გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/13847-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 ნოემბერი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე
მოსარჩელე - ც------------–---–---–ი
წარმომადგენელი - ნ--------–-----ი
მოპასუხეები - მ-------------ა, ნ-------ი მ---------ე, ვ-–-----------------ა, ე-–-------------–---–ი, გ--------------–---–ი, ნ--------------------ა, ი---–-----------ა, ე---------------ი, ს---------------ა, მ-----–--------ი, ა-------------–-----–---–ი, რ-------------------, მ-----–----–-–---–ი, ნ----------------ე, რ-----------–--ე
წარმომადგენლები - შ--–------------ე, ნ-----–----------ია, მ-----–--------ი
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეს - ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,-------–---–-----‘
წარმომადგენელი - მ----------------–---–ი
დავის საგანი - ქმედების დავალდებულება და ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოთ მოპასუხეებს მოსარჩელე ც------------–---–---–ს ჩააბარონ თბილისში, გ------–---–ის N30-ში (საკადასტრო კოდით 0----------------------) მდებარე 96 კვ.მ. ფართის N11 ბინა თეთრ კარკასულ მდგომარეობაში: გალესილი კედლებით, ელექტროობით, რთული ხსნარით მოჭიმული იატაკით, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებით გარე პერიმეტრზე და შესასვლელი რკინის კარით;
1.2. დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელე ც------------–---–---–ის სასარგებლოდ თბილისში, გ------–---–ის #30-ში მდებარე 96კვ.მ. ფართის ბინა N11-ის სარემონტო ხარჯების სანაცვლოდ ზიანის სახით 15000 აშშ დოლარის გადახდა;
1.3. დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელე ც------------–---–---–ის სასარგებლოდ თბილისში, გ------–---–ის #30-ში მდებარე 96კვ.მ. ფართის ბინა N11-ის გაქირავებით მისაღები ქირის სანაცვლოდ ზიანის სახით 14600 აშშ დოლარის გადახდა;
სარჩელის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
2005 წლის 23 მაისის სანოტარო აქტით, თბილისში, გ------–---–ის მე-2 გასასვლელი N33-ში, გ------–---–ის ქუჩა N32-სა და 34-ში დაფუძნდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „გ------–---–-----“, მ-------------ას, ნ------- მ---------ის, ვ-–-----------------ას, ა---- და ნ-----–ა ა-----–---–ების, ო------------–---–ის, ნ--------------------ას, ი---–-ა, ე------ და ს---------------ების, მ-----–--------ის, ა------------------–---–ის (ამჟამად ნ-----–-----–---–ის), რ-------------------ის, მ-----–----–-–---–ის, რ-----------–--ისა და ნ----------------ის მიერ.
ნ-----–ა ა-----–---–ი, ა---- ა-----–---–ი და ო------------–---–ი იყვნენ და-ძმანი და მათ შენატანს ამხანაგობაში წარმოადგენდა 242 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა. სანაცვლოდ, ო------------–---–ი და ა---- ა-----–---–ი მიიღებდნენ თითო 90 კვ.მ. 3-ოთახიან ბინას, ხოლო ნ-----–ა ა-----–---–ი - 25000 აშშ დოლარს. ნ-----–ა და ა---- ა-----–---–ები არიან გარდაცვლილები და მათი მემკვიდრეები არიანი ე-–------ და გ--------------–---–ები, რომელთაც ქონება/წილი ამხანაგობაში არ გააჩნიათ, თუმცა წარმოადგენენ ამხანაგობის ვალდებულებებზე პასუხისმგებელ პირებს.
ამხანაგობიდან ნ----------------ე გავიდა 2008 წელს.
2007 წლის 16 ნოემბერს წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულებით მ-----–----–-–---–მა მოსარჩელეს მიჰყიდა ამხანაგობაში თავსი წილის უფლება, ფართით 96 კვ.მ., ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 85000 აშშ დოლარით, საიდანაც 65000 აშშ დოლარი ცისანა ჩინჩილაკაშილმა გადაუხადა ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე, ხოლო დარჩენილი 20000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა 2008 წლის აპრილის ბოლომდე.
მოსარჩელეს ბინა უნდა ჩაბარებოდა გალესილი კედლებით, ელექტროობით, რთული ხსნარით მოჭიმული იატაკით, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებით გარე პერიმეტრზე და შესასვლელი რკინის კარით. გარდა ამისა, ნასყიდობის საგნის მიმართ მე-3 პირებს პრეტენზია არ უნდა ჰქონოდათ და არ უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფის საგანი. გამყიდველმა იკისრა ვალდებულება, ბინა მყიდველისთვის 2008 წლის აპრილის ბოლომდე გადაეცა და დაერეგისტრირებინა საჯარო რეესტრში.
საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ მომხდარა დათქმულ ვადაში, თუმცა 2012 წლის 26 აპრილს, დამოწმებული ამხანაგობის კრების ოქმით ე.წ. შესწორება N4-ით გადაწყდა დარეგისტრირებულიყო საჯარო რეესტრში ც------------–---–---–ის სახელზე ქ. თბილისში, გ------–---–ის N30-ში (საკადასტრო კოდით 0----------------------) მდებარე 96 კვ.მ. ფართის N11 ბინა, თუმცა ქონებას აღმოაჩნდა არაერთი ნაკლი. გარდა ამისა, მკვეთრად შეფერხებულია მშენებლობა და გაურკვეველია, როდის დასრულდება, ამხანაგობას აღმოაჩნდა 2007 წლიდან ფულადი ვალდებულებები სს „პ------------- ბანკის“ მიმართ, რამაც დღემდე შეუძლებელი გახადა ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
მოსარჩელემ განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, რადგან მას შეეძლო მიეღო სარგებელი ბინის მშენებლობის დროულად დასრულებით. ხელშეკრულებაში მითითებულ მდგომარეობაში ბინა მას 2008 წლის ბოლოს უნდა გადასცემოდა, რასაც 15000 აშშ დოლარის ფარგლებში გაარემონტებდა, რაც იქნებოდა მისი სარგებელი. ასევე 2013-2017 წლებში, 4 წლის მანძილზე, ბინის თვეში 300 აშშ დოლარად გაქირავებით მიიღებდა სარგებელს 14600 აშშ დოლარის ოდენობით.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეეთაგან წერილობითი შესაგებელი წარმოადგინეს ნ----------------ემ, ვ-–-----------------ამ, რ-------------------მა, ს---------------ამ, მ-----–--------მა, მ-------------ამ და ნ------- მ---------ემ. წარმოდგენილი შესაგებლებით არ ცნეს სასარჩელო მოთხოვნები.
ნ----------------ის განმარტებით, გაურკვეველი იყო ც------------–---–---–ის მიერ ნასყიდობის ფასის სრულად გადახდა, როგორც ხელშეკრულებით ირკვევა, 20000 აშშ დოლარი მოსარჩელეს ეტაპობრივად უნდა გადაეხადა, შეასრულა თუ არა ეს ვალდებულება, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. მოპასუხემ გამორიცხა სასარჩელო მოთხოვნების მიმართ მისი პასუხისმგებლობა, ვინაიდან იგი 2008 წლიდან გასული იყო ამხანაგობიდან და ამხანაგობასთან რაიმე სამართლებრივი კავშირი აღარ გააჩნდა. გარდა ამისა, ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული იყო ორ კერძო პირს შორის და ხელშეკრულებით არ დგინდებოდა, რომ მ-----–----–-–---–ი მოქმედებდა ამხანაგობის სახელით, შესაბამისად ამხანაგობას მოსარჩელის მიმართ ვალდებულება ნაკისრი არ ჰქონია. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ ბინაზე რემონტის ჩაუტარებლობა არ შეიძლება განხილულ იქნეს მიყენებულ ზიანად, თანაც გაუგებარი იყო მისი დაანგარიშების საფუძვლები და დასაბუთება. ასევე ბინის სარემონტო სამუშაოების ჩატარებისა და ქირავნობის შესახებ ხელშეკრულება მართლაც დადებული რომ ჰქონოდა მოსარჩელეს 2007 წლის 15 დეკემბერს არის ბათილი, ვინაიდან ქირავნობის საგანი მისი გაფორმების დროისთვის ამხანაგობის საკუთრებას წარმოადგენდა და მოსარჩელეს მისი განკარგვა არ შეეძლო. თანაც გაუგებარია, 2007 წლის ხელშეკრულების კავშირი 2013 წელს ქონების გაქირავებასთან, ანდა 2013 წელს ქირავნობის გაგრძელებაზე როგორ შეიძლება იყოს საუბარი, თუკი რეალურად დამქირავებელს არ განუხორციელებია ქირავნობის უფლება. მოპასუხემ დამატებით მიუთითა, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნა მას უნდა განეხორციელებინა 2008 წლის აპრილის ბოლოდან 6 წლის ვადაში. უფრო მეტიც, საერთო ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადაც გასული იყო.
მოპასუხე ვ-–-----------------ამ შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელე ამხანაგობის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმირებული იყო და ამდენად მისი მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.
რაც შეეხება შესაგებლის წარმდგენ დანარჩენ მოპასუხეებს, განმარტეს, რომ მშენებლობის განუხორციელებლობა არცერთი მათგანის ბრალი არ იყო. არსებობდა გარკვეული მიზეზები - 2008 წლის ომი, თავმჯდომარეების მუდმივი ცვლა, მ-----–----–-–---–ის პატიმრობა, სს „პ------------- ბანკიდან“ სესხად აღებული ვალების დაზუსტება და გადახდა, კრედიტორის მიერ ამხანაგობის და ცალკეულ პირთა ფართების დაყადაღება და სხვა გარემოებები. სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდა. სრულად გადახდის შემთხვევაში იგი კვლავ მომავალ მესაკუთრედ არ იქნებოდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული. ასევე განმარტა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების დადების დროსვე იცოდა ნივთის ნაკლის შესახებ, ბინაზე რეგისტრირებული იყო ყადაღა. რაც შეეხებოდა ზიანს, საეჭვო იყო სარემონტო სამუშაოების ჩატარებისა და ქირავნობის ხელშეკრულების ნამდვილობა, ვინაიდან სახლი იმ დროისთვის არ არსებობდა და შესაბამისად, ქირავნობის საგანიც არ იყო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2005 წლის 23 მაისს დაფუძნდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „გ------–---–-----“. ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები გახდნენ: მ-------------ა (მესაკუთრე), ნ------- მ---------ე (მესაკუთრე), ვ-–-----------------ა (მესაკუთრე), ო------------–---–ი (მესაკუთრე), ა---- ა-----–---–ი (მესაკუთრე), ნ-----–ა ა-----–---–ი (მესაკუთრე), თ---------------------ა (მესაკუთრე), ი---–-----------ა (მესაკუთრე), ს---------------ა (მესაკუთრე), მ-----–--------ი (წევრი), ა------------------–---–ი (წევრი), რ-------------------ი (წევრი), მ-----–----–-–---–ი (წევრი), ნ----------------ე (წევრი), რ-----------–--ე (წევრი).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2005 წლის 23 მაისის სანოტარო აქტი ამხანაგობის დაფუძნების შესახებ.
3.1.2. ამხანაგობაში მ-----–----–-–---–ი, ნ----------------ე და რ-----------–--ე წარმოადგენენ დამფუძნებელ წევრებს, რომელთა შენატანი წარმოადგენს შემდეგი ვალდებულებების შესრულება: სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება; მშენებლობისთვის საჭირო ყველა ნებართვის მიღება შესაბამისი უწყებებიდან; მშენებლობის დაფინანსება ხარჯთაღრიცხვის მიხედვით იმ მიმართებით, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში - 12 თვის განმავლობაში მოხდეს ამხანაგობის მიერ გათვალისწინებული სახლის მშენებლობის სრულად დამთავრება, გალესვა, დახურვა, შემინვა, გარე კომუნიკაციები; ინვესტიციების მოზიდვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად; მშენებლობის ორგანიზება და წარმართვა დამტკიცებული პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მიხედვით ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროში, შესრულებული სამუშაოს მაღალი ხარისხი; ამხანაგობის საფინანსო საქმის წარმოება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით და პასუხისმგებლობა.
ამავე აქტის თანახმად, ფართების ამხანაგობის მესაკუთრე წევრებს შორის განაწილების შემდეგ, აღნიშნული სამი წევრი მიიღებს: ნ----------------ე - დარჩენილი ფართის 40%-ს, მ-----–----–-–---–ი - დარჩენილი ფართის - 30%-ს და რ-----------–--ე - დარჩენილი ფართის 30%-ს.
დამფუძნებლების შეთანხმებით, ამხანაგობას გაუძღვება ამხანაოგბის თავმდჯომარე - მ-----–----–-–---–ი, რომელიც წარმოადგენს ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობასა და სასამართლოში, დებს გარიგებებს ამხანაგობის სახელით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2005 წლის 23 მაისის სანოტარო აქტი ამხანაგობის დაფუძნების შესახებ.
3.1.3. 2007 წლის 16 ნოემბერს ც------------–---–---–სა და მ-----–----–-–---–ს შორის გაფორმდა წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მ-----–----–-–---–მა ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „გ------–---–----“-ში გაყიდა კუთვნილი წილი, ხოლო მოსარჩელემ იყიდა. ნასყიდობის საგანს წარმოადგენს ასაშენებელ მრავალბინიან სახლში წილის უფლება - მე-3 კორპუსში, მე-3 სართულზე, საერთო ფართით 96 კვ.მ., თეთრი კარკასით: კედლები გალესილი, ელექტროობა ჩაწყობილი, იატაკი მოჭიმული რთული ხსნარით, გარეპერიმეტრზე მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, შესასვლელი რკინის კარით.
წილის უფლების გამყიდველმა იკისრა ვალდებულება, 2008 წლის აპრილის ბოლომდე ჩააბაროს წილის უფლების მყიდველს მენაშენეთა ამხანაგობის მიერ ქ. თბილისში, გ------–---–ის მე-2 გასასვლელი N3, გ------–---–ის N32 და გ------–---–ი N34-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის შენობა-ნაგებობიდან მე-3 კორპუსში, მე-3 სართულზე, საერთო ფართი 96 კვ.მ., თეთრი კარკასი, ზემოთაღნიშნული მახასიათებლებით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 16.11.2007 წლის სანოტარო აქტი - წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულება.
3.1.4. წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულებით გასაყიდი წილის უფლება შეფასდა 85000 აშშ დოლარად, საიდანაც 65000 აშშ დოლარი ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში ც------------–---–---–მა გადაიხადა ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე, ხოლო დარჩენილ თანხას 20000 აშშ დოლარს გადახდა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად: 2008 წლის იანვარში - 5000 აშშ დოლარის, 2008 წლის თებერვალში - 5000 აშშ დოლარის და 2008 წლის აპრილის ბოლოს 10000 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 16.11.2007 წლის სანოტარო აქტი - წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულება.
3.1.5. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „გ------–---–----“-ის უძრავი ქონების გაყოფის ხელშეკრულებისა და მისი N1, N2 და N3 შესწორებების შესწორება N4-ის თანახმად, განისაზღვრა ქ. თბილისში, გ------–---–ის მე-2 გასასვლელი N3, გ------–---–ის N32 და გ------–---–ი N34-ში ასაშენებელი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მომავალ მესაკუთრეებზე გასანაწილებელი ფართები, სადაც აღნიშნულია, რომ ც------------–---–---–ს ინდივიდუალურ საკუთრებაში განისაზღვროს მე-3 კორპუსში, მე-4 სართულზე ბინა N11, საცხოვრებელი ფართი 81,2 კვ,.მ+საზაფხულო ფართი 15,2 კვ.მ. (მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად). ამავე დროს მიეთითა ვალდებულება, რომ ც------------–---–---–ს აღნიშნულ ფართზე დაურეგისტრირდეს მესაკუთრედ საკუთრების შეზღუდვის უფლებით, ვინაიდან მას იბა-ს მიმართ ერიცხება დავალიანება.
ც------------–---–---–ი დარეგისტრირდა უძრავი ქონების მომავალ მესაკუთრედ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0----------------------) და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიეთითა აღნიშნული შესწორება, დამოწმების თარიღი: 26.04.2012 წელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესწორება N4;
- 02.11.2012 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „პ------------- ბანკის“ სარჩელი. მოპასუხეებს: თ---------–-–---–ს, მ-----–----–-–---–ს, ნ---------------ს, ლ-–---–-------ესა და ამხანაგობა „გ------–---–----“-ს ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ძირითადი თანხის 269604,44 აშშ დოლარისა და პროცენტის 49090,61 აშშ დოლარის, ასევე ჯარიმის - 880 აშშ დოლარის გადახდა.
გადაწყვეტილებაზე 2015 ლის 24 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 21.12.2012 წლის გადაწყვეტილება;
- 24.06.2015 წლის სააღსრულებო ფურცელი.
3.1.7. ამხანაგობა „გ------–---–-----“-მა ვერ უზრუნველყო მოსარჩელისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში საცხოვრებელი ფართის გადაცემა. მიმდინარე დავის განხილვის დროისთვის ქ. თბილისში, გ------–---–ის მე-2 გასასვლელი N3, გ------–---–ის N32 და გ------–---–ი N34-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს წილის უფლების გამყიდველი მოქმედებდა ამხანაგობის სახელით, როგორც ამხანაგობის დამფუძნებელი წევრი. ამავდროულად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ-----–----–-–---–თან ერთად მოსარჩელის მიმართ ვალდებულ პირებს წარმოადგენენ ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები ნ----------------ე და რ-----------–--ე.
მართალია წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ არის პირდაპირ მითითებული, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მ-----–----–-–---–ი მოქმედებდა ამხანაგობის სახელით, თუმცა გარკვეული ფაქტების ერთობლიობა იძლევა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არ მივიჩნიოთ ორ ფიზიკურ პირს შორის დადებულ კლასიკურ ნასყიდობის ხელშეკრულებად, კერძოდ:
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, თუ რა კონდიციამდე უნდა იქნას მიყვანილი ნასყიდობის საგანი, საცხოვრებელი ფართი თეთი კარკასით: კედლები გალესილი, ელექტროობა ჩაწყობილი, იატაკი მოჭიმული რთული ხსნარით, გარეპერიმეტრზე მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, შესასვლელი რკინის კარით. მსგავსი მონაცემებით გადაცემას ითვალისწინებს იბა „გ------–---–----“-ის დაფუძნების შესახებ 23.05.2005 წლის ხელშეკრულება, სადაც განისაზღვრა მესაკუთრე წევრებისათვის გადასაცემი ბინების მდგომარეობა.
წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღინიშნა, რომ ხელშეკრულებას დანართის სახით ერთვის ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულება და მასში ცვლილებებისა და დამატებების სანოტარო აქტი. აღნიშნული მიუთითებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ცალკე არ არსებობდა და მისი პირობები ამხანაგობის დაფუძნების ხელშეკრულებასთან მთლიანობაში განიხილებოდა, როგორც ერთი მთლიანი დოკუმენტი. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილ ყველა შესწორებაში (ამხანაგობის უძრავი ქონების გაყოფის ხელშეკრულების შესწორებები N4 და N6) აღნიშნულია, რომ ც------------–---–---–ს ამხანაგობის მიმართ გააჩნია შესასრულებელი ვალდებულება - ერიცხება დავალიანება.
ამდენად, ყველაფერი ეს მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მ-----–----–-–---–ის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას არ წარმოადგენდა წილის უფლების გაყიდვის პარალელურად მყიდველისთვის ნასყიდობის საგნის თეთრ კარკასულ მდგომარეობაში გადაცემა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდი---–- პირის შეუქმნელად.
სასამართლო მიუთითებს, რომ ამხანაგობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები შესაძლებელია დავყოთ ე.წ. შიდა და გარე ურთიერთობებად, კერძოდ: ა) სამართლებრივი ურთიერთობები უშუალოდ ხელშეკრულების მონაწილეთა შორის, ე.ი. შიდა ურთიერთობები, რომლებიც იქმნება იმ გადანაწილებული უფლება-მოვალეობების საფუძველზე, რომელთა შესრულებას თითოეული მონაწილე კისრულობს საერთო მიზნის მისაღწევად და ბ) ამხანაგობის წევრთა ურთიერთობები მესამე პირებთან, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების პირობების განხორციელებისას. ამ შემთხვევაში ამხანაგობა ყველა მონაწილის, ან წარმომადგენლის მეშვეობით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში როგორც მხარე, რომელსაც წარმოეშობა გარკვეული უფლებები ან/და მოვალეობები.
სასამართლოს შეფასებით, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების ფარგლების სწორად განსაზღვრისათვის ყურადღება უნდა გამახვილდეს ამხანაგობის შიდა ურთიერთობაში მხარეთა მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე და იმ საკითხზე, თუ ვინ გვევლინება კრედიტორად და ვინ მოვალედ.
დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, (იხ. სუსგ №ას-482-458-2013, 16 იანვარი, 2014წელი), ამხანაგობის ხელშეკრულება, როგორც კონკრეტული მიზნის მისაღწევად პირთა გაერთიანებაზე დამყარებული გარიგება, მოითხოვს წევრებისაგან ისეთი მოქმედებების განხორციელებას, რომელსაც გააჩნიათ სხვადასხვა ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი თავისებურებები. ამხანაგობისათვის დამახასიათებელია კოლექტიური გაერთიანების (კორპორაცი---–- სტრუქტურის) ისეთი თვისებები, რომელიც მოიცავს, როგორც ორგანიზაციულ, ასევე ქონებრივ ელემენტებს, რითაც საბოლოოდ უზრუნველყოფილია ამ გაერთიანების მონაწილეთა მიერ დასახული მიზნის მიღწევა. მართალია, ერთობლივი საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმა (935.2 მუხლი) ხელშეკრულების მონაწილეს აღჭურავს უფლებით, მოსთხოვოს წევრს ვალდებულების არა საკუთარი, არამედ საერთო მიზნის მისაღწევად შესრულება, თუმცა, წევრთა ურთიერთმოთხოვნის არსებობის შესაძლებლობას ერთობლივი საქმიანობის მომწესრიგებელი არც ერთი დანაწესი არ გამორიცხავს. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამის, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. (სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება). ამ უკანასკნელ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულია დანაწესი, რომლის თანახმად, პასუხისმგებლობის საკითხი დგება ერთმანეთის მიმართ. საერთო საქმიანობის შედეგად მიღებული ქონების განაწილება წარმოადგენს საერთო საქმიანობის მონაწილეთა იმ უფლებების დაკმაყოფილებას, რომლისთვისაც იქმნება ამხანაგობა, ასევე ერთმანეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ამხანაგობის მონაწილეებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება ერთმანეთთან მიმართებით. ამდენად, საერთო საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება წარმოადგენს საშუალებას, რომლის მეშვეობითაც ხდება ყველა მონაწილის უფლებების დაკმაყოფილება.
სასამართლო განმარტავს, რომ ამხანაგობა მსგავსად ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისა, საკანონმდებლო შებოჭვის ფარგლებში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილი) დასაშვებად მიიჩნევს კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელ პირობებზე მხარეთა შეთანხმების შესაძლებლობას, რომლის მიმართაც სრულად ვრცელდება შესრულების კეთილსინდისიერი მოვალეობა (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილი).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების - მ-----–----–-–---–ის, ნ----------------ისა და რ-----------–--ის შენატანს წარმოადგენს მომსახურების გაწევა, მათი ვალდებულებაა უზრუნველყონ სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება,მშენებლობისთვის საჭირო ნებართვების მიღება, მშენებლობის დაფინანსება-ინვესტიციების მოზიდვა და ა.შ. ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით, ამ მომსახურების სანაცვლოდ განისაზღვრა ის სარგებელი, რასაც ამხანაგობის ეს წევრები მიიღებენ მშენებლობის დასრულების შემდგომ. კერძოდ: ნ----------------ე მიიღებს დარჩენილი ფართის 40%-ს, მ-----–----–-–---–ი - ასევე დარჩენილი ფართის 30%-ს, ხოლო რ-----------–--ე - 30%-ს.
ამხანაგობის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულების შინაარსი ცხადყოფს, რომ მ-----–----–-–---–ი, ნ----------------ე და რ-----------–--ე მომსახურების გაწევით უზრუნველყოფენ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეთა დასახული მიზნის მიღწევას, სანაცვლოდ იღებენ მოგებას, ამხანაგობის „მესაკუთრე“ წევრების (დანარჩენი მოპასუხეების) შესატანს ამხანაგობაში წარმოადგენს საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და მისი წილობრივი დაფინანსება და არა საცხოვრებელი სახლის დასრულებამდე ბინის ქირის გადახდის უზრუნველსაყოფად შესაბამისი თანხის შეტანა. განსხვავებით მ-----–----–-–---–ისგან, ნ----------------ისგან და რ-----------–--ისგან.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი სოლიდარული ვალდებულება, რომლის ფარგლებშიც მოვალეებად გვევლინებიან ამხანაგობის ის დამფუძნებელი წევრები, რომელთა შენატანი ამხანაგობაში განისაზღვრა მომსახურებით, ხოლო მოსარჩელე არის კრედიტორი, რომელსაც საკუთარი სურვილის შესაბამისად, ვალდებულების შესრულება შეუძლია მოითხოვოს სოლიდარულად პასუხისმგებელი პირებისაგან, სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სოლიდარული ვალდებულება წარმოშობილია ხელშეკრულების საფუძველზე და მოსარჩელის სასარგებლოდ შესრულებაზე ვალდებულ პირებს წარმოადგენენ ამხანაგობის წევრები - მ-----–----–-–---–ი, ნ----------------ე და რ-----------–--ე.
რაც შეეხება მოპასუხე ნ----------------ის მტკიცებას, რომ ამხანაგობის წევრობიდან მისი გასვლა გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას, სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიუთითებს შემდეგს:
სამოქალაქო კოდექსის 938-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთ-ერთი მონაწილის გასვლა იწვევს ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტას. ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ერთ-ერთი მონაწილის გასვლას ერთობლივი საქმიანობის შეუწყვეტლად. ასეთ შემთხვევაში გამსვლელი მონაწილის წილი ნაწილდება სხვა მონაწილეებს შორის. გამსვლელ მონაწილეს წილის კომპენსაცია მიეცემა ფულადი სახით. ამასთან, მხედველობაში მიიღება გასვლის დროისათვის შეუსრულებელი გარიგებები. თუ გასვლის მომენტისათვის საერთო ქონება ვეღარ ფარავს საერთო ვალებს, გამსვლელი ვალდებულია დანარჩენ მონაწილეებს გადაუხადოს თავისი წილის შესაბამისი თანხა. გამსვლელის ვალდებულება გასვლის მომენტში არსებული კრედიტორების წინაშე უცვლელია.
მოპასუხე ნ----------------ე მიუთითებს 2008 წლის 8 ივლისის განცხადებაზე, სადაც მისი სახელით წარმომადგენელი აცხადებს ამხანაგობა „გ------–---–----“-დან ნ----------------ის ნებაყოფლობით გასვლასთან დაკავშირებით ნებას.
კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულებას, რაც 2007 წლის 16 ნოემბერს, ნ----------------ის ამხანაგობის წევრობიდან გასვლამდე არის დადებული. ამდენად, მისი ამხანაგობიდან გასვლა არ განაპირობებს ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლებას. ამხანაგობიდან გასული ამხანაგობის წევრი ისევეა პასუხისმგებელი ამხანაგობის გასვლის მომენტში არსებული ამხანაგობის ვალდებულებებისათვის, როგორც ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობაში წევრად დარჩენილი წევრები.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულება;
- 2005 წლის 23 მაისის სანოტარო აქტი ამხანაგობის დაფუძნების შესახებ;
- შესწორებები N4 და N6.
3.2.2. წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება ც------------–---–---–ს ჯეროვნად არ აქვს შესრულებული, იგი ვერ ადასტურებს ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდას.
ხელშეკრულებით საფასური შეადგენდა 85000 აშშ დოლარს, საიდანაც 65000 აშშ დოლარი ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში ც------------–---–---–მა გადაიხადა ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე, ხოლო დარჩენილ თანხას 20000 აშშ დოლარს გადახდა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად: 2008 წლის იანვარში - 5000 აშშ დოლარის, 2008 წლის თებერვალში - 5000 აშშ დოლარის და 2008 წლის აპრილის ბოლოს 10000 აშშ დოლარი ოდენობით. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა რომ 20000 აშშ დოლარიდან მის მარწმუნებელს 10000 აშშ დოლარი გადახდილი ჰქონდა. ეს გარემოება ირიბად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დარჩენილ ნაწილში მოსარჩელეს ვალდებულება არ აქვს შესრულებული. ამასთან, მას საერთოდ არ წარმოუდგენია 20000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. ვალდებულების შეუსრულებლობაზე მიუთითებს ასევე საქმეში წარმოდგენილი შესწორებები (#4 და #6), სადაც აღნიშნულია, რომ ც------------–---–---–ის საკუთრება ფართზე შეზღუდული უფლებით არის რეგისტრირებული ამხანაგობის მიმართ არსებული დავალიანების გამო. დღეისთვისაც, მოსარჩელე საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად წარმოადგენს ქონების მომავალ მესაკუთრეს. რაც შეეხება ამხანაგობის 2016 წლის 23 მარტს შედგენილ ოქმს, სადაც აღნიშნულია, რომ ც------------–---–---–ს ამხანაგობის მიმართ დავალიანება არ გააჩნია, მოპასუხეთა განმარტებით, აღნიშნული ჩანაწერი გაკეთდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ სს „პ------------- ბანკის“ მიმართ არსებული დავალიანებისგან მოსარჩელის მომავალი საკუთრების უფლების დაცვის მიზნით მომხდარიყო მოსარჩელის მესაკუთრედ რეგისტრაცია და გაუქმებულიყო სამომავლო საკუთრების უფლება. აღნიშნულს ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ამხანაგობის შემდგომ მიღებულ შესწორებებში კვლავ არის აღნიშნული ამხანაგობის მიმართ მოსარჩელის შეუსრულებელი ვალდებულების შესახებ. ამხანაგობის ამჟამინდელი თავმჯდომარეც (მესამე პირი) ადასტურებს დავალიანების არსებობის ფაქტს
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულება;
- შესწორებები N4 და N6;
- 23.03.2016 წლის ოქმი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო მიუთითებს, რომ მენარდე ვალდებულია თავისი ვალდებულება შეასრულოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სტანდარტით (ჯეროვნად). იმ შემთხვევაში, თუ მენარდე არღვევს თავის ვალდებულებას, შემკვეთი უფლებამოსილია მოშალოს ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 644-ე მუხლებიდან გამომდინარე, რა შემთხვევაშიც მხარეები ვალდებული არიან მიღებული შესრულება და სარგებელი დაუბრუნონ ერთმანეთს (სსკ-ის 352-ე მუხლის პირველი ნაწილი - თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება)).
თავის მხრივ შემკვეთის ვალდებულებას წარმოადგენს შეთანხმებული საზღაურის გადახდა, რომელიც უფლებას აძლევს მას ჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნა წარუდგინოს მენარდეს. შემკვეთის მხრიდან აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა კი მენარდის მიმართ მოთხოვნის საფუძვლიანობას ეჭვქვეშ აყენებს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის საგნის კონკრეტულ კონდიციამდე გადაცემის ვალდებულებას (ჯეროვანი შესრულება). სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თავის მხრივ დამკვეთს არ აქვს ჯეროვნად შესრულებული მიწის წილი ფულადი ვალდებულება, რაც საფუძველს უკარგავს მოსარჩელის ოთხოვნას.
5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის მომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობისას, აუცილებელია ამ მოთხოვნის მქონე მხარემ მიუთითოს და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაამტკიცოს მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად მისთვის ზიანის მიყენება. მიუღებელი შემოსავალი კი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგეს და მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანის წარმომშობი ვალდებულებისათვის არის გათვალისწინებული. ამდენად, მიუღებელი შემოსავალი, ისევე როგორც ზიანი, ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.
კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ზიანის ფაქტს უკავშირებს წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ფართის მისთვის არგადაცემას და განმარტავს, რომ ფართის გარემონტებით და გაქირავებით სარგებელს მიიღებდა.
წინამდებარე გადაწყვეტილებით სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის ძირითადი მოთხოვნა ამხანაგობის წევრების მიერ ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. ამდენად, ზიანის არსებობას, შესაბამისად მის შემადგენლობას სასამართლო აღარ იკვლევს და მიიჩნევს, რომ ცისანა ჩინჩილაკაშილის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოა.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2303 ლარი რჩება ბიუჯეტში გადახდილად
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ც------------–---–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხა 2303 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ც------------–---–---–ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე მ-------------ას (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, გ------–---–ის ქ. N30, სართული N3, ბინა N6, კორპუსი N3, ფართი - 102,04 კვ.მ., საკადასტრო კოდი: 0---------------------- - გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე