გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.03.2020
საქმის ნომერი
330210019003263810
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
11.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/27507 -19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 მარტი 2020 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კო-–--ია

მოსამართლე დალი აბჟანდაძე

სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი

მოსარჩელე - ს-------------–---–--

წარმომადგენელი - თ----------------ე

მოპასუხე - ო-–--------–----

წარმომადგენელი - ი------------–-ა

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1 ო-–--------–----სათვის (პ/ნ 0----------) არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 1--------ს დაბადებული ნ-----–--------–----ს (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 04 ნოემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

1.2 ო-–--------–----სათვის (პ/ნ 0----------) არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 1------------–ს დაბადებული ა---------------–----- (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 04 ნოემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

1.3. ო-–--------–----სათვის (პ/ნ 0----------) არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 2------------ს დაბადებული ე----------------–----ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 04 ნოემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

ს-------------–---–-- და ო-–--------–---- იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2003 წლის 15 ივნისიდან. თანაცხოვრების განმავლობაში შეეძინათ სამი შვილი, 2--- წლის 1--------ს დაბადებული ნ-----–--------–----, 2--- წლის 1------------–ს დაბადებული ა---------------–---ა და 2--- წლის 2------------ს დაბადებული ე----------------–----. მხარეები ოჯახური უსიამოვნების გამო განქორწინდნენ 2017 წლის 08 მაისს და მას შემდეგ ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელე ს-------------–---–-- ცხოვრობს ბავშვებთან დაქირავებულ ბინაში და ბავშვების რჩენა-აღზრდაში ეხმარება ძმა, ხოლო მშობლები არიან პენსიონერები.

არასრულწლოვნები ნ-----–-ა და ა---------------–---ები არიან სკოლის, ხოლო ე----------------–---- ბაღის ასაკის. ნ-----–--------–---- სწავლობს გ--------------------ში ენის კურსზე, სადაც მოსარჩელე ყოველთვიურად იხდის 150 ლარს. ა---------------–---ა სწავლობს ესპანურ ენას, რისთვისაც მოსარჩელე ყოველთვიურად იხდის - 120 ლარს, ხოლო უმცროს შვილს - ე---------ას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, კერძოდ, ძვლების ჰიპერელასტიურობის გამო აქვს ხშირი ამოვარდნები, რითვისაც საჭიროებს ფინანსურ სახსრებს. ე---------ას ტანვარჯიშის წრის გადასახადი შეადგენს ყოველთვიურად - 70 ლარს.

არასრულწლოვნებს სჭირდებათ დამატებითი ფინანსური სახსრები, ხოლო მათი მამა - მოპასუხე ო-–--------–---- მონაწილეობას არ ღებულობს და თავს არიდებს ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას. იგი ვალდებულია და აქვს კიდეც შესაძლებლობა სათანადოდ ზრუნავდეს და მონაწილეობას იღებდეს შვილების აღზრდა-განვითარებაში, რასაც არ ასრულებს. აქვს ინფორმაცია, რომ მოპასუხე მუშაობს კერძო სექტორში და კომპანია, სადაც დაკავებულია ო-–--------–---- ასრულებს სახელმწიფო და კერძო საცხოვრებლების გათბობა-გაგრილების სისტემების და სანტექნიკის მონტაჟს. მოპასუხე ასევე დაკავებულია ქართული ღვინის ტურისტებზე რეალიზაციის ბიზნესით. მიუხედავად ასეთი აქტივობისა, ო-–--------–---- არ ინტერესდება შვილების რჩენისა და შენახვის პრობლემებით.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით ს-------------–---–-- მუშაობს მზარეულად ერთ-ერთ რესტორანში და მისი ხელზე მისაღები ხელფასი შეადგენს 120 ლარს, რაც არ არის საკმარისი სამი არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სარჩელს ცნობს ნაწილობრივ და განმარტავს, რომ ს-------------–---–--სთან განქორწინება შედგა იუსტიციის სახლში და არცერთ მათგანს ერთმანეთთან არ ჰქონია პრეტენზიები. სიცრუეა, როდესაც მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეს აქვს სამსახური და რაიმე დამალული სახის შემოსავალი. თავად ცხოვრობს დედასთან ერთად, რომელიც არის ინვალიდი და სჭირდება მოვლა.

 

ს-------------–---–-- ბავშვებს განაწყობს მის წინააღმდეგ, სრულიად მოაქცია თავისი გავლენის ქვეშ და აგრესიას უღვივებს მამის მიმართ.

 

ო-–--------–----ს განმარტებით, არის სანტექნიკის ხელოსანი, არ აქვს მუდმივი სამსახური. პეროიდულად აწარმოებს სანტექნიკისათვის საჭირო მასალების შესყიდვას და ასრულებს გარკვეულ სამუშაოებს. ასევე, თუკი გამოჩნდება, ასრულებს კერძო სამუშაოებსაც. პერიოდულად რადგან არ მუშაობს ეკონომიურად ეხმარება ძმა, რომელიც ცხოვრობს ცალკე და ჰყავს ოჯახი. თავისი ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე მას შეუძლია შვილების რჩენა-აღზრდისათვის გადაიხადოს ალიმენტი თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით, რადგან მეტი შესაძლებლობა არ აქვს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ს-------------–---–-- და ო-–--------–---- იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2003 წლის 15 ივნისიდან. თანაცხოვრების განმავლობაში შეეძინათ სამი შვილი - 2--- წლის 1--------ს დაბადებული ნ-----–--------–----, 2--- წლის 1------------–ს დაბადებული ა---------------–---ა და 2--- წლის 2------------ს დაბადებული ე----------------–----. ს-------------–---–--ს და ო-–--------–---ს შორის ქორწინება შეწყდა 2017 წლის 08 მაისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქორწინების მოწმობა (იხ.ს.ფ.14);

- დაბადების მოწმობები ( იხ. ს.ფ.16-18);

- განქორწინების მოწმობა (იხ. ს.ფ.15);

3.1.2. ს-------------–---–-- და ო-–--------–---- ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი შვილები - ნ-----–--------–----, ა---------------–---ა და ე----------------–---- ცხოვრობენ დედასთან - ს-------------–---–--სთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

3.1.3. არასრულწლოვნები ნ-----–--------–---- და ა---------------–---ა დადიან სკოლაში, ხოლო ე----------------–---- არის ბაღის ასაკის. ნ-----–--------–---- სწავლობს გ--------------------ში ენის კურსზე და 2020 წლის 09 იანვრს გაცემული გადახდის ქვითრის თანახმად, გადახდილია კურსის (20.01.2020წ.-09.04.2020 წ.-მდე) ღირებულება - 330 ლარის ოდენობით, ა---------------–---ა სწავლობს ესპანურ ენას, რისთვისაც მოსარჩელე ყოველთვიურად იხდის - 120 ლარს, ხოლო ე----------------–----ს ტანვარჯიშის წრის გადასახადი შეადგენს ყოველთვიურად - 70 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

- 2020 წლის 09 იანვრის, გ--------------------ს და ნ-----–--------–----ს შორის დადებული ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 57-57);

- 2020 წლის 09 იანვრის ქვითარი (იხ.ს.ფ.58);

- სს ,,თიბისი ბანკის“ სალაროს შემოსავლის ორდერები (იხ.ს.ფ. 144-145 );

3.1.4. ს-------------–---–-- მუშაობს მზარეულად ერთ-ერთ რესტორანში და მისი ხელზე მისაღები ხელფასი შეადგენს - 120 ლარს, ასევე მოსარჩელე არასრულწლოვან შვილებთან ერთად წარმოადგენს დევნილის სტატუსის მქონე პირს და იღებს როგორც თავის, ასევე არასრულწლოვნებისათვის განსაზღვრულ დევნილთა შემწეობას. მოპასუხე მხარეს აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ, 2019 წლის 03 დეკემბერს გაცემული ინფორმაციის (#21-11/130073) თანახმად, შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით, ო-–--------–---ს 2018 წლის 01 იანვრიდან - 2019 წლის 02 დეკემბრის მდგომარეობით უფიქსირდება მიღებული შემოსავალი, რომლის მიხედვით მისი საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს - 199,38 ლარს.

 

ამავე ინფორმაციის თანახმად, ს-------------–---–--ს, 2019 წლის მაისიდან - 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით უფიქსირდება მიღებული შემოსავალი, რომლის მიხედვით მისი საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს - 113,9 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 03 დეკემბერს გაცემული ინფორმაცია (იხ.ს.ფ 25-27);

- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. მოპასუხემ სადავო გახადა აღნიშნული გარემოება, ხოლო მოსარჩელემ ვერ შეძლო მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება. მარტოოდენ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, სხვა, სათანადო დასაბუთების წარდგენის გარეშე, სადავოობის შემთხვევაში ვერ მიიჩნევა სანდო სამართლებრივი ღირებულების მქონე მტკიცებულებად (სსსკ-ის 102-ე, 103-ე მუხლები).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეების ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, იხ. სხდომის ოქმი);

 

3.2.3. სასამართლოს მიერ, 2020 წლის 30 იანვარის მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ განჩინებით, სს ,,თიბისი ბანკიდან“, სს ,,საქართველოს ბანკიდან“, სს ,,ლიბერთი ბანკიდან“ და სს ,,პროკრედიტ ბანკიდან“ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ო-–-- ბერლოვის სახელზე არსებული ყველა ანგარიშიდან ამონაწერის შესახებ. მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ო-–--------–---ს სს ,,თიბისი ბანკში“, სს ,,საქართველოს ბანკში“ და სს ,,პროკრედიტ ბანკში“ ანგარიშები არ აქვს და არ უფიქსირდება ფულადი გზავნილები, ხოლო სს ,,ლიბერთი ბანკიდან“ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის 01 იანვრიდან - 2020 წლის 20 იანვრის პერიოდისათვის განხორციელებული აქვს საბანკო ოპერაციები გარკვეული ოდენობის თანხებთან დაკავშირებით, მაგ. 17.04.2019წ. – 2733 ლარი, 18.05.2019წ.- 600 ლარი, 21.05.2019წ.- 450 ლარი, 04.06.2019წ. – 800 ლარი, 11.06.2019წ. -150 ლარი, 18.06.2019წ. – 1200 ლარი, 02.07.2019წ. – 870 ლარი, 12.07.2019წ.- 200 ლარი, 10.07.2019წ. – 500 ლარი, 22.07.2019წ. – 300 ლარი, 31.07.2019წ. – 750 ლარი, 01.08.2019წ.- 320 ლარი, 07.08.2019წ. – 200 ლარი, 13.08.2019წ.- 525 ლარი, 27.08.2019წ.- 450 ლარი, 09.09.2019წ.- 865 ლარი, 14.09.2019წ. – 690 ლარი, 01.10.2019წ. – 665.00 ლარი, 16.10.2019წ.- 220 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 იანვარის მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ განჩინება (იხ.ს.ფ.62-65);

- სს ,,პროკრედიტ ბანკის“, სს ,,თიბისი ბანკის, სს ,,საქართველოს ბანკის“ და სს ,,ლიბერთი ბანკის“ მიმართვები (იხ. ს.ფ. 70, 73, 80, 83);

- სს ,,ლიბერთი ბანკის“ საბანკო ამონაწერი (იხ.ს.ფ. 85-124);

 

3.2.4. მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ო-–--------–---ს გააჩნია გარკვეული სახის შემოსავალი, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს ყოველთვიური შემოსავლიდან და გამომდინარე იქედან, რომ კანონისმიერი რჩენის ვალდებულება, გარდა არასრულწლოვანი შვილების - ნ-----–--------–----ს, ა---------------–----- და ე----------------–----ს არ ეკისრება, მას შესწევს უნარი შვილებს გადაუხადოს რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტი, რადგან შვილების აღზრდა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს.

მართალია, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ, 2019 წლის 03 დეკემბერს გაცემული ინფორმაციის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით ო-–--------–---ს 2018 წლის 01 იანვრიდან - 2019 წლის 02 დეკემბრის მდგომარეობით უფიქსირდება მცირე საშუალო ყოველთვიური შემოსავალი 199,38 ლარის ოდენობით, მაგრამ სს ,,ლიბერთი ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 01 იანვრიდან - 2020 წლის 20 იანვრის პერიოდისათვის განხორციელებული აქვს საბანკო ოპერაციები გარკვეული ოდენობის თანხებთან დაკავშირებით, რაზედაც თავად განმარტავს სასამართლო სხდომაზე, რომ არის სანტექნიკის ხელოსანი, არ აქვს მუდმივი სამსახური, მაგრამ დავალებით პეროიდულად აწარმოებს სანტექნიკისათვის საჭირო მასალების შესყიდვას და ასრულებს გარკვეულ სამუშაოებს, რაშიც იღებს ანაზღაურებას (იხ. სხდომის ოქმი 11.03.2020წ. 10:36:33-10:38:06 სთ), ასევე, თუკი გამოჩნდება ასრულებს კერძო სამუშაოებსაც (იხ. სხდომის ოქმი 11.03.2020წ. 10:40:37 სთ). ამასთან, მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მისი შემოსავლებიდან გამომდინარე არ შეუძლია გადაიხადოს მის მიერ მითითებული - 50 ლარზე მეტი ოდენობის ალიმენტი თითოეული არასრულწლოვანისათვის არ წარმოუდგენია, რაც ადასტურებს, რომ მოსარჩელის საშუალო ყოველთვიური შემოსავლიდან და გამომდინარე იქედან, რომ კანონისმიერი რჩენის ვალდებულება, გარდა არასრულწლოვანი შვილებისა არ ეკისრება, შესწევს უნარი შვილებს გადაუხადოს რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტი.

 

3.2.5. სასამართლო ასევე ვერ გაითვალისწინებს მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას სახლში ყავს ინვალიდი და მოსავლელი დედა და ალიმენტის დაკისრების საკითხი, მისი მატერიალური მდგომარეობის გარდა, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ასევე ამ კუთხით. მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება გარდა მისი ზეპირი ახსნა-განმარტებისა არ დასტურდება არანაირი მტკიცებულებით, მას მითითებული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ მხოლოდ მას ეკისრება ინვალიდი დედის მოვლა და ვერ შეძლებს არასულწლოვანი შვილებისთვის ალიმენტის გადახდას სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილის რეალური მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18, 27-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ს-------------–---–--მ ო-–--------–----სათვის ალიმენტის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, 2--- წლის 1--------ს დაბადებული ნ-----–--------–----, 2--- წლის 1------------–ს დაბადებული ა---------------–---ა და 2--- წლის 2------------ს დაბადებული ე----------------–----, რომლებიც მეორე მშობლისაგან ასევე, მატერიალურ დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ს-------------–---–-- და ო-–--------–---- ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მხარეებს შორის საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია. ბავშვების საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დედის საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინოს არასრულწლოვანი შვილები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესია“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა.

 

აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები.

 

,,სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი“ (იხ.სუსგ ას-307-294-2015, 3.06.2015 წელი)

 

ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.

 

აღნიშნული ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილურად მაღალი მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნების - ნ-----–--------–----ს, ა---------------–----- და ე----------------–----ს უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ისინი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე არის შრომისუნარიანი. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ, 2019 წლის 03 დეკემბერს გაცემული ინფორმაციის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით ო-–--------–---ს 2018 წლის 01 იანვრიდან - 2019 წლის 02 დეკემბრის მდგომარეობით უფიქსირდება მცირე საშუალო ყოველთვიური შემოსავალი - 199,38 ლარის ოდენობით, მაგრამ სს ,,ლიბერთი ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 01 იანვრიდან - 2020 წლის 20 იანვრის პერიოდისათვის განხორციელებული აქვს საბანკო ოპერაციები გარკვეული ოდენობის თანხებთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომაზე ზეპირი განმარტებით უთითებს, რომ არის სანტექნიკის ხელოსანი, არ აქვს მუდმივი სამსახური, მაგრამ დავალებით პეროიდულად აწარმოებს სანტექნიკისათვის საჭირო მასალების შესყიდვას და ასრულებს გარკვეულ სამუშაოებს, რაშიც იღებს ანაზღაურებას. ასევე, თუკი გამოჩნდება ასრულებს კერძო სამუშაოებსაც, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სამუშაო არ აქვს. სასამართლო მიუთითებს, რომ უმუშევრობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის, თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან სახსრების უქონლობას, ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარის მიერ სხვადასხვა წყაროებიდან (არარეგულარული სამუშაოდან) შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, რაც ო-–--------–----ს მხრიდან დადასტურებულია. შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მოპასუხის შრომისუნარიანობის შესახებ, იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ მოპასუხეს აქვს შესაძლებლობა იყოს დასაქმებული და ჰქონდეს შემოსავალი. ამასთან, მის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებსაც, რომ მხარეთა საერთო შვილები ცხოვრობენ დედასთან, რომელიც უზრუნველყოფს მათ აღზრდა-განვითარების ხარჯებს. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით ს-------------–---–-- მუშაობს მზარეულად, რათა უზრუნველყოს არასრულწლოვნების მოთხოვნილებები, ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ, 2019 წლის 03 დეკემბერს გაცემული ინფორმაციით, ს-------------–---–--ს, 2019 წლის მაისიდან - 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით უფიქსირდება მიღებული შემოსავალი, რომლის მიხედვით მისი საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს - 113,9 ლარს, რაც არ არის საკმარისი არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა საერთო შვილები ნ-----–-ა და ა---------------–---ები არიან სკოლის მოსწავლეები, ხოლო ე----------------–---- არის ბაღის ასაკის, რაც შესაბამის ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან, ნ-----–--------–---- სწავლობს გ--------------------ში ენის კურსზე და 2020 წლის 09 იანვრს გაცემული გადახდის ქვითრის თანახმად, გადახდილია კურსის (20.01.2020წ.-09.04.2020 წ.-მდე) ღირებულება - 330 ლარი, ა---------------–---ა სწავლობს ესპანურ ენას, რისთვისაც მოსარჩელე ყოველთვიურად იხდის - 120 ლარს, ხოლო ე----------------–----ს ტანვარჯიშის წრის გადასახადი შეადგენს ყოველთვიურად - 70 ლარს.

ბავშვები საჭიროებენ მშობლების დახმარებას, მათი აღზრდა-განვითარების, განათლების მიღების და ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, მხოლოდ დედის დახმარება არ არის საკმარისი. მშობლებმა უპირველესად უნდა გაითვალისწინონ შვილების საჭიროებები. მამა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილების რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვების საარსებო მოთხოვნილებები. მშობელთა ვალდებულების არსებობა, არჩინონ თავიანთი შვილები, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.

სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.

 

სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვის ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, გარემოებას იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად.

 

შვილების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მას ჰყავს ინვალიდი დედა, რომელიც საჭიროებს მისი მხრიდან მოვლას, აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას სარჩენ პირთა წრე განისაზღვრება არა სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმით და მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომელთა რჩენა პირის კანონისმიერი ვალდებულება და რომლებსაც სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ (არიან ქმდუუნაროები, არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება პენსიის ან სხვა გასაცემელის სახით).

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2020 წლის თებერვლის თვისათვის - 199.0 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვების ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თითოეულისათვის 180 (ას ოთხმოცი) ლარი.

 

არასრულწლოვნების - ნ-----–--------–----ს, ა---------------–----- და ე----------------–----სათვის განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა თვეში – 180 ლარი, ის გონივრული ოდენობაა, რაც აუცილებელია მათი ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. ამავდროულად, მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას გასათვალისწინებელია, რომ მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ ცხოვრობს, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო, მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2019 წლის 04 ნოემბრიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით არასრულწლოვანი ნ-----–--------–----სთვის, ა---------------–-----თვის და ე----------------–----სთვის 180 – 180-180 ლარის გადახდა მათ სრულწლოვანებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ხალიდა პირიევა ალიმენტთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან, სარჩელი ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან, მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხემ სარჩელი ცნო თითოეული ბავშვისათვის 50 ლარის (სულ 150 ლარის) ნაწილში, ო-–--------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 70 ლარის (სამოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-14, 38-39-ე, 41-ე, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს-------------–---–--ს სარჩელი ო-–--------–----ს მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. ო-–--------–---ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 1--------ს დაბადებული ნ-----–--------–----ს (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 180 (ას ოთხმოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 04 ნოემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

1.3 ო-–--------–---ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 1------------–ს დაბადებული ა---------------–----- (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 180 (ას ოთხმოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 04 ნოემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

1.4 ო-–--------–---ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 2------------ს დაბადებული ე----------------–----ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 180 (ას ოთხმოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 04 ნოემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

2. ო-–--------–---ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 70 (სამოცდაათი) ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: დალი აბჟანდაძე