გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.01.2019
საქმის ნომერი
140210117001666482
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1-17 (140210117001666482)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 იანვარი, 2019 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი

სხდომის მდივანი ნანა ხინჩიკაშვილი

მოსარჩელე - სს „კ--------------“

წარმომადგენელი - გ------------–--–-

მოპასუხეები - ზ------------–-–---–-, ზ------------–---–-, ლ--–--------–---–-, მ----------–---–-, ი------------–---–-

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეებს ზ------------–-–---–ს, ზ------------–---–ს, ლ--–--------–---–ს, მ----------–---–სა და ი------------–---–ს, სს ,,კ-------------ს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 47 789.48 (ორმოცდაშვიდი ათას შვიდას ოთხმოცდაცხრა ლარისა და ორმოცდარვა თეთრის) ლარის გადახდა.

 

1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქ. კ---–-, კოსტავას ქუჩა №81-ში, მე-2 სართული, ბინა №31, ს/კ 6--0--05.10--0--0--, მესაკუთრე ზ------------–-–---–-. იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში აღსრულება მოხდეს მოპასუხეების ზ------------–-–---–-ს, ზ------------–---–-ს, ლ--–--------–---–-ს, მ----------–---–-სა და ი------------–---–-ს საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2014 წლის 12 სექტემბერს შპს „მ-----------------------------–-----------სა“ და მოპასუხე ზ------------–-–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ზ------------–-–---–ს სახელზე 240 თვის ვადით სესხის ხაზი 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში გაიხსნა. 2014 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების და ამ ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად 2014 წლის 12 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება (N----------------, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ზ------------–-–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე, ქ. კ---–-, კოსტავას ქ. N81-ში, ბინა N31, საკადასტრო კოდი 6--0--05.10--0--0--. იპოთეკის ხელშეკრულების 5.11. პუნქტის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციის/კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ჩაითვლებოდა დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ დაფარავდა იპოთეკის მოთხოვნას.

 

მოსარჩელე წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ზ------------–-–---–თან 2014 წლის 12 სექტემბერს გაფორმებული სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულების ფარგლებში, 2015 წლის 30 ივლისს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელს 60 თვით სესხის სახით 31 000 ლარი გადაეცა. საპროცენტო სარგებელი კი 1,58 % განისაზღვრა. აღნიშნული სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1 პუნქტის თანახმად, მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში გამსესხებლის მიერ რეკომენტირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იქნებოდა გამსესხებელი. 6.2 პუნქტით კი, მსესხებელმა აიღო ვალდებულება დროულად და სრულად განეხორციელებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიჩნეული იქნებოდა სესხის ხელსეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცებით, სესხის ხელშეკრულების 3.15 მუხლის საფუძველზე, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხებოდა სესხის გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირითადი თანხის 0.27 % ყოველვადაგადაცილებულ დღეზე (ამ პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდებოდა ვადაგადაცილებულიდან მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში, ამასთან ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეს დაერიცხებოდა ჯარიმა 5 %, მაგრამ არანაკლებ ორი ლარისა). სესხის ხელშეკრულების 10.3 მუხლის მიხედვით „მსესხებელს“ უნდა გადაეხადა საკომისიო, კერძოდ, სესხის მიღებისას დაექვითებოდა მთლიანი სესხის 2.5 %, ხოლო ყოველ მეთორმეტე თვეს კი გადაიხდიდა ამ მომენტისათვის გადასახდელი დარჩენილი თანხის 0.5 %-ს.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი უთითებს, რომ 2015 წლის 29 ივლისს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა ზ------------–---–მა, ი------------–---–მა, ლ--–--------–---–მა და მ----------–---–მა იკისრეს ვალდებულება, კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაეფარათ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირათადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადი მოვალე გადააცილებდა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნებოდა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარა იქნებოდა, თავდები ვალდებული იყო თვითონ დაეფარა ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში. თავდებობის ხელშეკრულების 2.1 მუხლით მხარეებმა ზუსტად განსაზღვრეს პასუხუსმგებლობის ზვრული ოდენობა, რაც ჯამში შეადგენდა მაქსიმუმ 62525 ლარს, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2016 წლის ნოემბრიდან მოპასუხემ შეწყვიტა დავალიანების გადახდა. მსესხებელი და თავდებები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულები როგორც ზეპირი, ასევე სატელეფონო შეტყობინებებით და გაფრთხილების წერილების ჩაბარებით. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხეების მხრიდან ვალდებულება არ შესრულდა. მოპასუხეთა სოლიდარული დავალიანება დღევანდელი მდგომარეობით შეადგენს 47 789.48 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 27 408.48 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი 18 851.19 ლარი, დაზღვევის თანხა 1 162.35 ლარი, საკომისიო 269.13 ლარი, ხოლო ჯარიმა 98.33 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ზ------------–-–---–მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო და შესაგებელში მიუთითა 2016 წლის 26 ოქტომბერს ინსულტი გადაიტანა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც ვეღარ შეძლო იმავე რეჟიმში მუშაობა და აღებულ სესხზე ყოველთვიურად მხოლოდ 500 ლარის გადახდის შესაძლებლობა ჰქონდა. მოპასუხის განმარტებით, მანამდე რაიმე დარღვევები არ ჰქონია. აღნიშნულის შესახებ წერილობით მიმართა კრედოს გენერალურ დირექტორს ზ---–------–---–---ს და პირადადაც შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ თანხა იქმდე არ შეეტანა ვიდრე მის განცხადებაზე პასუხი არ იქნებოდა.

 

მოპასუხე უთითებს, რომ ფულადი ვალდებულების შესრულებაზე უარი არასდროს უთქვამს და მის შესრულებაზე დღესაც მზაობას გამოთქვამს. თანახმაა, რომ გადასახდელად დაეკისროს სესხის ძირითა თანხა 27 408,48 ლარი, რომლის ანაზღაურებაც ყოველთვიურად 500 ლარის გადახდის გზით განხორციელდება, მაგრამ არ ეთანხმება მისი ქონების აუქციონზე რეალიზაციას, ვინაიდან სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია და მისი ოჯახი ვერსად წავა.

 

2.2. მოპასუხეებმა ზ------------–---–მა, ლ--–--------–---–მა, მ----------–---–მა და ი------------–---–მა შესაგებელი არ წარმოადგინეს და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადნენ.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2014 წლის 12 სექტემბერს ზ------------–-–---–სა და შპს „მ-----------------------------–-----------ს“ შორის დაიდო სესხით ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულება. წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მაქსიმალური თანხის ოდენობა 50000 ლარით განისაზღვრა, რის გაცემაც ხელშეკრულების 3.3 მუხლით მითითებულ ვადაში და 3.4. მუხლში ჩამოყალიბებული წესების დაცვით რამდენიმე ეტაპად შეიძლება განხორციელებულიყო. სარგებლის მინიმალურმა საპროცენტო სარგებელი თვეში 0 % შეადგინა, ხოლო სესხის ხაზი 240 თვის ვადით, 2034 წლის 12 სექტემბრამდე გაიხსნა. სესხის ხაზის ფარგლებში თითოეული სესხის (სასესხო პროდუქტის) გაცემის შემთხვევაში „გამსესხებელსა“ და „მსესხებელს“ შორის გაფორმდებოდა ცალკე სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კონკრეტული სესხის პირობები განისაზღვრებოდა. მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებითა და მის ფარგლებში გაცემული ნებისმიერი სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნა ზ------------–-–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რომლის საკადასტრო კოდია 6--0--05.10--0--0--. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული დოკუმენტები (იპოთეკა, გირავნობა, თავდებობა, საბანკო გარანტია, სესხის და სხვა ხელშეკრულებები) წარმოადგენდნენ ამ ხელშეკრულების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს.

 

გამსესხებელს უფლება ჰქონდა მოეთხოვა წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული ნებისმიერი ან ერთდროულად ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიო გადასახდელის, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელთან ერთად) ვადამდე დაფარვა. აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზარალის/ზიანის ანაზღაურება ან მიზანშეუწონლად მიეჩნია ახალი სესხის (სასესხო პროდუქტის) გაცემა, ხოლო „მსესხებელი“ ვალდებული იყო ვადამდე დაეფარა სესხის დარჩენილი თანხა. დარიცხული პროცენტები, სადაზღვევო პრემიის გადასახდელები სრულად და პირგასამტეხლო, აგრეთვე ორგანიზაციისათვის მიყენებული ზარალი/ზიანი ხელშეკრულების 8.2.-8.10 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში აენაზღაურებინა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურებაზე.

 

3.1.2. 2014 წლის 12 სექტემბერს შპს „მ-----------------------------–-----------სა“ და ზ------------–-–---–ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, ამავე დღეს დადებული სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე და უზრუნველსაყოფად. გაცემული სესხის გადახდა ზ------------–-–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (საკადასტრო კოდი 6--0--05.10--0--0--) უზრუნველყოფილი იქნა. იპოთეკარს მიეცა უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით მისი მოთხოვნა პირველ რიგში დაეკმაყოფილებინა. იპოთეკის საგნით ზემოხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ნებისმიერი თანხების გახადა მოხდებოდა. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციის/კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ჩაითვლებოდა დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ დაფარავდა იპოთეკის საგნის მოთხოვნას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.3. 2015 წლის 30 ივლისს ზ------------–-–---–სა და შპს „მ-----------------------------–-----------ს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. გამსესხებელმა ზ------------–-–---–ს სესხის სახით 31 000 ლარი გადასცა. სესხის ხელშეკრულება სესხის ხაზის მომსახურების ხელშეკრულებაში განსაზღვრული თანხის ფარგლებში და მის საფუძველზე გაფორმდა. სესხის მოქმედების ვადამ 60 თვე შეადგინა და იგი 2020 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით გაფორმდა. სესხი უნდა გაცემულიყო ორ ნაწილად, სესხის გადახდის გრაფიკი კი სესხის მთლიან მოცულობაზე შედგებოდა. მსესხებლის მიერ გადახდილი თანხით პირველ რიგში უნდა დაფარულიყო პირველ გადაუხდელ გადასახდელზე ჯარიმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მომსახურების საკომისიო(ები) (ასეთის არსებობისას), შემდეგ პირველი გადასახდელი სარგებელი და ბოლოს პირველი გადასახდელი ძირი, ხოლო შემდეგ მსგავსი გადასახდელები იგივე თანმიმდევრობით ასეთის არსებობისას. „მსესხებლის“ მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა შემდეგ წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5 %, ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5 % იქნებოდა 2 ლარზე ნაკლები, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0,27 %-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა ყოველ ვადაგადაცილებაზე მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში განხორციელდებოდა).

 

„გამსესხებლის“ და “მსესხებლის“ რისკების შემცირების მიზნით მსესხებელი ვალდებული იყო წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში დაეზღვია, იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე გამსესხებელი იქნებოდა. მსესხებელი ვალდებული იყო დროულად და სრულად განეხორციელებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიჩნეული იქნებოდა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობად.

 

მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, „გამსესხებელს“ უფლება ჰქონდა, დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოეთხოვა მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, გადაუხდელობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმების და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის) ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

 

„გამსესხებლის“ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, „მსესხებელი“ ვალდებული იყო დაუყოვნებლივ გადაეხადა გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, ხელშეკრულებას თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები და ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისათვის დარიცხული ჯარიმა.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნა არ ჩაითვლებოდა დაკმაყოფილებულად, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ დაფარავდა მოთხოვნის ოდენობას ან თუ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნებოდა იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება №20150730ZGOZA.

 

3.1.4. 2015 წლის 29 ივლისს ზ------------–---–სა და შპს „მ-----------------------------–-----------ს“ შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება. ზ------------–---–მა აიღო ვალდებულება თავდებად დადგომოდა და სოლიდარულად ეგო პასუხი „გამსესხებლის“ წინაშე ძირითადი მოვალის ზ------------–-–---–-ს მიერ სამომავლოდ ნაკისრ ვალდებულებაზე, კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ „გამსესხებელსა“ და „მსესხებელს“ შორის, სამომავლოდ ამ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის ვადაში, მოხდებოდა სესხის ხელშეკრულების გაფორმება მაქსიმალურ თანხაზე 31 000 ლარი, მასზე დარიცხულ პროცენტზე მაქსიმუმ 29 564 ლარზე, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელებზე 1550 ლარზე, მომსახურების ყოველწლიურ გადასახადებზე 411 ლარზე, რაც მთლიანობაში შეიძლება ყოფილიყო 62 525 ლარი. იმ შემთხვევაში თუ, „მსესხებელი“ არ შეასრულებდა სამომავლოდ ნაკისრ ვალდებულებას, „თავდები“ პასუხისმგებელი იქნება, როგორც ზემოთმოცემული ძირითადი თანხის, ასევე ზემოთ დარიცხული პროცენტის და შესაძლო ჯარიმებისა და სადაზღვევო პრემიის და პირგასამტეხლოზე (რაც გათვალისწინებული იქნება სამომავლო სესხის ხელშეკრულებით) სრულად ანაზღაურებაზე. „თავდები“ ვალდებული იყო სოლიდარულად ეგო პასუხი „გამსესხებლის“ წინაშე და დაეფარა „მსესხებლის“ სამომავლო დავალიანება მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას „მსესხებლის“ მიმართ. თუ „მსესხებელი“ გადააცილებდა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნოდა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუნაარობა აშკარა იყო, „თავდების“ ვალდებულებას წარმოადგენდა თვითონ გადაეხადა „მსესხებლის“ გადასახდელი თანხა „გამსესხებლის“ მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებობის ხელშეკრულება.

 

3.1.5. 2015 წლის 29 ივლისს ლ--–--------–---–სა და შპს „მ-----------------------------–-----------ს“ შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება. ლ--–--------–---–მა აიღო ვალდებულება თავდებად დადგომოდა და სოლიდარულად ეგო პასუხი „გამსესხებლის“ წინაშე ძირითადი მოვალის ზ------------–-–---–-ს მიერ სამომავლოდ ნაკისრ ვალდებულებაზე, კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ „გამსესხებელსა“ და „მსესხებელს“ შორის, სამომავლოდ ამ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის ვადაში, მოხდებოდა სესხის ხელშეკრულების გაფორმება მაქსიმალურ თანხაზე 31 000 ლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე მაქსიმუმ 29 564 ლარზე, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელებზე 1550 ლარზე, მომსახურების ყოველწლიურ გადასახადებზე 411 ლარზე, რაც მთლიანობაში შეიძლება ყოფილიყო 62 525 ლარი. იმ შემთხვევაში თუ, „მსესხებელი“ არ შეასრულებდა სამომავლოდ ნაკისრ ვალდებულებას, „თავდები“ პასუხისმგებელი იქნება, როგორც ზემოთმოცემული ძირითადი თანხის, ასევე ზემოთ დარიცხული პროცენტის და შესაძლო ჯარიმებისა და სადაზღვევო პრემიის და პირგასამტეხლოს (რაც გათვალისწინებული იქნება სამომავლო სესხის ხელშეკრულებით) სრულად ანაზღაურებაზე. „თავდები“ ვალდებული იყო სოლიდარულად ეგო პასუხი „გამსესხებლის“ წინაშე და დაეფარა „მსესხებლის“ სამომავლო დავალიანება მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას „მსესხებლის“ მიმართ. თუ „მსესხებელი“ გადააცილებდა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნოდა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუნაარობა აშკარა იყო, „თავდების“ ვალდებულებას წარმოადგენდა თვითონ გადაეხადა „მსესხებლის“ გადასახდელი თანხა „გამსესხებლის“ მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებობის ხელშეკრულება.

 

3.1.6. 2015 წლის 29 ივლისს მ----------–---–სა და შპს „მ-----------------------------–-----------ს“ შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება. მ----------–---–მა აიღო ვალდებულება თავდებად დადგომოდა და სოლიდარულად ეგო პასუხი „გამსესხებლის“ წინაშე ძირითადი მოვალის ზ------------–-–---–-ს მიერ სამომავლოდ ნაკისრ ვალდებულებაზე, კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ „გამსესხებელსა“ და „მსესხებელს“ შორის, სამომავლოდ ამ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის ვადაში, მოხდებოდა სესხის ხელშეკრულების გაფორმება მაქსიმალურ თანხაზე 31 000 ლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე მაქსიმუმ 29 564 ლარზე, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელებზე 1550 ლარზე, მომსახურების ყოველწლიურ გადასახადებზე 411 ლარზე, რაც მთლიანობაში შეიძლება ყოფილიყო 62 525 ლარი. იმ შემთხვევაში თუ, „მსესხებელი“ არ შეასრულებდა სამომავლოდ ნაკისრ ვალდებულებას, „თავდები“ პასუხისმგებელი იქნება, როგორც ზემოთმოცემული ძირითადი თანხის, ასევე ზემოთ დარიცხული პროცენტის და შესაძლო ჯარიმებისა და სადაზღვევო პრემიის და პირგასამტეხლოს (რაც გათვალისწინებული იქნება სამომავლო სესხის ხელშეკრულებით) სრულად ანაზღაურებაზე. „თავდები“ ვალდებული იყო სოლიდარულად ეგო პასუხი „გამსესხებლის“ წინაშე და დაეფარა „მსესხებლის“ სამომავლო დავალიანება მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას „მსესხებლის“ მიმართ. თუ „მსესხებელი“ გადააცილებდა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნოდა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუნაარობა აშკარა იყო, „თავდების“ ვალდებულებას წარმოადგენდა თვითონ გადაეხადა „მსესხებლის“ გადასახდელი თანხა „გამსესხებლის“ მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

თავდებობის ხელშეკრულება.

 

3.1.7. 2015 წლის 29 ივლისს ი------------–---–სა და შპს „მ-----------------------------–-----------ს“ შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება. ი------------–---–მა აიღო ვალდებულება თავდებად დადგომოდა და სოლიდარულად ეგო პასუხი „გამსესხებლის“ წინაშე ძირითადი მოვალის ზ------------–-–---–-ს მიერ სამომავლოდ ნაკისრ ვალდებულებაზე, კერძოდ იმ შემთხვევაში თუ „გამსესხებელსა“ და „მსესხებელს“ შორის, სამომავლოდ ამ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის ვადაში, მოხდებოდა სესხის ხელშეკრულების გაფორმება მაქსიმალურ თანხაზე 31 000 ლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე მაქსიმუმ 29 564 ლარზე, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელებზე 1550 ლარზე. მომსახურების ყოველწლიურ გადასახადებზე 411 ლარზე, რამაც მთლიანობაში შეიძლება ყოფილიყო 62 525 ლარი. იმ შემთხვევაში თუ, „მსესხებელი“ არ შეასრულებდა სამომავლოდ ნაკისრ ვალდებულებას, „თავდები“ პასუხისმგებელი იქნებოდა, როგორც ზემოთმოცემული ძირითადი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის და შესაძლო ჯარიმებისა და სადაზღვევო პრემიის და პირგასამტეხლოს (რაც გათვალისწინებული იქნება სამომავლო სესხის ხელშეკრულებით) სრულად ანაზღაურებაზე. „თავდები“ ვალდებული იყო სოლიდარულად ეგო პასუხი „გამსესხებლის“ წინაშე და დაეფარა „მსესხებლის“ სამომავლო დავალიანება მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნებოდა იძულებითი აღსრულების მცდელობას „მსესხებლის“ მიმართ. თუ „მსესხებელი“ გადააცილებდა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუნაარობა აშკარა იყო „თავდები“ ვალდებული იყო თვითონ გადაეხადა „მსესხებლის“ გადასახდელი თანხა „გამსესხებლის“ მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებობის ხელშეკრულება.

 

3.1.8. საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად ნაწილ-ნაწილ სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, რაც მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული სრულად და ჯეროვნად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი თანდართული მასალებით;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.9. დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად, ზ------------–-–---–-ს დავალიანება 2015 წლის 30 ივლისს გაფომებული (--------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2016 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 47 789 ლარსა და 48 თეთრს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2016 წლის 29 დეკემბერს სს „მ-----------------------------–-----------ს“ ბუღალტერის მიერ გაცემული ცნობა.

 

3.1.10. ზ------------–-–---–-, ზ------------–---–-, ლ--–--------–---–-, მ----------–---–- და ი------------–---–- გაფრთხილებულები იქნენ მიმდინარე დავალიანების დაფარვისა და მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გაფრთხილების წერილები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სს „კ-------------ს“ სარჩელი საფუძვლიანია უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 289-ე, 301-ე, 623-ე, 625-ე, მე-400, 361-ე, 316-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე, 417-ე, 418-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 12 სექტემბერსა და 2015 წლის 30 ივლისს მოსარჩელესა და ზ------------–-–---–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებისა და მათ უზრუნველსაყოფად სს „მ-----------------------------–-----------სა“ და მოპასუხეებს ზ------------–---–ს, ლ--–--------–---–ს, მ----------–---–სა და ი------------–---–ს შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელებიც ხელშემკვრელ მხარეებს ანიჭებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებსა და აკისრებს კონკრეტულ ვალდებულებებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სს ,,კრედო ბანკსა” და მოპასუხე ზ------------–-–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2015 წლის 30 ივლისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ გასცა და მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 31 000 ლარი, 60 თვის ვადით, 1,58% თვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

დადგენილია, რომ ზ------------–-–---–-ს მიერ დაირღვა 2015 წლის 30 ივლისს დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გრაფიკის შესაბამისად დაფარვის ვალდებულება, 2016 წლის ნოემბრიდან მან შეწყვიტა კრედიტორის სასარგებლოდ ყოველთვიური თანხის გადახდა და მიუხედავად გაფრთხილებისა, მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანება არ დაუფარას.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანხმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას.

 

აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს, საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, ვინაიდან როგორც მოცემული საქმის მასალებით დგინდება მოპასუხეზე გაიცა სარგებლიანი სესხი და მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სწორედ სარგებლის მიღება. შესაბამისად, სახეზეა მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი, რაც ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.

 

შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოთ მითითებული სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „კ-------------“ უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისაგან 2015 წლის 30 ივლისს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის, სიცოცხლის დაზღვევის თანხის, საკომისიოს და მიუღებელი შემოსავლის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 27 408.48 ლარი, პროცენტი და მიუღებელი შემოსავალი 18 851.19 ლარი, დაზღვევის თანხა 1 162.35 ლარი და საკომისიო 269.13 ლარი.

 

6.3. მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ასევე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების 3.15 პუნქტებით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლოს კონკრეტული ოდენობა და მისი გადახდის ვალდებულება, მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

ვინაიდან, სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა მოპასუხის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისაგან მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდა. შესაბამისად, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის 98.33 ლარის დაკისრება კანონიერია და იგი არც შეუსაბამოდ მაღალია.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

უდავო გარემოებაა, რომ სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 29 ივლისს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრედოსა“ და მოპასუხეებს ზ------------–---–ს, ლ--–--------–---–ს, მ----------–---–სა და ი------------–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც თავდებებმა ინდივიდუალურად იკისრეს ვალდებულება სოლიდარულად დაეფარათ ძირითადი მოვალის (ზ------------–-–---–-ს) დავალიანება მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნებოდა იძულებითი აღსრულების მცდელობას მსესხებლის მიმართ.

 

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრედოსა“ და მოპასუხეებს შორის იდენტური პირობებით დადებული თავდებობის ხელშეკრულებების 2.1 პუნქტებით განსაზღვრულ იქნა, რომ თავდები პასუხს აგებს "გამსესხებლის" წინაშე ძირითადი მოვალეის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე, სესხის ძირითად თანხაზე - 31 000 ლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე - 29 564 ლარზე, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელებზე - 1 550 ლარზე და მომსახურების ყოველწლიურ გადასახადებზე 411 ლარზე, რაც მთლიანობაში შეადგენს 62 525 ლარზე, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.

 

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „კ-------------ს” მოთხოვნა თავდებების მიმართ, როგორც სოლიდარული მოვალეებისათვის თანხის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობად უნდა განისაზღვროს 62 525 ლარით.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით. ამავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე ზ------------–-–---–ს შორის 2014 წლის 12 სექტემბერს დადებული სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულების საფუძველზე და უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მისსავე საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი N6--0--05.10--0--0--. იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. შესაბამისად, მოპასუხეთა მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ნებაყოფლობით გადაუხდელობის გამო, მოსარჩელეს, სხვა კრედიტორებთან შედარებით, აქვს უპირატესი უფლება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა (თანხის გადახდა) იპოთეკით დატვირთული კონკრეტული ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით. ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება დავალიანების დასაფარად, კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გადახდევინების მიქცევა, უნდა მოხდეს მოვალის და თავდებების ნებისმიერი ქონებაზე (2017 წლის 13 იანვრის სესხის ხელშეკრულების 10.1 პუნქტისა და იპოთეკის ხელშეკრულების 5.11 პუნქტის საფუძველზე).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პიველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოპასუხეებს ზ------------–-–---–ს, ზ------------–---–ს, ლ--–--------–---–ს, მ----------–---–სა და ი------------–---–ს სს „კ-------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ გაღებული სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯის, სულ 1 627 (ათას ექვსას ოცდაშვილი) ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ”კ-------------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხეებს ზ------------–-–---–ს, ზ------------–---–ს, ლ--–--------–---–ს, მ----------–---–სა და ი------------–---–ს სს „კ-------------ს“ სასარგებლოდ სოლუდარულად დაეკისროთ 47 789.48 (ორმოცდაშვიდი ათას შვიდას ოთხმოცდაცხრა ლარისა და ორმოცდარვა თეთრის) ლარის გადახდა;

 

3. მოპასუხეებს ზ------------–-–---–ს, ზ------------–---–ს, ლ--–--------–---–ს, მ----------–---–სა და ი------------–---–ს სს „კ-------------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯის, სულ 1627 (ათას ექვსას ოცდაშვიდი) ლარის გადახდა;

 

4. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქ. კ---–-, კოსტავას ქუჩა №81-ში, მე-2 სართული, ბინა №31, ს/კ 6--0--05.10--0--0--, მესაკუთრე ზ------------–-–---–- (-----------------------

 

5. იპოთეკის საგნების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში აღსრულება მოხდეს მოპასუხეების ზ------------–-–---–ს, ზ------------–---–ს, ლ--–--------–---–ს, მ----------–---–სა და ი------------–---–ს საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი