გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.01.2020
საქმის ნომერი
330210019003045484
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
16.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/14004-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 იანვარი 2020 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დალი აბჟანდაძე

სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი

მოსარჩელე - თ--------–---–-

წარმომადგენელი - თ----–------------–--ე

მოპასუხეები - ჰ-----------------------------აი, ფ-----------–ი

არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრი

წარმომადგენელი ნ-------------–---–ი

დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, მამობის დადგენა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ქორწინების შეწყვეტა თ--------–---–ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 1--- წლის 1------------ს) და ჰ-----------------------------აის ( პასპ. #A-------, მოქალაქეობა - ე-----, დაბადებული 1--- წლის 13 ს----------ს) შორის რეგისტრირებული 2--- წლის 09 ი--–--ს, სააქტო ჩანაწერი №0----------.

1.2. მოპასუხე ჰ-----------------------------აისთვის ( პასპ. #A-------, მოქალაქეობა - ე-----, დაბადებული 1--- წლის 1- ს----------ს) მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, მათ შორის არასრულწლოვანი ა-–-------------------ს (დაბადებული 2--- წლის 1--------–ს, პ/ნ 0----------) პასპორტის აღების, საზღვარგარეთ გაყვანისა და ამასთან დაკავშირებით ნებისმიერი დოკუმენტის მომზადების ნაწილში ამ უკანასკნელის სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

1.3. ფ------------–ის (პ/ნ 0----------- მოქალაქეობა - ლ-----, დაბადებული 1--- წლის 0------------ი), არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 2------ს დაბადებული ე-–----------–-ს მიმართ მამობის დადგენა;

 

სარჩელის საფუძვლები

 

მოსარჩელე თ--------–---–- 2--- წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ჰ-----------------------------აისთან, მხარეები ერთმანეთს ფაქტობრივად ჯერ კიდევ მოსარჩელის ორსულობის პერიოდში დაშორდნენ. მოპასუხემ მალევე დატოვა საქართველო და მას შემდეგ მოსარჩელეს იგი არ უნახავს. 2--- წლის 1--------–ს დაიბადა მათი საერთო შვილი ა-–-------------------. მოპასუხემ მამობა აღიარა. ამდენად, ჰ-----------------------------აი, ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში და დაბადების მოწმობაში ჩაწერილია მამად. მოპასუხე თავს არიდებს შვილის რჩენას მიუხედავად მოსარჩელის სისტემატიური თხოვნისა. მას ბავშვის დაბადებიდან დღემდე არანაირი მატერიალური დახმარება არ აღმოუჩენია შვილისთვის, ამასთან, აცხადებს, რომ შვილი - ალექსანდრე სარარაი არ აინტერესებს. ჰ-----------------------------აი განზრახ არ თანხმდება მოსარჩელეს შვილის საზღვარგარეთ გაყვანაზე. როგორც მოსარჩელისთვისაა ცნობილი მოპასუხე, ბაღდათში სხვა პირთან განაგრძობს თანაცხოვრებას.

მოსარჩელემ ჰ-----------------------------აისთან ფაქტობრივი დაშორების შემდეგ, კერძოდ, 2--- წლიდან შექმნა სხვა ოჯახი ლ-----ს მოქალაქე ფ-----------–თან. ამ პერიოდიდან მხარეები ცხოვრობენ ერთად და ეწევიან საერთო მეურნეობას. 2--- წელს მათ შეეძინათ საერთო შვილი - ე-–----------–-. მხარეები დღემდე ცხოვრობენ ერთად, მოსარჩელის შვილებთან ერთად. თ--------–---–ს, ამჟამინდელი ოჯახის ლ----ში დასასვენებლად ყოფნის პერიოდში მოუწევს ა-–-------------------ს საქართველოში დატოვება, რასაც ბავშვი განიცდის ძალიან მტკივნეულად. ჰ-----------------------------აის თანხმობის გარეშე კი მოსარჩელეს არ აქვს ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანის შესაძლებლობა.

 

აღსანიშნავია, რომ მოპასუხე ჰ-----------------------------აი არ არის ელენა რაჰილის მამა, მაგრამ ვინაიდან მოსარჩელე მასთან იმყოფება რეისტრირებულ ქორწინებაში სამოქალაქო რეესტრი მოკლებულია შესაძლებლობას ე-–----------–-ს მამად მის დაბადების მოწმობაში მიუთითოს ნამდვილი ბიოლოგიური მამა - ფ-----------–ი, ვიდრე არ შეწყდება მოსარჩელის რეგისტრირებული ქორწინება ჰ-----------------------------აისთან. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ე-–----------–-ს ზემოაღნიშნული მიზეზით ამ ეტაპზე არ გააჩნია დაბადების მოწმობა, ამდენად, ის მოკლებულია სამედიცინო მომსახურებას (აცრები და სხვა საჭიროების სამედიცინო მომსახურება), რაც დამატებითი პრობლემაა მოსარჩელისთვის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ჰ-----------------------------აის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა სარჩელი, თანდართული მასალები და სასამართლო უწყება, მაგრამ სასამართლოში შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა.

 

2.2. მოპასუხე ფადი რაჰილიმ სარჩელი ცნო მამობის დადგენის მოთხოვნის ნაწილში, დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას და მის მიერ მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მათ მიერ განხორციელდა ვიზიტი დედის საცხოვრებელი ადგილის და არასრულწლოვნების: ა---------------–---–ის, ა-–-------------------ს და ე-–----------–-ს ადგილსამყოფელის მიხედვით, რა დროსაც დადგინდა, რომ დედის მიერ სრულყოფილად ხორციელდება არასრულწლოვნების საჭიროებების დაკმაყოფილება.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება მათ შორის არასრულწლოვანის პასპორტის აღების, საზღვარგარეთ გაყვანისა და ამასთან დაკავშირებით ნებისმიერი დოკუმენტის მომზადების ნაწილში ა-–-------------------ს მამას - მოპასუხე ჰ-----------------------------აის, ვინაიდან არასრულწლოვანი დარჩენილი არის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, რომლისთვისაც ცნობილი იყო სასამართლო პროცესების მიმდინარეობის შესახებ, მაგრამ არ დაინტერესებულა მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, ამასთან, დედის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე მამა შვილის მიმართ არ იჩენს არანაირ ყურადღებას, არ ახორციელებს ზრუნვას და პასუხისმგებლობას არასრულწლოვანის აღზრდა- განვითარებისათვის, რისი საჭიროებაც მას აქვს, არასრულწლოვანს აქვს ასევე დასვენების დროს ქვეყნიდან გასვლის და დაბრუნების უფლებაც, შესაბამისად, მისი ინტერესი უნდა იყოს დაცული და შესაბამისობაში ცხოვრების მიმდინარეობასთან.

 

რაც შეეხება არასრულწლოვან ე-–----------–ს, მისთვის დაბადების მოწმობის მიღება აუცილებელია, თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ შეექმნას საფრთხე. საქმის მასალებში წარმოდგენილია ელენა რაჰელის დაბადების ცნობა, სადაც მითითებულია მისი დაბადების თარიღი, დედის და მამის შესახებ მონაცემები. ე-–----------–ს და ფ-----------–ს შორის არსებობს მამა-შვილური ურთიერთდამოკიდებულება, ფ-----------–ი ახორციელებს მის ზრუნვას და ყურადღებას აქცევს შვილის აღზრდა-განვიათარებას. მეურვეობისა მზრუნველობის ორგანო მხარს უჭერს სარჩელის მოთხოვნას მამობის დადგენის თაობაზე, ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს იმ მოქმედებების განხორციელება და დაუყოვნებლივი აღსრულება, რაც არასრულწლოვნების ინტერესშია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თ--------–---–- და ჰ-----------------------------აი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2--- წლის 0- ი--–--იდან. თანაცხოვრების განმავლობაში შეეძინათ შვილი - ა-–------------------- -დაბადებული 2--- წლის 1--------–ს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (იხ.ს.ფ.22).

- ა-–-------------------ს დაბადების მოწმობა (იხ.ს.ფ.21).

3.1.2. თ--------–---–- და ჰ-----------------------------აი ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მოპასუხე ჰ-----------------------------აი ცხოვრობს ერაყში - ბაღდადში, ხოლო არასრულწლოვანი შვილი, ა-–------------------- ცხოვრობს დედასთან ერთად მისამართზე - ქ.თბილისი, ქ--------–-------–ის 7-, მე-2 ს------------, მ--- სართული, ბ-------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი სხდომის ოქმი);

3.1.3 თ--------–---–- ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფება ფ-----------–თან (პ/ნ 0----------- მოქალაქეობა - ლ-----, დაბადებული 1--- წლის 0------------ი). მხარეებს თანაცხოვრების განმავლობაში შეეძინათ შვილი - 2--- წლის 2------ს დაბადებული ე-–----------–-.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, სხდომის ოქმი).

-დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა (იხ. ს.ფ 37).

-ფ-----------–ის მიერ გაცემული თანხმობა (იხ.ს.ფ. 28)

3.1.4. თ--------–---–ს ასევე ჰყავს შვილი 2--- წლის 2-----–-სს დაბადებული ა---------------–---–ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა---------------–---–ის დაბადების მოწმობა (იხ.ს.ფ.20).

3.1.5. მოსარჩელე თ--------–---–- არასრულწლოვან შვილებთან: ა---------------–---–თან, ა-–-------------------სთან, ე-–----------–თან და ფაქტობრივ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან - ფ-----------–თან ერთად ცხოვრობს მისამართზე: ქ.თბილისი, ქ--------–-------–-ს 7-, მ--- ს------------, მ--- სართული, ბ-------. ფ-----------–ი, თ--------–---–თან ერთად ზრუნავს არასრულწლოვნების, მათ შორის მისი შვილის - ე-–----------–-ს რჩენა-აღზრდაზე და განვითარებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

- თბილისის სოციალური მომსახურების ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის დასკვნა N1---5 (ს.ფ. 153);

 

3.1.6. მოპასუხე ფ-----------–ის განცხადებით, იგი 2--- წლიდან ერთ ოჯახად ცხოვრობს თ--------–---–თან მისამართზე: ქ.თბილისი, ქ--------–-------–-ს 7-, მ--- ს------------, მ--- სართული, ბ-------, ხოლო მათი რეგისტრაციის ადგილია: ქ. თბილისი, მ---------ს ქ----. 2--- წლის 2------ს მას და თ--------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ საერთო შვილი - ე-–----------–-, რომელც ნამდვილად არის მისი და თ--------–---–-ს საერთო შვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

- ფ-----------–ის თანხმობა (იხ.ს.ფ.28)

 

3.1.7. ქ. თბილისის ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის - სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV-100/ა -ს მიხედვით, ე-–----------–- დაიბადა 2--- წლის 2------ს 0-: 35 საათზე, ხოლო ამავე დაწესებულების მიერ გაცემული 2--- წლის 22 მაისის დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის (#8-----------) მიხედვით, ე-–----------–- დაიბადა 2--- წლის 2------ს, დედის შესახებ ინფორმაციით ე-–----------–-ს დედა არის - 1--- წლის 1------------ს დაბადებული თ--------–---–-, საქართველოს მოქალაქე (პ/ნ 0----------), ხოლო მამა არის - ფ-----------–ი დაბადებული 1--- წლის 0------------ს, მოქალაქეობა - ლ-----. ბავშვს ე-–----------–ს მიეკუთვნა მამის გვარი, რეგისტრაციის და ფაქტობრივი ადგილია ქ. თბილისი, ი--------------ის ქ----

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ. თბილისის ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (იხ.ს.ფ. 36);

-დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა (იხ.ს.ფ.38-39)

 

3.1.8. 2--- წლის 12 ივნისის, საქრთველოს იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართვის თანახმად, ვინაიდან თ--------–---–- ქორწინების რეგისტრაციაში იმყოფება ჰ-----------------------------აისთან, იმისათვის, რომ ე-–----------–-ს მამად მიეთოთოს ფ-----------–ი, წარმოდგენილი უნდა იქნას ჰ-----------------------------აის თანხმობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ე-–----------–- არ არის მისი ბიოლოგიური შვილი და თანახმაა დარეგისტრირდეს დაბადება, სადაც მამად ჩაიწერება - ,,ფ-----------–ი“.

 

2--- წლის 17 ოქტომბრის, საქრთველოს იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილების (#20----გ) მიხედვით კი თ--------–---–ს უარი ეთქვა ე-–----------–-ს დაბადების გვიანი რეგისტრაციის შესახებ, სადაც თ--------–---–- ითხოვდა ე-–----------–-ს დაბადების რეგისტრაციის განხორციელებას მამის მონაცემების მითითების გარეშე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ თ--------–---–- ქორწინების რეგისტრაციაში იმყოფება ჰ-----------------------------აისთან და მისი შვილი ითვლება ქორწინებაში დაბადებულად, ხოლო თ--------–---–ს არ წარმოუდგენია ჰ-----------------------------აის თანხმობა მამის მონაცემების მითითების გარეშე ე-–----------–-ს დაბადების რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2--- წლის 12 ივნისის, საქრთველოს იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართვა (იხ.ს.ფ.48-49)

- 2--- წლის 17 ოქტომბრის, საქრთველოს იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 158-159);

 

3.1.8. 2--- წლის 27 ს----------ს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ წარმოდგენილი დასკვნის #1---5-ის მიხედვით, განხორციელდა ვიზიტი მოსარჩელე თ--------–---–-ს საცხოვრებელ მისამართზე, სადაც სოციალური მუშაკის განმარტებით, ბინა არის მოწესრიგებული აღჭურვილი საჭირო ავეჯითა და ტექნიკით, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ამასთან, საცხოვრებელს აქვს გისოსები და დაცულია ბავშვების უსაფრთხოება. მოსარჩელე ბინაში, რომელშიდაც იმყოფება ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, იხდის - 300 აშშ დოლარს, ცხოვრობს დედასთან, სამ შვილთან და ფ-----------–თან ერთად. თ--------–---–- დასაქმებულია ტურისტულ კომპანიაში და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 3000 აშშ დოლარს. საოჯახო საქმეებსა და ბავშვის აღზრდაში მოსარჩელეს დახმარებას უწევს დედა-ე-–-----------ა. ა-–-------------------ს მამას ჰ-----------------------------აის ბავშვი არ უნახავს და არც არასდროს გამოუთქვამს შვილთან კომუნიკაციის სურვილი. ჰ-----------------------------აიმ მოსარჩელე სამი თვის ორსული მიატოვა და მას შემდეგ მხარეებს არ აქვთ არანაირი კომუნიკაცია. მოსარჩელე აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას ბავშვებთან მიმართებით და აქვს თბილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება. ზემოთქმულიდან გამომდინარე სოციალური მუშაკი რეკომენდაციას უწევს ჰ-----------------------------აისთვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2--- წლის 27 ს----------ს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ წარმოდგენილი დასკვნა (იხ.ს.ფ.153).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია გარემოება იმის შესახებ, რომ თ--------–---–ს და ჰ-----------------------------აის შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, აღნიშნული გარემოების დადგენისას სასამართლომ შეფასება მისცა ფაქტებს იმის თაობაზე, რომ მხარეები დაშორდნენ ერთმანეთს მაშინ, როდესაც რამდენიმე თვის ფეხმძიმე იყო მოსარჩელე, 2--- წლიდან ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მათ შორის ოჯახის აღდგენა ვერ მოხერხდა, განშორების შემდეგ ერთ ოჯახად აღარ უცხოვრიათ, ამასთან, მოსარჩელე ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ფ-----------–თან, რომელთანაც შეეძინა შვილი - ე-–----------–-. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე კვლავ დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხე ჰ-----------------------------აისთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ, ხოლო მოპასუხე - ჰ-----------------------------აისათვის ცნობილია მოსარჩელე თ--------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა, სასამართლოში პოზიცია არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლო დადაგენილად მიიჩნევს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა-ახსნა განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).

- ე-–----------–-სდაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა (იხ. ს.ფ 37).

 

3.2.2. სასამართლო დადაგენილად მიიჩნევს ფატობრივ გარემოებას, რომ მოპასუხე ჰ-----------------------------აის არასრულწლოვან შვილთან - ა-–-------------------სთან არ აქვს სტაბილური, ნორმალური მამა-შვილური ურთიერთობა, დაბადებიდან არ უნახავს შვილი, არ ზრუნავს შვილის რჩენა-აღზდისა და განვითარებისათვის, არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან თ--------–---–თან, რომელიც მის აღზრდა-განვითარებას უზრუნველყოფს. თ--------–---–- ქორწინებაში იმყოფება ლ-----ს მოქალაქესთან - ფ-----------–თან, არასრულწლოვანი ალექსანდრე რაჰალი იზრდება დედასთან - თ--------–---–თან, დებთან - ა---------------–---–თან, ე-–----------–თან და ფ-----------–თან ერთად - ერთ ოჯახში. მოსარჩელე მხარეს სურს მისი ოჯახის ლ----ში, სტუმრად - დასასავენებლად ყოფნის პერიოდში მასთან ერთად იყოს მისი შვილი ალესანდრე ს-----აი, რისი საშუალებაც არ ეძლევა, რადგან სჭირდება მოპასუხე ჰ-----------------------------აის თანხმობა, აღნიშნული თანხმობის მიღება კი მოპასუხის მხრიდან შეუძლებელი ხდება, აღნიშნულით კი ირღვევა არასრულწლოვანის ინტერესი.

მოპასუხე ჰ-----------------------------აისათვის ცნობილია თ--------–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა სასამართლოში პოზიცია არ წარმოუდგენია.

სასამართლო იზიარებს სოციალური სამსახურის წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვანი ა-–-------------------ს უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მოპასუხე ჰ-----------------------------აის შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება ბავშვის მიმართ, მათ შორის პასპორტის აღების, საზღვარგარეთ გაყვანისა და ამასთან დაკავშირებით ნებისმიერი დოკუმენტის მომზადების ნაწილში ამ უკანასკნელის სრულწლოვანების მიღწევამდე, რადგან არასრულწლოვანი არის დარჩენილი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, რომლისთვისაც ცნობილი იყო სასამართლო პროცესების მიმდინარეობის შესახებ, მაგრამ არ დაინტერესებულა მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, ამასთან, დედის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე არ იჩენს არანაირ ყურადღებას შვილის მიმართ, არ ახორციელებს არანაირ ზრუნვას და პასუხისმგებლობას არასრულწლოვანის აღზრდა- განვითარებისათვის - რისი საჭიროებაც აქვს არასრულწლოვანს, მას აქვს ასევე დასვენების, ქვეყნიდან გასვლის და დაბრუნების უფლებაც, შესაბამისად, მისი ინტერესი უნდა იყოს დაცული და შესაბამისობაში ცხოვრების მიმდინარეობასთან.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის განხილვის მიმდინარეობისას, არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება იმისა, რომ დედასთან, თ--------–---–თან ერთად საზღვარგარეთ დასასვენებლად გამგზავრება გარკვეული პერიოდით, რაიმე სახით ზიანის მომტანი ან საფრთხის შემცველი იყოს არასრულწლოვანი ა-–-------------------სათვის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

- ჰ-----------------------------აისთვის გზავნილის ჩაბარების დასტური ( იხ. ს.ფ. 110)

- 2--- წლის 17 ოქტომბრის სახელმწიფო სერვისების განვითსრების სააგენტოს გადაწყვეტილება ( იხ.ს.ფ.158-159).

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის ახსნა- განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან არ გამოიკვეთა მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, სარჩელი თ--------–---–-ს და ჰ-----------------------------აის ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის და არასრულწლოვანი ბავშვის ა-–-------------------ს კანონით დაცული უფლებებსა და მისი უპირატეს ინტერესების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა მშობლის - ჰ-----------------------------აის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ვინაიდან მამობის დადგენა შეესაბამება არასრულწლოვანის ინტერესებს და მოპასუხე ფ-----------–მა ამ ნაწილში ცნო სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1106-ე, 1197-ე, 1202-ე, 1205-ე, 1190-ე, 1198-ე მუხლები.

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1”-ის მ--- მუხლი, ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის “ 23-ე მუხლი, ,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მ---, მე-3, მე-18, 27-ე მუხლები.

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი;

,,ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ’’ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ხოლო 1127-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1” (პარიზი, 1952 წლის 20 მარტი) მ--- მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძოსამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ ბავშვების ინტერესებისათვის აუცილებელი ღონისძიებანი.

1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.

ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან, საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეები თ--------–---–- და ჰ-----------------------------აი 2--- წლიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ქორწინება მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია. მოპასუხე ჰ-----------------------------აი ცხოვრობს ერაყში - ბაღდადში, ხოლო მათი არასრულწლოვანი შვილი, ა-–------------------- ცხოვრობს დედასთან ერთად მისამართზე - ქ.თბილისი, ქ--------–-------–-ს 7-, მ--- ს------------, მ--- სართული, ბ-------., ამასთან მოსარჩელე ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ფ-----------–თან, რომელთანაც ჰყავს შვილი. აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარე ჰ-----------------------------აის მეუღლედ აღარ აღიქვამს, არ უშვებს მასთან ოჯახის აღდგენის შესაძლებლობას.

მოპასუხე ჰ-----------------------------აის მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მისთვის ცნობილია სასარჩელო მოთხოვნა და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, როგორც სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, ასევე, სასამართლო უწყება ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, მას სასამართლოში საწინააღმდეგო პოზიცია (შესაგებელი) არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე და 2321 -ე მუხლებით აღიარებული პრინციპებიდან გამომდინარე ადასტურებს იმას, რომ იგი არ ეწინააღმდეგება სასარჩელო მოთხოვნას და მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის ნაწილში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად უნდა იქნას მიჩნეული, ხოლო რაიმე სახის მტკიცებულება იმისა, რაც სასამართლოს შეუქმნიდა დასაბუთებულ ეჭვს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების საპირისპიროდ, სასამართლოში წარდმოგენილი არ არის.

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე თ--------–---–ს და მოპასუხე ჰ-----------------------------აის შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია და სარჩელი ქორწინების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს

 

6.2. მოსარჩელე თ--------–---–მა მოითხოვა მოპასუხე ჰ-----------------------------აის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, მათ შორის არასრულწლოვანი ა-–-------------------ს პასპორტის აღების, საზღვარგარეთ გაყვანისა და ამასთან დაკავშირებით ნებისმიერი დოკუმენტის მომზადების ნაწილში ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე თ--------–---–ს და მოპასუხე ჰ-----------------------------აის თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - ა-–------------------- -დაბადებული 2--- წლის 1--------–ს.

სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავეს ადგენს კოდექსის 1202-ე მუხლიც: 1. მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. 2. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, მათ შორის არასრულწლოვანი ა-–-------------------ს პასპორტის აღების, საზღვარგარეთ გაყვანისა და ამასთან დაკავშირებით ნებისმიერი დოკუმენტის მომზადების ნაწილში ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

საქმის მასალების მიხედვით, თ--------–---–- და ჰ-----------------------------აი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2--- წლის 0- ი--–--იდან. თანაცხოვრების განმავლობაში შეეძინათ შვილი - ა-–------------------- -დაბადებული 2--- წლის 1--------–ს. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მოპასუხე ჰ-----------------------------აი ცხოვრობს ერაყში - ბაღდადში, ხოლო არასრულწლოვანი შვილი, ა-–------------------- ცხოვრობს დედასთან ერთად მისამართზე - ქ.თბილისი, ქ--------–-------–-ს 7-, მ--- ს------------, მ--- სართული, ბ-------.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია გარემოება იმის შესახებ, რომ თ--------–---–ს და ჰ-----------------------------აის შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია.

მოპასუხე ჰ-----------------------------აის არასრულწლოვან შვილთან - ა-–-------------------სთან არ აქვს სტაბილური, ნორმალური მამა-შვილური ურთიერთობა, დაბადებიდან არ უნახავს შვილი, არ ზრუნავს შვილის რჩენა-აღზდისა და განვითარებისათვის, არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან თ--------–---–თან, რომელიც მის აღზრდა-განვითარებას უზრუნველყოფს. თ--------–---–- ქორწინებაში იმყოფება ლ-----ს მოქალაქესთან - ფ-----------–თან, არასრულწლოვანი ალექსანდრე რაჰალი იზრდება დედასთან თ--------–---–თან, დებთან - ა---------------–---–თან, ე-–----------–თან და ფ-----------–თან ერთად - ერთ ოჯახში. მოსარჩელე მხარეს სურს მისი ოჯახის ლ----ში, სტუმრად - დასასავენებლად ყოფნის პერიოდში მასთან ერთად იყოს მისი შვილი ა-–--------- ს-----აი, რისი საშუალებაც არ ეძლევა, რადგან სჭირდება მოპასუხე ჰ-----------------------------აის თანხმობა, აღნიშნული თანხმობის მიღება კი მოპასუხის მხრიდან შეუძლებელი ხდება, აღნიშნულით კი ირღვევა არასრულწლოვანის ინტერესი.

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მშობლის უფლების შეზღუდვა, მათ შორის არასრულწლოვანი ა-–-------------------ს პასპორტის აღების, საზღვარგარეთ გაყვანისა და ამასთან დაკავშირებით ნებისმიერი დოკუმენტის მომზადების ნაწილში ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე, აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია მოპასუხე ჰ-----------------------------აის და იგი არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. 2. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საჭიროა მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. 3. არასრულწლოვანს, აგრეთვე ქმედუუნარო პირს, რომელსაც საზღვარგარეთ დროებით გამგზავრებისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ უკანასკნელთა შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი. 31. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ: ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია. 4. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.

 

მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ბავშვის ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებათა კონვენცია (21.04.1994წ.), რომლის მე-3 მუხლის თანახმად, 1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის თავისუფლებას.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

 

საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.

 

მშობლებს აქვთ რა თანაბარი უფლებები შვილის მიმართ, ამასთან ეკისრებათ პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, მათ შორის მის მშვიდ, ჯანსაღ ემოციურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობის უზრუნველყოფაზეც. მშობლები უნდა ცდილობდნენ უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის მშვიდი გარემო. მშობლებს ეკისრებათ პასუხიმგებლობაც მათი კონფრონტაციის ასახვის გამოც ბავშვის ფსიქიკასა და შესაბამისად მის განვითარებაზეც. სასამართლო პატივს სცემს ორივე მშობლის უფლებას იცხოვროს შვილთან, წარმოადგინოს ბავშვის ინტერესები, მაგრამ აღნიშნულ უფლებათა განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება ბავშვის ინტერესებს.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ჰ-----------------------------აის არასრულწლოვან შვილთან არ აქვს სტაბილური და ნორმალური მამა-შვილური ურთიერთობა. მას დაბადებიდან არ უნახავს შვილი, არ გამოუხატავს ინტერესი თავისი შვილის მიმართ, არ დახმარებია არც მატერიალურად და არც მორალურად. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მითითებით, არასრულწლოვანს აქვს ქვეყნიდან გასვლის და დაბრუნების უფლება, შესაბამისად მისი ინტერესი უნდა იყოს დაცული და შესაბამისობაში ცხოვრების მიმდინარეობასთან.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის - არასრულწლოვანი ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში, გასათვალისწინებელია ასევე გარკვეული გარემოებები, რამაც არ უნდა დააზიანოს არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესი და კეთილდღეობა, ამასთან, გარკვეულწილად დაცული უნდა იყოს მშობლის ინტერესი, რომლის მიზნობრიობაც მიმართულია იქითკენ, რათა არ მოხდეს მშობელსა და შვილს შორის არსებული მიჯაჭვულობის რღვევა.

 

ამდენად, სასამართლო იზიარებს სოციალური სამსახურის წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვანი ა-–-------------------ს უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილილად მიიჩნევს მოპასუხე ჰ-----------------------------აის შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება, მათ შორის არასრულწლოვანი ა-–-------------------ს პასპორტის აღების, საზღვარგარეთ გაყვანისა და ამასთან დაკავშირებით ნებისმიერი დოკუმენტის მომზადების ნაწილში ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე. საქმის განხილვის მიმდინარეობისას, არ გამოიკვეთა რაიმე გარემოება იმისა, რომ დედასთან, თეა ოდიშვილთან ერთად საზღვარგარეთ დასასვენებლად გამგზავრება, მითუმეტეს, რომ ის იმყოფება ფაქტობრივ ქორწინებაში უცხო ქვეყნის მოქალაქესთან და შესაძლებელია მოუწიოს გამგზავრება გარკვეული პერიოდით, რაიმე სახით ზიანის მომტანი ან საფრთხის შემცველი იყოს არასრულწლოვანი ა-–-------------------სთვის. ამასთან, სასამართლო ამ ეტაპზე ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისა და ასაკობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს მოსარჩელისათვის მოპასუხის თანხმობის გარეშე არასრულწლოვანი ბავშვის პასპორტის აღების და საზღვარგარეთ გაყვანის/შემოყვანის უფლების მინიჭებას. მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთიანობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, მისი უზრუნველყოფა განათლებით და ოფიციალური წარმომადგენლობით. თუმცა მშობლის მხრიდან მისი უფლებები უნდა გახორციელდეს ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესების შესაბამისად, რაც ყველაზე უკეთ ემსახურება ბავშვის სამომავლო კეთილდღეობასა და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. მოპასუხე ჰ-----------------------------აის შეუნარჩუნდება ბავშვთან როგორც პირადი, ისე კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით ურთიერთობის უფლება საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში თუკი გამოხატავს ამის სურვილს. მოსარჩელე თ--------–---–- მოვალეა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე ხელი შეუწყოს მამას სურვილის შემთხვევაში ამ უფლების განხორციელებაში (სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1202-ე მუხლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებათა კონვენცია).

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელე თ--------–---–-ს სარჩელი მოპასუხე ჰ-----------------------------აის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3 სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელე თ--------–---–-ს არასრულწლოვანი შვილის ე-–----------–-ს მამად მოპასუხე ფ-----------–ის აღიარება.

მოცემული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის თანახმად, 1. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. 2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. 3. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს. 4. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ბავშვის მამობის დადგენა შეუძლებელია, სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განმცხადებელი პირის (განცხადებაში მითითებული პირის) ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უარი თქვას ბავშვის მამობის დადგენაზე, თუ მისი დადგენა ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს, ხოლო მე-9 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით ბავშვის მამობის დადგენისას მშობლებისა და მათი ნათესავების მიმართ ბავშვებს აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორიც ერთმანეთთან დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილ შვილებს.

 

,,ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ’’ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ქორწინების გარეშე დაბადებული თითოეული ბავშვის მამობის დადგენა შეიძლება დამყარდეს ან დადგინდეს ნებაყოფლობითი აღიარებით ან სასამართლო გადაწყვეტილებით.

,,ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ’’ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მამასა და დედას ეკისრებათ იგივე ვალდებულებები ბავშვთა ზრუნვაზე, როგორიც მათ ექნებოდათ ქორწინების შემთხვევაში.

 

,,ბავშვის უფლებათა კონვენციის’’ მ--- მუხლი ადგენს თითოეული ბავშვისათვის კონვენციით გათვალისწინებული ყველა სამოქალაქო უფლების ხელმისაწვდომობას და მათ დაცვას დისკრიმინაციისაგან ნებისმიერი საფუძვლით. რაც შეეხება ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის უფლებებს, იგი დაცულია როგორც ეროვნული კანონმდებლობით - საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით, ასევე ,,ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ’’ ევროპული კონვენციით.

 

,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

 

მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2002 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე N53176/99 Mikulic v. Croatia განმარტა (აბზაცი 54) „პირადი ცხოვრების პატივისცემა მოითხოვს, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა დაადინოს თავის იდენტიფიკაციის, როგორც ინდივიდუალური ადამიანის, დეტალები და რომ პირის მისაწვდომობა ასეთ ინფორმაციასთან მნიშვნელოვანია პირის როგორც პიროვნების ფორმირების არსიდან გამომდინარე“. იმავე გადაწყვეტილების 64–ე აბზაცში სასამართლომ აღნიშნა - „სასამართლოს აზრით, განმცხადებლის სიტუაციაში მყოფ პირებს აქვთ კონვენციით დაცული სასიცოცხლო ინტერესი, მიიღონ აუცილებელი ინფორმაცია მათი პიროვნული იდენტობის მნიშნელოვანი ასპექტის შესახებ სიმართლის დასადგენად“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2--- წლის 6 ი--–--ის გადაწყვეტილებაში საქმეზე №41615/07 Neulinger and Shuruk v. Switzerland (აბზაცი 1-6) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთის მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ მეტად გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად, და, როცა ეს შესაძლებელია, უნდა „აღდგეს“ ოჯახი. მეორეს მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებების განსახორციელებლად, რაც ზიანის მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო განმარტავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. თავის მხრივ, არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესი“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის, უპირისპირდება მშობლის უფლებას - იწოდებოდეს და იურიდიულად იყოს მითითებული ბავშვის მამად. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა. აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები. თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი.

 

მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.

ამავე რეკომენდაციის მ--- პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.

 

დადგენილია, რომ თ--------–---–- ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფება ფ-----------–თან (პ/ნ 0----------- მოქალაქეობა - ლ-----, დაბადებული 1--- წლის 0------------ი). მხარეებს თანაცხოვრების განმავლობაში შეეძინათ შვილი - 2--- წლის 2------ს დაბადებული ე-–----------–-, ამასთან, ფ------------–ი აღიარებს, რომ 2--- წლის 2------ს მას და თ--------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ საერთო შვილი - ე-–----------–-, რომელიც არის მისი და თ--------–---–-ს საერთო შვილი.

ამასთან, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე თ--------–---–- არასრულწლოვან შვილებთან და ფ-----------–თან ერთად ცხოვრობს ერთ ოჯახად, რომელიც ახორციელებს არასრულწლოვნებზე ზრუნვას. ე-–----------–ს და ფ-----------–ს შორის არსებობს მამა-შვილური ურთიერთდამოკიდებულება, მამა-შვილს შორის ურთიერთმიჯაჭვულობა, ფ-----------–ი ყურადღებას აქცევს შვილის აღზრდა-განვითარებას.

დადგენილია ასევე, რომ ვინაიდან თ--------–---–- ქორწინების რეგისტრაციაში იმყოფება ჰ-----------------------------აისთან, ვერ ხერხდება დაბადების სააქტო ჩანაწერში ე-–----------–-ს მამად - ფ-----------–ის მითითება.

მოპასუხე ფ-----------–ი ცნობს თ--------–---–-ს სარჩელის მოთხოვნა ფ------------–ის არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 2------ს დაბადებული ე-–----------–-ს მიმართ მამობის დადგენის თაობაზე;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხე ფ-----------–მა ცნო სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 2------ს დაბადებული ე-–----------–-ს მიმართ მამობის დადგენის თაობაზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.4. მოსარჩელე თ--------–---–მა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, მშობლის წარმომადგელობითი უფლების შეზღუდვისა და მამობის დადგენის მოთხოვნის ნაწილში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.

,,ბავშვის უფლებების შესახებ’’ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

სასამართლო ეთანხმება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს იმ მოქმედებების განხორციელება და დაუყოვნებლივი აღსრულება, რაც არასრულწლოვნების ინტერესშია.

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა და მამობის დადგენა, ვინაიდან არასრულწლოვანი ალექასანდრე ს-----აი დარჩენილია ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის - მამის გარეშე, ამასთან, არასრულწლოვანის მეორე წარმომადგენელი იმყოფება ფაქტობრივ ქორწინებაში უცხო ქვეყნის მოქალაქესთან და შესაძლებელია მოუწიოს გადაადგილება საზღვარგარეთ, ამ შემთხვევაში თუ დედასთან ერთად ვერ მოხდება არასრულწლოვანი ა-–-------------------ს გადაადგილება, ამით დაირღვევა მისი ჭეშმარიტი ინტერესი, ხოლო გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელის შვილს - არასრულწლოვან ე-–----------–ს ექმნება პრობლემა დაბადების მოწმობის მიღების საკითხში, რის გამოც მოკლებულია სამედიცინო მომსახურების (აცრები და სხვა საჭიროების სამედიცინო მომსახურება) შესაძლებლობას, სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს არასრუწლოვნების - ა-–-------------------ს და ე-–----------–-ს ინტერესებს, რის გამოც არსებობს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე თ--------–---–-ს სარჩელზე თ----–------------–--ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით (ს.ფ.53).

ვინაიდან დაკმაყოფილდა სარჩელის მოთხოვნა თ--------–---–ს და ჰ-----------------------------აის შორის ქორწინების შწყვეტის თაობაზე, მოპასუხე ჰ-----------------------------აის უნდა დაეკისროს მოსარჩელე თ--------–---–-ს სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახლმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: არაქონებრივ დავაზე - 100 ლარს, ამავე მუხლის მ--- ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

შესაბამისად, რადგან მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ სარჩელზე, მოპასუხე ჰ-----------------------------აის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, ხოლო ვინაიდან მოპასუხე ფ-----------–მა სარჩელი მამობის დადგენის შესახებ მოთხოვნის ნაწილში ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, მოოასუხე ფ-----------–ი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-14, 38-39-ე, 46-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 208-ე , 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 269-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ--------–---–-ს (პ/ნ 0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. შეწყდეს ქორწინება თ--------–---–ს (პ/ნ 0----------, დაბადებული1--- წლის 1------------ს) და ჰ-----------------------------აის (პასპ. #A-------, მოქალაქეობა - ე-----, დაბადებული 1--- წლის 1- ს----------ს) შორის რეგისტრირებული 2--- წლის 0- ი--–--ს, სააქტო ჩანაწერი №0----------.

1.2. ჰ-----------------------------აის (პასპ. #A-------, მოქალაქეობა - ე-----, დაბადებული 1--- წლის 1- ს----------ს) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება, მათშორის არასრულწლოვანი შვილის, ა-–-------------------ს (დაბადებული 2--- წლის 1--------–ს, პ/ნ 0----------) მიმართ პასპორტის აღების, საზღვარგარეთ გაყვანისა და ამასთან დაკავშირებით ნებისმიერი დოკუმენტის მომზადების ნაწილში ამ უკანასკნელის სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

1.3. ფ------------–ი (პ/ნ 0----------- მოქალაქეობა - ლ-----, დაბადებული 1--- წლის 0------------ი) ცნობილი იქნეს 2--- წლის 2------ს დაბადებული ე-–----------–-ს მამად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად გასცეს დაბადების მოწმობა, სადაც მითითებული იქნება მამა - ფ-----------–ი, დედა - თ--------–---–-.

 

2. მოპასუხე ჰ-----------------------------აის (პასპ. #A-------, მოქალაქეობა - ე-----, დაბადებული 1--- წლის 1- ს----------ს) თ--------–---–-ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

3. მოპასუხე ჰ-----------------------------აის (პასპ. #A-------, მოქალაქეობა - ე-----, დაბადებული 1--- წლის 1- ს----------ს) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

4. წინამდებარე გადაწყვეტილების 1.2 და 1.3 პუნქტები აღსრულდეს დაუყოვნებლივ;

 

5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. #6) მოპასუხისათვის ასლის გადაცემიდან 12 დღის ვადაში. კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

8. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

 

9. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

მოსამართლე დალი აბჟანდაძე