გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210016001434345
№2-2238/2016წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელში მოპასუხე) - ლუ------------ე
წარმომადგენელი - შო---------–--ე
მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე) - პა----------–--ე
წარმომადგენელი - ალ------------------
მოპასუხე - ელ----–---
წარმომადგენელი - ალ------------------
ძირითადი სარჩელის დავის საგანი - 2014 წლის 17 აპრილის და 2014 წლის 26 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, 2016 წლის 24 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების ლუ------------ის საკუთრებაში აღრიცხვა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დადგენა.
შეგებებული სარჩელის დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული):
1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2014 წლის 17 აპრილის და 2014 წლის 26 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობა - გამოსყიდვის ხელშეკრულებები და დადგენილ იქნეს მხარეებს შორის სესხისა და იპოთეკის შესახებ ხელშეკრულების დადება;
1.2. ბათილად იქნას ცნობილი 2016 წლის 24 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.
1.3. უძრავი ქონება აღირიცხოს ლუ------------ის საკუთრებაში, დადგენილ იქნას სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტი.
სარჩელზე მოსარჩელის წარმომადგენელი თავის მოთხოვნებს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
- 2014 წლის 17 აპრილს ლუ------------ეს და ელ----–---ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, ელ----–---მ ლუზა კაპანაძეს სესხის სახით გადასცა 6000 აშშ დოლარი, მაგრამ ხელშეკრულებაში ჩაიწერა 7200 აშშ დოლარი, რამდენადაც სესხი იყო სარგებლიანი (4%), ხუთი თვის მისაღები სარგებელი დაემატა სესხის თანხას და სესხად დაფიქსირდა 7200 აშშ დოლარი. ბოლო თვის საპროცენტო სარგებელი 240 აშშ დოლარი, გამსესხებემა დაიტოვა და ლუ------------ეს ხელზე გადაეცა 5860 აშშ დოლარი. მყარი გარანტიის მიზნით მხარეთა შორის გაფორმდა არა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, არამედ გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. სესხი უნდა დაბრუნებულიყო 6 თვეში 2014 წლის 17 ოქტომბრამდე. ამიტომაც ბინის გამოსყიდვის ვადაც განისაზღვრა მსგავსად 2014 წლის 17 ოქტომბერი.
- დააზუსტა რა მოთხოვნა სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2014 წლის 26 სექტემბერს ლუ------------ემ ელ----–---საგან სესხის სახით აიღო თანხა, სესხის ოდენობა განისაზღვრა 6000 აშშ დოლარით, თუმცა სესხის ხელშეკრულების ნაცვლად მხარეებს შორის გაფორმდა 26.09.2014წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, ხელშეკრულების ვადა 2014 წლის 20 ოქტომბრამდე.
- ოჯახის საკუთრებაში იყო სახელმწიფოს მიერ გადაცემული 48.97 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა ს/კ: #05.30.18.0--.0-----, რომელზეც დაიდო ხელშეკრულება და ბინა აღირიცხა ელ----–---ს სახელზე. სესხად მიღებული თანხა ესაჭიროებოდა არა ლუ------------ეს, არამედ მის ნაცნობს მარინე კარალიძეს, რომელიც პუნქტუალურად იხდიდა სესხის თანხას, თანხას გადასცემდა ლუ------------ეს, ლუიზა კაპნაძე კი თავის მხრივ ელ----–---ს. 2014 და 2015 წ ლუ------------ესა და ელ----–---ს შორის ადგილი ჰქონდა სხვა სესხის თანხების გაცემას, ეს თანხებიც ასევე გამოიყენა მარინა კარალიძემ, იგი იხდიდა თავდაპირველად 4% სარგებელს, ხოლო შემდეგ 10% სარგებელს. 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის აპრილამდე ყოველთვიურად ელ----–---ს უხდიდა 1000 აშშ დოლარს, საიდანაც იფარებოდა როგორც სესხის ძირი თანხა, ისე საპროცენტო სარგებელი. პირველ რიგში იფარებოდა პირველი სესხის 6000 აშშ დოლარი, რომელზედაც გაფორმდა ხელშეკრულება. ძირი თანხის დასაფარად 14 თვის განმავლობაში 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის მარტის ჩათვლით გადახდილია 5040 აშშ დოლარი. მთლიანობაში კი გადახდილია 13000 აშშ დოლარამდე. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელეს არ აქვს, თუმცა წარმოდგენილი 4 ხელწერა ეკუთვნის ელ----–---ს მეუღლეს ბე--–--------–----ეს. სასამართლოში დავამდე და მას შემდეგაც მხარეებს შორის დიალოგში ბე--–--------–----ე გამოდის და არა მესაკუთრე პატა მსხილაძე, ესეც მიუთითებს მის მიერ მოჩვენებითი ნასყიდობის დადებაზე. ამ ურთიერთობაში მხარეები სიტყვიერად თანხმდებობდნენ, რომ გამოსყიდვის ვადა გაგრძელდებოდა. ელ----–---ს მიმართ მოსარჩელეს გადასახდელად დარჩენილი აქვს 4500 აშშ დოლარი.
- 2016 წლის 24 ივნისს ელ----–---მ გაფრთხილების გარეშე გამოსყიდვის უფლებისაგან გაათავისუფლა ბინა და იგი გაასხვისა (გაყიდა) მისი ოჯახის ახლობელზე პა----------–--ეზე, რომელმაც თავის მხრივ სიტყვიერად გააფრთხილა ლუ------------ე, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს ბინა გაეთავისუფლებინათ და ჩაებარებინათ თავისუფალ მდგომარეობაში. თავიდანვე ელ----–---სთვის ცნობილი იყო, რომ მასსა და ლუ------------ეს შორის თავის დროზე დაიდო არა ნასყიდობის რეალური ხელშეკრულება, არამედ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ამიტომ ელ----–---მ პა----------–--ესთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით ფაქტიურად ლუ------------ეს მოსალოდნელი დავის გამო გადაუმალა სესხისთვის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უძრავი ქონება. აღნიშნული გარიგება მოჩვენებითია, ამ გარიგების დადება მიზნად ისახავდა პა----------–--ის, სახით ,,კეთილსინდისიერი შემძენის“ სახით მოსარჩელისათვის ხელშეშლა, რომ ლუ------------ეს ვერ მიეღწია გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა.
- მოსარჩელის ხელწერილი, დამოწმებული ნოტარიუსის მიერ, მეტყველებს, რომ ნასყიდობა-გამოსყიდვაზე გარიგება არ დადებულა, პა----------–--ის წინაშე 22500 აშშ დოლარის ვალის აღიარებაც ამაზე მიუთითებს.
(იხ. სარჩელი, ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. სარჩელის მიმართ მოპასუხე ელ----–---მ შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
განმარტა, რომ:
- მასსა და მოსარჩელეს შორის, თავდაპირველად ადგილი ჰქონდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებას, მაგრამ შემდეგ ეს ხელშეკრულება უკვე ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულება იყო. ელ----–---მ საცხოვრებელი ბინა შეიძინა 2014 წლის 17 აპრილს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გამოსყიდვით უფლებით და შესაბამისად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იქნება ბინის სრულუფლებიან მესაკუთრედ. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ლუ------------ეს ელ----–---სგან მიღებული ჰქონდა 22500 აშშ დოლარი, რომლის გადაცემის შემდგომადაც დადებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით.
- რაც შეეხება ელ----–---ს და პა----------–--ეს შორის დადებულ ხელშეკრულებას, მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ელ----–---ს პა----------–--ესთან არანაირი ნათესაური და მეგობრული კავშირი არ აკავშირებს. პა----------–--ე დაინტერესებული იყო ბათუმში საცხოვრებელი ბინის შეძენით და მან ელ----–---საგან შეიძინა 225000 აშშ დოლარად საცხოვრებელი ბინა, მდებარე, ქ. ბათუმი, ა----------- ქუჩა N15-ში. შესაბამისად, პა----------–--ე წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს.
- ბინის ღირებულება 22 500 აშშ დოლარი ელ----–---ს მიერ ეტაპობრივად სრულად იქნა გადახდილი ლუ------------ისათვის და იგი წარმოადგენდა ბინის კეთილსინდისიერ შემძენს. შესაბამისად, შეიზინა რა პა----------–--ემ მისგან საცხოვრებელი ბინა, პა----------–--ე წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს.
- მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მხარეებს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებას რომ ჰქონოდა ადგილი, მაშინ დაიდებოდა ამ სახის ხელშეკრულება. მოსარჩელე ისე ითხოვს გარიგების ბათილობას და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტის დადგენას, რომ არ მიუთითებს არც სესხის და არც პროცენტის ოდენობაზე.
- მოსარჩელესა და ელ----–---ს შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობებიც და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 4 ხელწერაც ამას ეხება, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა გადახდებზეც - 13000 აშშ დოლარზეც დაიდებოდა ხელწერები;
- 18500 აშშ დოლარი ძირი თანხა გადასცა ელ----–---მ მოსარჩელეს პროცენტის გარეშე, პროცენტის ჩათვლით 22500 აშშ დოლარი.
(იხ. შესაგებელი, ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში).
2.2. სარჩელის მიმართ მოპასუხე პა----------–--ემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
განმარტა, რომ:
- ელ----–---მ სადავო საცხოვრებელი ბინა შეიძინა 2014 წლის 17 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გამოსყიდვით უფლებით და შესაბამისად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იქნა ბინის სრულუფლებიან მესაკუთრედ. ელ----–---ს პა----------–--ესთან არანაირი ნათესაური და მეგობრული კავშირი არ აკავშირებს. პა----------–--ე დაინტერესებული იყო ბათუმში საცხოვრებელი ბინის შეძენით და მან ელ----–---საგან შეიძინა 225000 აშშ დოლარად საცხოვრებელი ბინა, მდებარე, ქ. ბათუმი, ა----------- ქუჩა N15-ში და ის წარმოადგენს ბინის კეთილსინდისიერ შემძენს, ისევე როგორც ელ----–---.
- მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოსარჩელესა და პა----------–--ეს შორის შეთანხმება შედგა სარჩელის აღძვრის შემდეგ. კაპანაძემ აიღო ვალდებულება, რომ 22500 აშშ დოლარს გადაუხდიდა პა----------–--ეს, რომელიც გადაუფორმებდა საკუთრებაში ბინას მოსარჩელეს და აღარ მოითხოვდა მის გამოსახლებას.პა----------–--ე ცხოვრობს რა თბილისში, დაეთანხმა მოსარჩელეს, რომ ამ თანხაში გადასცემდა ბინას, რადგან თავად ეს თანხა აქვს გადახდილი ელ----–---სათვის, როცა მისგან შეიძინა სადავო ბინა.
(იხ. შესაგებელი, ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში).
3. პა----------–--ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:
3.1. მოპასუხის - ლუ------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას მოსარჩელის პა----------–--ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება 48.97კ.მ საცხოვრებელი ფართი, მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, ა----------- ქუჩა N15-ში, ს/კ: 05.30.18.0--.0----- და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს მოსარჩელეს.
3.2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
2016 წლის 24 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული უძრავი ქონება, საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმი, ა----------- ქუჩა N15-ში, 48.97კ.მ ს/კ: 05.30.18.0--.0-----. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ელ----–---სგან პა----------–--ემ 22 500 აშშ დოლარად შეიძინა. ქონება აღირცხა მის საკუთრებაში არის მისი კეთილსინდისიერი შემძენი. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხე ლუ------------ე არ უთავისუფლებს ქონებას და ილახება მესაკუთრის კანიერი უფლება, ვერ სარგებლობს საკუთარი ქონებით.
- მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოსსა და მოპასუხე ლუ------------ეს შორის შეთანხმება შედგა სარჩელის აღძვრის შემდეგ. პა----------–--ემ გაითვალისწინა ლუ------------ის მდგომარეობა და დაეთანხმა, რომ მოპასუხეს გამოესყიდა მისგან ეს ქონება. კაპანაძემ აიღო ვალდებულება, რომ 22500 აშშ დოლარს გადაუხდიდა პა----------–--ეს, რომელიც გადაუფორმებდა საკუთრებაში ბინას და აღარ მოითხოვდა მის გამოსახლებას. პა----------–--ე ცხოვრობს რა თბილისში, დაეთანხმა მოსარჩელეს, რომ ამ თანხაში გადასცემდა ბინას, რადგან თავად ეს თანხა აქვს გადახდილი ელ----–---სათვის, როცა მისგან შეიძინა სადავო ბინა.
(იხ. შეგებებული სარჩელი, ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში).
4. შეგებებულ სარჩელზე მოპასუხის პოზიცია:
4.1. მოპასუხის ლუ------------ის წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ:
- შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც პა----------–--ის მიერ შეძენილია მოჩვენებით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ბათილობის საფუძველი არსებობს და რომლის ბათილობაც მოთხოვნილია ლუ------------ის მიერ ცალკე სასარჩელო წესით.
- პა----------–--ემ ელ----–---საგან შეიძინა ისეთი ქონება, რომელზეც თვით ელ----–---ს არ ჰქონდა მფლობელობა/საკუთრება და ბინას ფლობდა და სარგებლობდა ლუ------------ე. ლუ------------ეს აღნიშნული ქონება მიღებული აქვს როგორც აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს. ეს პა----------–--ისათვის ცნობილი იყო, ასევე პა----------–--ისათვის ცნობილი იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება ელ----–---ს სახელზე აღრიცხული იყო, რეალურად იყო როგორც უზრუნველყოფის საშუალება, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.
5. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. 2014 წლის 29 სექტემბრამდე, უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ა----------- ქუჩა N15-ში, ს/კ: #05.30.18.0--.0-----, 48.97 კვ.მ. ფართის, - წარმოადგენდა ლუ------------ის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 21.09.2012წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა განმარტებები;
5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
5.2.1. 2014 წლის 17 აპრილს ლუ------------ემ ელ----–---საგან სესხის სახით აიღო თანხა, სესხის ოდენობა განისაზღვრა 7 200 აშშ დოლარით, თუმცა სესხის ხელშეკრულების ნაცვლად მხარეებს შორის გაფორმდა 17.04.2014წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 6 თვის ვადით, შესაბამისად ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებაშიც გამოსყიდვის ვადა განისაზღვრა 6 თვით. 2014 წლის 26 სექტემბერს ლუ------------ემ ელ----–---საგან სესხის სახით აიღო თანხა, სესხის ოდენობა განისაზღვრა 6000 აშშ დოლარით, თუმცა სესხის ხელშეკრულების ნაცვლად მხარეებს შორის გაფორმდა 26.09.2014წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, ხელშეკრულების ვადა 2014 წლის 20 ოქტომბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 11.04.2014წ. და 26.09.2014წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები გამოსყიდვის უფლებით;
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
- ხელწერილები სესხის თანხების გადახდაზე;
- მოწმეთა ჩვენებები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
5.2.2. ლუ------------ემ სესხი ვერ დააბრუნა, რის გამოც ელ----–---მ 2016 წლის 24 ივნისს ყოველგვარი შეტყობინების გარეშე, ცალმხრივად გააუქმა ლუ------------ის გამოსყიდვის უფლება და მისი კუთვნილი უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა პა----------–--ეს და უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ა----------- ქუჩა N15-ში, ს/კ: #05.30.18.0--.0-----, 48.97 კვ.მ,, - საჯარო რეესტრში აღირიცხა პა----------–--ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 24.06.2016 წ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება;
- მხარეთა განმარტებები;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
5.2.3. პა----------–--ეს და ლუ------------ეს შორის 27.07.2016წ. შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც:
- ლუ------------ე ღებულობს ვალდებულებას 2016 წლის 10 ოქტომბრამდე პა----------–--ეს გადაუხადოს 22 500 აშშ დოლარი.
- იმ შემთხვევაში, თუ ლუ------------ე 2016 წლის 10 ოქტომბრამდე პა----------–--ეს არ გადაუხდის 22 500 აშშ დოლარს, ლუ------------ე ღებულობს ვალდებულებას უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: #05.30.18.0--.0-----, - თავისუფალ მდგომარეობაში გადასცეს პა----------–--ეს. აღნიშნული შეთანხმება მხარეებს შორის დადებულია სარჩელის აღძვრის შემდეგ (15.07.2016წ.), ხოლო ამ შეთანხმებით ლუ------------ის მიერ აღებული ვალდებულების შესრულების ვადის გასვლამდე (10.10.2016წ.), 2016 წლის 15 სექტემბეს პა----------–--ემ აღძრა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა ლუ------------ის გამოსახელება.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შეგებებული სარჩელი;
- 27.07.2016 წლის შეთანხმება;
- მხარეთა განმარტებები;
5.2.4. მხარეთა შორის რეალურად/ფაქტობრივად დადებული სესხის ხელშეკრულებით, მსესხებელმა იკისრა ვალდებულება სანაცვლოდ ყოველთვიურად 240 აშშ დოლარის გადახდაზე, შემდეგ კი 1000 აშშ დოლარის გადახდაზე. სესხი იყო სარგებლიანი, თავდაპირველად 4% პროცენტი, შემდეგ 10 %.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმეთა ჩვენებები;
- ხელწერილები თანხის გადახდაზე;
5.2.5. საქმის განხილვის მომენტისათვის, უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ა----------- ქუჩა N15-ში, ს/კ: #05.30.18.0--.0-----, 48.97 კვ.მ., - ირიცხება მოპასუხე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელის) პა----------–--ის საკუთრებაში, თუმცა მას ფლობს და სარგებლობს მოსარჩელე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) ლუ------------ე და მისი ოჯახი.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- სარჩელი;
- შეგებებული სარჩელი;
- 27.07.2016 წლის შეთანხმება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
5.2.6. მხარეთათვის ერთ-ერთი ძირითადი სადავო საკითხია ნების გამოვლენის საკითხი. მოპასუხე ელ----–--- ამტკიცებს, რომ მან გამოავლინა თავდაპირველად სესხის, შემდეგ უკვე ნასყიდობის ნება, ხოლო მოსარჩელე ლუ------------ე კი კატეგორიულად არ ეთანხმება მოსარჩელის ამ განმარტებას. ამტკიცებს, რომ ნასყიდობაზე გარიგება არ დაუდვიათ, ფული სესხად აიღო, რაც სარგებელს - პროცენტს ითვალისწინებდა.
ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების
დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია.
მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
წინამდებარე შემთხვევაში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის მტკიცება ეკისრება მოსარჩელეს (შეგებებული სარჩელის მოპასუხეს). მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს, რომ მათ შორის არსებობდა სესხისა და იპოთეკის გარიგება. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება სესხის ხელშეკრულებით, სესხის სახით თანხის გადაცემის ან მიღების ხელწერილით, ვალის აღიარების ხელშეკრულებით, პროცენტის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებით ან სხვა მტკიცებულებით.
თავის მხრივ მოპასუხე ელ----–---ს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა.
ასევე, მოპასუხე პაატა სხირტლაძეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს გამოსყიდვის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა.
5.2.8. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
5.2.9. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. მხარეები მტკიცებულებებით ერთმანეთს ეჯიბრებიან ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით.
სასამართლომ მხარეთა შორის დადებული გარიგებით - 17.04.2014წ. გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, დადგენილად მიიჩნია სესხისა და იპოთეკის თაობაზე გარიგების დადება. ხელშეკრულებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით ხელშეკრულება იყო სარგებლიანი, რაც გამორიცხავს ნასყიდობას. გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით გამსესხებლებს სესხის დაბრუნების უფრო მყარი გარანტიის შექმნა ამოძრავებდათ.
მხარეთა ახსნა-განმარტებებით და მოწმეთა ჩვენებებით, ხელწერილებით გადახდაზე, - დადასტურებულია, რომ ელ----–--- და პა----------–--ე ახორციელებდნენ სესხების გაცემას სარგებლის მიღების მიზნით, რასაც უზრუნველყოფდნენ მსესხებელთა უძრავი ქონების იპოთირებით, ასევე გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე თავის საკუთრებაში აღრიცხავდნენ უძრავ ქონებებს. დასახელებული მტკიცებულება ნათლად ხსნის ფაქტობრივი გარემოების შინაარს. ლუ------------ეს ელ----–---სათვის უნდა დაებრუნებინა სესხის თანხა სარგებლის ჩათვლით, სანაცვლოდ გამსესხებელი უკან გადმოუფორმებდა საკუთრებაში ქონებას ლუ------------ეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ვადის გასვლის შემდეგ ქონებაზე გამოსყიდვის უფლებით არსებული ვალდებულება გაუქმედებოდა და გამსესხებელი განკარგავდა. ამით დგინდება, რომ მხარეთა მიზანი გარიგების დადებისას მიმართული იყო ქონების ლუ------------ისათვის დაბრუნებისაკენ, გამსესხებლის მიერ კუთვნილი თანხის სარგებელთან ერთად მიღების შემდეგ. ასევე სხვა მტკიცებულებები ადასტურებს მას, რომ მოპასუხე ლუ------------ემ გამოავლინა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ნება. თავის მხრივ გამსესხებლმაც გამოავლინა ანალოგიური ნება და მათ არ გამოუვლენიათ ნასყიდობის ნება.
სასამართლო ასეთი დასკვნის მიღებისას, რათქმაუნდა, ითვლისწინებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასაც, რომ პა----------–--ეს და ლუ------------ეს შორის 27.07.2016წ. შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც:
- ლუ------------ე ღებულობს ვალდებულებას 2016 წლის 10 ოქტომბრამდე პა----------–--ეს გადაუხადოს 22 500 აშშ დოლარი.
- იმ შემთხვევაში, თუ ლუ------------ე 2016 წლის 10 ოქტომბრამდე პა----------–--ეს არ გადაუხდის 22 500 აშშ დოლარს, ლუ------------ე ღებულობს ვალდებულებას უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: #05.30.18.0--.0-----, - თავისუფალ მდგომარეობაში გადასცეს პა----------–--ეს. აღნიშნული შეთანხმება მხარეებს შორის დადებულია სარჩელის აღძვრის შემდეგ (15.07.2016წ.), ხოლო ამ შეთანხმებით ლუ------------ის მიერ აღებული ვალდებულების შესრულების ვადის გასვლამდე (10.10.2016წ.), 2016 წლის 15 სექტემბეს პა----------–--ემ აღძრა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა ლუ------------ის გამოსახელება.
ყოველივე ეს კი მიუთითებს მოპასუხე პა----------–--ეზე, როგორც არაკეთილსინდისიერი შემძენზე.
5.2.10. შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელის პა----------–--ეზე ელ----–---სგან სადავო ქონების საკუთრებაში გადაცემაზე (24.06.2016წ., ამავე დღეს მოიხსნა რა საჯარო რეესტრში ქონებაზე გამოსყიდვის უფლების ჩანაწერი) უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით ამ ხელშეკრულების მხარეებს შორის ნასყიდობის ნება არ ვლინდება. შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება, რომ ელ----–---ს და პა----------–--ეს არ ჰქონიათ არანაირი ნაცნობობა და ისინი ერთმანეთს არ იცნობენ, მხოლოდ ზეპირი განმარტებაა. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ელ----–--- და პა----------–--ე ერთობლივად ეწევიან საქმიანობას და არიან ურთიერთდაკავშირებული პირები.
პა----------–--ეს არ შეიძლება არ სცოდნოდა ამ ქონებაზე ლუ------------ესთან სესხისა და იპოთეკის გარიგების არსებობა და ნასყიდობის თაობაზე რეგისტრირებული გარიგების მოჩვენებითობა. მასზე სადავო ქონების საკუთრებაში აღრიცხვაც ემსახურებოდა კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსის არსებობას ამ გარიგებათა შესახებ დავის შემთხვევაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეებს, მოწინააღმდეგე მხარეს ვერ დაეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რისი დადასტურებაც მისთვის შეუძლებელია. განსახილველ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა მოპასუხეებმა ვერ დაამტკიცეს, თავად ფორმალურად დადებული ხელშეკრულება არ გამოხატავს ხელშეკრულების მხარეთა ნასყიდობაზე ნებას, რაც მიუთითებს მის მოჩვენებითობასა და ემსახურება კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსის ხელოვნურად შექმნას.
5.2.11. დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ:
1) ლუ------------ის სარჩელის დაკმაყოფილება ავტომატურად გამორიცხავს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას. ამდენად, დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლომ ჯერ უნდა იმსჯელოს ლუ------------ის სარჩელის საფუძვლიანობაზე და იმის მიხედვით გადაწყვიტოს შეგებებული სარჩელის ბედიც.
2) ლუ------------ის სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით: 1. ბათილად იქნას ცნობილი 2014 წლის 17 აპრილის ნასყიდობა - გამოსყიდვის ხელშეკრულება და დადგენილ იქნეს მხარეებს შორის სესხისა და იპოთეკის შესახებ ხელშეკრულების დადება; 2. ბათილად იქნას ცნობილი 2016 წლის 24 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, - სასამართლომ უნდა იმსჯელოს 2016 წლის 24 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობაზე, ანუ თუ დადგენილ იქნა, რომ პა----------–--ე არის კეთილსინდისიერი შემძენი და არ დაკმაყოფილდა სარჩელი 2016 წლის 24 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობაზე, მაშინ პირველი მოთხოვნის მიმართ აღარ იარსებებს იურიდიული ინტერესი და შესაბამისად, სარჩელის პირველი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება. თუ არ დაკმაყოფილდა პირველი მოთხოვნა 2014 წლის 17 აპრილის ნასყიდობა - გამოსყიდვის ხელშეკრულების ბათილობაზე, მაშინ ეს გამორიცხავს მეორე მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც. აქედან გამომდინარე, სასამართლომ ლუ------------ის ორივე სასარჩელო მოთხოვნის ბედის გადაწყვეტისას, უნდა იმსჯელოს მათი ურთიერთკავშირის გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
6.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ა----------- ქუჩა N15-ში, ს/კ: #05.30.18.0--.0-----, 48.97 კვ.მ., მხარეთა შორის დადებული 17.04.2014წ. გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნას ცნობილი. ასევე უნდა გაბათილდეს 24.06.2016წ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და ქონება უნდა აღირიცხოს ლუ------------ის საკუთრებად და მასზე ელ----–---ს სასარგებლოდ უნდა დარეგისტრირდეს იპოთეკის უფლება. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებიდან გამომდინარე, არ უნდა დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელი, პა----------–--ე კარგავს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას და აღარ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს კონსტიტუცია
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
- საქართველოს კონსტიტუცია
- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
8. სამართლებრივი შეფასება
8.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლით:
,,1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად.
2. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად”.
8.2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც
ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას ,,არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილება).
სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივდასადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბრად.
მოსარჩელე სარჩელზე ამტკიცებს, რომ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ა----------- ქუჩა N15-ში, ს/კ: #05.30.18.0--.0-----, 48.97 კვ.მ., - საკუთრების უფლება დაკარგა ბათილი გარიგების საფუძველზე. ბათილი გარიგებით დაირღვა მისი, როგორც მესაკუთრის კონსტიტუციური უფლება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენისათვის მომართოს სასამართლოს და დაიცვას საკუთრების უფლება ნებისმიერი ხელყოფისაგან. მოპასუხეებმა ხელყვეს თუ არა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, უნდა დადგინდეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით.
8.3. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. იმისათვის, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ გააჩნდეთ მოთხოვნის უფლება, საჭიროა ისინი ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყვენ ერთმანეთთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება
ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. ხელშეკრულება არის ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. სადაო გარიგება ხელშეკრულებას წარმოადგენს, ამიტომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულება, ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვადებულებაა და უნდა დარეგულირდეს ვალდებულებითი სამართლის მარეგულირებელი ნორმებით.
8.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლუ------------ეს საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ა----------- ქუჩა N15-ში, ს/კ: #05.30.18.0--.0-----, 48.97 კვ.მ., ამ ქონებასთან დაკავშირებით მან ფაქტობრივად დადო სესხის ხელშეკრულება მისი იპოთეკით დატვირთვით, თუმცა ფორმალურად დაიდო ,,გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება“.
2014 წლის 17 აპრილს ლუ------------ემ ელ----–---საგან სესხის სახით აიღო თანხა, სესხის ოდენობა განისაზღვრა 7 200 აშშ დოლარით, თუმცა სესხის ხელშეკრულების ნაცვლად მხარეებს შორის გაფორმდა 17.04.2014წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 6 თვის ვადით, შესაბამისად ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებაშიც გამოსყიდვის ვადა განისაზღვრა 6 თვით.
2014 წლის 26 სექტემბერს ლუ------------ემ ელ----–---საგან სესხის სახით აიღო თანხა, სესხის ოდენობა განისაზღვრა 6000 აშშ დოლარით, თუმცა სესხის ხელშეკრულების ნაცვლად მხარეებს შორის გაფორმდა 26.09.2014წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, ხელშეკრულების ვადა 2014 წლის 20 ოქტომბრამდე.
აღნიშნული თანხის გადახდის შემთხვევაში მას შეეძლო ქონებაზე აღედგინა საკუთრების უფლება.
8.5. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. გარიგების შეფასებისათვის უნდა გაანალიზდეს ამ გარიგების მახასიათებელები.
8.6. ვერ დააბრუნა რა სესხი ლუ------------ემ იგი ამ ფართში აგრძელებდა ოჯახთან ერთად ცხოვრებას. ელ----–---მ სესხი ვერ დაიბრუნა და სამართლებრივად რჩებოდა ერთადერთი გზა სასამართლოში სარჩელის აღძვრით. სწორედ ამ სიტუაციაში გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება პაატა მსიხალესთან, პა----------–--ე არ არის მყიდველი. ელ----–--- არ იყო მყიდველი, ისინი თანხის გამსესხებლია. შესაბამისად მათ მიზანს უნდა მისცემოდა შესაბამისი იურიდიული კვალიფიკაცია. ფაქტობრივად, ეს იყო ლუ------------ეზე თანხის სესხად გადაცემა და ამ სესხის უზრუნველყოფა უძრავი ქონებით. სწორედ ამ გარემოებას ხდის მოსარჩელე სადავოდ და მსგავსი მეთოდით დადებულ გარიგებას ბათილ გარიგებად თვლის. მიიჩნევს, რომ ის არ გამოხატავს მხარეთა ნამდვილ ნებას ნასყიდობაზე და, რომ ის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაა, ამიტომ მისი ბათილად ცნობის შემდეგ მოითხოვს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადგენას.
8.7. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება, რომელიც დადებულია დადგენილ წესისა და აკრძალვების, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების წინააღმდეგ, ასევე მოტყუებით, თვალთმაქცობით ან მოჩვენებით, ბათილია. ასეთი გარიგებების შინაარსი და ხასიათი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-56-ე, 81-83-ე მუხლებში. დასახელებული ნორმების მიხედვით გაირგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დადგენილ წესსა და აკრძალვებს.
მოსარჩელე ლუ------------ის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)”.
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლინებაზე. ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის პირველ რიგში აუცილებელია მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლინება. უძრავი ქონების მესაკუთრემ უნდა გამოხატოს ნება, რომ ქონების საკუთრება გადასცეს მყიდველს. კანონმა დაადგინა, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების ფორმა დაცულია, რადგანაც ის გაფორმებულია წერილობით და შეიცავს ყველა აუცილებელ რეკვიზიტს. მიუხედავად ამისა მოსარჩელე განმარტავს, რომ მას ქონება არ გაუყიდია და არც შესაბამისი ნება არ გამოუვლენია. მან მხოლოდ სესხის ნება გამოავლინა.
სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოვლენა გარიგების განსაზღვრის ფუნდამენტია. სამოქალაქო სამართალი ამ ნების გამოვლენას უკავშირებს სამართლებრივ ურთიერთობათა უდიდეს უმრავლესობას. ადამიანთა პირადი ცხოვრებით დაწყებული, ურთულესი ეკონომიკური ურთიერთობებით დამთავრებული, ყველგან ფიგურირებს ნების გამოვლენა, თუმცა ყოველი მათგანი როდი იწვევს სამართლებრივ შედეგს. რადგანაც ნების გამოვლენას სამართალი ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ პირობებს. ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს მატერიალური, ხოლო მეორე მხრივ, კი ფორმალური წინაპირობები. პირველში იგულისხმება პირის გონებრივი შესაძლებლობა (ასაკი, ჯანმრთელობა), ხოლო მეორეში - ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. ნების გამოვლენის იმგვარ თვისებას, რომ იგი ვარგისია სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისთვის, კანონი ნების გამოვლენის ნამდვილობას უწოდებს. ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია ხელშეკრულების შინაარსთან დაკავშირებით ორივე მხარის მიერ ნების გამოვლენა და ამ ნების ასახვა შესაბამის დოკუმენტში. ცალმხრივი ნების გამოვლენით, ისეთი გარიგება, როგორიც ხელშეკრულებაა, არ დაიდება. ამასთან გარიგების შინაარსზე ზეგავლენას არ ახდენს მხოლოდ ერთი მხარის ნების გამოვლენა. ორივე მხარის ნება უნდა იყოს თანხვედრაში. გარიგების შინაარსს პირველ რიგში განსაზღვრავს ოფერენტი. სწორედ წინადადების მიცემაზეა დამოკიდებული თანხმობის შინაარსიც. დაუშვებელია წინადადების მიმცემმა ნება გამოავლინოს ქონების ნასყიდობაზე, მეორე მხარემ მიიღოს ასეთი ნება (თუნდაც თანხის აუცილებლად მიღების მოტივით) და შემდეგ მისი ნების გამოვლენა განმარტოს ისე, როგორც მის საქმეს სჭირდება. გარიგების შინაარსად დადგენილი უნდა იქნას ის შინაარსი, რაზეც წინადადებაა გამოხატული და რა წინადადებაც მიიღო მეორე მხარემ. ხელშეკრულება არის ორი ან მეტ პირს შორის დადებული გარიგება და მის დასადებად ცალმხრივი ნების გამოვლინება არაა საკმარისი. მისი ნამდვილობისათვის სავალდებულოა ორივე მხარემ ერთმანეთს შეათანხმოს გარიგების პირობები და შეთანხმების შემდეგ ნების გამოვლენის თაობაზე შედგნილ დოკუმენტზე მოაწეროს ხელი. ასეთი პირობა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, ,,1. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
2. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ”.
8.8. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით ,,1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
2. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)”.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად დაფარულ გარიგებას მოჩვენებით დადებული გარიგება ჰქვია. მოჩვენებითი გარიგება ერთი მხარის მიერ არ დაიდება. მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა. სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითია გარიგება, რომელიც დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას მოჰყვეს შესაბამისი იურიდიული შედეგი. თვალთმაქცური გარიგებისას მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა. მოჩვენებითი გარიგების დროს მისი ბათილობის საკითხი დამოკიდებულია მხარეთა მიერ
ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერებაზე, ხოლო თვალთმაქცური გარიგებისას, ბათილობის შემთხვევაში უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომელიც შესაძლოა იყოს ბათილი ან არა, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში იგი ბათილია. როგორც მოჩვენებითი, ისე თვალთმაქცური გარიგება მხოლოდ მოსაჩვენებლადაა დადებული _ არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში მხარეებს არ სურთ ამ გარიგებიდან გამომდინარე შედეგის დადგომა. ორივე შემთხვევაში სახეზეა სიმულაცია, მხოლოდ განსხვავებული მეთოდებით. საერთო ჯამში გარიგება დაიდება იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა. მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების დროს, გარიგების ბათილობის საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერება-არამართლზომიერებაზე. საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელია გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომლის მიმართაც გამოიყენება შესაბამისი მოქმედი წესები.
წინამდებარე შემთხვევაში ლუ------------ეს და ელ----–---ს შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულება. მხარეთა მიერ გამოვლენილი ნებისა და ჩანაფიქრის მიხედვით, მოსარჩელეს ელ----–---სათვის უნდა დაებრუნებინა სესხის თანხა სარგებლის ჩათვლით, რის შემდეგაც უძრავი ქონება უნდა აღრიცხულიყო, დაბრუნებოდა საკუთრებაში ლუ------------ეს. მხარეებს შორის უნდა გაფორმებულიყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ნაცვლად ამისა, მათ შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. შემდეგ კი პა----------–--ეს და ელ----–---ს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დასახელებული კი მიუთითებს მასზედ, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება შეიცავს მოჩვენებითი გარიგების შემადგელობას, რაც მისი გაბათილების საფუძველია.
8.9. მოსარჩელე ლუ------------ე სადავოდ ხდის ელ----–---ს მიერ პა----------–--ისათვის სადავო უძრავი ქონების მიყიდვის კანონიერებას. მიიჩნევს, რომ მან ქონება გაასხვისა მოჩვენებითად, იურიდიული შედეგის დადგომის განზრახვის გარეშე. მიიჩნევს, რომ ისინი ურთიერთდაკავშირებული პირები არიან, ანუ მიუთითებს საქ. სკ–ის 56–ე მუხლის საფუძვლებზე.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციისათვის აუცილებელია გარიგების მონაწილეთა ნება დაიფაროს სხვა გარიგებით. მხარეთა ნება, მათი სურვილი მიმართული უნდა იყოს სხვა გარიგებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისაკენ. თვალთმაქცური გარიგების დადების დროს მხარეები აცნობიერებენ, რომ მათ მიერ დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ სხვა გარიგების დასაფარავად, ამასთან მხარეებს სურთ სხვა გარიგების შესრულება. მოჩვენებითი გარიგების დროს მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარავად გამოიყენება. იმ მიზნით, რომ მესაკუთრეს დაუბრუნეოს უძრავი ქონება, ქონებას ვითომ ნასყიდობის ხელშეკრულების გზით ასხვისებს. სინამდვილეში არავითარ ნასყიდობას არ აქვს ადგილი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოჩვენებითი გარიგების დასადასტურებლად ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა არ არის საჭირო, რომელიც მოჩვენებითი გარიგებისა და ელ----–---ს მიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების დასადასტურებლად პირდაპირი მტკიცებულება იქნებოდა. იგი შეფასებითი კატეგორიისაა და იგი უნდა დგინდებოდეს საქმის მთლიანი მასალების ანალიზითა და შინაგანი რწმენით. თუმცა სარჩელის წარდგენა ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს დარღვეული უფლების არსებობას. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მოპასუხეებმა დადეს მოჩვენებითი ხასიათის გარიგება და ამ გარიგების მიზანი იყო ის, რომ ელ----–--- გაქცეოდა მოსარჩელის ლუ------------ის მოთხოვნას და ამ გზით მოსარჩელისათვის შეეზღუდა ქონების დაბრუნების საშუალება.
სასამართლომ გაანალიზა მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ელ----–---ს და პა----------–--ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება რეალურად არ იყო ორიენტირებული ნასყიდობის სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, რადგანაც ხელშეკრულების გაფორმების მიზანი იყო ქონების მოსარჩელისათვის-ლუ------------ისათვის დაბრუნების თავიდან აცილება. იმ მიზნით, რომ მოსარჩელეს არ მოეთხოვა უძრავი ქონების მის საკუთრებად აღრიცხვა, ელ----–---მ მის სახელზე რეგისტრირებული ქონება ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასცა პა----------–--ეს, იმისათვის, რომ მოსარჩელეს არ მოეპოვებინა საკუთრების უფლება, ელ----–---მ ქონება გაასხვისა მისთვის სანდო ადამიანზე - პა----------–--ეზე. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარიგების მონაწილე სუბიექტების ნების გამოვლენის მოჩვენებით ხასიათზე მიუთითებს ის გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების მონაწილეებმა, ორივემ კარგად იცოდა, რომ ლუ------------ე იყო ქონების მესაკუთრე და ქონების გასხვისება წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ საკუთრების დაბრუნების თავიდან არიდების საშუალებას. ისეთ სიტუაციაში, ყოველივე აღნიშნულზე მითითებით ჩანს, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორდა სწორედ მოსარჩელის ლუ------------ის მიერ საკუთრების ვერმიღების განზრახვით. ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეების განზრახვა იყო თავი აერიდებინათ იმ პასუხისმგებლობისგან, რაც უკავშირდება მოსარჩელის მოთხოვნას ნასყიდობის ნაცვლად დადგინდეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სასამართლო მიიჩნევს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილი გარიგებაა, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
8.10. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.
ლუ------------ეს და ელ----–---ს შორის წარმოშობილი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა. შესაბამისად მათ შორის უნდა დადგინდეს სესხის ხელშეკრულების არსებობა.
8.11. საქართველოს სამოქალაქო კდექსის 286-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყნებული მოთხოვნის დასაკამყოფილებლად, რომ უზრულველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება სხავ კრედიტორებთან შედარებთ პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით. ამავე კოდექსის 289-ე მუხლის თანახამდ კი დადგენილია, რომ იპოთეკა იურიდულ ძალას იძენს საჯარო რეეტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
საქმის განხილვით დადგინდა, რომ მხარეებმა თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იქნებოდა ის ქონება, რომელსაც ელ----–--- დაუბრუნებდა მოსარჩელეს. ნასყიდობის ხელშეკრულების გაბათილების შემდეგ სესხის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად ელ----–---ს სასარგებლოდ უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ა----------- ქუჩა N15-ში, ს/კ: 05.30.18.0--.0-----, 48.97 კვ.მ., - უნდა დაიტვირთოს იპოთეკით.
8.12. სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე დავის საგანი არ არის სესხის მოცულობის დადგენა. წინამდებარე დავის საგანი იყო ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერების დადგენა, ამიტომაც სასამართლო ვერ იმსჯელებს სესხის მოცულობაზე. სადავო გარიგებების გაბათილების შემდეგ უნდა აღსდგეს პირვანდელი მდგომარეობა და უძრავი ქონება უნდა დაუბრუნეს მესაკუთრეს ლუ------------ეს, ხოლო ქონება დაიტვირთება იპოთეკით.
შეგებებული სარჩელი:
8.13. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
8.14. ვინაიდან საქმის განხილვის შედეგად, კმაყოფილდება ლუ------------ის სარჩელი და:
1) ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2014 წლის 17 აპრილს და 2014 წლის 26 სექტემბერს, ერთის მხრივ ლუ------------ეს და მეორეს მხრივ ელ----–---ს შორის დადებული ლუ------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე, ქ. ბათუმი, ა----------- ქუჩა N15-ში, ს/კ: #05.30.18.0--.0-----, 48.97 კვ.მ,) ნასყიდობის ხელშეკრულებები გამოსყიდვის უფლებით.
2) ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2016 წლის 24 ივნისს ელ----–---ს და პა----------–--ეს შორის, უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. ბათუმი, ა----------- ქუჩა N15-ში, ს/კ: #05.30.18.0--.0-----, 48.97 კვ.მ., - დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.
3) დადგენილ უნდა იქნეს, ერთის მხრივ ლუ------------ეს და მეორეს მხრივ ელ----–---ს შორის, 2014 წლის 17 აპრილს და 2014 წლის 26 სექტემბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტი, რომლითაც ლუ------------ემ ელ----–---საგან ისესხა ფულადი თანხა, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით უნდა დაიტვირთოს ლუ------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ბათუმი, ა----------- ქუჩა N15-ში, ს/კ: #05.30.18.0--.0-----, 48.97 კვ.მ., და შესაბამისად, უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ბათუმი, ა----------- ქუჩა N15-ში, ს/კ: #05.30.18.0--.0-----, - უნდა აღირიცხოს ლუ------------ის საკუთრებაში,- პა----------–--ე კარგავს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას და მას არ აქვს უფლება მოითხოვოს ამ ქონების მესაკუთრისაგან - ლუ------------ისაგან გამოთხოვა, იგი აღარ არის ამ მოთხოვნაზე სუბიექტი. შესაბამისად, მისი შეგეგებული სარჩელი არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.
9. საპროცესო ხარჯები:
9.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სარჩელზე მოსარჩელე მოითხოვს ნასყიდობის გარიგებების ბათილად ცნობას. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა გაანგარიშებული უნდა იქნას სადავო ქონების ღირებულებიდან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,კ” პუნქტით თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა მაშინ დავის საგნის ღირებულებაა 4000 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხის უძრავი ქონებიდან გამოსახლებასა და ფართის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას. დასახელებულ მოთხოვნაზე სახ. ბაჟი გადახდილი უნდა იქნას სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” პუნქტის შესაბამისად. ამ ნორმის მიხედვით გადასახდელი სახ. ბაჟი არის 120 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი დადგენილია, რომ თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ზ/აღნიშული ნორმის თანახმად გადაუვადა ელენა პოლიტიდს სახელმწიფო ბაჟის გადახდა და შესაბამისად მას დასახელებული თანხა წინასწარ არ აქვს გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან, მხარეები − არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს და შეგებებული სარჩელის მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი წინასწარ არ აქვთ გადახდილი.
კონკრეტულ შემთხვევაში ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე, 55-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ბაჟი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. აქედან გამომდინარე, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 1650 ლარის გადახდა. შეგებებული სარჩელი კი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად პა----------–--ეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
9.2. რაც შეეხება, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი ანაზღაურების საკითხს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას. კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 2000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.
9.3. მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.3 მუხლი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. მოსარჩელე ლუ------------ეს გადახდილი აქვს იურიდიული მომსახურების საფასური 200 ლარის ოდენობით, კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელზე დავის საგნისა და მოთხოვნათა დაკმაყოფილების პროპორციის გათვალისწინებით, მოპასუხე ელ----–---ს და პა----------–--ეს მოსარჩელის ლუ------------ის სასარგებლოდ უნდა გადახდეთ 200 ლარი, იურიდიული მომსახურებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივლისის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმადაც ლუ------------ის (პ/ნ 6----------) წარმომადგენლის შო---------–--ის განცხადება, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა და სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე პა----------–--ეს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. ბათუმი, ა----------- ქუჩა, ბინა N37, ს/კ #05.30.18.0--.04.0--, - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ძირითადი სარჩელი მთლიანად კმაყოფილდება, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი და უცვლელი უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივლისის განჩინებით (საქმე N269-უზრ/2016წ) გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ლუ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2014 წლის 17 აპრილს და 2014 წლის 26 სექტემბერს, ერთის მხრივ ლუ------------ეს და მეორეს მხრივ ელ----–---ს შორის დადებული ლუ------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე, ქ. ბათუმი, ა----------- ქუჩა N15-ში, ს/კ: #05.30.18.0--.0-----, 48.97 კვ.მ,) ნასყიდობის ხელშეკრულებები გამოსყიდვის უფლებით.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 24 ივნისს ელ----–---ს და პა----------–--ეს შორის, უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. ბათუმი, ა----------- ქუჩა N15-ში, ს/კ: #05.30.18.0--.0-----, 48.97 კვ.მ., - დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.
2. დადგენილ იქნას, ერთის მხრივ ლუ------------ეს და მეორეს მხრივ ელ----–---ს შორის, 2014 წლის 17 აპრილს და 2014 წლის 26 სექტემბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტი, რომლითაც ლუ------------ემ ელ----–---საგან ისესხა ფულადი თანხა, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა ლუ------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ბათუმი, ა----------- ქუჩა N15-ში, ს/კ: #05.30.18.0--.0-----, 48.97 კვ.მ. შესაბამისად, უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ბათუმი, ა----------- ქუჩა N15-ში, ს/კ: #05.30.18.0--.0-----, - აღირიცხოს ლუ------------ის საკუთრებაში.
3. გადაწყვეტილება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტის დადგენის ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი) დაექვემდებაროს სსგს-ს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.
4. პა----------–--ის შეგებებული სარჩელი მოპასუხის ლუ------------ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
5. მოპასუხეებს - ელ----–---ს და პა----------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 1650 ლარის გადახდა.
6. მოპასუხე პა----------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
7. მოპასუხეებს - ელ----–---ს და პა----------–--ეს მოსარჩელის ლუ------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 200 ლარის გადახდა, იურიდიული მომსახურებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
8. საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივლისის განჩინებით (საქმე N269-უზრ/2016წ.) გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში, უცვლელი.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მხარეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომელსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78 მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე სალიხ შაინიძე