გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
071210019003067198
#2/260-2019წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11.11.2019 წ ქ. საგარეჯო
სიღნაღის რაიონული სასამართლო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილი
სხდომის მდივანი ხათუნა ხვთისავრიშვილი
მოსარჩელე: პ---–- ტ----–-–---–-
მოპასუხე: ა-–---- ა-------–-
მოსარჩელის წარმომადგენელი: დ----- მ------–---–-
დავის საგანი: ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ა-–---- ა-------–-ს დავალდებულება არ შეუშალოს ხელი პ---–- ტ----–-–---–- ქ. საგარეჯო, ჭ--------- ქუჩა #6--ში მდებარე პ---–- ტ----–-–---–-- საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა (საკადასტრო კოდი 5-.1-.5-.0--) და ქ. საგარეჯო, ჭ--------- ქუჩა #6--ში მდებარე ა-–---- ა-------–-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს (საკადასტრო კოდი 5-.1-.5-.0--) შორის აღმართოს ღობე.
სარჩელის დასაბუთება
მოსარჩელე პ---–- ტ----–-–---–-- საკუთრებაში არსებობს უძრავი ქონება, მდებარე ქ. საგარეჯო, ჭ--------- ქუჩა #6-, საკადასტრო კოდით 5-.1-.5-.0--. მოპასუხე ა-–---- ა-------–-ს საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე ქ. საგარეჯო, ჭ--------- ქუჩა #6-, საკადასტრო კოდით 5-.1-.5-.0--. მოსარჩელისა და მოპასუხის მიწის ნაკვეთები მდებარეობს ერთმანეთის მომიჯნავედ, რომელთა ფართობი და საზღვრები დაზუსტებული ფორმითაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთებს შორის არ არის აღმართული სასაზღვრო მიჯნა. მიუხედავად მოსარჩელის მზადყოფნისა აღმართოს ღობე საკუთარი სახსრებით - მოპასუხე წინააღმდეგია მოხდეს სასაზღვრო მიჯნის აღმართვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს ა-–---- ა-------–-ს დავალდებულებას არ შეუშალოს ხელი პ---–- ტ----–-–---–- მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის ღობის აღმართვაში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ სცნო.
სასამართლო პროცესზე მოპასუხემ განმარტა, რომ იგი წინააღმდეგი არ არის მოხდეს სასაზღვრო მიჯნის აღმართვა, თუმცა იგი სადაოდ ხდის თავად მიჯნას, სადაც უნდა მოხდეს ღობის აღმართვა. ა-–---- ა-------–-- აღნიშნა, მას საჯარო რეესტრის მონაცემები არ გაუსაჩივრებია, თუმცა მას გასარკვევი აქვს შეესაბამება თუ არა საჯარო რეესტრის მონაცემები რეალურ მონაცემებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. ქ. საგარეჯო, ჭ--------- ქუჩა #6--ში მდებარე პ---–- ტ----–-–---–-- საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთი და ქ. საგარეჯო, ჭ--------- ქუჩა #6--ში მდებარე ა-–---- ა-------–-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთი წარმოადგენენ მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
- სარჩელი, შესაგებელი;
- სასამართლო სხდომის ოქმი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. საჯარო რეესტრის ამონაწერები, საკადასტრო კოდებით: 5-.1-.5-.0-- და 5-.1-.5-.0-- - მხარეთა მიერ არ არის გასაჩივრებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
- სარჩელი, შესაგებელი;
- სასამართლო სხდომის ოქმი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელე პ---–- ტ----–-–---–-- საკუთრებაში არსებობს უძრავი ქონება, მდებარე ქ. საგარეჯო, ჭ--------- ქუჩა #6-, საკადასტრო კოდით 5-.1-.5-.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
- სარჩელი, შესაგებელი;
- სასამართლო სხდომის ოქმი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2.2. მოპასუხე ა-–---- ა-------–-ს საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე ქ. საგარეჯო, ჭ--------- ქუჩა #6-, საკადასტრო კოდით 5-.1-.5-.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
- სარჩელი, შესაგებელი;
- სასამართლო სხდომის ოქმი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2.3. ქ. საგარეჯო, ჭ--------- ქუჩა #6--ში მდებარე პ---–- ტ----–-–---–-- საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 5-.1-.5-.0-- და ქ. საგარეჯო, ჭ--------- ქუჩა #6--ში მდებარე ა-–---- ა-------–-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 5-.1-.5-.0-- - წარმოადგენენ მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
- სარჩელი, შესაგებელი;
- სასამართლო სხდომის ოქმი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2.4. მოპასუხე - ა-–---- ა-------–- ხელს უშლის მოსარჩელე - პ---–- ტ----–-–---–- აღმართოს მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს (საკადასტრო კოდებით: 5-.1-.5-.0--, 5-.1-.5-.0--) შორის სასაზღვრო მიჯნა - ღობე.
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
- სარჩელი, შესაგებელი;
- სასამართლო სხდომის ოქმი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიაჩნია, რომ მოსარჩელე - პ---–- ტ----–-–---–-- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 174, 183-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად, წმინდა სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათის დავებისას, მტკიცების ტვირთი აწევთ საკუთრივ მხარეებს და ისინი არიან ვალდებული დაამტკიცონ გარემოებანი, რასაც სარჩელს, ან სარჩელის საწინააღმდეგო შესაგებელს ამყარებენ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყოველი მხარე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს საკუთარი პოზიციის სისწორე და უტყუარობა სასამართლოს წინაშე. აღნიშნული წესი უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს, რომ მოსარჩელემ უნდა წარადგინოს მის სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხემ, რომელიც არ ეთანხმება სასარჩელო განცხადებას, მოსარჩელის არგუმენტებისაგან თავდაცვის მიზნით, ვალდებულია, საპასუხო მტკიცებულებების წარდგენით გააქარწყლოს მოსარჩელის პოზიცია.
6.2. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან. აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის საჭიროა დადგინდეს საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.“ ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, „თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.“
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, „მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.“
მოცემულ შემთხვევაში დადგენილა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ემიჯნებიან ერთმანეთს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, „უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.“ ამავე კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.“
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დართული საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ უძრავ ქონება, მდებარე: ქ. საგარეჯო, ჭ--------- ქუჩა #6-, საკადასტრო კოდით 5-.1-.5-.0-- საკუთრების უფლებით აღრიცხულია პ---–- ტ----–-–---–-- სახელზე, ხოლო და უძრავ ქონება, მდებარე: ქ. საგარეჯო, ჭ--------- ქუჩა #6-, საკადასტრო კოდით 5-.1-.5-.0-- საკუთრების უფლებით ეკუთვნის - ა-–---- ა-------–-. ამასთან, დადგენილია, რომ მხარეებს საჯარო რეესტრის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები გასაჩივრებული არ აქვთ და აღნიშნულ საკითხთან მიმართებით არ მიმდინარეობს დავა. ამასთან, მოპასუხის მხრიდან მხოლოდ იმ ფაქტზე აპელირება, რომ მისთვის უცნობია შეესაბამება თუ არა საჯარო რეესტრის მონაცემები რეალურ მონაცემებს, იმ ფონზე როდესაც საკუთრების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებები გასაჩივრებული არ აქვს - დაუსაბუთებელია და არ შეიძლება გახდეს სარჩელის არ დაკმაყოფილების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის მოთხოვნა ხელშეშლის აღკვეთასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება „4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, „მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.“
7.2. განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 60 (სამოცი) ლარი, შესაბამისად მოპასუხეს (ვინაიდან მან ნაწილობრივ სცნო სარჩელი) მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 30 (ოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 14-ე, 38-ე, 39-ე, 41-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 259-ე, 268-270, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. პ---–- ტ----–-–---–-- სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ა-–---- ა-------–- (პირადი ნომერი: 3----------) დაევალოს არ შეუშალოს ხელი პ---–- ტ----–-–---–- (პირადი ნომერი: 0----------) მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს (ქ. საგარეჯო, ჭ--------- ქუჩა #6-, საკადასტრო კოდი 5-.1-.5-.0--; ქ. საგარეჯო, ჭ--------- ქუჩა #6-, საკადასტრო კოდი 5-.1-.5-.0--) შორის აღმართოს ღობე.
3. მოპასუხე ა-–---- ა-------–- მოსარჩელე პ---–- ტ----–-–---–-- სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 30 (ოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი