გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2363-20
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 თებერვალი 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დალი აბჟანდაძე
სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი
მოსარჩელე - ხ--–-------------
წარმომადგენელი - ს-------------ი
მოპასუხე - გ----------------------–ი
წარმომადგენელი - თ--------------ე
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება, წარსული დროის ალიმენტის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1 გ----------------------–ისთვის (პ/ნ 2----------) არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–-ს 1-----------ს დაბადებული ალიშან ანზორი ო---–-ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 25 ივნისიდან, ბავშვის სრულწლოვნებამდე.
1.2 გ----------------------–ისთვის (პ/ნ 2----------) არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–ის 0-----–----------------–ი ი-----–---------ი ო---–-ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 25 ივნისიდან, ბავშვის სრულწლოვნებამდე.
1.3. გ----------------------–ისთვის (პ/ნ 2----------), არასრულწლოვანი შვილების - ა-–-–------------ ო---–-ს და ი-----–---------ი ო---–-ს სასარგებლოდ, წარსული დროის ალიმენტის, კერძოდ სამი წლის ფარგლებში ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის ოდენობის, ჯამში -10800 ლარის დაკისრება.
მოსარჩელის პოზიცია:
ხ--–------------- 2006 წლიდან - 2012 წლამდე გ----------------------–ისთან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების განმავლობაში შეეძინათ ორი შვილი, 2007 წლის 1-----------ს დაბადებული ა-–-–------------ ო---–- და 2009 წლის 0-----–----------------–ი ი-----–---------ი ო---–-. მხარეები 2012 წლიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ, მოსარჩელე ბავშვებთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, ზ--------------------–--------ში.
ხ--–-------------ს არ აქვს სტაბილური შემოსავალი და ბავშვების რჩენა-აღზრდაში ეხმარებიან მშობლები. არასრულწლოვნები არიან თბილისის მე- 60 საჯარო სკოლის მ---------–---- და მ----------–---- მოსწავლეები. მათ სჭირდებათ დამატებით მასწავლებლებთან მომზადება, რაც დაკავშირებულია ფინანსურ სახსრებთან, ხოლო არასრულწლოვნების მამა მონაწილეობას არ ღებულობს და თავს არიდებს ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას. იგი ვალდებულია და აქვს კიდეც შესაძლებლობა სათანადოდ ზრუნავდეს და მონაწილეობას იღებდეს შვილების აღზრდა-განვითარებაში, რასაც არ ასრულებს. მოპასუხე ცხოვრობს მშობლებთან ერთად კასპის რაინში, სოფ. ფერმაში და აშენებს სახლს, ჰყავს მანქანა რითაც გადაადგილდება და აქვს კარგი შემოსავალი.
ბავშვებს ყოველთვიურად სჭირდებათ მატერიალური სახსრები, კერძოდ, ტანსაცმელის, ტრანსპორტის, სამედიცინო მომსახურების, კვების და საყოფაცხოვრებო ნივთების ხარჯები. აღსანიშნავია, რომ ორივე არასრულწლოვანის - ა-–-–------------ ო---–-ს და ი-----–---------ი ო---–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სრული დიაგნოზი არის - სიმსუქნე, დაუზუსტებელი. მოპასუხე არ იღებს მონაწილეობას შვილების აღზრდა-განვითარებაში. მოსარჩელე განმარტავს, რომ თავად პერიოდულად დადის თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ, ალაგებს სახლებს და შემოსავალი არ აქვს სტაბილური, რადგან დამოკიდებულია იმაზე გამოჩნდება თუ არა სამუშაო. ამჟამად არ მუშაობს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სარჩელს ცნობს ნაწილობრივ და განმარტავს, რომ არც ფსიქოლოგიურ და არც ფიზიკურ ზეწოლას, მუქარას ან სხვა სახის იძულებას არ ახორციელებს და არც ახორციელებდა მოსარჩელის მიმართ, ბავშვები უმეტეს წილად იმყოფებოდნენ მასთან და იყვნენ უზრუნველყოფილი.
მძიმე ტრამვის გამო, პრაქტიკულად ვერ მუშაობს და შემოსავალი აქვს წინდების და სხვა სახის პროდუქტების გაყიდვით, რომელიც მერყეობს 400-500 ლარის ფარგლებში. ამ თანხიდან 200 ლარზე მეტი ხმარდება მის საკრედიტო ვალდებულებებს სს ,,საქართველოს ბანკთან“ და სს ,, კრედო ბანკთან“ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. ცხოვრობს ხაშურის რაიონში და იხდის ბინის ქირას 100 ლარს. გამომდინარე აღნიშნულიდან შეუძლია შვილების რჩენა-აღზრდისათვის გადაიხადოს ალიმენტი თითოეულ ბავშვზე 75-75 ლარზე მეტი ოდენობით. არასრულწლოვან შვილებს თავად პატრონობს, რადგან მოსარჩელე იმყოფება თურქეთში, ის მზრუნველობას არ აკლებს მათ. მისი სავარაუდო შემოსავალი კი უნდა გაანაწილოს საბანკო კრედიტებზე, ქირასა და მამის წამლებზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ხ--–------------- და გ----------------------–ი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში, მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–-ს 1-----------ს დაბადებული ა-–-–------------ ო---–- და 2----–-–ის 0-----–----------------–ი ი-----–---------ი ო---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობები ( იხ. ს.ფ.18-19)
- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. მამობის დადგენის შესახებ მოწმობის (რეგისტრირებული -2007 წლის 1-----------ს, აქტი დნ #0------) მიხედვით, 2----–-–-ს 1-----------ს დაბადებული ალიშან პირიევას მამად დადგენილი იქნა გ----------------------–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მამობის დადგენის მოწმობა (იხ.ს.ფ.20);
-
3.1.3. ხ--–------------- და გ----------------------–ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი შვილები ა-–-–------------ ო---–- და ი-----–---------ი ო---–-
ცხოვრობენ დედასთან - ხ--–-------------სთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.4. არასრულწლოვნები ა-–-–------------ ო---–- და ი-----–---------ი ო---–- არიან თბილისის მ---- საჯარო სკოლის მ---------–---- და მ----------–---- მოსწავლეები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ, 2019 წლის 12 ივლისს გაცემული ინფორმაციით (#21-11/75616), შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით, გ----------------------–ის და ხ--–-------------ს 2018 წლის 01 იანვრიდან - 2019 წლის 10 ივლისამდე მიღებული შემოსავლები არ უფიქსირდებათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 12 ივლისს გაცემული ინფორმაცია (იხ.ს.ფ 32);
- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.2.2. 2019 წლის 20 ივნისს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების (ფორმა #IV-100/ა) მიხედვით (#5--- და #5---), არასრულწლოვნების ა-–-–------------ ო---–-ს და ი-----–---------ი ო---–-ს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მათი სრული დიაგნოზი არის - სიმსუქნე, დაუზუსტებელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 20 ივნისს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები (იხ.ს.ფ 21-22);
3.2.3. სს ,,კრედო ბანკს“ და გ-----------------------–ს შორის 2019 წლის 24 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ხელშკრულება, სადაც კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 2000 ლარით, კრედიტის დასაფარი ყოველთვიური შესატანი თანხა არის - 198.98 ლარი, ხოლო სესხის დაფარვის თარიღი 2020 წლის 02 ოქტომბერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ,,კრედო ბანკიდან“ გაცემული ინფორმაცია (იხ.ს.ფ 83);
- სს ,,კრედო ბანკს“ და გ-----------------------–ის შორის 2019 წლის 24 სექტემბერს დადებული საკრედიტო ხელშკრულება (იხ.ს.ფ.89-94);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.2.4. სს ,,საქართველოს ბანკის“ მიერ გაცემული კრედიტის დაფარვის გრაფიკის მიხედვით, გ----------------------–ის სახელზე გაიცა კრედიტი (# 6------) - 500 ლარის ოდენობით (გადახდის თარიღი 14.03.2019 წლიდან- 14.03.2023 წლამდე), აღნიშნული სესხის ოდენობა კრედიტის დაფარვის გრაფიკის მიხედვით14.02.2020 წლის მდგომარეობით შეადგენს - 375 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,საქართველოს ბანკის“ კრედიტის დაფარვის გრაფიკები (იხ.ს.ფ.84-87);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ.შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.2.5. მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე გ----------------------–ის გააჩნია გარკვეული სახის შემოსავალი, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს ყოველთვიური შემოსავლიდან და გამომდინარე იქედან, რომ კანონისმიერი რჩენის ვალდებულება, გარდა არასრულწლოვანი შვილების ა-–-–------------ ო---–-ს და ი-----–---------ი ო---–-ს არ ეკისრება, მას შესწევს უნარი შვილებს გადაუხადოს რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტი, რადგან შვილების აღზრდა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს.
მართალია, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 12 ივლისს გაცემული ინფორმაციის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით გ----------------------–ის 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 10 ივლისამდე მიღებული შემოსავლები არ უფიქსირდება, მაგრამ მოპასუხე თავად უთითებს წარმოდგენილ შესაგებელში და განმარტავს სასამართლო სხდომაზე, რომ მას წინდების და სხვა სახის პროდუქტების გაყიდვით ყოველთვიურად გააჩნია შემოსავალი 400-500 ლარის ოდენობით (იხ. სხდომის ოქმი 22.01.2020წ. 11:34:06 სთ), ამასთან, მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მისი შემოსავლებიდან გამომდინარე არ შეუძლია გადაიხადოს მის მიერ მითითებული - 75 ლარზე მეტი ოდენობის ალიმენტი თითოეული არასრულწლოვანისათვის არ წარმოუდგენია.
სასამართლო ასევე ვერ მიიჩნევს დადგენილად მოპასუხე მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ყოველთვიური შემოსავლიდან - 100 ლარს იხდის ბინის ქირაში. გ-----------------------–ს არც აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას გააჩნია სასესხო ვალდებულებები და ამ მიზეზის გათვალისწინებით, მისი შემოსავლებიდან გამომდინარე, არ შეუძლია არასრულწლოვან შვილებს გადაუხადოს ალიმენტი სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით. საქმის მასალებში წარმოდგენილია ინფორმაცია, რომ სს ,,კრედო ბანკს“ და გ-----------------------–ს შორის, 2019 წლის 24 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ხელშკრულება, სადაც კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 2000 ლარით, კრედიტის დასაფარი ყოველთვიური შესატანი თანხა შეადენს - 198.98 ლარს, ხოლო სესხის დაფარვის თარიღი არის 2020 წლის 02 ოქტომბერი. ასევე წარმოდგენილი სს ,,საქართველოს ბანკის“ მიერ გაცემული კრედიტის დაფარვის გრაფიკის მიხედვით, გ----------------------–ის სახელზე გაიცა კრედიტი( # 6------) 500 ლარის ოდენობით (გადახდის თარიღი 14.03.2019 წლიდან- 14.03.2023 წლამდე), აღნიშნული სესხის ოდენობა კრედიტის დაფარვის გრაფიკის მიხედვით 14.02.2020 წლის მდგომარეობით შეადგენს - 375 ლარს.
შესაბამისად, მოპასუხე ასრულებს ბანკის მიმართ არსებულ ვალდებულბებს, მას იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მისი შემოსავლებიდან გამომდინარე ვერ ასრულებს საკრედიტო ვალდებულებას და არის მძიმე მდგომარეობაში არ წარმოუდგენია, რაც ადასტურებს, რომ მოსარჩელის საშუალო ყოველთვიური შემოსავლიდან და გამომდინარე იქედან, რომ კანონისმიერი რჩენის ვალდებულება, გარდა არასრულწლოვანი შვილებისა არ ეკისრება, შესწევს უნარი შვილებს გადაუხადოს რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტი.
3.2.6. სასამართლო წარსული დროის ალიმენტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დადგენილად ვერ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ მიიღო გარკვეული ზომები, მაგრამ მიუხედავად ამისა ვერ მოხდა სამი წლის ფარგლებში, ყოველთვიურად იმ ოდენობის სარჩოს მიღება მოპასუხისგან, რაც საკმარისი იქნებოდა არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის, რადგან მოპასუხე თავს არიდებდა ნაკისრი მოვალეობის შესრულებას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასება არ ქმნის იმ ფაქტების ერთობლიობას, რომლებიც მოპასუხეზე წარსული დროის ალიმენტის დაკისრებისათვის საკმარისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი გახდებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების, ასევე შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვის რჩენა-აღზრდის საჭიროებების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს თითოეული არასრულწლოვანისათვის ყოველთვიურად 150-150 ლარის ოდენობით, ხოლო, ვინაიდან არ დასტურდება, რომ სარჩელის წარდგენამდე მოსარჩელის მიერ მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად და მოპასუხე თავს არიდებდა ალიმენტის გადახდას, სასარჩელო მოთხოვნა წარსული დროის ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18, 27-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ხ--–-------------მ ალიმენტის გ----------------------–ისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, 2----–-–-ს 1-----------ს დაბადებული ა-–-–------------ ო---–- და 2----–-–ის 0-----–----------------–ი ი-----–---------ი ო---–-, რომლებიც მეორე მშობლისაგან ასევე, მატერიალურ დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ხ--–------------- და გ----------------------–ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მხარეებს შორის ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია. ბავშვების საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დედის საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინოს არასრულწლოვანი შვილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესია“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა.
აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები.
,,სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი“ (იხ.სუსგ ას-307-294-2015, 3.06.2015 წელი)
ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.
აღნიშნული ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილურად მაღალი მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნების უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ისინი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე არის შრომისუნარიანი. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 12 ივლისს გაცემული ინფორმაციის მიხედვით, გ----------------------–ის, 2018 წლის 01 იანვრიდან - 2019 წლის 10 ივლისამდე მიღებული შემოსავლები არ უფიქსირდება, მაგრამ მოპასუხე თავად უთითებს შესაგებელში, ამასთან განმარტავს სასამართლო სხდომაზე, რომ - წინდების და სხვა სახის პროდუქტების გაყიდვით ყოველთვიურად იღებს შემოსავალს 400-500 ლარის ოდენობით. სასამართლო მიუთითებს, რომ უმუშევრობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის, თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან სახსრების უქონლობას, ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარის მიერ სხვადასხვა წყაროებიდან (არარეგულარული სამუშაოდან) შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, რაც გ----------------------–ის მხრიდან დადასტურებულია. შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მოპასუხის შრომისუნარიანობის შესახებ, იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ მოპასუხეს აქვს შესაძლებლობა იყოს დასაქმებული და ჰქონდეს შემოსავალი. ამასთან, მის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებსაც, რომ მხარეთა საერთო შვილები ცხოვრობენ დედასთან, რომელიც უზრუნველყოფს მათ აღზრდა-განვითარების ხარჯებს. მოსარჩელე განმარტავს, რომ ის მუშაობს თურქეთის რესპუბლიკაში პერიოდულად, იმის მიხედვით გამოჩნდება თუ არა სამუშაო, რათა უზრუნველყოს არასრულწლოვნების მოთხოვნილებები, რაც არ არის საკმარისი არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 12 ივლისს გაცემული ინფორმაციის თანახმად შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით ხ--–-------------ს, 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 10 ივლისამდე მიღებული შემოსავლები არ უფიქსირდება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა საერთო შვილები არიან სკოლის მოსწავლეები, რაც შესაბამის ხარჯებთანაა დაკავშირებული. ბავშვები საჭიროებენ მშობლების დახმარებას, მათი აღზრდა-განვითარების, განათლების მიღების და ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, მხოლოდ დედის დახმარება არ არის საკმარისი. მშობლებმა უპირველესად უნდა გაითვალისწინონ შვილების საჭიროებები. მამა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილების რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვების საარსებო მოთხოვნილებები.მშობელთა ვალდებულების არსებობა, არჩინონ თავიანთი შვილები, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.
სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.
სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვის ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, გარემოებას იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად.
შვილების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულებები საბანკო ორგანიზაციების წინაშე, ვერ შეძლებს სარჩელში მითითებული ალიმენტის ოდენობის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. მოპასუხეს ფინანსური ვალდებულება აღებული აქვს გარკვეული ვადით, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვების სრულწლოვანებამდე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2020 წლის იანვრის თვისათვის - 197.0 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვების ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თითოეულისათვის 150 -150 ლარი.
არასრულწლოვნების ა-–-–------------ ო---–-ს და ი-----–---------ი ო---–-სათვის
განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა თვეში – 150 ლარი, ის გონივრული ოდენობაა, რაც აუცილებელია მათი ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. ამავდროულად, მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას გასათვალისწინებელია, რომ მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ ცხოვრობს, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო, მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2019 წლის 25 ივნისიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით არასრულწლოვანი ა-–-–------------ ო---–-სათვის და ი-----–---------ი ო---–-სათვის 150 – 150 ლარის გადახდა მათ სრულწლოვანებამდე.
6.2. მოსარჩელემ მოითხოვა გ----------------------–ისთვის, არასრულწლოვანი შვილების - ა-–-–------------ ო---–-ს და ი-----–---------ი ო---–-ს სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის, კერძოდ სამი წლის ფარგლებში ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის ოდენობის, ჯამში -10800 ლარის დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
დასახელებული ნორმა ადგენს ალიმენტის დაკისრების ზოგად წესს, რომელიც განისაზღვრება სარჩელის აღძვრის მომდევნო პერიოდით, თუმცა საგამონაკლისო შემთხვევაში, დასაშვებია, სარჩელის აღძვრამდე წინა სამი წლის პერიოდის ალიმენტის დაკისრება, თუ დადგინდება, რომ: ა) მოსარჩელე იღებდა ზომებს სარჩოს მისაღებად; ბ) სარჩოს მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა იმის გამო, რომ ალიმენტვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. აღნიშნული გარემოებების დამტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ვერ იქნა მოსარჩელე მხარის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ მიღებული ზომების მიუხედავად ვერ მოხდა იმ ოდენობის სარჩოს მიღება მოპასუხისგან, რაც საკმარისი იქნებოდა არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის, რადგან მოპასუხე თავს არიდებდა ნაკისრი მოვალეობის შესრულებას, ხ--–-------------ს მიერ აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა, წარმოდგენილი არ არის.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასება, არ ქმნის იმ ფაქტების ერთობლიობას, რომლებიც მოპასუხეზე წარსული დროის ალიმენტის დაკისრებისათვის საკმარისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი გახდებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე გ----------------------–ისთვის, არასრულწლოვანი შვილების - ა-–-–------------ ო---–-ს და ი-----–---------ი ო---–-ს სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის, კერძოდ სამი წლის ფარგლებში ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის ოდენობის, ჯამში -10800 ლარის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. მოსარჩელე ხალიდა პირიევმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ალიმენტის მიკუთვნების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
,,ბავშვის უფლებების შესახებ’’ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს არასრულწლოვნების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, ყოველთვიურად შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების დასაკმაყოფილებლად. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარის მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვების ასაკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს არასრუწლოვანის ინტერესებს, რის გამოც არსებობს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ხ--–------------- ალიმენტთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან, სარჩელი ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, ხოლო სარჩელი წარსული დროის ალიმენტის მოთხოვნაზე არ დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლისა და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, მოპასუხის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა გამოანგარიშებულ უნდა იქნას სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო 75 ლარის ნაწილში, გ-----------------------–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, ხოლო ვინაიდან მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, წარსული დროის ალიმენტის მოთხოვნასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა ხ--–-------------ს არ ეკისრება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-14, 38-39-ე, 41-ე, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 269-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ხ--–-------------ს სარჩელი გ----------------------–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს:
1.1. გ----------------------–ის (პ/ნ 2----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–-ს 1-----------ს დაბადებული ა-–-–------------ ო---–-ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარი, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 25 ივნისიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
1.2. გ----------------------–ის (პ/ნ 2----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–ის 0-----–----------------–ი ი-----–---------ი ო---–-ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარი, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 25 ივნისიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
2. ხ--–-------------ს სარჩელი გ----------------------–ის მიმართ წარსული დროის ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. ხ--–------------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. გ----------------------–ის (პ/ნ 2----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
5. წინამდებარე გადაწყვეტილების 1.1 და 1.2 პუნქტები აღსრულდეს დაუყოვნებლივ;
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის ასლის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: დალი აბჟანდაძე