გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 180210119003260434 2/845-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 თებერვალი, 2020 წელი ქ.მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე სოფიო ლეჟავა
სხდომის მდივანი ზაზა შველიძე
მოსარჩელე: სს ,,თ-----------“
წარმომადგენელი: ს--–-------–----–-----–ი
მოპასუხე: ნ-----------–---–ი (არ გამოცხადდა)
წარმომადგენელი: რ---–------------ე
დავის საგანი: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. 2017 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნ-----------–---–ს - სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს შემცირებული დავალიანების 7510.95 ლარის გადახდა; საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 5347.72 ლარს, სარგებელი 1 464.87 ლარს, პირგასამტეხლო 685.64 ლარს, დაზღვევა 12.72 ლარს;
2. ნ-----------–---–ს სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 30 ოქტომბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტის #3-------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ძირ თანხაზე 5347.72 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 24.5%-ის ოდენობით სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 109.18 ლარს.
3. ნ-----------–---–ს სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 28 ნოემბრის საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს შემცირებული დავალიანების 980.90 ლარის გადახდა; საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 686.28 ლარს, სარგებელი 195.74 ლარს, შემცირებული პირგასამტეხლო 98.10 ლარს, დაზღვევა 0.78 ლარს;
4. ნ-----------–---–ს სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 30 ოქტომბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2017 წლის 28 ნოემბრის საბანკო კრედიტის #3-------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 686.28 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 25.5%-ის ოდენობით სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 14.58 ლარს.
5. ნ-----------–---–ს სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 22 აპრილის საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 1 914.57 ლარის გადახდა; საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 1100 ლარს, სარგებელი 618.57 ლარს, შემცირებული პირგასამტეხლო 196 ლარს;
6. ნ-----------–---–ს სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 30 ოქტომბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2018 წლის 22 აპრილის საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 1100 ლარზე, ვალედებულების სრულად შესრულებამდე წლიური 60%-ის ოდენობით სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 55 ლარს.
7. ნ-----------–---–ს სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 04 მაისის საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 722 ლარის გადახდა; საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 400 ლარს, სარგებელი 223.44 ლარს, შემცირებული პირგასამტეხლო 98.56 ლარს;
8. ნ-----------–---–ს სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 30 ოქტომბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2018 წლის 04 მაისის საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა ძირ თანხაზე 400 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 60%-ის ოდენობით სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 20 ლარს.
მოსარჩელის პოზიცია:
სს ,,თ-----------ა“ და ნ-----------–---–ს შორის 2017 წლის 16 ნოემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6 200 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი 24.5%, კრედიტის ვადა 1460 დღე, 2021 წლის 15 ნოემბრამდე. გათვალისწინებული იქნა ასევე ფიქსირებუილი პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული ყოველ გადაცილებულ დღეზე 0.5%; მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაფრთხილების მიუხედავად, 2018 წლის სექტემბრის შემდეგ, გადახდა აღარ განუხორციელებია. ამასთან, მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადა; ამდენად, 2019 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 9 516.02 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 5 347.72 ლარი, სარგებელი - 1 464.87, პირგასამტეხლო - 2 690.71 ლარი და დაზღვევა - 12.72 ლარი.
სს ,,თ-----------ა“ და ნ-----------–---–ს შორის 2017 წლის 28 ნოემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 800 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი 25.5%, კრედიტის ვადა 2021 წლის 15 ნოემბრამდე. გათვალისწინებული იქნა ასევე ფიქსირებუილი პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული ყოველ გადაცილებულ დღეზე 0.5%; მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაფრთხილების მიუხედავად, 2018 წლის სექტემბრის შემდეგ, გადახდა აღარ განუხორციელებია. ამასთან, მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადა; ამდენად, 2019 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 28 ნოემბრის საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1 226.36 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 686.28 ლარი, სარგებელი - 1 95.74 ლარი, პირგასამტეხლო - 343.56 ლარი და დაზღვევა - 0.78 ლარი.
სს ,,თ-----------ა“ და ნ-----------–---–ს შორის 2018 წლის 22 აპრილს ინტერნეტბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1100 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 60%-ით, კრედიტის ვადა - 2019 წლის 22 აპრილამდე. კრედიტის დაფარვის დღედ განისაზღვრა ყოველითვის 22 რიცხვი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5 % ყოველ გადაცილებულ დღეზე. მხარეებს შორის ურთიერთობა მოწესრიგდება სს ,,თ-----------ს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbcbank.ge განთავსებული ,,ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულებით. ნ-----------–---–მა დაარღვია 22 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა 2018 წლის სექტებრის შემდეგ გადახდა აღარ შეუსრულებია. ამასთან, მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადა; ამდენად, 2019 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 22 აპრილის საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 3 328.06 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1100 ლარი, სარგებელი - 618.57 ლარი, პირგასამტეხლო - 1609.49 ლარი.
სს ,,თ-----------ა“ და ნ-----------–---–ს შორის 2018 წლის 04 მაისს ინტერნეტბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 400 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 60%-ით, კრედიტის ვადა - 2019 წლის 03 მაისამდე. კრედიტის დაფარვის დღედ განისაზღვრა ყოველითვის 03 რიცხვი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5 % ყოველ გადაცილებულ დღეზე. მხარეებს შორის ურთიერთობა მოწესრიგდება სს ,,თ-----------ს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbcbank.ge განთავსებული ,,ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულებით. ნ-----------–---–მა დაარღვია 04 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა 2018 წლის სექტებრის შემდეგ გადახდა აღარ შეუსრულებია. ამასთან, მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადა; ამდენად, 2019 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2018 წლის 04 მაისის საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1 200.24 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 400 ლარი, სარგებელი - 223.44 ლარი, პირგასამტეხლო - 576.80 ლარი.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი ბანკი ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება. (იხ. სარჩელი)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ-----------–---–მა როგორც შესაგებელში, ისე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კრძოდ, ძირი თანხის - 7 534.00 ლარის მოთხოვნის ნაწილში. მოპასუხემ განმარტა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. (იხ. შესაგებელი. 26.11.2019 წ. სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს ,,თ-----------ა“ და ნ-----------–---–ს შორის 2017 წლის 16 ნოემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6 200 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი 24.5%, კრედიტის ვადა 1460 დღე, 2021 წლის 15 ნოემბრამდე. გათვალისწინებული იქნა ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული ყოველ გადაცილებულ დღეზე 0.5%
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- 2017 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტით შესახებ #3-------------- ხელშეკრულება;
3.1.2. სს ,,თ-----------ა“ და ნ-----------–---–ს შორის 2017 წლის 28 ნოემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 800 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი 25.5%, კრედიტის ვადა 2021 წლის 15 ნოემბრამდე. გათვალისწინებული იქნა ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული ყოველ გადაცილებულ დღეზე 0.5%;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- 2017 წლის 28 ნოემბრის საბანკო კრედიტით შესახებ #3-------------- ხელშეკრულება;
3.1.3. სს ,,თ-----------ა“ და ნ-----------–---–ს შორის 2018 წლის 22 აპრილს ინტერნეტბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1100 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 60%-ით, კრედიტის ვადა - 2019 წლის 22 აპრილამდე. კრედიტის დაფარვის დღედ განისაზღვრა ყოველითვის 22 რიცხვი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5 % ყოველ გადაცილებულ დღეზე. მხარეებს შორის ურთიერთობა მოწესრიგდება სს ,,თ-----------ს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbcbank.ge განთავსებული ,,ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- #6---------- ცნობა დავალიანების შესახებ.
3.1.4. სს ,,თ-----------ა“ და ნ-----------–---–ს შორის 2018 წლის 04 მაისს ინტერნეტბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 400 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 60%-ით, კრედიტის ვადა - 2019 წლის 03 მაისამდე. კრედიტის დაფარვის დღედ განისაზღვრა ყოველითვის 03 რიცხვი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5 % ყოველ გადაცილებულ დღეზე. მხარეებს შორის ურთიერთობა მოწესრიგდება სს ,,თ-----------ს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbcbank.ge განთავსებული ,,ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- #6---------- ცნობა დავალიანების შესახებ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება პირგასამტეხლოს და სარგებლის ოდენობას, რაც მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხით ხელშეკრულებებით შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
3.2.2 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად, საქმეში არსებული ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების საფუძველზე და ამის შემდეგ გამოიტანოს სასამართლომ დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს მოსაქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 208-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 327-ე, 873-ე, 868-ე, 400-361-ე, 411-ე, 412-ე, 394-ე, 408-ე, 417-ე, 418-ე, 115-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს.
მოცემელ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ნ-----------–---–მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ 7 534.00 ლარის მოთხოვნის ნაწილში. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის ცნობა წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო მომსახურების ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა საბანკო კრედიტით და ინტერნეტბანკის საშუალებით დადებული საბანკო კრედიტით გათვალისწინებული თანხის დაფარვის ვადები.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, სს ,,თ-----------“ და ნანა ჯაბანშვილს შორის 2017 წლის 16 ნოემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6 200 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი 24.5%, კრედიტის ვადა 1460 დღე, 2021 წლის 15 ნოემბრამდე. გათვალისწინებული იქნა ასევე ფიქსირებუილი პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული ყოველ გადაცილებულ დღეზე 0.5%;
სს ,,თ-----------ა“ და ნ-----------–---–ს შორის 2017 წლის 28 ნოემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 800 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი 25.5%, კრედიტის ვადა 2021 წლის 15 ნოემბრამდე. გათვალისწინებული იქნა ასევე ფიქსირებუილი პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული ყოველ გადაცილებულ დღეზე 0.5%;
სს ,,თ-----------ა“ და ნ-----------–---–ს შორის 2018 წლის 22 აპრილს ინტერნეტბანკის საშუალებით დადებული საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1100 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 60%-ით, კრედიტის ვადა - 2019 წლის 22 აპრილამდე. კრედიტის დაფარვის დღედ განისაზღვრა ყოველითვის 22 რიცხვი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5 % ყოველ გადაცილებულ დღეზე. მხარეებს შორის ურთიერთობა მოწესრიგდა სს ,,თ-----------ს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbcbank.ge განთავსებული ,,ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულებით.
სს ,,თ-----------ა“ და ნ-----------–---–ს შორის 2018 წლის 04 მაისს ინტერნეტბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 400 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 60%-ით, კრედიტის ვადა - 2019 წლის 03 მაისამდე. კრედიტის დაფარვის დღედ განისაზღვრა ყოველითვის 03 რიცხვი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5 % ყოველ გადაცილებულ დღეზე. მხარეებს შორის ურთიერთობა მოწესრიგდა სს ,,თ-----------ს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbcbank.ge განთავსებული ,,ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ“ ხელშეკრულებით.
მითითებული ხელშეკრულებები წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.
2019 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით ნ-----------–---–ის დავალიანება, სს თ-----------ს მიმართ, (1) 2017 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 7 510.05 ლარს; (2) 2017 წლის 28 ნოემბრის საბანკო კრედიტით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 980.90 ლარს; (3) 2018 წლის 22 აპრილის საბანკო კრედიტით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 1 914.57 ლარს; (4) 2018 წლის 04 მაისის საბანკო კრედიტით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს - 722 ლარს;
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
მოპასუხე, ნ-----------–---–ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რაც მისთვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.
საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საბანკო კრედიტი, რითაც ისარგებლა მოპასუხე ნ-----------–---–მა, ხოლო მსესხებლის - ნ-----------–---–ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროს.
6.4. მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც ბანკმა ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. კერძოდ, მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს მოპასუხისთვის იმ სარგებლის გადახდის დაკისრებას, რასაც მოსარჩელე მიიღებდა, ხელშეკრულების პირობები სრულად რომ შესრულებულიყო.
სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა მოვლენები მართლზომიერების ფარგლებში რომ მოთავსებულიყო. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე არის საკრედიტო ორგანიზაცია. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კრედიტის გაცემის გზით სარგებლის მიღება, ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება სწორედ იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ამდენად, დასაბუთებულია ვარაუდი, რომ კრედიტის მიმღების მიერ კრედიტის ვადაში დაბრუნების შემთხვევაში კრედიტის გამცემი, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, დაბრუნებულ კრედიტს გამოიყენებდა სარგებლის მისაღებად, ხოლო კრედიტის დაუბრუნებლობით ან დაგვიანებით დაბრუნებით მიადგება ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს დავალიანების ცნობის გაცემიდან 2019 წლის 30 ოქტომბრიდან 16.11.2017 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 5347.72 ლარზე წლიური 24.5% სარგებლის გადახდა, რაც თვეში შეადგენს 109,18 ლარს; 28.11.2017 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 686.28 ლარზე ვალდებულების შესრულებამდე წლიური 25.5%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 14,58 ლარს; 22.04.2018 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1 100 ლარზე წლიური 60% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 55 ლარს და 04.05.2018 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 400 ლარზე წლიური 60% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 20 ლარს;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ 2018 წლის 22 აპრილს ინტერნეტბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულება და მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ნ-----------–---–ზე გაიცა სესხი 1100 ლარის ოდენობით, ხოლო 2018 წლის 04 მაისს ინტერნეტბანკის საშუალებით დაიდო საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულება და მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ნ-----------–---–ზე გაიცა სესხი 400 ლარის ოდენობით;
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დასახელებული 2 ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 60%. სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცენტო განაკვეთის ოდენობა წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას; შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად ნაწილზე სარგებლის სახით წლიური 60%-ის დარიცხვის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
მხარეთა შორის დადებული 2018 წლის 22 აპრილისა და 2018 წლის 04 მაისის ხელშეკრულებების დებულება, რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 6%. მართალია, ამ შეთავაზებას გ--ა ს--ე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ (სუსგ:№ას-663-629-2015, 28 ივლისი, 2015 წელი).
სასამართლოს მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია, 2018 წლის 22 აპრილის (#3--------------) და 2018 წლის 04 მაისის საბანკო კრედიტის (#3--------------) ხელშეკრულებებში წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვროს ძირითადი თანხის - 30%;
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, 2017 წლის 16 ნოემბრის, 2017 წლის 28 ნოემბრის, 2018 წლის 22 აპრილის და 2018 წლის 04 მაისის სს ,,თ-----------ა“ და ნ-----------–---–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით.
როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
დარიცხულ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს. ნ-----------–---–ს სს ,,თ-----------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 16.11.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაზე პირგასამტეხლო 100 ლარის, 28.11.2017 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაზე პირგასამტეხლო 30 ლარის, 22.04.2018 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაზე პირგასამტეხლო 50 ლარის, ხოლო 04.05.2018 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაზე პირგასამტეხლო 20 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება ფულის თანხის გადახდევინების შესახებ სარჩელზე _ გადასახდელი თანხით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 548.51 ლარი, ასევე უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის 50 ლარი და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებულ ფარგლებში და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი თანხის ნაწილი 226.02 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 243,01 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სრულად არ დაკმაყოფილდა ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
7.2. მოსარჩელე მოითხოვს იურიდიული მომსახურების ხარჯის 500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას, ასევე აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის სასამართლოს გარეშე ხარჯის გადახდის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 180 ლარის და აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 -ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,თ-----------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. 2017 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნ-----------–---–ს სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 6925,31 ლარის გადახდა; საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 5347.72 ლარს, სარგებელი 1 464.87 ლარს, პირგასამტეხლო 100 ლარს, დაზღვევა 12.72 ლარს;
3. ნ-----------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 30 ოქტომბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 5347.72 ლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური 24.5%-ის ოდენობით სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 109.18 ლარს.
4. 2017 წლის 28 ნოემბრის საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნ-----------–---–ს სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 912.80 ლარის გადახდა; საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 686.28 ლარს, სარგებელი 195.74 ლარს, პირგასამტეხლო 30 ლარს, დაზღვევა 0.78 ლარს;
5. ნ-----------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 30 ოქტომბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2017 წლის 28 ნოემბრის საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 686.28 ლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური 25.5%-ის ოდენობით სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 14.58 ლარს.
6. 2018 წლის 22 აპრილის საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნ-----------–---–ს სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 1459.28 ლარის გადახდა; საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 1100 ლარს, სარგებელი 309.28 ლარს, პირგასამტეხლო 50 ლარს;
7. ნ-----------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 30 ოქტომბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2018 წლის 22 აპრილის საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 1100 ლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური 30%-ის ოდენობით სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 27.50 ლარს.
8. 2018 წლის 04 მაისის საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნ-----------–---–ს სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 531,72 ლარის გადახდა; საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 400 ლარს, სარგებელი 111,72 ლარს, პირგასამტეხლო 20 ლარს;
9. ნ-----------–---–ს (პ/ნ 1----------) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 30 ოქტომბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2018 წლის 04 მაისის საბანკო კრედიტის #3-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 400 ლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური 30%-ის ოდენობით სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 10 ლარს.
10. ნ-----------–---–ს (პ/ნ 1----------) სს ,,თ-----------ს’’ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 243,01 ლარის ოდენობით, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი 50 ლარის ოდენობით; მოპასუხეს ასევე დაეკისროს, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 180 ლარის და აკრძალვის რეგისტრაციის საფასური 20 ლარის ოდენობით.
11. სს ,,თ-----------“ (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს 2019 წლის 28 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 226.02 ლარი, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში (საგადასახადო დავალება №18; ბანკის კოდი №TRESGE22, მიმღების სახაზინო კოდი: 300783150);
12. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი 79.48 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
14. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოშიდა ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოფიო ლეჟავა