განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003126289
საქმე №1/657-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
10.12.2019 წელი ქ. ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: რე----------------ა;
დაცვის მხარე
ადვოკატი: ზვ--------------ა;
ბრალდებული: ლე---ი ჩი--–--ე
მამის სახელი: ავ--------–ი
დაბადების თარიღი: 0---------წ.
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: უკრაინის მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგო----ეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული: ქ. ქუ-----ი, ხა------ას ქუჩა №6---
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ქუ-----ი, გრ. აბ-–--ის გამზირი №2---.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტები და სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ არაერთგზის.
სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. 2019 წლის 21 ივლისს დაახლოებით 21:30 საათზე, ქუ-----ში, გრ. აბ-–--ის ქუჩა №2----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ლე---ი ჩი--–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან 5 წლის ნ--- ნა–--–-–--ლს. კერძოდ, ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტი დაარტყა თავის არეში. ლე---ი ჩი--–--ის ქმედების შედეგად ნ--- ნა–--–-–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2019 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქუ-----ში, გრ. აბ-–--ის ქუჩა №2----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენით ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა ლე--- ჩი--–--ემ არასრულწლოვნების ნ--- ნა–--–-–--ლისა და ნიაკო ნა–--–-–--ლის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ირ-- ჭო-–-----ას. კერძოდ, აგინებდა რა მას, რამდენჯერმე ხელი დაარტყა თავის არეში. ლე--- ჩი--–--ის ქმედებების შედეგად ირ-- ჭო-–-----ამ განიცდა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედებების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ არაერთგზის.
სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
2.1. წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ლე---ი ჩი--–--ის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ალ---------ე სვ--------ემ (ინსპექტორ-გამომძიებელი) განმარტა, რომ - მას აქვს მუშაობის 24 წლიანი სტაჟი. 2019 წლის 21 ივლისს დაახლოებით 10:00 საათზე პოლიციის მეექვსე განყოფილების წინ დაკავებულ იქნა მოქალაქე ლე--- ჩი--–--ე, მან ბრალდებულის დაკავებაში მიიღო მონაწილეობა. დაკავებამდე რამდენიმე ხნით ადრე მოქალაქე ირ-- ჭო-–-----ამ, განცხადება შეიტანა პოლიციის მეექვსე განყოფილებაში იმის თაობაზე, რომ მისმა მეუღლემ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს პიროვნება ლე---ი ჩი--–--ე მისული იყო უშუალოდ პოლიციის მეექვსე განყოფილების წინ, სადაც მოხდა მისი დაკავება, გამომძიებელი იყო ო---- ხო---–---–ი. გამომძიებლის მიერ დაკავებულ პიროვნებას განემარტა კანონით გათვალისწინებული უფლებები, შედგა შესაბამისად დაკავების ოქმი ო----ი ხო---–---–ის მიერ, რაც დადასტურებული იქნა ხელმოწერებით. დაკავების პროცესში ბრალდებულს რაიმე აგრესია და წინააღმდეგო არ გაუწევია, ის ნასვამ მდგო----ეობაში იმყოფებოდა, თუმცა მომხდარ ფაქტს ადასტურებდა ზო--დი საუბრით და ამბობდა რომ კონფლიქტი მოუვიდა მეუღლესთან, რაც იყო სიმთვრალის ბრალი, თუმცა არ იყო საჭირო პოლიციის ჩარევა და ამას თავად მოაგვარებდნენ. დაკავების ოქმის ასლი ჩაბარდა ბრალდებულს, მან ხელიც მოაწერა და რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს. ალ---------ე სვ--------ემ განმარტა, რომ პირადად ოჯახური კონფლიქტის ფაქტს არ შესწრებია. (იხ. სხდომის ოქმი)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ირ---–- ბე----ემ (ინსპექტორ-გამომძიებელი) განმარტა, რომ - მუშაობს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. ირ-- ჭო-–-----ა ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში გამოცხადდა 21 ივლისს საღამოს საათებში და განაცხადა რომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ ოჯახურ ძალადობას, კონკრეტულად მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლე--- ჩი--–--ემ, ასევე მის მცირეწლოვან შვილიშვილს ნ--- ნა–--–-–--ლსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის საფუძველზეც მის მიერ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი. ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში მსხვერპლს და მოძალადეს განემარტათ უფლებები, მოძალადე გაეცნო აღნიშნულ შემაკავებელ ორდერს და სავარაუდოდ ხელიც მოაწერა, თუმცა ზუსტად არ ახსოვს, დაზარალებულმა ანუ მსხვერპლმა განაცხადა, რომ მეუღლემ ხელი ჩაარტყა სახის არეში, ხოლო მის შვილიშვილს ტელევიზორის პულტი ჩაარტყა თავში. შემაკავებელი ორდერი გამოცემული იქნა 2019 წლის 22 ივლისს. ირ---–- ბე----ე პირადად რაიმე ძალადობის ფაქტს არ შესწრებია. (იხ. სხდომის ოქმი)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გო-- კუ--–-–---–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ - პოლიციაში მუშაობს 2007 წლიდან. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ მოწმის სახით გამოკითხული იქნა მა-–----ი ფხ----ე, დაზარალებული ირ-- ჭო-–-----ა, მის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, მიმართვის წერილი გააკეთა ადვოკატის გამოძახების თაობაზე, არასრულწლოვანთან დაკავშირებით და სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში აქვს მიმართვა გაგზავნილი. ირ-- ჭო-–-----ამ განმარტა, რომ მისმა მეუღლემ შვილიშვილების თანდასწრებით ოთხჯერ დაარტყა ხელის მუშტი თავის არეში და ასევე არასრულწლოვან შვილიშვილს ნ--- ნა–--–-–--ლს ტელევიზორის პულტი ჩაარტყა თავის არეში. დაზარალებულის განმარტებით ამ ფაქტს შეესწრო მა-–---- ფხ----ე და სწორედ ამის გამო გამოიკითხა შემდეგ მოწმის სახით მა-–---- ფხ----ე, რომელმაც განმარტა რომ 21 ივლისს ის სტუმრად მივიდა ჩი--–--ესთან და შეესწრო ლე--- ჩი--–--ე მუშტებით, სახის არეში როგორ ურტყმადა ირ-- ჭო-–-----ას, მიუხედავად იმისა რომ იყო ახალი ნაოპერაციევი მაინც ცადა ჩამდგარიყო მათ შორის და განემუხტა სიტუაცია, რის შემდეგაც ირ-- ჭო-–-----ამ დატოვა სახლი და გავიდა ქუჩაში, ბავშვებთან სახლში ყურადღების მიქცევის მიზნით დარჩა მა-–---- ფხ----ე. აღნიშნული მოწმე მისივე ჯანმრთელობის მდგო----ეობის გამო, გამომძიებელ გო-- კუ--–-–---–ის მიერ არ იქნა დაკითხული პოლიციის განყოფილებაში (იხ. სხდომის ოქმი)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ო---- ხო---–---–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ - მუშაობს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 21 ივლისს იმყოფებოდა პოლიციის მეექვსე განყოფილებაში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც საღამოს საათებში გამოცხადდა ირ---–- აბ-–--ის ქუჩაზე მცხოვრები ირ-- ჭო-–-----ა, მან მიმართა განცხადებით, რომ მისმა მეუღლემ მიაყენა მას და მის მცირეწლოვან შვილიშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. ლე---ი ჩი--–--ის ბრალდებულის სახით დაკავება მოხდა მის მიერ. გამოიცა დადგენილება ბრალდებულის სახით დაკავებაზე და დაკავებისას მას განემარტა უფლებები. ასევე ჩატარებულ იქნა სამედიცინო და ალკოჰოლური ექსპერტიზები ბრალდებულის მიმართ, რომელიც იყო ნასვამ მდგო----ეობაში, ის გაეცნო დაკავების ოქმს და მოაწერა ხელი, შემდეგ გადაყვანილ იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში. ასევე მოხდა ირ-- ჭო-–-----ას საცხოვრებელ მისამართზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, რა დროსაც ირ-- ჭო-–-----ამ მიუთითა იმ ადგილზე სადაც მას და მის მცირეწლოვან შვილიშვილს მიაყენეს ფიზიკური შეურაცყოფა, ნ--- ნა–--–-–--ლს თავში ჩაარტყეს ტელევიზორის პულტი. იმერეთის კრიმინალური სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტი მონაწილეობდა გამოძიებაში, ამოღებულ იქნა აღნიშნული ტელევიზორის პულტი, რაც დაილუქა და მოხდა შესაბამისი ხელმოწერა მასზე. ასევე მოწმის მიერ დანიშნული იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები ირ-- ჭო-–-----ას და ნ--- ნა–--–-–--ლის მიმართ. საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა გვიან ღამით, უკვე მეორე დღე იყო დაწყებული, ირ-- ჭო-–-----ა გამოკითხა პოლიციის მესამე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ილია კოხრეიძემ. ბრალდებულს რაღაც ნაკაწრების სახით ჰქონდა, მაგრამ ზუსტად ჰქონდა თუ არა არ ახსოვს, თუ რამე იყო ოქმში იქნება მითითებული ყველაფერი (იხ. სხდომის ოქმი)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ელ----–------მა (ექსპერტი) განმარტა, რომ - ის არის ექპერტი-ნარკოლოგი ლე--- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში. მან ჩაატარა ალკოჰოლური თრობის ექსპერტიზა, მეექვსე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის ო---- ხო---–---–ის მო----თვის საფუძველზე. 2019 წლის 22 ივლისს ლე--- ჩი--–--ეს 12:51 წუთზე კვლევა ჩაუტარდა მათ განყოფილებაში, სადაც ის შემოწმებულ იქნა კლინიკურად და ლაბორატორიულად ალკოჰოლურ თრობაზე. ლე--- ჩი--–--ეს ლაბორატორიულად დაუდგინდა საშუალო ხარისხის ალკოჰოლური თრობა ანუ 1,88 პრომილი ალკოჰოლი. ლე--- ჩი--–--ეს მის მიმართ აგრესია არ გამოუჩენია და სხვის მიმართ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა არ იცის. (იხ. სხდომის ოქმი)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ირ-- ჭო-–-----ამ (დაზარალებული) განმარტა, რომ - მის სახლში გრიგოლ აბ-–--ის №2 -ში მოხდა ოჯახური ძალადობა. მსხვერპლი იყო თავად და ასევე მისი 5 წლის შვილიშვილი ნ--- ნა–--–-–--ლი. პირველად მოხდა შელაპარაკება მას და ლე--- ჩი--–--ეს შორის, თუმცა მისი მეუღლე ნასვამი იყო და ეს მცირე კონფლიქტი გადაიზარდა ჩხუბში. ამის გამო შვილიშვილი ნ--- ნა–--–-–--ლი ტიროდა, რა დროსაც ლე---ი ჩი--–--ეს ხელში ეკავა ტელევიზორის პულტი, რომელიც სახის ტერიტორიაზე ჩაარტყა ბავშვს, რის შედეგადაც პულტი დაიფშვნა. ბავშვმა დაიწყო ტირილი.
ირ-- ჭო-–-----ამ დაუწყო ბრალდებულს ხმამაღალი ჩხუბი, იყო შეურაცხყოფები ორივეს მხრიდან. ბოლოს მისმა მეუღლემ ცემა ის თავის არეში, 3-4 ჯერ ჩაარტყა, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ ლე--- ჩი--–--ემ დარეკა ცხელ ხაზზე. სანამ პოლიცია მოვიდოდა, ირ-- ჭო-–-----ა გამოიქცა სახლიდან, რა დროსაც ბავშვები დაუტოვა მა-–---- ფხ----ეს, რომელიც უშუალოდ შეესწრო ფაქტს. შარშანაც მის მიმართ ლე---ის მხრიდან განხორციელდა ძალადობა და მსხვერპლი ამ შემთხვევაშიც თვითონ იყო. ისინი ერთმანეთს იცნობენ 7 წელია. ლე--- ჩი--–--ესთან ხელი არა აქვს მოწერილი. ექსპერტიზაზე გადაყვანისას დაზარალებულს ტკივილები ჰქონდა. ტკივილები ახლაც აქვს პერიოდულად. ირ-- ჭო-–-----ამ დაადასტურა მის მიერ მიცემული ჩვენების სისწორე (იხ. სხდომის ოქმი)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მა------------–--ემ (ექსპერტი) განმარტა, რომ - ის მუშაობს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექპერტიზის დეპარტამენტში, სასმართლო -სამეცნიერო ექპერტიზის თანამდებობაზე 24 წლის სტაჟით. 2019 წლის 22 ივლისს, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, წარდგენილი იქნა შესამოწმებელი ნ--- ნა–--–-–--ლი. შემოწმებას ესწრებოდა დედა ნა----------ე, დედის გადმოცემით 2019 წლის 21 ივლისს დაახლოებით 23:00 საათზე მისმა მამინაცვალმა ლე--- ჩი--–--ემ ნ--- ნა–--–-–--ლს თავში ჩაარტყა ტელევიზორის პულტი. შესამოწმებელს შუბლის მიდამოში მარჯვნივ აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით 2,5X0,2 სმ. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისთვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. დაზიანება ნაჭდევის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად, არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. შესამოწმებელი პირი ვერ გადმოსცემდა ინფორ--ციას, რადგანაც არასრულწლოვანი იყო, ამიტომ მოხდა იმ ინფორ--ციის ჩაწერა რასაც დედა განმარტავდა. ნ--- ნა–--–-–--ლი არის 2014 წელს დაბადებული შესაბამისად გამოდის 5 წლის. შესამოწმებელი პირი გამოსაკვლევად წარმოდგენილი და შემოწმებული იქნა 2019 წლის 22/07-ში 17:23 წუთზე. დედის გადმოცემით აღნიშნული ფაქტი მოხდა 2019 წლის 21 ივლისს 23:00 საათზე. აღნიშნულიდან გამომდინარე არ ხდება ექპერტიზის ხანდაზმულობის განსაზღვრა, ხანდაზმულობის განსაზღვრა ხდება იქედან თუ დაზიანებას რა მორფოლოგიური სურათი გააჩნია. დადგენილებაში მითითებულია 21 ივლისი რაც არ ეწინააღმდეგება დაზიანებაში აღნიშნულ თარიღს. კვლევისას არანაირი ხელსაწყო არ იქნა გამოყენებული. (იხ. სხდომის ოქმი)
საქმეში წარმოდგენილი განცხადების თანახმად, ირ-- ჭო-–-----ა, მიუთითებს, რომ 2019 წლის 21 ივლისს მისმა ქმარ-- ლე--- ჩი--–--ემ მას და მის არასრულწლოვან შვილიშვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. (ს.ფ.2)
საქმეში წარმოდგენილი №1------ 21/07/2019 22:37 შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, ინციდენტის ტიპი: კონფლიქტი/ოჯახური ძალადობა, რეგიონი: იმერეთი-ქუ-----ი, ინიციატორის ლე--- ჩი--–--ის, ტელეფონის ნომერი: 5-----------, გადმოცემით ოჯახური ძალადობის ფაქტზე აქვს პირობითი სასჯელი, როგორც აცხადებს მისი მეუღლე ძალადობს მასზე როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად, შვილების წაქეზებით და ცდილობს ინიციატორის პროვოცირებას. ინიციატორს არ სურს პოლიციასთან შეხვედრა, არ მიაწოდა ზუსტი ინფორ--ცია, თავს იზღვევს საქმის კურსში აყენებს პოლიციას (ს.ფ 4)
საგამოძიებო ექსპერიმენტის თანახმად, ექსპერიმენტი მიმდინარეობდა ქ. ქუ-----ში გრ. აბ-–--ის ქუჩა №2----ში. ,,საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით და მოწმე ირ-- ჭო-–-----ასაგან მიღებული ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, მისივე თანხმობით და მონაწილეობით, ქუ-----ში ახ--–------------ს გამზირი №4--ში მდებარე პოლიციის მე-6 განყოფილების ადმინისტრაციული შენობიდან სამსახურეობრივი ავტომანქანით, ტოიოტა ჰაილუქსით სახ. ნომრით B-------- მივემართებით ქუ-----ში გრ. აბ-–--ის ქუჩა №2----ში საცხოვრებელ სახლში. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებს ექსპერტი კრიმინალისტი გი------ შა-–-----ი. მოწმე ირ-- ჭო-–-----ას მითითებით გავემართეთ გრ. აბ-–--ის ქუჩა №2--- ბინისაკენ, სადაც მოწმე ირ-- ჭო-–-----ამ მიგვითითა ბინის მე-2 სადარბაზო, პირველ სართულზე №29 ოთახზე, სადაც მოწმის ირ-- ჭო-–-----ას მითითებით შევდივართ ბინის ე.წ ,,ლოჯში’’ სადაც კედელთან მარცხენა მხარეს დგას საწოლი, ხოლო გვერდით ტელევიზორი დგას პატარა მაგიდაზე. საწოლზე დევს ტელევიზორის პულტი დაზიანებულ მდგო----ეობაში. ირ-- ჭო-–-----ას მითითებით აღნიშნული პულტი მისმა მეუღლემ ლე--- ჩი--–--ემ ჩაარტყა არასრულწლოვან ნ--- ნა–--–-–--ლს თავში. აღნიშნული ტელევიზორის პულტი ამოღებული იქნა და დაილუქა. ექსპერტ კრიმინალისტის მიერ მოხდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტო დასურათება და ამით ექსპერიმენტი დასრულდა’’ (ს.ფ.23-26).
შემაკავებელი ორდერით №0----- და თანდართული მასალებით ირკვევა, რომ: 2019 წლის 21 ივლისს ლე--- ჩი--–--ემ ტელევიზორის პულტი ნ--- ნა–--–-–--ლს ერთხელ ჩაარტყა თავში. ორდერის თანახმად ლე---ი ჩი--–--ეს აეკრძალა ნ--- ნა–--–-–--ლთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნ---ცია. (ს.ფ 27-30).
შემაკავებელი ორდერით №0----- და თანდართული მასალებით ირკვევა, რომ: 2019 წლის 21 ივლისს ლე---ი ჩი--–--ემ ირ-- ჭო-–-----ას შვილიშვილს ნ--- ნა–--–-–--ლს თავში ერთხელ ჩაარტყა ტელევიზორის პულტი, ასევე ირ-- ჭო-–-----ას თავის არეში ოთხჯერ ჩაარტყა მარჯვენა ხელის მუშტი და აგინა დედის და ახლობლების მისამართით. ორდერის თანახმად ლე---ი ჩი--–--ეს აეკრძალა ირ-- ჭო-–-----ასთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნ---ცია. (ს.ფ 31-34).
2019 წლის 22 ივლისის 01:51 საათის ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ლე---ი ჩი--–--ეს დაუდგინდა საშუალო ხარისხის ალკოჰოლური თრობა. (ს.ფ. 38-39).
სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 22.07.2019წ 02:24-02:30 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ირ-- ჭო-–-----ას სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. (ს.ფ 52-55)
ბრალდებულმა კანონიერი საფუძვლით გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თანახმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
2019 წლის 10 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული დარჩენილი მტკიცებულებები სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
ვინაიდან მხარეებმა სხვა მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ლე--- ჩი--–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტები და სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად, სადავოდ და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ლე--- ჩი--–--ი ბრალეულობას.
3. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამავე კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.
სასამართლოს უტყუარ დადგენილ ფაქტად მიაჩნია ლე--- ჩი--–--ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია როგორც საქმეში არსებულ მოწმეთა ჩვენებებთან, ისე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლე--- ჩი--–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტები და სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები ლე--- ჩი--–--ეს არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის შესახებ“ (1993), მე-4(გ) მუხლში მოუწოდებს სახელმწიფოებს „განახორციელონ ჯეროვანი ქმედებები რათა თავიდან აიცილონ, გამოიძიონ და, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დასაჯონ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის განმახორციელებელი პირები მიუხედავად იმისა თუ ვინ ჩაიდენს მოცემულ ქმედებებს, სახელმწიფო თუ კერძო პირები“.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახში ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ამდენად, ლე--- ჩი--–--ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ლე--- ჩი--–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტები და სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
6. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე, 62-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-21-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლე---ი ჩი--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
1.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
1.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ლე---ი ჩი--–--ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვე.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ლე---ი ჩი--–--ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ დაემატოს წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან, თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, ლე---ი ჩი--–--ეს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საზო--დოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.
3. მსჯავრდებულ ლე---ი ჩი--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 2019 წლის 21 ივლისიდან, 22:15 საათიდან.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
5.1. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალა 1 (ერთ) ცალ დისკად - რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
5.2. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული პულტი - რომელიც ინახება საქართველოს შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
7. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე ნანა ჯოხაძე