გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.06.2019
საქმის ნომერი
200210018002427626
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, მამობის დადგენის შესახებ
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №200210018002427626

საქმე №2/403-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 ივნისი, 2019 წელი თელავი

შესავალი ნაწილი

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი

სხდომის მდივანი თინათინ ფეიქრიშვილი

მოსარჩელე: ე----------ე

წარმომადგენელი: ნ-----–--------ძე

მოპასუხეები: ფ-----–----------------------ნ, კ---------------–---–ი

მესამე პირი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილება

მესამე პირის წარმომადგენელი: თ------------–---–ი, მ------------–---–ი

დავის საგანი: განქორწინება, მამობის დადგენა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

ე----------ეს (პ/ნ 0----------) და ფ-----–----------------------ნს (დაბ: 12.02.1---–) შორის, 2001 წლის 30 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინების (ქორწინების მოწმობა №1----------, სააქტო ჩანაწერი №2-- შეწყვეტა;

 

არასრულწლოვანი ბავშვის, ნ-----–---------ის (დაბადებული 2----–-–----------------, პირადი N2----------) მამად აღიარებულ იქნეს კ---------------–---–ი (პირადი N0----------) და შესაბამისი ცვლილები იქნეს შეტანილი ბავშვის ნ-----–---------ის (პირადი N2----------) დაბადების სააქტო ჩანაწერში.

 

სარჩელის საფუძვლები:

ე----------ე 2001 წლის 30 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გერმანიის მოქალაქე ფ-----–----------------------ნთან, მეუღლეები რამოდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ხან გერმანიაში, ხან საქართველოში. 2007 წელს ერთანეთს დაშორდნენ ისე, რომ ქორწინებიდან შვილი არ ჰყოლიათ. 2011 წლის მაისის თვიდან დღემდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე კ---------------–---–თან. 2----–-–---------------- არარეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ერთი შვილი - ნ-----–---------ე (პ/ნ 2----------). იმის გამო, რომ ფორმალურად ქორწინება რეგისტრირებული აქვს ყოფილ მეუღლესთან ფ-----–----------------------ნთან, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სამოქალაქო რეესტრში ბავშვის დაბადების მოწმობის შევსების დროს ბავშვის მამად მიეთითა ყოფილი მეუღლე - ფ-----–----------------------ნ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ბავშვის ნ-----–---------ის ბიოლოგიური მამა არის კ---------------–---–ი. როგორც მისი რეგისტრირებული ქორწინება, ისე ბავშის დაბადების მოწმობაში ბავშის მამად - ფ-----–----------------------ნის მითითება ატარებს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს და აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს ორივე დოკუმენტის მოწესრიგება. ფ-----–------------ ხშირად იმყოფება თავის ძმასთან და რძალთან, ახმეტის რაიონის სოფელ ა---––--–ი. მიუხედავად იმისა, რომ იგი აღიარებს ბავშვის მამად კ---------------–---–ს, დღემდე ვერ მოხერხდა სამოქალაქო რეესტრის საშუალებით როგორც განქორწინების რეგისტრაცია, ისე ბავშვის დაბადების მოწმობაში ცვლიელებების შეტანა. რაც შეეხება მის მეუღლეს კ---------------–---–ს, მასთან ერთად წლებია ცხოვრობს ზემოთ აღნიშნულ მისამართზე ერთ ოჯახად, ერთობლივად ზრდიან შვილს ნ-----–---------ეს.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე კ---------------–---–ი ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას ნ-----–---------ის (დაბადებული 2----–-–----------------) მამად აღიარებისა და დაბადების მოწმობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ;

 

მოპასუხე ფ-----–----------------------ნს შესაგებელი არ წარმოუდგენია და სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა. მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილების შეფასებით, ბავშვისგან მიღებული ინფორმაციით, მისი მამა არის კ---------------–---–ი (პ/ნ 0----------), რომელთან ერთადაც ცხოვრობს. არასრულწლოვანთან გასაუბრებისას მასთნ ერთად იმყოფებოდა დედა - ე----------ე და კ---------------–---–იც. ბავშვი თავისი ქცევით, დამოკიდებულებით ამჟღავნებდა დიდ სიყვარულს და მიჯაჭულობას კ---------------–---–ის მიმართ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ე----------ე 2001 წლის 30 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გერმანიის მოქალაქე ფ-----–----------------------ნთან, მეუღლეები რამოდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ხან გერმანიაში, ხან საქართველოში. 2007 წელს ერთანეთს დაშორდნენ ისე, რომ ქორწინებიდან შვილი არ ჰყოლიათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა №1---------- (ს.ფ. 18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2011 წლის მაისის თვიდან დღემდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე კ---------------–---–თან. 2----–-–---------------- არარეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ერთი შვილი - ნ-----–---------ე (პ/ნ 2----------). დაბადების მოწმობაში დაბადების ადგილად მითითებულია საქართველო, თელავი, დედის გრაფაში მითითებულია ე----------ე, ხოლო მამის გრაფაში ფ-----–----------------------ნ. ნ-----–---------ე დაიბადა ე----------ისა და კ---------------–---–ის ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობის დროს, მათი ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში. მოწმე რ------------–--–--ლის ჩვენებებიდან გამომდინარე, ე----------ე და კ---------------–---–ი დაახლოებით 8-9 წელი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მათ თანაცხოვრების დროს შეეძინათ შვილი ნ-----–---------ე.

 

მოპასუხე კ---------------–---–ის განმარტებით, იგი არის 2----–-–---------------- დაბადებულ ნ-----–---------ის ბიოლოგიური მამა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N1---------- (ს.ფ. 19);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).

- მოწმე რ------------–--–--ლის ჩვენება (2019 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი).

 

3.2.2. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ბავშვის მამად აღიარებული უნდა იქნას კ---------------–---–ი. ამასთან, ბიოლოგიური მამის აღიარების თაობაზე ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგო ან დამაბრკოლებელ გარემოება, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ გამოიკვეთა; თავად არასრულწლოვანი ბავშვის განმარტებიდან, მან იცის რომ მისი მამა არის კ---------------–---–ი, ურთიერთობაც ჰქონდათ მამა-შვილური.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).

- მესამე პირის განმარტება (2019 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი);

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების, მამობის დადგენის და დაბადების სააქტო ჩანაწერში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა:

- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-5 მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1123-ე, 1187-ე, 1190-ე, 1195-ე, 1199-1200-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლის თანახმად, განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში - სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ე----------ე და მოპასუხე ფ-----–----------------------ნ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2001 წლის 30 ნოემბრიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად: 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1” (პარიზი, 1952 წლის 20 მარტი) მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძოსამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ე----------ესა და მოპასუხე ფ-----–----------------------ნს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია 2007 წელს და 2011 წლის მაისის თვიდან დღემდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება კ---------------–---–თან, რაც სასამართლო სხომაზე დაადასტურეს კ---------------–---–მა და მოწმე რ------------–--–--ლმა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება შეუძლებელია. სარჩელი განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოსარჩელემ მოითხოვა არასრულწლოვანი ბავშვის, ნ-----–---------ის მამად კ---------------–---–ის აღიარება და შესაბამისი ცვლილების შეტანა ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში, კერძოდ ბავშვის მამის გრაფაში კ---------------–---–ის მითითება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის მიხედვით, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლებამოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის თანახმად, 1. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. 2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით ბავშვის მამობის დადგენისას მშობლებისა და მათი ნათესავების მიმართ ბავშვებს აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორიც ერთმანეთთან დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილ შვილებს.

 

სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, მამობის დადგენა არის პირის ბავშვის მამად აღიარების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომლის რეგისტრაციას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს უფლებამოსილი პირის განცხადების ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ე----------ე და კ---------------–--–ი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში, რასაც ადასტურებს მოწმე და თავად მოპასუხე კ---------------–---–ი. ნ-----–---------ე დაიბადა ე----------ისა და კ---------------–---–ის ფაქტობრივი თანაცხოვრების დროს, მათი ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში. მოწმე რ------------–--–--ლმა დაადასტურა, რომ ნ-----–---------ე იზრდება ე----------ესთან და კ---------------–---–თან. მოპასუხე კ---------------–---–ი ეთანხმება სარჩელის მოთხოვნას და ადასტურებს, რომ იგი წარმოადგენს 2----–-–---------------- დაბადებულ ნ-----–---------ის ბიოლოგიურ მამას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოპასუხე ფ-----–----------------------ნმა არ წარმოადგინა თავისი პოზიცია სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. იგი არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. აღნიშნული კონვენციის პრეამბულაში აღნიშნულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბავშვი სრულყოფილად უნდა იყოს მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. კონვენციის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეობისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-5 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებულ ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე. ამავე კონვენციის მე-7 მუხლის საფუძველზე, ბავშვს დაბადებიდანვე გააჩნია უფლება ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. კონცენციის მე-8 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა.

 

ბავშვის უფლებაა მის დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში მითითებული იყოს ბიოლოგიური მამის ვინაობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხე ეთანხმება მამობის დადგენის შესახებ მოთხოვნას და აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი ნ-----–---------ე არის კ---------------–---–ის ბიოლოგიური შვილი, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ბავშვის მამა აღიარებული იქნას კ---------------–---–ი. ამასთან, ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგო ან დამაბრკოლებელ გარემოება, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ გამოიკვეთა. თავად არასრულწლოვანი ბავშვის განმარტებიდან, მან იცის რომ მისი მამა არის კ---------------–---–ი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგენს ბავშვის ინტერესებს. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის მიხევდით, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციის გათვალისწინებით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების, მამობის დადგენისა და დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილებების შეტანის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და ბავშვის დაბადების მოწმობის სააქტო ჩანაწერში უნდა განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. მოპასუხე კ---------------–---–მა სასარჩელო მოთხოვნა ცნო საქმის მომზადების სტადიაზე, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით, მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველია. შესაბამისად, მოპასუხე ფ-----–----------------------ნს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით მამობის დადგენის მოთხოვნასთან მიმართებით და მოსარჩელის სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით განქორწინების მოთხოვნასთან მიმართებით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-49-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. შეწყდეს ე----------ესა (პ/ნ 0----------) და ფ-----–----------------------ნს (დაბ: 12.02.1---–) შორის, 2001 წლის 30 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების მოწმობა №1----------, სააქტო ჩანაწერი №2--.

 

3. არასრულწლოვანი ბავშვის, ნ-----–---------ის (დაბადებული 2----–-–----------------, პირადი N2----------) მამად აღიარებულ იქნეს კ---------------–---–ი (პირადი N0----------) და შესაბამისი ცვლილები იქნეს შეტანილი ბავშვის ნ-----–---------ის (პირადი N2----------) დაბადების სააქტო ჩანაწერში.

 

4. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო ატების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;

 

5. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;

 

6. მოპასუხე ფ-----–----------------------ნს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა და მოსარჩელის სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

7. მოპასუხე კ---------------–---–ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

8. მოსარჩელე ე----------ეს დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე 2018 წლის 28 თბერვალს, სს „ლ-------------–-“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი (ანგარიშის N300863150).

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ნინო ჩახნაშვილი