გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2020
საქმის ნომერი
281210920003446728
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
31.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N281210920003446728 (2/13-20)

ბრძანება

საქართველოს სახელით

ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის

საგნის დაბრუნების შესახებ

31.01.2020 წ. ქ. ზუგდიდი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი მოსამართლე ირაკლი აბშილავა

განმცხადებელი შპს ,,ს----------–-------–----------------ია

წარმომადგენელი ლე--–-------–----–-ძე

მოპასუხე ვა–-----–-----ა

მოთხოვნა - ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

შპს ,,ს----------–-------–----------------ია" ითხოვს მოპასუხე ვა–-----–-----ას მიმართ ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღებას.

განმცხადებელი მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

17.10. 2019 წ შპს ,,ს----------–-------–----------------იას და ვა–-----–-----ას შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით №GL-------------07

 

ლიზინგის საგანია ავტოსატრანსპორტო საშუალება-კატეგორია: T----------s, სერიული ნომერი JT--------------0 გამოშვების წელი 2009, რეგისტრაციის ნომერი M-------

 

სალიზინგო პროექტის ჯამური ღირებულება განისაზღვრა 15-----9 ლარით

 

ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 60 თვით. ლიზინგის თანხა უნდა დაფარულიყო ყოველთვიური 398.09 ლარის გადახდით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

ვა–-----–-----ას მიერ არ სრულდება ლიზინგის ხელშეკრულებების პირობები, არ დაუფარავს ლიზინგით გათვალისწინებული თანხა. დაირღვა მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკი.

 

ლიზინგის მიმღებს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინებები დავალიანების შესახებ და განესაზღვრა დამატებითი ვადა მის შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.

 

განმცხადებელს გაღებული აქვს საპროცესო ხარჯები კერძოდ, გადახდილია სახ. ბაჟი 60 ლარი.

 

შპს ,,ს----------–-------–----------------ია" ითხოვს სასამართლომ გამოსცეს ბრძანება ვა–-----–-----ას (პ/ნ 48001026625) მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების- T----------s, სერიული ნომერი JT--------------0 გამოშვების წელი 2009, რეგისტრაციის ნომერი MM------U დაბრუნების შესახებ

 

განსახილველ განცხადებას მოთხოვნის უფლების არსებობისა და მისი დასაბუთებულების დასადასტურებლად თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები: ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, ლიზინგის დაფარვის გრაფიკი, ლიზინგის საგნის ნასყიდობის ხელშეკრულება, სარეგისტრაციო მოწმობა, პასპორტის ასლი, ამონაწერი რეესტრიდან, შ--------------–-------–-----------------ის "მიერ გაცემული მინდობილობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-3097-ე მუხლების საფუძველზე, განიხილა შ--------------–-------–-----------------ის" განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით, ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. ამავე კოდექსის 5806-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მოთხოვნებს, სახეზეა წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არსებობს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 3091-3097-ე მუხლებით

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1.შპს ,,ს----------–-------–----------------იის" განცხადება დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს ,,ს----------–-------–----------------იას(ს/ნ 204972155) დაუბრუნდეს ლიზინგის საგანი - ავტოსატრანსპორტო საშუალება - T----------s, სერიული ნომერი JT--------------0 გამოშვების წელი 2009, რეგისტრაციის ნომერი MM------U

 

3. ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.

 

4. ვა–-----–-----ას შ--------------–-------–-----------------ის ’’ სასარგებლოდ დაეკისროს 60 ლარის გადახდა.

 

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მისი ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის (დაბა ჩხოროწყუ გობეჩიას N1) მეშვეობით.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა