გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1005-18
N200210018002688978
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი თინათინ ფეიქრიშვილი
მოსარჩელე - ნ-----–ი თ--–-–---–ი
მოსარჩელის წარმომადგენელი - ლ---–ა გ---------–---–ი
მოპასუხე - ლ---- წ---–-----ე, ნ---- წ---–-----ე
მოპასუხის წარმომადგენელი - ლ---- ჩხეიძე
დავის საგანი: ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 გაუქმდეს ნ----------- ც---–ა კ-–--–---–ის მიერ 1994 წლის 24 მარტს გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა ბ-------ე ი---ეს ასულ თ--–-–---–ის დანაშთ ქონებაზე, მოპასუხეების ლ---- წ---–-----ესა და ნ---- წ---–-----ეზე საცხოვრებელი სახლი, მდებარე თელავის რაიონი სოფელი ვ------------ში, სასარგებლო ფართით 155.3კვ.მ., საცხოვრებელი ოთახი 4, საცხოვრებელი ფართი 96.2 კვ.მ. – ¼ ნაწილში და ამ ¼ ნაწილის მესაკუთრედ ცნობილ იქნეს ნ-----–ი თ--–-–---–ი.
თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე მხარეს მოპასუხედ ასევე მითითებული ჰქონდა საქართველოს ნ-----------თა პალატა, ლ---- და ნ---- წ---–-----ეებთან ერთად, თუმცა სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ მოპასუხეებად მიუთითა მხოლოდ ლ---- და ნ---- წ---–-----ეები.
სარჩელის თანახმად, ნ-----–ი ს----- ასულ თ--–-–---–მა და ც----ა ს-----ს ასულმა ბ------ემ 1--- წლის 08 მაისს მიიღეს კანონისმიერი მემკვიდრის უფლების მოწმობა გარდაცვლილ ი----- ი---ეს ძე თ--–-–---–ის საკუთრებაზე მდებარე თ--–--ის რაიონი სოფ. ვ------------ში ¼ ნაწილი, საცხოვრებელი სახლის სასარგებლო ფართი შეადგენს 155.3 კვ.ნ. საცხოვრებელი ფართი 96.2 კვ.მ. საცხოვრებელი ოთახი 4 (ნ-----------ი ც---–ა კ-–--–---–ი). 1994 წლის 24 მარტს, იმავე ნ-----------მა ც---–ა კ-–--–---–მა გასცა ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა გარდაცვლილ ბ-------ე ბ----–---–ის კუთვნილ ქონებაზე ლ----ი და ნ---- წ---–-----ეზე საცხოვრებელი სახლი მდებარე თ--–--ის რაიონი სოფელ ვ------------ში, საცხოვრებელი სახლის სასარგებლო ფართი შეადგენს 155.3 კვ.ნ. საცხოვრებელი ფართი 96.2 კვ.მ. აღნიშნული კი იმას ადასტურებს, რომ ორივე მემვიდრეობის მოწმობა გაცემულია ერთიდაიგივე უძრავ ქონებაზე. ლ---- და ნ---- წ---–-----ეებს 2011 წლის 04 იანვარს საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებიათ აღნიშნული უძრავი ქონება თანაბარწილად, ამ უძრავ ქონებას მიენიჭა საკადასტრო კოდი 5----------- ე.ი. მათ საკუთრებაში დაირეგისტრირეს ქონება, რომელიც კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის უფლებით ეკუთვნის ნ-----–ი თ--–-–---–ს. ნ-----–ი თ--–-–---–ს სურვილი ჰქონდა, რომ ის დანაშთი ქონება რომელიც მიღებული აქვს კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის უფლებით დაერეგისტრირებინა თავის საკუთრებად, 2015 წელს მიმართა საჯარო რეესტრს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთლიანი საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეები არიან ნ---- და ლ---- წ---–-----ეები, რომელთაც არც მისცეს უფლება გაეკეთებინათ საკადასტრო აზომვითი ნახაზი და არც სურვილი გამოთქვეს ცვლილება შეეტანათ საჯარო რეესტრის ჩანაწერში. ნ-----–ი თ--–-–---–ს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს ერთიდაიმავე უძრავ ქონებაზე გაცემულია ორი სამემკვიდრეო მოწმობა, რის გამოც ცვლილება უნდა შევიდეს მეორე ანუ ანდრეძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში. კერძოდ, უნდა გაუქმდეს ანდერძისმიერი სამემკვიდრეო მოწმობა ¼ ნაწილში, რომელიც წარმოადგენდა განსვენებულ ი----- თ--–-–---–ის კუთვნილ უძრავ ქონებას და რომელიც კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლებით მიიღო ნ-----–ი თ--–-–---–მა და ც----ა ბ------ემ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა ლ---- წ---–-----ემ და ნ---- წ---–-----ემ წარმოდგენილი წერილობით შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ სცნეს და განმარტეს, რომ სადავო ქონება წარმოადგენს კომლის ქონებას. კომლში კი სამკვიდრო იხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების შემდეგ. მოცემულ სიტუაციაში კომლის ბოლო წევრმა ანდერძით დაუტოვათ მათ სამკვიდრო ქონება. მოცემული დავა ხანდაზმულია, რამეთუ 2015 წელს მოსარჩელეს უარი ეთქვა საჯარო რეესტრის მიერ უფლების რეგისტრაციაზე, ანუ მოსარჩელემ 2015 წელს უკვე იცოდა მისი უფლების სავ----უდო დარღვევის შესახებ. 2015 წლიდან სამემკვიდრეო საქმეებზე დადგენილ 2 წლიან ვადაში არ განახორციელა სამკვიდროს მიღების შესახებ შედავება, რაც იმას ნიშნავს, რომ მან დაკარგა მოცემულ ქონებაზე დავის უფლება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ტექნიკური პასპორტის მიხედვით, რომელიც 1--- წლის 03 მაისს იქნა მომზადებული, თ--–-–---–ის ი-----(ს-----) ი---ეს ძისა და თ--–-–---–ი ვ---- ი---ეს ასულის სახელზე თ--–--ის რაიონის სოფელ ვ------------ში ირიცხება 155.3 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლი, აქედან საცხოვრებელია 4 ოთახი საერთო ფართით 96.2 კვ.მ.;59,1 დამხმარე,ხოლო49,9 სამეურნეო ფართი,საიდანაც თ--–-–---– ი-----ზე ირიცხება ¼,ხოლო თ--–-–---– ვ------ე ირიცხება ¾ ნაწილი.
3.1.3. მხარეთა განმარტებების თანახმად დადგენილია, რომ თ--–-–---–ი ვ----, რომელიც უკვე 1994 წლის 02 მარტის ტექნიკური პასპორტში მოხსენიებულია როგორც ბ-------ე ბ----–---–ი, იყო თ--–-–---–ი ი-----ის ძმის ცოლი.
3.1.4. ი-----(ს-----) თ--–-–---–ს ჰყავდა ორი შვილი ნ-----–ი თ--–-–---–ი და ც----ა ბ------ე. ი----- თ--–-–---–ი გარდაიცვალა 1----–-–----------ს.
3.1.5.თ--–--ის რაიონის სასამართლოს 1--- წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ-----–ი თ--–-–---–ის განცხადების მოთხოვნა და ,,დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომ სოფელ ვ------------ში მდებარე საცხოვრებელის სახლის ერთი ოთახი ეკუთვნის აწ განსვენებულ ი----- თ--–-–---–ს,,3.1.6. თ--–-–---–ი ვ----(ბ-------ე ბ----–---–ი) 1--- წლის 3--------ს გარდაიცვალა.
3.1.7.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ტექნიკური პასპორტის მიხედვით, რომელიც 1994 წლის 02 მარტს იქნა მომზადებული, ბ----–---–ი ბ-------ე ი---ეს ასულის ( თ--–-–---–ი ვ---- ი---ეს ასულის) სახელზე თ--–--ის რაიონის სოფელ ვ------------ში ირიცხება 155.3 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლი, აქედან საცხოვრებელია 4 ოთახი საერთო ფართით 96.2 კვ.მ.; 59,1 დამხმარე,ხოლო 33,9 სამეურნეო ფართი.
3.1.8. თ--–--ის რაიონის სასამართლოს 1--- წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ი----- თ--–-–---–ს სადავო სცხოვრებელ სახლში მიკუთვნებული ჰქონდა ერთი ოთახი, ხოლო სოფელ ვ----------ნის საკრებულოს 1--- წლის 05 მაისის ცნობის თანახმად ,,თ--–-–---–ი ს-----ს(ი-----ის) გარდაცვალების შემდეგ მის ქონებას დაეუფლნენ მისი შვილები ნ-----–ი და ც----ა თ--–-–---–ები, რომლებიც ახლაც განაგებენ მას“.
3.1.9. ნ-----------მა ც---–ა კ-–--–---–მა გასცა ნ-----–ი ს-----ს(ი-----ის) ასულ თ--–-–---–ის და ც----ა ს-----ს(ი-----ის) ასულ ბ------ის სახელზე 1--- წლის 08 მაისს კანონისმიერი მემკვიდრის უფლების მოწმობა გარდაცვლილ ი----- ი---ეს ძე თ--–-–---–ის საკუთრებაზე მდებარე თ--–--ის რაიონი სოფ. ვ------------ში ¼ ნაწილზე, რომლის თანახმადაც საცხოვრებელი სახლის სასარგებლო ფართი შეადგენს 155.3 კვ.ნ. საცხოვრებელი ფართი 96.2 კვ.მ. საცხოვრებელი ოთახი 4.
3.1.10. 1994 წლის 24 მარტს, იმავე ნ-----------მა ც---–ა კ-–--–---–მა გასცა ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა გარდაცვლილ ბ-------ე ი-----ის ასულ ბ----–---–ის(თ--–-–---–ი ვ----ს) კუთვნილ ქონებაზე ლ----ი და ნ---- წ---–-----ეებზე, რომლის თანახმადაც საცხოვრებელი სახლი მდებარეობს თ--–--ის რაიონი სოფელ ვ------------ში, საცხოვრებელი სახლის სასარგებლო ფართი შეადგენს 155.3 კვ.ნ. საცხოვრებელი ფართი 96.2 კვ.მ.
ლ---- და ნ---- წ---–-----ეებმა 2011 წლის 04 იანვარს საჯარო რეესტრში საკუთრებაში დაირეგისტრირეს სადავო უძრავი ქონება თანაბარწილად, ამ უძრავ ქონებას მიენიჭა საკადასტრო კოდი 5-----------.
3.1.11.სოფელ ვ----------ნის საკრებულოს 1994 წლის 07 მარტის ცნობის თანახმად ,,საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით აწ გარდაცვლილი ბ-------ე ი-----ის ასული ბ----–---–ი(თ--–-–---–ი ვ----) მუდმივად ცხოვრობდა სოფელ ვ------------ში. მისი გარდაცვალების შემდეგ მის ქონებას დაეუფლნენ და ახლაც განაგებენ წ---–-----ე ლ----ი ნ--–------ის ძე და წ---–-----ე ნ---- ნ--–------ის ასული“.
3.1.12. ნ-----–ი თ--–-–---–ს სურვილი ჰქონდა, რომ მამის დანაშთი ქონება, რომელიც მიღებული აქვს კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის უფლებით, დაერეგისტრირებინა თავის საკუთრებად, 2015 წელს მიმართა საჯარო რეესტრს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთლიანი საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეები არიან ნ---- და ლ---- წ---–-----ეები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი (ს.ფ. 100;125);
-გარდაცვალების მოწმობები (ს.ფ 99;127).
-ცნობები სოფლის საკრებულოდან(ს.ფ.106;124)
-სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 128-129)
- -1993 წლის 08 მაისის კანონისმიერი მემკვიდრის უფლების მოწმობა (ს.ფ. 17);
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 20-21);
-ანდერძი,ანდერძის მიერი მემკვიდრის უფლების მოწმობა(ს.ფ. 107;18);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა, ხანდაზმულ მოთხოვნას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. ამავე კოდექსის 1450-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი.
საქმეში წარმოდგენილია თელავის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება,რომლითაც დაკმაყოფილდა ნ-----–ი თ--–-–---–ის განცხადების მოთხოვნა და ,,დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომ სოფელ ვ------------ში მდებარე საცხოვრებელის სახლის ერთი ოთახი ეკუთვნის აწ განსვენებულ ი----- თ--–-–---–ს“.
ასევე წარმოდგენილია სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმადაც ი-----(ს-----) თ--–-–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა ნ-----–ი თ--–-–---–ზე და ც----ა ბ------ეზე.
საქმეში არსებული საკრებულოს ცნობის თანახმად დგინდება რომ მოსარჩელე, ნ-----–ი თუშისვილი, ი----- თ--–-–---–ის გარდაცვალებისთანავე დაეუფლა თავის დასთან ერთად სამკვიდრო ქონებას, რომელსაც მოიცავს წ---–-----ეების სახელზე რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონება.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება აღიარებული და დაცულია, როგორც ქვეყნის შიდა კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობითაც. (საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1 -ის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.) მითითებული ნორმებით დაცულია საკუთრების უფლება და მასზე, როგორც აბსოლუტურ სანივთო უფლებაზე, ხანდაზმულობის ვადები დაწესებული არ არის. შესაბამისად, მისი დაცვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. თავად საკუთრების წარმოშობის საფუძვლები კი ეროვნული კანონმდებლობითაა დადგენილი. მისი მოპოვება შესაბამისი გარიგებით ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით არის შესაძლებელი. მათ რიცხვს სასამართლოს გადაწყვეტილებაც განეკუთვნება და გადაწყვეტილებით დადგენილი საკუთრების უფლება ისევე ექვემდებარება დაცვას, როგორც გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით დადგენილი საკუთრების უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. ხანდაზმულობის ვადები ვრცელდება მოთხოვნებზე, რომელთა განხორციელებაც დროში იზღუდება. საკუთრების უფლება კი დროში არ იზღუდება, იგი აბსოლუტური სანივთო უფლების კლასიკური სახეა და მისი დაცვა უზრუნველყოფილია ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ხელყოფისაგან. ამდენად, მესაკუთრეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს და მის საკუთრებაში არსებულ ნივთზე უფლების დაცვა მოითხოვოს. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელის მოთხოვნა ვერ ჩაითვლება ხანდაზმულ მოთხოვნად, ვინაიდან სადავო აქტით (ანდერძის მეირი სამკვიდრო მოწმობა) განიკარგა ის ქონებაც, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მამის საკუთრებას წარმოადგენდა და ასევე გაცემული იყო სამკვიდრო მოწმობა.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა სამკვიდრო მოწმობის გასაჩივრების ვადას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 1-16;)
- სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 17-23)
3.2.2.სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას, რომ სამკვიდრო მოწმობა გაცემულია რა სადავო უძრავი ქონების ¼-ზე, უნდა გაუქმდეს ნ----------- ც---–ა კ-–--–---–ის მიერ 1994 წლის 24 მარტს გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა ბ-------ე ი---ეს ასულ თ--–-–---–ის დანაშთ ქონებაზე, მოპასუხეების ლ---- წ---–-----ესა და ნ---- წ---–-----ეზე საცხოვრებელი სახლზე, მდებარე თ--–--ის რაიონი სოფელი ვ------------ში, სასარგებლო ფართით 155.3კვ.მ., საცხოვრებელი ოთახი 4, საცხოვრებელი ფართი 96.2 კვ.მ. – ¼ ნაწილში და ამ ¼ ნაწილის მესაკუთრედ ცნობილ იქნეს ნ-----–ი თ--–-–---–ი, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი-----(ს-----) თ--–-–---–ს თ--–--ის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით მიეკუთვნა სოფელ ვ------------ში მდებარე სადავო საცხოვრებელის სახლის ერთი ოთახი. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, მისი საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. ასევე იმის გამო, რომ სამკვიდრო მოწმობა გაცემულია ნ-----–ი თ--–-–---–ის და ც----ა ბ------ის სახელზე,ხოლო სარჩელი წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ნ-----–ი თ--–-–---–ს სასამართლო გადაწყვეტილებით მსჯელობს მხოლოდ ნ-----–ი თ--–-–---–ის წილ სამკვიდრო ქონებაზე. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–ი თ--–-–---–ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, (ს.ფ. 1-16;)
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის, დადგენილია საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით. ნორმის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსის(1964 წლის 29 დეკემბრის რედ) 539, 540, 569 მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307,1336, 1421, 1424-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამართლებრივი შეფასება სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილში:
საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 539-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით ან ანდერძით. მემკვიდრეობის კანონისმიერი წესი მოქმედებს ყოველთვის, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. იმავე კოდექსის 540-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე. სამკვიდრო ქონებას კი წარმოადგენს ის ქონება, რომელიც მამკვიდრებელს გარდაცვალების მომენტისთვის ეკუთვნოდა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის ნორმებით კომლის წევრებს კომლისათვის განკუთვნილი ქონება, მათ შორის საცხოვრებელი სახლი, თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ და ქონების მხოლოდ ერთი პირის მიერ განკარგვა დაუშვებელი იყო. კომლის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო მხოლოდ მის კუთვნილ წილ ქონებაზე იხსნებოდა. სწორედ ამგვარ რეგულაციაზე მიუთითებს საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 569-ე მუხლი, რომლის მიხედვით კომლის წევრის გარდაცვალების შემდეგ მათი პირადი ქონება გადადის მათ მემკვიდრეებზე საერთო საფუძველზე.
მოსარჩელემ 1994 წლის 24 მარტს წ---–-----ეების სახელზე გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა. მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა, რომ ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის მიხედვით სამკვიდრო მასაში შესულია ის ქონებაც, რომელზეც თელავის რაიონული სასამართლოს 1993 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ი----- თ--–-–---–ის საკუთრების უფლება იქნა დადგენილი.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამკვიდრო გახსნილად მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტიდან ითვლება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მომენტიდან სამკვიდრო ქონების მემკვიდრეებზე განაწილებაა შესაძლებელი. თავად სამკვიდრო მასა კი არის ყველა ის ქონება, რომელიც გარდაცვლილს, ანუ მამკვიდრებელს სიცოცხლეში ეკუთვნოდა. ქონებში მოიაზრება ყველა ნივთი (უძრავი- მოძრავი) და არამატერიალური და ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. ამდენად, სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს ის ნივთები და არამატერიალური და ქონებრივი სიკეთეები, რომლებიც მამკვიდრებელს სიცოცხლეში ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების შემდგომ მემკვიდრეებზე შეიძლება განაწილდეს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობით ბ-------ე ბ----–---–მა(ვ---- თ--–-–---–მა) განკარგა ქონება მათ შორის ქონების ის ნაწილიც, რომელიც ერთის მხრივ სამოქალაქო სამართლის ნორმების მიხედვით მოსარჩელის მამას ეკუთვნოდა და ამ ქონებაზე საკუთრების უფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით იყო დადგენილი. როგორც ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემისას, აგრეთვე, უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციისას ლ---- და ნ---- წ---–-----ეებმა იცოდნენ, რომ სამკვიდრო მასაში არ შედიოდა გადაწყვეტილებით ი-----(ს-----) თ--–-–---–ისათვის მიკუთვნებული ქონება, ვინაიდან მოდავე მხარეთათვის იმთავითვე ცნობილი იყო ამის შესახებ, სხვანაირად ახსნა ვერ მოიპოვება, საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ტექნიკურ პასპორტებში არსებულ სახელთა სხვადასხვაობაზე, რატომ შეიცვალა აწ განსვენებულმა ვ---- თ--–-–---–მა სახელი და გვარი, ვინაიდან დადგენილია, რომ 1993 წლის 03 მაისს მომზადებულ ტექნიკურ პასპორტში მითითებულია სახელი თ--–-–---–ი ვ---- ი---ეს ასული და 1994 წლის 02 მარტს მომზადებულ, ტექნიკურ პასპორტში მითითებულია სახელი ბ----–---– ბ-------ე ი---ეს ასული, მაშინ როდესაც მხარეთა განმარტებით დადგენილია, რომ თ--–-–---–ი ვ---- და ბ----–---–ი ბ-------ე ერთიდაიგივე პიროვნება იყო და მხარეთა შორის დავაც მიმდინარეობს ერთიდაიგივე ქონებაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება თავისი სამართლებრივი ბუნებით ცალმხრივი გარიგებაა და იგი გარიგების პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამგვარი გარიგების საგანს კი შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ქონება (აქტივები), რომელიც მამკვიდრებელს ეკუთვნოდა. ამ პირობის საწინააღმდეგოდ დადებული გარიგება კანონსაწინააღმდეგოა და შედავების შემთხვევაში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- და ნ---- წ---–-----ეების სახელზე გაცემული ანდერძისმიერი სამემკვიდრეო მოწმობა ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და სამკვიდრო მასიდან უნდა ამოირიცხოს მოსარჩელის მამის კუთვნილი ფართის(ერთი ოთახი) უძრავი ქონება.
6.2.სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებელის სიკვდილის მომენტისათვის.
ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. ხოლო მამკვიდრებელის შვილიშვილები ითვლებიან მემკვიდრეებად, თუკი სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებელის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო.
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ხოლო 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამრიგად, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონმდებლობა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობას, უკავშირებს არა მხოლოდ ნათესაურ კავშირს, არამედ ადგენს პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებისათვის სამკვიდროს მიღების წესს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1424-ე მუხლებით. იმისთვის, რომ სამკვიდრო ან მისი ნაწილი მემკვიდრის გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. არ შეიძლება სამკვიდროს მიღება რაიმე პირობების წამოყენებით. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
ამდენად, ი----- (ს-----)თ--–-–---–ის გარდაცვალების შემდეგ პირველი რიგის მემკვიდრეები იყვნენ ორი ადამიანი, კერძოდ: შვილები - ნ-----–ი თ--–-–---–ი და ც----ა თ--–-–---–ი (ბ------ე).
ნ-----------მა, ც---–ა კ-–--–---–მა, გასცა ნ-----–ი ს-----ს(ი-----ის) ასულ თ--–-–---–ის და ც----ა ს-----ს(ი-----ის) ასულ ბ------ის სახელზე 1--- წლის 08 მაისს კანონისმიერი მემკვიდრის უფლების მოწმობა, გარდაცვლილ ი----- ი---ეს ძე თ--–-–---–ის საკუთრებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–ი თ--–-–---–ი ცნობილი უნდა იქნეს მესაკუთრედ სადავო საცხოვრებელ სახლში მდებარე, (მამის ი-----(ს-----)თ--–-–---–ის სამკვიდრო ქონების)ერთი ოთახის ½ წილის მესაკუთრედ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 160.00 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ასევე მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზრაურება მოსარჩელისათვის 60.00 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე,243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 260-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ-----–ი თ--–-–---–ის სარჩელი მოპასუხეების ლ---- წ---–-----ის, ნ---- წ---–-----ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდეს შემდეგნაირად:
1.1. ნაწილობრივ გაუქმდეს ნ----------- ც---–ა კ-–--–---–ის მიერ 1994 წლის 24 მარტს გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა ბ-------ე ი---ეს ასულ თ--–-–---–ის დანაშთ ქონებაზე.
მოპასუხეების ლ---- წ---–-----ესა და ნ---- წ---–-----ის საკუთრებად აღრიცხული საცხოვრებელი სახლიდან (თ--–--ის რაიონი სოფელ ვ------------ში, სასარგებლო ფართით 155.3 კვ.მ., საცხოვრებელი ოთახი 4, საცხოვრებელი ფართი 96.2კვ.მ.-ზე) ამოირიცხოს ი----- თ--–-–---–ის სამკვიდრო, ერთი ოთახი და ნ-----–ი თ--–-–---–ი ცნობილი იქნეს მესაკუთრედ მამის, სამკვიდრო ერთი ოთახის ½ ნაწილზე.
2. მოპასუხეებს ლ---- წ---–-----ეს და ნ---- წ---–-----ეს მოსარჩელე ნ-----–ი თ--–-–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 60.00 ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხეებს ლ---- წ---–-----ეს და ნ---- წ---–-----ეს მოსარჩელე ნ-----–ი თ--–-–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ადვოკატისათვის გაწეული მომსახურების 160.00 ლარის ანაზღაუარება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე