განაჩენი

სისხლის სამართლის 09.03.2020
საქმის ნომერი
050100119002982089
დავის ტიპი
353 , 236 4 , 236 3
თარიღი
09.03.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050100119002982089

საქმე N 1-153-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

06.03.2020 წელი ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინა კიკნაძე

სხდომის მდივანი თამილა მახარაძე- ბოლქვაძე

ბრალდების მხარე

პროკურორი: შო---------ე

დაცვის მხარე

ადვოკატები: გო------------–-ძე, მა----------------აძე

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0-----------

ბრალდებული: ირ---–---------–--ლი

მამის სახელი: სა-----ი

დაბადებული:----01.1--- წელი

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ოზურგეთი, სოფელი ძ-----ი

კვალიფიკაკვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531–ე მუხლის პირველი ნაწილი

დისპოზიცია: პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი

დისპოზიცია: ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი

დისპოზიცია: ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. სასამართლომ დაადგინა

 

1.1. ირ---–---------–--ლმა გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 9 მმ ნომინალური კალიბრის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და აღნიშნული პისტოლეტისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა 9 მმ კალიბრის 3 ცალი ვაზნა, რომლებსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა პირადად და ატარებდა 2----–-–------------ს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძ-----ში გადაადგილებისა და პოლიციელზე, აგრეთვე მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის დროს.

 

1.2. 2----–-–------------ს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორები: ირ---–---------ძე და და-------------ძე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და ახდენდნენ პატრულირებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მათ სამოქმედო ტერიტორიაზე ,,ტოიოტა ჰაილუქსის’’ მარკის სამსახურებრივი ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით A--------. დაახლოებით 22:30 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძ-----ში პატრულირებისას, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის პოლიციის თანამშრომლების: ირ---–---------ძისა და და-------------ძის მიერ შეჩერებული იქნა ,------------ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით E------, რომელსაც მართავდა მძღოლი გუ-----------ძე. ავტომანქანაში ასევე ისხდნენ მძღოლის გვერდით წინა სალონში - ნო------–---------ე, ხოლო უკანა სალონში მარჯვნივ ირ---–---------–--ლი. საპატრულო პოლიციის სამსახურებრივი ავტომანქანიდან ჩამოვიდა და-------------ძე, რომელიც მივიდა მძღოლ გუ-----------ძესთან და მოსთხოვა დოკუმენტაციის წარდგენა, ასევე სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმება, ხოლო სამსაურებრივ ავტომანქანაში დარჩა ირ---–---------ძე. ამ დროს ,------------ მარკის ავტომანქანიდან გადმოვიდა მგზავრი ირ---–---------–--ლი, რომელიც განაწყენდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ქმედებით, რომ ის ავტომანქანა, რომლითაც გადაადგილდებოდა შეაჩერეს, მძღოლს კი მოსთხოვეს დოკუმენტაცია და ალკოტესტზე შემოწმების გავლა და პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავს დაესხა საპატრულო პოლიციის მანქანაში მყოფ პატრულ ინსპექტორს - ირ---–---------ძესა და მის სატრანსპორტო საშუალებას, რა დროსაც 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა ი-----–- გოძუაძისა და ,,ტოიოტა ჰაილუქსის’’ მარკის სამსახურებრივი ავტომანქანის მიმართულებით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვისას კიდევ ორჯერ გაისროლა სატრანსპორტო საშუალების ,,ტოიოტა ჰაილუქსის’’ მარკის სამსახურებრივი ავტომანქანისა და ავტომანქანის საჭესთან მჯდომი ირ---–---------ძის მიმართულებით. ირ---–---------–--ლმა, მის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად განზრახ დააზიანა ,, ,,ტოიოტა ჰაილუქსის’’ მარკის, N A-------- სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანის ძრავის სახურავი.

 

2. ჩადენილი ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

2.1. ბრალდებულმა ირ---–---------–--ლმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

 

დაზარალებულმა ირ---–---------ძემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ მუშაობს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორად. მ/წლის 19 მარტს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა მეწყვილესთან - და-------------ძესთან ერთად, ჩოხატაური-ოზურგეთის საავტომობილო გზაზე ,,ტოიოტა ჰაილუქსის’’ მარკის, A------ ნომრის ავტომანქანით. საჭესთან თვითონ იჯდა, ხოლო გვერდით მეწყვილე - და-------------ძე. დაახლოებით 22:22 საათზე შესამოწმებლად გადავიდნენ სამოქმედო კვადრატში - სოფელ ძ-----ში. ცენტრში მოატრიალეს ა/მანქანა და წამოვიდნენ საპირისპირო ზოლში. რამდენიმე წუთში, საპირისპიროდ მოძრავმა ა/მანქანა ,-----------მა გააკეთა არასწორი მანევრი, რის გამოც წარმოიშვა ეჭვი მძღოლის ალკოჰოლური თრობის თაობაზე. მოატრიალა მის მიერ მართული საპატრულო პოლიციის ავტომანქანა და ხმამაღალი საძახისით მიმართა მძღოლს, რომ შეეჩერებინა ა/მანქანა. დაძახებიდან დაახლოებით 300 მეტრში, უკიდურეს მარჯვენა მხარეს მძღოლმა გააჩერა ავტომანქანა და მეწყვილე ჩავიდა. მათ ა/მანქანასა და ა/მანქანა ,-----------ს შორის მანძილი დაახლოებით 2-3 მეტრი იქნებოდა. და-------------ძე მივიდა მძღოლთან, რა დროსაც იღება მძღოლის კარები, მაგრამ ა/მანქანიდან არ გადმოდის და ასევე იღება ორივე კარები: წინა მარჯვენა და უკანა მარჯვენა. დღე-ღამის ბნელი დრო იყო, მაგრამ შორი მაშუქი ფარები ჰქონდა ჩართული და კარგად ჩანდა, რომ ავტომანქანაში სამი პიროვნება იჯდა, მძღოლი, მძღოლის გვერდით მჯდომი და უკანა მარჯვენა მხარეს მჯდომი კიდევ ერთი პიროვნება. მძღოლთან მეწყვილის მისვლის დროს, მძღოლი ა/მანქანიდან არ გადმოსულა, ხოლო მის გვერდით მჯდომი პიროვნება გადმოვიდა, ა/მანქანას წინიდან მოუარა, მივიდა და-------------ძესთან და ესაუბრებოდა, რამდენიმე წამში, უკნიდან გადმოდის, როგორც შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი ამ პიროვნების ვინაობა - ირ---–---------–--ლი და მისი მიმართულებით დამიზნებით ისვრის. პირველი გასროლის შემდეგ, ირ---–---------–--ლმა გადადგა რამდენიმე ნაბიჯი უკან და განახორციელა მეორე გასროლა მისი მიმართულებით. ტყვია ხვდება ავტომანქანას მარჯვენა მხარეს, ძრავის სახურავზე. შემდეგ ირ---–---------–--ლი მირბის დანგრეული შენობის მხარეს, სადაც მეორეხარისხოვანი გზა ჩადის და მესამედ ისვრის. როგორც კი ირ---–---------–--ლი გაიქცა, მაშინვე მოატრიალა ავტომანქანა, ჩაანათა შუქები და გადაადგილდა რამდენიმე მეტრით, მაგრამ ბოლომდე არ ჩაჰყოლია იმ მიზნით, რომ სადმე არ ყოფილიყო ჩამალული და არ ესროლა. მერე დაბრუნდა მეწყვილესთან და მანქანაში მყოფი პირებისგან გაიგო, რომ საჭესთან იჯდა გუ-----------ძე, მის გვერდით ნო------–---------ე, რომლებმაც შეკითხვაზე ვინ იყო პიროვნება, რომელმაც განახორციელა გასროლა, განმარტეს, რომ გაქცეული პიროვნება იყო ირ---–---------–--ლი იყო. მათვე აღნიშნეს, რომ სიგარეტის საყიდლად მიდიოდნენ, როცა ი-----–-მ ხელი დაუქნია და მათ გამოყვა. მომხდარის ფაქტის შესახებ აცნობეს ხელმძღვანელობას. შემთხვევის ადგილზე მივიდა კრიმინალური პოლიციაც. დაზარალებილის განმარტებით ა/მანქანიდან გადმოსულ ირ---–---------–--ლს პირდაპირ უყურებდა იგი, იფიქრა, რომ ისიც მის მეწყვილესთან მიდიოდა სასაუბროდ. დაინახა, რომ აღნიშნულ პიროვნებას ხელში ეჭირა პისტოლეტი და გაისროლა მისი მიმართულებით, შემდეგ უკან გადადგა ნაბიჯი და გაისროლა მეორედ ისევ მისი მიმართულებით. ირ---–---------–--ლს ეხურა ნაქსოვი ქუდი და ეცვა დუტის ქურთუკი, იყო თხელი აღნაგობის, საშუალოზე დაბალი. ირ---–---------–--ლთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონიათ და არც იცნობდნენ მას. მისი განმარტებით ა/მანქანის გაჩერების გამო შესაძლოა განაწყენდა იგი, მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა. აღნიშნულ პიროვნებას ხედავდა ორივე გასროლის დროს და შემდეგ ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო რიგით მეორე ფოტოსურათზე აღბეჭდილი ირ---–---------–--ლი, რომელიც გადმოვიდა ავტომანქანიდან, ხელი ასწია და ისროლა მისი მიმართულებით. ადასტურებს, რომ დარბაზში მყოფი პიროვნება არის ირ---–---------–--ლი, რომელმაც მ/წლის 19 მარტს განახორციელა გასროლა მისი მიმართულებით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს და-------------ძემ განმარტა, რომ მუშაობს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2----–-–------------ის 10:30 სათიდან 20 მარტის 10:30 საათამდე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იმყოფებოდა ,,ტოიოტა ჰაილუქსის’’ მარკის, A-------- სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანაში, მეწყვილესთან - პატრულ-ინსპექტორ ირ---–---------ძესთან ერთად. მათ სამოქმედო ტერიტორიას წარმოადგენს ჩოხატაური, მიმდებარე სოფლებით, ასევე ძ-----ის კვადრატი. 2----–-–------------ს, დაახლოებით 22:20 საათზე გადავიდნენ ძ-----ის ტერიტორიაზე, დაახლოებით 22:30 საათზე ჩავიდნენ ძ-----ის ცენტრში, 2-3 წუთში უკან მობრუნდნენ და შეხვდათ საპირისპირო მიმართულებით მოძრავი, თეთრი ფერის 07 ,,ჟიგული’’ ნომრით E------, რომელმაც დაარღვია მანევრირების წესები. შემოტრიალდნენ, დაედევნენ და ხმამაღალი საძახისით ანიშნებდნენ გაჩერებულიყო. მიუხედავად ამისა, მძღოლი ა/მანქანას არ აჩერებდა. დაახლოებით 300 მეტრში გაჩერდა ავტომანქანა, რომელსაც 2-3 მეტრში მიუყენეს მათი ა/მანქანაც, საჭესთან იჯდა მეწყვილე და მინათებული ჰქონდა მაშუქები. ძ-----ის ცენტრში, სკოლის წინ იდგა 07 მარკის ა/მანქანა, ხოლო მათ ავტომანქანა გააჩერეს მარჯვენა მხარეს, სავალ ნაწილზე. ამ დროს თვითონ გადმოვიდა ავტომანქანიდან, ხოლო ირ---–---------ძე ა/მანქანაში დარჩა. ქუჩის განათებისა და ა/მანქანის მაშუქების ფონზე დაინახა, რომ ა/მანქანაში იჯდა სამი პიროვნება, მძღოლი, მძღოლის გვერდით მჯდომი მგზავრი და ამ მგზავრის უკან მჯდომი ერთი პიროვნება. მივიდა მძღოლის მხარეს, ამ დროს ორი კარი გაიღო ერთდროულად, წინა მარჯვენა და უკანა მარჯვენა. გადმოვიდა წინ მჯდომი მგზავრი, როგორც შემდეგ გაირკვა ნო------–---------ე, რომელიც მივიდა მასთან, ხოლო თვითონ უკვე მისული იყო მძღოლთან, რომელმაც გააღო კარები, მაგრამ არ გადმოსულა ავტომანქანიდან. მძღოლს - გუ-----------ძეს მოსთხოვა მართვის მოწმობა, ავტომანქანის პასპორტი და სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმება. მძღოლმა წარუდგინა საბუთები და დაუდასტურა, რომ გუ-----------ძე იყო. აპირებდა მის შემოწმებას სიმთვრალე-სიფხიზლეზე, რა დროსაც უკან მჯდომი მგზავრი, როგორც შემდეგ გაირკვა ირ---–---------–--ლი, გადმოვიდა ავტომანქანიდან, გადმოიღო პისტოლეტი და განახორციელა გასროლა საპატრულო ავტომანქანის მიმართულებით, სადაც მისი მეწყვილე იჯდა. გასროლის შედეგად, ტყვია მოხვდა ავტომანქანას წინ, ძრავის ხუფში, რის შემდეგაც ორი ნაბიჯი გადადგა უკან და განახორციელა მეორე გასროლა იგივე მიმართულებით, 2-3 წამის შემდეგ კი ისროლა მესამედ, თუმცა რა მიმართულებით არ იცის. ირ---–---------ძემ, მისი მიმართულებით გასროლების განხორციელებისას, შემოატრიალა ავტომანქანა და მიანათა იმ მხარეს, საითკენაც გაიქცა ირ---–---------–--ლი, სკოლის წინ ჩასახვევში, ჩიხში, მეორეხარისხოვან, მოხრეშილ გზაზე, ირ---–---------ძე დაედევნა გაქცეულს, მაგრამ იგი უკვე აღარ ჩანდა და უკან დაბრუნდა. მან ხინიკაძისაგან და ცქვიტინიძისაგან გაიგო, რომ გაქცეული პიროვნება იყო ირ---–---------–--ლი, მათი თანასოფლელი, რომელიც დაემგზავრა მათ. შემდეგ ხელმძღვანელობა ჩააყენეს საქმის კურსში. ადგილზე მივიდნენ შსს ოზ---------------------–--------------–--ს თანამშრომლები, რომლებაც გადაამოწმეს ირ---–---------–--ლის ადგილსამყოფელი, თუმცა იგი არ იმყოფებოდა არც ერთ მისამართზე: არც სოფელში და არც ქ.ოზურგეთში. საპატრულო ა/მანქანას დაზიანებული ჰქონდა ძრავის ხუფი, ნატყვიარი ეტყობოდა წინ, საჭის მხარეს, საქარე მინიდან რამდენიმე მილიმეტრით ქვემოთ. მომხდარი ფაქტი ჩაწერილი აქვს სამკერდე ვიდეოკამერაზე, ფირზე ჩაწერილია ა/მანქანიდან მისი ჩასვლა და მძღოლთან ურთიერთობის მომენტი. ირ---–---------–--ლითან არანაირი შეხება არ ჰქონიათ და არც რაიმე დაინტერესება ჰქონიათ მის მიმართ. მიიჩნევს, რომ რადგან მძღოლს სთხოვდა სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმებას, აღნიშნულზე განაწყენდა ირ---–---------–--ლი და გაისროლა საპატრულო ეკიპაჟის მეორე წევრის მისამართით. ირ---–---------–--ლი მას ფოტოსურათით არ ამოუცნია, მაგრამ სასამართლო პროცესზე აღიდგინა და დარწმუნებულია, რომ პიროვნება, რომელმაც გასროლები განახორციელა ირ---–---------ძის მიმართულებით, ნამდვილად ირ---–---------–--ლია, სუსტი აღნაგობის, დაბალი ტანის, რადგან იგი მანქანაშიც დაინახა პროფილით და შემდგომ იარაღის გასროლის დროსაც.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გუ-----------ძემ განმარტა, რომ ირ---–---------–--ლს იცნობს, ერთ სოფელში გაზრდილები არიან. 2----–-–------------ს, კუთვნილი ავტომანქანით ,------------ სახელმწიფო ნომრით E------ მოძრაობდა სოფელ ძ-----ში, მასთან ერთად იმყოფებოდა ნო-------–--------ძეც, ნასვამები იყვნენ და სიგარეტის საყიდლად მიდიოდნენ. გზაზე, აკეთის გადასახვევთან შეხვდათ ირ---–---------–--ლი, რომელიც დაჯდა უკანა მარჯვენა სავარძელზე, მან კი, გააგრძელა მოძრაობა. ცენტრში მისვლამდე, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდათ საპირისპიროდ მომავალი საპარტულო პოლიციის მანქანა, რომელმაც ჩაუარა, მერე მოაბრუნა ა/მანქანა და დაედევნა მათ. საპატრულო პოლიციის მოწოდებაზე გააჩერა ა/მანქანა გზის მარჯვენა მხარეს, სკოლის წინ. მისი მანქანის უკანა მხარეს, 2-3 მეტრის დაშორებით გაჩერდა პოლიციის ა/მანქანა ,,ტოიოტა ჰაილუქსი’’, რომლის მარჯვენა მხრიდან გადმოვიდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და მივიდა მძღოლის მხარეს, კარებთან. გაიღო ა/მანქანის უკანა მარჯვენა და წინა მარჯვენა კარები. წინა მარჯვენა კარებიდან გადმოვიდა ნოდარი, წინა მხრიდან მოუარა მანქანას და მათთან მივიდა. პატრულმა მოითხოვა მანქანის მართვის მოწმობა, სარეგისტრაციო მოწმობა და სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმება. რადგან მის მხარეს საქარე მინის ამწევი არ მუშაობდა, კარები გააღო და პატრულთან მისი საუბრის დროს გაიგონა ორი-სამი გასროლის ხმა. გასროლის ხმაზე მიიხედა უკან და დაინახა, რომ ი-----–- უკვე გარბოდა, რომელსაც მუქი ლურჯი შარვალი და მუქი ზედა ეცვა, ხოლო თავზე ეხურა ნაქსოვი ქუდი. ავტომანქანაში მჯდომმა პატრულის მეორე თანამშრომელმა მოაბრუნა მანქანა და დაედევნა ირ---–---------–--ლს, მაგრამ და მალევე დაბრუნდა უკან. შემდეგ პატრულ-ინსპექტორებმა გამოკითხეს იმ გაქცეული პიროვნების შესახებ და უთხრეს, რომ ის პიროვნება იყო ი-----–- თავდიშვილი. იცის, რომ საპატრულო ა/მანქანის ,,კაპოტს’’ ეტყობოდა ნატყვიარი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზ---------------------–--------------–--ს დეტექტივ-გამომძიებლმა: უჩ----------ამ და ირ---–--–--------ძემ დაადასტურეს ირ---–---------–--ლის ბრალდების საქმეზე მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე, საჯაროდ წაკითხულ იქნა ნო-------–--------ძის 2----–-–-------------- გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, იგი ცხოვრობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძ-----ში. გუ-----------ძესთან ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს. ამ უკანასკნელს საკუთრებაში ჰყავს ვ-------- მარკის თეთრი ფერის ავტომანქანა. 2----–-–------------ს, დაახლოებით 22:00 საათიდან, 23:00 საათამდე დროის მონაკვეთში, გუ-----------ძესთან ერთად, ამ უკანასკნელის ავტომანქანით იმყოფებოდა სოფელ ძ-----ში, ჯვართან და სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს - არაყს, რა დროსაც დაუმთავრდათ სიგარეტი და გუ-----------ძის ავტომანქანით წავიდნენ სოფელ ძ-----ში მცხოვრები, რო-----------–-–---–ის საცხოვრებელ მისამართზე, სოფელ ძ-----ის ცენტრალური გზით. ავტომანქანას მართავდა გუ-----------ძე, ორივე ნასვამები იყვნენ. ავტომანქანაში იჯდა წინა მარჯვენა მხარეს არსებულ სავარძელში. გზაში მსვლელობისას, ავტომანქანით მოძრაობის დროს, ხელის დაქნევით ავტომანქანის გაჩერება ანიშნა სოფელ ძ-----ში მცხოვრებმა ირ---–---------–--ლმა, რომელიც დაემგზავერა მათ. ცენტრთან მათ შეხვდათ საპირისპიროდ მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა პიკაპი, რომელმაც მას შემდეგ, რაც ჩაუარა გუ------------ძის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, მობრუნდა და დაედევნა, თან ხმოვანი ძახილით ანიშნა ავტომანქანის გაჩერება. გუ-----------ძემ სოფელ ძ-----ის საჯარო სკოლის წინ, საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს გააჩერა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, ხოლო საპატრულო პოლიციის ავტომანქანა გაჩერდა გუ------------ძის ავტომანქანის უკან, დაახლოებით ორ-სამ მეტრში. ამ დროს მან გააღო ავტომანქანის წინა მარჯვენა კარები, ხოლო ირ---–---------–--ლმა გააღო უკანა მარჯვენა კარები, მაგრამ იგი ავტომანქანიდან არ გადმოსულა. თავად კი გადმოვიდა ავტომანქანიდან, მოუარა ავტომანქანას წინა მხრიდან და დახვდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ავტომანქანასთან, წინა მარცხენა მხარეს, მძღოლის კარებთან. ამ დროს გუ-----------ძემ გააღო კარები, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გურამს მოსთხოვა საბუთები და სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმება, რაზედაც გუ-----------ძემ თანხმობა განუცხადა, მაგრამ ავტომანქანიდან არ გადმოსულა. იმ დროს, როცა იგი იდგა წინა მხრით საპატრულო პოლიციის ავტომაქანისკენ, პოლიციის თანამშრომელთან, ხოლო ეს უკანასკნელი იდგა პირით გუ-----------ძის მიერ მართულ ავტომანქანასთან და სთხოვდა გურამს გაევლო სიმთვრალე სიფხიზლეზე შემოწმება, დაინახა, რომ ირ---–---------–--ლი ჩამოვიდა ავტომანქანიდან, გადმოსვლისთანავე ხელი გაიშვირა საპატრულო პოლიციის მანქანისაკენ და გაისროლა რამოდენიმეჯერ. ირ---–---------–--ლი გაიქცა ავტომანქანის მარჯვენა მხარეს მდებარე მოხრეშილი გზისაკენ. სამივე გასროლას თან ახლდა ნათება ირ---–---------–--ლის მიერ პოლიციის ავტომანქანისკენ მიმართულ ხელთან. იგი დარწმუნებულია, რომ ირ---–---------–--ლმა გაისროლა პისტოლეტიდან სამჯერ საპატრულო პოლიციის ავტომანქანის მიმართულებით. როცა ი-----–- ჩაჯდა მათ მანქანაში, მას არ ჰქონია სანადირო თოფი ან ავტომატი, რომელთაც შეამჩნევდა ზომიდან გამომდინარე, ხოლო პისტოლეტი არის მცირე ზომის და ირ---–---------–--ლს შეეძლო მისი ტანსაცმელში დამალვა. მანვე განმარტა, რომ ირ---–---------–--ლს ეცვა მუქი ფერის დუტის ქურთუკი და მუქი ფერის ჯინსის შარვალი. ირ---–---------–--ლის მიერ, იარაღიდან განხორციელებული ორი გასროლის შემდეგ, პოლიციის ავტომანქანაში მყოფმა მეორე თანამშრომელმა დაძრა ავტომანქანა ადგილიდან და ფარებით მიანათა საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს არსებული ადგილისკენ, სადაც გაიქცა ირ---–---------–--ლი. 2----–-–------------ს, სოფელ ძ-----ში, საპატრულო პოლიციის ავტომანქანის მიმართულებით, რომელშიც ერთი თანამშრომელი იჯდა, თანქონებული იარაღიდან გაისროლა ირ---–---------–--ლმა. მან ნახა, რომ ირ---–---------–--ლის მიერ გასროლილი ტყვიით დაზიანებული იყო პოლიციის ავტომანქანის ძრავის სახურავი (იხ. ტომი I , ს.ფ. 73-75).

 

მხრეთა მიერ უდავოდ მჩნეული მოწმე მა------------–-ძის 2--- წლის 30 მარტის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ფაქტობრივად ცხოვრობს ქ. ბათუმში ტ--–----- ქუჩაზე. ბავშვობიდან იცნობს ირ---–---------–--ლს, რომელთანაც აქვს ხშირი ურთიერთობა. 2--- წლის 29 მარტს, დაახლოებით 12:00 საათზე კუთვნილ მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მისთვის უცნობი მამაკაცი, გვარად ჩ------ რომელმაც უთხრა, რომ უკავშირდებოდა ირ---–---------–--ლის თხოვნით, ეს უკანასკნელი 2--- წლის 29 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე დახვდებოდა ქ.ბათუმში, ე.წ. გარადოკის’’ დასახლებაში, გო------------------------ს ქუჩების კვეთაში და მასთან, ქ.ბათუმში ტ--–----- ქუჩაზე უნდა გაეჩერებინა რამდენიმე დღით. იცოდა, რომ ირ---–---------–--ლს პოლიცია ეძებდა, მაგრამ ბავშვობის მეგობარს უარს ვერ ეტყოდა. 2--- წლის 29 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, ის და ლა–-----–--ე დათქმულ ადგილზე შევხდნენ ირ---–---------–--ლს, რომელიც დაჯდა ავტომანქანის უკანა სავარძელზე. დაახლოებით 200-300 მეტრის გავლის შემდეგ, ქ.ბათუმში გო-------ს ქუჩაზე ავტომანქანით მოძრაობის დროს, უკანა მხარიდან მოანათა ავტომანქანის შუქებმა, რა დროსაც ირ---–---------–--ლმა გააღო ავტომანქანის კარები და გაიქცა. როგორც ჩანს ეგონა, რომ მათ ავტომანქანას პოლიცია მოყვებოდა და გაქცევით მიიმალა ავტომანქანიდან. აღნიშნულ დღეს, ირ---–---------–--ლს ეცვა შავი ტანსაცმელი და თავზე ეხურა შავი ფერის ნაქსოვი ქუდი (იხ. ტომი I , ს.ფ. 198-200).

 

2----–-–-------------- შეტყობინებით N 7----- დასტურდება, რომ 2----–-–------------ს პატრულმა ირ---–---------ძემ, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონულ სამართველოს აცნობა, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ ოზურგეთის მუნიციპლიტეტის სოფელ ძ-----ში შეჩერებული იქნა ა/მანქანა ,-------------------–-–------------------------- რომელსაც მართავდა ამავე სოფელში მცხოვრები გუ-----------ძე, რა დროსაც აღნიშნული ა/მანქანიდან გადმოვიდა მგზავრი და ცეცხლსროლი იარაღიდან მოახდინა გასროლა საპატრულო ეკიპაჟის მიმართულებით, რის შედეგად დაზიანდა საპატრულო პოლიციის ა/მანქანა ,,ტოიოტა ჰაილუქსის’’ ძრავის სახურავი (იხ. ტომი I , ს.ფ. 2).

 

2----–-–-------------- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძ-----ში, სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს მდებარეობს სოფელ ძ-----ის საჯარო სკოლა, ხოლო საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს არის ამორტიზირებული შენობა-ნაგებობა. შემთხვევის ადგილზე ცენტრალურ ასფალტიან საავტომობილო გზას, მარჯვენა ნაწილიდან უერთდება მეორეხარისხოვანი, დეფექტიანი საავტომობილო გზა. შემთხვევის ადგილზე, საავტომობილო გზის მარჯვენა ნაწილში გაჩერებულია თეთრი ფერის, ვ-------- მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით E------, წინა ნაწილით აღმოსავლეთის მიმართულებით, ხოლო საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, წინა ნაწილით სამხრეთის მიმართულებით, მეორეხარისხოვანი გზისკენ გაჩერებულია პიკაპის ტიპის, ,,ტოიოტა ჰაილუქსის’’ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით A--------, რომელზეც იკითხება წარწერა ,,პოლიცია’’. შემთხვევის ადგილზე მდგარი ვ-------- მარკის ავტომანქანის წინა მარჯვენა და უკანა მარჯვენა კარები ღია მდგომარებაშია. ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე ნანახი იქნა სანთებელა. აღნიშნული ავტომანქანის წინ, ასფალტიან საავტომობილო გზაზე ნანახი იქნა ერთი ცალი მასრა. პოლიციის ავტომანქანა წინა მარცხენა მხარეს, ძრავის სახურავზე აღენიშნება დაზიანების კვალი. ძრავის საფარველის ახდის შემდეგ, აკუმულატორთან, პოლიეთილენის პარკზე ნანახი იქნა გასროლილი ტყვიის გულა. ამოღებული იქნა გასროლილი ვაზნა და გულა. ამოღებული იქნა ასევე წინა მარჯვენა სავარძელზე ნანახი სანთებელა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ვ-------- მარკის ავტომანქანის წინა და უკანა, მარჯვენა და მარცხენა კარების გარეთა და შიდა საკეტის სახელურიდან აღებული იქნა ანაწმენდის ნიმუში. ავტომანქანის საჭიდან და გადაცემათა კოლოფის ღერძიდან აღებული იქნა ანაწმენდის ნიმუშები, სულ 24 ცალ სტერილურ ჩხირზე, 12 ცალი ანაწმენდის ნიმუში. ავტომანქანის წინა, უკანა სავარძლების მარჯვენა და მარცხენა მხარეს არსებული საჯდომი ნაწილიდან და საზურგის ნაწილიდან აღებული იქნა 8 ცალი მიკრონაწილაკის ნიმუში, ოთხ პაკეტად. ვ-------- მარკის ავტომანქანის სახურავის გარეთა მარჯვენა ნაწილიდან აღებული იქნა ანაწმენდის ორი ცალი ნიმუში. დაქტილოსკოპიური ფხვნილების საშუალებით დამუშავებული იქნა ავტომანქანა, რის შედეგად ავტომანქანის წინა მარჯვენა კარების ჩარჩოს გარეთა ნაწილიდან ამოღებული იქნა ორი ცალი ხელის თითის კვალი. უკანა მარჯვენა კარების გარეთა ჩარჩოდან ამოღებული იქნა ერთი ცალი ხელის თითი კვალი, ავტომანქანის უკანა მარცხენა სახურავის საყრდენიდან აღებული იქნა ერთი ცალი ხელის თითის კვალი. ავტომანქანის უკანა მარცხენა კარების უძრავი ფანჯრიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი ხელის თითის კვალი, სულ ამოღებული იქნა 5 ცალი ხელის თითის კვალი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ვ---------მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით E------, რაც დაილუქა ბეჭდით 35/1 დასალუქად. ასევე ამოღებული იქნა ავტომანქანა ,,ტოიოტა ჰაილუქსი’’, რაც დაილუქა ბეჭდით 35/1 დასალუქად. მიმდინარეობდა შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება (იხ. ტომი I, ს.ფ. 7-39).

 

ნიმუშის აღების ოქმებით დასტურდება, რომ გუ-----------ძისაგან აღებული იქნა მარჯვენა და მარცხენა ხელის კვლები (იხ. ტომი I , ს.ფ. 46-47), ასევე ნერწყვის ნიმუში (იხ. ტომი I , ს.ფ. 49-50).

 

ნიმუშის აღების ოქმებით დასტურდება, რომ ნო------–----------სგან აღებული იქნა მარჯვენა და მარცხენა ხელის კვლები (იხ. ტომი I , ს.ფ. 77-78), ასევე ნერწყვის ნიმუში (იხ. ტომი I , ს.ფ. 80-81).

 

ფოტოსურათით ამოცნობის 2--- წლის 21 მარტის ოქმით დგინდება რომ, დაზარალებულმა ირ---–---------ძემ მისთვის ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო N2 ფოტოსურათზე აღბეჭდილი ირ---–---------–--ლი, რომელმაც 2----–-–------------ს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძ-----ში, თავს დაესხა ცეცხლსასროლი იარაღით და თანქონებული პისტოლეტით განახორციელა გასროლა. მან ირ---–---------–--ლი ამოიცნო მოგრძო თხელი პირისახით, წვრილი ტუჩებით, ხშირი წარბებით, შეწეული თვალების ჭრილით და სახის მთლიანი მოყვანილობით (იხ. ტომი I , ს.ფ. 99-104).

 

მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, 2--- წლის 21 მარტის ბალისტიკური ექსპერტიზის N---- დასკვნით და თანდართული ფოტოცხრილით დასტურდება, რომ ავტომანქანა „ტოიოტა ჰაილუქსი“-ს სახ. № AA-789 –GG ძრავის სახურავზე და ძრავის სახურავის შიდა მხარეს კარკასზე არსებული №1 და №2 დაზიანების შესწავლით და გამოკვლევით, თავისი ფორმებით, განვითარების ხასიათით და მორფოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, დაზიანება არის ცეცხლსასროლი წარმოშობის და განვითარებულია არაუმეტეს 9 მმ დიამეტრის ერთი ჭურვის ზემოქმედებით. დაზიანება №1 არის პირველადი შემავალი, ხოლო დაზიანება № 2 გაგრძელება. არსებული დაზიანებების ვიზირებით დადგინდა, რომ გასროლა ნაწარმოებია გარედან შიგნით, წინიდან უკან, მარცხნიდან მარჯვნივ და ქვემოდან ზემოთ, 10-12 გრადუსით ჰორიზონტალური სიბრტყის მიმართ (იხ. ტომი I , ს.ფ. 121-123).

 

სასაქონლო ექსპერტიზის 2----–-–----------------------- დასკვნით და თანდართული ფოტოცხრილით დგინდება, რომ ავტომანქანის ,,TOYOTA HILUX’’ ს--------------- ძრავის სახურავის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 120 (ასოცი) ლარს (იხ. ტომი I , ს.ფ. 128-130).

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის საინფორმაციო უზრუნველყოფისა და პროფესიული მომზადების ორგანიზების სამმართველოს უფროსის 21.03.2--- წლის წერილით ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოქმედ კარტოთეკაში ირიცხებიან: და-------------ძე და ირ---–---------ძე, რომელთაც დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი და მინიჭებული აქვთ პოლიციის კაპიტნის სპეციალური წოდება (იხ. ტომი I , ს.ფ. 135-136 ).

 

შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს უფროსის 2--- წლის 21 მარტის წერილზე თანდართული განწესის ფურცელით დასტურდება, რომ აღნიშნული სამმართველოს 2----–-–------------ის 10:00 საათიდან 20 მარტის 10:00 საათამდე პატრულ ინსპექტორთა მორიგეობის გრაფიკში ფიქსირდებიან: და-------------ძე და ირ---–---------ძე, ტრანსპორტის ნომერია A-------- (იხ. ტომი I , ს.ფ. 138-140 ).

 

შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის 21.03.2--- წლის წერილით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2013 წლის 13 სექტემბრის N--- ბრძანების ასლით დასტურდება, რომ ,,ტოიოტას’’ ფირმის ,,ჰაილუქსის’’ მოდელის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით A---------------–-------–-–----------------------- საიდენტიფიკაციო კოდი A---------------- საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 13.09.1--–-–------- ბრძანებით (იხ. ტომი I , ს.ფ. 142-146).

 

შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 21.03.2--- წლის წერილით ირკვევა, რომ ირ---–---------–--ლის სახელზე რაიმე სახის ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული არ არის. (იხ. ტომი I , ს.ფ. 148).

 

2--- წლის 10 აპრილის ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ დასტურდება, რომ შსს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ინსპექტორის არ---–------–---–-ას მონაწილეობით, შსს ოზ---------------------–--------------–--ს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ქე----------------ძემ მოახდინა პატრულ ინსპექტორის - და-------------ძის სამხრე კამერის 2----–-–------------ის ჩანაწერის დათვალიერება, რა დროსაც აღნიშნულ დღეს 22:39:32 სთ-დან 22:39:57-მდე დროის პერიოდში ჩანაწერში ასახულია, რომ პატრულ-ინსპექტორი და-------------ძე მიემართება შეჩერებული ავტომანქანისკენ, წარუდგენს ვინაობას და განუმარტავს, რომ მიმდინარეობს ვიდეოჩაწერა, რა დროსაც ავტომანქანის უკანა სავარძლის მარჯვენა კარებიდან გადმოდის მამაკაცი, რომელსაც აცვია მუქი ფერის ქურთუკი და ახურავს მუქი ფერის ქუდი, რა დროსაც ისვრის მარჯვენა ხელით. შემდეგ გარბის და გაქცევის შემდეგ ანხორციელებს კიდევ ორ გასროლას. აღნიშნული ჩანაწერი გადატანილი იქნა DVD დისკზე, რომელი მოთავსდა კონვერტში და დაილუქა (იხ. ტომი I , ს.ფ. 226-229).

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2--- წლის 1--------–-- ოქმით დასტურდება, რომ დალუქული ქაღალდის კონვერტის გახსნის შედეგად მასში აღმოჩნდა ერთი ცალი კომპაქტ-დისკი, რომელზეც ჩაწერილია ერთი ვიდეოფაილი. ვიდეოჩანაწერის თარიღია 2----–-–------------ის 22:39 საათი, ხანგრძლივობა 25 წამი. ვიდეოჩანაწერში ასახულია საპატრულო ეკიპაჟის მიერ 2----–-–------------ს, 22:39 საათზე ოზურგეთის მუნციპალიტეტის სოფელ ძ-----ში შეჩერებული, გუ-----------ძის მიერ მართული ავტომანქანა, რომლის საჭესთან ზის გუ-----------ძე და წინა მარცხენა კარებიდან, რომელიც ღია მდგომარეობაშია, ავტომანქანიდან გადმოუსვლელად ესაუბრება, ა/მანქანასთან მარცხენა მხრიდან მისულ პატრულ ინსპექტორს-და-------------ძეს, რა დროსაც ატომანქანის წინა მარცხენა კარებთან დგას ნო------–---------ე, ავტომანქანის უკანა სავარძელზე მარჯვენა მხარეს, ზურგით საპატრულო პოლიციის თანამშრომლისკენ ზის ირ---–---------–--ლი. ავტომანქანის წინა მარჯვენა კარები და უკანა მარჯვენა კარები ღია მდგომარეობაში. იმ დროს, როცა პატრულ-ინსპექტორი და-------------ძე ესაუბრება მძღოლს გუ-----------ძეს და მათთან არის ნო------–---------ეც, ავტომანქანის უკანა სავარძელზე, მარჯვენა მხარეს მჯდომი ირ---–---------–--ლი სწრფად გადმოდის ავტომანქანიდან და თანქონებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ანხორციელებს სამ გასროლას 5 წამის დროის პერიოდში, გუ-----------ძის მიერ მართული ავტომანქანის უკანა მხარეს მდგარი საპატრულო პოლიციის ავტომანქანის და მასში მჯდომი პატრულ ინსპექტორის - ირ---–---------ძის მიმართულებით. ირ---–---------–--ლი სირბილით ტოვებს შემთხვევის ადგილს. DVD შეიფუთა კომპაქტ-დისკის ქაღალადის ბუდეში, მოთავსდა ქაღალდის კონვერტი და დაილუქა (იხ. ტომი I, ს.ფ. 234-235).

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემული 2--- წლის 2--------------–--------------------------------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ერთი ცალი ქარხნული წესით დამზადებული ტყვია არის 1951 წლის, 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი. იგი განკუთვნილია ,,მაკაროვის’’ სისტემის პისტოლეტებისთვის ПМ და ,,სტეჩკინის’’ სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის AПC, აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისთვის РA-63, Р-64, РК-59 და სხვა. ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისთვის და გასროლილია 9 მმ კალიბრის პისტოლეტში, რომელიც განკუთვნილია 9 მმ კალიბრის, 1951 წლის ნიმუშის ვაზნების გასასროლად (იხ. ტომი II, ს.ფ. 38-40).

 

საქმის არსებითი განხილვის დროს, სადავო მტკიცებულებების გამოკვლევის შემდგომ, დაცვის მხარე დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სადავო არ არის და ორივე მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, სხვა არც ერთი მტკიცებულება, სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე, საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ირ---–---------–--ლის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

2.2. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

2.3. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმეების, დაზარალებულ ირ---–---------ძის და და-------------ძის პირდაპირი ჩვენებებით დადგენილია, რომ 2----–-–------------ს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, იმყოფებოდნენ მორიგე ჯგუფში და გადაადგილდებოდნენ სამსახურებივი ავტომანქანით. ირ---–---------ძემ და და-------------ძემ სასამართლო სხდომაზე მიუთითეს ირ---–---------–--ლზე, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა სულ სამი გასროლა. სროლის შედეგად დაზიანდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანის ძრავის სახურავი. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ბ--–----------------------------------------------------------------–-–--–--------–--–------–-------------------------–------------------------------------------------------------------------–------------–------------------------- დასკვნით დადგენილია აღნიშნული ავტომანქანის ძრავის სახურავის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმე გუ-----------ძის პირდაპირი ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–------------ს კუთვნილი ,------------ მარკის ავტომანქანით მოძრაობდა სოფელ ძ-----ში, რა დროსაც მის გვერდით იჯდა ნო------–---------ე. ნასვამები იყვნენ. სოფელ აკეთის გადასახვევთან ხელი დაუქნია და ავტომანქანაში უკანა მარჯვენა მხარეს ჩაჯდა ირ---–---------–--ლი. საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა დაძახილზე გააჩერა კუთვნილი ა/მანქანა, რომლის უკან, დაახლოებით 2-3 მეტრში გაჩერდა საპატრულო პოლიციის ა/მანქანა ,,ტოიოტა ჰაილუქსიც’’, საიდანაც გადმოსული პატრული მივიდა მასთან. ამ დროს გაიღო მისი ა/მანქანის უკანა მარჯვენა და წინა მარჯვენა კარები. წინა მარჯვენა კარებიდან გადმოვიდა ნო-------–--------ძე და მივიდა მასთან. პატრულმა მოითხოვა საბუთები და სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმება. ნო-------–--------ძე ესაუბრებოდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს. რადგან მძღოლის მხარეს საქარე მინის ამწევი არ მუშაობდა, მან ა/მანქანის კარები გააღო და პატრულთან მისი საუბრის დროს გაიგონა სროლის ხმა, ორი-სამი გასროლის ხმა, რომელიც პისტოლეტის ხმას მიამსგავსა. გასროლის ხმაზე მოიხედა და ი-----–- უკვე გარბოდა ხრეშიან გზაზე. მან პატრულ ინსპექტორებს უთხრა, რომ ეს პიროვნება ირ---–---------–--ლი იყო.

 

გუ-----------ძის ჩვენებას ამყარებს ასევე მოწმე ნო------–----------ს გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაცია, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე საჯაროდ იქნა წაკითხული საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე. ნო-------–--------ძის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იმის შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს ,------------ ავტომანქანა, რომელსაც მართავდა გუ-----------ძე, რომლის გვერდით იჯდა თვითონ, ხოლო უკანა სალონში, მარჯვენა მხარეს იჯდა ირ---–---------–--ლი, მან გააღო ავტომანქანის წინა მარჯვენა კარები, ხოლო ირ---–---------–--ლმა გააღო უკანა მარჯვენა კარები, მაგრამ იგი ავტომანქანიდან არ გადმოსულა. თვითონ გადმოვიდა ავტომანქანიდან, მოუარა წინა მხრიდან და დახვდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს მძღოლის კარებთან. ამ დროს გუ-----------ძემაც გააღო კარები, რის შემდეგაც პატრულმა გურამს მოსთხოვა საბუთები და სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმება, რაზედაც გუ-----------ძე დათანხმდა, მაგრამ ავტომანქანიდან არ გადმოსულა. იმ დროს, როცა იდგა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთან, ხოლო ეს უკანასკნელი იდგა პირით გუ-----------ძის მიერ მართულ ავტომანქანასთან, დაინახა, რომ ირ---–---------–--ლი ჩამოვიდა ავტომანქანიდან, გადმოსვლისთანავე ხელი გაიშვირა საპატრულო პოლიციის მანქანისაკენ და ამას მოჰყვა გასროლის ხმა. ირ---–---------–--ლი გაიქცა ავტომანქანის მარჯვენა მხარეს მდებარე მოხრეშილი გზისაკენ. დარწმუნებულია, რომ ირ---–---------–--ლმა სამჯერ გაისროლა პისტოლეტიდან საპატრულო პოლიციის ავტომანქანის მიმართულებით.

 

ამდენად, როგორც დაზარალებულ ირ---–---------ძის, ასევე მოწმეების: და-------------ძის და გუ-----------ძის პირდაპირი ჩვენებებით, ასევე მოწმე ნო------–----------ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ პატრულ ინსპექტორების: ირ---–---------ძის და და-------------ძის მიერ სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების დროს, მათ მიერ შეჩერებული ,------------ ა/მანქანის უკანა მარჯვენა მხრიდან გადმოსულმა, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ირ---–---------–--ლმა განახორციელა თავდასხმა პატრულ-ინსპექტორ ირ---–---------ძეზე, რომელიც იჯდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანის საჭესთან, ხოლო მისი მეწყვილე და-------------ძე გადმოსული იყო ავტომანქანიდან და ესაუბრებოდა ,------------ ა/მანქანის საჭესთან მჯდომ გუ-----------ძეს, რომელსაც ღია ჰქონდა კარები და ასევე, ამავე ა/მანქანიდან გამოსულ მგზავრს ნო------–---------ეს. თავდასხმის დროს, ირ---–---------–--ლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებულ არაერთ გასროლას შედეგად მოჰყვა საპატრულო პოლიციის სატრანსპორტო საშუალების დაზიანება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით. ევროპული სასამართლოსათვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა, როცა პოლიციისათვის წინაღმდეგობის გაწევის თაობაზე გაკეთებული დასკვნები მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ემყარებოდა, რომლებიც ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, არ ყოფილიყვნენ მიუკერძოებელი მოწმეები. ამ კატეგორიის საქმეებზე არსებობს მტკიცების მაღალი სტანდარტი და სასამართლომ ერთობლივად უნდა შეაფასოს, თუ რა დამატებითი მტკიცებულებები იქნა მოპოვებული, რაც გაამყარებდა პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენში (საქმე N308აპ-18) აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) N 17828/05 , §90, 11.07.2013), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში - რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება.

 

მოცემულ შემთხვევაში, ირ---–---------–--ლისათვის წარდგენილი ბრალდება არ ემყარება მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს, რომელთა უტყუარობის დასამტკიცებლად საჭირო იყო დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც განხორციელდა და პატრულ-ინსპეტორების: ირ---–---------ძის და და-------------ძის თანმიმდევრული და ურთიერთშეჯერებული ჩვენებები განმტკიცდა სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ ფაქტის უშუალო თვითმხლველის - მოწმე გუ-----------ძის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული ნო------–----------ს გამოკითხვის ოქმით, პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერის ჩანაწერით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით. საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები სასამართლომ შეაფასა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად. ამასთან, მოწმე პოლიციელთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, საქმის მასალებიდან ბრალდებულის მიმართ მათი სუბიექტური დამოკიდებულება არ იკვეთება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დგინდება საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენასა და საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე ,,ხანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Khan v. the United Kingdom), no 35394/97, 34; ,,ბუკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Bykov v. Russia), no.4378/02, 95).

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი საერთო ანალიზი გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ირ---–---------–--ლის თავდასხმას პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

2.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის პოზიციას, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ირ---–---------–--ლის მიერ, ბრალად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ირ---–---------–--ლის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან საქმეში არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია ირ---–---------–--ლის ბრალეულობა. აღნიშნული მტკიცებულებები გამოკვლეულია სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით საქმის განხილვისას, რა დროსაც დაცვის მხარეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, რომ ჯეროვნად წარმოედგინა და ემტკიცებინა თავისი პოზიცია ბრალდებასთან დაკავშირებით. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 9.2 მუხლით, მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია ერთი მტკიცებულებაც კი, რაც ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს შეეწინააღმდეგებოდა და გააბათილებდა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ირ---–---------–--ლის მიერ ბრალად შერაცხული, ზემოაღნიშნული ქმედებების ჩადენას, ადასტურებენ ბრალდების მოწმეების, კერძოდ, დაზარალებულ ირ---–---------ძის, ასევე და-------------ძის და გუ-----------ძის პირდაპირი ჩვენებები, ასევე სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული ნო------–----------ს გამოკითხვის ოქმი, რომლებიც უშუალოდ იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და პირადად შეესწრნენ ირ---–---------–--ლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლების განხორციელების ფაქტს საპატრულო პოლიციის ავტომანქანის და აღნიშნულ ავტომანქანის საჭესთან მჯდომი პატრულ-ინსპექტორის ირ---–---------ძის მიმართულებით.

 

დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2----–-–------------ის 10:00 საათიდან 20 მარტის 10:00 საათამდე პატრულ- ინსპექტორები: და-------------ძე და ირ---–---------ძე ანხორციელებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას საპატრულო პოლიციის დაქვემდებარებაში არსებული, ,,ტოიოტას’’ ფირმის ,,ჰაილუქსის’’ მოდელის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით A----------

 

დაზარალებულ ირ---–---------ძის, ასევე და-------------ძის და გუ-----------ძის ჩვენებებით და სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული ნო------–----------ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ,------------ მარკის ავტომანქანის საჭესთან იჯდა გუ-----------ძე, მის გვერდით, მარჯვენა მხარეს - ნო------–---------ე, ხოლო ამ უკანასკნელის უკან, მარჯვენა მხარეს კი, ირ---–---------–--ლი.

 

იმ ფაქტს, რომ პატრულ-ინსპექტორთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების პროცესში, სწორედ ირ---–---------–--ლმა მოახდინა ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლა, პირველ რიგში, ადასტურებს იმ ავტომანქანის მძღოლი, რომლის უკანა სალონში, მარჯვენა მხარეს იჯდა ირ---–---------–--ლი. კერძოდ, გუ-----------ძე მიუთითებს, რომ როცა გასროლის ხმაზე მოიხედა, ირ---–---------–--ლი უკვე გარბოდა, ხოლო ნო------–---------ე ავტომანქანასთან იდგა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება თანხვედრაშია პატრულ-ინსპექტორების: ირ---–---------ძის და და-------------ძის ჩვენებებთან, რომლებიც ადასტურებენ, რომ ხსენებულ ავტომანქანის უკანა მხრიდან გადმოსულმა პირმა, როგორც შემდეგ, გუ-----------ძის და ნო------–----------საგან გახდა მათთვის ცნობილი, ირ---–---------–--ლმა გაისროლა საპატრულო პოლიციის ავტომანქანის მიმართულებით.

 

გუ-----------ძისა და პატრულ-ინსპექტორთა ჩვენებებში მითითებული, ეს ფაქტობრივი გარემოებები თანხვედრაშია ნო------–----------ს გამოკითხვის დროს მიღებულ ინფორმაციასთან.

დაზარალებულმა ირ---–---------ძემ მისთვის ამოსაცნობად წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო N2 ფოტოსურათზე აღბეჭდილი ირ---–---------–--ლი, რომელმაც ისროლა მისი მიმართულებით, ამასთან სასამართლო სხდომაზეც დაადასტურა, რომ პირველად, გუ-----------ძის და ნო------–----------საგან გაიგო იმ პიროვნების ვინაობა, რომელმაც სამჯერ გაისროლა, ეს იყო ირ---–---------–--ლი. დაზარალებულმა განმარტა, რომ ირ---–---------–--ლს შეხედა ორივე გასროლის დროს და ამოიცნო მისი გარეგნული მახასიათებლებით.

 

პატრულ-ინსპექტორმა და-------------ძემ ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ თავდაპირველად, შემთხვევის ადგილზე, ნო------–----------ს და გუ-----------ძისაგან გაიგო, რომ პიროვნება, რომელიც საპატრულო პოლიცის ავტომანქანის და მის საჭესთან მჯდომი ირ---–---------ძის მიმართულებით გასროლების განხორციელების შემდეგ გაიქცა, ირ---–---------–--ლია, ახლაც დარწმუნებულია, რომ პიროვნება, რომელმაც სამჯერ გაისროლა, ნამდვილად ირ---–---------–--ლია, სუსტი აღნაგობის, დაბალი ტანის, მას ა/მანქანაშიც დააკვირდა და სროლების დროსაც.

 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ცალსახად ადასტურებენ, რომ ირ---–---------–--ლს არ იცნობდნენ და მასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონიათ, რაც გამორიცხავს საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ირ---–---------–--ლის მიმართ რაიმე სახის ინტერესის არსებობას. ამასთან, პატრულ-ინსპექტორები აღნიშნავენ, რომ გუ-----------ძის მიერ მართული ავტომანქანის შეჩერების შემდეგ, იქ მყოფ პირებს შორის რაიმე ინციდენტი არ მომხდარა, კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია, რაც დადასტურებულია პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერის ჩანაწერითაც, თუმცა ირ---–---------–--ლის მხრიდან საპატრულო ეკიპაჟის მიმართულებით გასროლების განხორციელების ფაქტს ხსნიან ირ---–---------–--ლის განაწყენებით, მათ მიერ ა/მანქანის შეჩერებისა და სიმთვრალე-სიფხიზლეზე მძღოლის შემოწმების მოთხოვნის გამო. ამასთან, დაზარალებულმა არ გამორიცხა ალკოჰოლური თრობის ან რაიმე ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ირ---–---------–--ლის ყოფნის ფაქტიც.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული, ინციდენტის მონაწილე საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები სრულად არის თანხვედრაში როგორც ერთმანეთთან, ასევე - სასამართლოში გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებსა და მოწმეთა ჩვენებებთან. რაიმე მტკიცებულება ან არგუმენტი, რაც პოლიციელთა მხრიდან დაინტერესებაზე მიუთითებდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია.

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ბრალდებას არ წარმოუდგენია დანაშაულის იარაღი, ასევე დამნაშავის ტანსაცმელი - შავი ქუდი და მუქი ქურთუკი, ეს გარემობები ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, შემთხვევის ადგილზე მდგარი ვ-------- მარკის ავტომანქანის წინა, ასფალტიან საავტომობილო გზაზე აღმოჩენილი იქნა ერთი ცალი მასრა, ხოლო საპატრულო პოლიციის ავტომანქანის ძრავის საფარველის ახდის შემდეგ, აკუმულატორთან ნანახი იქნა გასროლილი ტყვიის გულა. ის გარემოება, რომ საპატრულო პოლიციის ა/მანქანაზე ძრავის სახურავზე და ძრავის სახურავის შიდა მხარეს კარკასზე არსებული №1 და №2 დაზიანება არის ცეცხლსასროლი წარმოშობის და განვითარებულია არაუმეტეს 9 მმ დიამეტრის ერთი ჭურვის ზემოქმედების შედეგად დადგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, ბალისტიკური ექსპერტიზის N---- დასკვნით. ამდენად, აღნიშნული გარემობები ერთმნიშვნელოვად ადასტურებენ შემთხვევის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტს. შემთხვევის ყველა თვითმხილველი ადასტურებს, რომ ირ---–---------–--ლს ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი და თავზე ეხურა შავი ფერის ნაქსოვი ქუდი. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ პატრულ ინსპექტორისა და საპატრულო პოლიციის ავტომანქანის მიმართულებით გასროლების განხორციელების შემდეგ, ირ---–---------–--ლი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან და მისი დაკავება შესაძლებელი გახდა მხოლოდ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად.

 

დაცვის მხარის იმ მოსაზრებებთან დაკავშირებით, რომ სამხრე კამერის ჩანაწერში არ ჩანს დამნაშავის სახე და გარეგნობის აღქმა პრობლემურია, კამერა იღებს მძღოლსა და ა/მანქანის შიდა სალონს, ხოლო გასროლების დროს კამერის მდგომარეობა უცვლელია, სასამართლო განმარტავს, რომ დაცვის მხარის მიერ შემოთავაზებული ვერსია ეწინააღმდეგება როგორც დაზარალებულ ირ---–---------ძის, ასევე მოწმე და-------------ძის ჩვენებებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ სწორედ გუ-----------ძის ავტომანქანის უკანა სალონიდან გადმოსულმა პირმა - ირ---–---------–--ლმა (რომლის ვინაობა გაიგეს შემთხვევის ადგილზევე, იქ მყოფი პირებისგან: მძღოლის გუ-----------ძისა და მისი ავტომანქანის მგზავრის - ნო------–----------სგან) განახორციელა სამი გასროლა. ამასთან, იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ირ---–---------ძის და და-------------ძის მიერ გუ-----------ძის ავტომანქანის შეჩერების შემდეგ, ისე, რომ მძღოლ გუ-----------ძესა და პატრულ-ინსპექტორ და-------------ძეს შორის, ასევე ავტომანქანიდან გადმოსულ ნო------–---------ესა და და-------------ძეს შორის რაიმე სახის კონფლიქტი არ წარმოშობილა, ირ---–---------–--ლი სამჯერ ისვრის მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან - ადასტურებს პატრულ ინსპექტორის - და-------------ძის სამხრე კამერის 2----–-–------------ის ჩანაწერი, რომლის სასამართლო სხდომაზე დათვალიერებით, ასევე პატრულ ინსპექტორების: დაზარალებულ ირ---–---------ძის და და-------------ძის, მოწმე გუ-----------ძის ჩვენებებით და ნო------–----------ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ იმ დროს, როცა პატრულ-ინსპექტორი და-------------ძე ესაუბრება მძღოლს გუ-----------ძეს და მათთან არის ნო------–---------ეც, ირ---–---------–--ლი ჩქარა გადმოდის ავტომანქანის უკანა მარჯვენა მხრიდან და თანქონებული ცეცხლასროლი იარაღიდან ანხორციელებს სამ გასროლას რადენიმე წამის მონაკვეთში, გუ-----------ძის მიერ მართული ავტომანქანის უკანა მხარეს მდგარი საპატრულო პოლიციის ავტომანქანის და მის საჭესთან მჯდომი პატრულ ინსპექტორის - ირ---–---------ძის მიმართულებით, რის შემდეგაც ირ---–---------–--ლი გარბის შემთხვევის ადგილიდან.

 

დაცვის მხარის იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ ირ---–---------–--ლის ფოტოსურათით ამოცნობა არ არის სარწმუნო, რადგან პატრულის თანამშრომელი, რომელსაც კამერა დამაგრებული აქვს მკერდზე, ვერც დამნაშავის სახეს დაინახავდა და ვერც მის რეალურ გარეგნობას აღიქვამდა, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პატრულ-ინსპექტორს, რომლის სამხრე კამერითაც მოხდა ინციდენტის ჩაწერა, ამოცნობაში მონაწილეობა არ მიუღია, კერძოდ, ინციდენტი სამკერდე ვიდეოკამერით ჩაიწერა საპატრულო პოლიციის ავტომანქანიდან გადმოსულმა პატრულ-ინსპექტორმა და-------------ძემ, რომელიც ესაუბრებოდა შეჩერებული ა/მანქანის მძღოლს გუ-----------ძეს და მის მგზავრს - ნო------–---------ეს და და-------------ძეს, ირ---–---------–--ლის ფოტოსურათით ამოცნობა არ მოუხდენია (როგორც ამაზე აპელირებს ბრალდებულის ინტერესების დამცველი), ირ---–---------–--ლი ფოტოსურათით ამოიცნო დაზარალებულმა ირ---–---------ძემ. შესაბამისად, დაცვის მხარის აპელირება იმაზე, რომ სამხრე კამერის მქონე პატრულ-ინსპექტორი ვერ დაინახავდა დამნაშავის სახეს და ფოტოსურათით ვერ ამოიცნობდა მას, ეწინააღმდეგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, დამცველი ისე მიანიშნებს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების- ამოცნობის არასარწმუნოობაზე, რომ ვერ მიუთითებს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის რა არსებითი დარღვევას ჰქონდა ადგილი, რაც სისხლის სამართლის საქმის მასალებიდანაც არ იკვეთება.

 

ადვოკატის მოსაზრებას იმის თაობაზეც, რომ ვინაიდან მოწმე ნო------–---------ეს სასამართლო სხდომაზე ჩვენება არ დაუდასტურებია და იგი მხოლოდ გამოქვეყნდა, ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია ნო------–----------ს შეურაცხადობა, მისი ჩვენება არ უნდა იქნას გაზიარებული, სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს შემდეგ გარემოებათა გამო: მოწმე ნო------–---------ე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო უწყება სხდომის დღის შესახებ ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს, ამასთან, მოწმის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა განცხადებით მომართა სასამართლოს და წარმოუდგინა 2--- წლის 22 ივლისს გაცემული ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა (ნო------–----------ს მოწმის სახით გამოკითხვა კი მოხდა მანამდე, 2--- წლის 20 მარტს), რომლითაც ირკვევა, რომ ნო------–---------ე დაავადებულია ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობით. აღნიშნული დიაგნოზი წარმოადგენს ფსიქიკურ ნაკლს, რის გამოც ნოდარ ცქვტინიძეს თავისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არა აქვს უნარი სწორად აღიქვას, დაიხსომოს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები და მისცეს სწორი ჩვენება. გასულ პერიოდთან დაკავშირებით დასკვნაში არაფერია განმარტებული. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამოწურული იყო სასამართლოს წინაშე ნო------–----------ს წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა, რის გამოც დააკმაყოფილა პროკურორის შუმდგომლობა მოწმე ნო------–----------ს გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვის თაობაზე. აქედან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, მოწმე ნო------–----------ს გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის როგორც მტკიცებულების, სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ გუ-----------ძის მიერ ირ---–---------–--ლის მამხილებელი ჩვენების მიცემა გამოწვეულია შიშით, მუქარით და ბოღმით, სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რადგან მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ვარაუდის დონეზე, მიუთითებს, რომ გუ-----------ძე დაინტერესებული პირია ირ---–---------–--ლის წინააღმდეგ, რომ მას საამისოდ გააჩნია რაიმე მიზეზი და საბაბი იმისათვის, რომ განზრახ ცრუ ჩვენება მიეცა სასამართლოსათვის და ირ---–---------–--ლისათვის დაებრალებინა ისეთი ქმედების ჩადენა, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ ასეთი შესაძლო მიზეზი არც თავად ირ---–---------–--ლს დაუკონკრეტებია, ხოლო ადვოკატის მხოლოდ ზოგადი მითითება შიშსა და მუქარაზე, ასევე, ადრე თავდიშვილსა და ხინიკაძეს შორის არსებული კონფლიქტის მორიგებით დასრულების გამო, გუ-----------ძეში წარმოშობილ ბოღმაზე, სასამართლოს აზრით, იმაზე მეტყველებს, რომ არავითარი რეალური საფუძველი არ არსებობს დასკვნისათვის, რომ ამ შემთხვევაში გუ-----------ძე დაინტერესებული პირია ირ---–---------–--ლის მიმართ და შესაბამისად, მისი ჩვენება უნდა იქნეს მიღებული სარწმუნო მტკიცებულებად.

 

ამდენად, სასამართლო, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ იზიარებს ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის პოზიციას ირ---–---------–--ლის უდანაშაულობის თაობაზე.

 

ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, არ გამოვლენილა. აღნიშნულიდან გამომდინარე და საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით ცალსახაა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო. მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციები თანხვედრაშია საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული პირების მიერ ჩამოყალიბებული პოზიციები დადასტურებულია სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც სასამართლო მათ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებებად.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დარწმუნდა, რომ ირ---–---------–--ლის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

3. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ირ---–---------ძემ და მოწმე და-------------ძემ დაადასტურეს ირ---–---------–--ლის მხრიდან სამი გასროლის ფაქტი, მოწმე გუ-----------ძემ განმარტა, რომ ირ---–---------–--ლის მიერ განხორციელებული გასროლების ხმა პისტოლეტის ხმას მიამსგავსა, ხოლო ნო------–---------ე გამოძიებისათვის მიცემულ ინფორმაციაში, რომელიც საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო სხდომაზე, აღნიშნავს, რომ ირ---–---------–--ლმა პისტოლეტიდან სამჯერ გაისროლა საპატრულო პოლიციის ავტომანქანის მიმართულებით. ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნით, ერთი ცალი ქარხნული წესით დამზადებული ტყვია არის 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი ,,მაკაროვის’’ სისტემის პისტოლეტებისათვის და ,,სტეჩკინის’’ სისტემის ავტომატური პისტოლეტებისათვის, აგრეთვე სხვა პისტოლეტებისათვის. ტყვიის ვიზუალური დათვალიერებისას, მის ზედაპირზე აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღის კუთხვილიან ლულაში გავლის კვალები წვრილი ლილვაკების და ნაღარების სახით. ტყვიის სათავო ნაწილზე აღინიშნება დაზიანების კვალი, რაიმე ბლაგვ საგანთან კონტაქტის გამო. წარმოდგენილი ტყვიის ჭდეულის ველების რაოდენობა (ოთხი მარჯვნივ დახრილი), მიმართულება, დახრის კუთხე და სიგანე იძლევა შესაძლებლობას დასკვნისათვის, რომ წარმოდგენილი ტყვია ვარიგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლია 9 მმ კალიბრის პისტოლეტში, რომელიც განკუთვნილია 1951 წლის ნიმუშის ვაზნების გასასროლად.

 

ირ---–---------–--ლს არ აქვს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების თაობაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ირ---–---------–--ლმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

4. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოადგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ბრალდების ამ ნაწილშიც - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე- 3 და მე-4 ნაწილებში ირ---–---------–--ლს დამნაშავედ ცნობის შესახებ, საფუძვლიანია.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე და სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას, ხოლო შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებებში ირ---–---------–--ლის უდანაშაულობის თაობაზე დაცვის მხარის მითითებას, სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან საქმეში წარმოდგენილია აღნიშნული პოზიციის საწინააღმდეგო უყტუარი და პირდპირი მტკიცებულებების ერთობლიობ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ საქმეში, დაცვის მხარეს არ წამოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მის მიერ გამოთქმულ სხვადასხვა მოსაზრებებიდან ერთ-ერთს გაამყარებდა, რის გამოც სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხრის პოზიციას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (იხ. El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ირ---–---------–--ლმა ჩაიდინა პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ირ---–---------–--ლს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

7. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ირ---–---------–--ლის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, კერძოდ იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ ირ---–---------–--ლი ქმედების ჩადენის შემდეგ მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, არ ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოებთან და ხელი არ შეუწყო საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ირ---–---------–--ლს უნდა დაენიშნოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთასთან.

 

ამდენად, ირ---–---------–--ლს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ირ---–---------–--ლს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

8. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ხუთი ცალი ხელის თითის კვალი და DVD დისკი უნდა დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახული უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; ერთ ცალი ტყვიის გულა და ერთი ცალი მასრა უნდა გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს განადგურების მიზნით; ერთი ცალი სანთებელა უნდა განადგურდეს; ანაწმენდის ნიმუშები და მიკრონაწილაკები, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, უნდა განადგურდეს. ,------------’ მარკის ავტომანქანა, რომელიც დგას სპეციალურ ავტოსადგომზე, უნდა დაუბრუნდეს მის მფლობელს, ხოლო ავტომანქანა ,,ტოიოტა ჰაილუქსი’’, რომელიც დგას შსს ოზ---------------------–--------------–--ს ეზოში, დაუბრუნდეს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გ----------------------------ლოს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ირ---–---------–--ლი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

1.1. ირ---–---------–--ლს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.

 

1.2. ირ---–---------–--ლს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

1.3. ირ---–---------–--ლს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

1.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მსჯავრდებულ ირ---–---------–--ლს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.

 

2. მსჯავრდებულ ირ---–---------–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 2--- წლის 1--------- 14:25 საათიდან.

 

3. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

3.1. ხუთი ცალი ხელის თითის კვალი და DVD დისკი დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

3.2. ერთ ცალი ტყვიის გულა და ერთი ცალი მასრა გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს განადგურების მიზნით.

3.3. ერთი ცალი სანთებელა განადგურდეს.

3.4. ანაწმენდის ნიმუშები და მიკრონაწილაკები, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.

3.5. ,------------’ მარკის ავტომანქანა, რომელიც დგას სპეციალურ ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს მის მფლობელს.

3.6. ავტომანქანა ,,ტოიოტა ჰაილუქსი’’, რომელიც დგას შსს ოზ---------------------–--------------–--ს ეზოში, დაუბრუნდეს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გ----------------------------ლოს.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა კიკნაძე