განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100119003039715
N1/136-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - თ----- ო------------;
ბრალდებული - ბ----- ბ-–---, დაბადებული 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), უ-----–-----------–-----------, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: გაგრა, ლაკობას ქუჩა №--, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, რუსთაველის ქუჩა №-, ბინა N-, ამჟამად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N2 დაწესებულების პატიმარი;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება); 2) საქართველოს სსკ 237-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღის და მისი მაკომპლექტებელი დეტალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით); 3) საქართველოს სსკ 2381 მუხლის მე-2 ნაწილი (ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება); 4) საქართველოს სსკ 3531 მუხლის 1-ლი ნაწილი (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 16 მარტს (ზუსტი დრო დაუდგენელია), ბ----- ბ-–---, ქ.ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩა N-----ში მცხოვრებ რ-------- ც----ის საცხოვრებელი სახლიდან, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა რ-------- ც----ის კუთვნილ „TT-C“ სისტემის პისტოლეტს, თავისივე მჭიდით, რაც იმავე დღეს, მართლსაწინააღმდეგოდ ატარა ქ.ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე. „TT-C“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 2019 წლის 16 მარტს, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ, ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.
2. 2019 წლის 16 მარტს (ზუსტი დრო დაუდგენელია), ბ----- ბ-–---მ შეაღწია ქ.ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩა N-----ში მცხოვრებ რ-------- ც----ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც, ლითონის საცავის დაზიანების გზით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა რ-------- ც----ის კუთვნილ 600 ლარად ღირებულ „TT-C“ სისტემის პისტოლეტს, თავისივე მჭიდით, რაც 2019 წლის 16 მარტს ამოღებული იქნა ზესტაფონის რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.
3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით, ბ----- ბ-–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. ბ----- ბ-–---, ითვლებოდა რა ცივი იარაღისთვის ნასამართლევ პირად, 2019 წლის 16 მარტს, ქ.ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე ატარებდა ცივ იარაღს - მჩხვლეტავ-მჭრელი მოქმედების დასაკეც, ტურისტული ტიპის დანას, რაც 2019 წლის 16 მარტს, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ, ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.
4. 2019 წლის 16 მარტს, დაახლოებით 20:00 საათიდან, 21:00 საათამდე პერიოდში, „TT-C“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ბ----- ბ-–--- მივიდა ქ.ზესტაფონში, თ----- მეფის ქუჩა N-ა-ში მდებარე ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც თავს დაესხა შენობის პირველ სართულზე მყოფ ოპერატიულ მორიგეს - ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ-------- მ----------ს და ამავე სართულზე მყოფ ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ------- შ------–-–---–ს, კერძოდ: „TT-C“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა პოლიციის მუშაკებს - რ-------- მ----------ს და გ------- შ------–-–---–ს. ბ----- ბ-–--ის დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთილ იქნა ზესტაფონის რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლების მიერ და მოხდა მისი დაკავება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედება - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება:
5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ-------- მ----------მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 16 მარტს იმყოფებოდა სამსახურში, სამორიგეოში. დაახლოებით 20:00 საათიდან, 21:00 საათამდე პერიოდში, განყოფილებაში შევიდა ნასვამი ბ----- ბ-–---, მეტსახელად „გ-----“, წავიდა მისი მიმართულებით, საქამრიდან ამოიღო იარაღი და მიუშვირა. იარაღის დანახვაზე შეშინდა და დაიბნა. თანამშრომელ გ------- შ------–-–---–თან ერთად შეძლო მისი წაქცევა და გ-------მ იარაღი წაართვა. მოახდინეს მისი დაკავება და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. იარაღს დათვალიერების შემდეგ, ნახეს, რომ იარაღი იყო „ტტ“ ფირმის, გადატენილ მდგომარეობაში, ტყვიების გარეშე.
6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- შ------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. 2019 წლის 16 მარტს იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ ჯგუფში, მორიგედ. იყო პირველ სართულზე, სამუშაო მაგიდასთან, რა დროსაც სამმართველოს შენობაში შევიდა ნასვამი ბ----- ბ-–---, რომელიც წავიდა რ-------- მ----------ის მიმართულებით, მიუახლოვდა მას და საქამრიდან ამოიღო იარაღი. ადგა, დაუძახა ბ-----ს, რა დროსაც ბ-----მ ყურადღება მისკენ გადაიტანა და იარაღი მიუშვირა შუბლის არეში. მან და რ-------- მ----------მა შეძლეს ბ----ა ბ-–--ის დაკავება და წაართვეს იარაღი. მისივე განმარტებით, სამმართველოში შესულმა ბ----- ბ-–---მ მოახდინა იარაღის გადატენვა და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა. იარაღში მჭიდი იდო, თუმცა ვაზნები არა.
7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-------- ნ-----–--ემ განახადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უფროსის მოადგილედ. 2019 წლის 16 მარტს იმყოფებოდა სამსახურში, პასუხისმგებელ მორიგედ. დაახლოებით 21:00 საათზე, სამორიგეოდან გაიგო ხმაური. დარეკა, უპასუხა გ.შ------–-–---–მა, რომელმაც უთხრა, რომ შესული იყო ბ----- ბ-–---, მეტსახელად „გ-----“, იარაღით ხელში. მაშინვე ჩაირბინა სამორიგეოში და დაინახა, რომ რ-------- მ----------ს ხელი ჰქონდა მოკიდებული ბ----- ბ-–--ისთვის, ეჭიდავებოდა და ცდილობდა იარაღს წართმევას. გ.შ------–-–---–ი მივიდა მათთან, რა დროსაც რ.მ----------მა შეძლო ბ.ბ-–--ის წაქცევა და მოახდინა მისი დაკავება, ხოლო გ.შ------–-–---–მა წაართვა იარაღი. მან აიღო იარაღი და მოახდინა განეიტრალება.
8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-----– ა---–------მა განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამომძიებელ ლ-–- პ------–-–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო ადგილმდებარეობის დათვალიერებაში, რა დროსაც მოახდინა ფოტოგადაღება. მოწმის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზანი იყო დადგენილიყო პერიმეტრზე გათვასებული კამერები ახდენდნენ თუ არა შემთხვევის ადგილის დათვალიერებას. ადგილზე, შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.
9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა----------–---მა განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე. 2019 წლის 17 აპრილს, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოახდინა ბრალდებულ ბ----- ბ-–--ისგან ნერწყვის ნიმუშის აღება. აღებული ნიმუში დალუქული იქნა ადგილზე, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ხელის მოწერით დაადასტურა ადგილზე შედგენილი შესაბამისი ოქმი. მოწმის განმარტებით, ბრალდებულისგან ნიმუშის აღება მოხდა ნებაყოფლობით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე.
10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა---- გ------ამ განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ექსპერტიზის მიმდინარეობისას მოახდინა იარაღის კავიდან და სახელურიდან ანაწმენდების აღება. მოწმემ დაადასტურა N---- ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- პ------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივს თანაშემწე გამომძიებლად. იყო ბ----- ბ-–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა მოწმეები და დაზარალებულები, დანიშნა ექსპერტიზები, ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნო ბ----- ბ-–---ს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის ვიდეო ჩანაწერები.
12. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარეს უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმე ექსპერტების გ------ კ------ს და ნ--- ნ------–---–ის დაკითხვა.
13. 2019 წლის 16 მარტის ბრალდებული დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ბ----- ბ-–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მის მარჯვენა ხელში დაკავებული „ტტ“-ს სისტემის, შავი ფერის პისტოლეტი, თავისივე მჭიდით, ვაზნების გარეშე. გამოშვებული 1936 წელს, N-----, რომელიც დაილუქა პოლიეთილენის პარკში N33/10 ლუქის ბეჭდით „01“ ფუთად.
14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ბალისტიკური ექსპერტიზის N---- დასკვნით დასტურდება, რომ სს N------------ საქმეზე გამოკვლეული: 1. - ობიექტი N----- არის ქარხნული წესით დამზადებული, 1930-33 წლების ნიმუშის, ტოკარევის კონსტრუქციის 7,62 მმ კალიბრის პისტოლეტის მოდელი „TT-C“. მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
15. 2019 წლის 10 აპრილის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს შენობა, რომელიც მდებარეობს ქ.ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩა N-ა-ში, რომელიც არის ოთხ სართულიანი. საავტომობილო გზიდან შესასვლელ კარებთან დაკიდებულია გარე სათვალთვალო ვიდეოკამერები. შესასვლელი კარების პირდაპირ ოთახში დადგმულია სამორიგეო ნაწილის მაგიდა, რომლის ზემოთ დაკიდებულია სათვალთვალო ვიდეოკამერა. იმავე ოთახში დასავლეთისა და სამხრეთის კუთხეებთან ჭერზე დაკიდებულია სათვალთვალო ვიდეოკამერები. საერთო ჯამში შენობის მეორე ძირითად შესასვლელ სართულზე განთავსებულია ხუთი სათვალთვალო ვიდეოკამერა. დათვალიერების დროს მიმდინარეობდა ფოტოგადაღება.
16. 2019 წლის 23 აპრილის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დასტურდება, რომ ს.უ.ს. ერთობლივი ოპერაციების ცენტრიდან, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს N28-2019 განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იქნა ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის შიდა და გარე სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი, 2019 წლის 16 მარტის 20:00 საათიდან, 21:00 საათამდე პერიოდში, 16 ფაილად, ორ ცალ „DVD“ დისკზე, რომელიც დაილუქა ქაღალდის კონვერტში N33/10 ლუქის ბეჭდით.
17. 2019 წლის 10 ივნისის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ ლ-–- პ------–-–---–-ს მიერ დათვალიერებული იქნა ს.უ.ს. ერთობლივი ოპერაციების ცენტრიდან გამოთხოვილი ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს შენობაში განთავსებული ვიდეოკამერების ვიდეოჩანაწერი, რომელიც დალუქული იყო ქაღალდის კონვერტში N33/10 ლუქის ბეჭდით „01“ პაკეტად. მასში განთავსებულია ორი DVD დისკი. ვიდეოჩანაწერში სხვადასხვა მიმართულებიდან აღბეჭდილია თუ როგორ შემოდის 2019 წლის 16 მარტს 20:20 საათზე, პოლიციის სამორიგეო ნაწილში ბ----- ბ-–---, რომელსაც ტანთ აცვია სამხედრო კომუფლირებული ქურთუკი და ჯინსის შარვალი, იღებს ქურთუკიდან პისტოლეტს და უშვერს მას პოლიციის ფორმაში ჩაცმულ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ------- შ------–-–---–ს და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ--------ი მ----------ს (აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი დათვალიერებულ იქნა სასამართლოს მიერ, მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში).
18. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსისტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ბ----- ბ-–--- დაავადებულია არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობით - ორგანული პიროვნული აშლილობით (კოდი - F07.0; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, იგი იძულებით მკურნალობას და არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ------- ჟ----–---–---მა.
19. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ გენეტიკური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამავე პაკეტში მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული ბიომასალის (ობ. N3; კონტეინერი, წარწერით: „სახელურის ლოყებიდან (სახელურიდან და ჩარჩოდან)“ და ობ. N4; კონტეინერი, წარწერით: „მჭიდიდან“ გენეტიკური პროფილები შერეულია.
ობ. N4-ის მაჟორული წილი ბ----- ბ-–--ის (ობ. N-1; პაკეტი, წარწერით: „...ბ----- ბ-–---დან აღებული ნერწყვის ნიმუში...“) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ. N3-ის მაჟორული წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს, რომლის გენეტიკური პროფილი განსხვავდება ბ----- ბ-–--ის გენეტიკური პროფილისაგან. ობ. N3-ის მინორულ წილში არ ვლინდება ბ----- ბ-–--ის (ობ. N-1) გენეტიკური თანამონაწილეობა.
20. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ბ----- ბ-–---მ განაცხადა, რომ 2019 წლის 16 მარტს, საღამოს საათებში მივიდა სახლში, დედას წამლები მიუტანა, დალია ჩაი და შევიდა მის ოთახში. ჩაჯდა სკამში, ე.წ. „შეზლოგში“ და მარჯვენა მხარეს ეუხეშა. დაიხედა და დაინახა იარაღი. ორჯერ დაურეკა ძმას ტელეფონზე, თუმცა რ--------მა არ უპასუხა. წავიდა პოლიციაში იარაღის ჩასაბარებლად. ტაქსით მივიდა სამმართველოსთან. შევიდა შენობაში, სადაც მას დახვდა რ-------- მ----------ი. მის კითხვაზე თუ რა უნდოდა, უპასუხა, რომ იარაღი მიიტანა ჩასაბარებლად. ამოიღო იარაღი, შეაყენა, მჭიდი გამოაცალა და დადო მაგიდაზე. ამ დროს ჩავიდა ლ-–- პ------–-–---–-, გ------- შ------–-–---–ი და იკითხეს რა ხდებოდა. რ--------მა უპასუხა, რომ ბ----- იარაღს აბარებდა. ლ-–- პ------–-–---–მა დაურეკა რ-------- ც----ეს და უთხრა, რომ ბ----- „ტტ“ იარაღს აბარებდა. აღნიშნულზე რ--------მა უპასუხა „რას ქვია აბარებს, ტტ ჩემიაო“. ამ დროს, ასევე, ქვევით ჩავიდა მ-------- ნ-----–--ე, რომელსაც უთხრეს, რომ ის იარაღს აბარებდა. მ--------საც გაუკვირდა რა იარაღს აბარებს, საიდან იარაღიო. აღნიშნულის შემდეგ, მ--------მა გასცა განკარგულება და მოახდინეს მისი დაკავება. ბრალდებულის განმარტებით, სამმართველოში მივიდა იარაღის ჩასაბარებლად. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას მისი უდანაშაულობის შესახებ, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმების საშუალებას უნდა იძლეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაზიარება უტყუარობის კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს და ამგვარი განცხადება საფუძვლად ვერ დაედება რაიმე ფაქტის არსებობა/არარსებობის მტკიცებას. სასამართლო განმარტავს, რომ იურისდიქციული საქმიანობის ფარგლებში, ქცევის ნეგატიური შეფასება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რის გამოც იმ პირის განმარტება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, არ არის სარწმუნო. მისი, როგორც საქმის შედეგში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს დანაშაულის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით.
21. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება. საქართველოს სახელმწიფო განეკუთვნება იმ სახელმწიფოთა რიცხვს, სადაც იარაღი ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის ზოგიერთი სახეობის შეძენაა შესაძლებელი პოლიციის ნებართვით. ამგვარი ნებართვის გარეშე მისი შეძენა მართლსაწინააღმდეგოა და ისჯება სისხლის სამართლის კანონით. დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება ან ასაფეთქებელი მოწყობილობა. ნებისმიერი აღნიშნული ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ვარგისია გამოყენებისათვის. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღი არის - იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება. იარაღის კანონიერი ტარების უფლება აქვს იარაღის მესაკუთრეს და იარაღით მოსარგებლეს. „იარაღის შესახებ“ კანონის თანახმად, იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება. იარაღით მოსარგებლე კი არის პირი, რომელსაც იარაღი გადაცემული აქვს დროებითი სარგებლობისათვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არა აქვს. ეს შეიძლება განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით, რომლითაც მოძრაობს და ასე შემდეგ. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება მომეტებული საშიშროების შემცველია, ვიდრე მისი მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა. ტარების დროს პირს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა დაუყოვნებლივ გამოიყენოს იგი.
22. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული - ცეცხლსასროლი იარაღის ტარება, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწმეების ჩვენების თანმიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს მოწმის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. სწორედ ასეთ სანდო ჩვენებას წარმოადგენს მოწმეების რ-------- მ----------ის, გ------- შ------–-–---–ის და მ-------- ნ-----–--ის ჩვენებები. ანუ, სასამართლოს აღნიშნული ჩვენებები უტყუარ მტკიცებულებად მიაჩნია, ვინაიდან მათს მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული სხვა, პირდაპირი მტკიცებულებით. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ-------- მ----------მა და გ------- შ------–-–---–მა ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ 2019 წლის 16 მარტს, სამმართველოში შესულმა ბ----- ბ-–---მ საქამრიდან ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და მიუშვირა მათ, დაემუქრა მოკვლით. მათი ძალისხმევით მოხდა მისი დაკავება და იარაღს წართმევა. დათვალიერების პროცესში კი ნახეს, რომ იარაღი იყო „ტტ“ ფირმის. მოწმე მ-------- ნ-----–--ემ განაცხადა, რომ როდესაც პირველ სართულზე ჩავიდა, დაინახა თუ როგორ ეჭიდავებოდა რ-------- მ----------ი ბ----- ბ-–---ს, რომელსაც ხელში ეჭირა იარაღი. რ--------მა და გ-------მ შეძლეს ბ-----ს დაკავება და წაართვეს იარაღი. პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ბ----- ბ-–--ის პირადი ჩხრეკისას, ხელიდან ამოღებული იქნა „ტტ“ ფირმის იარაღი. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, დასტურდება, რომ ობიექტი N----- არის ქარხნული წესით დამზადებული, 1930-33 წლების ნიმუშის, ტოკარევის კონსტრუქციის 7,62 მმ კალიბრის პისტოლეტის მოდელი „TT-C“. მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 2019 წლის 10 ივნისის დათვალიერების ოქმით კი დასტურდება, რომ 2019 წლის 16 მარტს 20:20 საათზე, პოლიციის სამორიგეო ნაწილში ბ----- ბ-–---, რომელიც იღებს პისტოლეტს და უშვერს მას პოლიციის ფორმაში ჩაცმულ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ------- შ------–-–---–ს და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ--------ი მ----------ს. ბ.ბ-–---სა და პოლიციის მუშაკებს შორის მიმდინარეობს ფიზიკური შეხლაშემოხლა იარაღის წართმევის მიზნით, რასაც საბოლოოდ პოლიციელები შეძლებენ, შეიარაღებულ ბ.ბ-–---ს დააკავებენ და გაანეიტრალებენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ განხორციელებული ქმედებით ბ----- ბ-–---მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
ქმედება - ცეცხლსასროლი იარაღის და მისი მაკომპლექტებელი დეტალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით:
23. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა რ-------- ც----ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 16 მარტს იმყოფებოდა მეზობელთან. საღამოს საათებში, მას დაუკავშირდა გამომძიებელი ლ-–- პ------–-–---–- და უთხრა, რომ მისი ძმა - ბ----- ბ-–--- დაკავებული იყო და ამოიღეს იარაღი. მის კითხვაზე, თუ რა იარაღი იყო, ლ.პ------–-–---–მა უპასუხა, რომ იარაღი იყო „ტტ“ ფირმის. ვინაიდან მას შენახვის უფლებით ჰქონდა აღნიშნული ფირმის იარაღი, მიხვდა, რომ მისი იყო. წავიდა სახლში და ნახა, რომ სეიფი, რომელშიც ედო იარაღი დაზიანებული, გატეხილი იყო და ადგილზე არ იდო იარაღი. დაზარალებულის განმარტებით, მას „ტტ“ ფირმის იარაღი მოთავსებული ჰქონდა მისსავე პლასტმასის ყუთში, რკინის სეიფში და სეიფი ჩაკეტილი იყო ბოქლომით. სეიფზე დაზიანებული იყო სამაგრი ფირფიტები და ისე იყო გახსნილი. როდესაც საცხოვრებელ სახლში მივიდა, კარები დაკეტილი დახვდა. ვარაუდობს, რომ ბ----- ბ-–--- სახლში ეზოდან, აივნიდან შევიდა. მისივე განმარტებით, სახლში, სადაც იარაღს ინახავდა, ბ----- ბ-–--- არ ცხოვრობს და მას იარაღი ბ----- ბ-–--ისათვის არ გაუტანებია/არ უთხოვებია.
24. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ-------- მ----------მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. 2019 წლის 16 მარტს, სამმართველოში დაკავებულ ბ----- ბ-–--ისგან ამოღებული იქნა „ტტ“ ფირმის ცეცხლსასროლი იარაღი, თავისივე მჭიდით, ვაზნების გარეშე.
25. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- შ------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. 2019 წლის 16 მარტს, სამმართველოში დაკავებულ ბ----- ბ-–--ისგან ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, თავისივე მჭიდით, ვაზნების გარეშე.
26. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-------- ნ-----–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უფროსის მოადგილედ. 2019 წლის 16 მარტს, სამმართველოში დაკავებულ ბ----- ბ-–--ისგან ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი.
27. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ გ--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. გამომძიებელ ლ.პ------–-–---–თან და დაზარალებულ რ-------- ც----ესთან ერთად, მონაწილოება მიიღო რ.ც----ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერებაში, რა დროსაც ამოიღო ხელის კვალის ნიმუშები და ლითონის ყუთი, მასში მოთავსებული პლასტმასის ყუთით. ამოღებული ნივთები დალუქული იქნა ადგილზე და მოაწერეს ხელი. ასევე, ხელის მოწერით დაადასტურა საგამოძიებო მოქმედების ოქმი.
28. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ--–-- გ--------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დაქტილოსკოპირი ექსპერტიზის N------ დასკვნის სისწორე.
29. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- პ------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივს თანაშემწე გამომძიებლად. იყო ბ----- ბ-–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა მოწმეები და დაზარალებულები, დანიშნა ექსპერტიზები, ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნო ბ----- ბ-–---ს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. შეადგინა ბ.ბ-–--ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი. ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის ვიდეო ჩანაწერები.
30. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარეს უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმე ექსპერტ გ------ კ------ს დაკითხვა.
31. 2019 წლის 16 მარტის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ბ----- ბ-–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მის მარჯვენა ხელში დაკავებული „ტტ“-ს სისტემის შავი ფერის პისტოლეტი, თავისივე მჭიდით, ვაზნების გარეშე. გამოშვებული 1936 წელს, N-----, რომელიც დაილუქა პოლიეთილენის პარკში N33/10 ლუქის ბეჭდით „01“ ფუთად.
32. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის 5 სექტემბრის იარაღის მოწმობით და 2019 წლის 18 მარტის საქართველოს შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის იარაღის აღირიცხვის განყოფილების M---------------- მიმართვით დასტურდება, რომ რ-------- ც----ეს (პ/ნ 1----------) რეგისტრირებული აქვს TT C მოდელის, პისტოლეტი/ცეცხლსასროლი იარაღი, ნომრით 1----.
33. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიინალისტიკური სამსახურის ბალისტიკური ექსპერტიზის N---- დასკვნით დასტურდება, რომ სს N------------ საქმეზე გამოკვლეული: 1. - ობიექტი N----- არის ქარხნული წესით დამზადებული, 1930-33 წლების ნიმუშის, ტოკარევის კონსტრუქციის 7,62 მმ კალიბრის პისტოლეტის მოდელი „TT-C“. მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
34. 2019 წლის 17 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ზესტაფონში, დ------–-----–--------------ში და წარმოადგენს რ-------- ც----ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინას, კორპუსის მეორე სართულზე, რომელსაც აქვს ღია აივანი. სადარბაზოს შესასვლელთან არის ვენახის ლითონის კონსტრუქციის „ტარაველი“, რომლის ზედა ნაწილი არის აივნის მოაჯირთან ახლოს. აივანზე არის მეტალო-პლასტმასის კარები, რომელიც არის ღია მდგომარეობაში. საცხოვრებელ ბინას აქვს ლითონის კონსტრუქციის ერთფრთიანი კარები, რომლის საკეტი არ არის დაზიანებული. ბინაში არსებულ ოთახებში არეულობა და დაძებნის კვალი არ შეინიშნება. საძინებელ ოთახში საწოლის გვერდით ძირს დევს რუხი შეფერილობის ლითონის ყუთი, რომელსაც დადებული აქვს ბოქლომი, ხოლო საბოქლომე აქვს ამოგლეჯილი ფიზიკური ძალის გამოყენებით. ბოქლომი ჩამოკიდებულია საბოქლომეზე დაკეტილ მდგომარეობაში, ყუთში მოთავსებულია პისტოლეტის ჩასადები პლასტმასის ყუთი, რომელშიც რ.ც----ის განმარტებით ჩადებული ჰქონდა თავისი კუთვნილი „ტტ“-ს სისტემის პისტოლეტი. აღნიშნული ყუთი ამოღებული იქნა და დაილუქა პაკეტში N F---------....შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მიმდინარეობდა ფოტოგადაღება.
35. 2019 წლის 10 ივნისის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ ლ-–- პ------–-–---–-ს მიერ დათვალიერებული იქნა ს.უ.ს. ერთობლივი ოპერაციების ცენტრიდან გამოთხოვილი ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს შენობაში განთავსებული ვიდეოკამერების ვიდეოჩანაწერი, რომელიც დალუქული იყო ქაღალდის კონვერტში N33/10 ლუქის ბეჭდით „01“ პაკეტად. მასში განთავსებულია ორი DVD დისკი. ვიდეოჩანაწერში სხვადასხვა მიმართულებიდან აღბეჭდილია თუ როგორ შემოდის 2019 წლის 16 მარტს 20:20 საათზე, პოლიციის სამორიგეო ნაწილში ბ----- ბ-–---, რომელსაც ტანთ აცვია სამხედრო კომუფლირებული ქურთუკი და ჯინსის შარვალი, იღებს ქურთუკიდან პისტოლეტს და უშვერს მას პოლიციის ფორმაში ჩაცმულ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ------- შ------–-–---–ს და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ--------ი მ----------ს (აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი დათვალიერებულ იქნა სასამართლოს მიერ, მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში).
36. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ბ----- ბ-–---მ განაცხადა, რომ 2019 წლის 16 მარტს, საღამოს საათებში მივიდა სახლში, დედას წამლები მიუტანა, დალია ჩაი და შევიდა მის ოთახში. ჩაჯდა სკამში, ე.წ. „შეზლოგში“ და მარჯვენა მხარეს ეუხეშა. დაიხედა და დაინახა იარაღი. ორჯერ დაურეკა ძმას ტელეფონზე, თუმცა რ--------მა არ უპასუხა. წავიდა პოლიციაში იარაღის ჩასაბარებლად. ბრალდებულის განმარტებით, ის, რ-------- ც----ის ბინაში არ შესულა და იარაღს არ დაუფლებია. ალბათ რ--------ი იყო მისული მასთან სახლში, დედის სანახავად და მას დარჩა იარაღი იქ. ცხოვრობს ქ.ზესტაფონში, რუსთაველის ქუჩა N--ში და სწორედ იქ, მის საძინებელ ოთახში ნახა იარაღი, სკამზე. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას მისი უდანაშაულობის შესახებ, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმების საშუალებას უნდა იძლეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაზიარება უტყუარობის კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს და ამგვარი განცხადება საფუძვლად ვერ დაედება რაიმე ფაქტის არსებობა/არარსებობის მტკიცებას. სასამართლო განმარტავს, რომ იურისდიქციული საქმიანობის ფარგლებში, ქცევის ნეგატიური შეფასება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რის გამოც იმ პირის განმარტება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, არ არის სარწმუნო. მისი, როგორც საქმის შედეგში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს დანაშაულის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით.
37. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულისგან (სსკ 237-ე მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება, ასევე, საკუთრებითი ურთიერთობანი, ხოლო დამატებით ობიექტს წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. სსკ 237-ე მუხლის 1-ლ და მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი საგნების საზოგადოებისათვის მომეტებული საფრთხიდან გამომდინარე, კანონმდებელმა მათი მართლსაწინააღმდეგო დასაუფლებლად ჩადენილი ქმედება ამორიცხა საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავიდან და მოათავსა საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში. ამით ხაზი გაესვა იმას, რომ სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტებიდან უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივ უშიშროებას, საკუთრებით ურთიერთობასთან შედარებით. განსახილველი ნორმის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის საგანი თითქმის ემთხვევა სსკ 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის საგანს. ცეცხლსასროლი იარაღის მაკომპლექტებელი დეტალი კი შეიძლება იყოს ლულა, სასხლეტი და სხვა დეტალი, რისგანაც შედგება ცეცხლსასროლი იარაღი და რომლის გარეშეც იარაღი არ იქნება სრულყოფილი და ვარგისი.
ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება სსკ 237-ე მუხლში ჩამოთვლილი საგნების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში ან გამოძალვაში. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს დანაშაული მაშინაა დამთავრებული, როცა პირი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით შეძლებს ამ ნივთების ამოღებას სხვისი მფლობელობიდან. დაეუფლება მას და მიეცემა მის შეხედულებისამებრ განკარგვის შესაძლებლობა. ამდენად, სახეზეა დანაშაულის მატერიალური შემადგენლობა. მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ნიშნავს მფლობელის ნების გარეშე უკანონო და უსასყიდლო ამოღებას სხვადასხვა ხერხის გამოყენებით და მის გადასვლას დამნაშავის ხელში, რითაც მას მიეცემა ამ ნივთის განკარგვის შესაძლებლობა, ასეთი დაუფლება შეიძლება მოხდეს ფარულად (ქურდობით) ან აშკარად რასაც თან არ ახლავს ძალადობა ან მისი მუქარა, ანდა მოტყუებით. იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება უნდა განვასხვავოთ მისი მართლსაწინააღმდეგო შეძენისაგან. ძირითადი განსხვავება მდგომარეობს შემდეგში: 1. მართლსაწინააღმდეგო შენახვა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, როცა იარაღი კონკრეტული პირის მფლობელობიდან გასულია, დაკარგულია, ხოლო მართლსაწინააღმდეგო დაუფლება უნდა მოხდეს კონკრეტული პირის მფლობელობიდან ამოღების გზით. მაგალითად, ქუჩაში ნაპოვნი იარაღის მითვისება არის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ხოლო იარაღის ამოღება შესაბამისი საწყობიდან მისი მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. 2. იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ადგილი აქვს მფლობელის ნებითა და მასთან შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს კი პირი იარაღის მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ და უსასყიდლოდ ამოიღებს. 3. დაუფლება ხდება არა დროებით არამედ უვადო მისაკუთრების მიზნით, შეძენა კი შეიძლება იყოს დროებითაც.
დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი. მოტივს ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს უმეტეს შემთხვევაში სახეზეა ანგარების მოტივი. ბრალის ფორმის მიხედვით სსკ 237-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განზრახია, კერძოდ, ამ შემთხვევაში პირს გაცნობიერებული აქვს რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება 237-ე პირველ ნაწილში ჩამოთვლილ ნივთებს ან გამოძალვით ცდილობს მათ ხელში ჩაგდებას და სურს იგი. შეიძლება ითქვას რომ სსკ სახეზეა ე.წ სპეციალური განზრახვა.
38. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული - ცეცხლსასროლი იარაღის და მისი მაკომპლექტებელი დეტალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. სწორედ ასეთ სანდო ჩვენებას წარმოადგენს დაზარალებულ რ-------- ც----ის ჩვენება. ანუ, სასამართლოს აღნიშნული ჩვენება უტყუარ მტკიცებულებად მიაჩნია, ვინაიდან მის მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული სხვა, პირდაპირი როგორც მოწმეების, ასევე, წერილობითი მტკიცებულებით. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა რ-------- ც----ემ განაცხადა, რომ მას საკუთრებაში აქვს „ტტ“-ს მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, რომესაც ინახავდა საცხოვრებელ სახლში, რკინის სეიფში. 2019 წლის 16 მარტს, როდესაც მას დაუკავშირდა გამომძიებელი ლ-–- პ------–-–---–- და უთხრა მომხდარის შესახებ, სახლში მისულმა აღმოაჩინა, რომ რკინის ყუთი, სადაც ედო ცეცხლსასროლი იარაღი „ტტ“, დაზიანებული იყო და იარაღი აღარ იდო ადგილზე. ვარაუდობს, რომ ბ----- ბ-–--- აივნიდან შევიდა სახლში და აიაღო იარაღი, ვინაიდან სახლის კარები დაკეტილი იყო და დაზიანება არ აღენიშნებოდა. მას კი ბ-----სათის იარაღი არ მიუცია/არ უთხოვებია. მოწმეების რ-------- მ----------ის, გ------- შ------–-–---–ის და მ-------- ნ-----–--ის განმარტებებით, დადასტურებულია ფაქტი იმის შესახებ, რომ 2019 წლის 16 სექტემბერს, სამმართველოში დაკავებულ ბ----- ბ-–--ისგან ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი „ტტ“. ბრალდებულ ბ----- ბ-–--ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით და ბალისტიკური ექსპერტიზის N---- დასკვნთ კი დასტურდება, რომ ბ----- ბ-–--ისგან ამოღებული იქნა „ტტ“ სისტემის, შავი ფერის პისტოლეტი, თავისივე მჭიდით, ვაზნების გარეშე, გამოშვებული 1936 წელს, ნომრით 1----. ის გარემობა, რომ რ-------- ც----ეს საკუთრებაში გააჩნია „ტტ“-ს მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი ნომრით 1----, დადასტურებულია იარაღის შესახებ მოწმობითა და 2019 წლის 18 მარტის საქართველოს შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის იარაღის აღირიცხვის განყოფილების M---------------- მიმართვით. 2019 წლის 10 ივნისის დათვალიერების ოქმით კი დასტურდება, რომ სამმართველოს შენობაში მყოფი ბ----- ბ-–--- საქამრიდან იღებს იარაღს, რასაც მას წაართმევენ პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ განხორციელებული ქმედებით ბ----- ბ-–---მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და მისი მაკომპლექტებელი დეტალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით.
ქმედება - ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება:
39. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ-------- მ----------მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 16 მარტს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში დაკავებულ ბ----- ბ-–---ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც, სხვა ნივთებთან ერთად, ამოღებული იქნა დანა.
40. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- შ------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 16 მარტს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში დაკავებულ ბ----- ბ-–---ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც, სხვა პირად ნივთებთან ერთად, ამოღებული იქნა დანა.
41. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-------- ნ-----–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 2019 წლის 16 მარტს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში დაკავებული იქნა ბ----- ბ-–---, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა დანა.
42. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- პ------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივს თანაშემწე გამომძიებლად. იყო ბ----- ბ-–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნო ბ----- ბ-–---ს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. შეადგინა ბ.ბ-–--ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი. ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია.
43. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ბ----- ბ-–---მ წარდგენილ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ 2019 წლის 16 მარტს, როდესაც წავიდა პოლიციის განყოფილებაში იარაღის ჩასაბარებლად, თან წაიღო მამამისის დანა. დანა, განყოფილებაში წაიღო შემდგომი გართულების თავიდან აცილების მიზნით.
44. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმე ექსპერტის გ------- შ--–-----ის დაკითხვა.
45. 2019 წლის 16 მარტის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ბ----- ბ-–--ის პირადი ჩხრეკისას, ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ვერცხლისფერი, შავი პლასტმასის ტარის მქონე გასაშლელი დანა, რომელიც დაილუქა პოლიეთლენის პარკში N33/10 ლუქის ბეჭდით, „01“ ფუთად.
46. 2017 წლის 22 ნოემბრის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენით დასტურდება, რომ ბ----- ბ-–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო - 2017 წლის 26 მარტიდან; მსჯავრდებულ ბ----- ბ-–---ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
47. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიინალისტიკური სამსახურის ცივი იარაღის N---–- დასკვნით დასტურდება, რომ სს N------------ საქმეზე გაოსაკვლევად წარმოდგენილი: 1. ქარხნული წესით დამზადებული ერთი ცალი ტურისტული ტიპის დანა მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელი მოქმედების ცივ იარაღთა კატეგორიას.
48. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 2381 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანია ცივი იარაღი. საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონით „იარაღის შესახებ“ ცივია იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხების საშუალებებით ობიექტის დაზიანებისაკენ. დამზადების მიხედვით ცივი იარაღი იყოფა კატეგორიებად, მათ შორის ქარხნული წესით დამზადებულ იარაღად. ცივი იარაღის ტარება არის ისეთი გარემოების არსებობა, როცა პირს თან აქვს ცივი იარაღი - უჭირავს ხელში, ინახავს ტანსაცმელში და სხვა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ცივი იარაღის ტარებაში, თუკი პირი ნასამართლევი იყო ცივი იარაღის ტარებისათვის და ნასამართლობა არ ჰქონდა მოხსნილი ან გაქარწყლებული. ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის გამოყენებას წინ უნდა უსწრებდეს პირის ნასამართლობა ცივი იარაღის ტარებისათვის. დანაშაული დამთავრებულია ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების დაწყების მომენტიდან. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. დანაშაული, ბრალის ფორმის მიხედვით პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. პირმა იცის, რომ ატარებს ცივ იარაღს, რაც მას კანონით ეკრძალება. საქართველოს სსკ 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ.
49. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი ბ----- ბ-–--- 2019 წლის 16 მარტს ატარებდა ცივ იარაღ - დანას.
ქმედება - პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით:
50. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა რ-------- მ----------მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 16 მარტს იმყოფებოდა სამსახურში, სამორიგეოში. დაახლოებით 20:00 საათიდან, 21:00 საათამდე პერიოდში, განყოფილებაში შევიდა ნასვამი ბ----- ბ-–---, მეტსახელად „გ-----“, წავიდა მისი მიმართულებით, საქამრიდან ამოიღო იარაღი, მიუშვირა და უთხრა „უნდა გესროლოთ, ძაღლებო“. იარაღის დანახვაზე შეშინდა და დაიბნა. აღნიშნულზე, წამოდგა იქვე მყოფი თანამშრომელი გ------- შ------–-–---–ი და უთხრა ბ-----ს რას შვებიო. შემდეგ, ბ-----მ, გ-------ს მიუშვირა იარაღი. როდესაც ბ-----მ ყურადღება გ-------სკენ გადაიტანა, მიუახლოვდა მას და მოკიდა ხელი. ბ-----მ წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა გ-------სთან ერთად შეძლო მისი წაქცევა და გ-------მ იარაღი წაართვა. მოახდინეს მისი დაკავება და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც სხვა ნივთებთან ერთად ამოიღეს დანა. დაკავებისას, ადგილზე ჩავიდა მ.ნ-----–--ე და სამმართველოს თანამშრომლები. იარაღის დათვალიერების შემდეგ, ნახეს, რომ იარაღი იყო „ტტ“ ფირმის, გადატენილ მდგომარეობაში, ტყვიების გარეშე. დაზარალებულის განმარტებით, ბ----- ბ-–--- როდესაც შევიდა განყოფილებაში, მას არაფერი უთხოვია და არც შეტყობინება გაუკეთებია რაიმე. საქამრიდან ამოიღო იარაღი და მიუშვირა მას. როდესაც ბ----- ბ-–--- შევიდა სამმართველოს შენობაში, შეიგინა მათი მისამართით და თქვა სიტყვები „უნდა გესროლოთ, თქვენი დედა, ძაღლებო“.
51. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა გ------- შ------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. 2019 წლის 16 მარტს იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ ჯგუფში, მორიგედ. იყო პირველ სართულზე, სამუშაო მაგიდასთან, რა დროსაც სამმართველოს შენობაში შევიდა ნასვამი ბ----- ბ-–---, რომელიც წავიდა რ-------- მ----------ის მიმართულებით, მიუახლოვდა მას, საქამრიდან ამოიღო იარაღი და უთხრა „არ გაინძრე, გესვრი“. ადგა, დაუძახა ბ-----ს, რა დროსაც ბ----- ყურადღება მისკენ გადაიტანა, იარაღი მიუშვირა შუბლის არეში და უთხრა „არ გაინძრე, გესვრი, ძაღლებო, თქვენი დედა“. მან და რ-------- მ----------მა შეძლეს ბ----- ბ-–--ის დაკავება და წაართვეს იარაღი. ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. დაზარალებულის განმარტებით, სამმართველოში შესულმა ბ----- ბ-–---მ მათ შეაგინა დედის მისამართით და უთხრა სიტყვები „არ გაინძრეთ, თქვე ძაღლებო“. მას შეხება ბ----- ბ-–---სთან არასდროს ჰქონია და თავს დაესხა, ვინაიდან პოლიციელი არის. მისივე განმარტებით, სამმართველოში შესულმა ბ----- ბ-–---მ მოახდინა იარაღის გადატენვა და საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა. იარაღში მჭიდი იდო, თუმცა ვაზნები არა.
52. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-------- ნ-----–--ემ განახადა, რომ მუშაობს ზესაფონის რაიონულ სამმართველოში, უფროსის მოადგილედ. 2019 წლის 16 მარტს იმყოფებოდა სამსახურში, პასუხისმგებელ მორიგედ. დაახლოებით 21:00 საათზე, სამორიგეოდან გაიგო ხმაური. დარეკა, უპასუხა გ.შ------–-–---–მა, რომელმაც უთხრა, რომ შესული იყო ბ----- ბ-–---, მეტსახელად „გ-----“, იარაღით ხელში და თავს დაესხა პოლიციელებს. მაშინვე ჩაირბინა სამორიგეოში და დაინახა, რომ რ-------- მ----------ს ხელი ჰქონდა მოკიდებული ბ----- ბ-–--ისთვის, ეჭიდავებოდა და ცდილობდა იარაღის წართმევას. გ.შ------–-–---–ი მივიდა მათთან, რა დროსაც რ.მ----------მა შეძლო ბ.ბ-–--ის წაქცევა და მოახდინა მისი დაკავება, ხოლო გ.შ------–-–---–მა წაართვა იარაღი. მან აიღო იარაღი და მოახდინა განეიტრალება. დაკავებულ ბ----- ბ-–---ს ადგილზევე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. მოწმის განმარტებით, სამმართველოს შენობაში მყოფი ბ----- ბ-–--- აგინებდა პოლიციის თანამშრომლებს დედის მისამართით და ეძახდა „ძაღლებს“. იძახდა სიტყვებს „დაგხოცავთ თქვე ძაღლებო, თქვენი დედაო“.
53. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ გ--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2019 წლის 16 მარტს, გამომძიებელ ლ-–- პ------–-–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც მოახდინა ფოტოგადაღება. ასევე, ამოიღო ანაწმენდის ნიმუშები. ადგილზე შედგა შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. დალუქული ნივთები კი გადასცა გამომძიებელს.
54. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-----– ა---–------მა განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამომძიებელ ლ-–- პ------–-–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო ადგილმდებარეობის დათვალიერებაში, რა დროსაც მოახდინა ფოტოგადაღება. მოწმის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზანი იყო დადგენილიყო პერიმეტრზე გათვასებული კამერები ახდენდნენ თუ არა შემთხვევის ადგილის გადაღებას. ადგილზე, შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.
55. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ კ--------ომ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 17 მარტს, მან გადაიყვანა ბ----- ბ-–--- ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნარკოლოგიური და ალკოჰოლური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. ბ.ბ-–---მ უარი განაცხადა შემოწმებაზე, რის თაობაზეც შეადგინა შესაბამისი ოქმები, რაც ხელის მოწერით დაადასტურა მან და ექსპერტმა.
56. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა დ----- ა---–--ემ და თ------ ჭ-----მ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ამბულატორიული სასამართლოს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნა.
57. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- პ------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივს თანაშემწე გამომძიებლად. იყო ბ----- ბ-–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა მოწმეები და დაზარალებულები, დაათვალიერეა შემთხვევის ადგოლები და ადგილმდებარეობა, დანიშნა ექსპერტიზები, ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნო ბ----- ბ-–---ს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის ვიდეო ჩანაწერები.
58. 2019 წლის 16 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩა N-ა-ში და წარმოადგენს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს შენობას, რომელიც არის ოთხ სართულიანი და აქვს შესასვლელი რკინის ორფრთიანი კარები. შესასვლელი კარებიდან 2,5 მეტრის მოშორებით შესასვლელ ოთახში კარების პირდაპირ დგას ოპერატიული მორიგეს სამუშაო მაგიდა, სადაც დადგმულია კომპიუტერი. აღმოსავლეთის მხარეს არის კანცელარიის მაგიდა, ხოლო დასავლეთ მხარეს არის პოლიციის თანამშრომლების სამუშაო მაგიდები. ექსპერტის მიერ პოლიციაში შესასვლელი კარების გარეთა სახელურიდან აღებული იქნა ანაწმენდის ნიმუში, რომელიც დაილუქა პაკეტში N F---------.
59. 2019 წლის 10 აპრილის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს შენობა, რომელიც მდებარეობს ქ.ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩა N-ა-ში, რომელიც არის ოთხ სართულიანი. საავტომობილო გზიდან შესასვლელ კარებთან დაკიდებულია გარე სათვალთვალო ვიდეოკამერები. შესასვლელი კარების პირდაპირ ოთახში დადგმულია სამორიგეო ნაწილის მაგიდა, რომლის ზემოთ დაკიდებულია სათვალთვალო ვიდეოკამერა. იმავე ოთახში დასავლეთისა და სამხრეთის კუთხეებთან ჭერზე დაკიდებულია სათვალთვალო ვიდეოკამერები. საერთო ჯამში შენობის მეორე ძირითად შესასვლელ სართულზე განთავსებულია ხუთი სათვალთვალო ვიდეოკამერა. დათვალიერების დროს მიმდინარეობდა ფოტოგადაღება.
60. 2019 წლის 23 აპრილის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დასტურდება, რომ ს.უ.ს. ერთობლივი ოპერაციების ცენტრიდან, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს N28-2019 განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იქნა ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის შიდა და გარე სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი, 2019 წლის 16 მარტის 20:00 საათიდან, 21:00 საათამდე პერიოდში, 16 ფაილად, ორ ცალ „DVD“ დისკზე, რომელიც დაილუქა ქაღალდის კონვერტში N33/10 ლუქის ბეჭდით.
61. 2019 წლის 10 ივნისის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ ლ-–- პ------–-–---–-ს მიერ დათვალიერებული იქნა ს.უ.ს. ერთობლივი ოპერაციების ცენტრიდან გამოთხოვილი ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს შენობაში განთავსებული ვიდეოკამერების ვიდეოჩანაწერი, რომელიც დალუქული იყო ქაღალდის კონვერტში N33/10 ლუქის ბეჭდით „01“ პაკეტად. მასში განთავსებულია ორი DVD დისკი. ვიდეოჩანაწერში სხვადასხვა მიმართულებიდან აღბეჭდილია თუ როგორ შემოდის 2019 წლის 16 მარტს 20:20 საათზე, პოლიციის სამორიგეო ნაწილში ბ----- ბ-–---, რომელსაც ტანთ აცვია სამხედრო კომუფლირებული ქურთუკი და ჯინსის შარვალი, იღებს ქურთუკიდან პისტოლეტს და უშვერს მას პოლიციის ფორმაში ჩაცმულ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ------- შ------–-–---–ს და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ--------ი მ----------ს. ბ----- ბ-–--- ცდილობს არ მისცეს საშუალება რ--------ი მ----------ს, რომ წაართვას მას პისტოლეტი. ამ დროს კიბეზე ჩამოდის სამმართველოს უფროსის მოადგილე მ-------- ნ-----–--ე, რის შემდეგაც რ--------ი მ----------ი და გ------- შ------–-–---–ი შესძლებენ ბ----- ბ-–--ის დამორჩილებას, წაქცევას და დაკავებას, ხოლო გ------- შ------–-–---–ი ართმევს მას პისტოლეტს და დებს სამორიგეო ნაწილის მაგიდაზე. დათვალიერების შემდეგ ორივე DVD დისკი დაილუქა ქაღალდის კონვერტში N33/10 ლუქის ბეჭდით „01“ პაკეტად და დაერთო სისხლის სამართლის N------------ საქმეს (აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი დათვალიერებულ იქნა სასამართლოს მიერ, მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში).
62. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსისტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ბ----- ბ-–--- დაავადებულია არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობით - ორგანული პიროვნული აშლილობით (კოდი - F07.0; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, იგი იძულებით მკურნალობას და არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ------- ჟ----–---–---მა.
63. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ბ----- ბ-–---მ განაცხადა, რომ 2019 წლის 16 მარტს, საღამოს საათებში მივიდა სახლში, დედას წამლები მიუტანა, დალია ჩაი და შევიდა მის ოთახში. ჩაჯდა სკამში, ე.წ. „შეზლოგში“ და მარჯვენა მხარეს ეუხეშა. დაიხედა და დაინახა იარაღი. ორჯერ დაურეკა ძმას ტელეფონზე, თუმცა რ--------მა არ უპასუხა. წავიდა პოლიციაში იარაღის ჩასაბარებლად. ტაქსით მივიდა სამმართველოსთან. შევიდა შენობაში, სადაც მას დახვდა რ-------- მ----------ი. მის კითხვაზე თუ რა უნდოდა, უპასუხა, რომ იარაღი მიიტანა ჩასაბარებლად. ამოიღო იარაღი, შეაყენა, მჭიდი გამოაცალა და დადო მაგიდაზე. ბრალდებულის განმარტებით, ის იარაღით თავს არ დასხმია პოლიციელებს, სამმართველოში მივიდა იარაღის ჩასაბარებლად. სამმართველოში, იარაღი, ყოველგარი ჭიდაობის გარეშე გადასცა პოლიციელებს. მათთის არ მიუშვერია და პოლიციელებისათვის შეურაცხყოფა არ მიუყნებია. აღნიშნული არ ზის მასში, ვინაიდან ბაბუა და ძმა პოლიცილები ჰყავდა და პოლიცილებს პატივს სცემს. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას მისი უდანაშაულობის შესახებ, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმების საშუალებას უნდა იძლეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაზიარება უტყუარობის კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს და ამგვარი განცხადება საფუძვლად ვერ დაედება რაიმე ფაქტის არსებობა/არარსებობის მტკიცებას. სასამართლო განმარტავს, რომ იურისდიქციული საქმიანობის ფარგლებში, ქცევის ნეგატიური შეფასება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რის გამოც იმ პირის განმარტება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, არ არის სარწმუნო. მისი, როგორც საქმის შედეგში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს დანაშაულის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით.
64. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ 3531 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ თავდასხმაში, თავდასხმა კი არის აგრესიული აქტი, რომელსაც თან ახლავს ძალადობა, ან ძალადობის მუქარა. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი ქმედება კავშირში უნდა იყოს პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან, როგორც შესაძლო მიმდინარე, ისე წარსულში არსებულ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. საჭიროა დადგინდეს, რომ თავდასხმა მოხდა დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის ადრინდელ შესრულებასთან დაკავშირებით, ანუ დამნაშავესა და პოტენციურ დაზარალებულ პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობას შორის უნდა არსებობდეს რაიმე სახის კავშირი. ასევე, შესაძლებელია პოლიციელზე თავდასხმა განპირობებული იყოს სამართალდამცავი სტრუქტურისა და მისი წარმომადგენლების მიმართ ზოგადად უარყოფითი დამოკიდებულებით, ზიზღით და სხვა. სუბიექტური მხრივ აუცილებელია ქმედების მოტივის გარკვევა, არსებობს თუ არა კავშირი პოლიციელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და მასზე განხორციელებულ თავდასხმას შორის. მოტივი უმეტესად შურისძიებაა, თუმცა არც სხვა მოტივის გამორიცხვა შეიძლება.
ამდენად, სასამართლოსთვის დავას არ იწვევს ის საკითხი, რომ ბრალდებული ბ----- ბ-–--- მართლაც შევიდა ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და იმავე სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლებს - რ-------- მ----------ს და გ------- შ------–-–---–ს მიუშვირა იარაღი, ასევე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
აღნიშნულის შემდეგ სასამართლომ უნდა შეაფასოს ბ----- ბ-–--ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოწვეული იყო თუ არა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ვინაიდან, პოლიციელზე თავდასხმის სავალდებულო ნიშანია, თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლის დაუდგენლობაც გამორიცხავს პირისთვის საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალად შერაცხვის სამართლებრივ შესაძლებლობას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით, განაჩენებით, დადგენილია, რომ ბ----- ბ-–--- წარსულში ნასამართლევია საქართველოს სსკ 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ 2381 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მას შემხებლობა ჰქონდა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოსთან, ვინაიდან სწორედ აღნიშნული სამმართველოს თანამშრომლები აწარმოებდნენ გამოძიებას ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე.
გარდა აღნიშნულისა, ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დაზარალებულების რ-------- მ----------ის და გ------- შ------–-–---–ის, ასევე, მოწმე მ-------- ნ-----–--ის ჩვენებებით დადგენილია, რომ სამმართველოს შენობაში ყოფნის დროს, როდესაც ბ.ბ-–--- თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს რ-------- მ----------ს და გ------- შ------–-–---–ს, მათ მოიხსენიებდა „ძაღლებად“. სასამართლო აღნიშნავს, რომ სიტყვა „ძაღლით“ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოხსენიება, საზოგადოებაში დამკვირდებული, სტერეოტიპული, ძველი შეხედულებაა, რომელიც მიუთითებს პირის არაკეთილ განწყობაზე, არაკეთილ დამოკიდებულებაზე სამართალდამცავი ორგანოს ასევე, მისი თანამშრომლის მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ----- ბ-–---მ განხოციელებული ქმედებით ჩაიდინა პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
სამართლებრივი შეფასება:
65. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
66. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
67. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).
68. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ბ----- ბ-–---მ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა: 1) ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით); 2) ცეცხლსასროლი იარაღის და მისი მაკომპლექტებელი დეტალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 237-ე მუხლის პირველი ნაწილით); 3) ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 2381 მუხლის მე-2 ნაწილით) და 4) პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ბ----- ბ-–--ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებებში. მოცემულ საქმეზე, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებენ ბ----- ბ-–--ის მიერ დანაშაულების ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ის მითითებული კვალიფიკაციებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
69. ბ----- ბ-–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
70. საქართველოს სსსკ 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
71. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ----- ბ-–---ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
72. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმეზე, საქართველოს მოქალაქე ი----- ხ--------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2017 წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/851), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).
მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ აბსოლუტურად ან შედარებით განსაზღვრული სანქციების არსებობის პირობებში, როდესაც მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის რამდენიმე სახიდან აირჩიოს ერთი, ან შემოთავაზებული ერთი სახის სანქციის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს სასჯელის მხოლოდ ზომა, მაგრამ არა სახე (II-7).
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს კუმულაციურად (II-8). სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (II-10). სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას (II-12).
73. ბ----- ბ-–--ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ მე-17, 58-ე და 79-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. სსკ 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით, ბ----- ბ-–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 2381 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. ბ----- ბ-–---, სასჯელის მოხდით გათავისუფლებული იქნა 2017 წლის 22 ნოემბერს, სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნებოდა ნაკლებად მძიმე კატეგორიას და არ არის გასული სამ წლიანი ნასამართლობის გაქარწყლების ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრისას ბ----- ბ-–--ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სსკ 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესი, ვინაიდან არ არსებობს ნასამართლობის, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებების ხარისხის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები მომეტებულად საზოგადოებრივად საშიში ხასიათისაა და ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ბ----- ბ-–--ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით; სსკ 237-ე მუხლის პირველი ნაწილით; სსკ 2381 მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული საშუალო ვადასთან მიახლოებული სასჯელები. სასჯელის ზომის განსაზღვრისას, სასამართლო, ასევე, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ 35-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის. შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ბ----- ბ-–--ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, მხედველობაში იღებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ერვონული ბიუროს ფსისტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნას, რომლის თანახმადაც დანაშაულის ჩადენის დროს, ბ----- ბ-–--- იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში. ასევე, სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის (2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება N54-აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N3) განმარტებას, რომ „საქართველოს სსკ 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ 39–ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური“.
74. ბ----- ბ-–--ის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას კი, სასამართლო, ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიაჩნია, რომ დანაშაულთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, ბ----- ბ-–--ის მიმართ, გამოყენებული უნდა იქნას სასჯელთა შთანთქმის პრინციპი, კერძოდ: საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა უნდა შთანთქას მეორე, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ბ----- ბ-–---ს (დანაშაულთა ერთობლიობით), სსკ 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბექა წიქარიშვილი, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია ბ----- ბ-–--ის მიმართ საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ ხანგრძლივი ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, რაც შეიძლება სწორედაც კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბ----- ბ-–--ის მიმართ დანიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
ნივთიერი მტკიცებულებები:
75. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ----- ბ-–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სსკ 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ 2381 მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 2381 მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთა სასჯელმა შთანთქას მეორე, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ბ----- ბ-–---ს (დანაშაულთა ერთობლიობით), სსკ 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
ბ----- ბ-–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 16 მარტიდან;
ბ----- ბ-–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ბ----- ბ-–--ის დაკავებისას ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული „ტტ“ სისტემის პისტოლეტი, თავისივე მჭიდით, ვაზნების გარეშე; 2019 წლის 17 მარტს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პისტოლეტის ჩასადები ყუთი და ლითონის ყუთი, რაც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს რ-------- ც----ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ბ----- ბ-–--ის დაკავებისას ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული ბ----- ბ-–--ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობით, მართვის მოწმობით, იძულებით გადაადგილებული პირის და ვეტერანის მოწმობებით, „ლიბერთი ბანკის“ პლასტიკური ბარათით, ჯიპისის, ფარმადეპოს და ნიკორას პლასტიკური ბარათებით, ორი ხუთლარიანი კუპიურით, ერთი ორ ლარიანი მონეტით, ერთი ერთლარიანი მონეტით და ერთი ორმოცდაათ თეთრიანი მონეტით; სიგარეტი მალბორო, სანთებელა და მაჯის საათი, რაც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ბ----- ბ-–---ს ანდა მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ანაწმენდები ორ პაკეტად; 2019 წლის 17 მარტს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ორი ხელის კვალი; 2019 წლის 16 მარტს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, პოლიციის შესასვლელი კარების გარეთა სახელურიდან აღებული ანაწმენდის ნიმუში; ბ----- ბ-–--ის დაკავებისას ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული გასაშლელი დანა და ბ----- ბ-–--ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
2019 წლის 16 მარტს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე; 2019 წლის 17 მარტს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე; ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე და ვიდეო კამერის ჩანაწერები ორ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე