განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #-/1873-19
(გამოძიების #0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ--------–--–------–-–---–ი,დაცვის მხარე:
ბრალდებულები - გ---------–---–------------ (დაბადებული - 1--- წლის 1--------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, პირადი №1----------, მცხოვრები: ქ. თ---–--ი, ფ-------–-, ბ-------- ქუჩა #--–-),რ--------–---------- (დაბადებული - 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, პირადი №0----------, მცხოვრები: ქ. თ---–--ი, ფ-------–-, ბ-------- ქუჩა #--–-);
ბ-----–---–---------- (დაბადებული - 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, პირადი №0----------, მცხოვრები: ქ. თ---–--ი, ფ-------–-, ბ-------- ქუჩა #--–-);
ადვოკატი - ვ------------–------,თარჯიმნები - ფ-------------------,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილია „ა“ ქვეპუნქტი (გ---------–---–------------ს მიმართ); 2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტები, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი; სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (რ--------–----------ს მიმართ); სსკ-ის 273-ე მუხლი (ორი ეპიზოდი, რ--------–----------ს მიმართ); 3. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტები და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ბ-----–---–----------ს მიმართ).
დისპოზიცია: 1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით (გ---------–---–------------ს მიმართ); 2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (რ--------–----------ს მიმართ); ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ (ორი ეპიზოდი, რ--------–----------ს მიმართ); 3. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით (ბ-----–---–----------ს მიმართ).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ--------–----------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება - თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა რ--------–---------მა, ბ-----–---–---------თან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, 7.4066 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც შეინახეს ქ. თ---–--ი, ს------–ი ფ-------–-, ბ-------- ქუჩა #--–- მდებარე სახლის ეზოში მდგარი „მ----------ს“ მარკის ავტომანქანაში სახ. #T--------. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულ იქნა 2019 წლის 12 მარტს, საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ ჩატარებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად.
1.2. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა რ--------–---------მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - 0.02994 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც შეინახა ქ. თ---–--ი, ს------–ი ფ-------–-, ბ-------- ქუჩა #--–- მდებარე სახლში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულ იქნა 2019 წლის 12 მარტს, შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ ჩატარებული სახლის ჩხრეკის შედეგად.
1.3. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა რ--------–---------მა, განმეორებით, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ,,ოპიუმის ჯგუფის“ ნარკოტიკული საშუალება, რომლის მოხმარებაც მას დაუდგინდა 2019 წლის 12 მარტს ჩატარებული ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით.
1.4. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით, რ--------–---------ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. 2018 წლის 31 აგვისტოს, რ--------ს საქალაქო სასამართლოს განაჩენით რ--------–---------ს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით. 2019 წლის 9 იანვარს, რ--------–---------ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად „ოპიუმის ჯგუფის“ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტი დაუდგინდა, მაშინ როდესაც იგი იყო ამ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი.
1.5. ბ-----–---–----------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება - თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა ბ-----–---–---------მა რ--------–---------თან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, 7.4066 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც შეინახეს ქ. თ---–--ი, ს------–ი ფ-------–-, ბ-------- ქუჩა #--–- მდებარე სახლის ეზოში მდგარ „მ----------ს“ მარკის ავტომანქანაში სახ. #T--------. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულ იქნა 2019 წლის 12 მარტს, საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ ჩატარებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად.
1.6. გ---------–---–------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება - გ---------–---–------------მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება - 2.9263 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც ამოღებულ იქნა 2019 წლის 12 მარტს, გ---------ს რაიონის ს------– კ------ს მიმდებარე ტერიტორიაზე შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ ჩატარებული გ---------–---–------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა რ--------–---------მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - 0.02994 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც შეინახა ქ. თ---–--ი, ს------–ი ფ-------–-, ბ-------- ქუჩა #--–- მდებარე სახლში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოღებულ იქნა 2019 წლის 12 მარტს, შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ ჩატარებული სახლის ჩხრეკის შედეგად.
2.2. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა რ--------–---------მა, განმეორებით, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება, რომლის მოხმარებაც მას დაუდგინდა 2019 წლის 12 მარტს ჩატარებული ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით.
2.3. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევ რ--------–---------ს, 2019 წლის 9 იანვარს, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა „ოპიუმის ჯგუფის“ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტი.
2.4. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა ბ-----–---–---------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, 7.4066 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც შეინახა ქ. თ---–--ი, ს------–ი ფ-------–-, ბ-------- ქუჩა #--–- მდებარე სახლის ეზოში მდგარ „მ----------ს“ მარკის ავტომანქანაში სახ. #T--------. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულ იქნა 2019 წლის 12 მარტს, საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ ჩატარებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად
2.5. გ---------–---–------------მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება - 2.9263 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც ამოღებულ იქნა 2019 წლის 12 მარტს, გ---------ს რაიონის ს------– კ------ს მიმდებარე ტერიტორიაზე შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ ჩატარებული გ---------–---–------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად.
2.6. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რ--------–----------სა და ბ-----–---–----------ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ რ--------–----------ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების (ორი ეპიზოდი), ბ-----–---–----------ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გ---------–---–------------ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეების - გ-------------------–--ის, ო------------–ის, მ----------------–-–---–ის, გ-----------–----–---–ის, ქ--------–--–------ის, თ------------–--ს, ა---------–------–---–ის, გ---------------–---–ის, გ--------------–--ის, რ----------–-----ას, ა-----–---–--–-–---–ის, გ---------------ის, ლ---------–---–ის, ნ-------------–-------ს, ო------–-------–---–ის, თ-------------–---–ის, პ-------–--–---–--ის, ი--------------–-–---–ის, ლ-–-----------ს, ზ---------------–---–-ს, გ------------ის, მ-----------------–---–ის, ე-–-------------ის, მ----------------ის, გ----------------ისა და თ---------–---ის ჩვენებები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები, ნარკოლოგიური გამოკვლევის დასკვნები, პირადი ჩხრეკის, ბინის ჩხრეკის, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმები და განაჩენები.
3.4. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.
რ--------–----------ს ბრალდების ეპიზოდები
3.5. 2019 წლის 12 მარტის საცხოვრებელი ბინის, ეზოსა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–--------------------- ნ------------------------------------–-------------------–-------------------------–--- გამომძიებელ გ-------------------–--ის მიერ, გამოძიებლების - გ--------------–--ისა და გ-----------–----–---–ის, თარჯიმან ე-–--------------ის, ბრალდებულ რ--------–----------ს, ადვოკატ გ---------------ის, გარეშე პირის - მ----------------ის მონაწილეობით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, სამზარულოს გვერდით განთავსებულ ოთახში მდებარე ტახტის შიდა მხრიდან ამოღებულ იქნა ფულადი თანხა 16000 ლარის ოდენობით, იმავე ოთახში ტელევიზორის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი 5 მილიგრამიანი შპრიცი, მასში მოთავსებული სითხით, ერთი ცალი „ვ--–------ის“ მინის ფლაკონი, რომელშიც მოთავსებულია ბამბა და კედელზე აღენიშნება მოყავისფრო ლაქები. სახლიდან ასევე ამოღებულ იქნა ვიდეო ჩამწერი მოწყობილობა. ოქმზე დაფიქსირებული შენიშვნის თანახმად, რ--------–----------ს განმარტებით, ჩხრეკის შედეგად ამოღებული შპრიცი და მინის ფლაკონი ეკუთვნის მას.
3.6. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 13 მარტის #1--------------- ქიმიურის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2019 წლის 12 მარტს რ--------–----------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული, მინის ფლაკონში ეტიკეტით „---–------------------“, მოთავსებულ ბამბის ტამპონზე და ფლაკონის შიდა კედელზე არსებული მოყავისფრო დანაშრევები შეიცავს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ წონით 0.0292 გრამს. 5 მლ. ტევადობის ერთჯერადი მოხმარების შპრიცის, კერძოდ, კორპუსის და ხუფის შიდა კედელზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ წონით - 0.00074 გრამი.
3.7. ექსპერტებმა - თ-------------–---–მა და პ-------–--–---–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
3.8. ბრალდებულ რ--------–----------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის კანონთან შესაბამისობა დაადასტურეს პოლიციის თანამშრომლებმა - გ-------------------–--ემ, გ--------------–--ემ და გ-----------–----–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმეებმა განმარტეს, რომ ბრალდებულებს იცნობენ მხოლოდ მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე და მათთან ურთიერთობა მანამდე არ ჰქონიათ. 2019 წლის 12 მარტს, დილის საათებში, თარჯიმნის მონაწილეობით გაჩხრიკეს ქ. თ---–--ში, ს------– ფ-------–-ში, ბ-------- ქუჩა 1-–- მდებარე საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც ამოღებულ იქნა შპრიცი და მინის ფლაკონი მოყავისფრო დანაშრევით, ასევე ფულადი თანხა. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე რ--------–---------მა დაადასტურა, რომ შპრიცი და ფლაკონი მას ეკუთვნოდა, ხოლო დანაშრევი წარმოადგენდა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის ნარჩენს. მოწმეებმა ასევე აღნიშნეს, რომ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩატარდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მშვიდ ვითარებაში, თარჯიმნის მონაწილეობით, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ბრალდებულის ან მისი ოჯახის წევრების მხრიდან რაიმე პრეტენზია ან შენიშვნა დაფიქსირებული არ ყოფილა. ამოღებული ნივთები დაილუქა, შედგა სათანადო ოქმი, რომელსაც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირმა მოაწერა ხელი.
3.9. ბრალდებულ რ--------–----------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის სისწორე ასევე დაადასტურეს მოწმეებმა - თარჯიმანმა ე-–-------------მა და გარეშე პირმა მ----------------მა. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ რ--------–----------ს საცხოვრებელი ბინა გაიჩხრიკა მშვიდ ვითარებაში, ბრალდებულის ოჯახის წევრების მონაწილეობით. საგამოძიებო მოქმედების შედეგად გამომძიებლების მიერ ამოღებულ იქნა შპრიცი, მინის ფლაკონი და ფულადი თანხა. ბრალდებულმა რ--------–---------მა განაცხადა, რომ შპრიცი და მინის ფლაკონი მის საკუთრებას წარმოადგენდა. გამომძიებელმა დალუქა ამოღებული ნივთები, შეადგინა ოქმი, რომელსაც ყველამ მოაწერა ხელი. ჩხრეკის მიმდინარეობისას რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია ბრალდებულს არ დაუფიქსირებია. თარჯიმანმა დაადასტურა, რომ რ--------–---------ს სრულად უთარგმნა როგორც მოსამართლის განჩინება, ასევე გამომძიებლის მიერ შევსებული ბინის ჩხრეკის ოქმი. ვინაიდან ბრალდებულმა წერა არ იცოდა, ჩხრეკის ოქმს რ--------–---------თან შეთანხმებით გარეშე პირმა მოაწერა ხელი.
3.10. გამომძიებელმა ვ-–------------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის სისწორე, რომლის თანახმადაც, 2019 წლის 9 იანვარს, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი რ--------–---------- იმყოფებოდა ს------– ფ-------–-ში. მიღებული ინფორმაციის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელს.
3.11. 2019 წლის 9 იანვრის, ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნის თანახმად, რ--------–---------ს ლაბორატორიულად დაუდგინდა „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
3.12. 2019 წლის 12 მარტის ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნის თანახმად, რ--------–---------ს ლაბორატორიულად დაუდგინდა ,,ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
3.13. ექსპერტებმა - თ---------–---მა, ლ-–-----------მ და ი--------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნები.
3.14. ბრალდებულმა რ--------–---------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებებში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ. ბრალდებულმა უარყო ბ-----–---–---------თან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტი. რ--------–---------მა დაადასტურა, რომ სახლიდან ამოღებული შპრიცი და მინის ფლაკონი (დანაშრევებით) მას ეკუთვნის. წლების განმავლობაში მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებას. ორჯერ შეამოწმეს და ორივეჯერ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. მკურნალობს მეტადონის პროგრამის დახმარებით. ნარკოტიკულ საშუალებას ყიდულობს ს------– ფ-------–-ში სხვადასხვა პირებისგან, რომელთა სახელებიც არ ახსოვს. სარგებლობს ,,ჰ-------------ს“ მარკის ავტომანქანით. სახლის ეზოში მყოფი ავტომანქანა „მ----------“ ბ-----–---–----------ს საკუთრებას წარმოადგენს, რომლითაც არასდროს უსარგებლია და შემხებლობა არ ჰქონია აღნიშნულ ავტომანქანასთან.
3.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, ასევე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე თარჯიმნის - ე-–-------------ის, გარეშე პირის - მ----------------ის, პოლიციელების - გ-------------------–--ის, გ--------------–--ისა და გ-----------–----–---–ის ჩვენებები შეესაბამება ერთმანეთს და მათ შორის რაიმე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები საქმის არსებითი განხილვისას არ გამოკვეთილა. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 12 მარტს, დილის საათებში, მათ შორის თარჯიმნის, გარეშე პირის მონაწილეობითა და ადვოკატის თანდასწრებით გაიჩხრიკა რ--------–----------ს საცხოვრებელი სახლი, მდებარე ფ-------–-ში, ბ-------- ქუჩა #--–-, რა დროსაც ამოღებულ იქნა შპრიცი და მინის ფლაკონი მოყავისფრო დანაშრევებით. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ ამოღებული ნივთები დაილუქა კანონის შესაბამისად, შედგა შესაბამისი ოქმი, რომელზეც არ ფიქსირდება ბრალდებულების ან ადვოკატის პრეტენზია. ოქმზე გაკეთებულია შენიშვნა, რომლის თანახმადაც, რ--------–----------ს განმარტებით ამოღებული შპრიცი და მინის ფლაკონი მას ეკუთვნის. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ რ--------–----------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. უფლებების განმარტებისა და მოსამართლის განჩინების წარდგენის შემდეგ გაიჩხრიკა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც ამოღებულ იქნა შპრიცი და მინის ფლაკონი დანაშრევებით. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპრიცში და მინის ფლაკონში არსებული დანაშრევი წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.
3.16. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით (მათ შორის ბრალდებულის ჩვენებით) არ დასტურდება გ-------------------–--ის, გ--------------–--ის, გ-----------–----–---–ის, ე-–-------------ისა და მ----------------ის რაიმე სახის პირადი დაინტერესება რ--------–----------ს წინააღმდეგ. გამომძიებლები, თარჯიმანი და გარეშე პირი რ--------–---------ს არ იცნობდნენ, მასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონიათ და საქმის განხილვისას არ გამოკვეთილა იმგვარი გარემოება, რაც აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. ამდენად, სასამართლოს აღნიშნული მოწმეებისა და ბ-----–---–----------ს ჩვენებებით, ასევე ბრალდებულ რ--------–----------ს აღიარებითი ჩვენებით, უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ 2019 წლის 12 მარტს, ქ. თ---–--ში, ს------– ფ-------–-ში, ბ-------- ქუჩა #--დან ამოღებულ იქნა რ--------–----------ს კუთვნილი შპრიცი და მინის ფლაკონი დანაშრევებით, რომელშიც აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. რ--------–----------ს ბრალდების ამ ეპიზოდთან დაკავშირებით, დაცვის მხარეს დასკვნით სიტყვაში განსხვავებული არგუმენტაცია სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლო ამ საკითხზე დამატებით არ იმსჯელებს.
3.17. სასამართლოს ნარკოლოგიური გამოკვლევის დასკვნებით, ექსპერტების - თ---------–---ის, ლ-–-----------სა და ი--------------–-–---–ის ჩვენებებით უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ 2019 წლის 9 იანვარსა და 2019 წლის 12 მარტს ექსპერტების მიერ შემოწმებულ იქნა რ--------–----------, რა დროსაც, ორივე შემთხვევაში დაუდგინდა „ოპიუმის ჯგუფის“ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. აღნიშნული გარემოებები ფაქტობრივად სადავო არ არის, ვინაიდან ბრალდებულ რ--------–---------ს არ უარყვია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი და განმარტა, რომ დიდი ხნის განმავლობაში (12 წლის ასაკიდან) არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი.
3.18. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტებრის განაჩენით, რ--------–---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
3.19. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით, რ--------–---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
3.20. რ--------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენით, რ--------–---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თ---–--ის საქალაქო სასამრთლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განაჩენით რ--------–----------ს მიმართ დანიშნული ძირითადი სასჯელის - ჯარიმის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 ლარი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით რ--------–---------ს სასჯელად განესაზღვრა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად ორი წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
3.21. თ---–--ის სააღსრულებო ბიუროს უფროსის 2019 წლის 18 იანვრის წერილის თანახმად, თ---–--ის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თ---–--ის საქალაქო სასამართლოს მიერ 20.09.2017 წლის განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, რ--------–---------ს დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული განაჩენით დაკისრებული სასჯელი გააუქმა რ--------ს საქალაქო სასამართლოს 31.08.2018 წლის განაჩენმა, რომლის შესაბამისად, რ--------–---------ს დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოვალეს არ წარუდგენია ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და მის მიმართ მიმდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები.
3.22. თ---–--ის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო თ---–--ის საქალაქო სასამართლოს მიერ - 27.04.2018 წლის განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად რ--------–---------ს დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული განაჩენი აღსრულებულია და თანხა ჯარიმის სახით გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში 2018 წლის 22 მაისს.
3.23. ამდენად, განაჩენებითა და სააღსრულებო ბიუროს წერილით დგინდება, რომ რ--------–---------- ახალი დანაშაულების ჩადენის დროს (2019 წლის 9 იანვარსა და 2019 წლის 12 მარტს) იყო 2017 წლის 20 სექტემბრისა და 2018 წლის 27 აპრილის განაჩენებით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის ნასამართლევი პირი.
3.24. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).
2.26. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
3.27. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
3.28. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ნარკოტიკული დანაშაულის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.
3.29. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადგინდებოდა რ--------–----------სა და ბ-----–---–----------ს მიერ ნარკოტიკული საშუალების ერთობლივად შეძენისა და ურთიერთშეთანხმებით „მ----------ს“ მარკის ავტომანქანაში (სახ. #T--------) შენახვის ფაქტი. აღნიშნული გარემოება არ დაუდასტურებია საქმეზე დაკითხულ არცერთ მოწმეს, ხოლო ბრალდებულებმა კატეგორიულად გამორიცხეს ურთიერთშეთანხმებით ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და ავტომანქანაში შენახვის ფაქტი. ბ-----–---–----------ს განმარტებით, მის მანქანასთან რ--------–---------ს შემხებლობა არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ფარული აუდიო ჩანაწერები, სადაც დაფიქსირებულია სავარაუდოდ ბრალდებულთა ზოგადი საუბრები და მკაფიოდ არ იკვეთება რ--------–----------სა და ბ-----–---–----------ს რაიმე ურთიერთშეთანხმებული ქმედებები (მათ შორის ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად ვერ დგინდება სატელეფონო კომუნიკაციაში მონაწილე პირთა ვინაობა), ვერ გამოდგება ნარკოტიკული საშუალების ერთობლივ შეძენასთან და შენახვასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დასადგენად. აუდიო ჩანაწერებში ერთი შეხედვით (სავარაუდოდ) შესაძლოა საუბრები შეეხება აკრძალულ ნივთიერებას ან საგანს, თუმცა იმის კატეგორიული მტკიცება, რომ კომუნიკაციის მონაწილეები აუცილებლად საუბრობენ ნარკოტიკულ საშუალებაზე, მის რეალიზაციაზე ან ერთობლივ შენახვაზე (მით უფრო ამას საუბრობენ რ--------–---------- და ბ-----–---–----------), მოცემული ჩანაწერების შინაარსიდან უტყუარად არ დგინდება. ამდენად, ბრალდების ამ ეპიზოდში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი ხასიათის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა წინასწარი შეთანხმებით რ--------–----------სა და ბ-----–---–----------ს მიერ ნარკოტიკული საშუალების ერთობლივად შეძენას, შენახვას და თუნდაც რაიმე ფორმით რ--------–----------ს შემხებლობას ბ-----–---–----------ს ავტომანქანიდან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებასთან.
3.30. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება, რომ რ----ი ა-–---------მა ბ--–------–---------თან ერთად წინასწარი შეთანხმებით შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება.
ბ-----–---–----------ს ბრალდების ეპიზოდი
3.31. 2019 წლის 12 მარტის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნ------------------------------------–-------------------–---------------–--- გამომძიებელ ა-----–---–--–-–---–ის მიერ, გამოძიებლების - გ---------------ისა და ლ---------–---–ის, თარჯიმან მ----------–---------ის, ბრალდებულების - ბ-----–---–----------სა და რ--------–----------ს, ადვოკატ გ---------------ის მონაწილეობით, გაჩხრეკილ იქნა ავტომანქანა მ----------, სახ. #T--------, რა დროსაც საბარგულში, ჩიხოლის ქვევით განთავსებული სათადარიგო საბურავის ქვეშ, მარცხენა კუთხეში ნანახი და ამოღებულ იქნა მოყვითალო ფერის ლითონოს ოვალური ფორმის კოლოფი, რომელშიც მოთავსებული იყო ორი ცალი ფოლგის ქაღალდის წონაკი (პირველ ფოლგის წონაკში მოთავსებულია ორი მოვარდისფრო პოლიეთილენის წონაკი. მეორე ფოლგის წონაკში მოთავსებულია სამი მოვარდისფრო პოლიეთილენის წონაკი), რომელშიც გახვეულია გაურკვეველი ნივთიერებები. ასევე ამოღებულ იქნა მანქანის ტექ. პასპორტი. ჩხრეკის ოქმს პოლიციელებთან ერთად ადასტურებენ ადვოკატი, თარჯიმანი და გარეშე პირი - მ----------------ი. ოქმზე დაფიქსირებულია შენიშვნა, რომლის თანახმადაც, ბ-----–---–----------ს განცხადებით, ავტომანქანიდან ამოღებული ნივთიერება მას არ ეკუთვნის.
3.32. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 13 მარტის #---------------- ქიმიურის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2019 წლის 12 მარტს ბ-----–---–----------ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული, მეტალის კონტეინერში მოთავსებული, ორ ცალ ვარდისფერ პოლიეთილენის ნაჭერში და 3 ცალ ვარდისფერ პოლიეთილენის ნაჭერში (სულ ხუთი ნაჭერში) შეხვეული, სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით 12.5888 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშალება „ჰეროინის“ წონა შეადგენს 7.4066 გრამს.
3.33. ბრალდებულ ბ-----–---–----------ს ავტომანქანის ჩხრეკის კანონთან შესაბამისობა დაადასტურეს გამომძიებლებმა - ა-----–---–--–-–---–მა, გ---------------ემ და ლ---------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმეებმა განმარტეს, რომ ბრალდებულებს იცნობენ მხოლოდ მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე და მათთან მანამდე რაიმე ურთიერთობა არ ჰქონიათ. ბრალდებულების მიმართ პირადი დაინტერესება არ გააჩნიათ. 2019 წლის 12 მარტს, დილის საათებში, თარჯიმნისა და ადვოკატის მონაწილეობით გაჩხრიკეს ქ. თ---–--ში, ს------– ფ-------–-ში, ბ-------- ქუჩა 1-–- მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში გაჩერებული, ბ-----–---–----------ს კუთვნილი ავტომანქანა „მ----------“ რა დროსაც ამოღებულ იქნა მეტალის კონტეინერი, მასში მოთავსებული ხუთ ცალად (წონაკად) დაფასოებული ნივთიერებით. მოწმეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ავტომანქანის ჩხრეკა ჩატარდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მშვიდ ვითარებაში, თარჯიმნისა და ადვოკატის მონაწილეობით, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ამოღებული ნივთიერება დაილუქა, შედგა სათანადო ოქმი, რომელსაც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირმა მოაწერა ხელი. ავტომანქანა ეზოში დაკეტილ მდგომარეობაში იდგა. გასაღები ბრალდებულის მეუღლემ გამოიტანა სახლიდან, ხოლო კარი თვითონ ბ-----–---–---------მა გააღო. მოწმეები ადასტურებენ ავტომანქანის ჩხრეკის ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეს.
3.34. ბრალდებულ ბ-----–---–----------ს ავტომანქანის ჩხრეკის სისწორე ასევე დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე მოწმეებმა - თარჯიმანმა ე-–-------------მა და გარეშე პირმა მ----------------მა. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ ბ-----–---–----------ს კუთვნილი ავტომანქანა გაიჩხრიკა მშვიდ ვითარებაში, ბრალდებულის ოჯახის წევრებისა და ადვოკატის მონაწილეობით. ჩხრეკის შედეგად გამომძიებლების მიერ, ავტომანქანიდან ამოღებულ იქნა რკინის ყუთი, რომელშიც მოთავსებული იყო ხუთ შეკვრად დაფასოებული ნივთიერება. გამომძიებელმა დალუქა ამოღებული ნივთები, შეადგინა ოქმი, რომელსაც ჩხრეკის ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი. მოწმე მ----------------მა დაადასტურა, რომ ჩხრეკის დაწყებამდე ავტომანქანა დაკეტილ მდგომარეობაში იყო და გასაღები ბრალდებულის მეუღლემ გამოიტანა სახლიდან. ავტომანქანის კარი ბ-----–---–---------მა გააღო.
3.35. ბრალდებულმა ბ-----–---–---------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებებში არ ცნო თავი დამნაშავედ, უარყო რ--------–---------თან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. ბრალდებულმა განმარტა, რომ „მ----------ს“, მარკის ავტომანქანა მას ეკუთვნის. 2019 წლის 12 მარტს, დილის საათებში, პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ მისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში. გაჩხრიკეს და ამოიღეს შპრიცი და მინის ფლაკონი, რომელზეც რ--------–---------მა აღნიშნა, რომ მას ეკუთვნოდა. აღნიშნულის შემდეგ გაჩხრიკეს სახლის ეზოში მდგომი მისი ავტომანქანა, რომლის კარებიც ღია იყო. გამომძიებლებმა საბარგულიდან ამოიღეს რკინის ყუთი, რომელიც გახსნეს სახრახნისის დახმარებით. ყუთში აღმოჩნდა რაღაც ნივთიერება. ჰკითხეს თუ რა იყო, რაზედაც უპასუხა, რომ არ იცოდა. გამომძიებლებმა დანაშაულის აღიარება შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა და განმარტა, რომ ნარკოტიკი მას არ ეკუთვნოდა. ავტომანქანით მხოლოდ თვითონ სარგებლობდა. რ--------–---------ს სხვა ავტომანქანა ჰყავს მფლობელობაში. ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს.
3.36. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, ასევე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე თარჯიმნის, გარეშე პირისა და გამომძიებელთა ჩვენებები სრულად შეესაბამება ერთმანეთს და მათ შორის საქმის არსებითი განხილვისას რაიმე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები არ გამოკვეთილა. აღსანიშნავია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოწმეების - ა-----–---–--–-–---–ის, გ---------------ის, ლ---------–---–ის, ე-–-------------ისა და მ----------------ის რაიმე საეჭვო, პირადი ხასიათის დაინტერესება ბ-----–---–----------ს წინააღმდეგ. ისინი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე ბრალდებულს არ იცნობდნენ და რაიმე ურთიერთობა მასთან არ ჰქონიათ. არ გამოკვეთილა იმგვარი გარემოება, რაც აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. მოწმეთა სუბიექტური დაინტერესების თაობაზე არც დაცვის მხარეს წამოუდგენია რაიმე არგუმენტი. ე-–-------------ი არის თარჯიმანი, ხოლო მ----------------ი გარეშე პირის სტატუსით მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებებში. ისინი ერთმნიშვნელოვნად არიან ნეიტრალური მოწმეები და სასამართლოს ინფორმაციას აწვდიან იმ გარემოებებთან მიმართებით, რაც მათ უშუალოდ ნახეს. ამდენად, ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებებში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს. ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 12 მარტს, დილის საათებში, თარჯიმნის მონაწილეობითა და ადვოკატის თანდასწრებით გაიჩხრიკა ბ-----–---–----------ს კუთვნილი, „მ----------ს“ მარკის ავტომანქანა, რა დროსაც ამოღებულ იქნა რკინის ყუთი მასში მოთავსებული, ხუთ ფუთად დაფასოებული ნივთიერებით. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ ამოღებული ნივთიერება დაილუქა კანონის შესაბამისად, შედგა შესაბამისი ოქმი, რომელიც ხელმოწერით დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირმა (მათ შორის თარჯიმანმა, გარეშე პირმა, ადვოკატმა). მოწმეებმა დაადასტურეს ბ-----–---–----------ს ავტომანქანის ჩხრეკის ოქმში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტეს, რომ ჩხრეკა ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. უფლებების განმარტებისა და მოსამართლის განჩინების წარდგენის შემდეგ გაიჩხრიკა ბრალდებულის ავტომანქანა, რა დროსაც ამოღებულ იქნა რკინის ყუთი მასში მოთავსებული ნივთიერებით. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბ-----–---–----------ს ავტომანქანიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.
3.37. გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ ავტომანქანა „მ----------“ საიდანაც ამოღებულ იქნა რკინის ყუთი ეკუთვნის ბ-----–---–---------ს. აღნიშნული გარემოება მათ შორის დაადასტურეს ბრალდებულებმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებში. ბ-----–---–---------მა განმარტა, რომ ,,მ----------ს“ მარკის ავტომანქანით თვითონ სარგებლობდა. მოწმეების - ა-----–---–--–-–---–ის, გ---------------ის, ლ---------–---–ის, ე-–-------------ისა და მ----------------ის ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ჩხრეკის დაწყებამდე ავტომანქანა დაკეტილი იყო. გასაღები ბ-----–---–----------ს თხოვნით მისმა მეუღლემ გამოიტანა სახლიდან, რის შემდეგაც დამსწრე პირების თანდასწრებით გაიხსნა ავტომანქანა, გაიჩხრიკა და ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება. საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა ადვოკატიც, რომელსაც ოქმზე იმგვარი შენიშვნა, რომ არ ყოფილა ავტომანქანიდან რაიმე ამოღებული, ავტომანქანა ღია იყო და მანამდე რაიმე საეჭვო მოქმედება განხორციელდა, არ დაუფიქსირებია. ერთადერთი შენიშვნა, რომელიც ავტომანქანის ჩხრეკის ოქმზე არის მითითებული, ეკუთვნის ბ-----–---–---------ს, რომელმაც არა ავტომანაქანიდან ნივთის ამოღება გახადა სადავოდ, არამედ მხოლოდ ის განმარტა, რომ ავტომანქანიდან ამოღებული ნივთი მას არ ეკუთვნოდა. ბ-----–---–----------ს ეს განმარტება, სრულად არის უარყოფილი მოწმეების - ა-----–---–--–-–---–ის, გ---------------ის, ლ---------–---–ის, ე-–-------------ისა და მ----------------ის ჩვენებებით (ავტომანქანა დაკეტილი იყო, გაიხსნა ბ-----–---–----------ს თანდასწრებით, გაიჩხრიკა და ამოღებული იქნა 5 ფუთად შეკრული ნივთიერება). ბრალდებულების - ბ-----–---–----------სა და რ--------–----------ს განმარტებები - ,,მ----------ს“ მარკის ავტომანქანასთან შემხებლობა გარდა ბ-----–---–----------სა, სხვას არავის ჰქონია (მათ შორის რ--------–---------ს), სასამართლოს უმყარებს რწმენას, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ეკუთვნის ბ-----–---–---------ს და არა სხვა პირს. რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა ავტომანქანა „მ-------------“ რ--------–----------ს ან ოჯახის სხვა წევრის შემხებლობა, ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. ამდენად, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ ავტომანქანა ,,მ----------დან“ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნის ბ-----–---–---------ს, რომელიც პირადად შეიძინა და ინახავდა საკუთარ ავტომანქანაში. სასამართლოს აღნიშნულ დასკვნას ამყარებს ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის შინაარსზეც სასამართლო მოგვიანებით შეაჩერებს ყურადღებას.
3.38. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ნოემბრის განაჩენით, ბ-----–---–---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 საათის ოდენობით.
3.39. რ--------ს საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით, ბ-----–---–---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდ) და საბოლოოდ დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
3.40. ამდენად, ბ-----–---–---------- ახალი დანაშაულის ჩადენის დროს (2019 წლის 12 მარტს) ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვისათვის).
გ---------–---–------------ს ბრალდების ეპიზოდი
3.41. 2019 წლის 12 მარტის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნ------------------------------------–-------------------–-------------------------–--- გამომძიებელ ქ--------–--–------ის მიერ, გამომძიებელ თ------------–--ს, თარჯიმან მ-----------------–---–ის მონაწილეობით გაჩხრეკილ იქნა გ---------–---–------------, რა დროსაც ამოღებულ იქნა კისერზე ჩამოკიდებული შავი ფერის ხელჩანთა. ჩანთაში პირად ნითებთან ერთად მოთავსებული იყო მოყვითალო ფერის პოლიეთილენის პარკის თავმომწვარი წონაკი, რომელსაც შემოხვეული ჰქონდა მოშავო ფერის ძაფი. წონაკში მოთავსებული იყო მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება. პირადი ჩხრეკისას ასევე ამოღებულ იქნა ფულადი თანხა, სამი ცალი „ს-------ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, გ---------–---–------------ს სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
3.42. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 13 მარტის #---------------- ქიმიურის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2019 წლის 12 მარტს გ---------–---–------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული, მოყვითალო ფერის თერმულად დამუშავებულ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო, სპეციფიკური სუნის ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით 4.951 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ წონა შეადგენს 2.9263 გრამს.
3.43. ბრალდებულ გ---------–---–----------ს პირადი ჩხრეკის კანონთან შესაბამისობა დაადასტურეს გამომძიებლებმა - თ------------–--მ და ქ--------–--–------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმეებმა განმარტეს, რომ ბრალდებულს იცნობენ მხოლოდ მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე და მასთან მანამდე რაიმე ურთიერთობა არ ჰქონიათ. 2019 წლის 12 მარტს, დილის საათებში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიემართებოდნენ მ--------–-ს მიმართულებით. გზაზე შეხვდათ საპირისპირო მიმართულებით მოძრავი, ოპერატიულ ინფორმაციაში დაფიქსირებული, „ო---–ის“ მარკის ავტომანქანა. გ---------ს რაიონის ს------– კ-----თან შეაჩერეს აღნიშნული ავტომანქანა. მიუახლოვდნენ გ---------–---–------------ს, თარჯიმნის მეშვეობით განუმარტეს უფლებები და გაჩხრიკეს. პირადი ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულის ყელზე ჩამოკიდებული ჩანთიდან პირად ნივთებთან ერთად ამოღებულ იქნა ერთი წონაკი, რომელშიც მოთავსებული იყო მოყავისფრო ნივთიერება. მოწმეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ბრალდებულის პირადი ჩხრეკა ჩატარდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მშვიდ ვითარებაში, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, თარჯიმნის მონაწილეობით. გ---------–---–------------მ ზეპირად დააფიქსირა, რომ ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნოდა. ამოღებული ნივთიერება დაილუქა, შედგა სათანადო ოქმი, რომელსაც გ---------–---–------------ს გარდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირმა მოაწერა ხელი. ბრალდებულის გარდა „ო---–ის“ მარკის ავტომანქანაში ასევე იმყოფებოდა ორი მამაკაცი, რომლებიც სხვა გამომძიებლებმა გაჩხრიკეს.
3.44. ბრალდებულ გ---------–---–------------ს პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე ასევე დაადასტურა თარჯიმანმა მ-----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმემ აღნიშნა, რომ 2019 წლის 12 მარტს, დილის საათებში, გ---------ს რაიონის ს------– კ-----თან, პოლიციის თანამშრომლების მიერ შეჩერებულ იქნა ავტომანქანა, რომელშიც იმყოფებოდა გ---------–---–------------. უფლებების განმარტების შემდეგ, მშვიდ ვითარებაში გაიჩხრიკა ბრალდებული, რა დროსაც გამომძიებლების მიერ კისერზე ჩამოკიდებული ხელჩანთიდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პარკში შეხვეული ნივთიერება (ასევე ამოღებულ იქნა პირადი ნივთები). გამომძიებელმა დალუქა ამოღებული ნივთები, შეადგინა სათანადო ოქმი, რომელსაც ბრალდებულის გარდა ყველამ მოაწერა ხელი. გ---------–---–------------მ განაცხადა, რომ ამოღებული ნივთები მას არ ეკუთვნოდა. ჩხრეკის დაწყებამდე ბრალდებულის ჩანთასთან შეხება არავის ჰქონია. ბრალდებულის მიმართ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. მ-----------------–---–მა განმარტა, რომ ბრალდებულს სრულად უთარგმნა ყველა დოკუმენტი და ხელმოწერით დაადასტურა ოქმის შინაარსი.
3.45. ბრალდებულმა გ---------–---–------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ცხოვრობს პატიოსანი ცხოვრებით და ნარკოტიკულ საშუალებასთან შეხება არასდროს ჰქონია. ჰყავს ორი ვაჟი, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებას. 2019 წლის 12 მარტს მ--------–-დან თ---–--ის მიმართულებით მიემგზავრებოდა. გზაზე გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა. ორმა ქალბატონმა გაჩხრიკა და უთხრეს, რომ ამოუღეს ნარკოტიკი. ჩანთაში ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია. ხელსაწმენდში გახვეული ნარკოტიკული საშუალება მაღალმა ბიჭმა ჩაუდო. თავდაპირველად, პოლიციელებმა მისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით გააჩერეს ავტომანქანა და ნარკოტიკი რომ ჰქონოდა, ვიდრე მიუახლოვდებოდნენ, გადააგდებდა ან გადაყლაპავდა. დაკავებაში მონაწილე პოლიციელებიდან არავის იცნობს და მათთან რაიმე კონფლიქტი არ ჰქონია.
3.46. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი, ასევე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე თარჯიმნისა და გამომძიებელთა ჩვენებები სრულად შეესაბამება ერთმანეთს და მათ შორის საქმის არსებითი განხილვისას რაიმე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები არ გამოკვეთილა. აღსანიშნავია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოწმეების - ქ--------–--–------ის, თ------------–--სა და მ-----------------–---–ის რაიმე საეჭვო, პირადი ხასიათის დაინტერესება გ---------–---–------------ს წინააღმდეგ. ისინი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე ბრალდებულს არ იცნობდნენ და რაიმე ურთიერთობა მასთან არ ჰქონიათ. არ გამოკვეთილა იმგვარი გარემოება, რაც აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. მოწმეთა სუბიექტური დაინტერესების თაობაზე არც დაცვის მხარეს წამოუდგენია რაიმე არგუმენტი (მათ შორის ბრალდებულმაც განმარტა, რომ მოწმეებს არ იცნობდა და მათთან რაიმე ურთიერთობა არ ჰქონია). ამასთან, თარჯიმანი მ-----------------–---–ი არის ერთმნიშვნელოვნად ნეიტრალური პირი და სასამართლოს ინფორმაციას აწვდის იმ გარემოებებთან მიმართებით, რაც მან უშუალოდ ნახა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას. ამდენად, ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებებში ეჭვის შეტანის რაიმე გონივრული საფუძველი არ არსებობს.
3.47. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 12 მარტს, დილის საათებში, თარჯიმნის მონაწილეობით გაიჩხრიკა გ---------–---–------------, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა ერთ ცალად დაფასოებული ნივთიერება. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ ამოღებული ნივთიერება დაილუქა კანონის შესაბამისად და შედგა სათანადო ოქმი. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ პირადი ჩხრეკა ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ---------–---–------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ვერისიას, რომ ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნოდა და პოლიციელთა მხრიდან უკანონო მოქმედებას ჰქონდა მის მიმართ ადგილი.
3.48. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 ნოემბრის #0-------- დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა:
ü პაკეტში (წარწერით: „...შესაფუთი მასალა...”) მოთავსებულ პოლიეთილენის ფრაგმენტებზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N1, გ---------–---–------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შესაფუთი მასალა) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ---------–---–------------ს;
ü პაკეტში (წარწერით: „...კონტეინერი, შესაფუთი მასალა ფოლგის ნაჭრები”) მოთავსებულ კონტეინერზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ.N2, ბ-----–---–----------ს ავტომანქანიდან ამოღებული კონტეინერი) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და კონტეინერში მოთავსებულ მოვერცხლისფრო ფოლგის ქაღალდების, მოვარდისფრო პოლიეთილენისა და ძაფის/ფრაგმენტებზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ბ-----–---–---------ს. ობ.N2-ის (ბ-----–---–----------ს ავტომანქანიდან ამოღებული კონტეინერი) პროფილში არ ვლინდება რ--------–----------სა და გ---------–---–------------ს გენეტიკური თანამონაწილება;
ü პაკეტში (წარწერით: „...მინის ფლაკონი, 5მლ. შპრიცი...”) მოთავსებულ სამედიცინო შპრიცზე და მინის ფლაკონზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ--------–---------ს;
ü პაკეტში (წარწერით: „გ---------–---–------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ხელჩანთა“) მოთავსებულ ჩანთანზე არსებული ბიოლოგიური მასალის შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი ეკუთვნის გ---------–---–------------ს. არ ვლინდება ბ-----–---–----------სა და რ--------–----------ს გენეტიკური თანამონაწილეობა.
3.49. ექსპერტმა ე-------------------–---მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
3.50. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მეტ დამაჯერებლობას სძენს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს და თანხვედრაშია მოწმეთა ჩვენებებთან ნარკოტიკული საშუალებების კუთვნილების ფაქტის დადგენის თვალსაზრისით. ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ გ---------–---–------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალაზე აღმოჩნდა მხოლოდ მისი გენეტიკური პროფილი. ბ-----–---–----------ს ავტომანქანიდან ამოღებულ რკინის ყუთზე და ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალაზე დაფიქსირდა მხოლოდ ბ-----–---–----------ს გენეტიკური პროფილი, ხოლო სახლიდან ამოღებულ მინის ფლაკონზე და შპრიცზე დადგინდა რ--------–----------ს გენეტიკური პროფილის არსებობა. აღსანიშნავია, რომ ბ-----–---–----------ს ავტომანქანიდან ამოღებულ რკინის ყუთზე და ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალაზე ფიქსირდება მხოლოდ ბ-----–---–----------ს გენეტიკური პროფილი, რაც კიდევ უფრო უსაფუძვლოს ხდის ბრალდების მხარის ვერსიას რ--------–----------ს და ბ-----–---–----------ს მიერ ნარკოტიკული საშუალების წინასწარი შეთანხმებით ერთობლივად შეძენისა და შენახვის შესახებ.
3.51. სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიციელებმა - ო------------–მა, გ---------------–---–მა და ა---------–------–---–მა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული ავტომანქანა „ო---–ის“ ჩხრეკისა და აღნიშნულ ავტომანქანაში მსხდომი მამაკაცების პირადი ჩხრეკის ოქმების სისწორე. მათ გ---------–---–------------ს მიმართ რაიმე საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებიათ და ბრალდებულის პირად ჩხრეკას არ დასწრებიან. ინფორმაცია გ---------–---–------------სგან ამოღებული ნივთიერების თაობაზე მიიღეს პირად ჩხრეკაში მონაწილე გამომძიებლებისგან. პოლიციელებმა მ----------------–-–---–მა და რ----------–-----ამ დაადასტურეს რ--------–----------ს პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. მოწმე ნ-------------–-------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2019 წლის 12 მარტს, დილის საათებში იმყოფებოდა ს------– ფ-------–-ში, ბ-------- ქუჩა N1-–-. უშუალოდ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. დაკავებული იყო შემთხვევის ადგილის/პერიმეტრის დაცვით. ინფორმაცია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულ ნივთიერებეზე მიიღო თანამშრომლებისგან.
3.52. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეები - ო------------–ი, გ---------------–---–ი, ა---------–------–---–ი, მ----------------–-–---–ი, რ----------–-----ა და ნ-------------–------- არიან პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნულმა მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მართებულობა, რომელებიც მათ მიერ იქნა ჩატარებული ან რომელშიც მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ მიერ მიცემული ჩვენებები პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების (ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა, შენახვის) მიმართ წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს (ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას).
3.53. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე, პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2).
3.54. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).
3.55. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმეების - ო------------–ის, გ---------------–---–ის, ა---------–------–---–ის, მ----------------–-–---–ის, რ----------–-----ასა და ნ-------------–-------ს ირიბი ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს რ--------–----------ს, ბ-----–---–--------ვისა და გ---------–---–------------- მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.56. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მოწმე თ---------------მა საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხვისას არ დაადასტურა მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია. განმარტა, რომ იგი ბრალდებულებს კარგად არ იცნობს და მათთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. შესაბამისად, სასამართლო მოწმე თ---------------ის ჩვენებაზე დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებით მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება არც ბრალდების დადასტურების და არც უარყოფის თვალსაზრისით, არ დგინდება.
3.57. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეასრულა მისი მოვალეობა და სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის ნასამართლევი რ--------–----------ს მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტები (ორი ეპიზოდი), სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით ნასამართლევი რ--------–----------ს, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისათვის ნასამართლევი ბ-----–---–----------სა და გ---------–---–------------ს მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვის ფაქტები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია, პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი ან/და ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ქმედების ჩამდენი პირის ფიზიკური და ზნეობრივი ჯანმრთელობა. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ა) ნარკოტიკული საშუალების მოხმარება იყოს უკანონო, კერძოდ, იგი მოხმარებული უნდა იყოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის - ამ შემთხვევაში ექიმის დანიშნულების გარეშე და ბ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი უნდა იყოს განმეორებითი - აღნიშნული ქმედებისათვის პირს ერთხელ უკვე დაკისრებული უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული სახდელი ან/და იგი ამ დანაშაულისთვის უნდა იყოს ნასამართლევი.
4.2. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ რ--------–---------ს, რომელიც ნასამართლევი იყო ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის, 2019 წლის 9 იანვარსა და 2019 წლის 12 მარტს ლაბორატორიულად კვლავ დაუდგინდა „ოპიუმის ჯგუფის“ ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ მოხმარების ფაქტები. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის (ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარება, ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი (ორი ეპიზოდი).
4.3. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ რ--------–---------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ (ორი ეპიზოდი).
4.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენაში და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების (შეძენა/შენახვა) უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ რ--------–---------მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რასაც უკანონოდ ინახავდა საცხოვრებელ სახლში. 2019 წლის 12 მარტს, პოლიციის თანამშრომლების მიერ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან (ქ. თ---–--ი, ფ-------–-, ბ-------- ქუჩა #-) ამოღებულ იქნა ნივთიერება, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ წონით 0.02994 გრამს. ვინაიდან ახალი დანაშაულის ჩადენისას რ--------–---------- ნასამართლევი იყო სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - ქმედების ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით (XXXIII) გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.
4.6. სასამართლოს ბრალდების მხარის მტკიცებულებებით ასევე ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ-----–---–---------მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რომელიც შეინახა საკუთარ ავტომანქანაში. 2019 წლის 12 მარტს ბ-----–---–----------ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ნივთიერება, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ წონით 7.4066 გრამს. ბრალდების ამ ეპიზოდთან მიმართებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა რ--------–----------სა და ბ-----–---–----------ს მიერ ნარკოტიკული საშუალების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ერთობლივად შეძენისა და ურთიერთშეთანხმებით შენახვის ფაქტები, რის გამოც რ--------–----------ს ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, არამართებულია და იგი ამ მუხლებით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს. ასევე არასწორია ბ-----–---–----------ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქმედების ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) დაკვალიფიცირება, ვინაიდან მისი ჩადენა არ დასტურდება საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით, რის გამოც იგი აღნიშნულ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
4.7. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ვინაიდან ბ-----–---–---------- ახალი დანაშაულის ჩადენისას ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, სასამართლოს მიაჩნია რომ სახეზეა დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - ქმედების ჩადენა არაერთგზის.
4.8. საქმის არსებითად განხილვისას ასევე უტყუარად დადასტურდა, რომ გ---------–---–------------მ უკანონოდ შეიძინა/შეინახა „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რომელიც 2019 წლის 12 მარტს, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ გ---------–---–------------სგან ამოღებული ნივთიერება შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ წონით 2.9263 გრამი.
4.9. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. ამავე დანართის (ნუსხის) 189-ე გრაფაში მითითებული ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინი“ 0,2 გრამამდე ითვლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, 1 გრამამდე დიდ ოდენობად, ხოლო ერთ გრამზე მეტი განსაკუთრებით დიდ ოდენობად. გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ რ--------–----------ს კუთვნილი ნივთიერება შეიცავს, ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ წონით 0.02994 გრამს; ბ-----–---–----------ს ავტომანქანიდან ამოღებული ნივთიერება შეიცავს, ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ წონით, 7.4066 გრამს, ხოლო გ---------–---–------------ს პიორადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება შეიცავს, ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ წონით, 2.9263 გრამს.
4.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ რ--------–---------მა ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ (ორი ეპიზოდი) - დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 273-ე მუხლი (ორი ეპიზოდი); ბ-----–---–---------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; გ---------–---–------------მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, რომლითაც რ--------–---------ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელად ითვალისწინებს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო სსკ-ის 273-ე მუხლი, ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლითაც ბ-----–---–---------სა და გ---------–---–------------ს მსჯავრი უნდა დაედოთ, ითვალისწინებს რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს რ--------–----------ს, ბ-----–---–----------სა და გ---------–---–------------ს პიროვნებებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.5. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
5.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ რ--------–----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი დანაშაულის აღიარება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში მისი ნასამართლობა (სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის); ბ-----–---–---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში მისი ნასამართლობა (სსკ-ის 381- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის);
გ---------–---–------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5.7. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს რ--------–----------ს, ბ-----–---–----------სა და გ---------–---–------------ს მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც უხეშად არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრულ წესს და არის მომეტებული საშიშროების მატარებელი), დანაშაულის ჩადენის სახესა და ხერხს (რ--------–---------მა, ბ-----–---–---------მა და გ---------–---–------------მ დაუდგენელ დროს შეიძინეს სხვადასხვა ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები. რ--------–---------- ნარკოტიკულ საშუალებას ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში, ბ-----–---–---------- კუთვნილ ავტომანქანაში, ხოლო გ---------–---–------------ პირადად), ბრალდებულების პირად და ეკონომიკურ პირობებს (რ--------–---------- და ბ-----–---–---------- არიან ნარკოტიკული საშუალებების მომხარებლები, იყვნენ დასაქმებულები, ბრალდებულები არიან ოჯახის წევრები, არიან დაოჯახებულები), რ--------–----------ს, ბ-----–---–----------ს და გ---------–---–------------ს კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს და მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდებულებს სასჯელად უნდა განესაზღვროთ:
რ--------–---------ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2019 წლის 12 მარტის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2019 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. რ--------–---------ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით ჩადენილი ქმედებების საშიშროებიდან და პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ბ-----–---–---------ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბ-----–---–---------ს განაჩენთა ერთობლიობით, ჩადენილი ქმედებეს საშიშროებიდან და პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
გ---------–---–------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.8. სასამართლოს მიაჩნია, რომ რ--------–----------ს, ბ-----–---–----------სა და გ---------–---–------------ს მიმართ დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულების პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
6.ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
§ ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკული ნივთიერების შესაფუთი მასალა, ნერწყვის ნიმუშები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;
§ დისკები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
§ ვიდეოთვალი, ფულადი თანხა, ვიდეო ჩამწერი მოწყობილობა, ავტომანქანა „მ----------“ სახ. #T--------, ავტომანქანის გასაღები, ავტომანქანის ტექ. პასპორტი, გ---------–---–------------ს პირადი ნივთები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ--------–---------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. რ--------–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2019 წლის 12 მარტის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2019 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით რ--------–---------ს სასჯელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რ--------–----------ს მიმართ რ--------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, რ--------–----------ს მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა, რ--------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (ძირითადი და დამატებითი სასჯელი) და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით რ--------–---------ს სასჯელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. რ--------–----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
7. რ--------–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 12 მარტიდან.
8. რ--------–---------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
9. ბ-----–---–---------- ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
10. ბ-----–---–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
11. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბ-----–---–----------ს მიმართ რ--------ს საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
12. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბ-----–---–----------ს მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს რ--------ს საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ბ-----–---–---------ს სასჯელად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
13. ბ-----–---–----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
14. ბ-----–---–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 12 მარტიდან.
15. ბ-----–---–---------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
16. გ---------–---–------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
17. გ---------–---–------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
18. გ---------–---–------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 12 მარტიდან.
19. გ---------–---–------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
20. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
§ ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკული ნივთიერების შესაფუთი მასალა, ნერწყვის ნიმუშები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
§ დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
§ ვიდეოთვალი, ფულადი თანხა, ვიდეო ჩამწერი მოწყობილობა, ავტომანქანა „მ----------“ სახ. #T--------, ავტომანქანის გასაღები, ავტომანქანის ტექ. პასპორტი, გ---------–---–------------ს პირადი ნივთები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.
21. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
22. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი