გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N050210019003197387 (N2/826-19)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ოზურგეთი
შესავალი ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი - მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე - სს ,,თი---------ი”
წარმომადგენელი - შპ----------ა'', სოფიკო გუგუნავა, ნინო ხელაია
მოპასუხეები - მა-–-----–----ე, გო------------ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს მა-–-----–----ესა და გო------------ას სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20---–-–----------------ის საბანკო კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხა - 7477.93 ლარი, პროცენტი - 1306.62 ლარი და შემცირებული ჯარიმა - 1700 ლარი.
1.2. მოპასუხეებს მა-–-----–----ესა და გო------------ას სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20---–-–----------------ის საბანკო კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 7477.93 ლარზე, წლიური 14.5% სარგებლის გადახდა, 20---–-–---------–---დან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 90,35 ლარს.
1.3. მოპასუხე მა-–-----–----ეს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 20---–-–---------–--ის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - სესხის ძირითადი თანხა - 900 ლარი, პროცენტი - 158.57 ლარი და შემცირებული ჯარიმა - 300 ლარი.
1.4. მოპასუხეს მა-–-----–----ეს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 20---–-–---------–--ის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 900 ლარზე, წლიური 14% სარგებლის გადახდა, 20---–-–---------–---დან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 10.50 ლარს.
1.5. თავდების - გო------------ას პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა გაინსაზღვროს 15300 ლარით.
მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სს „ბა-------------–----ა“ და მა-–-----–----ეს შორის 20---–-–-----------------ს გაფორმდა N0-------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა კრედიტი - 11500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 14.5%-ით, კრედიტის ვადა - 2020 წლის 07 სექტემბრამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 07 რიცხვში - 318 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ამას დამატებული პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
20---–-–----------------ის N0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს ,,ბა-------------–----ა” და გო------------ას შორის 20---–-–-----------------ს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 15300 ლარით.
მოპასუხეთა მიერ პერიოდულად ირღვეოდა 20---–-–----------------ის N0-------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2018 წლის 05 მაისის შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად აღარ მომხდარა ვალდებულების შესრულება.
20---–-–---------–---ს მდგომარეობით მოპასუხეებს 20---–-–----------------ის N0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 13374.59 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 7477.93 ლარი, პროცენტი - 1306.62 ლარი და ჯარიმა - 4590.04 ლარი.
სს „ბა-------------–----ა“ და მა-–-----–----ეს შორის 20---–-–---------–--ს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი - 850 ლარის ოდენობის ლიმიტით, ოვერდრაფტის სახით. 2017 წლის 11 ივნისს მოხდა საკრედიტო ლიმიტის ავტომატური გაზრდა და მსესხებლის მიერ ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 900 ლარი. ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 14%-ით, არასანქცირებული ოვერდრაფტის შემთხვევაში - წლიური - 14%-ით, კრედიტის ვადა - 2016 წლის 29 ივლისამდე. მსესხებელს თანხა უნდა დაებრუნებინა მასზე დარიცხულ პროცენტთან ერთად. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა, რომ კლიენტის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულლი გადასახდელი თანხების ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ვადის გასვლიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ დავალიანების თანხას ჯარიმის სახით დაერიცხება სარგებელი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე წლიური - 48% ოდენობით.
მოპასუხის მიერ 20---–-–---------–--ის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა და 2018 წლის 05 ივნისის შემდეგ აღარ მომხდარა ვალდებულების შესრულება.
20---–-–---------–---ს მდგომარეობით მა-–-----–----ეს 20---–-–---------–--ის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1752.72 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 900 ლარი, პროცენტი - 158.57 ლარი და ჯარიმა - 694.15 ლარი.
2017 წლის 08 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს „თი---------ი’’ წარმოადგენს სს ,,ბა-------------–---ს’’ უფლებამონაცვლეს.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე (იხ. 12.12.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი) სს ,,თი---------ის” წარმომადენელმა შეამცირა მოთხოვნა, კერძოდ, 20---–-–----------------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხა ჯარიმის ნაწილში ნაცვლად - 2500 ლარისა მოითხოვა - 1700 ლარი და 20---–-–---------–--ის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმის თანხა ნაცვლად - 500 ლარისა მოითხოვა - 300 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მა-–-----–----ემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მხარი დაუჭირა შესაგებელს და ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, 20---–-–----------------ის სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულბიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 7477.93 ლარისა და პროცენტის ნაწილში - 1306.62 ლარის ნაწილში, ასევე 20---–-–---------–--ის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითაფდი თანხის - 900 ლარისა და პროცენტის - 158.57 ნაწილში და ითხოვა ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული ჯარიმის შემცირება.
მოპასუხე გო------------ას არ წარმოუდგენია შესაგებელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „ბა-------------–----ა“ და მა-–-----–----ეს შორის 20---–-–-----------------ს გაფორმდა N0-------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა კრედიტი - 11500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 14.5%-ით, კრედიტის ვადა - 2020 წლის 07 სექტემბრამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 07 რიცხვში - 318 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ამას დამატებული პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20---–-–----------------ის სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-32);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. 20---–-–----------------ის N0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს ,,ბა-------------–----ა” და გო------------ას შორის 20---–-–-----------------ს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 15300 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 33-37);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3. მოპასუხეთა მიერ პერიოდულად ირღვეოდა 20---–-–----------------ის N0-------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2018 წლის 05 მაისის შემდეგ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად აღარ მომხდარა ვალდებულების შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 42-45);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 46);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.4. 20---–-–---------–---ს მდგომარეობით მოპასუხეებს 20---–-–----------------ის N0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 13374.59 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 7477.93 ლარი, პროცენტი - 1306.62 ლარი და ჯარიმა - 4590.04 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 46);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.5. სს „ბა-------------–----ა“ და მა-–-----–----ეს შორის 20---–-–---------–--ს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი - 850 ლარის ოდენობის ლიმიტით, ოვერდრაფტის სახით. 2017 წლის 11 ივნისს მოხდა საკრედიტო ლიმიტის ავტომატური გაზრდა და მსესხებლის მიერ ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 900 ლარი. ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 14%-ით, არასანქცირებული ოვერდრაფტის შემთხვევაში - წლიური - 14%-ით, კრედიტის ვადა - 2016 წლის 29 ივლისამდე. მსესხებელს თანხა უნდა დაებრუნებინა მასზე დარიცხულ პროცენტთან ერთად. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა, რომ კლიენტის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულლი გადასახდელი თანხების ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ვადის გასვლიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ დავალიანების თანხას ჯარიმის სახით დაერიცხება სარგებელი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე წლიური - 48% ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებები (ს.ფ. 39-41);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.6. მოპასუხის მიერ 20---–-–---------–--ის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა და 2018 წლის 05 ივნისის შემდეგ აღარ მომხდარა ვალდებულების შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 42-45);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 46);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.7. 20---–-–---------–---ს მდგომარეობით მა-–-----–----ეს 20---–-–---------–--ის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1752.72 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 900 ლარი, პროცენტი - 158.57 ლარი და ჯარიმა - 694.15 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 46);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თი---------ის” სარჩელი საფუძვლიანია და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლით
სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 400-ე, 405-ე, 417-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, 20---–-–----------------ის სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულბიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 7477.93 ლარისა და პროცენტის ნაწილში - 1306.62 ლარის ნაწილში, ასევე 20---–-–---------–--ის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითაფდი თანხის - 900 ლარისა და პროცენტის - 158.57 ნაწილში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „თი---------ის“ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
დადგენილია, რომ სს „ბა-------------–----ა“ და მა-–-----–----ეს შორის 20---–-–-----------------ს გაფორმდა N0-------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა კრედიტი - 11500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 14.5%-ით, კრედიტის ვადა - 2020 წლის 07 სექტემბრამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 07 რიცხვში - 318 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ამას დამატებული პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. 20---–-–----------------ის N0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს ,,ბა-------------–----ა” და გო------------ას შორის 20---–-–-----------------ს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 15300 ლარით.
ასევე დადგენილია, რომ სს „ბა-------------–----ა“ და მა-–-----–----ეს შორის 20---–-–---------–--ს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი - 850 ლარის ოდენობის ლიმიტით, ოვერდრაფტის სახით. 2017 წლის 11 ივნისს მოხდა საკრედიტო ლიმიტის ავტომატური გაზრდა და მსესხებლის მიერ ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 900 ლარი. ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 14%-ით, არასანქცირებული ოვერდრაფტის შემთხვევაში - წლიური - 14%-ით, კრედიტის ვადა - 2016 წლის 29 ივლისამდე. მსესხებელს თანხა უნდა დაებრუნებინა მასზე დარიცხულ პროცენტთან ერთად. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა, რომ კლიენტის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულლი გადასახდელი თანხების ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ვადის გასვლიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ დავალიანების თანხას ჯარიმის სახით დაერიცხება სარგებელი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე წლიური - 48% ოდენობით.
დადგენილია, რომ 2017 წლის 08 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს „თი---------ი’’ წარმოადგენს სს ,,ბა-------------–---ს’’ უფლებამონაცვლეს.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე, ხოლო მეორეს მხრივ, მოპასუხეები შეთანხმებულნი არიან საკრედიტო ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს „თი---------ის'' მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები სრულად არ შესრულებულა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული სესხის პროცენტის (20---–-–----------------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1306.62 ლარისა და 20---–-–---------–--ის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომადინარე - 158.57ლარის) თაობაზე მოთხოვნების ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს წარმოდგენილი ხელშეკრულებებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხებზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილია, რომ სს „ბა------------–----'' და მა-–-----–----ეს შორის 20---–-–-----------------ს დაიდო სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულება და მოპასუხე გო------------ასთან 20---–-–-----------------ს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლებზე გაიცა კრედიტი 11500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 14.5%-ით, 2020 წლის 07 სექტემბრამდე.
ასევე დადგენილია, რომ სს „ბა------------–----'' და მა-–-----–----ეს შორის 20---–-–---------–--ს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლებზე გაიცა საკრედიტო ბარათი - 850 ლარის ოდენობის ლიმიტით, ოვერდრაფტის სახით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 14%-ით, 2016 წლის 29 ივლისამდე.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს დავალიანების დაფარვა.
6.4 სამოქალაქო კოდექსის 463-ე და 464-ე მუხლების თანახმად: თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად ერთის მხრივ სს ,,ბა------------–----'’ და გო------------ას შორის 20---–-–-----------------ს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა პირებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრეს ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 15300 ლარით.
6.5. სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს, რომ მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 20---–-–---------–---დან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 7477.93 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 14.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 90.35 ლარს და 20---–-–---------–---დან საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 900 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 14% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 10.50 ლარს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (თოტალრეპარატიონ-ის პრინციპი). ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა, თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.
მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ''წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს'' (პურე ეცონომიც ლოსს), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).
როგორც მოცემული საქმის მასალებით დგინდება მოპასუხეზე გაიცა სარგებლიანი სესხები. შესაბამისად, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება. ამდენად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს, რაც ამ ნაწილში, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 8%-ს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე მხარეს ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხებზე - 7477.93 ლარსა და -900 ლარზე წლიური 8% სარგებლის გადახდა, 20---–-–---------–---დან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 10 თვისა.
სასამართლო მიუთითებს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. ამდენად, სს „თი---------ი“ უფლებამოსილია, მოითხოვოს მოპასუხის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევით განპირობებული ზიანის ანაზღაურება 2019 წლის 06 სექტემბრიდან - (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან, ხელშკრულებების შეწყვეტიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა - 15.09.2021 წლისა, ანუ მანამდე, ვიდრე ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მიიღებდა კრედიტორი.
შესაბამისად, მოპასუხეებს - მა-–-----–----ესა და გო------------ას სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 20---–-–----------------ის საბანკო კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 7477.93 ლარზე, წლიური 8% სარგებლის გადახდა, 20---–-–---------–---დან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 10 თვისა, ხოლო მოპასუხე მა-–-----–----ეს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 20---–-–---------–--ის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 900 ლარზე, წლიური 8% სარგებლის გადახდა, 20---–-–---------–---დან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 10 თვისა.
6.5. რაც შეეხება, პირგასამტეხლოს სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეების მიერ დაირღვა ხელშეკრულებიებთ ნაკისრი ვალდებულებები, რაც ამავე ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს სს „თიბისი ბანკს“ გამოიყენოს მის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. პირგასამტეხლოს თავისებურებიდან გამომდინარე, რომელიც მისი ოდენობის ზრდით ხასიათდება, სამოქალაქო კოდექსი უტოვებს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, რათა არ მოხდეს კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრება, რაც თავის მხრივ დაარღვევს მხარეთა შორის არსებულ დაბალანსებულ ურთიერთობას.
მოცემულ საქმესთან მიმართებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა მაღალია და უნდა შემცირდეს. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული. შესაბამისად, უნდა შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობა - 100 ლარამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება.
კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეებს მა-–-----–----ესა და გო------------ას სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 20---–-–----------------ის საბანკო კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმა - 100 ლარი და ასევე მოპასუხე მა-–-----–----ეს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 20---–-–---------–--ის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმა - 100 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - -494.21 ლარის ოდენობით და საადვოკატო მომსახურების საფასური - 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოპასუხეებს მა-–-----–----ესა და გო------------ას სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 494.21 ლარისა და საადვოკატო მომსახურების საფასურის - 500 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე-364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,თი---------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეებს მა-–-----–----ესა და გო------------ას სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20---–-–----------------ის საბანკო კრედიტისა და თავდებობის N0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8884.55 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 7477.93 ლარი, პროცენტი - 1306.62 ლარი და ჯარიმა - 100 ლარი.
1.2. მოპასუხეებს მა-–-----–----ესა და გო------------ას სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20---–-–----------------ის საბანკო კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 7477.93 ლარზე, წლიური 8% სარგებლის გადახდა, 20---–-–---------–---დან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 10 თვისა.
1.3. თავდების - გო------------ას პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა გაინსაზღვროს 15300 ლარით.
2. მოპასუხე მა-–-----–----ეს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 20---–-–---------–--ის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1158.57 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 900 ლარი, პროცენტი - 158.57 ლარი და ჯარიმა - 100 ლარი.
2.1. მოპასუხეს მა-–-----–----ეს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 20---–-–---------–--ის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 900 ლარზე, წლიური 8% სარგებლის გადახდა, 20---–-–---------–---დან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 10 თვისა.
3. მოპასუხეებს მა-–-----–----ესა და გო------------ას სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 494.21 ლარისა და საადვოკატო მომსახურების საფასურის - 500 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისი საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო როხვაძე