გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.02.2020
საქმის ნომერი
330210119003105941
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/1-590-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი

მოსარჩელე: მა---- გა------–---ი, პ/ნ 2----------

მოპასუხე: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „4--“-ი, თავმჯდომარე და წარმომადგენელი მ--- ლო-–----ე

მოპასუხე: თე--------- არ----–---–ი

წარმომადგენელი: ზაზა ჯაფარიძე

დავის საგანი: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათიად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

ბათლად იქნეს ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „4--“-ის 201- წლის 25 იანვრის კრების ოქმი N3, რომლის საფუძველზეც, საჯარო რეესტრში N0---------------------- საკადასტრო კოდით თე--------- არ----–---–ის საკუთრებად დარეგისტრირდა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული 13.8 კვ.მ. ფართი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გლ-----ს მა---ი, მ--- მ/რ, კორპუაი 1-.

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ სადავო ფართი წარმოადგენს მოსარჩელის სარგებლობაში არსებულ, მხარეთა საცხოვრებელ სართულზე მდებარე ე. წ. „საშრობს“, რომელშიც მოსარჩელის ბინის ბუნებრივი აირით მომარაგებისთვის საჭირო მოწყობილობაა განთავსებული. სადავო კრების ოქმით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული სადავო ფართი საკუთრების უფლებით თავის სახელზე დაარეგისტრირა მოპასუხემ ისე, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრება არ ჩატარებულა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის არცერთი წევრი, მათ შორის არც მოსარჩელე, სადავო კრების ოქმისა და ამ ოქმით მიღებული სადავო გადაწყვეტილების შესახებ ინორმირებული არ ყოფილა. მოსარჩელემ განმარტა, რომ მან სადავო კრების ოქმის არსებობის შესახებ თე--------- არ----–---–ისგან შეიტყო 2019 წლის აპრილის თვეში, როდესაც მოპასუხემ მოსარჩელეს უთხრა, რომ სადავო ფართი მოპასუხეს საკუთრების უფლებით ეკუთვნის და ის ამ ფართში საძინებელი ოთახის მოწყობას აპირებს.

 

2. მოპასუხიეთა პოზიციები

2.1. თე--------- არ----–---–მა სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო. მოპასუხემ განმარტა, რომ 2010 წლიდან, სადავო ფართი მის ინდივიდუალურ სარგებლობაში იყო და სასამართლოში განსახილველი სარჩელის შეტანამდე, მოსარჩელეს არასოდეს არავითარი პრეტენზია არ ჰქონია. მოპასუხე მხარემ მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოსარჩელეს არა აქვს ნამდვილი იურიდიული ინტერესი სარჩელის მიმართ.

 

2.2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას ჩაჰბარდა სარჩელი და ის მოწვეული იყო საქმის განხილვაზე სამოქალქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების დაცვით, თუმცა, მოპასუხეს არც შესაგებელი წარმოუდგენია და არც საქმის განხილვაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „4--“-ის 201- წის 25 იანვრის N3 კრების ოქმის თანახმად, ამხანაგობის კრებამ, რომელსაც ამხანაგობის წევრთა 100 პროცენტი ესწრებოდა, ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მასზედ, რომ ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული სადავო 13.8 კვ.მ. ფართი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გლ-----ს მა---ი, მ--- მ/რ, მე-1- კორპუსი, ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცეს თე--------- არ----–---–ს და მან საკუთრების უფლება დაარეგისტრირეოს საჯარო რეესტრში (ს. ფ. 20, მხარეთა ახსნა-განმარტებები).

 

3.1.2. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ სადავო 13.8 კვ.მ. ფართი 201- წლის 26 იანვრიდან რეგისტრირებულია თე--------- არ----–---–ის საკუთრებად საკადასტრო კოდით N0----------------------. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „4--“-ის სადავო კრების ოქმი N3 (ს. ფ. 21, მხარეთა ახსნა-განმარტებები).

 

3.1.3. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან ფაქტობრივ გარემოებებს, რომ სადავო კრების ოქმის შედგენის დროს, მა---- გა------–---ი და თე--------- არ----–---–ი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „4--“-ის წევრები იყვნენ და მხარეები ამჟამადაც ამხანაგობის წევრები არიან (ს. ფ. 23-62, მხარეთა ახსნა-განმარტებები).

 

3.1.4. მა---- გა------–---ისა და თე--------- არ----–---–ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მხარეთა საცხოვრებელ სართულზე, სადაც სადავო ფართი მდებარეობს, არის 3 ბინა და თითო ბინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თითო წევრის საკუთრებად არის რეგისტრირებული.

 

3.1.5. მაგრა გა------–---ის ახსნა-განმარტებით დადგენილია და მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო ფართი წარმოადგენს ე. წ. „საშრობს“ და მასში განთავსებულია მა---- გა------–---ის კუთვნილი ბინის ბუნებრივი აირით მომარაგებისთვის საჭირო მოწყობილობა, რომელიც მა---- გა------–---ის სარგებლობაშია.

 

3.1.6. შესაბამისი ხელწერილებით დადგენილია და მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღებას არ ესწრებოდა ამხანაგობის 28 წევრი, რომლებშიც არ შედის მოსარჩელე მა---- გა------–---ი (ს. ფ. 63-90).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

მა---- გა------–---ისა და თე--------- არ----–---–ის მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსი, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი

 

6. სამართლებრივი შეფასება

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი არის ბინის მესაკუთრე მრავალბინიან სახლში. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წარმოიშობა მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე. ამავე კანონის მე-20 მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს უფლება აქვს, მონაწილეობდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობაში პირადად ან თავისი წარმომადგელის მეშვეობით და მიიღოს ინფორმაცია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მდგომარეობისა და გაწეული ხარჯების შესახებ.

 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ” ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება არის მიწის ნაკვეთი, ამავე ნაკვეთზე განთავსებული მრავალბინიანი სახლი, მასთან დაკავშირებული მომსახურე საინჟინრო ქსელების, მოწყობილობა-დანადგარების, შენობა-ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ობიექტების ერთობლიობა, რომელიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში. ამავე კანონის მ--- მუხლის პირველი პუნქტისა და მე-4 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს. ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს ასევე მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ა.შ. რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში.

 

ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებითა და 28-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებას იწვევს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, კრების მოწვევის შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს უნდა ეცნობოს წერილობით, კრების დღის წესრიგთან ერთად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების გადაწყვეტილება არის მრავალმხრივი გარიგება, რომელიც მიმართულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციასა და განვითარებასთან დაკავშირებული ურთიერთობების წარმოშობის, შეწყვეტის ან შეცვლისკენ. ამდენად, ამ გარეიგების ნამდვილობის საკითხის გადასაწყვეტად გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გარიგბის (ნების გამოვლენის) ბათილობისათვის დადგენილი ნორმები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, შედავებული არ არის მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე არ იყო მიწვეული სადავო კრებაზე წერილობით, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემომითითებული 27-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებისა და 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის დაცვით, და, მიუხედავად სადავო კრების ოქმში ასახული ინფორმაციისა გადაწყვეტილების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 100%-ის მიერ ერთხმად მიღების შესახებ, მოსარჩელეს სადავო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია. ამასთან, სადავო კრების ოქმით განიკარგა ფართი, რომელიც მოსარჩელის სარგებლობაში იყო (იხ. პ. 3.1.5.). შესაბამისად, სადავო კრების ოქმის საფუძველზე სადავო ფართის თე--------- არ----–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციით კონკრეტული სამართლლებრივი შედეგი დადგა მოსარჩელისთვის, რაც მის ნებას ეწინააღმდეგება - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებასა და უშუალოდ მოსარჩელის სარგებლობაში არსებული ფართი თეუმურაზ არ----–---–ის საკუთრებაში გადავიდა, რამაც მოსარჩელეს სადავო ფართით სარგებლობის შესაძლებლობა შეუზღუდა (ე. ი. - გავლენა მოახდინა მოსარჩელის მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე) და რაც, თავის მხრივ, ადასტურებს სარჩელის მიმართ მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მა---- გა------–---ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე მოსარჩელეს გადახდილი აქვს ჯამში 150 ლარი (ს. ფ. 97). დამატებით, საქმესთან დაკავშირებული კორესპონდენციის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისთვის გაგზავნისთვის, მოსარჩელეს გაღებული აქვს საფოსტო ხარჯი 5.35 ლარის ოდენობით (ს. ფ. 92).

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის ანაზღაურება, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ საფოსტო გზავნილისთვის გაღებული ხარჯის ანაზღაურება 5.35 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით, მა---- გა------–---ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და თე--------- არ----–---–ს მის საკუთრებად რეგისტრირებული სადავო ფართის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა აეკრძალა (ს. ფ. 101- 103).

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმებას არ ექვემდებარება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მა---- გა------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათლად იქნეს ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „4--“-ის 201- წლის 25 იანვრის კრების ოქმი N3, რომლის საფუძველზეც, საჯარო რეესტრში N0---------------------- საკადასტრო კოდით თე--------- არ----–---–ის საკუთრებად დარეგისტრირდა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული 13.8 კვ.მ. ფართი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გლ-----ს მა---ი, მ--- მ/რ, კორპუაი 1-.

 

3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „4--“-ს და თე--------- არ----–---–ს მა---- გა------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „4--“-ს მა---- გა------–---ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ საქმესთან დაკავშირებული საფოსტო ხარჯის ანაზღაურება 5.35 (ხუთი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მ--- პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე