გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/328-19
№200210019002974075
თელავის რაიონული სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 მარტი, 2020 წელი ქ. თელავი
შესავალი ნაწილი
მოსამართლე - მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი - მაია ხუციშვილი
მოსარჩელე - სს ,,ე------- პ-----ჯ-------ა“
წარმომადგენელი - ე---------ე ჩ--–-------–---–ი
მოპასუხე - შპს ,,ქ-------- ი------–--- კ--------“დ-----------ი - კ---- ბ--------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს ,,ე------- პ---- ჯ-------ას“ სასარგებლოდ მოპასუხეს შპს ,,ქ-------- ი------–--- კ--------“ დაეკისროს მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების გადახდა - 22 687.63 ლარის ოდენობით.
სარჩელის თანახმად, სს ,,ე------- - პ---- ჯ-------ა“, როგორც ელექტროენერგიის მომმარაგებელი ორგანიზაცია, შპს ,,ქ-------- ი------–-- კ--------“-ს აწვდიდა ელ. ენერგიას; მოპასუხის მიერ მომხმარებელი ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრა ხორციელდებოდა ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებების გამრავლებით შესაბამის აღრიცხვის კვანძში დამონტაჟებული დენის ტრანსფორმატორის კოეფიციენტზე, დღიდან მისი აბონენტად რეგისტრაციისა - 2017 წლის აგვისტოდან. მოპასუხეს დღეის მდგომარეობით მოხმარებული ელ.ენერგიის ღირებულების გადაუხდელობის გამო სს ,,ე------- პ---- ჯ-------ას“ მიმართ გააჩნია დავალიანება 22 687.63 ლარის ოდენობით. შპს ,,ქ-------- ი------–-- კ--------ი“ სს ,,ე------- პ---- ჯ-------ას“ აბონენტი იყო 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის 26 ნოემბრამდე და ქსელზე მიერთებული იყო 0,380კვ ძაბვის საფეხურზე 100კვ მისაერთებელი სიმძლავრით. ტექნიკური უზუსტობის გამო, რომელიც გამოიხატა მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული შეუსაბამო კოეფიციენტით, 16 თვის განმავლობაში 6-ჯერ ნაკლები მოხმარებული ელექტროენერგიის ასახვა ხდებოდა, ვიდრე აბონენტი რეალურად მოიხმარდა. აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტებში როგორც 28.07.17 წელს, ასევე 26.11.18 წელს შედგენილ აქტში, კოეფიციენტად დაფიქსირებული იყო 60, მაგრამ ბაზაში შეტანილი იყო კოეფიციენტი 10. შესაბამისად მრიცხველის მაჩვენებლის ერთეულის გამრავლება ხდებოდა 10-ზე, ნაცვლად 60-ისა, რამაც გამოიწვია სხვაობა აბონენტის მიერ გადახდილ და რეალურად მოხმარებული ელ.ენერგიის საფასურს შორის; აბონენტი ფარავდა ქვითარში მითითებულ თანხას, თუმცა ქვითარში მითითებული კილოვატები არ შეესაბამებოდა რეალურად მოხმარებული კილოვატების ოდენობას და სს ,,ე------- -პ---- ჯ-------ას“ მიერ სემეკის №20 დადგენილებით ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განხორციელდა მომხმარებლის ანგარიშის ჩასწორება. მხარეები ვალდებულების წარმოშობის დროს იმყოფებოდნენ სახელშკრულებო ურთიერთობაში; სემეკის 18.09.2008 წლის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განაწილების ლიცენზიანტისა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე, ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმით). ცალსახაა, რომ ე-------კომპანიის მხრიდან ქვითრის მიწოდება და ამ ქვითრის საფუძველზე ანგარიშსწორება ითვლება ხელშეკრულებად; მოპასუხე მხარე იხდიდა აღრიცხული ელ. ენერგიის საფასურს და არასდროს ხელშეკრულების ფორმა თუ პირობა არ გაუპ----ტესტებია; ამ დროისათვის შპს ,,ქ-------- ი------–--ს კ--------“-ის დავალიანება სს ,, ე--------პ---- ჯ-------ას“ მიმართ შეადგენს 22 687.63 ლარს, აღნიშნული კი დასტურდება ქვითრით, რომელშიც ასახულია ინფორმაცია აბონენტის მიმდინარე დავალიანების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სს ,,ე------- პ---- ჯ-------ას“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი უსაფუძვლობის გამო. მოპასუხეების მიერ ხდებოდა დავალიანების დაფარვა წარმოდგენილი ქვითრისა და შემოსავლების სამსახურის ვებ - გვერდზე ატვირთული ანგარიშფაქტურების საფუძველზე, რომლის მიმართაც ჰქონდათ კანონიერი ნდობა. კომპანია იყენებს ბაზარზე დომინირებულ მდგომარეობას და ცდილობს ბოროტად გამოიყენოს იგი მოპასუხის წინააღმდეგ. ნებისმიერი შეცდომა, რომელიც დაფიქსირებულია მათი მხრიდან წარმოადგენს მათ კომერციულ რისკს. ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის დადგენილების ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების თაობაზე, მე-11 მუხლის შესაბამისად, მხარეებს შორის წარმოშობილი დავების სწრაფად გადაწყვეტის მიზნით, ერთ- ერთი მხარის მოთხოვნისთანავე უნდა მოხდეს მხარეების შეხვედრა. სადავო საკითხის გადაწყვეტის, რაიმე საკითხზე შეთანხმების ან სხვა ფაქტის დაფიქსირების მიზნით, განაწილების ლიცენზიანტის წარმომადგენელი ვალდებულია შეადგინოს აქტი, რომელზეც ხელს აწერენ მხარეები. აქტი შედგენილია, მაგრამ მოპასუხის ხელმოწერა და მონაწილეობა არ მოხდა აქტის შედგენისას; ამ წესების მიზნებისათვის, ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმებაში იგულისხმება გაზომვის საშუალების (მრიცხველის) ვიზუალური დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მეთოდების საშუალებით ფაქტობრივი ცდომილების განსაზღვრა, მისი დამოწმება, საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვა ან/და აღნიშნული გაზომვის საშუალების შეფასებისათვის საჭირო სხვა მოქმედებები. თუ რამდენად არის დაცული ეს მოთხოვნები გაურკვეველია სს ,,ე------- პ---- ჯ-------ას“ მიერ; თუკი რაიმე შეცდომა დაუშვა მოსარჩელემ, აღნიშნული არ წარმოადგენს მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მხარეები შეთანხმდნენ არსებით პირობებზე, მათ შორის ფასზე. მოხმარებული ელ. ენერგიის ფასი მითითებული იყო ყოველთვიურ გადასახდელ ქვითრებში, რომელსაც უგზავნიდა და აბარებდა მოსარჩელე მხარე, მათთვის მისაღები იყო აღნიშნული ფასი, ხოლო დღეისათვის შეცილება ფასზე დაუშვებელია, მით უმეტეს დაუშვებელია ახალი კოეფიციენტის (K-60) შემოღება მოხმარებული ენერგიის ოდენობის მასზე გამრავლების მიზნით, რომელიც ჩვენთვის ცნობილი არ იყო. მით უმეტეს მოსარჩელე არ უთითებს აცნობა თუ არა მოპასუხეს ამის შესახებ; მოპასუხემ ითხოვა, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2017 წლის 05 ივლისს შპს ,,ქ-------- ი------–-- კ--------სა“ და სს ,,კ-----ის ე-------------------–იას“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მეორე მუხლის თანახმად - ,,დამკვეთი“ (შპს ,,ქ-------- ი------–-- კ--------ი“) უკვეთავს, ხოლო შემსრულებელი (სს ,,კ-----ის ე-------------------–ია“) იღებს ვალდებულებას შეასრულოს მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე ქვეაბონენტად მიერთების სამუშაოები 0.380 კვ. ძაბვის საფეხურზე 100კვ. მისაერთებელი სიმძლავრით. შესასრულებელი სამუშაოები განხორციელდა თ--–--ის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ----------–ში მდებარე ობიექტზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 5 ივლისის ხელშეკრულება (ს.ფ.51-53 );
3.2.2. დადგენილია, რომ საქმეში არსებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების თანახმად 2017 წლის ნოემბრიდან სს ,,ე--------პ---- ჯ-------ა“ გახდა შპს ,,ქ-------- ი------–-- კ--------ის“ ელექტროენერგიის მომმარაგებელი ორგანიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს.ფ.75-90)
3.2.3. დადგენილია, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,ქ-------- ი------–-- კ--------ის“ მიერ მოხმარებული ელექტროენეგიის გადახდა ხდებოდა ყოველთვიურად შემოსავლების სამსახურის ვებ პორტალზე, ჯერ სს ,,კ-----ის ე------- დ----------–იის“, ხოლო შემდეგ სს ,,ე------- პ---- ჯ-------ას“ მიერ ანგარიშფაქტურების მეშვეობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ანგარიშფაქტურები (ს.ფ. 75-90 );
3.2.4. ასევე საქმეში არსებობს მოსარჩელის მიერ გაწერილი ქვითარი 2018 წლის 29 ოქტომბრით დათარიღებული, რომლის თანახმადაც დავალიანება არა აქვს მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ,რის შემდეგ მოპასუხემ 2018 წლის 19 ნოემბერს მიმართა მოსარჩელეს თხოვნით აბონენტის გაუქმებისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე, ხოლო მოსარჩელემ 2019 წლის 07 მარტს ელექტრონულ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინებით აცნობა რომ მოპასუხეს გააჩნდა მოსარჩელის მიმართ 22 687 ლარის დავალიანება.
იმის გათვალსიწინებით რომ მოსარჩელე მხარემ მოპასუხე მხარეს 2019 წლის 07 მარტს ელექტრონულ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინებით აცნობა, რომ მოპასუხეს გააჩნდა მოსარჩელის მიმართ 22 687 ლარის დავალიანება, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე სს ,,ე------- პ---- ჯ-------ას“ მოსაზრებას, რომ 2018 წლის 26 ნოემბრის აღრიცხვის კვანძის შემოწმების შესახებ აქტის შედგენის შესახებ შეატყობინეს მოპასუხე შპს ,,ქ-------- ი------–-- კ--------ის“ წარმომადგენელს, ვინაიდან მხარეს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულება და სასამართლოს შესაბამისად მიაჩნია, რომ მოპასუხისათვის უცნობი იყო მოსარჩელის მიერ აღრიცხვის კვანძის შემოწმება და აქტის შედგენა.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას რომ მოპასუხე იხდიდა ყოველთვიურად მოსარჩელის მიერ ელექტრონული ფორმით შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ატვირთული ანგარიშფაქტურის მეშვებით. მოპასუხეს ჰქონდა კანონიერი ნდობა ანგარიშ-ფაქტურებთან მიმართებაში და ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით ხდებოდა გადახდები.
ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მხარეები შეთანხმდნენ და არსებით პირობებზე მათ შორის ფასზე, მოხმარებული ელექტროენეგიის ფასი მითითებული იყო ყოველთვიურ გადასახდელ ქვითრებში რომელსაც უგზავნიდა და აბარებდა მოსარჩელე მხარე მოპასუხეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 17-18);
- 28.07.2017 წლის განწესი მრიცხველის მონტაჟი (ს.ფ. 19);
- 26.11.2018 წლის აღრიცხვის კვანძის შემოწმება- მიღების აქტი (ს.ფ. 20-21);
3.2.5. მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში; სემეკის 18.09.2008 წლის №20 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განაწილების ლიცენზიანტისა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე, ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმით).
ე-------კომპანიის მხრიდან ქვითრის მიწოდება და ამ ქვითრის საფუძველზე ანგარიშსწორება ითვლება ხელშეკრულებად; მოპასუხე მხარე იხდიდა აღრიცხული ელ. ენერგიის საფასურს იმ ქვითრების საფუძველზე რასაც მოსარჩელე აწვდიდა მოპასუხეს.
ამდენად სასამართლო ვერ გაიზიარებს იმ მოსარზებას,რომ შპს ,,ქ-------- ი------–--ს კ--------“-ის დავალიანება სს ,, ე--------პ---- ჯ-------ას“ მიმართ შეადგენს 22 687.63 ლარს, ვინაიდან აღნიშნული ქვითარი მოსარჩელე მხარეს მოპასუხისათვის არ წარუდგენია. რაც შეეხება იმ მოსაზრებას რომ მოხდა ტექნიკური უზუსტობა, ეს არ არის გამოწვეული მოპასუხის ბრალით და შესაბამისად მოპასუხე მხარე არ არის ვალდებული მოსარჩელეს გადაუხადოს მის მიერ მოთხოვნილი თანხა, მით უმეტეს რომ მოსარჩელემ ისე შეადგინა აქტი, რომელზეც ხელი უნდა მოეწერათ მხარეებს, რომ მოპასუხე მხარისათვის არც შეუტყობინებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 17-18);
- 28.07.2017 წლის განწესი მრიცხველის მონტაჟი (ს.ფ. 19);
- 26.11.2018 წლის აღრიცხვის კვანძის შემოწმება- მიღების აქტი (ს.ფ. 20-21);
- ქვითარი (ს.ფ. 22);
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედებს პრინციპი, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე ფაქტებს, გარემოებებს და დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტები წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით შემოწმების აქტი და მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება არ არის სარწმუნო და საკმარისი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, მუხლი და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული ”ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები”-ს მე-3-ე, მე-4-ე , მე-9-ე, მე-10-ე და მე-11-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული ”ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები”-ს მე-3-ე მუხლის 1 ნაწილით ”ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები” ამავე მუხლის მე-2-ე ნაწილით ”ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიანტის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს”. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ”ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ განუყოფელ ნაწილს”, ხოლო მე-4-ე ნაწილით ”განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე, ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბმისად)” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის 1 ნაწილით ”თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ”, ხოლო ამავე კოდექსის 327-ე მუხლის 1 ნაწილით ”ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით” ამდენად ”ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები”-ს შესაბამისად ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად მიჩნევისათვის გათვალისწინებულია წერილობითი ფორმის ხელშეკრულება ან ელექტროენერგიის ქვითრი,ამავე წესების მე-9-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.მეორე ნაწილით მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად 5.ქვითარში მითითებული გადახდის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს შესაბამის მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგება. ხოლო ამავე მუხლის 5. 2 . ნაწილის შესაბამისად, ქვითარი შეიძლება მომხმარებელს მიეწოდოს ბეჭდური ან მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში -ელექტრონული ფორმით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, შესაბამის ფორმატში). ელექტრონულ ქვითარში მითითებული უნდა იყოს დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადა, სამომხმარებლო ტარიფი, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა (კვტ.სთ) და ღირებულება, მომხმარებელზე დარიცხული თანხა.
მე-10-ე ნაწილის თანახმად მომხმარებელზე დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში.
ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე მხარეს მისდიოდა ყოველთვე გახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების შესახებ ქვითარი,(რაშიც ეჭვი არ შეჰპარვია არც მოპასუხეს და არც მოსარჩელეს) რასაც იხდიდა.
ამავე წესების მე-10-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად თუ ელექტროენერგიის მრიცხველი დამონტაჟებულია მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის საცხოვრებელ ბინაში) და მომხმარებლის ბრალით ვერ მოხდება მრიცხველის წაკითხვა, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს, მომხმარებელს დაარიცხოს ერთი თვის პერიოდზე გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). განსხვავება რეალურ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) შემდგომში მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველის რეალური ჩვენების შესაბამისად.
დადგენილია რომ ამავე წესების მე-10-ე მუხლის თანახმად მეოთხე ნაწილის თანახმად მოპასუხე მხარის ბრალით არ მომხდარა წესების დარღვევა.
ამავე წესების მე-11-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად მხარეებს შორის წარმოშობილი დავების სწრაფად გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნისთანავე უნდა მოხდეს მხარეების შეხვედრა. სადავო საკითხის გადაწყვეტის, რაიმე საკითხზე შეთანხმების ან სხვა ფაქტის დაფიქსირების მიზნით, განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელი ვალდებულია შეადგინოს აქტი, რომელზეც ხელს აწერენ მხარეები.
ხოლო მე-9-ე ნაწილის თანახმად განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის ან/და მათი წარმომადგენლების ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმებაზე დასწრება მრიცხველის შემოწმების ადგილისა და ზუსტი დროის შეტყობინებით. განაწილების ლიცენზიატმა აღნიშნული შემოწმების შესახებ მიმწოდებელსა და მომხმარებელს წინასწარ უნდა აცნობოს 3 სამუშაო დღით ადრე მაინც.
ასევე მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მოხდა ტექნიური უზუსტობა და ტექნიკური უზუსტობიდან გამომდინარე მოპასუხეა ვადლებული რომ გადაიხადოს სარჩელით მოთხოვნილი თანხა, მაშინ როდესსაც მოსარჩელემ თავისის ბრალით დაარღვია წესებით დადგენილი როგორც ქვითრის შედგენის, გასოწრების, ასევე აქტის შედგენის წესი. ამავე წესების მე-10-ე მუხლის მე- 5-ე ნაწილის თანახმად კი განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენებლობის შედეგად დამდგარ შედეგებზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ქ-------- ი------–-- კ--------ს“ არა აქვს რაიმე ვალდებულება სს ,,ე--------პ---- ჯ-------ას“ მიმართ, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე არ არის გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე სს ,,ე--------პ---- ჯ-------ას“ სარჩელი მოპასუხე შპს ,,ქ-------- ი------–--- კ--------ის“ მიმართ დავალიანების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე