განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2020
საქმის ნომერი
330100119003138224
თარიღი
26.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3705-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი ებანოიძე

სხდომის მდივანი თეონა აბულაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ--------------–----

 

დაცვის მხარე:

 

1. ბრალდებული ი-----–--------–---–----------------------------------–-------–-–-----------------------------–----------–----------------–---- რეგისტრირებული მისამართზე: ქ-------–---------------–-------------------------------–----------------–----------------–------------–--

ადვოკატი - ე-–----------–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ პუნქტები - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავსა და სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის („--------------------- ეპიზოდი);

 

2. ბრალდებული გ--------------–-–---–----------------------------------–-------–-–--------------------------------–----------–----------------–---- რეგისტრირებული მისამართზე: ქ-------–------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------------------–--

ადვოკატი - ე------------------–---–-,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ პუნქტები - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავსა და სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის („--------------------- ეპიზოდი);

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტები - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის; (დაზარალებული თ--------------------–---- ეპიზოდი)

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტები - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის; (დაზარალებული ლ-----–-----–--- ეპიზოდი)

 

სხდომის სახე - ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

დაზარალებული თ--------------------–---- ეპიზოდში

გ--------------–-–---–-- მიერ ჩადენილი დანაშაული

 

სასამართლომ დაადგინა:

გ--------------–-–---–--, - რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2------------- განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის, - 2019 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 20:05 საათზე, თბილისში, ც-----------------------, მე-2 მიკრორაიონი, კორპუსი N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ შეაღწია საავტომობილო გზაზე გაჩერებული, თ--------------------–---- მფლობელობაში არსებული, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომერი - Z--------) სალონში, საიდანაც წინა სავარძლებს შორის არსებული ნივთების შესანახი სათავსოდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა თ--------------------–---- კუთვნილ, 40 (ორმოცი) ლარად ღირებულ საფულეს და მასში მოთავსებულ, 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობის ფულად თანხას. ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით გ--------------–-–---–-------------------------–---- 90 (ოთხმოცდაათი) ლარის ქონებრივი ზიანი მიაყენა.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დაზარალებული თ--------------------–---- გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ მუშაობს კერძო ტაქსის მძღოლად. ჰყავს თეთრი ფერის ავტომანქანა „ტოიოტა ქამრი“, სახ. ნომრით Z--------. 2019 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე, კ--------- და ც----------------- ქუჩების კუთხეში გააჩერა ახალგაზრდა ბიჭმა, რომელიც ავტომანქანის უკანა სავარძელზე მოთავსდა და მეტროსადგურ „-----–---------- მიყვანა სთხოვა. ახალგზრდამ მანქანა ც--------------------------, „ხინკლის სახლის“ წინ მდებარე მაღაზია „---------------- გააჩერებინა და მგზავრობის საფასურის, სამი ლარის, სანაცვლოდ ე.წ. „ბარზე“ ვერცხლისფერი და ოქროსფერი უცხოური მონეტები დაუყარა - ევროებია და დაახურდავეო. როცა მონეტების აღებაზე უარი უთხრა, მგზავრმა 10-ლარიანი კუპიურა მიაწოდა, მაგრამ ვინაიდან ხურდად 7 ლარის დაბრუნება არ შეეძლო, ახალგაზრდამ კუპიურა მაღაზია „-----------–-- შეიტანა, სადაც მისი დახურდავება ასევე ვერ შეძლო. მგზავრს 10-ლარიანი გამოართვა და დასახურდავებლად იქვე მდებარე ფუნთუშეულის მაღაზიაში შევიდა. საფუნთუშეში მყოფმა დაინახა, რომ მის ავტომანქანასთან მდგარი მგზავრი წინა მარჯვენა კარიდან ავტომანქანის სალონში გადაიწია და რაღაც აიღო. ჩათვალა, რომ იგი თავის მონეტებს იბრუნებდა. მანქანასთან რომ დაბრუნდა, მგზავრს ხურდა გადასცა და მანქანის გასარეცხად მეტროსადგურ „--------–--- მიმართულებით გაემართა. სამრეცხაოსთან მისულმა აღმოაჩინა, რომ წინა სავარძლებს შორის არსებულ განყოფილებაში საფულე აღარ იდო. მაშინვე მიხვდა, რომ საფულე სწორედ ნ----–------- რაიონში მიყვანილმა ზემოაღნიშნულმა მგზავრმა მოპარა, რადგან მას შემდეგ მანქანაში სხვა მგზავრი არ ჩაუსვამს. დაბრუნდა იმ ადგილას, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ჩამოსვა, დარეკა „112“-ში და განაცხადა, რომ კლიენტმა საფულე მოპარა. ადგილზე გამოცხადებულმა პოლიციის თანამშრომლებმა და ექსპერტებმა მისი ავტომანქანა დაათვალიერეს და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. დაზარალებული თ--------------------–---- განმარტებით, დაახლოებით 40 ლარის ღირებულების საფულეში მოთავსებული ჰქონდა ერთი 20-ლარიანი, ერთი 10-ლარიანი, ორი 5-ლარიანი კუპიურა და წვრილი ხურდა ფული, ასევე - პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ID ბარათი, მართვის მოწმობა, ორი ავტომანქანის ტექნიკური პასპორტები, „-------- ბანკის პლასტიკური ბარათი, საჯარიმო ქვითარი, მაღაზია „----------- პლასტიკური ბარათი და ბენზინგასამართ სადგურ „---------- ბარათი. დაზარალებულის განმარტებით, ვინაიდან ID ბარათის აღდგენაში უნდა გადაეხადა 35 ლარი, მართვის მოწმობის და ტექნიკური პასპორტის აღდგენაში - დაახლოებით 105 ლარი, ხოლო „-------- ბანკის ბარათის აღდგენაში - 10 ლარი, ქურდობის შედეგად სულ 230 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.

 

პირის ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, 05:40-06:00 სთ. პერიოდში, გამომძიებელ ს--–-----–-------- მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას, თ--------------------–----, მისთვის წარდგენილ სამ პირს შორის ამოიცნო მგზავრი, რომელმაც, მისი განმარტებით, ავტომანქანიდან მოპარა საფულე. თ--------------------–---- მიერ ამოცნობილი პიროვნება აღმოჩნდა გ--------------–-–---–--

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ ს--–-----–-------- მიერ დათვალიერდა შ------------------------------------------------ გამოთხოვილი, 2019 წლის 19 ივნისით დათარიღებული ვიდეოჩანაწერები. ვიდეოჩანაწერში ფიქსირდება, რომ 20:25 საათზე ქუჩაში, ტროტუართან გაჩერდა თეთრი ფერის, მსუბუქი ავტომანქანა, საიდანაც 20:28 საათზე გადმოვიდა ახალგაზრდა, დაახლოებით 20 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელსაც ეცვა რუხი, მოკლესახელოიანი მაისური და მუქი ფერის შორტი, ზურგზე კი მოკიდებული ჰქონდა მუქი ფერის ზურგჩანთა. ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ მგზავრი შევიდა იქვე არსებულ ობიექტში და შესვლისას გაიკეთა მუქი მზის სათვალე. ამავდროულად, ავტომანქანის წინა მარცხენა კარიდან გადმოვიდა მძღოლი, წითელმაისურიანი, ახალაგზრდა მამაკაცი. რამდენიმე წამში ობიექტიდან გამოვიდა ავტომანქანის მგზავრი, რომელმაც, მცირედი საუბრის შემდეგ, წითელმაისურიან მამაკაცს მიაწოდა რაღაც და ეს უკანასკნელი შევიდა ერთ-ერთ ობიექტზე. 20:30:09 საათზე ზურგჩანთიანი ახალგაზრდა მივიდა თეთრი ფერის ავტომანქანასთან, დადგა წინა, მარჯვენა კართან, რომლის შუშაც იყო ჩამოწეული, დაიხარა კართან, ჯერ თავი შეყო ავტომანქანის სალონში, შემდეგ კი, თითქმის ნახევარი ტანით გადაიწია, გახსნა წინა სავარძლებს შორის არსებული განყოფილების ხუფი და რაღაც საგანი აიღო, რომელიც შორტის მარჯვენა ჯიბეში ჩაიდო, რის შემდეგაც ნელი ნაბიჯით გავიდა ვიდეოკამერის თვალთახედვის არედან. 20:31:32 საათზე ვიდეოჩანაწერში გამოჩნდა მძღოლი, რომელიც დაჯდა ავტომანქანის საჭესთან და გააგრძელა მოძრაობა.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 19-20 ივნისს, 22:30 – 00:15 სთ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას, ქ. თბილისი, ც--------------- მე-2 მ/რაიონის N2 კორპუსის მიმდებარედ მდგარი, თ--------------------–---- კუთვნილი, „ტოიოტა ქამრის“ მარკის, Z-------- სახ. ნომრის მქონე ავტომანქანის უკანა სავარძლის ზედაპირიდან ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუში.

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის (ექსპერტი:--–--------–-–---–-- თანახმად, ზემოაღნიშნული ავტომანქანიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებული გ--------------–-–---–----- აღებული სუნის ნიმუშის.

 

პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 20 ივნისს, 01:15-01:30 სთ. პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას გ--------------–-–---–----- ამოღებული იქნა მისი შარვლის წინა ჯიბეში აღმოჩენილი ფულადი თანხა - ერთი 20-ლარიანი, ერთი 10-ლარიანი და ორი 5-ლარიანი კუპიურა. ოქმზე არსებული მინაწერის თანახმად, გ--------------–-–---–-- აღიარა, რომ მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული თანხა მოიპარა „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 20 ივნისს, 13:30-15:50 სთ. პერიოდში, შსს გ-–-----------–------- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას, გ--------------–-–---–-- ქ. თბილისი, ც--------------- მე-2 მ/რაიონის მე-2 კორპუსის მიმდებარედ სამართალდამცველებს მიუთითა ის ადგილი, სადაც, მისი განმარტებით, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან მოიპარა საფულე.

 

მოწმე გ---------------–----, შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–------------–------- სამმართველოს მ--- განყოფილებაში დეტექტივის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 20 ივნისს მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 2019 წლის 19 ივნისს ქ. თბილისში, ც----------------- მე-2 მ/რაიონი, N2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე თ--------------------–---- მფლობელობაში მყოფი ავტომანქანიდან - „ტოიოტა ქამრი“, სახ. ნომრით Z--------, - თ--------------------–---- კუთვნილი საფულის ქურდობა ჩადენილი ჰქონდა ქ. თბილისში, კ-------------------ში მცხოვრებ გ--------------–-–---–-, რომელიც იმყოფებოდა მისი საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე და თან უნდა ჰქონოდა მოპარული საფულე.

 

მოწმე ნ-------------–---–--, შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, გ-–-----------–------- სამმართველოს მ--- განყოფილებაში დეტექტივის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 20 ივნისს დეტექტივ დ------------------ ერთად მივიდა დეტექტივ გ---------------–---- მიერ მიღებულ ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებულ მისამართზე, სადაც მართლაც ნახეს გ--------------–-–---–-- გ--------------–-–---–- განუმარტეს რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მისი პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ, სადაც განმარტებული იყო, რომ თ--------------------–---- კუთვნილი საფულის ქურდობის ფაქტზე არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ--------------–-–---–- ინახავდა თ--------------------–------- მოპარულ საფულეს, მასში არსებული თანხითა და საბუთებით. დადგენილების გაცნობის შემდეგ გ--------------–-–---–- განემარტა მისი უფლებები და მიეცა წინადადება ნებაყოფლობით წარმოედგინა დასაძებნი ნივთები. გ--------------–-–---–-- უარი თქვა ამოსაღები ობიექტის ნებაყოფლობით წარმოდგენაზე, რის გამოც მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ჩხრეკისას გ--------------–-–---–-- ჯინსის შარვალის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა 40 (ორმოცი) ლარის ოდენობით, - 1 ცალი 20-ლარიანი, 1 ცალი 10-ლარიანი და 2 ცალი 5-ლარიანი კუპიურები. გ--------------–-–---–-- განმარტა, რომ ზემოაღნიშნული თანხა ამოღებული ჰქონდა 2019 წლის 19 ივნისს ავტომანქანა „ტოიოტა ქამრიდან“ მოპარული საფულიდან. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ გ--------------–-–---–- პირადად გაეცნო მისი ჩხრეკის ოქმს, რომლის სისწორეც დაადასტურა ხელმოწერით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2------------- განაჩენით გ--------------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ პუნქტით, სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი), სსკ 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და სსკ 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ 63-64 მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

ბრალდებულმა გ--------------–-–---–-- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო.

სასამართლომ შეაფასა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისია იმ ფაქტის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ გ--------------–-–---–-- მართლაც ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება - თ--------------------–---- ავტომანქანიდან დაზარალებულის კუთვნილი, 40 (ორმოცი) ლარად ღირებული საფულისა და მასში მოთავსებული 50 (ორმოცდაათი) ლარის ქურდობის ფაქტი. აღსან--შნავია, რომ გ--------------–-–---–-- მიერ ბრალადშერაცხულ დანაშაულთა ჩადენა დასტურდება არამხოლოდ ბრალდების მხარის ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, არამედ, - თავად ბრალდებულის აღიარებითაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ--------------–-–---–- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა თ--------------------–---- ფულსა და სფულეს, რითაც დაზარალებულს 90 (ოთხმოცდაათი) ლარის ქონებრივი ზიანი მიაყენა.

დაზარალებული ლ-----–-----–--- ეპიზოდში გ--------------–-–---–--

მიერ ჩადენილი დანაშაული

სასამართლომ დაადგინა:

გ--------------–-–---–-, - რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2------------- განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის, - 2019 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 17:54 საათზე, თბილისში, ნ----------------ში მდებარე შ--------------- გასართობ ცენტრ “-----------–-- არსებული ღია აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ლ-----–-----–--- მიერ შეზლონგზე მოთავსებული ხელჩანთიდან ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ფულად თანხას 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის და 05 (ხუთი) აშშ დოლარის ოდენობით, რითაც ლ-----–-----–--- 363 (სამას სამოცდასამი) ლარის და 67 (სამოცდაშვიდი) თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიაყენა.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დაზარალებული ლ-----–-----–--- გამკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათიდან, მეგობრებთან - ე------–------------------------------------------------–----------------------------- და მის მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისი,------------------------ში მდებარე “-----------–--. თან ჰქონდა ზურგჩანთა, პირადი ნივთებითა და საფულით, სადაც ინახავდა 360 ლარს, 5 ლარამდე ხურდა ფულს და 5-დოლარიან კუპიურას. იქვე არსებულ ბარში მეგობართან ერთად სადილობის შემდეგ, საფულე შეინახა ჩანთაში, რომელიც დადო შეზლონგის ქვეშ. როცა მისი მეგობრები - ე------–--------------------–------------------------------------------ წავიდნენ, თავად ნ------- ერთად აუზზე დარჩა. აუზიდან ჯერ ნ-- ამოვიდა, რომელმაც შეზლონგის ქვეშ შენახული ჩანთიდან თავისი ყურსასმენები ამოიღო, შეზლონგის კიდეზე დაჯდა და ჩანთა ზურგსუკან დაიდო. აუზის დაკეტვამდე, დაახლოებით 19:00 საათზე, მან და ნ--- ნივთები აიღეს და “------------- დატოვეს. წავიდნენ ქ. თბილისში,-–------------ ქუჩაზე მდებარე საკონდიტრო „-----–--- სადაც აღმოაჩინა, რომ საფულეში აღარ ჰქონდა ფული - 350 ლარი (სამი 100-ლარიანი, ერთი 20-ლარიანი და სხვა წვრილი კუპიურები) და 5-დოლარიანი კუპიურა. “-----------–-- დაბრუნდნენ, დაცვის თანამშრომელს შეატყობინეს რომ აუზზე ყოფნის პერიოდში საფულიდან მოპარეს ფულადი თანხა და სიტუაციის გარკვევის მიზნით სამეთვალყურეო ვიდეო-კამერების ჩანაწერების ჩვენება სთხოვეს. სპეციალურ ოთახში, სადაც განთავსებული იყო ვიდეოკამერებისათვის განკუთვნილი მონიტორი, ნახა ჩანაწერი, სადაც გამოჩნდა, რომ 2019 წლის 12 ივნისს, 16:53 საათზე, როდესაც მისი მეგობარი, ნ--------------- შეზლონგის კიდეზე იჯდა და აუზში მყოფს ესაუბრებოდა, შეზლონგთან მივიდა შავშორტიანი ბიჭი, რომელმაც მათგან ფარულად აიღო მისი (დაზარალებულის) ჩანთა, მაშველების ქოლგის გვერდით განთავსებულ შეზლონგზე დაჯდა და მუხლებზე დაიდო იგი, რა დროსაც შეიმჩნეოდა ჩანთაზე მისი ხელების მოძრაობა, შემდეგ კი ჩანთა ნ--- შეზლონგთან დააბრუნა. ჩანაწერის დათვალიერებისას, ერთ-ერთმა მაშველმა, პ------------------, ჩანაწერში დაფიქსირებული პირი იცნო, ვინაიდან მას, მისი განმარტებით, თავის უბანში ხედავდა ხშირად. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ საღამოს შეხვდებოდნენ ზემოაღნიშნულ პირს, ეტყოდნენ ვიდეოჩანაწერის არსებობის შესახებ და დააბრუნებინებდნენ ფულს, გადაწყვიტა პოლიციისთვის მიემართა. დაახლოებით ნახევარ საათში “-----------–-- მიაკითხა მეგობარმა, ე------–--------, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ე----------------- დაკავშირებით მაშველებს და აუზის სტუმარ გ-------- გაესაუბრა. გ-------- სთხოვა შეებრალებინა გ---- და ეპატიებინა მისთვის დანაშაული. ამ საუბრისას ერთ-ერთმა მაშველმა, ნ-------------- მობილური ტელეფონით ვინმე გ----- გაასაუბრა, რომელმაც დაუდასტურა, რომ ფული მან მოპარა და ორ დღეში დაბრუნებასაც დაპირდა. გ----- სალაპარაკოდ შეხვედრაც სთხოვა, რაზეც უარი უთხრა. მალევე ადგილზე გამოცხადდნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 18 ივლისს, 10:05-12:30 სთ. გამომძიებელ გ---–---------- მიერ დათვალიერდა ქ. თბილისი,---------------ში მდებარე “-------------- გასართობი ცენტრის გარე და შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების 2019 წლის 12 ივნისის 12:00-19:00 სთ. პერიოდის ჩანაწერები. ვიდეოკამერის ჩანაწერში, - რომლის არეალშიც მოქცეულია საცურაო აუზი და მისი მიმდებარე ტერიტორია, - 17:54 სთ-ზე დაფიქსირებულია ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც შეზლონგიდან აიღო შავი ფერის ზურგჩანთა, გადაიკიდა იგი მხარზე და მივიდა კიბესთან, სადაც ჩანთა მასზე დაბალ ბიჭს გადასცა. ახალგაზრდები ერთად დაბრუნდნენ შეზლონგთან, სადაც, 17:57 სთ-ზე, უკან დადეს ჩანთა და აუზის ტერიტორია დატოვეს.

 

მოწმე ს-----------–---–--, გ--------------–-–---–-- მეგობრის, გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 12 ივნისს გ--------------–-–---–---- ერთად იმყოფებოდა ნ------ ქუჩაზე მდებარე „---------–--, სადაც თავად აუზში ცურავდა, გ---- კი გასული იყო სადღაც. აუზიდან რომ ამოვიდა და შეზლონგზე წამოწვა, გ--------------–-–---–- მივიდა მასთან და წასვლა სთხოვა. ერთად დატოვეს „-----------, რის შემდეგაც წავიდა სახლში. გვიან ღამით გ--------------–-–---–-- დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. შეხვედრისას გ----- უთხრა, რომ უცნობ გოგონებს მის წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარი ჰქონდათ შეტანილი და მათთვის თანხის დაბრუნება იყო საჭირო. გ----- 110 ლარი გადასცა და ლ----–--------- მიერ დამატებით მიცემულ თანხასთან ერთად პოლიციაში მიტანა სთხოვა. ნათლიამ, ლ----–--------- მართლაც გადასცა 200 ლარი, რომელიც, გ--------------–-–---–-- თხოვნით, მის თანხასთან ერთად, დაზარალებულისთვის გადასაცემად,-–------------ ქუჩაზე მდებარე პოლიციის მ--- განყოფილებაში მიიტანა.

მოწმე ლ----–---------, გ--------------–-–---–-- დეიდის, გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათისთვის, მასთან სახლში მივიდა ნათლული, ს-----------–---–-, რომელმაც 300 ლარი სთხოვა, კითხვაზე, რაში სჭირდებოდა თანხა, ს-----------–---–-- უთხრა, რომ მოგვიანებით უამბობდა. ს---- მხოლოდ 200 ლარი - 2 ცალი 100-ლარიანი კუპიურა გადასცა, რადგან მეტი ფული არ ჰქონდა. იმავე ღამით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიცემული ფული ს-----------–---–- პოლიციაში წაუღია.

ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 13 ივნისს, 04:05-04:35 სთ. გამომძიებელ ს--–-----–-------- მიერ ს-----------–---–------ ამოღებული იქნა მის მიერ წარდგენილი თანხა - 310 ლარი. ს-----------–---–-- განმარტებით, ზემოაღნიშნული თანხიდან 110 ლარი იყო გ--------------–-–---–--, 200 ლარი კი, გ--------------–-–---–-- თხოვნით, მას ლ----–------------ გადასცა.

 

მოწმე ნ--------------- ქ. თბილისში,------------------------ში მდებარე “-------------- მაშველის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 12 ივნისს დილიდან იმყოფებოდა “-----------–--, დაახლოებით 14:00 საათზე შეხვდა მეგობარი, ზ----, რომელმაც გააცნო მისი თანხმლები ორი გოგონა - ლ-----–-----–-- და ნ---------------. დაახლოებით 19:00 საათზე ზ----- შეატყობინა, რომ ლ-----–-----–--- ხელჩანთიდან მოპარეს 350 ლარი. ზ----- ურჩია მისულიყო “-------------- დაცვის თანამშრომლებთან და ენახა სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები. ზ---- და მისი თანხმლები გოგონები მიიყვანა “-------------- დაცვის თანამშრომლებთან, რომლებსაც განუცხადეს მომხდარი ქურდობის შესახებ. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში დაფიქსირებული აღმოჩდა თუ როგორ აიღო სუსტი აღნაგობის ბიჭმა ლ-----–-----–--- ხელჩანთა, რომელიც რამდენიმე ხანში უკან დააბრუნა. ზემოაღნიშნულ ბიჭში ამოიცნო ნაცნობი, გ--------------–-–---–-, რის გამოც ზ----- უთხრა, რომ ლ----- დახმარებას შეეცდებოდა. “-------------- დაკეტვის შემდეგ ზ---- და მისი თანმხლები გოგონები ადგილზე დარჩნენ, თავად კი წავიდა სახლში. დაახლოებით 20:30 საათზე ზ----- დაურეკა და „-----------–-- მისვლა სთხოვა. მეგობარ გ----------------–---–---- ერთად ადგილზე მისულს იქ, ზ-----, ლ----- და ნ--- გარდა, სხვა პირებიც დახვდნენ. როცა შეიტყო, რომ ლ----- მეგობარს, ე---- ქურდობის ფაქტი პოლიციაში უკვე გაცხადებული ჰქონ--, გ----------------–---–- სთხოვა დაერეკა გ--------------–-–---–--------. გ-------- დარეკა გ---------, რომელსაც თავად დაელაპარაკა და შეატყობინა, რომ მის მიერ ჩადენილი ქურდობის შესახებ გაცხადებული იყო პოლიციაში. გ-------–--------- დალაპარაკების სურვილი გამოთქვა, რის გამოც მობილური ტელეფონი ლ----- მიაწოდა, რომელმაც, თავის მხრივ, ტელეფონი ე--- გადასცა. თუ რა შინაარსის საუბარი შედგა გ------ და გოგონებს შორის, არ იცის.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 20 ივნისს 13:30-15:50 სთ. პერიოდში, შსს გ-–-----------–------- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას, გ--------------–-–---–-- სამართალდამცველებს ქ. თბილისი,---------------ში მდებარე „-------------- ტერიტორიაზე მიუთითა ის ადგილი, სადაც, მისი განმარტებით, 2019 წლის 12 ივნისს ჩაიდინა გამოკითხვისას მის მიერ აღიარებული დანაშაული - ლ-----–-----–--- თანხის ქურდობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2------------- განაჩენით გ--------------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ პუნქტით, სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი), სსკ 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და სსკ 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ 63-64 მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

ბრალდებულმა გ--------------–-–---–-- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლომ გააანალიზა რა სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ მათი გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა საკმარის საფუძველს იძლევა იმაში დასარწმუნებლად, რომ გ--------------–-–---–-- ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული. შეს---მისად, ბრალდების მხარის მტკიცებულებებისა და თავად ბრალდებულის აღიარების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 12 ივნისს გ--------------–-–---–- ლ-----–-----–--- ჩანთიდან ფარულად დაეუფლა და მიისაკუთრა 350 ლარი და 5-დოლარიანი კუპიურა, რითაც დაზარალებულს 363 ლარის და 67 თეთრის მატერიალური ზიანი მიაყენა.

 

გასართობ ცენტრ „------------------–------------------–-–---–-- და

ი-----–--------–---–-- მიერ ჩადენილი დანაშაული

სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2------------- განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის ნასამართლევი გ--------------–-–---–- და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2---------- განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი ი-----–--------–---–- 2019 წლის 19 ივნისს, 19:05 - 19:30 სთ. პერიოდში, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ქ. თბილისში,---–-----------------ში მდებარე შ------------------- კუთვნილ გასართობ ცენტრ „--------------------- ტერიტორიაზე არსებულ კოტეჯებში უკანონოდ შეღწევის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ დ------–-----–---------–-- კუთვნილ ჯინსის შარვალს - ღირებულს 220 ლარად, ტყავის ქამარს - ღირებულს 75 ლარად, ერთ წყვილ თეთრი ფერის ტყავის ფეხსაცმელს - ღირებულს 150 ლარად, სუნამოს, დასახელებით „BLUE“ - ღირებულს 185 ლარად, კოვზის და დანა-ჩანგალის შეკვრას, - ღირებულს 35 ლარად, გასაშლელ დანას - ღირებულს 35 ლარად, ასევე - შ------------------- კუთვნილ, 300 ლარად ღირებულ „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორს. გ--------------–-–---–-- და ი-----–--------–---–-- ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით დ------–-----–---------–-- - 700 (შვიდასი) ლარის, შ------------------ კი 300 (სამასი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიაყენეს.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დაზარალებული დ------–-----–---------–-- მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2019 წლის 15 ივნისს ტურისტად ჩამოვიდა საქართველოში. ქ. თბილისში განთავსდა თ---–-------------- მდებრე, კოტეჯის სტილის სასტუმრო „------------------–--, სადაც უნდა დარჩენილიყო ორი ღამით. 2019 წლის 18 ივნისის ღამე სასტუმროში გაათია, მეორე დღეს კი, დილიდან, ათვალიერებდა ქალაქს. გასვლისას სასტუმროს ოთახის კარი გასაღებით დაკეტა, ფანჯარა კი, რამდენადაც ახსოვს, მიხურული ჰქონდა. სასტუმროში დაახლოებით 19:30 საათზე დაბრუნდა და ოთახის კარი გასაღებით რომ გახსნა, ნომერში არეულობა დახვდა, ჩანთიდან ამოყრილი და იატაკსა და საწოლზე მიმოფანტული იყო ტანსაცმელი. კოტეჯის ფანჯარა გამოღებული იყო, მწერებისგან დამცავი ბადე კი საწოლზე ეგდო. მიხვდა, რომ გაქურდეს. ნივთების დათვალიერების შედეგად აღმოაჩინა, რომ მოპარული იყო ღია ფერის ჯინსის შარვალი, ღირებული 220 ლარად; შავი ტყავის ქამარი, ღირებული 75 ლარად; თეთრი ტყავის ფეხსაცმელი, ღირებული 150 ლარად; სუნამო, ცისფერ შეფუთვაში, ღირებული 185 ლარად; ვერცხლისფერი კოვზის, დანა-ჩანგალის შეკვრა, ღირებული 35 ლარად და გასაშლელი დანა, ღირებული 35 ლარად. დაზარალებული დ------–-----–---------–-- განმარტებით, აღნიშნული ნივთების ქურდობით მიადგა დაახლოებით 700 ლარის მატერიალური ზიანი.

მოწმე ვ----------–--–--, თ---–------------ მიმდებარედ არსებულ გასართობ ცენტრ „--------------------- დაცვის თანამშრომლის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2019 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 19:30 საათზე, პოსტზე ყოფნისას, რომელიც კოტეჯების და ავტოპარკინგის ტერიტორიას მოიცავდა, მასთან მივიდა ერთ-ერთი დამსვენებელი, უცხოელი ტურისტი, რომელმაც გააგებინა, რომ მის კოტეჯში ქურდობა მოხდა. კოტეჯში ტურისტების ტანსაცმელი და ნივთები არეული, ფანჯარა კი ჩამოღებული იყო. ტერიტორია რომ მიათვალიერა, დაინახა ბრალდებული, დაბალი, ჭაღარა მამაკაცი, რომელსაც ყელზე წითელი ბენდენა ეკეთა, ჭრელი შორტი ეცვა და ხელში ტელევიზორი ეჭირა. მამაკაცი „--------------------- ტერიტორიას ტოვებდა და გზის მთავარი ნაწილისკენ მიემართებოდა. იგი საეჭვოდ ეჩვენა, შეაჩერა და ჰკითხა თუ სად მიჰქონდა ტელევიზორი, რაზეც ბრალდებულმა უთხრა, რომ ნივთი იყო მისი. ამასობაში, იქვე გაჩერდა ტაქსი, ლურჯი ფერის, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა 30 წლამდე, შავგვრემანი მამაკაცი და მათ ერთად დაიწყეს ტელევიზორის უკანა სავარძელზე მოთავსება. აღნიშნული პირებისთვის ტელევიზორის მოპარვის შესაძლებლობა რომ არ მიეცა, ტაქსის მძღოლს უთხრა არ დაეძრა ავტომანქანა. როცა ტაქსის მძღოლმა ზემოაღნიშნულ პირებს მანქანის დაძვრაზე უარი უთხრა, მათ შორის შელაპარაკება მოხდა და მანქანაში წინ მჯდომმა, დაახლოებით 30 წლამდე მამაკაცმა, რომელსაც ზურგჩანთა ჰქონდა გადაკიდებული, მუშტი დაარტყა და დააზიანა მანქანის წინა მარჯვენა საქარე მინა. რაციით ცვლის უფროს ი--------–------- დაუკავშირდა, რომელსაც არსებული სიტუაცია მოახსენა. ი--------–------- რომ მივიდა, მოხდა ხანდაზმული, ჭრელშორტიანი ქურდის დაკავება, მეორე დამნაშავემ კი გაქცევა მოახერხა. ი--------–-------- პოლიცია გამოიძახა და პოლიციის თანამშრომლებს დაკავებული პირი ჩააბარეს. როგორც აღმოჩნდა, ტელევიზორი დამნაშავეებს საბიალიარდო კოტეჯიდან ჰქონდათ გამოტანილი, მათვე ერთ-ერთი კოტეჯიდან დამსვენებელთა ტანსაცმელიც მოუპარავთ.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 20 ივნისს, 13:30-15:50 სთ. პერიოდში, შსს გ-–-----------–------- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას, გ--------------–-–---–-- სამართალდამცველებს მიუთითა ადგილი, სადაც, მისი განმარტებით, ჩაიდინა გამოკითხვისას მის მიერ აღიარებული დანაშაული, კერძოდ, - ქ. თბილისი,---–--------------ში განთავსებული „--------------- N1 კოტეჯიდან 2019 წლის 19 ივნისს ტანსაცმლისა და სხვა ნივთების ქურდობის ფაქტი.

 

დაზარალებულის წარმომადგენელმა, ი--------–--------, თ---–------------ მიმდებარედ არსებულ გასართობ ცენტრ „--------------------- უსაფრთხოების სამსახურის ცვლის უფროსმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა ვ----------–--–-- ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით განმარტა, რომ ვ----------–--–-- გამოძახების საფუძველზე ადგილზე გამოცხადებისას საბილიარდოდან მოპარული ტელევიზორი ტაქსში მოთავსებული დახვდა. ტელევიზორის ქურდი, - როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ი-----–--------–---–-- - გაქცევას ცდილობდა, თუმცა, წინააღმდეგობის მიუხედავად, იგი დააკავეს, მისმა თანამზრახველმა კი მოახერხა გაქცევა. როგორც გაირკვა, ტელევიზორთან ერთად დამნაშავეებს „--------------------- დამსვენებელთა ტანსაცმელიც მოუპარავთ.

 

მოწმე მ-------------–---–--, ტაქსის მძღოლმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, „----------------------- ავტომანქანაში ჩაუჯდა ბრალდებული გ--------------–-–---–-, რომელმაც ნ----–------- რაიონში წაყვანა სთხოვა. მანქანა რომ დაძრა, დაახლოებით 25 მეტრის გავლის შემდეგ, ბრალდებულმა მანქანა გააჩერებინა, გადავიდა და მეორე ბრალდებულს, რომელსაც ხელში ტელევიზორი ეკავა მანქანის უკანა სავარძელზე ტელევიზორის დადებაში დაეხმარა. ამ დროს გაიგონა, რომ დაცვის თანამშრომელმა დაუძახა - ტელევიზორი მოპარულია და მანქანაში არ ჩაადებინოო. დაცვის თანამშრომლის მოთხოვნას დაემორჩილა და მანქანა ადგილიდან არ დაძრა, რამაც გ--------------–-–---–- გააბრაზა და ხელით საქარე მინა გაუტეხა. ამასობაში დაცვის თანამშრომლები მოცვივდნენ. გ--------------–-–---–- ხელიდან გაუსხლტა და გაიქცა, მეორე ბრალდებული კი დაცვის თანამშრომლებმა დააკავეს. მოგვიანებით მისთვის წარდგენილ სამ პირს შორის ამოიცნო გ--------------–-–---–-, - პირი, რომელიც პირველი ჩაუჯდა მანქანაში.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 19 ივნისს, 20:20 საათზე, ქ. თბილისი,---–--------------ში მდებარე „--------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულ-ინსპექტორების მიერ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, დაკავებული იქნა ი-----–--------–---–-- რომელიც გაქცევის მცდელობისას შეჩერებული ჰყავდათ „--------------------- დაცვის თანამშრომლებს.

 

სახლის ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ ქ. თბილისი,---------------------ში მდებარე, გ--------------–-–---–-- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნანახი და ამოღებული იქნა რუხი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური და შავი ფერის შორტი, რომლებიც, ბრალდებულის მამის, ვ----–------------–-–---–-- განმარტებით, მის შვილს, გ--------------–-–---–- 2019 წლის 19 ივნისს ეცვა; გარდა ამისა, - შავი ფერის ტყავის ზურგჩანთა, რომელშიც მოთავსეული იყო მოთეთრო-მოწითალო და ლურჯი ფერის შორტები, ლურჯი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური; მზის სათვალე, თავისივე ჩასადებით; მრავალფუნქციური ბრტყელტუჩა, თავისივე შალითით; სუნამო „blue”, ლურჯი ჯინსის შარვალი, რკინისბალთიანი შავი ტყავის ქამარი; რკინის კოვზის, ჩანგლის და სახურავის გასახსნელის კრებული.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ გამომძიებელ ს--–-----–-------- მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე დაზარალებულმა დ------–-----–---------–------------------–-–---–-- ბინის ჩრეკისას ამოღებულ ნივთებში ამოიცნო საკუთარი ნივთები - ორი შორტი, მაისური, მრავალფუნქციური ბრტყელტუჩა, თავისივე შალითით, სუნამო, ჯინსის შარვალი, ქამარი, რკინის კოვზის, ჩანგლის და სახურავის გასახსნელის კრებული, რომლებიც, მისი განმარტებით, 2019 წლის 19 ივნისს მოპარეს „--------------------- სასტუმროს ნომრიდან.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 20 ივნისს, 00:45-04:15 სთ. გამომძიებელ გ--------------–---–-- მიერ, ექსპერტების, ასევე მ-------------–---–------------–-----–---------–------------------------ და ი--------–-------- მონაწილეობით, დათვალიერდა: 1. თ---–------------------–---------- N9-ში მდებარე შ------------------- მიმდებარე ტერიტორიის ავტოსადგომზე მდგარი ლურჯი ფერის, „მერსედესის“ მარკის, ტაქსის ტრაფარეტის მქონე ავტომანქანა, სახ. ნომრით „----------, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა წინა საქარე მინა; 2. №1 კოტეჯი და მის გვერდით მდგარი შენობა-ნაგებობა, საბილიარდო ოთახი, სადაც, სავარძელზე ნანახი იქნა „სამსუნგის“ ფირმის პლაზმური ტელევიზორი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ავტომანქანის წინა მარჯვენა და უკანა სავარძლებიდან და საბილიარდო ოთახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები.

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის (ექსპერტი:--–--------–-–---–-- თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შემთხვევის ადგილიდან და ავტომანქანიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ გ--------------–-–---–----- და ბრალდებულ ი------–--------–---–----- აღებული სუნის ნიმუშების.

 

პირის ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 21 ივნისს, 00:20-00:40 სთ. პერიოდში გამომძიებელ გ--------------–---–-- მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას მ-------------–---–--, მისთვის წარდგენილ სამ პირს შორის ამოიცნო მისი მგზავრი, რომელმაც, მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც მისი თანმხლები პირი, ტელევიზორით ხელში ჩაუჯდა მანქანაში, ავტომანქანის საჩქაროდ დაძვრა მოსთხოვა და დაუზიანა ავტომანქანის საქარე მინა. მ-------------–---–-- მიერ ამოცნობილი პიროვნება აღმოჩნდა გ--------------–-–---–--

 

სასაქონლო ექსპერტიზის №------ დასკვნის (ექსპერტი: თ------------ თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორის ს---ზრო ღირებულება, ექსპლოატაციაში ყოფნისა და ფაქტიური, ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს 350 (სამასორმოცდაათი) ლარს.

 

შ---------------------------------------------- გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებითა და მათი დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 19 ივნისს, 19:05:15 საათზე, ახალგაზრდა, ზურგჩანთიანი მამაკაცი (ბრალდებული გ--------------–-–---–-) გადაძვრა ღობეზე და გარკვეული ხანი ჯერ კოტეჯებს შორის მოძრაობდა, შემდეგ კი უკიდურეს მარცხენა მხარეს არსებულ კოტეჯთან მივიდა და შესასვლელი კარის სახელური მოსინჯა. 19:31 საათზე ჩანს თუ როგორ ემალებოდა მრგავლი ფორმის სახლის უკან ზემოაღნიშნული პირი სახლის წინ შეკრებელ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთთან საუბრობდნენ, შემდეგ კი დამალვის მიზნით, სახეზე ნაჭერაფარებული გავიდა კადრიდან. ამავე ჩანაწერებში აღბეჭდილია ჭრელშორტიანი მამაკაცი, რომელიც 19:06-19:11 სთ. პერიოდში, ღობეზე გადაძრომის შემდეგ, გარკვეული ხნის განმავლობაში მოძრაობდა სახლებს შორის, 19:32-19:33 სთ.-ზე კი გამოჩნდა დიდი ზომის შავი ფერის ტელევიზორით ხელში, რომელიც ეზოდან ავტოსადოგომზე გაიტანა. ამავე ჩანაწერის თანახმად, მას დაედევნა შავი ფერის ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი (დაცვის თანამშრომელი) და მათ შორის მოხდა შელაპარაკება. შელაპარაკების დროს ტელევიზორიან მამაკაცთან გაჩერდა მუქი ფერის, ტაქსის ტრაფარეტის მქონე ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა ზურგჩანთიანი ახალგაზრდა (ბრალდებული გ--------------–-–---–-), რომელმაც ჭრელშორტიან მამაკაცს ტელევიზორი ჩაადებინა ავტომანქანაში. „------------------------ მომავალი, უნიფორმაში გამოწყობილი ორი მამაკაცის დანახვისთანავე ჭრელშორტიანი მამაკაცი მოშორდა მანქანას და გაიქცა, ზურგჩანთიან მამაკაცთან კი რამდენიმე პირი შეიკრიბა და მათ შორის გაიმართა საუბარი. გარკვეული ხნის შემდეგ ზურგჩანთიანი მამაკაციც იმ მიმართულებით მიიმალა, რა მიმართულებითაც ჭრელშორტიანი მამაკაცი გაიქცა.

ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №----- დასკვნის (ექსპერტი: ვ--------------------) თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილ ვიდეოგრამებზე და ი-----–--------–---–-- ფოტოსურათებზე დაფიქსირებულია, სავარაუდოდ, ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2------------- განაჩენით გ--------------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ პუნქტით, სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი), სსკ 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და სსკ 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ 63-64 მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2---------- განაჩენით ი-----–--------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ბრალდებულმა ი-----–--------–---–-- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

ბრალდებულმა გ--------------–-–---–-- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, აღიარა სასტუმროს ნომრიდან დ------–-----–---------–-- ტანსაცმლისა და სხვა ნივთების ქურდობა, რაც მისი განმარტებით, ჩაიდინა მარტომ და უარყო „--------------------- კუთვნილი ტელევოზორის ქურდობასთან რაიმე კავშირის არსებობა.

სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას წარდგენილ ბრალდებაში ი-----–--------–---–-- უდანაშაულობისა და გ--------------–-–---–-- ნაწილობრივი ბრალეულობის შესახებ, ვინაიდან თვლის, რომ ბრალადშერაცხულ დანაშაულთა მათ მიერ ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტითაა დადგენილი სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

გასართობ ცენტრ „------------------–-- ჩადენილი ქურდობის ეპიზოდში გ--------------–-–---–-- ბრალეულობა, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება დ------–-----–---------–--, ვ----------–--–-- ჩვენებებით, გ--------------–-–---–-- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ვიდეოჩანაწერებითა და მათი დათვალიერების ოქმებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, - რომელთა ერთობლიობითაც უტყუარად დგინდება, რომ 2019 წლის 19 ივნისს გ--------------–-–---–-- შეაღწია სასტუმრო „--------------------- ერთ-ერთ ნომერში, საიდანაც ფარულად დაეუფლა დ------–-----–---------–-- კუთვნილ ნივთებს.

რაც შეეხება ი-----–--------–---–-- ბრალეულობას, იგი ასევე ცალსახადაა დადგენილი სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით - მოწმეთა ვ----------–--–--, ი--------–-------- და მ-------------–---–-- მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით, „------------------------ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით, ჰაბიტოსკოპიური და ოდოროლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით და ი-----–--------–---–-- დაკავების ოქმით, რომელთა საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა არ იძლევა იმ ფაქტის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველს, რომ ტელევიზორი „--------------------- საბილიარდო ოთახიდან სწორედ ბრალდებულმა ი-----–--------–---–-- გამოიტანა.

უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოწმეთა ჩვენებებს და ბრალდებულის დაკავების ოქმს, რომელთა საფუძველზეც დგინდება, რომ „--------------------- უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შენიშნეს პირი, რომელსაც გასართობი ცენტრის ტერიტორიიდან ტელევიზორი მოჰქონდა, რაც საეჭვოდ ეჩვენათ, რის გამოც დააკავეს და პოლიციის თანამშრომლებს გადასცეს იგი. შეს---მისად, სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან ბრალდებული ი-----–--------–---–- სწორედ ის პირია, ვინც შემთხვევის ადგილზე მის მიერ დანაშაულის ჩადენის თვითმხილველმა პირებმა შეაჩერეს და პოლიციის თანამშრომლებს გადასცეს, დაცვის მხარის განმარტება, თითქოს, ბრალდებულ ი-----–--------–---–- შემთხვევის დღეს „--------------------- საბილიარდო ოთახიდან მოპარულ ტელევიზორთან რაიმე შემხებლობა არ აქვს, სასამართლოსთვის დამაჯერებლობასაა მოკლებული, მითუფრო, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნითაც უტყუარად დგინდება შემთხვევის დღეს, შემთხვევის ადგილზე ი-----–--------–---–-- ყოფნის ფაქტი.

ი-----–--------–---–-- მიერ „--------------------- საბილიარდოდან ტელევიზორის დაუფლების შესახებ დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია „------------------------ გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებთან, სადაც თვალნათლივაა დაფიქსირებული გასართობი ცენტრიდან მომავალი შუახნის მამაკაცი, ტელევიზორით ხელში, რომელსაც გასართობი ცენტრის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ეწევიან და აჩერებენ. ზემოაღნიშნული ჩანაწერი, სასამართლოს შეფასებით, არათუ არ გამორიცხავს ზემოგანხილული მტკიცებულებებით დანაშაულში მხილებული პირის, ი-----–--------–---–-- ბრალეულობას, არამედ, პირიქით, - სრულად ადასტურებს მას, რადგან დიდი ალბათობით იძლევა იმ ფაქტის მტკიცების შესაძლებლობას, რომ ბრალდებული ი-----–--------–---–- და ჩანაწერებში აღბეჭდილი პირი ერთიდაიგივე პიროვნებაა, რასაც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს.

ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებებს, რომ 2019 წლის 19 ივნისს „--------------------- ერთ-ერთი კოტეჯიდან დ------–-----–---------–-- პირადი ნივთები დაუფლებული იქნა უშუალოდ გ--------------–-–---–--, ხოლო კოტეჯებთან არსებული საბილიარდო ოთახიდან „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორი კი - ი-----–--------–---–-- მიერ.

2019 წლის 19 ივნისს „--------------------- ტერიტორიაზე მდებარე კოტეჯსა და საბილიარდო ოთახში ბრალდებულების შეღწევისა და მათ მიერ სხვისი ნივთების დაუფლების ფაქტის გარდა, სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გ--------------–-–---–- და ი-----–--------–---–- მოქმედებდნენ ჯგუფურად, ერთმანეთთან შეთანხმებით, რასაც მოწმობს „--------------------- გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები და ვ----------–--–-- და მ-------------–---–-- ჩვენებები, რომელთა თანახმადაც, ბრალდებულები არამარტო ერთდროულად, ერთიდაიმავე გზით, - ღობეზე გადაძრომით, - შევიდნენ „--------------------- კოტეჯების ტერიტორიაზე, არამედ, ნივთების დაუფლების შემდეგ, თითქმის ერთდროულად დატოვეს იგი და მიმდებარე ტერიტორიის დატოვებასაც ერთი ტაქსით ცდილობდნენ, რომელშიც წინდაწინ, ერთად მოათავსეს გასართობი ცენტრიდან ი-----–--------–---–-- მიერ გამოტანილი ტელევიზორი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა გ--------------–-–---–-- და ი-----–--------–---–-- 2019 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 19:05 - 19:30 სთ. პერიოდში, წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ შეაღწიეს გასართობი ცენტრი „--------------------- ტერიტორიაზე მდებარე კოტეჯსა და საბილიარდო ოთახში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ დ------–-----–---------–-- პირად ნივთებს და შ------------------- კუთვნილ, „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორს, რითაც დ------–-----–---------–-- - 700 (შვიდასი) ლარის, შ------------------ კი - 300 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენეს. სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას იხელმძღვანელა კანონმდებლის მიერ დაწესებული, მაღალი, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სამართლებრივი სტანდარტით, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში მოითხოვს წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელთა ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, ნებისმიერი გონიერი და ობიექტური ადამიანი დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას ქონების მესაკუთრისა და სხვა პირთაგან ფარულად, სუბიექტური შემადგენლობა კი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანში გამოიხატება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებად მიიჩნევს ქურდობის ჩადენას სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით (მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტი), წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტი), „არაერთგზის“ (მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტი), ასევე, დამამძიმებელ გარემოებად აცხადებს დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას (მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტი).

სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

საქართველოს სსკ მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შეს---მის მუხლში. საქართველოს სსკ 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ 177-ე-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

საქართველოს სსკ 177-ე მუხლზე დართული შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემთხვევაში, 150 ლარზე მეტი ოდენობის ზიანი წარმოადგენს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს.

სასამართლო თვლის, რომ გ--------------–-–---–-- და ი-----–--------–---–-- ქმედებებში აშკარად იკვეთება მათთვის ბრალადშერაცხულ დანაშაულთა ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები. შეს---მისად, ვინაიდან მათ ქმედებებში არ არსებობს მართლწინააღმდეგობის ან მათი ბრალის გამომრიცხველი რაიმე გარემოება, გ--------------–-–---–- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ პუნქტებით, სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ პუნქტებით, სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა, ი-----–--------–---–- კი - საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც მათ უნდა განესაზღვროთ კანონით გათვალისწინებული სამართიანი სასჯელი.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზან-- სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შეს---მისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

გ--------------–-–---–-- და ი-----–--------–---–-- მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას (სასჯელის სახედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქცია ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას) სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს სსკ 53-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, სისხლის სამართლის კანონმდებლობით სასჯელის ინდივიდუალიზაციისათვის დაწესებული ზოგადი კრიტერიუმები და გარემოებები, რომლებიც ახასიათებთ ბრალდებულებს, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ გ--------------–-–---–-- და ი-----–--------–---–-- მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რომელიც ხელს ვერ შეუწყობს მათ გამოსწორებას.

ი-----–--------–---–-- შემთვევაში სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ 58-ე მუხლით გათვალისწინებულ, მინიმალურ ზღვარზე უფრო მაღალი სასჯელის შეფარდების კანონით დადგენილ აუცილებლობას, დანაშაულის რეციდივის გამო, რადგან ბრალდებული ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის.

გ--------------–-–---–-- მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრის დროს კი სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულმა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში ჩაიდინა, რაც საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს მის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმების და სასჯელის საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით, განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრის საფუძველს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი-----–--------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

ი-----–--------–---–- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 19 ივნისიდან.

გ--------------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ პუნქტებით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით, ასევე სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულმა სასჯელმა, შთანთქოს სხვა სასჯელები და საბოლოოდ, გ--------------–-–---–- განესაზღვროს 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შეს---მისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2------------- განაჩენით გ--------------–-–---–-- მიმართ დანიშნული - პირობითი მსჯავრი 05 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2------------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--------------–-–---–- სასჯელად განესაზღვროს 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ--------------–-–---–- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 20 ივნისიდან.

ნივთიერი მტკიცებულებები: 1. დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 2. ფულადი თანხა, ფულის მონეტები, შავი ფერის შორტი და რუხი ფერის მაისური, შავი ფერის ტყავის ზურგჩანთა, 01 ცალი სათვალე თავისივე ჩასადებით, 01 ცალი მოთეთრო-მოწითალო ფერის შორტი, 01 ცალი მოლურჯო ფერის შორტი, 01 ცალი ლურჯი ფერის მაისური, 01 ცალი შავი ტყავის ქამარი, 01 ცალი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, მრავალფუნქციური ბრტყელტუჩა თავისი შალითით, რკინის კოვზის, ჩანგლის და ბოთლის გასახსნელის კრებული, სუნამო, ფულადი თანხა 310 (სამას ათი) ლარის ოდენობით, ,,სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორი, შავი ფერის 01 ცალი ტყავის საფულე - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს. 3. სუნის ნიმუშები, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, ხელის კვლები, ფოტოსურათის ნიმუშები, 11 ცალი დაქტილოსკოპური ფირი - განადგურდეს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ებანოიძე