განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003232370
საქმე №1/886-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
19.12.2019 წელი ქ. ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: დი----------------ე;
დაცვის მხარე
ადვოკატი: ნე--------------–-ა;
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე
№0-----------
ბრალდებული - მა-–---- ან-----ე (დასწრების გარეშე)
მამის სახელი: გ---
დაბადების თარიღი: 3--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: გა-–-- რაიონი, სოფელი ზე------------ი
ფაქტობრივად მცხოვრები: ზუ------ის რაიონი, სოფელი რ----.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: მა-–---- ან-----ემ ჩაიდინა ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გასაღება; ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება;
ბრალდებული - დ----ლ ბე-----–---ი
მამის სახელი: ო-----
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ქ. ზუ------ი, ჭყ----------–ის ქუჩა №33
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ზუ------ი, აღ--–-----–ის ქუჩა №87/7.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, სსკ-ის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: დ----ლ ბე-----–---მა ჩაიდინა ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება; ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ესე იგი ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით ჩადენილი დიდი ოდენობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. მა-–---- ან-----ემ ჩაიდინა ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გასაღება; ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:
შპს „შ-------“ (ს/ნ 4--------) იურიდულ პირად რეგისტრირებულია 2018 წლის 07 დეკემბერს. რეგისტრაციის დღიდან საწარმოს 100 % წილის მფლობელი და დირექტორია დ----ლ ბე-----–---ი (პ/ნ 1----------). შპს „შ-------“-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს: - ლითონის მეორადი მასალებით და ჯართით ვაჭრობა.
შპს „ა--–-----“ (ს/ნ 4--------) იურიდულ პირად რეგისტრირებულია 2018 წლის 21 დეკემბერს. რეგისტრაციის დღიდან საზოგადოების 100% წილის მფლობელი და დირექტორია მა-–---- ან-----ე (პ/ნ 6----------). შპს „ა--–-----“-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს: - დახარისხებული მასალების უტილიზაცია.
2018 წლის დეკემბერში შპს „შ-------ი“-ს დირექტორმა დ----ლ ბე-----–---მა და შპს „ა--–-----“-ის დირექტორმა მა-–---- ან-----ემ განიზრახეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის გზით, (თითქოსდა ლითონის ემალირებული ავზების და მეორადი მასალების ნასყიდობის შესახებ), დამატებული ღირებულების გადასახადის ჩასათვლელი აქტივის ზედმეტობის შექმნა, რომელსაც შპს ,,შ-------ს“ შემდგომში გამოიყენებდა მის მიერ სხვადასხვა სამეურნეო ოპერაციების წარმოების პროცესში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების და ვალდებულებების (იმპორტის გადასახადი; აქციზის გადასახადი; დამატებული ღირებულების გადასახადი; საშემოსავლო გადასახადი) ჩასაქვითად.
შეთანხმებული გეგმისა და მათ შორის არსებული განზრახვის შესაბამისად მა-–---- ან-----ემ შპს ,,ა--–-----ის“ სახელით, მიუხედავად იმისა, რომ შპს „ა--–-----ს“ რეგისტრაციის დღიდან არანაირი საქონლის არც შეძენა და არც იმპორტი არ განუხორციელებია, „შ-------“-ის სახელზე გამოწერა 2018 წლის 30 დეკემბერს ეა-27 №1688106 – 1 633 025 ( დღგ 249 105) ლარის - (რაც შპს ,,შ-------ის“ დირექტორ დ----ლ ბე-----–---ის მიერ დადასტურებული იქნა 2018 წლის 31 დეკემბერს) ; 2018 წლის 31 დეკემბრის ეა 27 №1688466 – 8 291 200 ( დღგ 1 264 759) ლარის - (რაც შპს ,,შ-------ის“ დირექტორ დ----ლ ბე-----–---ის მიერ დადასტურებული იქნა 2018 წლის 31 დეკემბერს); 2019 წლის 15 იანვარს ეა 27 №1703766 – 17 885 300 (დღგ 2 728 266)- (რაც შპს ,,შ-------ის“ დირექტორ დ----ლ ბე-----–---ის მიერ დადასტურებული იქნა 2019 წლის 15 იანვარს) და 2019 წლის 30 იანვარს ეა 27 №1711123 – 7 092 850 (დღგ 1 081 960) ლარის - (რაც შპს ,,შ-------ის“ დირექტორ დ----ლ ბე-----–---ის მიერ დადასტურებული იქნა 2018 წლის 10 თებერვალს) ღირებულების ფიქტიური, თითქოსდა ლითონის ემალირებული ავზების და მეორადი მასალების ნასყიდობის შესახებ), სამეურნეო ოპერაციის ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რის საფუძველზეც შპს „შ-------ის“ გადამხდელის ბარათზე აისახა დამატებული ღირებულების გადასახადის ჩასათვლელი აქტივის ზედმეტობა ჯამში 5 324 091 ლარის ოდენობით. 2019 წლის 15 იანვარს და 2019 წლის 10 თებერვალს შპს ,,შ-------ის“ დირექტორმა დ----ლ ბე-----–---მა საგადასახადო ორგანოში წარადგინა დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია რეგ. №01JOF270404 და №01J21270103 მოახდინა აღნიშნული თანხის ჩათვლა.
1.2. შპს „ა--–-----“ (ს/ნ 4--------) იურიდულ პირად რეგისტრირებულია 2018 წლის 21 დეკემბერს. რეგისტრაციის დღიდან საზოგადოების 100% წილის მფლობელი და დირექტორია მა-–---- ან-----ე (პ/ნ 6----------). შპს „ა--–-----“-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს: - დახარისხებული მასალების უტილიზაცია.
შპს „ს--------ი“ (ს/ნ 440889914) იურიდულ პირად რეგისტრირებულია 2017 წლის 05 ივნისს. რეგისტრაციის დღიდან საზოგადოების 100% წილის მფლობელი და დირექტორია ე------ი კო---- (პ/ნ 43801048586). შპს „შ-------“-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს: - შავი და ფერადი ლითონის ჯართის ნარჩენებით ვაჭრობა.
2018 წლის დეკემბერში შპს „ა--–-----“-ის დირექტორმა მა-–---- ან-----ემ განიზრახა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის გზით, (თითქოსდა ლითონის ემალირებული ავზების და მეორადი მასალების ნასყიდობის შესახებ), დამატებული ღირებულების გადასახადის ჩასათვლელი აქტივის ზედმეტობის შექმნა შპს ,,ს--------ისათვის“, რომელსაც შპს ,,ს--------ი“ შემდგომში გამოიყენებდა მის მიერ სხვადასხვა სამეურნეო ოპერაციების წარმოების პროცესში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების და ვალდებულებების (იმპორტის გადასახადი; აქციზის გადასახადი; დამატებული ღირებულების გადასახადი; საშემოსავლო გადასახადი) ჩასაქვითად.
მისი განზრახვის შესაბამისად მა-–---- ან-----ემ შპს ,,ა--–-----ის“ სახელით „ს--------ის“ სახელზე გამოწერა 2019 წლის 30 იანვარს ეა-27 №1711122 – 29 752 450 ( დღგ 4 538 509) ლარის ღირებულების ფიქტიური, თითქოსდა ლითონის ემალირებული ავზების და მეორადი მასალების ნასყიდობის შესახებ), სამეურნეო ოპერაციის ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
1.3. დ----ლ ბე-----–---მა ჩაიდინა ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება; ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ესე იგი ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
„შ-------“ (ს/ნ 4--------) იურიდულ პირად რეგისტრირებულია 2018 წლის 07 დეკემბერს. რეგისტრაციის დღიდან საწარმოს 100 % წილის მფლობელი და დირექტორია დ----ლ ბე-----–---ი (პ/ნ 1----------). შპს „შ-------“-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს: - ლითონის მეორადი მასალებით და ჯართით ვაჭრობა.
შპს „ა--–-----“ (ს/ნ 4--------) იურიდულ პირად რეგისტრირებულია 2018 წლის 21 დეკემბერს. რეგისტრაციის დღიდან საზოგადოების 100% წილის მფლობელი და დირექტორია მა-–---- ან-----ე (პ/ნ 6----------). შპს „ა--–-----“-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს: - დახარისხებული მასალების უტილიზაცია.
2018 წლის დეკემბერში შპს „შ-------ი“-ს დირექტორმა დ----ლ ბე-----–---მა და შპს „ა--–-----“-ის დირექტორმა მა-–---- ან-----ემ განიზრახეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის გზით, (თითქოსდა ლითონის ემალირებული ავზების და მეორადი მასალების ნასყიდობის შესახებ), დამატებული ღირებულების გადასახადის ჩასათვლელი აქტივის ზედმეტობის შექმნა, რომელსაც შპს ,,შ-------ს“ შემდგომში გამოიყენებდა მის მიერ სხვადასხვა სამეურნეო ოპერაციების წარმოების პროცესში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების და ვალდებულებების (იმპორტის გადასახადი; აქციზის გადასახადი; დამატებული ღირებულების გადასახადი; საშემოსავლო გადასახადი) ჩასაქვითად.
შეთანხმებული გეგმისა და მათ შორის არსებული განზრახვის შესაბამისად მა-–---- ან-----ემ შპს ,,ა--–-----ის“ სახელით, მიუხედავად იმისა, რომ შპს „ა--–-----ს“ რეგისტრაციის დღიდან არანაირი საქონლის არც შეძენა და არც იმპორტი არ განუხორციელებია, „შ-------“-ის სახელზე გამოწერა 2018 წლის 30 დეკემბერს ეა-27 №1688106 – 1 633 025 ( დღგ 249 105) ლარის - (რაც შპს ,,შ-------ის“ დირექტორ დ----ლ ბე-----–---ის მიერ დადასტურებული იქნა 2018 წლის 31 დეკემბერს) ; 2018 წლის 31 დეკემბრის ეა 27 №1688466 – 8 291 200 ( დღგ 1 264 759) ლარის - (რაც შპს ,,შ-------ის“ დირექტორ დ----ლ ბე-----–---ის მიერ დადასტურებული იქნა 2018 წლის 31 დეკემბერს); 2019 წლის 15 იანვარს ეა 27 №1703766 – 17 885 300 (დღგ 2 728 266)- (რაც შპს ,,შ-------ის“ დირექტორ დ----ლ ბე-----–---ის მიერ დადასტურებული იქნა 2019 წლის 15 იანვარს) და 2019 წლის 30 იანვარს ეა 27 №1711123 – 7 092 850 (დღგ 1 081 960) ლარის - (რაც შპს ,,შ-------ის“ დირექტორ დ----ლ ბე-----–---ის მიერ დადასტურებული იქნა 2018 წლის 10 თებერვალს) ღირებულების ფიქტიური, თითქოსდა ლითონის ემალირებული ავზების და მეორადი მასალების ნასყიდობის შესახებ), სამეურნეო ოპერაციის ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რის საფუძველზეც შპს „შ-------ის“ გადამხდელის ბარათზე აისახა დამატებული ღირებულების გადასახადის ჩასათვლელი აქტივის ზედმეტობა ჯამში 5 324 091 ლარის ოდენობით. 2019 წლის 15 იანვარს და 2019 წლის 10 თებერვალს შპს ,,შ-------ის“ დირექტორმა დ----ლ ბე-----–---მა საგადასახადო ორგანოში წარადგინა დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია რეგ. №01JOF270404 და №01J21270103 მოახდინა აღნიშნული თანხის ჩათვლა.
1.4 2018 წლის 30 დეკემბერიდან - 2019 წლის 30 იანვრამდე პერიოდში: შპს ,,ა--–-----ის“ დირექტორ მა-–---- ან-----ის მიერ გამოწერილი 2018 წლის 30 დეკემბერის- ეა-27 N 1688106; 2018 წლის 31 დეკემბრის ეა 27 N1688466; 2019 წლის 15 იანვარს ეა 27 N1703766 და 2019 წლის 30 იანვარს ეა 27 N1711123 – ჯამში 34 902 375 ლარის ღირებულების ფიქტიური (ყალბი), თითქოსდა ლითონის ემალირებული ავზების და მეორადი ლითონის მასალების ნასყიდობის შესახებ, სამეურნეო ოპერაციის ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე შპს „შ-------ს“ გადამხდელის ბარათზე ჯამში აისახა დამატებული ღირებულების გადასახადის ჩასათვლელი აქტივის ზედმეტობა 5 324 091 ლარის ოდენობით.
აღნიშნული თანხის ნაწილი - 29 882 ლარი, შპს ,,შ-------ის“ დირექტორ დ----ლ ბე-----–---ის მიერ მინდობილი პირების მა-–---- ჩიქვანაიას (პ/ნ 62001034729) და გი------ გავაშელის (პ/ნ 35001053699) მეშვეობით, სრულად იქნა გამოყენებული 2019 წლის 23 მარტიდან - 2019 წლის 04 აპრილამდე პერიოდში იმპორტირებული ავტო-მანქანების განბაჟების პროცესში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების (იმპორტის გადასახადი; აქციზის გადასახადი და დამატებული ღირებულების გადასახადი) ჩასაქვითად, ხოლო 28 983 ლარი დ----ლ ბე-----–---მა გამოიყენა 2019 წლის 13 აპრილის 01J53270181 დღგ-ს დეკლარაციის საფუძველზე წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულების ჩასაქვითად.
2. ქმედებების სამართლებრივი აღწერა
ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გასაღება; ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება;
ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება; ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ესე იგი ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით ჩადენილი დიდი ოდენობით.
3. წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულებმა სადავოდ გახადეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გი------ კა-----ემ განმარტა, რომ - მუშაობს საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, წვდომა აქვს სამსახურეობრივ ბაზებზე და მისი მოვალეობაა აღნიშნულ ბაზებში ინფორმაციის დამუშავება. 2018 წლის 5 ოქტომბერს, მიიღო ინფორმაცია, რომ შპს „ შ----’’-ის მიერ გამოწერილი იქნა 4 საგადასახო ანგარიშფაქტურა, ეს ანგარიშფაქტურები გამოწერილ იქნა 2018 წლის 30 სექტემბერს. ჯამში 11 588 470 ლარის ღირებულების. შპს „ შ----ი “ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იქნა 2018 წლის 28 სექტემბერს, დამფუძნებელი და დირექტორი გახლდათ ზა---------------ე, ორი დღის შემდეგ 30 სექტემბერს გამოწერილი ქონდათ 4 ანგარიშფაქტურა ჯამში 11 588 470 ლარის ღირებულების, ისე რომ არანაირი საქონელი შეძენილი არ გააჩნდათ, შესაბამისად აღნიშნულთან დაკავშირებით პატაკი იქნა შედგენილი, ეცნობა სამმართველოს უფროს და დაიწყო გამოძიება, იმავე დღე გამომძიებლის მიერ გამოიკითხა და ეთანხმება სრულად გამოკითხვის ოქმს. აღნიშნული 4 ანგარიშ ფაქტურიდან 2 გამოწერილი იქნა შპს „ დ--–-ისათვის’’ საერთო ღირებულებით 5 807 240 ლარი. საიდანაც შპს „დ--–-ი“ -ს მიერ ჩასათვლელი დღგ-ს თანხაა 885 850, ხოლო შპს „ო–---ასთვის „ გამოწერილი იქნა ორ-ორი ფაქტურა საერთო ღირებულებით 5 781 230 საიდანაც შპს „ ო–---ას’’ დღგ ჩასათვლელი თანხა იყო 881 883 ლარი. მან მონაწილეობა მიღებული გამომძიებელთან ერთად შპს „ს--------ის “ შესახებ დათვალიერების ოქმში. დათვალიერებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდი napr.gov.ge, ასევე შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთობლივი ბაზა oracle. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ შპს „ს--------ი’’ იურიდიულ პირად რეგისტრირებული იქნა 2017 წლის 5 ივლისს რეგისტრაციის დღიდან 100 % წილის მფლობელი და დირექტორი გახლავთ ე------ კო----. ასევე შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთობლივი ბაზის დამუშავების oracle შედეგად დადგინდა, რომ 2018 წლის ოქტომბრის თვეში შპს „ს--------მა’’ შპს “შ----ს“ გამოუწერა 9 ერთეული საგადასახდო ანგარიშ ფაქტურა საერთო ღირებულებით 24 791 370 ლარის ლითონის მეორადი მასა-–--, ლითონის ემალირებული ავზები და ამორტიზებული ნავთობის სახდელის მიწოდების შესახებ. შპს „შ----მა’’ 2018 წლის 6 ნოემბერს საგადასახდო ორგანოს წარუდგინა ოქტომბრის თვის დღგ დეკლარაცია აღნიშნული ფაქტურების საფუძველზე მიიღო დღგ-ს ნაცვლად 3 781 734 ლარის ოდენობით. როდესაც შპს „ს--------მა’’ გამოუწერა შპს „შ----ს“ აღნიშნული 9 საგადასახადო ფაქტურა ამ მომენტისათვის შპს „ს--------ს’’ არანაირი საქონლის შეძენა არ უფიქსირდებოდა. ასევე შპს „ს--------ისათვის’’ 2019 წლის 30 იანვარს საგადასახოდო ფაქტურა აქვს გამოწერილი შპს „ა--–-----ს’’ 29 752 450 ლარის ღირებულების ლითონის მეორადი მასა-–-- და ლითონის ემალირებული ავზების მიწოდების შესახებ. თავის მხრივ შპს „ა--–-----ს’’ რეგისტრაციის დღიდან ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის მომენტამდე არანაირი საქონლის შეძენა არ უფიქსირდება. შპს „ა--–-----ის’’ დირექტორი იყო მა-–---- ან-----ე. გ. კა-----ემ ინფორმაციაა დაამუშავა ბაზაში. აღნიშნული პროგრამა არის მათი სამუშაო პროგრამა, რომელზეც მას აქვს დაშვება, სპეციალური ბრძანების საფუძველზე. კა-----ემ განმარტა, რომ ორი დღის რეგისტრირებულ ფირმას ჰქონდა გამოწერილი თერთმეტ მილიონზე მეტი ღირებულების ფაქტურები, ისე რომ არანაირი შეძენა არ გააჩნდა. საეჭვო იყო ეს ყველაფერი და შედგა შესაბამისი პატაკი სამმართველოს უფროსის სახელზე. (იხ. სხდომის ოქმი)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ირ---–- არ-----ემ განმარტა, რომ - მუშაობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 5 ოქტომბერს ინსპექტორ-გამომძიებლ გი------ კა-----ის პატაკის საფუძველზე დაიწყო გამოძიება იმერეთის რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოში სისხლის სამართლის საქმეზე. შპს „შ----ის“, შპს „დ--–-ის’’ შპს „ო–---ას’’ ხელმძღვანელ პირთა მიერ ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების და გასაღების ფაქტზე. გი------ კა-----ის პატაკში მითითებული იყო, რომ კომპანიები შპს „შ----ი’’, რომელიც გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იყო 2018 წლის 28 სექტემბერს მისი დამფუძნებელი და დირექტორი იყო ზა---------------ე, საწარმო საქმიანობის სფეროს წარმოდგენდა საბითუმო ვაჭრობაში მეორადი და ფერადით ლითონებით ჯართით და ნარჩენებით. შპს „ო–---ა’’ 2018 წლის 30 სექტემბერს კომპანიის შექმნიდან ორ დღეში გამოუწერა 11 588 470 ლარის ღირებულების მეორადი რკინის მასალების, მეორადი ლითონის მასა-–-- და ემალირებული ლითონის ავზების რეალიზების შესახებ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შპს „ო–---ას’’ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 18 სექტემბერს ფოთის რეგიონულ ცენტრში საწარმო ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორი იმ მომენტისათვის იყო ბექა გოგოლი საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა საბითუმო ვაჭრობა ლითონით. 2018 წლის 30 სექტემბერს გამოწერილი იქნა შპს „შ----ის“ მიერ კერძოდ ორი ცალი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-15 №5192736 და №5193407 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შპს „შ----მა“ გამოუწერა „დ--–-ს’’ ჯამში 331 ცალი ემალირებული მეორადი ლითონის ავზის, 2950 ტონა რკინის მეორადი მასა-–--ა და 3500 ტონა ლითონის მეორადი მასალების მიწოდების შესახებ საერთო ღირებულებით 5807 240 ლარი, ხოლო მეორე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-15 №5192737 ეა-15 №5193414 შპს „შ----მა’’ გამოუწერა შპს „ ო–---ას’’ ჯამში 353 ცალი ემალირებული მეორადი ლითონის ავზის და 6231 ტონა რკინის მეორადი მასა-–-- მიწოდების შესახებ, საერთო ღირებულებით 5 781 230. ოთხივე ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილი იყო. გამოძიების დაწყების შემდეგ მოახდინა ინსპექტორ-გამომძიებლის გი------ კა-----ის გამოკითხვა. შემდეგ ჩაატარა ელექტრონული მონაცემების ბაზების დათვალიერება. ბაზების დათვალიერებით ასევე საჯარო რეესტრის napr.gov.ge დათვალიერებით ნახა კომპანიების დაფუძნების თარიღები და მათი შიდა სამსახურეობრივი ბაზის oracle-ეს დათვალიერებით ნახა ის დირექტორები, ის პირები რომელებმაც დაარეგისტრირეს პირველ რიგში კომპანიები და შემდეგ საიდანაც გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საიდანაც განხორციელდა სასაქონლე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან ერთად ბაზების დათვალირებით ასევე დადგინდა, რომ გამოწერილი იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შესაბამისი სასაქონლო ზედნადები. ზედნადებებში დაფიქსირებულები არ იყვნენ მძღოლები - ტვირთის გადამზიდავები. ტვირთის გადაზიდვა რეალურად განხორციელდა თუ არ ეჭვს იწვევდა. დაახლოებით ხუთი მილიონის ექვსი მილიონის ღირებულების მეორადი მასა-–-- გადაზიდვა საკმაოდ რესურსთან არის დაკავშირებული მათ მიერ ჩატარებული ბაზების დათვალიერებით აღნიშნული სასაქონლო ზედნადებებით არ დასტურდებოდა, რომ ეს მასალები გადავიდა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილი იქნა სხვადასხვა კომპანიები. აღნიშნულ კომპანიებზე მის მიერ დანიშნული იქნა საგადასახადო შემოწმებები. ეს კომპანიები იყო შპს „ შ----ი’’ შპს „ დ--–-ი’’ შპს „ ო–---ა“ შპს „ ს--------ი“ შპს „ B------“, შპს „ ს---------–-’’ შპს „არ---ა’’ შპს „ ბა-----ო’’ შპს „ დ-----ა’’ შპს „ ა--–------ი’’ შპს „ შ-------’’ შპს „ფ-----ი’’ შპს „ქ------–ი’’ შპს „ტ---------“. აღნიშნული კომპანიები ახორციელებდნენ ფიქტიურ საგადასახადო მოქმედებებს, კერძოდ ერთმანეთს უწერდნენ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის არანაირი საფუძველი არ გააჩნდათ. ვინაიდან კომპანიები დაფუძნებული იყო ძირითადად რამდენიმე დღის და უკევე მეორე მესამე დღეს ან რამდენიმე კვირის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ არც შეძენა უფიქსირდებოდათ, არც რეალიზაცია უფიქსირდებოდათ, არც იმპორტი, არცერთი მასა-–-- არანაირი ტვირთის ან მეორადი მასალების მაინც ახორციელებდნენ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას. რევიზიების შემდეგ მან გამოითხოვა ინფორმაციები ბანკებიდან. შპს „ა--–-----ს’’ ბანკში ანგარიში გახსნილი არ ჰქონდა. მიმართა შემოსავლების სამსახურს 2019 წლის 14 ივნისს წერილით და აცნობა, რომ გამოძიება დაწყებული იყო შპს „ დ--–-ის“ და შპს „ შ----ის’’ ხელმძღვანელი პირების მიმართ ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებასთან გასაღების ფაქტზე. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე აინტერესებდათ კომპანიებს უფიქსირდებოდათ თუ არა რაიმე საქონლის იმპორტი, გახორციელებული ჰქონდათ თუ არა საქონლის იმპორტი. შემოსავლების სამსახურიდან 2019 წელის 18 ივნის მიიღეს წერილი და მასალები, რომლის მიხედვითაც დათვალიერებული იქნა ელექტრონული ბაზები და ელექტრონული ბაზების დათვალიერების შემდეგ გამოუგზავნეს მათ ხელ არსებული ინფორმაცია. კერძოდ შპს „დ--–-ის’’ შპს „ B------ YO” შპს „ს---------–-’’, შპს „ დ-----ა“, შპს „ შ-------’’ მიერ განხორციელებული იმპორტის სასაქონლო ოპერაციის შესახებ. მათ მიერ მითითებულ წერილში მითითებული იყო დოკუმენტები რომლებითაც კონკრეტულად შპს „შენ-ხენ“-მა განახორციელა იმპორტის ოპერაციები. ი. არ-----ემ განმარტა, რომ დაათვალიერა საჯარო რეესტრის ელექტრონული ვებ-გვერდი napr.gov.ge, ათვალიერებდა მათზე განკუთვნილ ბაზებს oracle. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ შპს „ შ-------ი“ იურიდიულ პირად რეგისტრირებულია 2018 წლის 7 დეკემბრიდან, რეგისტრაციის დღიდან საწარმოს 100% წილის მფლობელი და დირექტორია დ----ლ ბე-----–---ი. 2019 წლის 15 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა განცხადება, რომელსაც თან ახლავს 2019 წლის 15 მარტით დათარიღებული წილის უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დ----ლ ბე-----–---მა შპს „შ-------’’100% წილი უსასყიდლოდ გადასცა დათო ზაქარაიას. აღნიშნულ განცხადებაზე წარმოება შეჩერებულია საჯარო რეესტრში 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც წარდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებდა რეგისტრაციის პირობებს. შესაბამისად რეგისტრაციის დღიდან 2018 წლის 7 დეკემბრიდან დღემდე საწარმოს 100% -იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის დ----ლ ბე-----–---ი. შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზების დათვალიერებით დადგინა, რომ 2018 წლის დეკემბრის თვეში შპს „ა--–-----მა’’ შპს „შ-------ს“ გამოუწერა ორი ერთეული საგადასახადო ფაქტურა კერძოდ 2018 წლის 30 დეკემბრის ეა-27 №1688106 და 2018 წლის 31 დეკემბრის ეა- 27 №1688466 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ჯამში შპს „ა--–-----ის“ დირექტორმა მა-–---- ან-----ემ დირექტორს დ----ლ ბე-----–---ს გამოუწერა 9924225 ლარის ღირებულების ლითონის მეორადი მასა-–-- და ლითონის ემალირებული ავზების მიწოდების შესახებ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. დირექტორმა 2019 წლის 15 იანვარს საგადასახადო ორგანოს წარუდგინა 2018 წლის დეკემბრის თვის დღგ-ს დეკლარაცია, რომლის თანახმადაც შპს „ ა--–-----ის’’ მიერ გამოწერილი ზემო აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მიიღო დღგ-ეს ჩათვლა 1 513 864 ლარის ოდენობით. 2019 წლის იანვრის თვეში შპს „ა--–-----ის“ დირექტორს მა-–---- ან-----ემ დირექტორს დ----ლ ბე-----–---ს ასევე გამოუწერა 2 ერთეული საგადასახადო ანგარიშფაქტურა კერძოდ : 2019 წლის 15 იანვრის ეა- 27 №1703766 და 2019 წლის 30 იანვრის ეს-27 №1711123 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ჯამში 24 978 150 ლარის ღირებულების ლითონის მეორადი მასა-–-- და ლითონის ემალირებული ავზების მიწოდების შესახებ. დირექტორმა დ----ლ ბე-----–---მა 2019 წლის 10 თებერვალს საგადასახადო ორგანოს წარუდგინა 2019 წლის იანვრის თვის დღგ-ს დეკლარაცია №01J21270103 , რომლითაც შპს „ა--–-----ის“ -ის მიერ გამოწერილი ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიიღო დღგ-ს ჩათვლა 3 810 226 ლარის ოდნობით. სულ შპს „ა--–-----“ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული აქვს დღგ-ს ჩათვლა 5 324 091 ლარის ოდენობით. თავის მხრივ შპს „ ა--–-----ს „ რეგისტრაციის დღიდან არანაირი საქონლის შეძენა და იმპორტი არ უფიქსირდებოდა. 2018 წლის 31 დეკემბერს შპს „შ-------ს“ გამოწერილი აქვს ეა-27 №1688480 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შპს „ ო–---ისათვის’’ 6 772735 ღირებულების ლითონის მეორადი მასა-–--ა და ლითონის ემალირებული ავზების მიწოდების შესახებ. 2019 წლის 15 იანვარს შპს „ო–---ას„ დირექტორმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა 2018 წლის დღგ დეკლარაცია №01JOF660118, რომლითაც შპს „შ-------“-ის მიერ გამოწერილი ზემოაღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიიღო დღგ ჩათვლა 1 333 129 ლარის ოდენობით. 2019 წლის 8 თებერვალს შპს „ ო–---ამ’’ წარადგინა 2018 წლის დეკემბრის თვის დაზუსტებული დეკლარაცია და ჩასათვლელი თანხის დეკლარაცია დარჩა უცვლელი. 2019 წლის 15 იანვარს შპს „შ-------„ დირექტორმა დ----ლ ბე-----–---მა გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც გამოუწერა შპს „ო–---ას’’. 2019 წლის 8 თებერვალს შპს „ო–---ა’’ საგადასახადო ორგანოს წარუდგინა 2019 წლის იანვრის თვის დეკლარაცია №01J1J660104 რომლითაც შპს „შ-------ის“ მიერ გამოწერილი ზემოთ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მიიღო დღგ-ს ჩათვლა 849673 ლარის ოდენობით. 2019 წლის 19 თებერვალს წარადგინა 2019 წლის იანვრის თვის დაზუსტებული დეკლარაცია, რომლითაც ჩასათვლელი თანხის ოდენობა დარჩა უცვლელი. შპს „ო–---ის’’ მიერ შპს „შ-------“ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიიღო დღგ-ს ჩათვლა. აღნიშნული მომენტისათვის შპს „ო–---ას’’ დირექტორი იყო ვიტალი შაინიძე შპს „შ-------“ შპს „ა--–------ის“ მიერ გამოწერილი დ----ლ ბე-----–---მა ანუ მა-–---- ან-----ის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე წარმოქმნილი 5 324 091 ზედმეტობა 1 882 802 ლარი გაქვითა შპს ,,ო–---ას’’-ათვის ამოწერის ანგარიშ-ფაქტურებში წარმოქმნილი ვალდებულებების დასაფარად, რაც დაფიქსირებულია 2019 წლის 13 აპრილის დღგ-ს დეკლარაციაში. შპს ,,შ-------ი’’-ს დირექტორმა დ----ლ ბე-----–---მა განაბაჟა ავტომანქანები, კერძოდ 2019 წლის 23 მარტს დეკლარაციით განაბაჟა ,,ნიცუბიში’’-ს მარკის ავტომობილი, რა დროსაც ბიუჯეტში შპს ,,შ-------ი’’-ს სახელზე არსებული იმ ზედმეტობიდან, რომელიც შპს ,,ა--–-----ის’’ დირექტორმა მა-–---- ან-----ემ შეუქმნა დ----ლ ბე-----–---ს, ჩამოიჭრა 2191 ლარი და 39 თეთრი, 2019 წლის 28 მარტს ასევე განაბაჟა ,,ჰონდა-ფიტი’’-ს მარკის ავტომანქანა, რა დროსაც რა დროსაც ბიუჯეტში შპს ,,შ-------ი’’-ს სახელზე არსებული ზედმეტობიდან, ჩამოიჭრა 3693 ლარი და 85 თეთრი, 2019 წლის 28 მარტს შპს ,,შ-------მა’’ განაბაჟა ,,ჰონდას’’ მარკის ავტომანქანა, რა დროსაც ბიუჯეტში შპს ,,შ-------ი’’-ს სახელზე არსებული ზედმეტობიდან, ჩამოიჭრა 3693 ლარი, 2019 წლის 4 აპრილს განაბაჟა ,,ლუგონგ’’-ის მარკის ავტომანქანა, რა დროსაც ბიუჯეტში შპს ,,შ-------ი’’-ს სახელზე არსებული ზედმეტობიდან, ჩამოიჭრა 20 340 ლარი. შპს ,,შ-------’’-ის მიერ ავტომანქანების განბაჟებაზე ჩამოჭრილი იქნა სულ 29 882 ლარი დღგ-ს ზედმეტობა. 2019 წლის 19 ივლისს კვლავ იქნა დათვალიერებული შემოსავლების სამსახურის ბაზა, აღნიშნული დათვალიერებით დადგენილი იქნა, რომ შპს ,,ა--–-----ს’’-ს რეგისტრაციის დღიდან არანაირი საქონლის შეძენა და არც იმპორტი არ უფიქსირდება, 2018 წლის დეკემბრის თვეში ,,ა--–-----’’-მა შპს ,,შ-------’’-ის დირექტორს დ----ლ ბე-----–---ს გამოუწერა საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლის საფუძველზეც მიიღო დღგ-ს ჩათვლა. საერთო ჯამში შპს ,,შ-------ი’’-ს დირექტორმა შპს ,,ა--–-----ის’’-აგან მიიღო 5 324 091 ლარის დღგ-ს აქტივი. 2019 წლის 30 იანვარს შპს ,,ა--–-----’’-ს დირექტორმა მა-–---- ან-----ემ საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოუწერა შპს ,,ს--------ს’’ 29 752 450 ლარის ღირებულების ფიქტიური ლითონის ემალირებული ავზების და მეორადი მასალების ნასყიდობის შესახებ, აღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურა შპს ,,ს--------ის’’ დირექტორს არ დაუდასტურებია, ანუ დღგ-ს ჩათვლა არ მიუღია. მოწმემ განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურს 2019 წლის 14 ივნისს მიმართა წერილით უფიქსირდებოდათ თუ არა რეალიზაციის მომენტისათვის, რეალიზებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შეძენა და ასევე საქონლის შეძენა ვისგან და რა დროის მონაკვეთში, ასევე განახორციელა თუ არა ზემოთხსენებულმა კომპანიებმა იმპორტი და დადებით შემთხვევაში მოთხოვნილი იქნა მიეწოდებინათ აღნიშნული კომპანიების მიერ იმპორტირებული საქონლის სახეობების მითითებით, ვისზე იყო რეალიზირებული; იმპორტის განხორციელების დროს გადასახადების გადახდას კომპანიები ახორციელებდნენ არსებული ზედმეტობიდან, თუ სხვა თანხებიდან, საერთო ჯამში რა ოდენობის გადასახადის გადახდა განახორციელეს ზედმეტობიდან, რა ოდენობის გადასახადები გადაიხადეს კომპანიებმა, კომპანიების მიერ განხორციელებული ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული იყო თუ არა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლის მონაცემები, დადებით შემთხვევაში ასევე მოთხოვნილი იქნა მოეწოდებინათ მძღოლის მონაცემები; ასევე რა დავალიანებები წარმოეშვათ კომპანიებს და არსებული ზედმეტობიდან ხომ არ განხორციელებულა ფიზიკური პირების მიმართ არსებული დავალიანებების დაფარვა. აღნიშნულზე შემოსავლების სამსახურმა მიაწოდა მათ ინფორმაცია 2019 წლის 25 ივნისს შპს ,,ა--–-----’’-თან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც აუდიტორებს შემოწმებული ჰქონდათ კომპანიის საქმიანობა. ასევე მოწოდებული იქნა ინფორმაცია შპს ,,შ-------’’-თან დაკავშირებითაც. ეს ინფორმაცია მოწოდებული იქნა მას შემდეგ, რაც მათ უკვე მიღებული ჰქონდათ დათვალიერების შედეგად შესაბამისი ინფორმაციები, გი------ კა-----ის პატაკიდან გამომდინარე დათვალიერებული იქნა და დასტურდებოდა, რომ ამ კომპანიებს უფიქსირდებოდათ უსაქონლო ოპერაციები, თუმცა აუდიტის სამსახური არის ის ორგანო, რომელიც არის უშუალოდ შემმოწმებელი ორგანო ზემოხსენებული კომპანიების და შესაბამისად მოწოდებული ინფორმაციით დადასტურებული იქნა, რომ ამ კომპანიებს არ უფიქსირდებოდათ არანაირი საქონლის შეძენა, არც იმპორტი და შემდგომში რა რეალიზაცია და ის კომპანიები, რომლებიც ახორციელებდნენ ასევე ამ საქონლის გადაყიდვას არც ერთ შემთხვევაში არ უჩანდათ ამ ლითონების მეორადი მასა-–-- შეძენა. მანქანების განბაჟებასთან დაკავშირებით, ინფორმაციის მოწოდებისათვის მიმართეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს წერილით უფიქსირდებოდათ თუ არა კომპანიებს განბაჟებები, რაზეც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან მივიღეთ წერილი, რომლის თანახმადაც მითითებული ავტომანქანების განბაჟებასთან დაკავშირებით და თან ახლდა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის დათვალიერებაც მოახდინა შემდგომ არ-----ემ და ასახა ეს დათვალიერების ოქმში. (იხ, სხდომის ოქმი)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გუ-----------–---–---–მა განმარტა, რომ - შპს ,,ა--–-----აშვილებს’’ დაკავშირებით დანიშნული არის შემოწმების კამელარული ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით და განიხილება მათ აუდიტორად, მას წარმოდგენილი აქვს ინფორმაცია შემოსავლების საგამოძიებო სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე. შპს ,,ა--–-----აშვილის’’ შემოწმება მიმდინარეობდა 2019 წლის 20 თებერვლის ბრძანების საფუძველზე, ის გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული არის 2018 წლის 21 დეკემბერს, შესაბამისად შემოწმების პერიოდი მოიცავს 2018 წლის 21 დეკემბრიდან 2019 წლის 01 თებერვლის საანგარიშო პერიოდს. ელექტრონული ბაზების მიხედვით, შეძენილი ადგილობრივი იმპორტი არ უფიქსირდება, არც შეძენები მათ შორის, თუმცა განხორციელებული აქვს მეორედი შავი ლითონისა და ემალირებული ავზების რეალიზაცია შპს ,,შ-------’’-ზე და შპს ,,ს--------ზე’’. ეს მოხდა 2018 წლის დეკემბერში და 2019 წლის იანვარში. ბარათის ანალიზის მიხედვით გაირკვა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, მის მიერ გადასახადის გადახდა არ განხორციელებულა და მის მიერ ბიუჯეტის დავალიანება შესაბამისად არც გააჩნია. რაც შეეხებ, მისი შემოწმება ასევე მიმდინარეობდა 2019 წლის 20 თებერვლის ბრძანების შესაბამისად, ის რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად 2018 წლის 07 დეკემბრიდან და მისი შემოწმების პერიოდი მოიცავს 2018 წლის 07 დეკემბრიდან 2019 წლის 01 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებს, შემოწმების შედეგად ირკვევა, რომ მას უფიქსირდება მეორედი შავი ლითონების და ემალირებული ავზების შეძენა შპს ,,ა--–-----ისაგან’’, ხოლო შპს ,,ა--–-----ს’’ თავის მხრივ შეძენები არ უფიქსირდება. წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე მოწმემ დაადასტურა. მან ეს ინფორმაცია მოიპოვა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებში და ეყრდნობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს და ასევე მის მიერ გამოწერილ ან მიღებულ ანგარიშფაქტურებს. მან შემოსავლების ბაზიდან პირადად მოიპოვა ინფორმაცია. ძირითადად დეკლარირება, სახელმწიფო ანგარიშფაქტურის ამოწერა და მიღებაც ხდება ელექტრონული ბაზის მეშვეობით, ძირითადად ამ ინფორმაციების შეტანა ხორციელდება საკუთარი ელექტრონული გვერდის მეშვეობით, შემდეგ ეს ინფორმაცია თავს იყრის ერთიან ელექტრონულ ბაზაში. მას როგორც შემმოწმებელს, მისი სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, უფლება აქვს შევიდეს შესაბამის ელექტრონულ ბაზებში და შეამოწმოს ინფორმაცია. (იხ. სხდომის ოქმი)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს თა----------–------ემ განმარტა, რომ - 2019 წლის 14 ივნისს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს საგამოძიებო სამსახურმა მიმართა და მოითხოვა მათგან შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, კერძოდ 2019 წლის 20 თებერვლის №3620 ბრძანების საფუძველზე მიმდინარეობდა შპს ,,შ-------ის’’ კამელარული საგადასახადო შემოწება, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შპს ,,შ-------ი’’ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული 2018 წლის 07 დეკემბერს, შესამოწმებელი პერიოდი მოიცავს 2018 წლის 07 დეკემბრიდან 2019 წლის 01 თებერვამდე საანგარიშო პერიოდს. შესამოწმებელ პერიოდში შპს ,,შ-------ს’’ უფიქსირდება მეორადი შავი ლითონის და ემალირებული ავზების შეძენა შპს ,,ა--–-----ისგან’’. ხოლო შპს ,,ა--–-----ს’’ სასაქონლო მატერიალური მარაგების შეძენა არ უფიქსირდება. შპს ,,შ-------ი’’ შესამოწმებელ პერიოდში, რეალიზაციას აკეთებს მეორედი შავი ლითონისა და ემალირებული ავზების შპს ,,ო–---აზე’’. შპს ,,შ-------ს’’ ასევე უფიქსირდება ავტომობილების იმპორტი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა შუალედური კამელარული შემოწმების აქტი, 2019 წლის მაისის თვეში. საგამოძიებო სამსახურს აინტერესებდა სასაქონლო ზედნადებებში სატრანსპორტო საშუალებები თუ იყო დაფიქსირებული, ან მძღოლების მონაცემები, ასეთი ჩანაწერები შპს ,,შ-------ის’’ ელექტრონულ ბაზებში არ არსებობს. მასთან ერთად აღნიშნული ინფორმაციის შედგენაში მონაწილეობას იღებდა გურამ უფლისაშვილი. მან სრულად დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე. სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე ჰქონდა წვდომა შპს ,,შ-------ის’’ ელექტრონულ ბაზებზე. სწორედ ამ ელექტრონული ბაზების დათვალიერების შედეგად იქნა მოპოვებული შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც გადაეცა საგამოძიებო ორგანოს. (იხ. სხდომის ოქმი)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს შო----------–--–---–მა განმარტა, რომ - წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის ინტერესებს, შპს ,,ა--–-----ის’’ მიერ გამოწერილი იქნა შპს ,,შ-------ის’’ სახელზე ანგარიშფაქტურები, ეს იყო 2018 წლის 30 დეკემბრის, 2018 წლის 31 დეკემბრის, 2019 წლის 15 იანვრის და 2019 წლის 30 იანვრის საგადასახადო ანგარიშფაქტურები, მოცემული ანგარიშფაქტურების საუძელზე შპს ,,შ-------მა’’ წარმოადგინა დეკლარაციები 2019 წლის 10 იანვარს და 2019 წლის 10 თებერვალს და მიიღო ჩათვლა. ასევე შპს ,,ა--–-----ის’’ სახელით შპს ,,ს--------ზე’’ გამოწერილი იქნა ანგარიშფაქტურა 2019 წლის 30 იანვარს და აღნიშნული ანგარიშფაქტურის საფუძველზე შპს ,,ს--------მა’’ მიიღო დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლა. რაც შპს ,,შ-------ი’’ დირექტორის დ----ლ ბე-----–---ის მიერ კონკრეტულად გამოყენებული იქნა იმპორტის გადასახადთან დაკავშირებით, ეს იყო იმპორტის გადასახადი, აქციზის გადასახადი და დღგ, რომლითაც შეიმცირა აღნიშნული გადასახადი და შესაბამისად ამით მიადგა ზიანი შემოსავლების სამსახურს, ასევე წარმოდგენილი იქნა 2019 წლის 13 აპრილს დღგ-ს დეკლარაცია, რომლითაც დარიცხული ოცდარვაათას ცხრაასოთხმოცდასამი ლარი, ჩათვლის საფუძველზე შემცირებული იქნა მის მიერ, ანუ აღნიშნული დეკლარაციით განსაზღვრული დავალიანების თანხა მის მიერ არ იქნა გადახდილი და შემცირებული იქნა, გაქვითული იქნა მიღებული ჩათვლის საფუძველზე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მისთვის ჩაბარებული იქნა დადგენილება დაზარალებულად ცნობის თაობაზე, მან პირადად ჩაიბარა აღნიშნული დადგენილება და მონაწილეობას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსის დელეგირების საუძველზე აღნიშნულ საპროცესო მოქმედებებში. შპს ,,შ-------ის’’ მიერ მიყენებული იქნა ზიანი ყალბი ანგარიშ ფაქტურების მიღების დროს. ჩათვლა იქნა მიღებული, აღნიშნული ჩათვლა მის მიერ გამოყენებული იქნა კონკრეტული საგადასახადო დავალიანების შესამცირებლად. (იხ. სხდომის ოქმი)
წინასწარი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად - იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის და სამმართველოში გამოძიება დაიწყო მა-–---- ან-----ის, ე------ კოპაძის და დ----ლ ბე-----–---ის მიმართ, შპს ,,ა--–-----ის’’ სახელით შპს ,,შ-------ის’’ სახელზე გამოწერილი და შპს ,,ა--–-----ის’’ სახელით შპს ,,ს--------ის’’ სახელზე ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის ფაქტზე დანაშაული გათვა-–--წინებული სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, 2018 წლის 07 დეკემბერს რეგისტრირებული იქნა შპს ,,შ-------ი’’ (ს/ნ 4--------), რომლის დამფუძნებელი - 100% წილის მფლობელი და დირექტორი რეგისტრაციის დღიდან არის დ----ლ ბე-----–---ი.
2018 წლის 21 დეკემბერს რეგისტრირებული იქნა შპს ,,ა--–-----’’ (ს/ნ 4--------) რომლის დამფუძნებელი - 100% წილის მფლობელი და დირექტორი რეგისტრაციის დღიდან მა-–---- ან-----ე.
ყალბი ინფორმაციის შემცვლელი საგადასახადო ანგარიშ ფაქტურების თანახმად, მა-–---- ან-----ემ შპს ,,ა--–-----ის“ სახელით შპს „შ-------“ სახელზე 2018 წლის 30 დეკემბერს და 31 დეკემბერს გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: ეა-27 N 1688106 – 1 633 025, ეა 27 N1688466. 2019 წლის 15 იანვარს და 30 იანვარს გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: ეა 27 N1703766, ეა 27 N1711123 რის საფუძველზეც შპს „შ-------“ გადამხდელის ბარათზე აისახა დამატებული ღირებულების გადასახადის ჩასათვლელი აქტივის ზედმეტობა.
დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის თანახმად, 2019 წლის 10 თებერვალს შპს ,,შ-------ის“ დირექტორმა დ----ლ ბე-----–---მა საგადასახადო ორგანოში წარადგინა დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია რეგ. N01JOF270404 და N01J21270103 და მოახდინა ჩათვლა.
შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთობლივი ბაზის oracle-ს დათვალიერებით დადგინდა, რომ შპს ,,ა--–-----ს“ დაარსების დღიდან არანაირი საქონლის არც შეძენა და არც იმპორტი არ უფიქსირდება.
შპს ,,შ-------ის“ გადამხდელის ბარათის თანახმად, შპს ,,შ-------ის“ დირექტორ დ----ლ ბე-----–---ის მიერ, მინდობილი პირების მეშვეობით 2019 წლის 23 მარტიდან - 2019 წლის 04 აპრილამდე პერიოდში გამოყენებული იქნა ფიქტურად ასახული დამატებული ღირებულების გადასახადის ჩასათვლელი აქტივის ზედმეტობა სხვადასხვა სამეურნეო ოპერაციების, კერძოდ იმპორტირებული ავტო-მანქანების და ნავთობპროდუქტების განბაჟების პროცესში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების და ვალდებულებების ჩასაქვითად.
4. სამართლებრივი შეფასება:
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამავე კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვა-–--წინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს. ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის და დაცვის მხარის მტკიცებას, ბრალდებულების უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რადგან საქმის განხილვისას მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული ურთიერთშეთანხმებული უტყუარი მტკიცებულებებით ცალსახადაა დადგენილი ბრალდებულების მიმართ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით და 210-ე მუხლით გათვა-–--წინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა. დაცვის მხარის პოზიცია, მოსაზრებები და მტკიცებები, არ ადასტურებს სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საპირისპიროს. სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს, რომ საქმეზე რიგი მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან მტკიცებულებათა გამოკვლევისას აღნიშნული არ დადასტურებულა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“ (სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილი).
საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვა-–--წინებული დანაშაულის ნიშნები, ხოლო დამამაძიმებელი მაკვალიფიცირებელი ნიშანია - დიდი ოდენობა.
სასამართლო განმარტავს, რომ ამ დანაშაულის ობიექტს წარმოადგენს საკუთრებითი ურთიერთობები. ობიექტური მხრივ, ეს დანაშაული გამოიხატება მოტყუებაში, რის შედეგადაც მესაკუთრეს ან ქონების სხვა მფლობელს ქონებრივი ზიანი ადგება. ამასთან, დამნაშავის ქმედებაში არ უნდა იყოს თაღლითობის მუხლით გათვა-–--წინებული დანაშაულის ნიშნები; ქონებრივი ზიანის გამოწვევის დროს მოტყუება გამორიცხავს მესაკუთრისათვის სათანადო ქონების მიღებას, რაც წესით მას უნდა მიეღო. ამასთან, დამნაშავე ან უკანონოდ იყენებს მისთვის მინდობილ ქონებას, ითვისებს იმ შემოსავალს, რომელიც მესაკუთრისათვის უნდა გადაეცა, ან თავს არიდებს მის გადაცემას.
საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს საქართველოს საგადასახადო კოდექსი, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. (მუხ.1)
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, გადასახადების ადმინისტრირებაა - გადასახადების გამოანგარიშებასთან, გადახდასთან და დეკლარირებასთან, საგადასახადო კონტროლთან, აგრეთვე გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვასთან, ინფორმირებასთან და საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფორმების, მეთოდებისა და წესების ერთობლიობა, რომლებსაც საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების პროცესში.
ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად, გადასახადი არის სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.
გადასახადის ერთ-ერთ სახეს სხვებთან ერთად წარმოადგენს დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ), იმპორტის გადასახადი.
ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არაპირდაპირი გადასახადია - გადასახადი (დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი, იმპორტის გადასახადი), რომელიც დგინდება მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდება.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყალბი საკრედიტო ან საანგარისწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება. მოცემული დანაშაულის საგანია საკრედიტო, საანგარიშსწორებო ბარათი, სხვა საგადასახადო დოკუმენტები, აგრეთვე ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტი, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ხოლო სხვა საგადასახადო დოკუმენტი შესაძლებელია იყოს საგადასახადო დავალება, ჩეკი და ა.შ. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ზემოაღნიშნული საგადასახადო დოკუმენტების დამზადებაში ან შეძენაში, გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღებასა ან გამოყენებაში, ხოლო ყალბი დოკუმენტების დამზადება გულისხმობს როგორც მათი ნაწილის გაყალბებას, ისე მთლიანად ყალბი დოკუმენტის დამზადებას. ამასთან ხსენებული დოკუმენტების გასაღება მდგომარეობს როგორც მათ უშუალოდ გამოყენებაში ნებისმიერ საანგარიშსწორებო ოპერაციაში, ასევე მათ გადაცემაში ნებისმიერი პირისათვის სასყიდლით თუ უსასყიდლოდ.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ აღნიშნული მუხლით გათვა-–--წინებული დანაშაული განეკუთვნება ფორმალურ დანაშულს, შესაბამისად, დანაშაული დამთავრებულად ითვლება მითითებული მოქმედებების ჩადენის მომენტიდან, ხოლო სუბიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ ამზადებს ყალბ საგადასახადო დოკუმენტს ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს და სურს მათი დამზადება გასაღების მიზნით, ანდა შეგნებული აქვს რომ იყენებს ყალბ საგადასახადო დოკუმენტებს და სურს ეს ქმედება.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ბრალდებულების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მოქმედებას. აღნიშნული დადასტურებულია საქმის განხილვისას მტკიცებულებების გამოკვლევით, დათვალიერების ოქმებით, გამოთხოვილი ინფორმაციებით, მოწმეთა ჩვენებებით.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულმა მა-–---- ან-----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვა-–--წინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ბრალდებულმა დ----ლ ბე-----–---მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვა-–--წინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულების პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
6. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვა-–--წინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვა-–--წინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვა-–--წინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვა-–--წინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვა-–--წინებით, სასამართლო თვლის, რომ მა-–---- ან-----ეს და დანილე ბე-----–---ს უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვა-–--წინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მა-–---- ან-----ის და დ----ლ ბე-----–---ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
7. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე, 62-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-21-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ----ლ ბე-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვა-–--წინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
1.1 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
1.2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, დ----ლ ბე-----–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით
2. დ----ლ ბე-----–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დ----ლ ბე-----–---ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 30 ივლისიდან.
4. მა-–---- ან-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-–--წინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
4.1 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
4.2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
4.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, მა-–---- ან-----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
5. მა-–---- ან-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
6. მა-–---- ან-----ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან.
7. მა-–---- ან-----ე დაკავების შემთხვევაში, შესახლებული იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
8. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
8.1. საგადასახადო ანგარიშფაქტურები - N ეა - 27 1688106; ეა - 27 168 8466; ეა - 27 1703766; ეა - 27 171 1123; ეა - 27 171 11 22; დეკლარაცია - 01j0f270404; 01j21270103; 01j53270181; მანქანების განბაჟების დოკუმენტები N105428; 114661; 114674; 122348 და მათთან დაკავშირებული მასალები რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
9. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
10. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე ნანა ჯოხაძე