გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №260210019003237074 (2/105-19)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2020 წ ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით კეკენაძე
სხდომის მდივანი ელიზა შამათავა
მოსარჩელე ქრ------ა მა--------
წარმომადგენელი ბე--კ რი----ა
მოპასუხე ზვ--დ ტუ--------
წარმომადგენელი კო-ა ტა------ა
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრი
წარმომადგენელი - ტა--ო ჯა-----ა
დავის საგანი: ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა მესამე პირებთან ურთიერთობაში
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ქრ------ა მა--------სა (პირადი №62--------2) და ზვ--დ ტუ--------ს (პირადი №62--------3) შორის 20-7 წლის 3 ია-----ს სსგს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა (აქტის ჩანაწერი №28--------4);
1.2. არასრულწლოვანი შვილების მა-----ი ტუ--------ს (დაბადების თარიღი- 0-.0-.20-8 წელი) და გი-----ი ტუ--------ს (დაბადების თარიღი - 0-.0-.20-9 წელი) სასარგებლოდ (კანონიერი წარმომადგენელი ქრ------ა მა--------, პირადი №62--------2) სარჩელის აღძვრის დღიდან (1-.1-.20-9 წელი) ალიმენტის სახით დაეკისროს ყოველთვიური სარჩო თვეში თითოეულ ბავშვზე 150 ლარის ოდენობით;
1.3 მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების მა-----ი ტუ--------ს (დაბადების თარიღი- 0-.0-.20-8 წელი) და გი-----ი ტუ--------ს (დაბადების თარიღი - 0-.0-.20-9 წელი) მიმართ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება მესამე პირებთან ურთიერთობაში
მოსარჩელე ქრ------ა მა--------მ და მისმა წარმომადგენელმა ბე--კ რი------მ სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს მოთხოვნებს იმავე საფუძვლით, რაც სარჩელშია მითითებული;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობითი შესაგებელში, სარჩელი არ ცნო;
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების ნაწილში სცნო, ალიმენტის დაკისრების ნაწილში კი ნაწილობრივ, განმარტა, რომ არ აქვს მატერიალური საშუალება და ყოველთვიურად ალიმენტის სახით მცირეწლოვანი შვილების სასარგებლოდ 300 ლარს ვერ გადაიხდის; მუდმივი სამსახური და სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია, თუმცა ფიზიკურ შრომას არ თაკილობს, თანახმაა თითოეულ ბავშვზე გადაიხადოს 50-50 ლარი ყოველთვიურად, ხოლო მშობლის უფლების შეზღუდვაზე მესამე პირებთან ურთიერთობაში სარჩელი არ სცნო, რამეთუ ამისი არანაირი საფუძველი სახეზე არაა;
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრი წარმომადგენელი ტა--ო ჯა-----ა სასარჩელო მოთხოვნას მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ მესამე პირებთან ურთიერთობაში არ დაეთანხმა და განმარტა, რომ არ იკვეთება შვილების მიმართ მამის მხრიდან რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო დამოკიდებულება;
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ქრ------ა მა--------მ (პირადი №62--------2) და ზვ--დ ტუ-------მ (პირადი №62--------3) იქორწინეს 20-7 წლის 3 ია-----ს - აქტის ჩანაწერი №28--------4;
მხარეებს ჰყავთ საერთო შვილები - მა-----ი ტუ-------- (დაბადების თარიღი- 0-.0-.20-8 წელი) და გი-----ი ტუ-------- (დაბადების თარიღი - 0-.0-.20-9 წელი), ამჟამად მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ხოლო ბავშვები ცხოვრობენ დედასთან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი
- მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
- მხარეთა ქორწინების მოწმობა
- მა-----ი ტუ--------ს და გი-----ი ტუ--------ს დაბადების მოწმობები
4.1.2 მხარეთა ცალ-ცალკე ცხოვრების განმავლობაში ზვ--დ ტუ-------- მცირეწლოვანი შვილების რჩენის მოვალეობას ჯეროვნად ვერ ასრულებს;
4.1.3. ზვ--დ ტუ--------ს მუდმივი სამუშაო ადგილი არ გააჩნია, ოჯახი სოციალურად დაუცველია და ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში;
4.1.4. ზვ--დ ტუ--------ს მხრიდან ადგილი არა აქვს მშობლის უფლების არაჯეროვნად განხორციელების ფაქტს;
- სარჩელი, შესაგებელი
- მხარეთა განმარტებები,- სხდომის ოქმი
-მესამე პირის დასკვნა
-მესამე პირის წარმომადგენლის განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ ქორწინების შეწყვეტის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის ალიმენტის დაკისრების ნაწილში. სარჩელი მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე მესამე პირებთან ურთიერთობაში არ უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე, 1205-ე, 1212-ე, 1213ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციციის ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენცია
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. საყურადღებოა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეები თანახმა არიან განქორწინდნენ და მოპასუხემ ამ ნაწილში მთავარ სხდომაზე სცნო სარჩელი, შესაბამისად მეუღლეთა შერიგება ნაკლებსავარაუდოა.
ამასთან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ასეთ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესებით გამოტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
დასახელებული კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ხოლო 1214-ე მუხლის შესაბამისად თუ მშობლები ვერ შეთანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე (დადგენილია, რომ ჩვენს შემთხვევაში ასეთი შეთანხმება არ არის), ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მოყვანილი ნორმები ცხადყოფენ, რომ ბავშვების რჩენა ორივე მშობლის მოვალეობაა. ის გარემოება, რომ მოპასუხე არ მუშაობს თავისთავად არ ათავისუფლებს მას შვილების რჩენის მოვალეობისაგან, თუმცა რა თქმა უნდა ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ მოპასუხე ამჟამად უმუშევარია და არ აქვს სტაბილური შემოსავალი, ასევე სოციალურად დაუცველია, ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეულ ბავშვზე თვეში 70 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1205-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასმართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასმართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.
მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას მშობლების უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ბავშვის ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენცია (21.04.1994 წ), რომლის მე-3 მუხლის თანახმად, 1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები-უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებისა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის თავისუფლებას.
სასამართლო თვლის, რომ სარჩელი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო სხდომაზე ვერ დადგინდა გარემოებები, რაც გახდებოდა საფუძველი ზვ--დ ტუ--------ს მიმართ მშობლის უფლების შეზღუდვის თაობაზე, ასევე მნიშვნელოვანია ამ ნაწილში მესამე პირის წარმომადგენლის მოსაზრება, მასზედ, რომ სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს. საგულისხმოა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლის მოთხოვნები.
დასახელებული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტანტაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები, სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
7. საპროცესო ხარჯები
მოპასუხემ სცნო სარჩელი განქორწინების ნაწილში, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მხარეები თავისუფლდებიან სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის გადახდისაგან;
გარდა ამისა საგულისხმოა, რომ სარჩელი მშობლის უფლების შეზღუდვის ნაწილში არ კმაყოფილდება; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესებით მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახ. ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რამეთუ ალიმენტის ნაწილში მან ნაწილობრივ სცნო სასარჩელო მოთხოვნა;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. ქრ------ა მა--------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შეწყდეს ქრ------ა მა--------სა (პირადი №62--------2) და ზვ--დ ტუ--------ს (პირადი №62--------3) შორის 20-7 წლის 3 ია-----ს სსგს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება განქორწინებით (აქტის ჩანაწერი №28--------4);
3. ზვ--დ ტუ--------ს მისი მცირეწლოვანი შვილების მა-----ი ტუ--------ს (დაბადების თარიღი- 0-.0-.20-8 წელი, პირადი №19--------8) და გი-----ი ტუ--------ს (დაბადების თარიღი - 0-.0-.20-9 წელი, პირადი №19-------83) ს---რგებლოდ (კანონიერი წარმომადგენელი ქრ------ა მა--------, პირადი №62--------2) სარჩელის აღძვრის დღიდან (1-.1-.20-9 წ) ალიმენტის სახით დაეკისროს ყოველთვიური სარჩო თვეში თითოეულ ბავშვზე 70 ლარის ოდენობით შვილების სრულწლოვანებამდე;
4. ქრ------ა მა--------ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ზვ--დ ტუ--------ს შვილების მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე მესამე პირებთან ურთიერთობაში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
5. მოპასუხე ზვ--დ ტუ--------ს (პირადი №62--------3) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე - ქუთაისი, ნიუპორტის ქ. 32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. 12);
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დავით კეკენაძე