე. ამ განაჩენით გი-------------–---–ი და ლე------------ა ცნობილ იქნენ დამნაშავედ 2006 წლის 12 იანვარს, „ნ-----–-----ს“ ავტოსადგურის ტერიტორიაზე ორი, ან მეტი პირის - შო-----------------------ის, რო--------------ისა და მა--------------–--ის ჯგუფურად განზრახ მკვლელობისათვის.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხეები მიუთითებენ, რომ მიუხედავად 27.07.2018 წლის განაჩენით დადგენილი ბრალისა, არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება (განაჩენი ემყარებოდა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს), რაც ამ დანაშაულში (ე.წ. ნ-----–-----ს სპეცოპერაციაში) მათ ბრალეულობას დაადასტურებდა, რომ კონკრეტულად მათ მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას შედეგად მოჰყვა მა--------------–--ის გარდაცვალება. სწორედ ამ მოტივით მოპასუხეებს გასაჩივრებული აქვთ დასახელებული განაჩენი.

 

ამდენად, გარემოებები, რაც მოპასუხეთა ბრალეულობაზე მიუთითებს, არის სისხლის სამართლის საქმეზე პირველი და მე-2 ინსტანციების მიერ დადგენილი გარემოებები და ორივე განაჩენი გასაჩივრებულია მხარეების მიერ და სამოქალაქო სარჩელის განხილვის დროისთვის სახეზე არაა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეზე განვითარებულ მსჯელობას, რომ თუკი დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის არსებობას სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელ წინაპირობად ზიანის მიმყენებლის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომას ჩავთვლიდით, ამით უხეშად დაირღვეოდა დაზარალებულის უფლებები. თუმცა, ამავდროულად მიუთითებს, რომ თუ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, შესაბამისად, არ არსებობს დანაშაულის ჩადენისა და დანაშაულის შედეგად ზიანის მიყენების პრეიუდიცია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.07.2018 წლის განაჩენის კანონიერ ძალაში შეუსვლელობა სასამართლოს არ აძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ უტყუარად დადასტურებულია გი-------------–---–ისა და ლე------------ას როგორც ბრალეულობა, ისევე მიზეზობრივი კავშირი დანაშაულში (სამართლებრივი შეფასებები იხილეთ გადაწყვეტილების 6-ე პუნქტში).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მი----–---------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსის 413-ე, 992-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში მითითებული სადავო გარემოების დადგენის მიზნით სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს ამ საქმის გადაწყვეტისთვის უმნიშვნელოვანეს საპროცესო საკითხებზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი გამარტივებული წარმოების წესით განსახილველ საქმეთა წრეში ექცევა ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელები და მათი განხილვის წესი დადგენილია კოდექსის XXXIV3 -ე თავით. ამ თავში მოქცეული 3093-ე მუხლის შესაბამისად, ამ თავით დადგენილი წესით შეიძლება განხილულ იქნეს სარჩელი დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის ბუკვალური მნიშვნელობით, სიტყვა „შეიძლება“ სასამართლოს უტოვებს დისკრეციას, რომლის ფარგლებშიც სასამართლო უფლებამოსილია, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი განიხილოს, როგორც გამარტივებული წარმოების წესით, ისე, საერთო სასარჩელო წესით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე. კერძოდ, 04.04.2019 განჩინებაში საქმეზე №ას-1322-2018, §154, სასამართლომ განმარტა შემდეგი: „154. მნიშვნელოვანია საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა წესით უნდა იქნეს განხილული დანაშაულით მიყენებული ზიანის თაობაზე წარმოდგენილი სარჩელი. აღსანიშნავია, რომ მითითებული საკითხი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით პირდაპირ მოწესრიგებული არ არის, თუმცა, საპროცესო ნორმათა ერთობლივი ანალიზი იძლევა გარკვეული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, კერძოდ, აღნიშნული საკითხი წყდება სარჩელის შეტანის ეტაპზე. გარდა ამისა, ამავე ეტაპზე წყდება სახელმწიფო ბაჟის საკითხიც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის (ზიანი) ანაზღაურების სარჩელებზე. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე მხოლოდ მაშინ თავისუფლდება ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, თუ მას დანაშაულის შედეგად მიადგა მატერიალური ზიანი. ამდენად, თუ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, შესაბამისად, არ არსებობს დანაშაულის ჩადენისა და დანაშაულის შედეგად ზიანის მიყენების პრეიუდიცია, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს საქმის გამარტივებული წესით განხილვისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მოსარჩელის გათავისუფლების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.“

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ მოუთხოვია საქმის გამარტივებული წესით განხილვა, იგი როგორც სოციალურად დაუცველი პირი სხვა საფუძვლითაც გათავისუფლებულია სარჩელის აღძვრის ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან (სსსკ. 46.1.ვ.), ხოლო ერთადერთ მტკიცებულებად დაურთო სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენი, რომელიც არ ყოფილა შესული კანონიერ ძალაში (განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მსჯელობა იხ. ქვემოთ) და არ იყო გამოტანილი სარჩელზე მოპასუხედ დასახელებულ პირთა მიმართ (გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებს, თვითონ უნდა დაამტკიცოს, მოპასუხე კი ვალდებულია ამტკიცოს ის გარემოებები, რასაც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნევს. მხარები ვალდებულნი არიან სასამართლოს წარუდგინონ ფაქტები, მიუთითონ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე, ხოლო ამ ფაქტობრივი გარემოებების შეფასება და შესაბამისი სამართლის ნორმის შეფარდება სასამართლოს მიერ უნდა განხორციელდეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. ის შეზღუდულია გარკვეული წესებით და სავალდებულო პირობებით, ეს შეიძლება იყოს სასამართლოსთვის მიმართვის გარკვეული წესის, ვადის, სარჩელის ან განცხადების დადგენილი ფორმის დაცვა, სახელმწიფო ბაჟის გადახდა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვა და სხვა.

 

ეს განმარტება, ასევე, ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებასთან მიმართებით.

 

მაგალთად, საქმეზე სტანევი ბულგარეთის წინააღმდეგ (Stanev v. Bulgaria) [დიდი პალატა], § 230, ECHR 2012, სასამართლომ განმარტა: „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური, ის შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც დაშვებულია იმაზე მითითებით, რომ ხელმისაწვდომობა „თავისი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მიერ რეგულირებას, ეს რეგულირება შეიძლება იცვლებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოების და ინდივიდების საჭიროებისა და რესურსების გათვალისწინებით“ (იხ. ეშინგდეინი [გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ] (Ashingdane [v. the United Kingdom, 28 მაისი1985, § 42, სერია A N 93], § 57).) ამგვარი რეგულირებების შემოღებისას, ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ გარკვეული შეფასების თავისუფლებით. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხის დადგენა სასამართლოს საქმეა, სასამართლოს საქმეს არავითარ შემთხვევაში წარმოადგენს შეცვალოს ეროვნული ხელისუფლების მიერ დადგენილი შეფასება სხვა შეფასებით, როგორც შესაბამის დარგში საუკეთესო პოლიტიკის ნაწილით. ...“

 

ამგვარად, გარკვეული უფლების განხორციელების მიზნისთვის, საპროცესო რეგულირების დადგენა ქვეყნის კანონმდებლობით ხორციელდება და ეს არ ეწინააღმდეგება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არსს, არ წარმოადგენს ამ უფლების დაუსაბუთებელ შეზღუდვას.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს არ მოუთხოვია სასამართლოსთვის სარჩელის გამარტივებული წესით განხილვა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3-ე თავის შესაბამისად. ამასთან, არ წარუდგენია კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რაც შეიძლებოდა, სასამართლოსთვის ყოფილიყო საქმის გამარტივებული წესით განხილვის წინაპირობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის წარმოებაში მიღებისას სასამართლო არ იმყოფებოდა იმ ვითარებაში, რომ მიეღო გადაწყვეტილება დავის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3-ე თავით გათვალისწინებული, გამარტივებული წარმოების წესით განხილვის შესახებ, რადგან ასეთი პირობა მოსარჩელეს სასამართლოსთვის თვითონ უნდა შეექმნა.

 

სასამართლო ხაზს უსვამს იმასაც, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად, კოდექსის 106-ე მუხლის გ) ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებიც დამტკიცებას არ საჭიროებენ. კერძოდ, იგულისმება: „ფაქტები იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება“, ამოღებულ იქნა.

 

მოცემულ ვითარებაში სასამართლომ ჩვეულებრივი სასარჩელო წესით განიხილა დავა და შესაბამისად, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებს აფასებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. თავის მხრივ, მხარეები ვალდებული იყვნენ ეს მტკიცებულებები ამავე კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით წარმოედგინათ.

 

სასამართლო ხაზს უსვამს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრისა და დავის განხილვის მიმდინარეობისას მოსარჩელე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებათა წარმოდგენით გაამყაროს სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხე _ შესაბამისად გააქარწყლოს მოთხოვნა.

 

დადგენილია, რომ დანაშაულით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, იგი არც საქმის განხილვის მიმდინარეობისას არის წარმოდგენილი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, კანონით მინიჭებული შესაძლებლობა, საქმე განხილულ იქნას გამარტივებული წესით, მოსარჩელე მხარის დისპოზიციური უფლებაა და მას არ ეკრძალება სარჩელის წარდგენა საერთო საფუძველზე. ამ უფლების გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევაში, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელი მოსარჩელის მიერ აღძრული იქნა არა გამარტივებული წესით (რა დროსაც მოსარჩელეს კანონი ავალდებულებს, სარჩელს დაურთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, თუ მოთხოვნა დანაშაულით მიყენებულ ზიანს ეფუძნება), არამედ საერთო სასარჩელო წესით.

 

6.2. მოსარჩელე მოითხოვს შვილის გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას. ამ შემთხვევაში მოპასუხეებს ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის წარმოშობის არასახელშეკრულებო საფუძვლიდან გამომდინარე შეიძლება დაეკისროთ.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.“ განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი წარმოადგენს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისას პასუხისმგებლობის დამდგენ ზოგად, ძირითად სამართლებრივ საფუძველს. ეს ნორმა განსაზღვრავს დელიქტური ვალდებულების წარმოშობის აუცილებელ წინაპირობებს. კერძოდ, ზიანის ანაზღაურების წინაპირობად აუცილებელია, არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ ზიანი პირდაპირ უნდა იყოს გამოწვეული ზიანის მიმყენებლის ქმედებით.

 

ამასთან აღსანიშნავია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ზიანი შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი - მორალური ზიანი. თუ ქონებრივი ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში, ან განადგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას, მორალური ზიანი ის ზიანია, რაც პირის ფსიქიკურ ტანჯვით, სულიერ ტკივილით, ემოციური დანაკლისით გამოიხატება. ამ დანაკლისის ზუსტი შეფასება, სულიერი ტკივილის ეკვივალენტის განსაზღვრა შეუძლებელია, სწორედ ამიტომ სასამართლო მას აფასებს საკუთარი შეფასებითი კატეგორიებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდინარე, ისეთი საზომებით, როგორიცაა „გონივრული“ და „სამართლიანი“.

 

ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისგან განსხავებით, რაც მისი სამართლებრივი საფუძვლიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით, იმ ქონებით, რითაც შემცირდა დაზარალებულის აქტივი, მორალური ზიანის ანაზღაურება ფულად ეკვივალენტით შეუძლებელია, ის მხოლოდ ნაწილობრივ ემსახურება განცდილი ზიანის კომპენსირებას და არ წარმოადგენს ზიანის სრულ ეკვივალენტს; მორალური ზიანი იმგვარი სიკეთის ხელყოფისას დგება, რომლის შემთხვევაში, დაზიანებული სიკეთის პირვანდელ მდგომარეობით აღდგენა შეუძლებელია.

 

რაც შეეხება ოჯახის წევრის გარდაცვალებით გამოწვეულ ზიანს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, მისი ანაზღაურება სასამართლოს გზით მხოლოდ გამონაკლისის სახით დაიშვება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო კვლავ მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის ნიმუშზე, რომლის მიხედვით „23. ოჯახის წევრის გარდაცვალებით გამოწვეული დარდი, გულისტკივილი, შინაგანი ცხოვრების რიტმის დარღვევა, გლოვა და დეპრესია, საკმარისი წინაპირობა არაა გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ადამიანებისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. მსგავს შემთხვევებში, მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დასაშვებია გამონაკლისის სახით, მხოლოდ მაშინ, როდესაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს მძიმე ფსიქოპათოლოგიური დარღვევები, რომლებიც არსებითად სცილდება, უბედური შემთხვევის გამო, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის მიმართ სულიერი ტკივილით მიყენებულ ზიანს (ვნებებს) და, რომელიც, ამის გამო, შეიძლება, გავაიგივოთ სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანებასთან (იხ. სუსგ 25.01.2019, საქმე Nას-1268-2018-2016, §23, იქ არსებული მითითებით).“

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ დელიქტური ვალდებულების არსებობასთან დაკავშირებით მოსარჩელის როლი განსაკუთრებულია, რადგან მან უნდა ამტკიცოს ვალდებულების წარმოშობის ყველა პირობის არსებობა.

 

მტკიცების სტანდარტთან მიმართებით სასამართლო, ასევე, ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ მყარ პრაქტიკას, რომლის ერთ-ერთი ნიმუშის მიხედვით:

 

„46. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.

47. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა.

48. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს“ (იხ.: სუსგ 18.10.2017, საქმე №ას-1127-1047, §§ 46-48, სუსგ 23.03.2018, საქმე Nას 189-189, §§ 45-47 იქვე არსებული მითითებით).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ამ პრაქტიკიდან გამომდინარე, ოჯახის წევრის გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების თავისებურების გათვალისწინებით, კიდევ უფერო განსაკუთრებულია მტკიცების სტანდარტი და მოსარჩელისთვის დაკისრებული ტვირთი.

 

ამრიგად, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს როგორც მოპასუხეთა მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობა, ისე სასამართლოს წარუდგინოს ის მტკიცებულებები, რაც მიყენებული ზიანის არსებობას დაადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოთ ხსენებულ განჩინებაში მითითებული გარემოებების ანალოგიურად, შესაბამისი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენით. როგორც აღინიშნა, სასამართლომ ოჯახის წევრის გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების არსებით პირობად მიიჩნია ის გარემოება, რომ ამ ზიანის დასადასტურებლად ადგილი უნდა ჰქონდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე მძიმე ფსიქოპათოლოგიური დარღვევებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიზნებისთვის აუცილებელი ელემენტები: ზიანი, მართლწინააღმდეგობა, ბრალი და მიზეზობრივი კავშირი ყოველთვის დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენით და იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნას სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს ამყარებს, დელიქტური ზიანის მახასიათებელი ეს ელემენტები დადგენილად მიიჩნევა (აღნიშნულთან დაკავშირებით იხ. სუსგ 04.04.2019, საქმე №ას-1322-2018, § 212).

 

ეს წესი საპროცესო-სამართლებრივად გამყარებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო პროცესში მოქმედ დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლშია ჩამოყალიბებული და ამ მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, გულისხმობს იმას, რომ „მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.“ ამრიგად, მოსარჩელემ თავად უნდა განსაზღვროს ის საპროცესო ფორმა, რა გზითაც მიმართავს სასამართლოს და განსაზღვროს დავის საგანი. შესაბამისად, დავის საგნის ფარგლებში, მოსარჩელე მხარე ვალდებულია სათანადო ფორმით წარმოადგინოს ფაქტობრივი საფუძვლები, რასაც მოთხოვნას ამყარებს და ის მტკიცებულებები, რაც მისივე მოსაზრებით, ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე ზიანის მიყენების ფაქტი ამტკიცოს, აქვს არჩევანი: სასამართლოს უნდა წარმოუდგინოს სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, ან მტკიცებულებათა ერთობლიობის წარმოდგენით უნდა დაუდასტუროს სასამართლოს ზიანის მიყენების დამადასტურებელი ყველა არსებითი ელემენტის არსებობა.

 

ამასთან, თუკი მხარე გადაწყვეტს, რომ სარჩელი დაამყაროს სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ განაჩენს, ვალდებულია შეასრულოს შემდეგი პირობები: სასამართლოს უნდა წარუდგინოს სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენი, ეს განაჩენი შესული უნდა იყოს კანონიერ ძალაში და სასამართლოს უნდა შეუქმნას წინაპირობა, რომ დავა განხილულ იქნეს გამარტივებული წარმოების წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ, მართალია, სარჩელში მიუთითა, რომ სარჩელს სასამართლოს განაჩენს აფუძნებდა, მაგრამ როგორც ზემოთაც აღინიშნა, არც გამარტივებული წარმოების წესით საქმის განხილვის შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და, არც წარმოადგინა შესაბამისი წესით კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.

 

6.3. სასამართლო აქვე საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის საკითხი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის თანახმად „განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.“

 

სამართლის ნორმების სისტემური და ლოგიკური განმარტების შედეგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული გულისხმობს სასჯელის აღსრულების საკითხს და არა იმას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების წესის დადგენის გარეშე, რეგულაცია შეეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 ოქმის მე-2(1) მუხლს, რომლის მიხედვითაც, „ყველას, ვინც სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის, აქვს უფლება, მისი მსჯავრდება ან მისთვის დანიშნული სასჯელი გადაასინჯვინოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამ უფლების განხორციელება, იმ საფუძვლების ჩათვლით, რომლებზე დაყრდნობითაც ის შეიძლება განხორციელდეს, მოწესრიგებულია კანონით.“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მიზნიდან გამომდინარე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გულისხმობს იმგვარ გადაწყვეტილებას, რომელზეც აღარ დაიშვება გასაჩივრება.

 

აღნიშნულ მსჯელობაზე დაყრდნობით, სასამართლო აღნიშნავს, რომ „კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი“ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, არის საკასაციო სასამართლოს განაჩენი.

 

იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელემ თავის სასარჩელო მოთხოვნა არ დაამყარა განაჩენს, იგი ვალდებული, იყო შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით ემტკიცებინა ყველა ის გარემოება, რაზედაც მოთხოვნას აფუძნებედა.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ მიუბრუნდება სამოქალაქო დავების განხილვის პროცესისთვის დამახასიათებელ შეჯიბრებითობის პრინციპის საკითხს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, პროცესის წარმატებას მხარის აქტიურობა განსაზღვრავს, „იმის მიხედვით, თუ რამდენად შეძლებს იგი საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარდგენას, მისი წარმატების ხარისხიც მაღალია“ (იხ. სუსგ 01.10.2019, საქმე №ას-852-2019, §64).

 

როგორც ზემოთაც აღინიშნა, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს დაურთოს ყველა ის მტკიცებულება, რაზედაც ამყარებს თავის მოთხოვნას. მხოლოდ ასეთ ვითარებაში ეძლევა შესაძლებლობა მოპასუხეს განახორციელოს საკუთარი საპროცესო უფლებები. სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითი ბუნება გულისხმობს იმასაც, რომ მოპასუხეს დროულად უნდა ეცნობოს ის ფაქტობრივი საფუძვლები, რაზედაც მოსარჩელე მიუთითებს, რათა შეძლოს საკუთარი საპროცესო უფლებების სრული რეალიზაცია. სასარჩელო მოთხოვნის გამამყარებელი შესაბამისი მტკიცებულებების დროულად, სარჩელის აღძვრის სტადიაზე წარდგენას ის ეფექტი აქვს, რომ მოპასუხეს შესაძლებლობა მიეცეს, მოამზადოს და წარადგინოს კვალიფიციური შესაგებელი სწორედ იმ დროს, როდესაც ეს მხარეებს თავიანთი უფლებების თანაბრად რეალიზების შესაძლებლობას მისცემს.

 

ამ ვითარებაში, როდესაც სასამართლო სარჩელის განხილვას შეუდგა ჩვეულებრივი სასარჩელო წარმოების გზით, სასამართლო შეიძლებოდა დაყრდნობოდა მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც დოკუმენტური მტკიცებულებები, ისე მოწმეთა ჩვენებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები ან სხვა ნებისმიერი მტკიცებულება, რომელთაც სასამართლო შეაფასებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია იმგვარი მტკიცებულება(ები), რომლებზე დაყრდნობითაც სასამართლოში შეძლებდა 992-ე მუხლის ელემენტების არსებობის დამტკიცებას.

 

სასამართლო ხაზს უსვამს იმ არსებით გარემოებასაც, რომ არც სარჩელის აღძვრის სტადიაზე და, არც მოგვიანებით მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები მოპასუხედ დასახელებული ყველა პირის მიმართ. სასარჩელო განცხადებაში მოპასუხეებად დასახელებული არიან ფიზიკური პირები: ბა---------–--ა, გი-------------–---–ი, ლე------------ა და მე------------ა. სარჩელის აღძვრისას, ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისას, მხარემ ერთადერთ მტკიცებულებად წარმოადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენი, რომელიც მიღებული იყო: გი----------------ის და და---------–--ას მიმართ, ხოლო დამატებით წარმოდგენილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენი _ ბა---------–--ას, ლე------------ას, გი-------------–---–ის და მე------------ას მიმართ.

 

საქმეში წარმოდგენილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენით, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი, მაგრამ არ შესულა კანონიერ ძალაში, დადგინდა შემდეგი:

 

ბა---------–--ა უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

 

ბა---------–--ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’, ,,ე’’, და ,,ზ’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’, ,,ე’’, და ,,ზ’’ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, ასევე, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ასევე, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 (ორი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, ასევე შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი, ამასთან საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე შეჯამდა დანიშნული დამატებითი სასჯელები და საბოლოოდ ბა---------–--ას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და საქართველოს საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 (სამი) წლის ვადით;

 

გი-------------–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

 

გი-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ა’’ და ,,თ’’ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.

 

ლე------------ა უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

 

ლე------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ა’’ და ,,თ’’ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით;

მე------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’, ,,ე’’, და ,,ზ’’ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, ასევე, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 (სამი) წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.

 

2018 წლის 27 ივლისის განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, მხოლოდ ის, რომ გი-------------–---–მა და ლე------------ამ ჩაიდინეს ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა, ასევე, ძალადობით და იარაღის გამოყენებით, მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

სასამართლო ხაზს უსვამს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლოს მიეცემოდა განაჩენის საფუძველზე მსჯელობის შესაძლებლობა, რაც შეიძლებოდა გამარტივებული წარმოების წესით საქმის განხილვის შემთხვევაში განეხორციელებინა, მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის წარმოდგენის შემთხვევაში, ის თავის გადაწყვეტილებას ბა---------–--ას და მე------------ას მიმართ მაინც ვერ დააფუძნებდა წარმოდგენილ განაჩენს იმის გამო, რომ ეს პირები არ ყოფილან გასამართლებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის, რომლითაც განსაზღვრულია პასუხისმგებლობა განზრახ მკვლელობისთვის დამამძიმებელ გარემოებებში.

 

იმასთან ერთად, რომ მოსარჩელის მხრიდან მტკიცებულებების წარმოუდგენლობის ვითარებაში, შეუძლებელია დამტკიცდეს დელიქტური ვალდებულების თუნდაც ერთი ელემენტის - ქმედების არსებობა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარის მტკიცებულებები საპროცესო ნორმების დაცვითაც რომ ყოფილიყო წარმოდგენილი (შესაბამისი ვრცელი დასაბუთება ჩამოყალიბებულია ზემოთ), შეუძლებელი იქნებოდა დამტკიცებულიყო, რომ სადავო ქმედება ყველა მოპასუხის მიერ იქნა განხორციელებული. შესაბამისად, ამ ვითარებაში, სრულიად დაუსაბუთებელია სარჩელი მოპასუხეების: მე------------ას და ბა---------–--ას მიმართ.

 

6.4. სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება, გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებებისა, მხარეს არ წარმოუდგენია. აღსანიშნავია, რომ თვითონ ახსნა-განმარტებებიც მოსარჩელის წარმომადგენელმა მის მიერ დამატებით წარმოდგენილ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენს დააფუძნა. ამ განაჩენისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის ძალასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: მოსარჩელე ვალდებული იყო ემტკიცებინა, რომ მოპასუხეებმა განახორციელეს ქმედება, მკვლელობა, ეს ქმედება იყო მართლსაწინააღმდეგო, თითოეულ მათგანს მიუძღოდა ბრალი ამ ქმედების ჩადენაში და არსებობდა მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელის მიერ სამტკიცებელ გარემოებას, მორალური ზიანის მიყენებასა და ამ ქმედებას შორის. მოსარჩელის მიერ დამატებით წარმოდგენილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, თუნდაც კანონიერ ძალაში ყოფილიყო შესული, სასარჩელო წარმოების პროცესში არ გამოდგება იმ მტკიცებულებად, რომლთაც შეიძლება დადგინდეს ფაქტები იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება მოპასუხედ დასახელებულმა რომელიმე პირმა, მით უფრო შეუძლებელია მართლწინააღმდეგობის, ბრალისა და მიზეზობრივი კავშირის მტკიცება. მოსარჩელეს სასამართლოსთვის უნდა წარმოედგინა იმგვარი მტკიცებულებები, რაც უდავოდ დაადასტურებდა დელიქტური ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, ამგვარ მტკიცებულებებთან ერთად, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენი ჩაითვლებოდა სადავო ფაქტების დამადასტურებელ ერთ-ერთ დამატებით მტკიცებულებად, მაგრამ მხოლოდ მისით უდავოდ ვერ იქნებოდა დადასტურებული ის გარემოებები, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების წარმოშობის საფუძველი დამტკიცდებოდა.

 

აღსანიშნავია, რომ თვით მოსარჩელე მხარის განმარტება იმ გარემოებებს ეფუძნებოდა, რაც წარმოდგენილ განაჩენში იყო მითითებული. მას სასამართლოსთვის არ მიუწოდებია რაიმე დამატებითი ცნობა, დოკუმენტი, ინფორმაცია ან განმარტება, რითაც დაადასტურებდა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. როგორც აღინიშნა, სასამართლო ვერ დაეყრდნობა კანონიერ ძალაში შეუსვლელ განაჩენს, მას ვერ მიიღებს იმ დოკუმენტად, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება ფაქტები დადგენილად ჩაითვალოს. შესაბამისად, შეუძლებელია დადგინდეს ზიანის მიყენების წინაპირობები.

 

6.5. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეაფასოს დელიქტური ვალდებულების არსებობის დამადასტურებელი ფაქტები: ქმედება, ამ ქმედების მართლწინააღმდეგობრიობა, მოპასუხეთა ბრალეულობა და მიზეზობრივი კავშირი.

 

რაც შეეხება ზიანს, როგორც აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში ზიანის მიყენება განსაკუთრებით მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტის დაცვით უნდა ყოფილიყო დადასტურებული მოსარჩელის მიერ, ამგვარი დადასტურება მოსარჩელემ არათუ მაღალი სტანდარტით, არამედ საერთოდ ვერ მოახერხა.

 

სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელემ არ გამოიყენა საკუთარი საპროცესო უფლება, დავა წამოეწყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3-ე თავით დადგენილი წესით და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის წარმოდგენით ემტკიცებინა ზიანის მიყენების დამადასტურებელი შესაბამისი ელემენტების არსებობა და მასთან ერთად, სხვა მტკიცებულებების წარმოდგენით - ზიანის ფაქტობრივად მიყენების დამადასტურებელი გარემოებები.

 

სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ მოცემული სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელემ 2016 წლის 19 აპრილს მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ანალოგიური სარჩელით, რომლის განსახილველად მიღებაზე სასამართლომ უარი უთხრა მოსარჩელეს 2016 წლის 25 აპრილის დასაბუთებული განჩინებით. განჩინებაში სათანადოდ იყო ახსნილი სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის მიზეზები, ასევე, მითითებული იყო იმის შესახებ, რომ მხარის მიერ არ იყო წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელემ არ გაითვალისწინა სასამართლოს მიერ მითითებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი და გამეორებით მომართა სასამართლოს. მოსარჩელისთვის სათანადო განმარტების მიცემის შემდეგ, არსებითად იგივე ფორმით წარმოდგენილი სარჩელით მომართვისას, ივარაუდება, რომ მოსარჩელემ იმოქმედა დისპოზიციურობის პრინციპით და სასამართლოს გაცნობიერებული არჩევანის შედეგად, მომართა სასარჩელო წარმოების გზით.

 

სარჩელზე დართული ერთადერთი წერილობითი მტკიცებულება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენი, არ შეიძლება შეფასდეს სათანადო მტკიცებულებად, რადგან არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს, ამასთან არ შეეხება მოპასუხეებს, ხოლო დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულება, 2018 წლის 27 ივლისის განაჩენი, როგორც უკვე შეფასდა, ვერ გამოდგება სათანადო დოკუმენტად.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია, მასში არც სათანადო ფაქტობრივი გარემოებებია ჩამოყალიბებული და, არც შესაბამისი მტკიცებულებებია მითითებული და წარმოდგენილი.

 

6.6. ამ საქმესთან მიმართებით სასამართლო ცალკე გაამახვილებს ყურადღებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ (Sarishvili-Bolkvadze v. Georgia), N58240/08, ECHR 2019.

 

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ამ საქმეზე დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა სამოქალაქოსამართლებრივ დაცვის საშუალებასთან მიმართებით. ამ საქმეში ევროპულმა სასამართლომ საქართველო გააკრიტიკა იმის გამო, რომ უპირობოდ იკრძალება მორალური ზიანის ანაზღაურება ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო.

 

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ: „94. მართალია მომჩივანს მიეკუთვნა ქონებრივი ზიანის ანაზღაურება 6 953 (დაახლოებით 2 701 EUR) ლარის ოდენობით (...), თუმცა მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უარყოფილ იქნა. უზენაესი სასამართლოს დასაბუთებით, ეროვნული სამართლებრივი სისტემა არ ითვალისწინებს გარდაცვლილი პირის ცოცხლად დარჩენილი ახლო ნათესავის მიერ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას გარდაცვალების გამო, რაც შედეგად მოჰყვა სამედიცინო გაუფრთხილებლობას (...). შესაბამისად, მომჩივნის საჩივრის მოცემული ნაწილი შეეხება სამოქალაქოსამართლებრივი დაცვის საშუალების ეფექტიანობას, მის მიერ იმის შეუძლებლობის გათვალისწინებით, რომ მოეთხოვა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მისი შვილის გარდაცვალების გამო სამედიცინო გაუფრთხილებლობის შედეგად. ...

 

96. შესაბამისად, სასამართლოს ზემოაღნიშნული პრეცედენტული პრაქტიკის საპირისპიროდ (იხ. 92-ე პარაგრაფი ზემოთ), მოცემულ საქმე არ შეიცავს არაქონებრივი ზიანის სათანადო ოდენობით ანაზღაურების შეფასებას, არამედ სრულ, უპირობო უარს ამგვარ ანაზღაურებაზე ეროვნული კანონმდებლობით, როგორც ეს განიმარტა და გამოყენებულ იქნა პრაქტიკაში. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლომ მანამდეც აღნიშნა, რომ საქმეებში, რომლებიც შეეხება კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებს, რომლებიც მიჩნეულია კონვენციის ყველაზე უფრო ძირითად ნორმებად, მათი დარღვევის შედეგად არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, პრინციპში, შესაძლებელი უნდა იყოს როგორც სამართლიანი დაცვის საშუალების ერთ-ერთი ფორმა (იხ. პოლ და ოდრი ედვარდსები გერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Paul and Audrey Edwards v. the United Kingdom), N 46477/99 , §§ 97 და 101, ECHR 2002-II; ბაბინსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Bubbins v. the United Kingdom), N 50196/99 , § 171, ECHR 2005-II (ამონარიდები); რეინოლდსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Reynolds v. the United Kingdom), N 2694/08 , §§ 65-68, 13 მარტი 2012 და მოვსესიანი სომხეთის წინააღმდეგ (Movsesyan v. Armenia), N 27524/09 , § 73, 16 ნოემბერი 2017).

 

97. შედეგად, უზენაესი სასამართლოს მიერ იმის დადასტურების ფონზე, რომ მომჩივანმა „უდავოდ“ განიცადა ფსიქოლოგიური სტრესი მისი ახალგაზრდა შვილის გარდაცვალების გამო (იხ. 42-ე პარაგრაფი ზემოთ), უპირობო საკანონმდებლო შეზღუდვით მომჩივანს გაუმართლებლად წაერთვა შესაძლებლობა, სასამართლოს გზით მოეთხოვა კომპენსაციის მიღება არაქონებრივი ზიანის სანაცვლოდ, როგორც მისთვის ხელმისაწვდომი სამოქალაქოსამართლებრივი დაცვის საშუალება.“

 

საქმეზე პოლ და ოდრი ედვარდსები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Paul and Audrey Edwards v. the United Kingdom), N 46477/99, § 96-97, ECHR 2002, ევროპულმა სასამართლომ საკითხის კონვენციის მე-13 მუხლის კონტექსტში განხილვისას აღნიშნა შემდეგი: „96. როგორც სასამართლომ მრავალ შემთხვევაში მიუთითა, კონვენციის მე-13 მუხლი ეროვნულ დონეზე ქმნის სამართლებრივი დაცვის გარანტირების შესაძლებლობას იმისათვის, რომ არსებითად აღსრულდეს კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები იმ ფორმით, როგორც შეიძლება იყვნენ დაცული ეროვნული კანონმდებლობით. ... ხელშემკვრელი სახელმწიფოები გარკვეული დისკრეციით სარგებლობენ იმის გადაწყვეტისას, თუ რა ფორმით შეესაბამებიან კონვენციით აღებულ თავიანთ ვალდებულებებს ამ მუხლის ფარგლებში. ... მიუხედავად ამისა, შესაბამისი დაკმაყოფილება უნდა იყოს „ეფექტიანი“, როგორც პრაქტიკაში, ისე კანონმდებლობით. ...

 

97. ხელისუფლების მიერ შესაბამისი პირების სხვა პირთა ქმედებებისგან დაცვის სავარაუდო შეუძლებლობის შემთხვევაში, მე-13 მუხლი ყოველთვის არ შეიძლება აკისრებდეს ხელისუფლებას, გამოიძიოს შესაბამისი ბრალდებები. თუმცა, მსხვერპლისთვის, ან მსხვერპლის ოჯახის წევრისთვის უნდა არსებობდეს იმის მექანიზმი, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ოფიციალურ პირებს ან ორგანოებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა ქმედებებისთვის ან უმოქმედობებისთვის, რაც იწვევს კონვენციით დაცული მათი უფლებების დარღვევას. ...“

 

ევროპული სასამართლოს ამ განმარტებების კვალდაკვალ, სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლის ფარგლებით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით და პრაქტიკით, სახელმწიფოს დისკრეციის ფარგლებში ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურება, როგორც სიცოცხლის უფლების დაცვასთან დაკავშირებული დამატებითი სამოქალაქოსამართლებრივი შესაძლებლობა, გამორიცხული არ არის.

 

სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ევროპული სასამართლო მხოლოდ უპირობო აკრძალვის გამო აკრიტიკებს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და მისგან გამომდინარე სასამართლო პრაქტიკას. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მორალური ზიანის ანაზღაურება კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში დაშვებულია და სასამართლო პრაქტიკა არ გამორიცხავს ასეთ შესაძლებლობას ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით (იხ. მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე N2/5164-09, სუსგ 14.07.2016 Nას-593-568-2016 და რაც გაზიარებულია ამ საქმეში მითითებულ 25.01.2019 განჩინებაში საქმეზე Nას-1268-2018).

იმისათვის, რომ მხარემ სიცოცხლის უფლების დარღვევის გამო, სამოქალაქოსამართლებრივი დაცვის საშუალებით ისარგებლოს, სათანადო პროცედურის დაცვით უნდა დაადასტუროს შესაბამისი გარემოებები; უნდა შეასრულოს საკუთარი საპროცესო მოვალეობები და სასამართლოს სათანადო ფორმით მიუთითოს, ჰქონდა თუ არა ადგილი, სამართლის ნორმებით დაცული სიკეთის, ამ შემთხვევაში, სიცოცხლის უფლების, დარღვევას და რა მოცულობის მორალური ზიანი მიადგა ამის გამო მსხვერპლის ოჯახის წევრს. ფაქტებზე მითითებასთან ერთად, იგი ვალდებულია, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით დაუსაბუთოს სასამართლოს მოთხოვნის საფუძვლიანობა.

 

ჩამოყალიბებული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ არასათანადოდ შეასრულა საკუთარი საპროცესო მოვალეობები, მან ჩვეულებრივი სასარჩელო წარმოების ფარგლებში, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, ვერ შეძლო დაედასტურებინა დაცული სამართლებრივი სიკეთის დაზიანების ფაქტი, ისევე როგორც, მორალური ზიანის არსებობა.

 

საბოლოოდ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოსარჩელეს, როგორც მამას, შვილის იმგვარ ვითარებაში მკვლელობის შემთხვევაში, როგორც მისი წარმოდგენით განხორციელდა, ივარაუდება, რომ მიადგებოდა მორალური ზიანი, მაგრამ მოსარჩელემ ვერ შეძლო შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების სათანადო ფორმით წარმოდგენა და მათი შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, რის გამოც სარჩელი ვერ დაკმაყოფილდებოდა ზემოთ ჩამოყალიბებული სამართლებრივი დასაბუთებიდან გამომდინარე.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლებს, კერძოდ, 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

 

მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია, მან წარმოადგინა ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლის მიხედვით, მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 25 110-ს, რაც ნაკლებია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მულის 1-ლი ნაწილით განსაზღვრულ ქულაზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის მიუხედავად, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისგან.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მი----–---------–--ის სარჩელი მოპასუხეების: ბა---------–--ას, გი-------------–---–ის, ლე------------ას და მე------------ას მიმართ, მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე